![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#41
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ნუ რატო მომეწონა ლამაზები არიან აზიელები, და ეს "დამალვა" უფრო ალამაზებთ აი რატომა არ გყავს ცოლი ![]() ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#42
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა აი რატომა არ გყავს ცოლი აოფებ ახლა შენ ახალგაზრდავ ![]() ![]() მიასუფთავე რა ძვირფ. მოდერ აქაურობა ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#43
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო ერთ საინტერესო თემაზე მინდა გავჩერდე ამ თემაში, სხვა რელიგიებში და ცოტა სხვა კულტურებსაც შევეხოთ...
საფლავებზე ვწერ... ერის რწმენა და ტრადიცია მის საფლავთან და დასაფლავებისას შიშვლდება და მე ეს პრაღის ებრაული სასაფლაოებიდან ვიგრძენი ( ნახეთ ჩემს თემაში "ზაფხულის ჩანაწერები")... ახლა მოდით ისლამურ სასაფლაოებებზე ვისაუბროთ და დასაფლავების წესებზე, შემდეგ წესებია: 1. სხეული აუცილებლად უნდა განიბანოს და თხელ თეთრ ქსოვილში გახვეული მიწაში უნდა ჩაიფლას პირდაპირ 2. დასაფალავება გარდაცვალებიდან 24 საათში უნდა მოხდეს 3. დასაფლავება ხდება გვერდულად (?) და სახით მექისაკენ 4. საფლავები უნდა იყოს ძალიან უბრალო, ყოველგვარი მორთულობის გარეშე 5. არანაირი ყვავილების დადება არ შეიძლება (? ნეტა რატო? ) 6. საგლოვო ფერი არის თეთრი 7. მიცვალებულის ადგილიდან დაძვრა არანაირად არ შეიძლება... ![]() ისე აქ რამოდენიმე სხვადასხვა ქვეყნის და ტრადიციის სასაფლაოებია და ნახეთ: http://www.cimiteridelmondo.it/romania/cim...-vesel-sapanta/ პ.ს. ისე მაგრად მიყვარს ხანდახან სასაფლაოში განმარტოვება... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
mRvdeli giorgi sxilaZe |
![]()
პოსტი
#44
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 24-January 09 წევრი № 6,373 ![]() |
* * * *
მკითხველმა გვთხოვა, წაგვეკითხა ერთი, გაურკვეველი რელიგიის მქონე ჯგუფის, ელ-გამოცემაDდა ჩვენი აზრი გამოგვეთქვა, სიმართლეს შეეფერება თუ არა იქ მოყვანილი მტკიცებულებები. წავიკითხეთ, შევისწავლეთ და გთავაზობთ ჩვენეულ დასკვნას: ეს უავტორო თხზულება, ,,მალე დამყარდება მსოფლიოს ახალი წესრიგი: მზად ხართ თუ არა ამისთვის?“, როგორც წაკითხულიდან ჩანს, არის ერთ-ერთი სექტის ნაცოდვილარი, რადგან არსად არ იმოწმებენ და არც ახსენებენ ეკლესიის წმინდა მამებსა და მასწავლებლებს; კერძოდ, ეს უნდა იყოს ე. წ. მეშაბათეების ანუ ,,მეშვიდე დღის ადვენტისტების“ წევრთა შედგენილი, რასაც ცხადყოფს შემდეგი ადგილიც*: ,,შაბათი დღის, როგორც წმინდა დღისადმი პატივმიგებით შეგვიძლია, თაყვანი ვცეთ ღმერთს, როგორც ჩვენს შემოქმედს. ვიცავთ რა წმინდა დღეს, რომელიც უფალმა აირჩია, ამით მთელს მსოფლიოს ვუცხადებთ, რომ ქვეყნიერების შემქმნელი _ ჩვენი ღმერთია. ეშმაკი, ,,ლუციფერი“ წმინდა შაბათს თავს ესხმის იმიტომ, რომ მას უნდა იყოს ,,მსგავსი უზენაესისა“ (ესაია: 14, 14) და რომ პატივს ცემდნენ მას, ვითარცა ღმერთს. შემოქმედი შაბათის წმ. დღის თაყვანცემას ითხოვს; სატანას კი, შემოქმედის მიმბაძველს, უნდა, რომ მას კვირადღეს მიაგონ პატივი. თქვენ რას აირჩევთ?“. შაბათის ნაცვლად კვირადღის მიჩნევა უფრო მნიშვნელოვნად დაკავშირებულია იმასთან, რომ მაცხოვარი სწორედ კვირა დღეს აღსდგა მკვდრეთით. ამიტომ, ლიტურღიკულად ყოველი კვირა დღე არის აღდგომის დღესასწაულის ,,მცირე“ განახლება (დიდი განახლება არის აღდგომის დღესასწაულიდან ერთი კვირის თავზე, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ სხვაგვარად, თომას კვირიაკე _ მაცხოვრის გვერდის განხილვა _ ეწოდება), რისი აღნიშვნაც ჯერ კიდევ მოციქულებიდან იღებს სათავეს და არა სატანისაგან, როგორც ამას ამ თხზულებაში წერენ. ასე გადმოგვეცა ეს წეს-ჩვეულება (ტრადიცია) ქრისტეანულ ეკლესიას. კვირა ბერძნულად ,,საუფლოს“ ნიშნავს, რასაც ეს სექტა სატანურად ,,მხეცის ნიშანს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ნიშნის მისაღებად ემზადება კვირადღის პატივისმცემელიო. უქმობას კვირა დღეს და არა შაბათს (როგორც ეს ძველი აღთქმის ეკლესიაში იყო) გვავალდებულებს ,,დიდი სჯულუსკანონი“; ამ დღის ღვთისმსახურებაში განლევასა და წმინდად დაცვას გვასწავლიან მსოფლიოს I, VI და ლაოდიკიისა და კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრებები, წწ.. ბასილი დიდი, პეტრე და თეოფილე ალექსანდრიელები. ხოლო ე. წ. ადვენტისტები კვირას ,,ყალბ დღეს“ უწოდებენ. მათი აზრით, ამ დღის პატივისმცემელნი წარწყმდებიან, ხოლო მეშაბათეები (ღვთისმკვლელი იუდეველებიც?) ცხოვნდებიან. როგორც უფალი ამბობს, ,,შაბათი კაცისათვის დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათვის“ (მარკოზი: 2, 27). აპოკალიფსური განმარტებანი და წინასწარმეტყველებანი უნდა ვიკითხოთ წმინდა მამებთან (მაგ., წმ. მღვდელმოწამე პაპი რომისა იპოლიტე (IIIს.), წმ. დიაკონი ეფრემ ასური (IVს.), წმ. ანდრია კესარიელი (VIს.), წმ. იოანე დამასკოელი (VIIIს.), წმ. ნილოს ათონელი _ მირონმდინარე (XVIს.), წმ. მღვდელმონაზონი სერაფიმე საროველი (XIXს.), წმ. იოანე კრონშტადტელი (XIX-XXსს..) და სხვ.), რადგან ისინი ,,ბიბლიას“ სულიწმინდით განმარტავდნენ, ხოლო ასეთი სექტების წევრთა განმარტებები დაფუძნებულია ადამიანური გონების მშვინვიერ ბრძნობაზე, რომელშიც გულისამრევადაა შეზავებული ამპარტავნება და უმეცრება, როგორც სათავე ყოველგვარი მწვალებლობისა (ერესი), განხეთქილებისა (სქიზმა) და თვითნებური თავშეყრისა ანუ კიდეშესაკრებლობისა (პარა-სინაგოგა), როგორც ამას წმ. ბასილი დიდი გვასწავლის თავის ,,პირველ კანონიკურ ეპისტოლეში“. თანაც, ,,გამოცხადების“ XIII თავის განმარტების სხვადასხვა ვერსია არსებობს, მაგალითად, პროტესტანტულ მიმდინარეობებში (ძირითადად, ე. წ. ბაპტისტებში). ვთქვათ, ერთ-ერთია: _ ,,წყლიდან ამომავალ წითელ მხეცში“ გულისხმობენ არა რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას, არამედ ლენინს, რახან მისი ფსევდონიმი მომდინარეობს მდინარე (წყალი) ლენადან და მოგვევლინა ხალხიდან (,,და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი“ _ ,,გამოცხ. იოანესი“: 17, 15) გამომავალ რევოლუციურ გმირად. ხოლო როგორც ამავე, XIII, თავშია აღწერილი, მან მართლაც: შექმნა წითელი სახელმწიფო, დაახლოვებით სამწელიწადნახევარი ეპყრა ძალაუფლება, დაჭრეს და გადარჩა, იყო დიდი ორატორი ღვთის გმობაში _ ,,მიეცა მას პირი დიდად მეტყველი და მგმობარი, და მიეცა მას ხელმწიფებაÁ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე“ (5), დახოცა წმინდანები _ ,,მიეცა მას ბრძოლისაცა-ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა“ (7) და ა. შ.. ხოლო ,,მიწიდან ამომავალ მხეცში“ გულისხმობენ სტალინს, რახან მისი ფსევდონიმი მომდინარეობს ფოლადიდან (რომელიც მიწიდან მოიპოვება) და მართლაც: მოქმედებდა ლენინის სახელითა და ძალაუფლებით მის სიცოცხლეშივე _ ,,ხელმწიფებასა პირველისა მის მხეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა“ (12); აიძულებდა ხალხს, თაყვანი ეცათ ლენინისთვის _ ,,რაÁთა თაყვანის-სცენ მხეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაÁ სიკუდილისა მისისაÁ განიკურნა“ (იქვე); ხალხი მოხიბლა საბრძოლო გამარჯვებებითა და სწრაფი მიღწევებით (ატომური იარაღის ჩათვლით) _ ,,იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაÁთა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა და აცდუნრებს მკვიდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა“ (13); ლენინისაგან შექმნა კერპი, რომელსაც უნდა ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი მისი მოწინააღმდეგე (,,ხალხის მტერი“) _ ,,ყოველნი, რომალთა არა თაყვანის-სცენ ხატსა მხეცისასა, მოიკლნენ“ (15). მაგრამ აქ მთავარია ის, რომ წმინდა მამათა სწავლებისამებრ, ანტიქრისტეს ანუ ,,ანტეს“ (როგორც ისინი უწოდებენ) ორგვარი გაგება არსებობს _ საზოგადო და კერძო. ზოგადი გაგებით, როგორც წმ. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ანტიქრისტეა ყოველი სული, ვინც ქრისტე-მაცხოვარს ღმერთად არ აღიარებს და მის მცნებებს არ ასრულებს; ხოლო კერძო გაგებით, ანტიქრისტე ასპარეზზე უნდა გამოჩნდეს ქრისტეს მეორედ მოსვლის ანუ ქვეყნიერების ნივთიერი (მატერიალური) აღსასრულის წინ შვიდი წლით ადრე. თანაც, რახან სატანა მახინჯად ბაძავს ღმერთს, _ როგორც მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლას წინ უძღვოდა მის წინასწარმეტყველთა და უშუალო წინამორბედის _ იოანე ნათლისმცემლის _ მოსვლა, ეშმაკმაც თავისი სრულყოფილი მსახურის ანუ ანტეს მოსვლამდე მისი წინამორბედები მოავლინა და ამ აზრით, პაპო-კათოლიციზმიცა და კომუნიზმიც, მართლაც, ანტიქრისტეს წინამორბედობაა და ,,თეთრი“ ა.შ.შ-ცა და ,,წითელი“ რუსეთიც მისი წინამორბედნი არიან. ჩვენს მიერ წაკითხული ეს თხზულება (,,მსოფლიოს ახალი წესრიგი მალე დამყარდება: მზად ხართ თუ არა ამისთვის?“), რომელიც საკმაოდ ვრცელია და ორმოცდაშვიდ ენაზეა გავრცელებული, წარმოადგენს ტყუილ-მართლის ნაზავს და აღბეჭდილია სექტანტებისათვის დამახასიათებელი აზროვნების დაბალი დონითა და აბდაუბდით... მაგალითები: 1. ადვენტისტების მთავარი მკრეხელობაა ის, რომ ისინი ე. წ. იეღოველებივით მაცხოვარს სრულყოფილ ღმერთად არ აღიარებენ. 2. ხალხს მოუწოდებენ ყველანაირი, მათ შორის, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ეკლესიის დატოვებისაკენ. 3. გვთავაზობენ ლათინურ-კათოლიკური გამოთქმის ,,VIჩAღIUშ FILII DEI“ (,,ძე-ღვთისას მოადგილე“) _ გულისხმობენ რომის პაპს _ ასო-რიცხობრივ ჯამს _ 666, რაც ნუმეროლოგიურად, შესაძლოა, მრავალი კომბინაციური სახესხვაობითაც მივიღოთ. 4. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას, ერთი მხრივ, ,,აპოკალიფსურ მხეცს“ უწოდებენ და მეორე მხრივ, უშვებენ, რომ ამ და სხვა ერეტიკულ საკრებულოებში დღეს ,,ჭეშმარიტი ქრისტეანენი არიან“. 5. ამბობენ, რომ ა.შ.შ. გამოსცემს ისეთ კანონს, რომ ყველამ პატივი სცეს კვირას და დაიცვას ეს დღე; ხოლო ამის მოწინააღმდეგეებს დევნას დაუწყებენ და მოკლავენ (გაუგონარი უაზრობაა). ეს სექტანტები, ასევე, წერენ: 1. ,,...იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას, ორმოცი წელი იქნებით დასჯილნი თქვენი ცოდვების გამო (თითო წელიწადი თითო დღეზე); ,,თითო წელზე თითო დღეს, თითო წელზე თითო დღეს მიგითვალავ“ (რიცხვთა: 14, 34; ეზეკიელი: 4, 6). აქ მოყვანილი სიტყვები რა კავშირშია ან შაბათთან ან კვირასთან? 2. ,,რომის კათოლიკურმა ეკლესიამ... გაბედა და მთლიანად უგულებელჰყო მეორე მცნება, რომელიც მის პრაქტიკასა და წეს-ჩვეულებებს მსჯავრს სდებდა“. მოგეხსენებათ, მეორე მცნება ეხება იმას, რომ არ უნდა შევიქნმნათ კერპი და თაყვანი არ უნდა ვცეთ მას. ადვენტისტობა აქ თუ იმას გულისხმობს, რომ კათოლიკობამ რომის პაპისგან კერპი შეიქმნა და მას ემსახურება, ამაში, სამწუხაროდ, მართალია, მაგრამ ზემოთქმული მაინც დიდი გადაჭარბებაა (მამხილებლობა არ უნდა მივიდეს ცილისწამებამდე, რომ თუნდაც კერპთაყვანისმცემლებს რაიმე დავაბრალოთ). 3. ,,რომის კათოლიკურმა ეკლესიამ... მეოთხე მცნებაში მითითებული საღვთო დღე _ შაბათი _ კვირით შეცვალა; კათოლიკურ ეკლესიას სირცხვილი არ აწუხებს იმის გამო, რომ თაყვანსაცემი დღე შეცვალა; ამ მოწმობათა (იგულისხმება ზემომოყვანილი და სხვა მსგავსი ციტატები _ ავტ.) სიცხადე უფლებას გვაძლევს, გადაჭრით გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ,,გამოცხადების“ (თთ.. 13 და 14) მხეცი _ ეს რომაულ-კათოლიკური ეკლესიაა და მისი ნიშანი (მხეცის ნიშანი) _ კვირადღის დაცვა“. მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხული არაა, ანტიქრისტე რომის პაპის (ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომარის, ან ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის) ან სხვა სახით მოევლინოს კაცობრიობას, ზემოთქმული, უფრო _ ბოლო ფრაზა, მაინც რელიგიურ-პოლიტიკური ბოდვაა. 4. ,,ნათელია, რომ შემოქმედის ბეჭედი, მისი კანონით, შაბათის წმინდა დღის მცნებაში გამოიხატება. ესაა მისი, როგორც ჩევენი შემქმნელის, ძალაუფლების აღიარება. დავიცავთ რა მის წმ. შაბათ-დღეს, ამით ვაჩვენებთ, რომ ვცნობთ მას, როგორც ჩვენს შემოქმედს“. საიდანაა ნათელი ის, რასაც აქ ამტკიცებენ, ნათელიაო? ერთი რამ კი, მართლაც, ნათელია: შაბათის გაფეტიშებაში ეს სექტა ჩამოჰგავს სხვა მეშაბათე სექტას _ იუდეველობას, რომელთა შთაგონებითაცაა შექმნილი, ცნობილია, მსოფლიოში არსებულ რელიგიურ, მეცნიერულ თუ პოლიტიკურ ერესთა, სქიზმათა და პარა-სინაგოგათა უმრავლესობა. _____________ *თარგმანი ავტორისეულია. მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი -------------------- მღვდელი გიორგი სხილაძე
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#45
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა 1. ადვენტისტების მთავარი მკრეხელობაა ის, რომ ისინი ე. წ. იეღოველებივით მაცხოვარს სრულყოფილ ღმერთად არ აღიარებენ. ვერ დაგეთანხმებით, რადგან ადვენტისტებს, რასელისტებისაგან ( და არა იეღოველები ) განხვავებით წმ. სამება წამთ "Вероучение Христиан Адвентистов Седьмого Дня Основные положения Троица Бог един. Отец, Сын и Святой Дух — единство трех взаимовечных личностей. Бог бессмертен, всемогущ, всеведущ, превыше всего и вездесущ. Величие Его беспредельно и превышает человеческое понимание, однако Он познаваем посредством Его откровений о Себе Самом. Он вовеки достоин поклонения, чести и служение всего творения. http://only-bible.narod.ru/doctrine/2_the_trinity.html Адвентисты седьмого дня признают догматы о триединстве Бога и божественности Иисуса Христа http://drevo.pravbeseda.ru/index.php?id=1692 ისე შაბათზე აქვთ ძალიან დიდი გართულება ![]() საკმაოდ გავრცელებულებიც არიან სხვათაშორის, ისე რომ სპეციალური ვებ. გვერდიც არის მათ წინააღმდეგ: http://anti-adventism.ru/ იხარეთ; კაიროსი! პ.ს. მოდერ, აქ რელიგიებზე ვსაუბრობთ და არა სექტებზე და იქნებ გადავიტანოთ სექტების თემაში? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#46
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
ტაოიზმზე მოკლედ ხომ არ გვეტყვით რაიმეს?
ტაოიზმიც ერთ ერთი რელიგიაა რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობა მისდევს.. -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#47
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ცოტა მძიმე დღეები მაქვს, კლასელის გარდაცვალებამ, ძალიან დამამძიმა, და არცერთ კამათში არ შევალ, სანამ შესაბამისი განყოფილება არ გაიხსნება და ამიტომაც თხოვნა მაქვს მოკამათე მხარესთან, ნუ გამომეხმაურებიან...
ტაოიზმი 道教 ![]() ძირითადი დებულებები ტაოიზმში ტაოისტური აზროვნებით, არსებობს უნივერსალური ჰარმონია, რომელიც სამყაროს ყველა სფეროს აერთიანებს, ანუ მიწას, ადამიანს და ცას. მოძრაობის ამოსავალი წერტილია ტაო, ცვალებადი უცვლელი, ყველაფრის წყარო, მიზეზი პირველი და ამ სწავლებას უკავშირდება ინისა და იანის წარმოდგენა, მუდმივი დუალიზმის ბრძოლა, შავი და თეთრი, განუყრელებია... ინი და იანგი არიან ორი ძირითადი მიზეზი, რომელიც ტაოს მიერ ბუნებრივ წესრიგს ინარჩუნებენ. აქედან ინი არის მდედრობითი საწყისი, პასიური და ბუნდოვანი, მთვარესთან სიმბოლიზირებული იანგი მამრობითი საწყისია, აქტიური და ნათელი, უკავშირდება მზეს ინი და იანგი ერთმანეთს ავსებენ, ხან ერთი ჭარბობს, ხან მეორე, მეტიც როდესაც ერთი აღწევს თავის მაქსიმუმს, სწორედ ამ დროს იშვება მეორე, მათი ასეთი ურთიერთობა იწვევს უამრავ მოვლენას... მოკლედ დუალიზმი... ახლა ვინმე ჩინურს თუ ფლობს მშვიდობიან კითხვას ვუსურვებ ![]() http://chinese.dsturgeon.net/text.pl?node=37397&if=en ხოლო ვინც არ იცის აქ ნახოს http://www.tao-te-king.org/021.htm ისე ლაო-ძი ძალიან მომეწონა, ბევრი სიბრძნეა შიგ ![]() ისე კი ვინც სერიოზულად დაინტერესდება ეს უნდა წაიკითხოს http://www.vodaspb.ru/files/pedagogika/200...b_kniga_6-2.pdf ეს კი ცნობილი ვიკიპედიიდან მონაცემებია: Даосизм прошёл долгий путь эволюции и в XX век вошёл древней традиционной китайской религией. После прихода в Китае к власти коммунистов в 1949 году даосизм подвергся значительному гонению. После реформ Дэн Сяопина в 1978 году положение стало улучшаться. За последние годы открылось большое количество даосских храмов и монастырей. В некоторой степени возрождение даосизма обязано росту популярности техники ци гун, которая непосредственно восходит к даосской внутренней алхимии. Даосизм в современном виде представляет собой религию, с пышным внешним слоем (обряды, ритуалы, храмы) и изящным внутренним, эзотерическим, включающим в себя техники для совершенствования тела, ума и духа. დანარჩენს თავადაც იპოვით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნიკა |
![]()
პოსტი
#48
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-April 08 მდებარ.: USA წევრი № 4,554 ![]() |
-------------------- Sola Scriptura?
|
მოყუასი |
![]()
პოსტი
#49
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 21-March 09 წევრი № 6,692 ![]() |
შეიძლება ზოროასტრიზმის თანამედროვე მიმდევრებზე, პარსებზე, დადოთ ინფორმაცია?
-------------------- გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.
სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი. მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი. ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას. |
led_guitar |
![]()
პოსტი
#50
|
![]() ყავისტი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 104 რეგისტრ.: 25-January 07 მდებარ.: აქაც მე ვარ და მანდაც მე ვარ წევრი № 914 ![]() |
ზოროასტრიზმის მიმდევარი იყო ცნობილი მომღერალი ფრედი მერკური
|
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#51
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
მორმონები
ისტორია მორმონიზმის, იესო ქრისტეს ბოლო დროის წმინდანთა ეკლესიის დამფუძნებელი იოსებ სმითი დაიბადა 1805 წლის 23 დეკემბერს შარინში, ვერმონტის შტატში. იოსები იოსებ და ლუცი მაკ სმიტების ათი შვილიდან მეოთხე იყო. 1817 წელს მათი ოჯახი ნიუ იორკის შტატში, კერძოდ კი პალმირაში გადასახლდა (ახლანდელ როჩესტერთან ახლოს) სმიტების ოჯახთა უმეტესობა მალე პრესვიტერიანულ ეკლესიას შეუერთდა, ხოლო ახალგაზრდა იოსები ვერ იღებდა საბოილოო გადაწყვეტილებას. არგუმენტად კი ის მოჰყავადა, რომ ამდენი დენომინაციების გამო არ იცოდა რომელი მათგანი იყო სწორი. სწორედ ეს იყო კონფლიქტი, რომელმაც მოამზადა პლატფორმა იოსების პირველი ხილვის შესახებ განცხადების გასაკეთებლად. მორმონტა წიგნი მორმონთა წიგნიც ღვთივსულიერ წიგნად მიიჩნევა: “ჩვენ გვჯერა, რომ მორმონთა წიგნიც ღმერთის სიტყვაა” (რწმენის სტატიები, განყოფილება რვა). მორმონთა წიგნი სავარაუდოდ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის შესახებ ჩანაწერებს წარმოადგენს, რომელთაც გამოეცხადა ქრისტე თავისი აღდგომის შემდეგ. დოქტრინები და მცნებები დოქტრინები და მცნებები 136 ხილვის ჩანაწერს წარმოადგენს და რომელიც აცხადებს მორმონტა ისეთ გამოკვეთილ დოქტრინებს, როგორიცაა მკვდართა ნათლობა და ზეციური ქორწინება. ძვირფასი მარგალიტი ძვირფასი მარგალიტი შეიცავს მოსეს წიგნს, რომელიც მეტნაკლებად ჰგავს დაბადების წიგნის პირველ ექვს თავს, და ასევე აბრაამის წიგნს, რომელიც ეგვიპტური პაპირუსის თარგმანს წარმოადგენს, რომელიც მოგვიანებით დამტკიცდა, რომ იყო ცრუ და ყალბი. ის ასევე სეიცავს ამონაჭერს იოსებ სმითის მიერ ნათარგმნი ბიბლიისას; ნაწილს იოსებ სმითის ისტორიიდან, რაც მის ავტობიოგრაფიას წარმოადგენს; და რწმენის სტატიებს. |
მოყუასი |
![]()
პოსტი
#52
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 21-March 09 წევრი № 6,692 ![]() |
სახარებაჲ მარკოზის თავი
თავი 9 38. მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ. 39. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. 40. რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს. 41. რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი. 42. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა. ანუ ვინც ჩვენი მტერი არაა ის ჩვენსკენაა -------------------- გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.
სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი. მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი. ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას. |
Iona |
![]()
პოსტი
#53
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
http://www.youtube.com/watch?v=JUWsCvjLTnw
ტიბეტური მკვდრების წიგნი რაგაცით წააგავს ჩვენებურ საზვერეების შესახებ სწავლებას -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
akakius |
![]()
პოსტი
#54
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 15-January 09 წევრი № 6,294 ![]() |
გამარჯობა კაიროს მე მადლობას გიხდი ასე რომ გვანატლებ და ერტი კიტხვა მინდა სჰეგეკიტხო. რას ნისჰნავს ენებიტ ლოცვა პავლე მოციკული რომ ამბობს ცერილებსჰი კორინტელტა მიერსჰეიცლება???
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#55
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა გამარჯობა კაიროს მე მადლობას გიხდი ასე რომ გვანატლებ და ერტი კიტხვა მინდა სჰეგეკიტხო. რას ნისჰნავს ენებიტ ლოცვა პავლე მოციკული რომ ამბობს ცერილებსჰი კორინტელტა მიერსჰეიცლება??? ეგ ჩემო კარგო სხვა თემაა, ანუ მაქ გაიმართება 50-ებსა და მართლმადიდებელს შორის (როგორც სხვა თემებში იეღოველებს,ბაპტისტებს, პროტესტანტებს, ათეისტებს ( რამხელა სიაა ![]() ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
![]()
პოსტი
#56
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
რატომ აქვს თუ არ ვცდები ლუთერანულ ეკლესიებს თავზე ჯვრის მაგივრად მამლების გამოსახულება?
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#57
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა პეტრეს "მამლის ყივილთან" რომ არ ინტერპრეტირდება გარკვეულ წილად შეიძლება , ანუ მამალი სიფხიზლის, გამომაფხიზლებლის ნიშანია, არა მარტო ფიზიკური ძილიდან, არამედ სულიერი დაცემიდანაც, მან პეტრე სულიერ მიძინებიდან გამოიყვანა და აატირა...თუმცა მამალს აქვს სხვა სიმბოლოც, იგი ისაა ვინც "ელის,ხვდება და აუწებს განთიადს", როგორ ეკლესია ელის ( ასწავლის) შეხვდება ( ანუ მარადიულია და უცილობლად დახვდება უფალს) და ეკლესიავე იქნება მაუწყებელი ბოლო ჟამის დასასრულისა და განთიადის დასაწყისისა... ჩრდილოეთ ევროპის პროტესტანტულ ეკლესიებს სწორედ ეს სიმბოლო აქვთ, რაც როგორც ვნახეთ მათი მოგონილი არაა, არამედ უძველესი სიმბოლო ( მამალი გამოიხატება ასევე ჩვენს ტაძრებში, ტრაპეზზე დასვენებულ ოდიკზე) . იტალიის ქალაქ ბრეშაში სანტა ჯულიას მუზეუმში ინახება მამალი, რომელიც ქარის მიმართულების მაჩვენებული იყო და შედგენდა ეპისკოპოს რამპენტოს საკუთრებას, და ვიდრე 1910 წლამდე დადგმული იყო სან ფაუსტინოს ტაძრის რომაული სტილის სამრეკლოზე. ფ. კარდინი თავის წიგნ " უსასრულობის ადგილები" (2004 წლის გამოცემა) წერს:"სახარებისეულმა მამალმა თავის თავში შეკრიბა მანამდისაც არსებული მისი სიმბოლო "მღვიძარებისა და ჯანმრთელობისა" რაც ელენისტურ ხალხში იყო გავრცელებული, სიმბოლო წინასწამხედველებისა და სიბრძნისა ( კელტურ ხალხში)". ნუ დიდი თემაა, ახლა გავიქეცი, იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
![]()
პოსტი
#58
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
KAIROS
მადლობთ ![]() |
.:Lela:. |
![]()
პოსტი
#59
|
![]() .:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 ![]() |
ძალიან ცუდი შრიფტია ამის წაკითხვა გაჭირდება ![]() ![]() -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
bekas |
![]()
პოსტი
#60
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 ![]() |
KAIROS
ციტატა არა, ქრისტიანისათვის არა ეგ პუნქტი აუცილებელია, ანუ ჩვენ დაჭრილ ცხოველსაც მივირთმევთ და ნანადირევსაც, რომელიც შეიძლება არაა დაცლილი სისხლიდან, ჩვენ არ ვჭამთ, ან ვერიდებით ვჭამოთ სისხლის შეჭამანდს, როგორც გამიგია მომთაბარეები (ბედუინებიდა სხვები) სვავენ ცხოველის (ცხენის, აქლემის) სისხლს უწყლობის დროს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი