IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
აფაჟარი
პოსტი Jul 18 2007, 02:00 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 18-July 07
მდებარ.: pelevdikea..
წევრი № 2,481



მოკლედ, გამარჯვება!

ხელოვნება, მით უმეტეს კეთილი ნებითა და სიყვარულით შექმნილი ყოველთვის იყო ხალხის სულის საკვები რელიგიასთან ერთად.. ისევე როგორც სჭირდებათ ადამიანებს ფიზიკური საკვები, რომ სხეულმა იცოცხლოს, ასევე საჭიროა საკვები საულისათვის და ესაა რწმენა და ხელოვნება.. კონკრეტულად პოეზია ყოველთვის იყო ხელოვნების ის დარგი, რომელიც ხალხს გარკვეულ იდეოლოგიას უნერგავდა.. იყო ყველაზე გაბედული, ხან მიუღებელიც მაგრამ მართალი, ბოლომდე ნაღდი და არა ყალბი, თავისი იდეის გამტარებელი და მებრძოლი.. ამისთვის ხოცავდნენ პოეტებს, მარტო ჩვენი პაოლოს, ტიციანის, ვალერიანის და სხვებისაც, შანდორ პეტეფი, პაბლო ნერუდა და ა.შ. პოეზია ესაა სულიერი ბრძოლის უფრო ხალხოსნური გზა, ხელოვნების ყველაზე უფრო სულიერი დარგი და ყოველთვის პროგრესიებადი და ახლის მთქმელი.. ხშირად ეს იყო მიუღებელიც, კრიტიკა გაისმოდა ყოველი კუთხიდან.. მე პირადად მაქვს წაკითხული გალაკტიონზე, ნიკო სამადაშვილზე, მირზა გელოვანზე დაწერილი კრიტიკული წერილები სადაც იმდროინდელი ფსევდოკრიტიკოსები მათ სამსობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ და ერის დაღუპვის მცდელობაში დებენ ბრალს, მაგრამ გავიდა ხანი და დღეს ყველა აღიარებს რომ პოეტებმა შექმნეს ის მუხტი და იდეოლოგია, რამაც ალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთოდ სულიერ განვითარებაში.. ამის შემდეგ წამოვიდა მორიგი თაობა, მურამნ ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის სახით, აქ იმდენად ახალი არაფერი თქმულა, თითქოს ეს ყველაფერი საბჭოთა დინებას გარკვეულწილად მიჰყვებოდა.. და მერე უკვე 90-იანების თაობა, რომლებიც რაღაცას ცდილობდნენ მე თუ მკითხავთ, მაგრამ ეს მაიც გაუთვითცნობიერებელი დილეტანტიზმი იყო, სადაც ეპოტინებოდნენ ევროპისა და მეტად განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას..

მიუხედავად იმისა რომ ეს მართლმადიდებლური ფორუმია და ასევე პოეზიაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხრაა სასულიერო პოეზია (სხვა რომარაფერი, პირველი პოეტური შენაქმენები დავითის ფსალმუნები იყო უდავოდ), მიუხედავდა მიასა მე მსურს რომ ამ თემაში ქართველმა მართლმადიდებლებმა საკუთარი აზრი გამოხატონ, კორექტულად სიყვარულით, თუნდაც რომ საწინააღმდეგო, თანამედროვე პოეზიის შესახებ.. მე შეძლებისდაგვარად შევეცდები აქ დავყარო ის ლექსები რომლებიც დღეს იწერება, ახალგაზრდა, მოზარდი თუ სულაც ცოტა დაღვინებული პოეტების მიერ.. ლექსები, რომელნიც ქმნიან თანამედროვე ქართული პოეზიის სახეს..

სხვათაშორის აღსანიშნავია, რომ პოეზია თავდაპირველი სახით იყო ურითმო, ისევ დავითის ფსალმუნების მაგალითს მოვიყვან და კიდევ უამრავი, გალობანი სინანულისანი და ა.შ. თუმცაღA განიცადა ფორმაცია და მოიპოვა რითმა, მეოცე საუკუნეში სამყარომ აღიარა რითმის უმნიშვნელობა და თავისუფალი წერის საშუალება მისცა პოეტებს, დღეს საქართველოშიცაა ტენდენცია.. მე პირადად ვაღიარებ რომ რითმაც ისევე საჭიროა როგორც მისი ალტერნატივა -0 ვერლიბრი, რადაგნ ადამიანს მარჯვენა ფეხიც იმ სიგრძე სჭირდება, რამხელაც მარცხენა აქვს, ხომ?

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოდით ვისაუბროთ ქართველი მომავლის და თანამედროვე პოეტების შესახებ smile.gif

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.

________________________

სიყვარულის კამიკაძე

ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.

ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...
შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა",
გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!

მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი
განცდა მეუფლება: მტრული გაციებით,
ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად
იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.

და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს,
დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად...
ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი,
როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური.

აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა -
წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია,
კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ,
ლექსში გავუცვალო ივან და მარია.

ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს,
მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი!
ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და
შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე.

_______________________________


განწირული თაობა

გუშინ -
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან...

დღეს -
რომ ვერ "გვიხმარეს",
შემოგვდგნენ წიხლებით...

ხვალ -
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან...

ზეგ -
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით...

რა გვახსოვს? -
ტვინების ღვრა
თავის ქალიდან...

და
ნატყვიარები
ხერხემლის მალებში...

ვერა,
ვერ ამოხვალ,
შენ, ჩვენი ვალიდან,

ღმერთო...
და ვერასდროს
ჩაგვხედავ თვალებში!



გიორგი საჯაია


--------------------
მარტივად განვმარტე განმარტოება: მარტი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აფაჟარი   "ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი"   Jul 18 2007, 02:00 AM
likka   იყოს ცალ-ცალკე რას ...   Apr 19 2008, 11:11 PM
თამარი_ცქნაფო   იყოს ცალ-ცალკე რას ...   Apr 19 2008, 11:12 PM
ქეთუ   :( :( :( მენატრება...   Apr 19 2008, 11:12 PM
_Matasi_   გაგას "შუქნიშანი...   Apr 19 2008, 11:58 PM
tiko282   მომწონს ეს პოეტი :) ...   Apr 20 2008, 12:13 AM
_Matasi_   იორიკი... ჩემი უსაყვ...   Apr 20 2008, 12:12 AM
_Matasi_   tiko282 თუ გაქვს დადე :)   Apr 20 2008, 12:15 AM
tiko282   _Matasi_ ოკ, ახლავე :) შუ...   Apr 20 2008, 12:39 AM
likka   _Matasi_ ადრეც წამიკითხ...   Apr 20 2008, 12:23 AM
ქეთუ   likka ჩვენი :wub: აუ როგო...   Apr 20 2008, 12:43 AM
likka   ქეთუ ეტყობა მართლ...   Apr 20 2008, 12:47 AM
tiko282   კიდევ ერთი კარგი ლ...   Apr 20 2008, 12:57 AM
ქეთუ   likka აბა რაებს ამბობ :...   Apr 20 2008, 01:09 AM
ქეთუ   შენ მოკვდავი ხარ, ა...   Apr 20 2008, 01:30 AM
ლილიანა   თამარი_ცქნაფო ქეთუ...   Apr 20 2008, 07:34 AM
ლილიანა   (ღმერთო, მაპატიე აპ...   Apr 20 2008, 07:41 AM
tiko282   თანამედროვე პოეტე...   Apr 20 2008, 12:35 PM
likka   ლილიანა ლელა ჩემი ...   Apr 20 2008, 01:25 PM
kato_Bato   თამარი_ცქნაფო მე დ...   Apr 20 2008, 04:20 PM
ლილიანა   დაუთმეთ ამ ლექს წუ...   Apr 20 2008, 06:22 PM
tiko282   დაუთმეთ ამ ლექს წუ...   Apr 21 2008, 06:04 PM
nino_ni   ეს ლექსი ძალიან მი...   Apr 20 2008, 08:32 PM
ninela   მაგარი თაობა მოდის...   Apr 20 2008, 10:35 PM
_Matasi_   ქეთუ :მპუა: ჩვენი :)...   Apr 21 2008, 08:43 AM
likka   _Matasi_ კარგი იყო, დიდი ...   Apr 21 2008, 11:33 PM
xornabujeli   :) [size=2] ზვიად გამსახუ...   Apr 22 2008, 03:48 AM
tiko282   რეზო გეთიაშვილი [size...   Apr 22 2008, 07:25 PM
tiko282   გაგა ნახუცრიშვილი ...   Apr 23 2008, 10:00 PM
tiko282   გიო საჯაია მთებში ...   Apr 24 2008, 02:59 PM
შოთაძე   რატი (ტატო) ნინუა ი ...   Apr 29 2008, 02:33 AM
kh@tia   გიორგი ზანგური ...   Apr 29 2008, 10:00 AM
nino_ni   kh@tia ვგიჟდები ამ ლექ...   Apr 29 2008, 03:45 PM
nino_ni   გიორგი ზანგური კოს...   Apr 29 2008, 04:02 PM
severus snape   Heureka ევრიკა! ღმერთ...   May 2 2008, 04:12 PM
kato_Bato   ნუ, რასაკვირველია, ...   May 2 2008, 04:37 PM
შოთაძე   მასე ეგ ლექსები კი...   May 2 2008, 04:58 PM
kato_Bato   შოთაძე კაი ,აწი პირ...   May 2 2008, 05:06 PM
შოთაძე   შოთაძე კაი ,აწი პი...   May 2 2008, 05:10 PM
kato_Bato   მე რომ დავდებ იმას ...   May 2 2008, 05:14 PM
შოთაძე   მე რომ დავდებ იმას ...   May 2 2008, 05:19 PM
kato_Bato   შოთაძე ბოდიში რო ვ...   May 2 2008, 05:30 PM
კელა   :huh: :huh: :huh: ეს სტროფ...   May 2 2008, 05:50 PM
kato_Bato   კელა უმრავლესობამ...   May 2 2008, 05:56 PM
nino_ni   kato_Bato ალბათ ყველას დ...   May 2 2008, 06:43 PM
kh@tia   ზვიად გამსახურდია ...   May 6 2008, 11:50 AM
iisperiTOVLI   …ხედვები May 16, 2008 გარდ...   Jun 20 2008, 01:56 PM
iisperiTOVLI   ახალი ზამთრის ფიფქ...   Jun 20 2008, 02:09 PM
iisperiTOVLI   გადმომატრიალე მო...   Jun 24 2008, 10:34 PM
iisperiTOVLI   ალექს ჩიღვინაძე ი...   Jun 28 2008, 08:40 PM
likka   ბიჭო, ვერ გავიგე რა ...   Jun 28 2008, 08:54 PM
T I K O   ვერ ვწვდები ამ ავ...   Jun 28 2008, 11:47 PM
მატასი   "ვიცი, რაც არ ვიცი....   Aug 22 2008, 12:07 AM
iisperiTOVLI   მთელი წლის ნატვრა ...   Aug 25 2008, 07:45 PM
iisperiTOVLI   ** სადაა მამა ** ჩემთ...   Aug 25 2008, 08:04 PM
xevsuri   ზოგჯერ უნდა წაიკით...   Nov 19 2008, 06:14 PM
syd   ჰმ... თანამედროვე პო...   Nov 19 2008, 06:15 PM
xevsuri   ჰმ... თანამედროვე პ...   Nov 19 2008, 09:08 PM
syd   უი ლა საკალლები ა...   Nov 19 2008, 06:31 PM
kato_Bato   syd პოსტი ცოტა რო მოა...   Nov 19 2008, 06:41 PM
syd   kato_Bato აჰა მარა რა შეი...   Nov 19 2008, 06:44 PM
syd   რა თქმა უნდა, გემო...   Nov 19 2008, 09:25 PM
xevsuri   რა თქმა უნდა, გემოვ...   Nov 19 2008, 09:29 PM
xevsuri   syd იცი პრობლემა რაა? ...   Nov 19 2008, 09:40 PM
nino_ni   გიორგი ზანგურის ლე...   Nov 19 2008, 10:04 PM
nino_ni   მოგკლავდი... მაგრამ....   Nov 19 2008, 10:25 PM
xevsuri   * * * ძვირფასო ხევსუ...   Nov 19 2008, 10:27 PM
თამარი_ცქნაფო   გელა ჩემი სტუდენტო...   Nov 19 2008, 10:31 PM
xevsuri   :) საგაზაფხულო აღსა...   Nov 19 2008, 10:38 PM
kato_Bato   syd წესს არ დაარღვევ ...   Nov 20 2008, 12:15 PM
syd   syd წესს არ დაარღვევ...   Nov 20 2008, 03:43 PM
xevsuri   ### ფეხზე მკიდია ყვე...   Nov 24 2008, 12:49 PM
მატასი   ის მოდის ჩუმად, როგ...   Dec 16 2008, 11:55 PM
KAIROS   მოკლედ აქ მინდა გა...   May 26 2009, 12:19 PM
KAIROS   პასუხი მხევალ ნინო...   May 26 2009, 12:42 PM
ochokochi   მოკლედ, ჩემო მეგობ...   May 26 2009, 01:13 PM
KAIROS   ნინოს პოსტზე ვაგრ...   May 26 2009, 01:06 PM
KAIROS   მადლობა ოჩოკოჩ, კა...   May 26 2009, 01:14 PM
ochokochi   კიდევ ერთი, როდესა...   May 26 2009, 01:18 PM
მხევალი ნინო   KAIROS არ მინდა კაიროს...   May 26 2009, 01:18 PM
ochokochi   სასტიკი პასუხი) მა...   May 26 2009, 01:18 PM
ochokochi   ნეგატივი. 20 წლის შე...   May 26 2009, 01:32 PM
ochokochi   მიმღერე შენი უკუღმ...   May 26 2009, 01:59 PM
მხევალი ნინო   აკი აქ ბჭობა შეიძლ...   May 26 2009, 03:56 PM
ochokochi   აკი აქ ბჭობა შეიძლ...   May 26 2009, 04:19 PM
თამარი_ცქნაფო   ვიღაცამ ახსენა და ...   May 27 2009, 09:39 PM
nino84   უცნაური ზამთარი უ...   May 28 2009, 12:41 AM
syd   ochokochi ზვიად რატიანი ...   May 28 2009, 11:55 AM
ochokochi   ochokochi ზვიად რატიანი ...   May 28 2009, 12:06 PM
თამარი_ცქნაფო   იცით ვინ გამახსენდ...   May 28 2009, 12:02 PM
თამარი_ცქნაფო   დღეს სულ მიცვალებუ...   May 28 2009, 12:09 PM
ochokochi   დღეს სულ მიცვალებ...   May 28 2009, 12:13 PM
თამარი_ცქნაფო   მეც გოგიტა გამახს...   May 28 2009, 12:15 PM
ochokochi   და იმ ბიჭზე არაფერ...   May 28 2009, 12:18 PM
თამარი_ცქნაფო   რატიზე ამბობ? კიდე...   May 28 2009, 12:20 PM
ochokochi   ავად ვარ შენით ავ...   May 28 2009, 12:23 PM
თამარი_ცქნაფო   ერთი კლასელი მყავდ...   May 28 2009, 12:25 PM
ochokochi   გუგლში რომ მოვძებნ...   May 28 2009, 12:27 PM
თამარი_ცქნაფო   უი, მოიცა,ა ხლა მე რ...   May 28 2009, 12:27 PM
ochokochi   ფრაგმენტი ქარის ფ...   May 28 2009, 12:28 PM
3 გვერდი V < 1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th December 2025 - 02:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი