IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
ნათია
პოსტი Sep 27 2007, 01:57 PM
პოსტი #81


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



IPB-ს სურათი
ჰომეროსი, ერთ-ერთი პირველი ევროპელი პოეტი



პოეზია (ბერძნ.: ποίησις "ვქმნი") — ხელოვნების უძველესი ფორმა, რომელშიაც ენა გამოიყენება მისი ესთეტიკური თვისებების გამო, მის მნიშვნელობასთან ერთად (ან ნაცვლად). მისი განსაზღვრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მცდელობა არისტოტელეს მიერ ყურადღებას ამახვილებს სიტყვის გამოყენებაზე რიტორიკაში, დრამაში, სიმღერასა და კომედიაში.

1. ფართო მნიშვნელობით მთელი მხატვრული ლიტერატურა, წარმოდგენილი პროზითა და პოეზიით.

2. მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება პროზისგან მხატვრული ენის სხვადასხვაგვარი მეტრულ-რიტმული ორგანიზაციით, ე.ი. რიტმული იმპულსით, სიტყვათა ნაკადის მეტრულ-რიტმულად ურთიერთშეფარდებულ მონაკვეთებად - სალექსო სტრიქონებად დაყოფით (რომელიც უგულებელყოფს სინტაქსურ დაყოფას), თანმიმდევრულად გამოხატული ბგერითი სიმეტრიით, ემოციურ-ექსპრესიული ფოკუსირებით.

პოეზიის საწყისები სინკრეტიზმშია, როცა სიტყვები მუსიკა და ცეკვა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. პოეზიისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი განპირობებულია მათი ძირითადი მასალის ბგერითი ბუნებით. ჩვეულებრივი მეტყველებისგან პოეზია განსხვავდება სიტყვების განსაკუთრებული წყობით, სადაც სინტაქსი ემორჩილება რიტმულ-ინტონაციურ პერიოდულობას, რაც სათანადო ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ ეფექტს ქმნის.

პოეზია რენესანსის ეპოქამდე ბატონობდა, ხოლო მხატვრული პროზის ხელოვნებად ჩამოყალიბების შემდეგ იგი აგრძელებს მის პარალელურად არსებობას. ხშირია პროზასა და პოეზიას შორის შუალედური ჟანრებისა და ფორმების შექმნაც, მაგრამ მათ გამყოფად ყოველთვის რჩება ლექსის სტრიქონად ორგანიზებული მეტყველება, რიტმულ-ინტონაციური პერიოდულობა, რომელიც ნათლად აირეკლა ლექსითი მეტყველების ლათინურ სახელწოდებაში: versus – “უკან დაბრუნება” (იგულისხმება ლექსითი სტრიქონის უკან დაბრუნება ხელახალი, პერიოდული განმეორებისთვის).


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 27 2007, 02:00 PM
პოსტი #82


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ქალი მანდილით

ქალი მანდილით , გრძელი თმებით და დიდი მადლით,
ქალი მწუხარე, ხატების წინ ლოცვაში მდგარი,
ქალი ცრემლებით, ცხელი დარდით და სველი ღაწვით,
ქალი ცოდვებზე მგლოვიარე, ლამაზი ქალი.
მე ვნახე იგი ვით სიზმარში სიცხადე მკრთალი,
თეთრი ხელები, შავთვალება, მზირალი კრძალვით,
მე ვნახე მისი თეთრი სახე ელვანაკრავი,
შავშემოსილი ანათებდა დიდების ნათლით.
ო... უხდებოდა მას ის ლოცვა ანთებულ სანთლით.
სულს უნათებდა სიტყვა პირით გარდმომდინარი,
მას მხოლოდ ერთი_ ღმერთი სურდა და სხვა არავინ,
სულიერებას შეამჩნევდი დიდი სიმაღლით.
ქალი მანდილით, ქალი შავით და ქალი მადლით.


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 27 2007, 04:09 PM
პოსტი #83


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852






სინანული



ვიცი მრავალი ცრემლი გაღვრიე,
ვიცი დაგწყვიტე გული, უფალო,
ვიცი მრავალჯერ მცნება ვარღვიე,
რომ არასოდეს ვიყავ უბრალო.
ბევრჯერ გკითხე და არ დაგიჯერე,
აღგითქვი საქმე და არ ვაკეთე,
მადლი მივიღე, _ არ გიმადლობე,
ჭირიდან ლხინში კვლავ დაგივიწყე.
ვერ შემოგწირე მსხვერპლად სიწმინდე,
ვერ გაგიმეტე სიყვარულისთვის,
უბიწოება შევბღალე ცოდვით,
არ აღვასრულე აღთქმა სიწმინდით.
არც სინანული მქონდა უზომო,
არც ცრემლი წრფელი, არც სილამაზე.
თუ შეგიცანი, არ მოგყევ ბოლოდ,
და მადლი შენი კვლავ განვაქარვე...
მინდა უფალო,რომ მოგეახლო..
მინდა მაღალო, სულ შენთან ვიყო.
მაუწყე ღმერთო სავანე ჩემი,
რომ გული ჩემი იქ დავიმკვიდრო.
მომეც ნუგეში, რომ აღვდგე მკვდრეთით,
სული ნაოხი კვლავ გავაცოცხლო,
აღვანთო გულის მიმქრალი ცეცხლი,
ვიხილო მზე და ნათელი მხოლოდ,
წისქვილმა დაფქვას თეთრად გრძნობები,
ზეცამ გვათოვოს მაღლიდან მადლი,
ბუხარმა მოგვცეს სითბოდ იმედი,
მიწამ ნაყოფი ისხას უკვდავი,
რომ ვღაღადებდე მოშიშარებით,
მწიკვლის განწმენდას გევედრებოდე,
შევიცნო თავი, მოგენდო ნებით,
შენი წყალობეს მწამდეს, მჯეროდეს.
თუ ვერა ვზიდე ჯვარი გოლგოთის,
თუ ვერ შევძელი დაძლევა ცოდვის,
თუ არ ვყოფილვარ ფხიზლად ყოველთვის,
გთხოვ მაცხოვარო შენდობას ლოცვით.

ირმა-ლიკა



--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Sep 28 2007, 06:13 PM
პოსტი #84


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



mendes masieli
შენი რამდენიმე ლექსი წავიკიტხე კედლის ფორუმზე... smile.gif ომეწონა... დადე რა აქაც.. smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Sep 28 2007, 06:13 PM
პოსტი #85


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 29 2007, 12:30 AM
პოსტი #86


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



საქართველოსთვის!


გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული,
თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის.
მერე დამწვით და
ეს სხეული, ფერფლად ქცეული
ქარს გაატანეთ საქართველოსთვის.
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!


გოდერძი ჩოხელი













უფლის გზა

მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის.


გოდერძი ჩოხელი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Homo Faber
პოსტი Oct 3 2007, 09:59 AM
პოსტი #87


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 22-May 07
წევრი № 1,988



ეს არის თანამედროვე ქართული პოეზია???

კაშმარ... კიდევ ერთი აგური უკან... დავაი... biggrin.gif


--------------------
ქარის მოტანილს, წვიმა დაასველებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აჩიკო
პოსტი Oct 3 2007, 10:45 AM
პოსტი #88


archili
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 327
რეგისტრ.: 30-June 07
წევრი № 2,342



ციტატა
ეს არის თანამედროვე ქართული პოეზია???

კაშმარ... კიდევ ერთი აგური უკან... დავაი...


biggrin.gif

ეს არის ნაღები იმ პოეზიიდან რაც დღეს ლიტ.გე-სა და ამისთანებზე ქვეყნდება.

ღრმა ძილით სძინავს დღეს ქართულ ლექსს...
სამწუხაროდ ასეა. yes.gif sad.gif


--------------------
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, დაფანტულს ველადა!



კიდევაც დაიზრდებიან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
serafita
პოსტი Oct 3 2007, 11:36 AM
პოსტი #89


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 15-May 07
წევრი № 1,913



გავეცანი ე.წ. თანამედროვე პოეზიის ''შედევრებს'' laugh.gif mad.gif cray.gif
ვაიმე მიშველეთ!!!!!!!!!!!! help.gif


--------------------
''უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 3 2007, 02:33 PM
პოსტი #90


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



არც დასაწყისი...)

არც დასაწყისი, არც დასასრული,
მხოლოდ ოცნების კარის ჯაჯგური,
რად გინდა ჩემი გამსკდარი გული,
სხვის სიყვარულში გამოტანჯული.

თავის მართლება არც კი მიცდია,
ვინ გამამართლებს თავგზაარეულს,
შენი სიკეთე ჰგავს ამნისტიას,
საბედნიეროდ დაგვიანებულს...


თამაზ ჭილაძე


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Homo Faber
პოსტი Oct 8 2007, 06:17 PM
პოსტი #91


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 196
რეგისტრ.: 22-May 07
წევრი № 1,988



ლეო ნაფტა

"ორი თვე"

ნაცრისფერ კედელთან ატუზული
უსახლკაროდ დარჩენილი ღმერთის ანდერძშიც

მოჩვენებები
შავ _ თეთრ სიზმარში ჩამომხრჩვალი იან კურტისი
ფსიქოლოგები
და წმინდანი ფემინისტები

ბრიყვებთან ომში მოგებული თავისუფლებით
უბედური ვარ

პროფესიონალიზმს მთხოვენ
ყველგან

ყველგან ერთი ღიპიანი ქართველი ზის
და მექანიკური შორსმჭვრეტელობით
არ მიღებს არც ერთ სამსახურში

და აი
ჩემი ძმაც შემოვარდა ჩემს ნაბახუსევ ოთახში
მომიგდო რაღაც საზიზღარი წითელი ჟურნალი
(მე ხომ წიგნებს ვეღარ ვკითხულობ)
რომლის გარეკანს
ორი დებილად მომღიმარი წყვილი ამშვენებს

მე მიკვირს როცა ანტი ნარკოტიკულ აქციებს აწყობენ
და არავინ ფიქრობს ერთსქესიანობაზე

მე მიკვირს რომ შემიყვარდა
და თეთრ თაღთან მომლოდინე ვარ
ლამაზ სილუეტის
რომელიც ყოველთვის აგვიანებს

მე ისიც მიკვირს
რომ ნარკოტიკებს გადავეჩვიე
და პაზოლინის ყველა ფილმი დავიზეპირე

მიკვირს სიცოცხლე
რომლის გამოშიგნულ ღრუში ვირთხასავით
დავძვრები

მიკვირს რომ აღარ მსურს სიკვდილი .


--------------------
ქარის მოტანილს, წვიმა დაასველებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Apr 19 2008, 08:39 PM
პოსტი #92


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მოკლედ ასე , მართალია არც თუ ისე კარგად ვიცნობ თანამედროვე ქართველ პოეტებს მაგრამ ერთ ორ პოეტს საკმარისზე კარგად ვიცნობ იმისთვის რო თემის გახსნის სურვილი გამჩენოდა ...
შეყვარებული მკითხველი არ ვარ
არც აღფრთოვანებულთა რიგებში გავიდივარ
უბრალოდ რაღაცები ამ ადამიანების პოეზიიდან ჩემთვისაც ნაცნობი აღმოჩდა ამ ნაცნობობამ დამაახლოვა სულ ცოტა უფრო ახლოდან ჩამახედა მათ სამყაროში და სულ უფრო ცოტა შემაყვარა smile.gif
ასე დავიწყოთ გაგა ნახუცრიშვილით

ნახევრად

ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი
შემოდის, განჯღრევს ნახევრად ფხიზელს,
ოცნებას ადევს ნახევრად ლუქი
და სანახევროდ ახდება ისევ.

ნახევრად ბრძოლა, ნახევრად დაღლა
და ხმა სინდისის ნახევრად ისმის,
ნახევრად გახდილ მიდიხარ ქალთან,
რომელიც არის ნახევრად სხვისი.

ნახევრად რჩები, ნახევრად წახვალ
და სულიც შველას ნახევრად ითხოვს.
ნახევრად დაბლა, ნახევრად მაღლა,
შენ სანახევროდ იცოცხლე თითქოს


რეცენზენტის ამპულაში ყოფნა არ მსურს უბრალოდ ამ ლექსში ისე ცოცხალად არის გაორებული გზააბნეული ცოდვის შვილობის უღლეს ქვეშ მყოფი კაცის ბუნება ასახული რო " პატიოსანი " ღიმილი მადგება და სისხლი სულ ცოტა მეყინება smile.gif ვაზვიადებ ? ! შესაძლოა


არა მეგობარო
(გიო იოსელიანის ხსოვნას)

არა, მეგობარო, აქ უარესია,
აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.
აქ ქრება ოცნება, ოცნება - მესია,
ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.

არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება,
არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,
არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება,
არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.

არა, მეგობარო, არა ღირს ღიმილი,
მე ვიცი, ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა,
არა ღირს, იცხოვრო ღმერთივით, ვირივით,
არა ღირს, იცხოვრო ფხიზელმა, ლოთმა.

არა, მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე,
არა ღირს იყვირო, გაჩუმდე მორცხვად,
არა ღირს სიყვარულს, სიხარულს იმკიდე,
ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა.

არსებობს წამება, წამების სიჩქარით
შენს ხსოვნას ვაჩუქე ერთ-ერთი წამი,
ტკივილით, უაზროდ რაღაცა გითხარი
უშენო, თოვლიან, ყინვიან ღამით.

არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე,
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი,
ონება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს,
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი





სამყარო... მერე სამყარო ისევ,
ჰორიზონტია ჰორიზონტს იქით,
შენ ახლა ეძებ ერთადერთ მიზეზს
დარჩენის? არა, წასვლის, პირიქით.

არ არის არსად კიდე, არც ზღვარი
და დედამიწა თურმე მრგვალია,
ყველგან ზღვაა და ტალღები მთვრალი
და ყველგან მხოლოდ ზურგის ქარია.

სიშორეს ასე რატომ უფრთხიან,
თუ ეშინიათ სხვა სინამდვილის...
სიშორემდე ხომ ერთი წუთია,
სიახლოვემდე — დიდი მანძილი


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Apr 19 2008, 10:11 PM
პოსტი #93


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ვახ.

ცოტაარიყოს გულზე მომეშვა, ისეთებს ვკითხულობ ხოლმე, მსანამ ლექს ჩავამთავრებ," მუხლები მიკანკალებს", ახლა ვნახავ სიყალბეს, ახლა ვნახავ "იაღლიშს" ახლა ვნახავ ყურით მოთრეულ გრძნობას და სიტყვებს თქო...

ჰოდა გულზე მომეშვა...

და მომეწონა smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 19 2008, 10:20 PM
პოსტი #94


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(kato_Bato @ Apr 19 2008, 11:11 PM) *

ვახ.

ცოტაარიყოს გულზე მომეშვა, ისეთებს ვკითხულობ ხოლმე, მსანამ ლექს ჩავამთავრებ," მუხლები მიკანკალებს", ახლა ვნახავ სიყალბეს, ახლა ვნახავ "იაღლიშს" ახლა ვნახავ ყურით მოთრეულ გრძნობას და სიტყვებს თქო...

ჰოდა გულზე მომეშვა...

და მომეწონა smile.gif

სიყალბე? ნახუცრიშვილთან ნაკლებად დამინახავს, მომწონდა ყოველთვის, თავიდან, რამდნეიმე წლის წინ რომ დავნახე, არასრულფასოვანი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა, მაგრამ მერე ლექსების კითხვა რომ დაიწყო, სულ სხვა პიროვნება დავინახე და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ მეც მის ლექსებს smile.gif

ამოწერილი მაქვს ჩემს უბის წიგნაკში რამდენიმე და მერე დავდებ smile.gif





უი, ინტერნეტშიც დევს. ვიპოვე biggrin.gif


დრო და მანძილი

ისინი შეხვდნენ ოდესღაც ცხადში,
სადაც არ არის დრო და მანძილი,
სადაც ცხოვრება თავისით გადის,
ასე მარტივი, ასე ნამდვილი.

სადაც არ არის ჟესტი თუ ფრაზა,
სადაც სათქმელი არ იყიდება,
სადაც მზე ჩადის უბრალოდ, ნაზად,
სად არც ომია და არც დიდება.

სადაც არასდროს არაფერს ცვლიან,
სადაც არ არის წვრილმანი საქმე,
სამყაროს კარი აქვთ მუდამ ღია,
რადგანაც უყვართ სიცოცხლე ასე.

სადაც ცხოვრება თავისით გადის,
რადგან არც დროა და არც მანძილი,
ისინი შეხვდნენ ოდესღაც ცხადში
და ეს შეხვედრა იყო ნამდვილი.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Apr 19 2008, 10:32 PM
პოსტი #95


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ლილიანა
ყოჩაღ! 2kiss.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Apr 19 2008, 10:34 PM
პოსტი #96


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



მეც მომეწონა smile.gif

ციტატა
უი, ინტერნეტშიც დევს.

რომელ საიტზე არის?


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 19 2008, 11:00 PM
პოსტი #97


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(შოთაძე @ Apr 19 2008, 11:34 PM) *

მეც მომეწონა smile.gif
რომელ საიტზე არის?

http://www.lib.ge/each_author.php?126


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 19 2008, 11:00 PM
პოსტი #98


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ლილიანა
კარგი თემაა smile.gif
თუმცა თითქმის იგივე თემაა ეს smile.gif მგონი...

http://church.ge/index.php?showtopic=3913


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 19 2008, 11:05 PM
პოსტი #99


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ქეთუ @ Apr 20 2008, 12:00 AM) *

ლილიანა
კარგი თემაა smile.gif
თუმცა თითქმის იგივე თემაა ეს smile.gif მგონი...

http://church.ge/index.php?showtopic=3913

გავაერთიანოთ, ოღონდ სათაურზე თემების ავტორები შეთნხმდით smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 19 2008, 11:11 PM
პოსტი #100


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ქეთუ @ Apr 20 2008, 12:10 AM) *

თამარი_ცქნაფო
არ მაქვს პრობლემა, თუმცა ლიკას ვკითხოთ იქნებ მას სურს კონკრეტულად ამ ადამიანის შემოქმედაბა ქონდეს ცალკე თემაში. იმიტომ რომ ჩემი გახსნილი თემა უფრო ფართო და ზოგადია და მოიცავს თანამედროვე ქართული მწერლობის განხილვას ზოგადად.

ჰო, ეგ მეც ვიფიქრე. გოგოებ, ეს პმ-ში გავარკვიოთ, წავშლი აწი ამათ biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 04:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი