IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Closed TopicStart new topic
> სხვა რელიგიები, სწავლება და ტრადიციები
Amuza
პოსტი Oct 10 2009, 08:04 PM
პოსტი #121


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



იუდაიზმი


იუდაიზმი ებრაელი ხალხის რელიგიაა. როგორც ბიბლიიდან ვიცით, მოსეს მიერ ებრაელებს მიეცათ სჯული, რომელიც მათ, როგორც ღვთის რჩეულებს, მოამზადებდა ძე ღმერთის განკაცებამდე, ანუ ძველი აღთქმა იყო მომამზადებელი იმ წიაღისა, რომელშიც უნდა შობილიყო მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.

ებრაელი ერი იყო ერთადერთი ერი, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნა თვით უფალმა აუწყა მოსეს პირით. ძველი აღთქშის რელიგია განსაზღვრავდა ებრაელთა ცხოვრებისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ასპექტს - ლოცვიდან და მსხვერპლშეწირვიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო წეს-ჩვეულებებით დამთავრებული, მაგრამ როგორც ბიბლიური ისტორია გვიჩვენებს, ერს მთლიანობაში ძალზე უჭირდა მოსეს მცნებების მიხედვით ცხოვრება, იგი ხშირად მიიდრიკებოდა ხოლმე წარმართობისაკენ და უცხო ტომთა „ღმერთებს“ სცემდა თაყვანს. ერის ამგვარი განდგომილებისა და უსჯულოების მამხილებელნი იყვნენ წინასწარმეტყველები, რომლებიც დაბნეულ ერს კვლავ ჭეშმარიტი ღმერთის აღიარებისა და თაყვანისცემისაკენ მოუწოდებდნენ.

სულიერი ამპარტავნებით შეპყრობილმა ისრაელმა ვერ შეიცნო ქრისტე ღმერთად და მხსნელად. მათი მესიისადმი მოლოდინი დეფორმირებული გახლდათ. კერძოდ, ისინი პოლიტიკური ლიდერის მოსვლას ელოდნენ, რომელიც არა მარტო რომაელთა ბატონობისაგან გაათავისუფლებდა ებრაელებს, არამედ პირიქით, ყველა სხვა ხალხზე გააბატონებდა მათ. ისრაელთა მაშინდელი მენტალიტეტისათვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ აბსოლუტურ არსებას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს ადამიანთან, შეიძლება ჰყავდეს ძე, და ისიც დამცირებული და ჯვარცმული, ამიტომაც იქცა ქრისტე, როგორც პავლე მოციქული წერს „იუდეველთათვის საცდურად“ და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მოწაფენი და მოციქულები ებრაელები იყვნენ, ერმა მთლიანობაში მაინც უარყო მაცხოვარი. ამის შემდგომ მათ დაკარგეს ღვთის რჩეულობა, ხოლო იუდეური რელიგია ქრისტიანული ეკლესიის დაარსების შემდგომ უქმ იქმნა.

70 წელს რომაელებმა ებრაელთა აჯანყების საპასუხოდ დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის ტაძარი, რის შემდეგაც იუდაური ღვთისმსახურება სინაგოგებში (ებრ. ბეთ ჰა.ქნესეთ) ლოცვითა და ბიბლიის (თორის) შესწავლით ამოიწურება. ტაძრის დანგრევის შემდგომ არა მარტო მსხვერპლშეწირვა შეწყდა, არამედ იუდეველებმა ერთიანი სულიერი ცენტრიც დაჰკარგეს.

იუდაისტური რელიგია მთელი შემდგომი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ ებრაელთა ნაციონალური კონსოლიდაციისა და ეროვნული თვითშეგნების საფუძველს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელთა რელიგიური თვალსაზრისი შუა საუკუნეებში არსებითად ძველი აღთქმის წიგნებს (უპირველეს ყოვლისა მოსეს ხუთწიგნეულს - თორას) ემყარებოდა [1], ებრაელები ძველ რაბინთა გადმოცემებსაც აღიარებდნენ, რომლებიც თავდაპირველად ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, მოგვიანებით კი ისინი ჩაიწერეს და „თალმუდის“ (მოძღვრება, მეცნიერება) სახელით გააერთიანეს, რომელიც ებრაელთათვის მეორე კანონად იქცა. თალმუდის ორი სახეობა არსებობს: ბაბილონური და იერუსალიმური ანუ პალესტინური.

შუასაუკუნეობრივი იუდაიზმის წიაღში ჩაისახა ებრაული ფილოსოფიაც, თუმცა უნდა ითქვას, რომ მოსეს სჯულსა და ანტიკური ფილოსოფიის დაახლოებას სათავე ჯერ კიდევ ფილონ ალექსანდრიელმა დაუდო. ებრაული ფილოსოფია სამი მიმართულებით განვითარდა: ნეოპლატონური, არისტოტელური და კაბალისტური. პირველი მათგანის ძირითადი წარმომადგენელია XI საუკუნეში ესპანეთში მოღვაწე იბნ-გებიროლი, რომელიც სქოლასტიკოსთა შორის ავიცებრონის სახელითაა ცნობილი. არისტოტელური ფილოსოფია დასაბამს საადია ფაიუმისაგან იღებს (IX-XI), ხოლო მის ყველაზე დიდ წარმომადგენლად მოსე მაიმონიდი (XII საუკუნე) ითვლება. რაც შეეხება კაბალას, იგი გადმოცემულია ორ წიგნში: „იეცირასა“ და „ზოჰარში“. პირველი მათგანი ბენ-აკიბას მიეწერება, ხოლო მეორე მის ვაჟს - სიმონ ბენ იოხიას, რომლებიც II საუკუნეში მოღვაწეობდნენ, თუმცა ზოგიერთ მკვლევარს კაბალა მხოლოდ შუა საუკუნეებში შექმნილად მიაჩნია, როდესაც ებრაელებმა არაბთა მეშვეობით ნეოპლატონიზმი გაიცნეს და მისი მისტიციზმის გავლენა განიცადეს. როგორც ჩანს, მიუხედავად ძველი წარმომავლობისა, კაბალისტურმა მოძღვრებამ დასრულებული სახე შუა საუკუნეებში მიიღო. იგი ჩვენთვის იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მისი საიდუმლო, ეზოტერიული სწავლება უხვად კვებავდა სხვადასხვა ოკულტურ მიმდინარეობას: ალქიმიიდან მოყოლებული და ანთროპოსოფიით დასრულებული.

კაბალა თავს საიდუმლო მოძღვრებად ასაღებს. კაბალისტების მიხედით, საღმრთო წერილის გარეგანი შინაარსის ქვეშ უფრო ღრმა და მისტიკური აზრია დაფარული და სწორედ იგია სრული და საბოლოო ჭეშმარიტების წყარო, რომელიც ღმერთმა გაანდო მოსეს და გადმოცემით გადადიოდა თაობიდან თაობაში, ვიდრე საბოლოოდ კაბალისტურ წიგნებში არ იქნა ჩაწერილი. ზოგჯერ კაბალას ებრაულ გნოსტიციზმადაც მიიჩნევენ.

კაბალისტები თვითმყოფ ღვთაებრივ პრინციპს განიხილავენ, როგორც ერთგვაროვან, განუსაზღვრელსა და მარტივ ერთობას, რომელიც თავისი აბსოლუტური ტრანსცენდენტურობით არის საკუთრივ არარაღაც (ენ-სოფი), მაგრამ იგი იმავდროულად მაინც ყველაფერია, რადგანაც ყველაფერი მისგან იღებს დასაბამს.

ენ-სოფი არის დასაბამიერი ნათელი, რომელიც თავდაპირველად მთელ სივრცეს ავსებდა, მაგრამ იმისათვის, რომ რაღაც სხვა შექმნილიყო, მან თვითკონდენსაცია მოახდინა და ამ გზით წარმოქმნა სიცარიელე, რომელიც შემდეგ მისგანვე მომდინარე ზომიერი და თანდათანობით კლებადი შუქით აავსო. ასე დაუდო დასაბამი ღმერთმა საგნებს, ამიტომაც, კაბალისტების აზრით, როცა ამბობენ, რომ ღმერთმა სამყარო „არაფრისაგან“ შექმნა, „არაფერში“ ის გონითმიუწვდომელი ყოფიერება იგულისხმება, რომელშიაც უნდა მოვიაზროთ ღმერთი თავისი თვითმყოფადობით, ხოლო ის, რასაც „სამყაროს შექმნას“ ვუწოდებთ, სხვა არა არის რა, თუ არა სამყაროს ემანაცია ღვთაებრივი „არაფრისაგან“. აქ აშკარად ჩანს ნეოპლატონისტური ემანაციური პანთეიზმის გავლენა. პირველი, რაც ამ გზით წარმოსდგება ღმერთის, როგორც დასაბამური ნათელისაგან, არის პირველი კაცი ადამ კადმონი, რომელშიც განუსაზღვრელი პირველად გადადის განსაზღვრულში. იგი მთელი „შესაქმეს“ პროტოტიპია, ყველა არსების ერთობლიობა, მარადიული სიბრძნე. ღმერთის ჭეშმარიტი ძე, მასში როგორც მიკროკოსმოსში კონცენტრირებულია მთელი სამყაროული ყოფიერება.

ადამ კადმონის მეშვეობით ღმრთისაგან ემანირდება ათი სეფიროთი. ისინი ორმაგი თვალსაზრისით შეიძლება იქნენ განხილულნი: ერთი მხრივ ღმერთთან, ხოლო მეორე მხრივ სამყაროსთან მათი მიმართებით. პირველ შემთხვევაში ისინი ღმერთის შემოქმედებით ატრიბუტებად, მისი გამოვლენილი არსებობის მოდუსებად გვევლინებიან, ამიტომაც კაბალისტები მათ ღვთაებრივ სახეებს უწოდებენ. ე.ი. ღმერთი სეფიროთების სახით ვლინდება და მათივე მეშვეობით შეიმეცნება, სეფიროთების შუაგულშია ადამ კადმონი, რომელსაც ამის გამო შეიძლება მათი ერთობა ეწოდოს. სამყაროსთან მიმართებით კაბალისტებს სეფიროთები ათი სხივმფრინარე კონცენტრული წრის სახით წარმოუდგენიათ ისინი ღმერთისაგან იღებენ დასაბამს და ამრიგად განაპირობებენ სამყაროს დაბადებას.

ღმერთის ატრიბუტად თუ გამოვლინებებად წარმოსახული სეფიროთები სამ-სამადაა დაჯგუფებული. ისინი ერთმანეთს ექვემდებარებიან, რის შედეგადაც მიიღება სამგზისი სამება. მას ემატება მეათე სეფირა, როგორც სამივე სამების საერთო შედეგი.

პირველი და უმაღლესი სამება მოიცავს: გვირგვინს, სიბრძნესა და გონებას. მეორე სამება ასე წარმოგვიდგება: მშვენიერება, მოწყალება და სამართლიანობა, ხოლო მესამე სამება აერთიანებს: საფუძველს, ზეიმს და დიდებას. უკანასკნელი, მეათე სეფირაა მეუფება - დანარჩენ სეფიროთა შორის არსებული ჰარმონიისა და სამყაროზე მათი აბსოლუტური მბრძანებლობის გამოხატულება.

სეფიროთები ის საზღვრებია, რომლებითაც ღვთაებრივი ყოფიერება თვითონვე იფარგლავს თავს.

თუ სეფიროდებს სამყაროსთან მათი მიმართების მიხედვით განვიხილავთ, რადგან ისინი, როგორც ღვთაებრივი ემანაციები, განაპირობებენ სამყაროს დაბადებას, აქაც საქმე გვაქვს სამგზის სამნაწილედობასთან, სეფიროთთა სამგზისი სამების შესაბამისად არსებობს სამი სამყარო.

1. ბერია - უპირველესი და უზენაესი სეფირა, ესაა ე.წ. „შინაგანი“ ცა, ღვთის უშუალო საყდარი და ინტელიგიბელურ სულთა სავანე.

2. იეცირა - რომელიც მოსდევს ბერიას - სამი საშუალო სეფირის საბრძანისი. იგია „გარეგანი“ ცა, უზენაესი და უნეტარესი სხეულებით მოსილი ანგელოზების სავანე. ანგელოზთა სავანეში დგას მეტატრონოსი.

3. ასია - ქვედა სამყარო. აქ სამი უკანასკნელი სეფირა მბრძანებლობს. იგი ელემენტთა და ბუნების სამყაროა.

ამ სამი სამყაროს ზემოთ დგას პირველნიმუშთა სამყარო - აცილუთი. მას ისე მიემართება ზემოხსნებული სამი სამყარო, როგორც ასლი დედანს. იგი არსებითად სხვა არაფერია, თუ არა თვით ადამ კადმონი, ვინაიდან სწორედ ის აერთიანებს თავის თავში ყველა იდეას, როგორც ყოველი საგნის პირველ ნიმუშს, მას შუალედური ადგილი უჭირავს ღვთაებრივსა და შექმნილ სამყაროთა შორის. თავის მხრივ ბერიას, იეცირასა და ასიას შორისაც ისეთივე თანაფარდობა არსებობს, როგორც პირველნიმუშსა და მის ხატს შორის ანუ უფრო მაღალი სამყარო მომდევნოს პირველნიმუშია.

ყველაზე დაბალ საფეხურზე ემანაციური ნაკადი მატერიაში გადადის, რომელიც იმის შედეგად იქმნება, რომ ღმერთიდან გამონაშუქი ნათელი თავისი პირველწყაროდან უკიდურესი სიშორის ზღვარზე თითქმის ქრება და იშრიტება, იგია მიმქრალი ნათელი, სიბნელე და რაკი სიბნელე უპირისპირდება სინათლეს, ხოლო ეს უკანასკნელი კი სიკეთეა, ამიტომ მატერია ბოროტების საუფლოა. სიბნელეა ბოროტ სულთა და მათი მთავრის სამაელის საბრძანისი. ამრიგად, კაბალა ბოროტების საწყისად მატერიის აღიარებით უპირისპირდება ბოროტებაზე ბიბლიურ შეხედულებას (რომლის მიხედვითაც ღმერთმა ყოველივე კეთილად შექმნა) და ნეოპლატონურ პოზიციაზე დგება.

კაბალისტები ლაპარაკობენ უწინ არსებულ სამყაროზე, რომელიც წინ უსწრებდა აწინდელს, მაგრამ ამ უკანასკნელის შექმნამდე დაიღუპა, რის მიზეზადაც ისინი ანგელოზთა დაცემას ასახელებენ. ანგელოზი ოდინდელი სამყაროს მბრძანებელი იყო, მაგრამ სცოდა და ციდან ჩამოგდებულ იქნა. ამასთან ერთად დაიქცა თვით ის სამყაროც, რომლის ნანგრევებიდან აღდგა ახალი სამყარო, რომლის მბრძანებელიცაა ადამიანი.

კაბალისტური ანთროპოლოგია ადამიანში სხეულსა და სულს განასხვავებს, ხოლო ამ უკანასკნელს სამნაწილედად განიხილავს. ესენია: ნეფეში, რუახი და ნეშამა. ისინი სამ სამყაროს შეესაბამებიან: ნეფეში - ასიას, რუახი - იეცირას, ხოლო ნეშამა - ბერიას. ნეფეში - ცხოველური სიცოცხლისა და გრძნობადი აღქმის საწყისია, ნეშამა - წმინდა ინტელიგენციისა, სული რომელსაც ბოროტის ქმნა არ ძალუძს. რაც შეეხება რუახს, იგი ამ ორს შორის დგას, როგორც ზნეობრივი ცხოვრების სუბიექტი. ამის შესაბამისად, თუ რუახი ნეშამას ემორჩილება ადამიანი სათნო და კეთილია და პირიქით, ბიწიერია, თუ რუახი ნეფეშს, ანუ ქვენა გრძნობებს მორჩილებს.

სულის სამნაწილედობას კაბალისტები მისი წინარე არსებობის თეორიას უკავშირებენ. თუმცა სულის სხეულთან შეერთებას ორიგენესაგან განსხვავებით სულის ცოდვით დაცემის შედეგად არ მიიჩნევენ. მათი აზრით, ამგვარი შეერთების მიზეზი ისაა, რომ სულს წინასწარგანჩინებით ხვდება ასეთი ხვედრი. სხეულში ცხოვრებით მან უნდა მოიხადოს თავისი ვალი და აღასრულოს თავისი ამქვეყნიური დანიშნულება. კაბალისტების მტკიცებით, სული, რომელიც ბოროტად იყენებს თავისუფლებას ამქვეყნად, ჯერ კიდევ თავის ზესხეულებრივ არსებობაში თანდათანობით შორდებოდა ღმერთს და სწორედ ეს გახდა მისი ზნეობრივი დაცემის მიზეზი.

კაბალა აღიარებს სულთა ტრანსმიგრაციის - მათი გადასახლებისა და გარდასხეულების თეორიას. იმისათვის, რომ აბსოლუტური არსების წიაღს დაუბრუნდნენ, სულებმა თავიანთი სულქმნილება უნდა განავითარონ ათასგვარი განსაცდელისა და გამოცდის გავლით და ასე მიაღწიონ თავიანთი წარმომავლობის შემეცნებას. თუკი ერთი სიცოცხლის მანძილზე ვერ შეძლეს ამ ამოცანის შესრულება, მაშინ სულები სხვა სხეულში უნდა გადასახლდნენ. საბოლოოდ ისინი მაინც უბრუნდებიან ღმერთს და მის წიაღში განიღმრთობიან.

კაბალისტების ამგვარი თვალსაზრისი, ერთი მხრივ, ძალზე წააგავს სულთა შესახებ პლატონურ სწავლებას, მეორე მხრივ კი, ინდუიზმისათვის დამახასიათებელ მეტემფსიქოზის (რეინკარნაციის) თეორიას ეხმაურება, კაბალისტიკის ამ მოკლე მიმოხილვიდანაც ჩანს, რომ გვიანდელი იუდაიზმი საკმაოდ დასცილდა ძველაღთქმისეულ იუდაიზმს, ამიტომაც, ზოგიერთი მკვლევარი ებრაელთა დღევანდელ რელიგიას ნეოიუდაიზმად მოიხსენიებს. ამას გარდა, იუდაიზმი და კერძოდ მისი მისტიკური სწავლება, მკვეთრად დაუპირისპირდა ქრისტიანობას და დიდი ხნით მოწამლა ევროპის სულიერი ატმოსფერო.



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 18 2009, 06:31 AM
პოსტი #122


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 18 2009, 09:19 AM
პოსტი #123


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დინოზავრების მოსვლაც კია ნაწინასწარმეტყველები

biggrin.gif
აუფ, ჩვენი გიჟები არ გვაკლდა biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 18 2009, 09:22 AM
პოსტი #124


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS

გიჟები ყველგან ბევრია, აქ ციტატებია ვედებიდან და ეგაა საინტერესო, კომენტარებს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ მაინცდამაინც smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 18 2009, 04:00 PM
პოსტი #125


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ჩინური რელიგიები


„ჩინური რელიგიების“ ცნებაში იგულისხმება კონფუციანელობა და დაოსიზმი, რომლებიც ბუდიზმთან ერთად ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის ოფიციალურ რელიგიებად ითვლება. მათ ერთობას სანძიაო ეწოდება, რაც სამ რელიგიას ნიშნავს. როგორც სინოლოგები აღნიშნავენ, ამ სამი რელიგიის მიმდევართა რაოდენობის დადგენა ჭირს, რადგან მრავალი ჩინელი სამივე რელიგიისათვის დამახასიათებელ რიტუალებს ასრულებს. თუმცა კონფუციანელები მაინც ყველას სჭარბობენ. როგორც ერთი, ისე მეორე რელიგია ძვ. წ. აღ. VI ს-ში წარმოიშვა და ორივეს დამაარსებლად ისტორიული პიროვნება ითვლება, კერძოდ, კონფუცი (იგივე კუნ-ძი, კუნ-ფუ-ძი, ანუ მასწავლებელი კუნი. კონფუცი, კონფუციუსი ლათინიზებული ფორმაა და იგი პირველად იხმარა იეზუიტმა მატეო რიჩიმ, რომელმაც 1600 წელს იმოგზაურა ჩინეთში), რომლის დაბადების თარიღად 551 ან 555 წელს მიიჩნევენ, დაოსიზმის დამაარსებელი ლაოძი კი დაახლოებით 604 წ. დაიბადა.

ბუდიზმის მსგავსად, თავდაპირველად, ორივე ეს რელიგია ფილოსოფიურ სისტემებს წარმოადგენდა. (1)

მათ გარკვეულწილად შეითვისეს ძველი ჩინური რწმენა - წარმოდგენათა ელემენტები, კერძოდ რიტუალები და სწავლა ინ-სა და იან-ზე. (2)

კონფუცის მოძღვრებას ძნელია რელიგია ეწოდოს, ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. მასში არათუ პიროვნული აბსოლუტის, არამედ არც კოსმოგონიის, ონტოლოგიის, გნოსეოლოგიის, ლოგიკისა და მეტფიზიკის პრობლემები არსებობს. იგი, უპირველეს ყოვლისა, ეთიკურ-პოლიტიკურ დოქტრინას წარმოადგენს და მისი ძირითადი საკითხებიც ადამიანის ბუნება, მისი მორალი, ოჯახური ცხოვრება და სახელმწიფოს მართვაა.

კონფუციანელობის მთავარი თემა ზეციერისა და მიწიერის ურთოერთობაა. მისი აზრით, ზეციური ბატონობს მიწაზე და განაგებს მას. იგია ის, რაც ადამიანებს ბედისწერას უქვემდებარებს, ეს უკანასკნელი კი ადამიანის ცხოვრებას განაგებს. ზეცა ბუნების ნაწილია, მაგრამ ამავე დროს, მისი უმაღლესი სულიერი ძალაცაა, რომელიც ადამიანის ბუნებას განაპირობებს. ადამიანი რომელსაც ზეცისაგან მონიჭებული აქვს გარკვეული ეთიკური თვისებები, მორალური კანონების (დაო) მიხედვით უნდა იქცეოდეს და სწავლის მეშვეობით უნდა სრულყოფდეს თავის ზნეობას. სწავლის მიზანი „კეთილშობილი მამაკაცის“ (ძიუნ-ძი) დონის მიღწევაა, რომელიც ფლობს ლი-ს, რაც კეთილი ხალხის მიმართ სამართლიანი და უფროსების მიმართ პატივისმცემელი ადამიანის ეტიკეტია. კონფუცის სისტემაში დიდი ადგილი უჭირავს ტერმინ „ჟენ“-ს (ადამიანურობა). ესაა კანონი ადამიანთა შორის ოჯახში, საზოგადოებასა და სახელმწიფოში იდეალური ურთიერთობების შესახებ, რომელიც შეესიტყვება პრინციპს: „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გსურს თავად შენ“. ამავე დროს, კონფუცისათვის უცხოა მტრების სიყვარული. იგი ამბობდა: „თუ მეგობრებივით მოვექცევი მტრებს, მაშინ როგორღა მოვექცე მეგობრებსო“.

ამგვარი ეთიკური თეორიიდან აგებს კონფუცი თავის პოლიტიკურ კონცეფციას. იგი მოითხოვს ვალდებულებათა მკაცრ და ზუსტ იერარქიულ განაწილებას საზოგადოების წევრებს შორის, რის მაგალითადაც მას ოჯახი მიაჩნია. როგორც ზეცას ექვემდებარება მიწა და იმპერატორი, ისე ამ უკანასკნელს ექვემდებარებიან მოხელეები, მამას - ოჯახის წევრები, უფროს ძმას - უმცროსი და ა.შ. ე.ი. ზნეობრივი ცხოვრება სუბორდინაციაზეა დამყარებული.

კონფუციანელობაში დიდი მნიშნველობა ენიჭება რიტუალის შესრულების სიზუსტესა და პედანტურობას, თუმცა ამისათვის სხვა ფოლოსოფოსები კონფუცს აკრიტიკებდნენ, რადგან ამგვარ პედანტურობაში მიმდევართა მიზიდვის საშუალებას ხედავდნენ. იგი მაინც ჩინებულად მოერგო ჩინელთა ეროვნულ ხასიათს კონსერვატორიზმსა და ტრადიციათა დაცვის მოვალეობის გრძნობას.

კონფუცის გარდაცვალების შემდეგ მისი მოძღვრება 8 მიმდინარეობად გაიყო, რომელთაგან მნიშვნელოვანია მხოლოდ ორი:

იდეალისტთა სკოლა - მენძი
მატერიალისტთა სკოლა - სუნძი.

ორივე სკოლა ძვ. წ. III საუკუნეში ჩამოყალიბდა. მათი შემქმნელები იყვნენ შესაბამისად მენძი (372-289 წწ.) და სუნ-ძი (313-235, ან 298-238 წწ.). მათ შორის განსხვავება ყველაზე მეტად ანთროპოლოგიაში ჩენს, კერძოდ, მენ-ძის მიხედვით, ადამიანის ბუნება კეთილია. ეს მისი ძირეული პოსტულატია, საიდანაც იგი ასკვნის, რომ ადამიანში ჩადებულია სიკეთის ცოდნა და სიკეთის ქმნის უნარი. ბოროტება ადამიანში ჩნდება იმ შემთხვევაში, როცა იგი თავისი ბუნების მიხედვით არ მოქმედებს, შეცდომას უშვებს, ან ძალა არ შესწევს უცხო გავლენას დააღწიოს თავი. ბოროტების აღმოფხვრა ადამიანის თავდაპირველი ბუნების აღდგენით უნდა მოხდეს, რაც განათლებით მიიღწევა, რის შემდეგაც ადამიანი შეიცნობს ზეცას და მის სამსახურში ჩადგება.

მენძიმ ადამიანში ორი საწყისი გამოყო: იდეალური (გული, სული, გონება, ნება) და მატერიალური (ცი), რომელთაგან უპირატესობა ნებას (ჯი) მიანიჭა. სუნძი მეორე უკიდურესობაში ჩავარდა. მან ადამიანის ბუნება ბოროტად მიიჩნია. მისი აზრით, ადამიანი არ არის დამოკიდებული გარეშე ფაქტორებზე. მათ შორის არც ზეცაზე, პირიქით, იგი თვითონ უნდა მართავდეს ბუნებას, მენ-ძისაგან დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციის, მიუხედავად სუნძიც ადამიანური ბოროტების მოსასპობად იგივე მეთოდს ირჩევს - აღზრდას, რიტუალების დაცვასა და მოვალეობის შესრულებას. სრულყოფილება კი ხანგრძლივი სწავლით მიიღწევა, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.

ანალოგიურ აღზრდის მეთოდს გვთავაზობს დუნ ჯუნ-შუც (180-115 ან 177-104 წწ.), რომელიც წინამორბედთა რადიკალიზმის ნაცვლად, ადამიანში როგორც ბოროტი, ისე კეთლი საწყისის არსებობას აღიარებს და დუალიზმის პოზიციაზე დგება.

როგორც ვხედავთ, კონფუცის მიმდევრები ბოროტების დაძლევის გზას ზნეობრივ სრულყოფილებაში ხედავენ, რაც ერთი შეხედვით ქრისტიანულ სწავლებას წააგავს, მაგრამ ისინი არაფერს ამბობენ, თუ რატომაა ადამიანი ბუნებით კეთილი ან ბოროტი, ან ორივე ერთდროულად, რა არის ამის მიზეზი, რადგან მათთვის უცნობია პიროვნული ღმერთის, როგორც შემოქმედის, ცოდვით დაცემისა და სხვა ფუნდამენტური ცნებები. თვით სულის უკვდავების საკითხიც არა მარტო კონფუციანელობაში, არამედ მთელ ჩინურ აზროვნებაში საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა გარდაცვლილისადმი პატივისცემის რიტუალი მეტად მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ადამიანის სრულყოფისა და ბოროტების დაძლევის გზის ძიებას კონფუციანელები ღმერთის შეწევნას გარეშე ცდილობენ, ხოლო ამ ძიების მთელი სიმძიმე პიროვნებასა და საზოგადოებაზე გადააქვთ. გარდა ამისა, კონფუციანელობის მიხედვით, პიროვნება დეტერმინირებულია ერთი მხრივ, ფატალიზმით, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფოს ინტერესების გააბსოლუტურებით, რის გამოვ ადამიანი ამ სახლმწიფოს უბრალო შემადგენელ ნაწილადაა ქცეული.


(1) ამ დროისათვის ჩინეთში კიდევ ოთხი ფილოსოფიური სკოლა ჩამოყალიბდა:

1) ინიანძი (მოძღვრება ინ-სა და იან-ზე);
2) მონ-ძია (სახელთა სკოლა);
3) ფა-ძეა (კანონიკურს ნიშნავს და ამის გამო მას ევროპაში ლიგიზმის სახელით იცნობენ);
4) მოიზმი (იგი დაარსა მო-ძიმ).

გარდა ამისა, X საუკუნეში ჩნდება ნეოკონფუციანელობა, რომლის წინამორბედად ხან-იუ და ლიაო (VIII-IX სს.), ხოლო ფუძემდებლად სიენ-ფუ, ხუ-იუანი და ში-ძე ითვლებიან. III საუკუნეში დაოსიზმის ასაღორძინებლად შეიქმნა ნეოდაოსიზმი - ხე-იანისა და გან-ბის მიერ, რომელიც შემდგომში ბუდიზმს შეერწყა და გაქრა. ნეოკოფუციანელობა კი უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნამდე - 1949 წლამდე იარსება.

(2) ინი და იანი მზიან და მოღრუბლულ ამინდს აღნიშნავდნენ. შემდგომ კი ჩინელებმა ამ ტერმინების საშუალებით დაპირისპირებულ მოვლენათა გამოხატვა დაიწყეს, მაგ: სინათლე-სიბნელე, ცეცხლი-წყალი, აქტიური-პასიური, მამრობითი-მდედრობითი და ა.შ. საერთოდ კი, ინი მიწიერი, უხეში საწყისია, იანი - წმინდა, ზეციური, სულიერი. ისინი მარადიულად არსებობენ და პარალელურად იმყოფებიან, მაგრამ ერთმანეთს არ სპობენ. მათ ემორჩილება ყოველივე. ისინი ამოქმედებენ 4 ელემენტს და გარდაქმნიან მათ. ინისა და იანის ერთობლივ წესრიგს ტაო ეწოდება.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 18 2009, 03:14 PM
პოსტი #126


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინდურ ლეგენდას (მოკლე სახიით):


ძალიან შორეულ წარსულში ცხოვრობდა ორი ძმა: ჰირანიაკშა და ჰირანიაკაშიპუ. წარმოშობით დემონების ოჯახებიდან ისინი ძალიან ძლევამოსილები იყვნენ და მტრობდნენ უფალ ვიშნუს.
ჰირანიაკშა პირველი ძმა უფალმა ვარაჰადევამ – ვიშნუს ინკარნაციამ გაუყენა სიკვდილის გზას. ამის შემდეგ ჰირანიაკაშიპუმ დიდი მტრობა ჩაიდო გულში უფალ ვიშნუზე და ყველგან ეძებდა მას. ჰირანიაკაშიპუ სათავეში ჩაუდგა დემონების მთელს დინასტიას და გააერთიანა ისინი. შემდეგ მან დაიმპყრო სამოთხისეული პლანეტები და განდევნა იქედან ინდრა. მან ოქროს დახტი დაიდგა და ინდრას მაგივრად დაიწყო სამყაროს მართვა.
ჰირანაკაშიპუს ემორჩილებოდა ყველა ცოცხალი არსება სამი უმაღლესი ღვთაების გარდა –უფალი ვიშნუს უფალი ბრაჰმას და უფალი შივას გარდა. მაგრამ მან მოახერხა იმდენი რომ ბრაჰმას გამოსტყუა უკვდავების გარდა ყველანაირი კურთხევები. იგი იოგურ მისტიკურ ძალებს სრულად აკონტროლებდა და შიქმნა უსასრულოდ ძლევამოსილი. აკრძალა ვიშნუს თაყვანისცემა და მანტრების გალობა, აგრეთვე ყველა ის მოვალეობები რაც ხელს უწყობს ერთგლი სამსახურის ბჰაქტის განვითარებას.
შემდეგ მან მოინდომა უფრო მეტი და უფალი შივას თაყვანისცემა დაიწყო ტყეში.. ამ დროს ისარგებლეს მისი არ ყოფნით ინდრამ და ღმერთებმა - მის სამეფოს დაეცნენ და ფეხმძიმე ცოლი მოსტაცეს. უდიდესმა წმინდანმა ნარადა მუნიმ თავისთან შეიფარა ჰირანიაკაშიპუს ცოლი და შემდგომში დაუბრუნა თავის ქმარს.
ჰირანიაკაშიპუს ცოლს ეყოლა ვაჟი – ლეგენდარული პრაჰლადა, უფალი ვიშნუს უდიდესი ერთგული.Mმამამისმა ის სკოლაში მიაბარა და ყოველ გამოკითხვაზე თუ ახალს რას სწავლობდა, პრაჰლადა პასუხობდა: უფალი ვიშნუს თაყვანისცემაზე დიდი არაფერიაო. ბჰაქტი - მან დედის მუცელში ისწავლა ნარადასგან, როდესაც დედამისი მისი მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.
ამის შემდგომ ჰირანიაკაშიპუმ თავისი ვაჟი შეიჯავრა და განიზრახა მისი მოკვლა: მისი დავალებით პრაჰლადა კლდიდან გადააგდეს და სპილოების ჯოგს შეუგდეს გასათელად. იგი ცეცსლში შეაგდეს და გველებით სავსე ორმოში ჩააგდეს. მაგრამ სიკვდილი არ ეკარებოდა პრაჰლადას. შემდეგ ჰირანიაკაშიპუმ ცოლს უბრძანა შვილისთვის საწამლავი დაელევინებინა.Dდედამ გააფრთხილა შვილი, მაგრამ მან მაინც დალია საწამლავი – სიკვდილი შორს იყო მისგან. ბოლოს ჰირანიაკაშიპუ, მიხვდა რა, რომ მის შვილს მართლაც მფარველობდა რაღაც მისგან დაფარული ძალა, შეეკითხა პრაჰლადას: სად არის შენი ღმერთი? – ყველგან, უპასუხა მან და აუხსნა რომ იგი ყველა ცოცხალ არსებაშია ზესულის სახით და ბრაჰმანის სახით ყველგან არის, აი ამ სვეტშიცო. ჰირანიაკაშიპუმ ხმალი მოუქნია დიდ ბოძს და შუაზე გახლიჩა ის. უცებ ამ სვეიტიდან გამოვიდა ლომისთავიანი ადამიანი, ვიშნუ.
დაიწყო დიდი ბრძოლა ვიშნუს და ჰირანანიაკაშიპუს შორის. ბრძოლა რომლის მსგავსიც არ ახსოვს სამყაროს. იქ შეიკრიბნენ მის საყურებლად ყველა ღმერთები და დემონები და სხვა ცოცხალი არსებები. ისინი იბრძოდნენ დიდხანს და სხვადასხვა იარაღებით. ბოლოს ნარასიმჰადევა-ვიშნუმ, სიკვდილის გზას გაუყენა ეს უდიდესი დემონი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა სამყაროს ისტორიაში და გაანთავისუფლა სამყარო მისი დემონური მართვისგან. ბოლოს მან მიიღო პატარა პრაჰლადას თაყვანისცემა და შეპირადა მას რომ მის მკვდარ მამას თავისი ლეგენდარული შვილის წყალობით მაინც წარმატება ელოდა მომავალ ცხოვრებაში და გაუჩინარდა.
აი ასეთია ეს ძველისძველი ისტორია პატარა ბჰაქტა პრაჰლადაზე და უფალ ვიშნუ- ნარასიმჰადევაზე, რომელიც წერია შრიმად – ბჰაგავატამში.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Dec 18 2009, 03:52 PM
პოსტი #127


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
დაიწყო დიდი ბრძოლა ვიშნუს და ჰირანანიაკაშიპუს შორის. ბრძოლა რომლის მსგავსიც არ ახსოვს სამყაროს. იქ შეიკრიბნენ მის საყურებლად ყველა ღმერთები და დემონები და სხვა ცოცხალი არსებები. ისინი იბრძოდნენ დიდხანს და სხვადასხვა იარაღებით


მაგა ორთAბრძლოას დიდი სიამოვნებით მეც ვუყურებდი smile.gif


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 18 2009, 04:11 PM
პოსტი #128


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Iona

მაგ ლეგენდაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წვრილმანი და დეტალია. მთელი მუღამი ისაა რომ ჰირანიაკაშიპუს ასკეტიზმის შედეგად ბრაჰმასგან მოპოვებული ქონდა კურთხევა რომ არ მოკვდებოდა არც დღისით არც ღამით, არც ადამიანისგან არც ცხოველისგან, არც ადამიანისგან და არც ნახევარღმერთებისგან შექმნილი იარაღით...

ჰოდა ვიშნუმ მაგარი შტუკა გაუჩალიჩა: ნარასიმხას სახით ებრძოლა. ნარასიმხა თან ლომია და თან ადამიანი (ანუ არც ლომია და არც ადამიანი), მოკლა მწუხრისას (ანუ არც დღე იყო და არც ღამე), მოკლა ბრჭყალებით (ანუ იარაღი არ უხმარია)... მაგრამ ეს მოხდა ბოლოს, ძალიან დიდი ბრძოლის შემდეგ smile.gif

პ.ს. ეს დემონი პირდაპირ სამოთხეში მოხვდა, რადგანაც როცა უშუალოდ ღმერთი გკლავს ეგრე ხდება ვედების მიხედვით smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Dec 19 2009, 12:33 AM
პოსტი #129


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
პ.ს. ეს დემონი პირდაპირ სამოთხეში მოხვდა, რადგანაც როცა უშუალოდ ღმერთი გკლავს ეგრე ხდება ვედების მიხედვით


?
სამოთხეში

თუ ნირვანაში?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 19 2009, 07:38 AM
პოსტი #130


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Iona

ნირვანას ცნება ბუდიზმშია, ვედური სისტემა ჩვენსას გავს: ჯოჯოხეთის სხვადასხვა დონე, სამოთხის სხვადასხვა დონე და ცათა სასუფეველი. ნუ ზუსტად არ მახსოვს სამოთხეში ხვდება დემონი თუ ცათა სასუფეველში smile.gif

გავაგრძელოთ ისტორიები:



იმის შემდეგ რაც უფალმა ნარასიმჰა დევამ სიცოცხლეს გამოასალმა ჰირანიაკაშიპუ, უფლის პირადი თხოვნით დემონების დინასტიას სათავეში ჩაუდგა თვითონ პრაჰლადა მაჰარაჯა.
პრაჰლადა მაჰარაჯას ვაჟს ვიროჩანა ერქვა ხოლო მის შვილს ბალი. ბალი მაჰარაჯას მმართველობის ხანაში, დემონებმა კვლავ განიზრახეს ღმერთებზე თავდასხმა და წინამძღოლად ბალი მაჰარაჯა აირჩიეს. ბალი მაჰარაჯა იყო ბრაჰმანების უდიდესი თაყვანისმცემელი და დიდი ბრაჰმანის შუკრაჩარიას წყალობით, მან დიდძალი ძალაუფლება მოიხვეჭა. იგი დაიძრა სამოთხისეული პლანეტებისკენ და ინდრამ და დანარჩენებმა უბრძოლველად მიატოვეს თავინთი სამეფოები.
ამის შემდგომ ბალი მაჰარაჯა დიდი ხნის მანძილზე მართავდა სამყაროს.
უზენასი უფალი ვიშნუ მოევლინა კაშიაპა მუნის ვაჟად, რომ ეხსნა ღმერთები გასაჭირისგან.
ბალი მაჰარაჯამ იცოდა მსხვერპლშეწირვების ფასი და იგი გამუდმებით ატარებდა მათ. ერთ ასეთ მსხვერპლშეწირვაზე თვით პატარა ბრაჰმანი ვამანადევა - ვიშნუც გამოცხადდა. ყველა მოიხიბლა მისი სიდიადით და ბალი მაჰარაჯაც შესაბამისად შეხვდა მას და ვედური ტრადიციის მიხედვით მსახურება შესთავაზა.
უფალმა ვიშნუ - ვამანადევამ მას მხოლოდ შესაწირის სახით 3(სამი) ნაბიჯი მიწა სთხოვა, რაზეც ბალი მაჰარაჯამ ბევრი იცინა და მას მთლიანი ერთ ერთი პლანეტა შესთავაზა საჩუქრად. უფალმა ვამანადევამ უარი განუცხადა ასეთ საჩუქარზე და თავისი სამი ნაბიჯი მიწით დაკმაყოფილების ფილოსოფია განუმარტა მას.
შეატყო რა რომ ბალი მაჰარაჯა უკვე მზად იყო ამ სამი ნაბიჯი მიწის საჩუქრად მიცემაზე ვამანადევაზე - მას დემონების სულიერი მოძღვარი შუკრაჩარია მიუახლოვდა და უბრძანა:ეგ მომცრო ტანის ბრაჰმანის ვაჟი, იცოდე რომ დემონების დაუძინებელი მტერი უფალი ვიშნუა - თუ შენ დათანმხდები ამ სამი ნაბიჯი მიწის მიცემაზე, იგი მთელ სამყაროებს წაგართმევს. ასე რომ არაფერი არ შეპირდე თორემ ყველაფერს დაკარგავ.
ბალი მაჰარაჯამ, პრაჰლადა მაჰარაჯას შვილიშვილმა თავისთვის დაიწყო განსჯა: თუ ეს უფალი ვიშნუა, ის უზენაესია და იგი მაინც წამართმევს ყველაფერს. ხოლო თუ ეს უბრალო ბრაჰმანია, უარით მაინც ვერ გავისტუმრებ, რამეთუ ბრაჰმანზე საჩუქრის მიუცემლობაზე მაინც მკაცრად დავისჯები.
ამ ყველაფრის აწონ დაწონის შემდეგ ბალი მაჰარაჯა დათანხმადა სამი ნაბიჯი მიწის მიცემაზე.
მოისმინა რა ბალის სიტყვები უზენაეს უფალ ვამანადევას ჩაეცინა და უსასრულოდ გაზრდა დაიწყო: პირველი ნაბიჯით მან სამი სამყარო დაფარა, მეორეთი სამი სამყაროს საფარველი გაარღვია და მესამედ რომ უნდა გადაედგა ნაბიჯი ჰკითხა ბალი მაჰარაჯას - სად დაედგა იგი...სახტად დარჩენილმა ბალიმ მას საკუთარი თავი შესთავაზა დასადგმელად და დაიჩოქა მის წინაშე.
ამ დროს გაწბილებულმა დემონების წინამძღოლებმა იარაღებს წაავლეს ხელი. იქ გამოჩნდა უფალი ვიშნუს მთელი საბრძოლო არმია და გააქციეს დემონები ბრძოლის ველიდან, ხოლო ბალი ვარუნას თოკებით შეკრეს.
შედეგ უფალი ვამანადევა ტახტრევანზე დაჯდა და მომღიმარი სახით განუცხადა შებიჭილ ბალის:ძვირფასო ბალი, შენ მე აღმითქვი სამი ნაბიჯი მიწა და ვერ მომეცი, ეხლა ბრაჰმანზე შეპირებული საჩუქრის ვერ მიცემისთვის ჯოჯოხეთში გაემგზავრები ხოლო შენს სამფლობელოს ინდრას დავუბრუნებ. ამ დროს იქ გამოცხადდნენ უფალი ბრაჰმა და ყველა ბრაჰმანები. ბალი მაჰარაჯა თავჩაქინდრული იდგა სამყაროს მბრძანებლების წინაშე.
ამ დროს იქ გამოცხადდა ლეგენდარული პიროვნება პრაჰლადა მაჰარაჯა. იგი ამ დროისთვის ღრმად მოხუცებული იყო. მას თან სდევდა მისი ძლევამოსილი სიდიადე. მისი გამოჩენით ყველაფერი თითქოს განათდაო. მან შეხედა რა თავის შვილიშვილს, თავი გაიქნია და უფალი ვამანადევას წინაშე მიწაზე განერთხა.
შემდგომ ამისა უფალმა ვამანადევამ ბალის საჩუქრად ერთ ერთი დემონური პლანეტა აჩუქა, ხოლო ღმერთებს დაუბრუნა თავიანთი კუთვნილი სამეფოები.
ეხლაც ვამანადევას დემონური პლანეტა ღმერთების სამეფოსავით ანათებს და იქ მეფედ თვით ბალი მაჰარაჯაა. იქ იგი სულ მუდამ თაყვანს სცემს თავის უფალს ვიშნუ - ვამანადევას.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 3 2010, 09:03 AM
პოსტი #131


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ქრისტე, ქრისტიანები და კრშნა

შრიმად-ბჰაგავატამში” ნათქვამია, რომ ღმერთის ცნობიერების ნებისმიერ ჭეშმარიტ მქადაგებელს ტიტიკშა (მოთმინება) და კარუნა (თანაგრძნობა) უნდა გააჩნდეს. უფალი იესო ქრისტეს პიროვნებაში ორივე თვისებას ვხვდებით. იგი იმდენად მომთმენი იყო, რომ ჯვარცმის დროსაც კი არავინ დაუგმია. მას იმდენი თანაგრძნობა გააჩნდა, რომ ღმერთს ევედრებოდა, მიეტევებინა იმათთვისაც, ვინც მის მოკვლას ცდილობდნენ. რა თქმა უნდა მათ იგი ვერ მმაგრამ ფიქრობდნენ, რომ მისი მოკვლა შესაძლებელი იყო, ამიტომ დიდი დანაშაული ჩაიდინეს]. ჯვარზე გაკრული ქრისტე ლოცულობდა: “მამაო, შეუნდე მათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმან”.
ღმერთის ცნობიერების მქადაგებელი ყველა ცოცხალი არსების მეგობარია. უფალმა იესო ქრისტემ ამის მაგალითი უჩვენა მცნებით: “არა კლა”. მაგრამ ქრისტიანებს ამ მცნების არასწორი განმარტება უყვართ. ისინი ფიქრობენ, ცხოველებს სული არა აქვთო, ამიტომ თვლიან, რომ თავისუფლად შეუძლიათ სასაკლაოებში მილიარდობით უდანაშაულო ცხოველის ხოცვა. ასე რომ, თუმცა მრავალი პიროვნება აცხადებს თავს ქრისტიანად, ძალზე ძნელია ისეთი კაცის პოვნა, ვინც მკაცრად ასრულებს უფალი იესო ქრისტეს მცნებებს.
სხვათა ტანჯვის ხილვით ვაიშნავი [უფლის წმინდა ერთგული] ტანჯვას განიცდის. ამიტომაც დათანხმდა უფალი იესო ქრისტეს ჯვარცმაზე, რათა სხვები ტანჯვისგან გაეთავისუფლებინა. მაგრამ მისი მიმდევრები იმდენად ურწმუნოები არიან, რომ ფიქრობენ: “დაე, ქრისტე იტანჯოს ჩვენს მაგივრად, ჩვენ კი ცოდვების ჩადენას განვაგრძობთ”. მათ იმდენად უყვართ ქრისტე, რომ ფიქრობენ: “საყვარელო ქრისტე, ჩვენ ძალზე უსუსურები ვართ. ცოდვების ჩადენას თავს ვერ ვანებებთ. ამიტომ შენ იტანჯე ჩვენთვის.”
იესო ქრისტე ასწავლიდა: “არა კლა”. მაგრამ ახლა მისმა მიმდევრებმა გადაწყვიტეს: “მაინც მოვკლათ”, და დიდ, თანამედროვე, მეცნიერულად მოწყობილ სასაკლაოებს ხსნიან. “თუ რაიმეს ვცოდავთ, ქრისტე დაიტანჯება ჩვენს გამო.” ეს ყველაზე საზიზღარი ფიქრია, რაც კი შეიძლება კაცს თავში მოუვიდეს.
ქრისტეს შეუძლია თავის თავზე აიღოს მის მიერ მოწამეთა მიერ ჩადენილი ცოდვებით გამოწვეული ტანჯვები, მაგრამ ისინი ჯერ გონს უნდა მოეგონ: “რატომ უნდა მივაყენო იესო ქრისტეს ტანჯვა ჩემი ცოდვების გამო? აღარ შევცოდავ.”
ვთქვათ, ადამიანი – თავისი მამის საყვარელი შვილი – მკვლელობას ჩადის და ფიქრობს: “თუ რაიმე სასჯელი მელის, ჩემთვის მამაჩემი დაიტანჯება”. დართავს თუ არა კანონი ამის ნებას? როდესაც მკვლელს აპატიმრებენ და იგი ამბობს: “არა, არა, მე გამანთავისუფლეთ და მამაჩემი დააპატიმრეთ; მე მისი საყვარელი ვაჟი ვარ”, განა პოლიციელები შეასრულებენ სულელის ამ მოთხოვნას? მკვლელობა სწორედ მან ჩაიდინა, მაგრამ მიაჩნია, რომ სასჯელით მხოლოდ მამამისი უნდა დაიტანჯოს! განა ეს კეთილგონივრული წინადადებაა? “არა. მკვლელობა შენ ჩაიდინე; შენ უნდა ჩამოგახრჩონ.” მსგავსად ამისა, საკუთარი ცოდვების გამო თქვენვე უნდა დაიტანჯოთ, და არა იესო ქრისტე. ასეთია ღმერთის კანონი.
იესო ქრისტე დიდებული პიროვნება იყო – ღმერთის შვილი, ღმერთის წარმომადგენელი. იგი არაფერში შემცდარა. მაინც ჯვარს აცვეს. მას სურდა ღმერთის ცნობიერება მიეცა მათთვის, მაგრამ სამაგიეროდ ჯვარზე გააკრეს – აი, როგორი უმადურები იყვნენ. მათ ვერ დააფასეს მისი ქადაგება. მაგრამ ჩვენ ვაფასებთ მას და როგორც ღმერთის წარმომადგენელს, ყოველგვარ პატივს მივაგებთ.
რა თქმა უნდა, ეპისტოლე, რომელსაც ქრისტე ქადაგებდა, შეესაბამებოდა იმ დროს, ადგილს, ქვეყანას და მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ადამიანებისთვის თუ იქნებოდა გამოსადეგი. მაგრამ იგი უეჭველად ღმერთის წარმომადგენელია. ამიტომ ჩვენ ვეთაყვანებით უფალ იესო ქრისტეს და მოწიწებით თაყვანისცემას მივაგებთ მას.
ერთხელ მელბურნში, ქრისტიან მღვდელთა ჯგუფი მესტუმრა, მათ მკითხეს: “როგორია თქვენი აზრი იესო ქრისტეზე?” მე ვუპასუხე: “იგი ჩვენი გურუა. იგი ღმერთის ცნობიერებას ქადაგებს, მაშასადამე, ჩვენი სულიერი მოძღვარია.” მღვდლებმა ეს დიდად მოიწონეს.
მართლაც, ნებისმიერი, ვინც ღმერთის დიდებას ქადაგებს, გურუდ უნდა იქნეს აღიარებული. იესო ქრისტე ერთ-ერთი ასეთი დიდი პიროვნებაა. ჩვენ იგი ჩვეულებრივ ადამიანად არ უნდა მივიჩნიოთ. წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ ყველას, ვინც სულიერ მოძღვარს ჩვეულებრივ ადამიანად თვლის, ჯოჯოხეთური აზროვნება აქვს. იესო ჩვეულებრივი ადამიანი რომ ყოფილიყო, ღმერთის ცნობიერებას ვეღარ გადმოგვცემდა.


“არა კლა” თუ “არ იყო მკვლელი?”

პარიზში, ისკკონ-ის ადგილობრივ ცენტრში, შრილა პრაპჰუპადა ესაუბრება ცარდინალ ჟან დანიელუს: “ბიბლია მხოლოდ იმას არ ამბობს: “არ მოკლა ადამიანი”. იგი ნათლად ამბობს: “არა კლა”… რატომ განმარტავთ ამას ისე, როგორც თქვენ გაწყობთ? თუკი სხვა საკვები არ არსებობს, შიმშილისაგან თავის დასაღწევად კაცმა შეიძლება ხორცი ჭამოს. ეს სხვა საქმეა, მაგრამ ენის დასაკმაყოფილებლად სასაკლაოების არსებობა ყველაზე დიდ ცოდვას წარმოადგენს.”

შრილა პრაპჰუპადა: იესო ქრისტემ თქვა: “არა კლა”. მაშ რად ხოცავენ ქრისტიანები ცხოველებს?
კარდინალი დანიელუ: რასაკვირველია ქრისტიანობაში აკრძალულია მოკვლა, მაგრამ ჩვენი რწმენის თანახმად, არსებობს განსხვავება ადამიანის სიცოცხლესა და ცხოველების სიცოცხლეს შორის. ადამიანის სიცოცხლე წმინდაა, ვინაიდან ადამიანი შექმნილია ღვთის ხატებად; ამიტომ მისი მოკვლა დაუშვებელია.
შრილა პრაპჰუპადა: მაგრამ ბიბლია მხოლოდ იმას არ ამბობს: “არ მოკლა ადამიანი”. იქ ზოგადადაა ნათქვამი: “არა ჰკლა”.
კარდინალი დანიელუ: ჩვენ გვწამს, რომ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეა წმინდა.
შრილა პრაპჰუპადა: ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. მცნება ასეთია: “არა კლა”.
კარდინალი დანიელუ: ადამიანს ცხოველთა ხოცვა იმისთვის ესაჭიროება, რომ ჭამოს.
შრილა პრაპჰუპადა: არა. მას შეუძლია მარცვლეული, ბოსტნეული, რძე მიირთვას.
კარდინალი დანიელუ: ხორცი არა?
შრილა პრაპჰუპადა: არა. ადამიანი ვეგეტარიანული საკვებით უნდა იკვებებოდეს. ვეფხვი არმ ოვა თქვენი ხილის საჭმელად. საკვებად მას ცხოველთა ხორცი მიეცა, მაგრამ ადამიანის საკვებს ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული და რძის პროდუქტი წარმოადგენს. მაშ როგორღა ამბობთ, რომ ცხოველთა მოკვლა ცოდვა არაა?
კარდინალი დანიელუ: ჩვენ გვჯერა, რომ მთავარია მიზეზი. თუ ცხოველის მოკვლის მიზეზს ნშიმშილი წარმოადგენს, მაშინ იგი გამართლებულია.
შრილა პრაპჰუპადა: აი მაგალითად ძროხა: ჩვენ მის რძეს ვსვამთ; ამიტომ იგი ჩვენი დედაა. მეთანხმებით?
კარდინალი დანიელუ: დიახ, რა თქმა უნდა.
შრილა პრაპჰუპადა: მაშ, თუ ძროხა თქვენი დედაა, როგორღა შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ მის მკვლელობას? თქვენ მისგან რძეს ღებულობთ და როცა ბერდება და რძე უშრება, ყელს ჭრით. ვითომ ჰუმანური საქციელია? ინდოეთში ხორცის მჭამელებს დაბალი ცხოველების – თხების, ღორების ან თუნდაც ხარის მოკვლას ურჩევენ. მაგრამ ძროხის მოკვლა უდიდესი ცოდვაა. კრშნას ცნობიერების ქადაგებისას ჩვენ ვთხოვთ ადამიანებს, არ ჭამონ არანაირი ხორცი, და ჩემი მოწაფეები მკაცრად იცავენ ამ წესს. მაგრამ თუ გარკვეულ ვითარებებში სხვებს ხორცის ჭამა უწევთ, მაშინ რომელიმე დაბალი ცხოველის ხორცი უნდა მიირთვან. ნუ მოკლავთ ძროხებს. ეს უდიდესი ცოდვაა. და ვიდრე ადამიანი ცოდვილიანია, იგი ღმერთს ვერ შეიცნობს. ადამიანის მთავარი საქმე ღმერთის შეცნობა და სიყვარულია. მაგრამ თუ ცოდვილი დარჩებით, ვერასოდეს შეიცნობთ ღმერთს, მის სიყვარულს რომ თავი დავანებოთ.
კარდინალი დანიელუ: ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს არსებითი. მთავარია ღმერთის სიყვარული. ერთი რელიგიის პრაქტიკული მცნებები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა რელიგიის მცნებებისგან.
შრილა პრაპჰუპადა: მაგრამ ბიბლიაში ღმერთის პრაქტიკული მცნება ის გახლავთ, რომ არ უნდა მოკლათ; ამიტომ ძროხების მოკვლა თქვენთვის ცოდვად ითვლება.
კარდინალი დანიელუ: ინდოელებს ღმერთი ეუბნება, რომ მოკვლა კარგი არ არის, ებრაელებს ეუბნება, რომ…
შრილა პრაპჰუპადა: არა, არა, იესო ქრისტე ასწავლიდა: “არა კლა”. რატომ განმარტავთ ამას ისე, როგორც თქვენ გაწყობთ?
კარდინალი დანიელუ: მაგრამ იესო ქრისტემ სააღდგომო ბატკნის მსხვერპლშეწირვის ნება დართო.
შრილა პრაპჰუპადა: მაგრამ იგი არასოდეს უჭერდა მხარს სასაკლაოების არსებობას.
კარდინალი დანიელუ: [იცინის]. არა, მაგრამ იგი ნამდვილად ჭამდა ხორცს.
შრილა პრაპჰუპადა: თუ სხვა საკვები არ არსებობს კაცმა შეიძლება შეჭამოს ხორცი შიმშილის მოსაკლავად. ეს სხვა საქმეა. მაგრამ ენის დაკმაყოფილების მიზნით რეგულარული სასაკლაოების არსებობა უდიდესი ცოდვაა. სინამდვილეში, ადამიანთა საზოგადოებაც კი არ იარსებებს, ვიდრე არ მოისპობა სასაკლაოები – უდიდესი ბოროტება. და თუმცა ცხოველთა ხოცვა ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს თავის გადასარჩენად, ყოველ შემთხვევაში, დედა ცხოველი – ძროხა – არ უნდა იქნას მოკლული. ეს უბრალოდ ადამიანური თავაზიანობაა. კრშნას ცნობიერების მოძრაობაში ჩვენ არ ვრთავთ არანაირი ცხოველის მოკვლის ნებას. კრშნა ამბობს: “ბოსტნეული, ხილი, რძე და მარცვლეული ერთგულებით უნდა შემომთავაზოთ”. (ბ.გ.9.26) ჩვენ მხოლოდ კრშნას საკვების ნარჩენებს (პრასადს) ვიღებთ. ხეები ათასგვარ ნაყოფს გვაძლევს, მაგრამ ხეებს არ კლავენ. რა თქმა უნდა ერთი ცოცხალი არსება მეორე ცოცხალი არსების საკვებს წარმოადგენს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასანაყრებლად დედის მოკვლა შეგიძლიათ. ძროხები უმანკონი არიან; რძეს გვაძლევენ. თქვენ ღებულობთ მათგან რძეს – და შემდეგ სასაკლაოებში ხოცავთ. ეს ცოდვაა.
მოწაფე: შრილა პრაპჰუპადა, ქრისტიანები იმიტომ რთავენ ხორცის ჭამის ნებას, რომ მათი აზრით, დაბალი სახეობის ცხოველებს ადამიანის მსგავსი სული არ გააჩნიათ.
შრილა პრაპჰუპადა: ეს სისულელეა. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რომ სხეულში სული არსებობს. მაშინ გავიგებთ, რამდენად მართალია, რომ ადამიანს აქვს სული და ძროხას არა. რა განსხვავებული ნიშნებით ხასიათდება ძროხა და ადამიანი? თუ რაიმე განსხვავებას ვიპოვით, მაშინ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ცხოველში სული არ არსებობს. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ცხოველსა და ადამიანს ერთნაირი ნიშნები აქვთ, მაშინ როგორღა ვიტყვით, რომ ცხოველს სული არ გააჩნია? საერთო ნიშნები ისაა, რომ ცხოველიც ჭამს და თქვენც ჭამთ; ცხოველს ძინავს – თქვენც გძინავთ; ცხოველი მრავლდება – თქვენც მრავლდებით; ცხოველი თავს იცავს; თქვენც იცავთ თავს. რა განსხვავებაა?
კარდინალი დანიელუ: ჩვენ ვაღიარებთ, რომ ცხოველშიც ალბათ იმავე სახის ბიოლოგიური ყოფიერება არსებობს, როგორიც ადამიანში, მაგრამ იქ არ არის სული. ჩვენ გვწამს, რომ სული მხოლოდ ადამიანშია.
შრილა პრაპჰუპადა: ჩვენი “ბჰაგავად-გიტა” ამბობს: “სული სიცოცხლის ყველა სახეობაში არსებობს”. სხეული ტანსაცმელს გავს. თქვენ შავი სამოსელი გაცვიათ; მე ზაფრანისფერ სამოსში ვარ გამოწყობილი. მაგრამ ტანსაცმლის შიგნით არსებობს ადამიანი და მეც ადამიანი ვარ, მსგავსად ამისა, სხვადასხვა სახის სხეულები სხვადასხვა სახის ტანსაცმელს ჰგავს. არსებობს 8 400 000 სახეობა, ანუ სამოსელი და თითოეულ მათგანში სული იმყოფება., ღმერთის განუყოფელი ნაწილაკი. ვთქვათ ადამიანს ორი ვაჟი ჰყავს, ორივე ერთნაირად საქებარი. ერთი შეიძლება უმაღლესი სასამართლოს მსაჯული იყოს, მეორე კი – ჩვეულებრივი მუშა, მაგრამ მამა ორივეს თავის შვილად აცხადებს. მისთვის არ არსებობს განსხვავება იმის გამო, რომ მოსამართლე ვაჟი ძალზე მნიშვნელოვანი პირია, მუშა კი – არა. და თუ მოსამართლე ვაჟი ამბობს: “ძვირფასო მამა, შენი მეორე შვილი უვარგისია; ნება მომეცი, დავჭრა და შევჭამო”, მისცემს მამა ამის უფლებას?
კარდინალი დანიელუ: “რასაკვირველია არა, მაგრამ ჩვენთვის ძნელია იმაზე დათანხმება, რომ ყოველი სულიერი ღმერთის განუყოფელ ნაწილაკს წარმოადგენს. ადამიანის სიცოცხლე და ცხოველის სიცოცხლე დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან.
შრილა პრაპჰუპადა: ეს განსხვავება ცნობიერების განვითარების შედეგია. ადამიანის სხეულში განვითარებული ცნობიერებაა. სული ხესაც აქვს, მაგრამ ხის ცნობიერება მაინცდამაინც არაა განვითარებული. ხეს თუ მოჭრით, იგი წინააღმდეგობას არ გაგიწევთ. სინამდვილეში, იგი გიწევთ წინააღმდეგობას, მაგრამ უმნიშვნელოდ. არის ერთი მეცნიერი, ჯაგადიშ ჩანდრა ბოუზი, რომელმაც შექმნა ხელსაწყო და ის გვიჩვენებს, რომ ხეებიცა და მცენარეებიც ტკივილს განიცდიან, როდესაც მათ ჭრიან.. ჩვენც ვხედავთ, რომ როდესაც ვინმე ცხოველს მოკვლას უპირებს, იგი წინააღმდეგობას უწევს, ყვირის, საშინელ ხმას გამოსცემს,. მაშასადამე, ეს ცნობიერების განვითარებაზეა დამოკიდებული. მაგრამ სული ყველა ცოცხალ არსებაში იმყოფება.
კარდინალი დანიელუ: მაგრამ მეტაფიზიკური წარმოდგენით, ადამიანის სიცოცხლე წმინდად ითვლება. ადამიანების აზროვნება უფრო მაღალ საფეხურზე მიმდინარეობს, ვიდრე ცხოველებისა.
შრილა პრაპჰუპადა: რას უწოდებთ მაღალ საფეხურს? ცხოველი სხეულის შესანარჩუნებლად ჭამს და თქვენც მიირთმევთ იმისთვის რომ სხეული შეინარჩუნოთ. ძროხა მინდორში ბალახს ძოვს და ადამიანი თანამედროვე დანადგარებით სავეს უზარმაზარი სასაკლაოებიდან მიღებულ ხორცს ჭამს. მაგრამ მხოლოდ ის, რომ თქვენ უზარმაზარი მანქანები გაქვთ და შემზარავ სანახაობებს აწყობთ, მაშინ როცა ცხოველი უბრალოდ ბალახს ჭამს, იმას არ ნიშნავს, თითქოს ისეთი განვითარებული ბრძანდებით, რომ სული მხოლოდ თქვენს სხეულში არსებობს და ცხოველის სხეულში არავითარი სული არაა. ჩვენ ვხედავთ, რომ არსებითი ნიშნები ცხოველსა და ადამიანს ერთი და იგივე აქვს.
კარდინალი დანიელუ: მაგრამ სიცოცხლის მნიშვნელობის გაგების მეტაფიზიკურ ძიებას მხოლოდ ადამიანებში თუ შევხვდებით.
შრილა პრაპჰუპადა: დიახ, მაშ, მეტაფიზიკურად გამოიძიეთ, რატომ გწამთ, რომ ცხოველებში არ არის სული – ესაა მეტაფიზიკა. თუ თქვენ მეტაფიზიკურად იფიქრებთ, ყველაფერი რიგზე იქნება. მაგრამ თუ ცხოველის მსგავსად აზროვნებთ, მაშინ რა აზრი აქვს მეტაფიზიკურ შესწავლას? მეტაფიზიკური ნიშნავს “ფიზიკურზე მაღალს”, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, “სულიერს”. ბჰაგავატ-გიტაში კრშნა ამბობს: “ყოველ ცოცხალ არსებაში სული არსებობს”. ესაა მეტაფიზიკური გაგება. ასე რომ, ან კრშნას სწავლება უნდა მიიღოთ მეტაფიზიკურად, ან დიდი სულელის აზრი უნდა ჩათვალოთ მეტაფიზიკურად. რომელს აღიარებთ?
კარდინალი დანიელუ: მაგრამ რატომ ქმნის ღმერთი ისეთ ცხოველებს, რომლებიც სხვა ცხოველებს ჭამენ? ჩანს, შექმნაში რაღაც შეცდომაა დაშვებული.
შრილა პრაპჰუპადა: ეს შეცდომა არ გახლავთ. ღმერთი ძალზე მოწყალეა. თუ თქვენ ცხოველების ჭამა გსურთ, მაშინ იგი საამისოდ ყოველგვარ საშუალებას მოგცემთ. მომავალ ცხოვრებაში ღმერთი ვეფხვის სხეულს გიბოძებთ, ასე რომ, ძალზე ადვილად შეგეძლებათ ხორცის ჭამა. “რაღად გინდათ სასაკლაოები? მე თქვენ ეშვებსა და კლანჭებს მოგცემთ. მიირთვით.” ამგვარი სასჯელი მოელით ხორცის მჭამელებს. ხორცის ჭამის უკეთესი შესაძლებლობის მისაღებად ისინი მომავალ ცხოვრებაში ვეფხვები, მგლები, კატები და ძაღლები გახდებიან.




შრი იშოპანიშადი
(ღვთაებრივი უპანიშადი)
(სანსკრიტიდან თარგმნა
ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი შრილა პრაპჰუპადამ)



1. სამყაროში ყოველ სულიერსა და უსულოს კონტროლს უწევს და ფლობს უფალი. ამიტომ ადამიანმა უნდა აიღოს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი აუცილებელი წილი და ხელი არ ახლოს სხვა რამეს, კარგად ესმოდეს, თუ ვის ეკუთვნის ყოველივე.

2. ასეული წლობით სიცოცხლეს შეიძლება ესწრაფოდეს ის, ვინც ამგვარად შრომობს, ვინაიდან ასეთი მოღვაწეობა კარმის კანონის ტყვეობაში არ აქცევს მას. ადამიანს სხვა არჩევანი არა აქვს ამ გზის გარდა.

3. მკვლელი სულისა, ვინც არ უნდა იყოს იგი, უნდა წავიდეს ურწმუნოთა სამყაროების სახელით ცნობილ პლანეტებზე, რომლებიც წყვდიადითა და უგუნურებითაა მოცული.

4. თუმცა ღმრთეების პიროვნება არ ტოვებს საკუთარ სავანეს, იგი ფიქრზე სწრაფია და ყველას ასწრებს სრბოლაში. ძლევამოსილ ნახევარღმერთებს არ ძალუძთ მასთან მიახლოება. თუმცა ადგილს არ იცვლის, განაგებს მათ, ვინც ჰაერითა და წვიმით გვასაზრდოებენ. იგი ყველას აღემატება თავისი ბრწყინვალებით.

5. უზენაესი უფალი დადის და არც დადის. ძალიან შორისაა და ძალიან ახლოსაც. ყველაფერშია და მაინც ყველაფერს მიღმა მყოფი.

6. მას, ვინც ყველაფერს უზენაეს უფალთან კავშირში ხედავს, ვინც ყოველ არსებას უფლის განუყოფელ ნაწილაკებად აღიქვამს და ვინც ყველაფერში უზენაეს უფალს ჭვრეტს, არ სძულს არც არაფერი და არცერთი არსება.

7. ის, ვინც მუდამ ხედავს, რომ ყოველი ცოცხალი არსება სულიერი ნაპერწკალია, რომლებიც თვისობრივად ერთიანები არიან უფალთან, ხდება ჭეშმარიტი მცოდნე. მაშ, რაღა აღძრავს მასში ილუზიას ან შიშს?

8. ასეთი პიროვნება სინამდვილეში უნდა იცნობდეს უდიდესს, ხორცშეუსხმელს, ყოვლისმცოდნეს, უნაკლოს, უსისხლძარღვოს, წმინდასა და უბიწოს, თვითკმარ ფილოსოფოსს, რომელიც უხსოვარი დროიდან უსრულებს ნატვრებს ყველას.

9. ისინი, ვინც უმეცრების საქმიანობათა განვითარებით არიან დაკავებულნი, უმეცრების უკუნეთში მოხვდებიან. მაგრამ უფრო განწირულნი არიან ეგრეთწოდებული ცოდნის განვითარებით დაკავებულნი.

10. ბრძენთ განუმარტავთ ჩვენთვის, რომ ცოდნას განვითარება ერთ შედეგს იძლევა, და ნათქვამია, რომ სხვა შედეგს იძლევა უმეცრების განვითარებაო.

11. მხოლოდ ის, ვისაც ერთდროულად შეუძლია უმეცრებისა და ტრანსცენდენტული ცოდნის პროცესების შესწავლა, თავს აღწევს ხელახლა დაბადებისა და სიკვდილის ტყვეობას და უკვდავების სრული ნეტარებით ტკბება.

12. ისინი, ვინც თაყვანს სცემენ ნახევარღმერთებს, უგუნურების უკუნეთში მიემართებიან, ხოლო უფრო განწირულნი არიან აბსოლუტის თაყვანისმცემელნი [აქ იგულისხმება უპიროვნო ბრაჰმანი, ღმერთის უპიროვნო ასპექტი].

13. ამბობენ, რომ ერთ შედეგს იძლევა ყოველ მიზეზთა უზენაესი მიზეზის თაყვანისცემა, სხვა შედეგს კი – იმის გაღმერთება, ვინც არ არის უზენაესი. ყოველივე ეს მოუსმენიათ უშფოთველი ავტორიტეტებისგან, რომლებმაც ნათლად განმარტეს ზემოთქმული.

14. ადამიანი სრულყოფილად უნდა იცნობდეს ღმრთეების პიროვნებას და მის ტრანსცენდენტალ სახელს, ისევე როგორც წარმავალ მატერიალურ სამყაროს, თავისი წარმავალი ნახევარღმერთებით, ადამიანებითა და ცხოველებით. როდესაც გაიგებს ამას, იგი ამაღლდება სიკვდილზე და, მასთან ერთად, ეფემერულ კოსმოსურ გამოვლენაზეც და ღმერთის მარადიულ სასუფეველში ნეტარებითა და ცოდნით აღსავსე საუკუნო ცხოვრებით დატკბება.

15. ო, უფალო ჩემო, ყოველი სულიერის მასულდგმულებელო, შენი ნამდვილი სახე შენივე თვალისმომჭრელი ბრწყინვალებითაა დაფარული. გთხოვ, მოიცილე ეს საფარველი და უჩვენე საკუთარი თავი შენს წმინდა ერთგულს.

16. ო, ჩემო უფალო, ო, თავდაპირველო ფილოსოფოსო, სამყაროს მასულდგმულებელო, ო, მარეგულირებელო პრინციპო, წმინდა ერთგულების საბოლოო მიზანო, კაცობრიობის მამამთავართა კეთილმოსურნევ, გთხოვ, გასწიე შენი ტრანსცენდენტული სხივების სიკაშკაშე, რათა შენი ნეტარი სახე ვიხილო. შენ ხარ ღმრთეების მარადიული უზენაესი პიროვნება, სადარი მზისა, ისევე როგორც მე.

17. დაე ფერფლად იქცეს ეს წარმავალი სხეული და დაე სიცოცხლის ჰაერი შეუერთდეს მთელ ჰაერს. ახლა, ო, უფალო ჩემო, გთხოვ გაიხსენე ყოველი ჩემი მსხვერპლშეწირვა და რამეთუ შენ ხარ უმაღლესი განმცხრომელი, გთხოვ, გაიხსენე ყველაფერი, რაც გამიკეთებია შენთვის.

18. ო, უფალო ჩემო, ცეცხლივით ძლიერო, ყოვლისშემძლევ, ახლა მოწიწებით ქედს ვიხრი შენს წინაშე და ვემთხვევი მიწას შენს ტერფებთან. ო, უფალო ჩემო, გთხოვ მატარე სწორი გზით, რათა მოგაღწიო შენ და ვინაიდან შენ იცი, რაც მიკეთებია წარსულში, გთხოვ დამიხსენი წარსულ ცოდვათა საპასუხო შედეგებისაგან, რათა არავითარი დაბრკოლება არ შეხვდეს ჩემს წინსვლას.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aquagnuzz
პოსტი Apr 3 2010, 10:10 AM
პოსტი #132


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 1-April 10
წევრი № 8,534



ისა მე მხოლოდ დასაწყისი გვერდი წავიკითხე და მერე რა ხდება არ ვიცი, მაგრამ მე იცით რა შთაბეჭდილებადამრჩა?

ამის დამწერელს მომავალი ცხოვრების სჯერა, ჰგონია რომ ძროხად ან ღორად დაიბადება და თავის ადგილს ინაღდებს რომ ძაან არ დატანჯონ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 3 2010, 10:45 AM
პოსტი #133


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



aquagnuzz

ამაში სასაცილო არაფერია. ცხოველსაც ისეთივე სული აქვს, როგორიც ჩვენ. განსხვავება ისაა რომ მას დაბალგანვითარებული ცნობიერება აქვს და ერთგვარი ძილის მდგომარეობაში იმყოფება. მხოლოდ ინსტინქტებით მოქმედებს. ბევრი ადამიანი დიდად არ განსხვავდება ცხოველისგან.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aquagnuzz
პოსტი Apr 3 2010, 10:48 AM
პოსტი #134


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 1-April 10
წევრი № 8,534



Atman
ეგენიც ხვდებიან სამოთხეში და ჯოჯოხეთში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 3 2010, 10:56 AM
პოსტი #135


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



aquagnuzz

ციტატა
ეგენიც ხვდებიან სამოთხეში და ჯოჯოხეთში?


არა. ეგენი დაბადებათა ძალიან ბევრ ციკლს გადიან რომ ისევ ადამიანურ არსებად დაიბადონ და არჩევანის თავისუფლება მიეცეთ. ჩვენ დროში ძალიან ძნელია ადამიანის სული ცხოველად დაიბადოს. ახლა დრო დაჩქარებულია და სული ჯოჯოხეთში უფრო მოხვდება, ვიდრე ცხოველად დაიბადება. (და ეს კარგია, იმიტომ რომ უფრო მალევე ხდება ადამიანად დაბადება და ახალი შანსი ეძლევა სულს) ჯოჯოხეთი არაა მარადიული. უბრალოდ საუკუნედ ეჩვენება ჩვენი ათვლის სისტემის 1 წუთიც კი იმ სულს, რომელიც იქ იტანჯება, მაგრამ ახალი შანსი აუცილებლდა მიეცემა. შეიძლება ჯერ ცხოველადაც კი დაიბადოს. ჩვენ ერთგვარად ვიმეორებთ ევოლუციას, ჩანასახის განვითარება საშვილოსნოში სხვა არაფერია. სული ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს.

პითაგორე ამბობს: თუ გიუნდა მართალი იყო საკუთარ თავთან შენი ხელით დაკალი ცხოველი, თან თვალებში უყურე და მერე ისე მიირთვი. ჩვენ გვგონია რომ თუ სუპერმარკეტში ვიყიდით ხორცს, მისი მოკვლის ცოდვა ჩვენ არ გვეხება.არაა ასე! მიდი სასაკლაოზე და ნახავ რას განიცდიან ძროხები როცა სიკვდილს ელოდებიან. მერე ჭამე ხორცი თუ სინდისი არ შეგაწუხებს. ხორცის ჭამა მხოლოდ მაშინაა ნებადართული, თუ შიმშილით ვკვდებით და სხვა არაფერი გვაქვს საჭმელად. ხოლო ის რომ ხორცის გარეშე ადამიანის ორგანიზმი ვერ გაძლებს, აბსოლუტური კრეტინიზმია და ჩემივე თავზე გამოვცადე ეს. რძის პროდუქტი სრულიად ცვლის ხორცისგან მიღებულ ნივთიერებებს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aquagnuzz
პოსტი Apr 3 2010, 11:04 AM
პოსტი #136


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 1-April 10
წევრი № 8,534



Atman
ვა რამდენი რამე გცოდნია. 13 წლის ვარ და იმედია ბევრ რამეს ვისწავლი შენგან.

ანუ ისევ ამას ვიკითხავ. სამოთხე ხომ დროებითია. და ვინც სამოთხეში მოხვდა ყველა ცათა სასუფეველში მოხვდება? თუ არაა ასე მაშინ სად მოხვდებიან? ჯოჯოხეთში?

ჯოჯოხეთში რომ მოხვდები კიდევ გეძლევა გამოსწორების შანსი? ანუ მე ერთ დროს შეიძლება ძროხა ვიყავი? ამას მღვდლები ეთანხმებიან?

თუ ეს სხვა რელიგიაზე ვლაპარაკობთ ეხლა?

აზრზე არ ვარ ბევრი რამის მაგიტომ გეკითხები biggrin.gif

Atman
და კიდე ერთი თუ იცი ეს საიტი უცოზზეა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 3 2010, 11:10 AM
პოსტი #137


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



aquagnuzz

ციტატა
ვა რამდენი რამე გცოდნია. 13 წლის ვარ და იმედია ბევრ რამეს ვისწავლი შენგან.


თუ მართლმადიდებელი ხარ არ გირჩევ ჩემგან თეოლოგიური საკითხების სწავლას biggrin.gif მხოლოდ იმაში დამიჯერე რომ ხორცი არ ჭამო a075.gif

ციტატა
ანუ ისევ ამას ვიკითხავ. სამოთხე ხომ დროებითია. და ვინც სამოთხეში მოხვდა ყველა ცათა სასუფეველში მოხვდება? თუ არაა ასე მაშინ სად მოხვდებიან? ჯოჯოხეთში?


სამოთხიდან ბრუნდებიან ისევ აქ, დედამიწაზე, თან მოჰყვებათ საკმაოდ დიდი "მადლი (არიან ძალიან ლამაზები, ძალიან ნიჭიერები, ან ძალიან მდიდრები) მაგრამ სიამოვნებას და ნეტარებას მიჩვეულები, ასეთი ადამიანი ადვილად ხდება ლოთი, ნარკომანი, ძალაუფლების და ფუფუნების მოყვარული. ეს კი უმოკლესი გზაა ჯოჯოხეთისკენ. თუმცა არსებობს ის გზებიც, რომლითაც სამოთხეშივე ვითარდებიან სულები და ცათა სასუფეველში გადადიან (ვედებში ამას მზის გზას ეძახიან).

თუ ეს სხვა რელიგიაზე ვლაპარაკობთ ეხლა?
ეს ქრისტიანული სწავლება არაა. ესაა ვედების სწავლება. ეს რომ აგიხსნა მთელი ლექცია უნდა წავიკითხო და არ ღირს.

უბრალოდ იყავი ჭეშმარიტი ქრისტიანი + არ ჭამო ხორცი (განსაკუთრებით ძროხის და ღორის) და ეცადე დილით მზის ამოსვლამდე ადგე და მაგ დროს ილოცო. დანარჩენი სახარებაში წერია smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 3 2010, 11:31 AM
პოსტი #138


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



aquagnuzz

ციტატა
და კიდე ერთი თუ იცი ეს საიტი უცოზზეა?


არ ვიცი


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aquagnuzz
პოსტი Apr 3 2010, 12:10 PM
პოსტი #139


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 1-April 10
წევრი № 8,534



Atman
შენ არ ხარ მართმადიდებელი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 3 2010, 12:26 PM
პოსტი #140


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



aquagnuzz


არ ვიზიარებ მართლმადიდებლურ დოგმატებს, შესაბამისად ვერ ვიქნები მართლმადიდებელი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 12:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი