IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 6 7 8 9 10 >  
Closed TopicStart new topic
> სხვა რელიგიები, სწავლება და ტრადიციები
ნონა
პოსტი Apr 3 2010, 01:04 PM
პოსტი #141


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა
კარდინალი დანიელუ: მაგრამ რატომ ქმნის ღმერთი ისეთ ცხოველებს, რომლებიც სხვა ცხოველებს ჭამენ? ჩანს, შექმნაში რაღაც შეცდომაა დაშვებული.

ეს კარდინალი თუ ქრისტიანია, მაშინ კია ჰარი კრიშნაში ჭეშმარიტება sad.gif
biggrin.gif biggrin.gif
ციტატა
მომავალ ცხოვრებაში ღმერთი ვეფხვის სხეულს გიბოძებთ


ერთი კურსელი მყავდა ბევრი კითხვისგან არ ვიცი რა ქვია მაგ მდგომარეობას, მაგრამ "რაღაცნაირად" კი იყო...
მახსოვს პირველივე დღეს მთელ კურსს გამოგვიცხადა მე ღმერთი ვარ და თქვენ ყველანი ჩემი შექმნილები ხართო biggrin.gif biggrin.gif
მეტი დამაჯერებლობისთვის დასძინა შემიძლია ვისაც სურს ის ჯერ ძროხად გადავაქციო და მერე ისევ ადამიანად დაგაბრუნებთო biggrin.gif biggrin.gif

ნეტა 100 კაციან აუდიტორიასი რატომ არავინ ისურვა ექსპერიმენტის შემოწმება smile.gif)))

პ.ს. ახლა ის ბიჭი ლეიბორისტების ბათუმური შუქურაა smile.gif
არ იფიქროთ ისე ხუმრობდა ასეთი აზრებით, ყველაფრის მოყოლა მეზარება ახლა...
არადა რაც მაგას წაკითხული ქონდა smile.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 3 2010, 01:44 PM
პოსტი #142


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა

ციტატა
ეს კარდინალი თუ ქრისტიანია, მაშინ კია ჰარი კრიშნაში ჭეშმარიტება


არ იცი ამ მანტრაზე არაფერი და ისევ გიმეორებ, ცოტა ფრთხილად უცხო სიტყვებთან smile.gif

ციტატა
ერთი კურსელი მყავდა ბევრი კითხვისგან არ ვიცი რა ქვია მაგ მდგომარეობას, მაგრამ "რაღაცნაირად" კი იყო...მახსოვს პირველივე დღეს მთელ კურსს გამოგვიცხადა მე ღმერთი ვარ და თქვენ ყველანი ჩემი შექმნილები ხართო მეტი დამაჯერებლობისთვის დასძინა შემიძლია ვისაც სურს ის ჯერ ძროხად გადავაქციო და მერე ისევ ადამიანად დაგაბრუნებთო ნეტა 100 კაციან აუდიტორიასი რატომ არავინ ისურვა ექსპერიმენტის შემოწმება )))


გინდა მართლმადიდებელ ფანატიკოს გიჟებზე მოგიყვე მხიარული ისტორიები? თუ რა ვქნათ ახლა? smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 3 2010, 01:56 PM
პოსტი #143


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(Atman @ Apr 3 2010, 01:44 PM) *

ნონა
არ იცი ამ მანტრაზე არაფერი და ისევ გიმეორებ, ცოტა ფრთხილად უცხო სიტყვებთან smile.gif
გინდა მართლმადიდებელ ფანატიკოს გიჟებზე მოგიყვე მხიარული ისტორიები? თუ რა ვქნათ ახლა? smile.gif


მე კარდინალის სიტყვებს შევხედე ქრისტიანული თვალსაზრისით და გეუბნები რომ არაა სწორი მისი მიდგომა (ერთერთი გამოვყავი მთელი ტექსტიდან) და ფრთხილად რა შუაშია.

მართლმადიდებელ გიჟზე ერთერთი ისტორია უკვე მოვყევი მე, თუ გინდა შენც დაამატე.
მაგალითი კი იმიტომ მოვიყვანე რომ ჩემი კურსელის მართლმადიდებლბასა და მაგ კარდინალის ქრისტიანობას შორის რაღაც ძაფები გაიბა smile.gif

კარდინალი ბრძანებს შექმნაში შეცდომაა დაშვებულიო და ფრთხილად თავად იყოს smile.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 3 2010, 02:44 PM
პოსტი #144


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა
ციტატა
მაშინ კია ჰარი კრიშნაში ჭეშმარიტება


ეს ვიგულისხმე.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 3 2010, 02:51 PM
პოსტი #145


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ისე სასხვათაშორისოდ მინდა გკითხო, როგორ ფიქრობ რა არის იმის მიზეზი რომ ერთი რელიგიის "მიმდევრები", სხვა რელიგიისადმი კრძალულებას ნაწილობრივი მსახურებით გამოხატავენ?

პ.ს. განვმარტავ: ასე მაგალითად, აჭარაში მცხოვრები მუსლიმანების უმრავლსობა სააღდგომო კვერცხებს ღებავს, თუ დაეზარა მირთმეულს სიამოვნებით გეხლებათ, სხვა საკითხებშიც ეთანაზიარებიან
მეორე მხრივ ზოგიერთი მართლმადიდებელი ვიღაცვიღაცეების პატივსაცემად ბაირამს აღნიშნავს, მიირთმევს ყურბანს (რაც ნაკერპავია მართლმადიდებლისათვის), ამზადებს ჰალვას მიცვალებულთათვის...

რა ქვია ამას ატმან შენი აზრით?


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 3 2010, 03:02 PM
პოსტი #146


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა

რა ქვია ამას სახელი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ეს ცუდი არაა და რელიგიების და ხალხის ურთიერთპატივისცემას გამოხატავს. სხვისგან ცუდი არ უნდა გადავიღოთ, თორე კარგს რაც მეტს გადავიღებთ მით უკეთესი.

მაგალითად ჩემი მოწოდებაა: გადავიღოთ ბუდისტური და ინდუისტური რელიგიებისგან ის რომ ხორცს არ ჭამენ. რაა ამაში კარგის მეტი? სულისთვისაც დიდი წინსვლაა და ჯანმრთელობისთვის ხო საერთოდ (ფაქტიურად გამორიცხული ხდება ათეროსკლეროზული დაავადებების საშიშროება და ძალიან მცირდება კიბოს რისკი)


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 3 2010, 03:19 PM
პოსტი #147


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



Atman
ამას მცირედ მორწმუნეობა ქვია ლოგიკით: იქნებ ისიც მართალია და ვაითუ დავისაჯო .. sad.gif


სექტანტობა რაცხა ჯურის biggrin.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 3 2010, 03:39 PM
პოსტი #148


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა
ციტატა
იქნებ ისიც მართალია და ვაითუ დავისაჯო ..


რას გულისხმობ ვერ მივხვდი blink.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 3 2010, 03:45 PM
პოსტი #149


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



იმას რომ მცირედმორწმუნეა და ჭეშმარიტება საკუთარი აღმსარებლობის შიგნით ჩატეული არ გონია, სხვებშიც ეძებს


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 3 2010, 04:10 PM
პოსტი #150


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა

აბო მცირედმორწმუნე იყო თუ მოღალატე? smile.gif ვერ ჩაეტია თავის რელიგიაში? სად "მოძვრებოდა?" biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 3 2010, 04:21 PM
პოსტი #151


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(Atman @ Apr 3 2010, 04:10 PM) *

ნონა

აბო მცირედმორწმუნე იყო თუ მოღალატე? smile.gif ვერ ჩაეტია თავის რელიგიაში? სად "მოძვრებოდა?" biggrin.gif


არასწორად გაიგე smile.gif

აბოს კვერცხების შეღებვის პარალელურად ყურბანი არ დაუკლავს biggrin.gif
მოექცა ნიშნავს მთლიანად უარყო ერთი და მიიღო მეორე, და არა ნაწილობრივ smile.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 3 2010, 04:24 PM
პოსტი #152


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ნონა

კაი რა! იცი რამდენი ტრადიციაა ჩვენში სხვებისგან გადმოსული? ეგ რელიგიური კი არა ეთნოსების ურთიერთობის პროცესში ხდება და ძირითადად მეზობლობის გამო. ოღონდ საუბედუროდ კარგთან ერთად ცუდ ჩვეულებებსაც ცვლიან!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 3 2010, 04:33 PM
პოსტი #153


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(Atman @ Apr 3 2010, 04:24 PM) *

ნონა

კაი რა! იცი რამდენი ტრადიციაა ჩვენში სხვებისგან გადმოსული? ეგ რელიგიური კი არა ეთნოსების ურთიერთობის პროცესში ხდება და ძირითადად მეზობლობის გამო. ოღონდ საუბედუროდ კარგთან ერთად ცუდ ჩვეულებებსაც ცვლიან!

რაც შენი ნათქვამი ჩემსას არ ეწინაარმდეგება smile.gif
ეთნოსთა ურთიერთობით რელიგიური მრწამსის გადაკეთება თუ მოპირკეთება შვებაა? biggrin.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 10 2010, 02:07 PM
პოსტი #154


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



მეც დავდებ სხვა რელიგიებზე ინფორმაციას (ძირითადად მე უფრო ბუდიზმს და ვედანტას ვიცნობ, სუფიზმზეც მაქვს ზოგიერთი რამ წაკითხული და ესეც დიდ რელიგიად მიმაჩნია), ოღონდ უფრო იმას, რაც კაია სხვაგანაც და ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაშიც. მამა გაბრიელის სიწმინდეში და სიბრძნეში ხომ არ შეიძლება სინდის-ნამუსიან ადამიანს ეჭვი შეეპაროს? მე ამ ადამიანის სიბრძნეც მაოცებს, სიყვარულიც და სიმდაბლეც. მე რაშიც ეჭვი არ მეპარება არის მისი სიტყვები, რომ სიყვარული მხოლოდ ღმერთიდან მოდის. ამ კაცს იმდენი სიყვარული ქონდა, რომ ეს მისი სიყვარული ვერ იქნებოდა, ეს გამორიცხულია. ეს სიყვარული მასში მოდიოდა უშუალოდ ღმერთიდან. მისი სიტყვებიც ღმერთიდან მოდიოდა და არა ადამიანის გონებიდან, რომელსაც მამა გაბრიელის სხეული ქონდა. აი რას ასწავლიდა მამა გაბრიელი:
ციტატა
ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს....

ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ჯერ იმათთვის დაიწყე ლოცვა, მაგალითად შენი შვილებისათვის, როდესაც მათთვის ილოცებ, შემდეგ ილოცე დანარჩენი ოჯახის წევრებისათვის, შემდეგ ყველა თქვენს ირგვლივ მყოფი მეზობლებისათვის, რომ მტერი არ გყავდეს. დალოცე ის ქალაქი, სადაც შენ ცხოვრობ, თბილისი ხომ მარტო არ არის, დალოცე ყველა მცხოვრები, რომელიც საქართველოშია, საქართველო ხომ მარტო არ არის, ირგვლივ სხვა ქვეყნების მცხოვრებლებითაა გარემოცული, სთხოვე ღმერტს, რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა ვერ შესძლონ. ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, ერთი მტერიღა დაგრჩა, იმასაც ნუ გამოტოვებ, ღმერთს სთხოვე აავსოს მისი გული სიკეთით დაგონება - სიბრძნით. აი, ასე შესძლებთ ბოროტებით აღსავსე ადამიანისათვის და თქვენი მტრისთვისაც ლოცვას.


ბუდისტებს აქვთ ზუსტად მსგავსი პრაქტიკა. ისინი ამ პრაქტიკას ეძახიან მეტა-ბჰავანას. მეტა-ბჰავანა მედიტაცია ასე ტარდება: ხელსაყრელ პოზიციაში (დამჯდარი იქნება, დაწოლილი თუ ფეხზე დამდგარი-არ აქვს მნიშვნელობა) ადამიანი იწყებს პირველად საკუთარ თავზე ლოცვას, რათა მიეცეს სიმშვიდე, შინაგანი სიწყნარე. ამას სხვა დამხმარე მომენტებიც აქვს. დეტალურად არ დავწერ ამას, იმიტომ რომ მე მარტო სიკეთის უნივერსალურობას ვუსვამ ხაზს. ადამიანი მეტა-ბჰავას გააკეთებს თუ მამა გაბრიელის ამ რჩევას მისდევს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ორივე ერთიდაიგივე რაიმეა. მთავარია გავაკეთოთ და მართლმადიდებლებმა მამა გაბრიელის ეს დანატოვარი ვაკეთოთ. რაც შეეხება მეტა-ბჰავანას, იმის შემდეგ რაც ადამიანი თავის თავში დაყნარდება, შემდეგ ლოცვას იწყებს მის საყვარელ ადამიანზე. შემდეგ აფართოვებს საყვარელი ადამიანების სფეროს. შემდეგ გადადის იმ ადამიანების ლოცვაზე, რომელთა მიმართაც ნეიტრალურად არის ადამიანი განწყობილი. შემდეგ გადადის იმ ადამიანის ლოცვაზე, რომელთანაც პრობლემები აქვს. შემდეგ მისი მტერის ლოცვაზე. შემდეგ კიდევ გააფართოვებს ლოცვას და გადადის მთელი ცოცხალი არსებების ლოცვაზე. მოკლედ ასე და ამგვარად აფართოვებს ლოცვის სფეროს.

ტიბეტელებს აქვთ კიდევ ერთი მედიტაციის ტიპი (სახელი არ მახსოვს ზუსტად, ადრე მაქვს წაკითხული), როდესაც ადამიანი სუნთქვაზე აკეთებს კონცენტრირებას, ოღონდ შესუნთქვისას წარმოიდგენს რომ მთელი კაცობრიობის და ცოცხალი არსებების ტანჯვა მის შესუნთქვას მიყვება თავის თავზე იღებს ამ ყველაფერს, ხოლო ამოსუნთქვისას რაც კი სიკეთე და სიყვარული გააჩნია გარეთ უშვებს, რათა ყველას გასცეს ეს სიკეთე. ასეთ მედიტაციას დიდი ძალა აქვს, როგორც ამბობენ. მაგრამ, მსგავსი მედიტაცია მხოლოდ გამოცდილი მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.

კიდევ ბუდიზმში მედიტაციის წინ ხშირად გამოიყენება ეს ლოცვა (შეიძლება მარტო ასეთი ლოცვა იყოს მედიტაციის დროს გამოყენებული, ან სხვა სახის მედიტაციას-ე.წ. ვიპასანას-წინ უძღვოდეს):

May all sentient beings have happiness and its causes,
May all sentient beings be free of suffering and its causes,
May all sentient beings never be separated from bliss without suffering,
May all sentient beings be in equanimity, free of bias, attachment and anger.

დაე ყველა ცოცხალი არსება იყოს ბედნიერი.
დაე ყველა ცოცხალი არსება იყოს თავისუფალი ტანჯვისაგან და მათი მიზეზებისაგან.
დაე ყველა ცოცხალი არსება არასდროს იყოს გამოყოფილი სამოთხისაგან.
დაე ყველა ცოცხალი არსება იყოს სულიერად მშვიდი, იყოს თავისუფალი მიკერძოებისაგან, მატერიუალური ლტოვლისაგან და სიბრაზისაგან.

ამ ლოცვას ბუდიზმში ეძახიან ბრაჰმავიჰარას. ამ ლოცვა-მედიტაციის არსია რომ ადამიანში ჩამოყალიბდეს სიმშვიდე, სიყვარული და თანგრძნობა ყველა არსების მიმართ.

მთავარია გავაკეთოთ ეს ყველაფერი. მართლმადიდებლებმა მამა გაბრიელის სიტყვა გავაკეთოთ და გავაცოცხლოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 10 2010, 02:22 PM
პოსტი #155


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



guest1

შენთვის ლოცვა რას ნიშნავს? ანუ ღმერთს რა სიტყვებით ან რა ემოციით მიმართავ ლოცვის დროს?

ციტატა
დაე ყველა ცოცხალი არსება იყოს ბედნიერი.


განა ვედანტადან არ გამომდინარეობს რომ ყველა არსება ისედაც ბედნიერია თუ გააცნობიერებს ამას და ილუზიის ჭაობიდან გამოვა?

უფრო ლოგიკური იქნებოდა ლოცვა: "დაე ყველა არსება მიხვდეს რომ ბედნიერია" smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 10 2010, 03:21 PM
პოსტი #156


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 10 2010, 07:06 PM
პოსტი #157


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოაშორეთ ეს ღვთის გმობა აქედან!
ატმან,
ჩემო კარგო, ამას რომ მართლმადიდებლურ ფორუმზე წერ:
ციტატა
მე არავის ვცნობ ჩემს უფლად კრშნას გარდ

ოდნავ მაინც არ გერიდება?
კი ბატონო აპოლოგეტიკის განყოფილებაა ე.ი. უნდა ვიკამათოთ, მაგრამ არა კერპებს და ცრუ ღმერთებს აღუვლინოთ ლოცვები.
შეიკავე თავი კრშნას ჰარე ფორუმს გარეთ მიართვი...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 10 2010, 07:20 PM
პოსტი #158


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS

უფალს შენ გმობ ახლა! კრშნა ღმერთის სახელია, ისევე როგორც ქრისტე!

და თუ შეიძლება სიტყვები შეარჩიე!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 10 2010, 07:32 PM
პოსტი #159


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

უფალს შენ გმობ ახლა! კრშნა ღმერთის სახელია, ისევე როგორც ქრისტე!

smile.gif
ოპს smile.gif
ატმანი რისხდება? ღმერთის სახელი ალლაჰიც არის, მაგრამ მეჩეთიდან რომ გაყვირიან, არა მგონია წმიდა სამებას გულისხმობდნენ smile.gif , არც ეგ ვიღაც
ციტატა
შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ
რომელიც თურმე "უფლის ავატარი" იყო, წმიდა სამებას გულისხმობდეს კრშნა-ში.
დამშვიდდი, უბრალოდ მოგეცი შენიშვნა (შეიძლება ცოტა მწარედ), რომ აქ
უცხო ღმერთები კი არ უნდა განადიდოთ, არამედ ვიკამათოთ სხვა რელიგიებზე.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 10 2010, 07:51 PM
პოსტი #160


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



იკამათე და იყავი! მე წავედი აქედან!

მაპატიეთ მყუდროება რომ დაგირღვიეთ!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 6 7 8 9 10 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი