IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Closed TopicStart new topic
> სხვა რელიგიები, სწავლება და ტრადიციები
KAIROS
პოსტი Mar 27 2009, 11:30 PM
პოსტი #61


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



.:Lela:.
შრიფტი თავადვე შეგიძლია შეცვალო,

ციტატა
უწყლობის

ჰო, მეც ასე ვიცი, ოღონდ მცირე ოდენობით და ისიც როგორც ვნახეთ, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 18 2009, 05:49 PM
პოსტი #62


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
არის თუ არა ქრისტიანი ის, ვინც ამბობს, რომ მეჩეთის კედელს ემთხვია და სულიწმინდა იგრძნო?


ცოტა გაუგებარია, როგორ იგრძნო და რა იცის, რომ რაც იგრძნო იყო მაინცდამაინც სულიწმინდით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
geoparizeli
პოსტი Jun 19 2009, 01:42 AM
პოსტი #63


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 19-June 09
წევრი № 7,142



გამარჯობა ყველას!სანამ ამ კითხვის პასუხის გაცემაზე ფიქრს დაიწყებდეს ვინმე,დაფიქრდეს,რას იფიქრებდნენ წინაპრები, მათი მემკვიდრენი რომ ამაზე ფიქრსაც კი მოანდომებდნენ.

KAIROS
ციტატა
ჩვენ აქ განაჩენი კი არ გამოგვაქვს (ან რა უფლება გვაქვს) ვინ ვინაა, არამედ ვსაუბრობთ სხვა რელიგების კანონებზე და ტრადიციებზე, გთხოვთ ნუ გააოფებთ თემას


შესაძლებელია კი საღად მოაზროვნე მართლმადიდებლისთვის "საუბარი სხვა რელიგიების კანონებ(სა) და ტრადიციებზე" და იქიდან განაჩენი არ გამოიტანოს?!

KAIROS
ციტატა
ვინც უცოდველია პირველმა მან ისროლოს ქვა...


ტკბილო კაიროს!
ჩემზე უკეთ გეხსომებათ ბრძენი ბერის სიტყვები, როდესაც მან ყველაფერი დაიბრალა გარდა მწვალებლობისა...ჩვენი პირადი ცოდვანი უფალთან,(როდესაც ისინი მალულია)მხოლოდ ჩვენ გვეხება, ხოლო როდესაც ისინი მქადაგებლურ-განმავრცელებელ ხასიათს ატარებენ- უდიდესი მკრეხელობა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 19 2009, 03:57 AM
პოსტი #64


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დამიანე, აკაკი,
ძმებო, ეს იუზერები დავით 23(ნუ მარჩიელობ ერთი, იმიტომ დაწერა და ამიტომ biggrin.gif ) და ახალი გეოპარიზელი (სტილიდან და ნიკიდან ჩანს), რამოდენიმე სხვაც, არიან სქიზმაში ჩვენს ეკლესიასთან, რაც ნიშნავს, რომ არ ემორჩილებიან არც ჩვენს, არც მსოფლიო და არც სხვა ოფიციალურ საპატრიარქოებს, ამ კითხვით უნდათ ააგორონ კიდევ ერთი განკითხვის თემა, ვინაა ჭეშმარიტი და ვინ არა და ა.შ.
ჩვენ ამ პირებთან საკმარისზე მეტი ვიკამათეთ, უნაყოფოდ და ზედმეტი დაძაბულობითაც, ვიცნობთ უკვე და ვიცით სად მიყავთ საუბარი, ამიტომ დავუწერე,
რომ ეს თემაა არა საკამათო და არ აქვს მიზნად განჩინებების გამოტანა, არამედ ინფორმაციული გაცნობა სხვა რელიგიებისა.
პარიზის სქიზმის ხალხს კი ვთხოვ არ გინდათ ახალი კამათის აგორება, არაა აქ ამის ადგილი, მაინც არ წამოგყობით, და აქ კი ყველა ოფფი გაქრება. smile.gif
ვიმეორებ
ციტატა
ვენ აქ განაჩენი კი არ გამოგვაქვს (ან რა უფლება გვაქვს) ვინ ვინაა, არამედ ვსაუბრობთ სხვა რელიგების კანონებზე და ტრადიციებზე, გთხოვთ ნუ გააოფებთ თემას.

განაჩენებისათვის არაა თემა, არამედ სასაუბროდ, თან იმაზე სასაუბროდ დოკუმენტალურად და უბრალოდ გვინდა გავეცნოთ სხვა რელიგიებს.


ეს ჩასაფრებული კითხვები, დამახასიათებელია მათთვის ვისაც კამათზე უნდა წამოგება მოპირისპირე მხარესი, ასე გააკეთა იეღოველმა და აწ IPბანდადებულმა, პროვოკატორმა "მოყვასმა", რომელმაც თითქოსდა ჩვეულებრივი კითხვა დასვა წმ. წერილის "გამარკვიეთ"-ში, ვისზეა საუბარი იგავთას ამადაამ მუხლშიო, მაგრამ ცბიერმა იცოდა ორივე პასუხი; თუ ვიტყოდით "ძე ღმერთზეო", მაშინ იქ შავით თეთრზე წერია სიტყვა "შემქმნა" ქართულად და გამოდიოდა, რომ ძე შექმნილია, როგორც ეს წამთ ამ ბნელ სექტანტებს, ხოლო თუ ვიტყოდით სხვა ვინმეზე, შევცდებოდით, რადგან მართლაც ძეზეა საუბარი, მთავარი პრობლემა კი ამ ტერმინის გაგებას ეყრდნობოდა, და არა მხოლოდ ერთი ტერმინისა არამედ მთელი ტექსტის შინაარსიდან ამოსვლა იყო საჭირო, მოკლედ ასე იეღოველმა ჩაგვირტყა ვითომ ჩამჭრელი კითხვა და იქ ამბავი ატყდა თავადაც შეგიძლიათ ნახოთ, მსგავსი კითხვა დაუსვეს უფალსაც ფარისეველები, მივცეთ თუ არა ხარკი კეისარსო, თუ იტყოდა კიო, მაშინ ცილსდასწამებდნენ რომაელებს ემხრობაო და ხალხი მოიძულებდა, როგორც მოღალატეს, თუ იტყოდა არაო, მაშინ თავადვე დაასმენდნენ რომაელებთან და ისინი, როგორც მოჯანყეს დააპატიმრებდნენ, უფლის პასუხით "მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა ღმერთს", ნაცარში ჩაუვარდათ კოვზი, ასეთია შენი კითხვა დავით, გვინდა გვათქმევინო რომ ან არაა ქრისტიანი და მერე ააგო შენი სქიზმატური იდეები, ან კია ქრისტიანი და მერე მოგვდგე და გვლანძღო , ამას დემაგოგია და პროვოკაცია ქვია, თუ გაქვს რაიმე კითხვა, უნდა დასვა სრულად, ამან და ამან აქა და აქ აი დოკუმენტი ასე და ასე თქვა და თქვენ რას ფიქრობთო, თან შენ მხოლოდ კამათი გინდა, და არა სხვა რაიმე, გიცნობთ უკვე კარგა ხანია, შეგახსენებთ რომ:

თქვენთან სქიზმატებთან, სხვა კონფესიის, სხვა რელიგიის ხალხთან, ათეისტებთან და სექტანტებთან გვაქვს ეს ქვეგანყოფილება აპოლოგეტიკა და აქვე შეგიძლიათ გახსნათ თემა და იქ ვარჩიოთ და განვაჩინოთ (biggrin.gif), ქრისტიანების ურთიერთობა სხვა რელიგიებთან და მათი გამონათქვამები და ა.შ.

თუმცა შეგახსენებთ რომ აქ ქვეგანყოფილებასაც აქვს წესები და როგორც კი შეურაცხყოფას მიაყენებთ რომელიმე ეკლესიის საჭეთმპყრობელს (კონსტანტინეპოლის,იერუსალიმი
ს,საქართველოს, რუსეთის ...) მაშინვე დაისჯებით, ამიტომ ეკლესიის და მისი იერარქების სალანძღავად ფორუმში ადგილი არა გვაქვს.


აქ კი მხოლოდ ინფორმაციულად ვსაუბრობთ და ნუ ურევთ თემას.
ნებისმიერი თემიდან გადახვეული პოსტი ოფფად ჩაითვლება.


კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 19 2009, 12:38 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(daviti_23 @ Jun 18 2009, 05:27 PM) *

გამარჯობა!ერთი კითხვა მაქვს,თუ არ გამინაწყენდებით.
არის თუ არა ქრისტიანი ის, ვინც ამბობს, რომ მეჩეთის კედელს ემთხვია და სულიწმინდა იგრძნო?


პირდაპირ დაწერე რომ პატრიარქის სიტყვებია და აფერისტულად ნუ წერ

daviti_23
რაც შეეხება კითხვას:

1. სული წმინდა ყველგანაა, მოიცავს სამყაროს ყველაზე "მიგდებულ" კუნჭულებსაც
2. მეჩეთი სამყაროს ნაწილია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 19 2009, 12:42 PM
პოსტი #66


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანუდოსელი
ციტატა
პირდაპირ დაწერე რომ პატრიარქის სიტყვებია და აფერისტულად ნუ წერ

მაგათ არაფერი ეშველებათ, ზაზა. წამალი ვიცი, კომბლესი არ იყოს, მარა ...

ციტატა
1. სული წმინდა ყველგანაა, მოიცავს სამყაროს ყველაზე "მიგდებულ" კუნჭულებსაც
2. მეჩეთი სამყაროს ნაწილია

მაგას ტვინი უნდა , რომ გაიგოს მავანმა და არა სიძულვილით აღვსებული გული. რა ვიცი, ვისაც ეგ ხელზე ემთხვევა, ისინი პატრიარქს გვერდში ედგნენ პარიზში ამას წინათ და პატრიარქის ხელს მოწიწებით ეამბორებოდნენ smile.gif აქედან მიხვდი აფერისტობის რა ხარისხთან გვაქვს საქმე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლია
პოსტი Jun 19 2009, 12:47 PM
პოსტი #67


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 5-March 08
წევრი № 4,093



ციტატა(daviti_23 @ Jun 18 2009, 06:27 PM) *

გამარჯობა!ერთი კითხვა მაქვს,თუ არ გამინაწყენდებით.
არის თუ არა ქრისტიანი ის, ვინც ამბობს, რომ მეჩეთის კედელს ემთხვია და სულიწმინდა იგრძნო?



მე არ ვიცი ეგ როდის თქვა და რატომ, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ ამას იმ მიტოვებულ ტაძრებზე იტყოდა, სადაც ეხლა მეჩეთებია გახსნილი. მეც ვყოფილვარ და სულაც არ არის ეს გრძნობა უცხო იმ ქართველისთვის, ვინც ძველ საქართველოში ხვდება.

ჩემი პირადი შეგრძნება იყო, თითქოს სახლში დავბრუნდი და ერთი წამით არ მიფიქრია, რომ უცხოა ეს ადგილები ჩემთვის. რა გასაკვირია პატრიარქს ჩემზე მეტად ჰქონდეს ამის აღქმის და შეგრძნები უნარი. ბევრისთვის ეს ზღაპარი შეიძლება იყოს, მაგრამ ....არც უფლას მიუტოვებია იქაურობა და არც ქართულ სულს.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 19 2009, 01:17 PM
პოსტი #68


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(geoparizeli @ Jun 19 2009, 01:42 AM) *

ვინმე,დაფიქრდეს,რას იფიქრებდნენ წინაპრები, მათი მემკვიდრენი რომ ამაზე ფიქრსაც კი მოანდომებდნენ.

ნუ ეს ემოციები biggrin.gif


ციტატა(geoparizeli @ Jun 19 2009, 01:42 AM) *

შესაძლებელია კი საღად მოაზროვნე მართლმადიდებლისთვის "საუბარი სხვა რელიგიების კანონებ(სა) და ტრადიციებზე" და იქიდან განაჩენი არ გამოიტანოს?!

ჯერ ქართული გამართეთ და მერე გვასწავლეთ

ციტატა(geoparizeli @ Jun 19 2009, 01:42 AM) *

როდესაც მან ყველაფერი დაიბრალა გარდა მწვალებლობისა...

ახლა რომ გითხრათ, მწვალებელი თავი გაბია, მეტყვით - შე უხეშო, ამპარტავანო უზრდელოო და აბა მოკლე შინაარსი მითხარით, თუ არასწორად გავიგე და პატრიარქს არ შეხებულხართ ამ თქვენი ბრძნულ-დემაგოგიური შეგონებით? biggrin.gif



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jun 19 2009, 03:34 PM
პოსტი #69


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
1. სული წმინდა ყველგანაა, მოიცავს სამყაროს ყველაზე "მიგდებულ" კუნჭულებსაც
2. მეჩეთი სამყაროს ნაწილია


მემგონი საკითხი უფრო იმაში დგას თუ არის თუ არა მადლი სხვა რელიგიებში -
ეს კი ძალიან რთული და მტკივნეული საკითხია , ჩემის აზრით.


და ძალიან საშიშიცაა- რომ თქვა და რომ არ სხვაგან მადლი და სინამდვილეში იყოს - გამოდის გმობა - რაც დიდი ცოდვაა.

ან რომ თქვა რომ არისო და სინამდვილეში იყოს არ იყოს - ეგეც არ გამოვა კაი .

ასე რომ ყველაზე კაი გამოსავალი მდუმარებაა.
ჩემი აზრით. მითუმეთეს როცა ენაზე არავინ გექაჩება.

ამას წინათაც წავიკითხე მამათა გამონათქვამებში გამონათქვამებში :

"როგორც ლომს რომელიც ყველას ერჩის ისე მოერიდე დოგმატებზე საუბარს" "

პ.ს
შეიძლება ვცდები არ ვიცი. smile.gif


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
geoparizeli
პოსტი Jun 20 2009, 12:09 AM
პოსტი #70


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 19-June 09
წევრი № 7,142



ბატონებო და ქალბატონებო! ვხედავ, ზოგნი სქიზმატობას მაბრალებთ პირადად, ზოგნიც-ქართულის გაუმართაობას,და რატომღაც მხოლოდ მე!

1) ბ.-ნო კანუდოსელო,გთხოვთ გადახედოთ თქვენს თანამოაზრეთა ნაწერებს, და "სადაც თქვენი დაიკვეხნოთ, იქ ჩემიცა სთქვით"!(გთხოვთ, ნუ მიწყენთ, მაგრამ მისთვის,ვინც უცხოეთში ვხცოვრობ და ვცდილობ,რაც შეიძლება გამართული მეტყველებით შევინარჩუნო ქართული ენა, საწყენია თქვენი სიტყვები)იქნებ,კიდევ გაუკეთოთ ციტირება ჩემს არასწორ ნაწერებს,სადაც საჭიროდ ჩათვლით.

2)ნება მომეცით,ნათელი მოვფინო ამ საიტზე ჩემი გაწევრიანების მიზანს:
ქართული ვებ-გვერდების თვალიერებისას მოვხვდი ასევე "თბილისი ფორუმი"-სა და "ჩარჩ.ჯი"-ის გვერდებზეც, და რადგან სარწმუნოებისადმი გულგრილი არ ვარ, გადავწყვიტე გაწევრიანება.ჩემი აქ ყოფნის ხასიათი,პირობას გაძლევთ,პროვოკაციული არ იქნება.მე ვცდილობ ჩემი აზრი გამოვხატო(ყოველი აქ მყოფი წევრის პატივისცემით), და თუკი არვინ მომისმენს,ბუნებრივია,გაგეცლე
ბით.

3)კანუდოსელი
QUOTE
ციტატა(geoparizeli @ Jun 19 2009, 01:42 AM)

როდესაც მან ყველაფერი დაიბრალა გარდა მწვალებლობისა...

ახლა რომ გითხრათ, მწვალებელი თავი გაბია, მეტყვით - შე უხეშო, ამპარტავანო უზრდელოო და აბა მოკლე შინაარსი მითხარით, თუ არასწორად გავიგე და პატრიარქს არ შეხებულხართ ამ თქვენი ბრძნულ-დემაგოგიური შეგონებით?


3)მიხარია,ბ-ნო კანუდოსელო, თქვენი ზუსტად ასევე ბრძნულ-დემაგოგიური კითხვა-პასუხიც! მაგრამ,დაფარულად არაფერი დამიწერია,თქვენ ყოველივე ზუსტად გაიგეთ,ხოლო,პასუხი დაუსაბუთებელი და არაზუსტი მომაწოდეთ.გთხოვთ,დასაბუთებულად უპასუხოთ ჩემს კომენტარს,თუკი პასუხი გსურთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
geoparizeli
პოსტი Jun 20 2009, 01:28 AM
პოსტი #71


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 19-June 09
წევრი № 7,142



5)კანუდოსელი
QUOTE
1. სული წმინდა ყველგანაა, მოიცავს სამყაროს ყველაზე "მიგდებულ" კუნჭულებსაც
2. მეჩეთი სამყაროს ნაწილია


ჰოი,ჩემო კანუდოსელო!ეს ზუსტად იგივეა,როდესაც მცირედმორწმუნენი იძახიან-ღმერთი ადამიანში ისედაც არის,რა საჭიროა მარხვაო(და ა.შ.).მაშ,ჩვენ შეგვძლებია თურმე უსჯულოდ და აღვირახსნილად ცხოვრება,თუკი სულიწმიდა ისედაც დარჩება ჩვენში!აქედან გამომდინარე, სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობაც უნდა უარვჰყოთ.

დამატებით პასუხად,ჩემს "იონა"-სადმი წერილს დაგიმატებდით.

ასევე,თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე,ათასგვარი სატანურ-მასონური და სექტანტური ეკლესიებიც მადლის გამტარად უნდა მივიჩნიოთ!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
geoparizeli
პოსტი Jun 20 2009, 01:52 AM
პოსტი #72


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 19-June 09
წევრი № 7,142



სულიწმიდა-ქრისტიანული დოგმატიკის ძალზედ სერიოზული საკითხია.ამას გულისხმობდნენ იონასადმი ნახსენები წმ.მამები.
სულიწმიდა ყველგანაა,ანუ,ღმერთი ყველგანაა! მაგრამ, ნიშნავს კი ეს,რომ შეიწყნარებს იგი ყველას,ან,წარმართებს? მაშ,ამიხსენით,რატომ შეაჩვენებდნენ არამართლმადიდებლებს ჩვენი წმიდანები?!
ხოლო,სხვაგვარად,გამოდის, რომ თქვენი ეს გვერდი სრულიად ეკუმენისტური ხასიათისაა და რომ თქვენ მამხილებლები არ გიყვართ. გინებას რაც შეეხება,ასეთი მე აქ არსად მინახავს!!!
პასუხები,გთხოვთ,ცოდნისა და მოთმინების შესაბამისად დასაბუთებულად თუ არა,ჩვენი სულიერების შესაბამისად ზრდილობიანად მაინც გავცეთ ერთმანეთს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 20 2009, 02:44 AM
პოსტი #73


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ქართული ვებ-გვერდების თვალიერებისას მოვხვდი ასევე "თბილისი ფორუმი"-სა და "ჩარჩ.ჯი"-ის გვერდებზეც, და რადგან სარწმუნოებისადმი გულგრილი არ ვარ, გადავწყვიტე გაწევრიანება.ჩემი აქ ყოფნის ხასიათი,პირობას გაძლევთ,პროვოკაციული არ იქნება

ვითომ ესაა შენი ისტორია? smile.gif
ვითომ არ იცოდი ჩვენი და სქიზმატების კამათი?
ვითომ შემთხვევითია შენი პირველი დაწერილი პოსტი, რატომღაც სქიზმაში მყოფის პროვოკაციულ კითხვას, პოზიციას, ტონს და ტერმინოლოგიას დაემთხვა? როდესაც განაჩენს ითხოვდი?
ვითომ ისიც დამთხვევაა რომ პარიზელი ხარ( ნიკიდან გამომდინარე) და იმათ გვერდით წერდი, ვინც სწორედ მაქედან გვილანძღავს პატრიარქს?
ანუ არ ხარ სქიზმაში? ემორჩილები ჩვენს ან კონსტანტინეპოლის ან რუსეთის ან რომელიმე საპატრიარქოს? კი თუ არა?
თუ არა, მაშინ სქიზმატებისათვის გთხოვეთ რომ ცალკე თემა გახსენით და თუ კი, მაშინ გეშლება სრულიად, როცა კანუდოსელს ან ნებისმიერ ჩვენთაგანს რომ გვეკამათები, რადგან ჩვენ სწორედ სქიზმატებს ვეწინააღმდეგებით და არა ჩვენივე ეკლესიის შვილებს.
ახლა კი ეს თემა ნუ გავაფუჭეთ საერთოდ, არაფერ შუაშია აქ პარიზის სქიზმატები, ესაა საუბარი სხვა რელიგიებზე, ვიმეორებ ისევ და იმედია მიხედავს მალე მოდერი:
ციტატა
სქიზმატებთან, სხვა კონფესიის, სხვა რელიგიის ხალხთან, ათეისტებთან და სექტანტებთან გვაქვს ეს ქვეგანყოფილება აპოლოგეტიკა და აქვე შეგიძლიათ გახსნათ თემა და იქ ვარჩიოთ და განვაჩინოთ (), ქრისტიანების ურთიერთობა სხვა რელიგიებთან და მათი გამონათქვამები და ა.შ.

თუმცა შეგახსენებთ რომ აქ ქვეგანყოფილებასაც აქვს წესები და როგორც კი შეურაცხყოფას მიაყენებთ რომელიმე ეკლესიის საჭეთმპყრობელს (კონსტანტინეპოლის,იერუსალიმი

ს,საქართველოს, რუსეთის ...) მაშინვე დაისჯებით, ამიტომ ეკლესიის და მისი იერარქების სალანძღავად ფორუმში ადგილი არა გვაქვს.

აქ კი მხოლოდ ინფორმაციულად ვსაუბრობთ და ნუ ურევთ თემას.
ნებისმიერი თემიდან გადახვეული პოსტი ოფფად ჩაითვლება.

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 20 2009, 03:55 AM
პოსტი #74


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვაგრძელებ თემას და ვთხოვ მოდერს გაასუფთავოს ოფფები ან გადაიტანოს ცალკე თემაში, ვთხოვ ყველას თემას ნუ გადაუხვევენ!

მეორედ მიწევს დაწერა, წამიშალა ყველა დაწერილი sad.gif

ებრაული ლიტურგიკული საგნები

Menoràh- იგივე შვიდტოტა სასანთლე, ებრაული უძველესი სიმბოლო, გადავიდა ახალი აღთქმის ეკლესიაშიც

IPB-ს სურათი

Mezzuzzà ანუ იგივე ლოცვის შესანახი ყუთი დამაგრებული სახლის შესასვლელზე, აწერია "შ" აქ არის ორი ვარაუდი კანონისტმა თქვა, რომ "შალომ"-ს ნიშნავს, მე წავიკითხე რომ "შ"- შემმას ნიშნავს, რაც არის ებრაული ლოცვანი, რასაც დილით და საღამოს კითხულობენ

IPB-ს სურათი

Teffilìm - გრძელი ღვედები ხელზე და შუბლზე დასახვევი, მასზე მაგრდება შავი ყუთი, ესეც შეიცავს ლოცვებს

IPB-ს სურათი

Kippà ან Yarmùlke ქუდი, რომელიც ყველა მამაკაცს უნდა ეხუროს სინაგოგაში

IPB-ს სურათი

Tallìt ცისფერი მოსასხამი, გამოიყენება ლოცვის დროს

IPB-ს სურათი

Maghèn Davìd დავითის ვარსკალვი, ებრაული სახელმწიფოს სიმბოლო

IPB-ს სურათი

Hannukkià ჰანნუკკიას დღესასწაულზე ასანთები ცხრატოტა შანდელი

IPB-ს სურათი

დღეს საკმარისია და გთხოვთ თემას ნუ გამიოფფებთ!

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Jun 20 2009, 03:08 PM
პოსტი #75


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



«გიხაროდენ მოხარულთა თანა!..»


აქ, რამდენიმე დღის წინ, თუ არ ვცდები, თვალი მოვკარი უწყებას, რომ «კანუდოსელს» მეორე შვილი შეეძინა. უდროობის გამო, მაშინათვე გამოხმაურება ვერ მოვახერხე; მერე, კი, ვეძებე და ის უწყება ვეღარ ვიპოვნე... ამიტომ, თუ სწორად ამოვიკითხე, დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ვუერთდები სხვათა გამოხმაურებას:

ძმაო ზაზა,
გილოცავთ შვილის შეძენას! ვუსურვებ, არ მოჰკლებოდეს ხორციელი და სულიერი ჯანმრთელობა; დიდხანს ეცოცხლოს ამქვეყნად და წმინდანი გამხდარიყოს!

ასევე, ვუერთდები სხვა, ჩემთვის უცნობი, «ფორუმელებისადმი» აქ გამოხატულ მილოცვებს მათი შვილის _ საბას შეძენის გამო!

უფალმა დაგლოცოთ ყველანი!



ქრისტესმიერი სიყვარულით _
უღირსი მღვდელი გ. ს., ლევილი


--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 20 2009, 03:37 PM
პოსტი #76


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



daviti_23
ციტატა
არის თუ არა ქრისტიანი ის, ვინც ამბობს, რომ მეჩეთის კედელს ემთხვია და სულიწმინდა იგრძნო?


მცირე დროით თემას დავხურავ თუ შეიძლება, გაწმენდ და გავხსნი ისევე.

ეს სიტყვები მისმა უწმინდესობამ სასულიერო აკადემიაში სტუმრობისას თქვა. ამ შეხვედრას მეც ვესწრებოდი და ჩემი ყურით მოვისმინე ის სიტყვები რომელსაც ეხლა იმეორებ და თუ შეიძლება კონტექსტიდან ნუ იღებ მხოლოდ ამ სიტყვებს. ზოგიერთმა ავადმყოფმა იმხელა კადნიერება გამოიჩინა რომ პატრიარქს უთხრა მაბრკოლებო.

ვისაც გაგება უნდოდა კარგად გაიგო ეს სიტყვები და ვისაც არ უნდოდა გაგება იმას არც გაუგია.

სულიწმინდა ყველგან არის მაგრამ ყველაფერი არ არის სულიწმინდაში. ამას გაესვა ხაზი იმ შეხვედრისას და არა იმას რომ მუსლიმანები მაცხოვნებელ მოძღვრებას ფლობენ.

შენ კი ჩემო კარგო ასეთ შეფარულ სიტყვებს აჯობებს პირდაპირ თქვა ხოლმე სათქმელი, ეს არაზნეობრივი საქციელია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 20 2009, 03:49 PM
პოსტი #77


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ამ საკითხზე იმედია მეტს აღარაფერს იტყვით იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვა შინაარსით ითქვა პატრიარქისგან ეს სიტყვები და მას სხვა მიმართულებას ნუ მივცემთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 20 2009, 04:57 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
დამიანე, აკაკი,
ძმებო, ეს იუზერები დავით 23(ნუ მარჩიელობ ერთი, იმიტომ დაწერა და ამიტომ ) და ახალი გეოპარიზელი (სტილიდან და ნიკიდან ჩანს), რამოდენიმე სხვაც, არიან სქიზმაში ჩვენს ეკლესიასთან, რაც ნიშნავს, რომ არ ემორჩილებიან არც ჩვენს, არც მსოფლიო და არც სხვა ოფიციალურ საპატრიარქოებს, ამ კითხვით უნდათ ააგორონ კიდევ ერთი განკითხვის თემა, ვინაა ჭეშმარიტი და ვინ არა და ა.შ.
ჩვენ ამ პირებთან საკმარისზე მეტი ვიკამათეთ, უნაყოფოდ და ზედმეტი დაძაბულობითაც, ვიცნობთ უკვე და ვიცით სად მიყავთ საუბარი, ამიტომ დავუწერე,


მადლობა გაფრთხილებისათვის კაიროსს

ძალიან საინტერესო თემაა, ინფორმაციულად დატვირთული და თვალსაჩინო მაგალითებით. იქნებ განვაგრძოთ იგივე სტილში...smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 22 2009, 12:28 PM
პოსტი #79


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



geoparizeli
მოკლედ გეტყვით, ჩემი პოზიცია სხვა რელიგიებში მადლის არსებობა არარსებობის შესახებ მიწერია ჩემსავე გახსნილ თემაში: "ღვთისმეტყველება და ეკელსიოლოგია", ამიტომ აღარ განვავრცობ...თუ გაინტერესებთ, იხილეთ იქ...

და პასუხი თავად აფხაზმა გაგცათ...

პ.ს.
ე.ი. მწვალებლობაში დასდეთ ბრალი პატრიარქს, ამიტომ ჯერ იხილეთ ის ვრცელი თემა და მერე დაგვადეთ ხელი, თან პახოდუ შარავანდედი გაიუთოვეთ biggrin.gif
პ.პ.ს.
ფუი, ეს უხეში კანუ: D

mRvdeli giorgi sxilaZe
მადლობა კეთილი სიტყვებისთვის


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Jun 23 2009, 05:47 PM
პოსტი #80


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



ამ ,,ფორუმსა“ თუ ,,თბილისის ფორუმზე“, რამდენიმე დღის წინ, თვალი მოვკარით ერთ-ერთ კომენტარს, რომელსაც ვერც ერთ ელ-გვერდზე ვეღარ ვპოულობთ (ალბათ, ,,მოდერატორმა“, რაღაც მოსაზრებით, წაშალა), ციტირება რომ მოგვეხდინა. ამიტომ, ამის საპასუხოდ, ყოველი შემთხვევისათვის, ორივე ,,ფორუმზე“ ვაქვეყნებთ შემდეგს: მისი შინაარსი ასეთი იყო, რომ ,,ჯვაროსანს“ პაპიზმის მხილებაში გამანადგურებლად უპასუხა მღვდელმა ზ. აროშვილმა, ხოლო მღვდ. გ. სხილაძის პასუხები ასეთი ძლიერი ვერ არისო... _ დიახ, სიამოვნებით ვადასტურებ, რომ ეს კომენტატორი, რომლის ,,ნიკიც“ ვერ დავიმახსოვრე, სიმართლეს წერს, რისთვისაც ღმერთმა დალოცოს! მხოლოდ დავსძენ შემდეგს: სხვათა შორის, ჩვენ ერთ დროსა და ერთ შენობაში მოგვიწია სწავლამ _ ძმები აროშვილები, როგორც უმაღლესი სასწავლებლისა და მცხეთის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულნი, თბილისის სასულ. აკადემიაში სწავლობდნენ, ხოლო ჩვენ _ სემინარიაში. ისინი სემინარია-აკადემიის საუკუთესო სტუდენტთა რიცხვს განეკუთვნებოდნენ: როგორც სწავლის პროცესში, ისე პირადი ურთიერთობიდანაც ყოველთვის ჩანდა, რომ გამოირჩეოდნენ ნიჭიერებით, პატიოსნებით, ცოდნით, ინტელექტით, დახვეწილი კულტურით, თავმდაბლობით, აღმსარებლობითა და მართლმადიდებლურ-საგამომცემლო საქმიანობით (ყოველი შემთხვევისათვის, მე ნამდვილად აღმემატებოდნენ და აღმემატებიან თავიანთი პირადი ღირსებებით). ამიტომ, ბევრს და მათ შორის, მეც, ქრისტესმიერი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა გაგვაჩნდა მათ მიმართ (უკვე, 12 წელია, ერთმანეთთან, სამწუხაროდ, არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს...).


--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი