IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Closed TopicStart new topic
> სხვა რელიგიები, სწავლება და ტრადიციები
KAIROS
პოსტი Jun 23 2009, 09:41 PM
პოსტი #81


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვინც არ იცის იმისათვის დავამატებდი, საუბარია სქიზმაში მყოფ ძმებ აროშვილებზე, რომლებიც ბოსტონის სქიზმატურ დაჯგუფებას განეკუთვნებიან, და არ აღიარებენ არამარტო ყველა ოფიციალურ საპატრიარქოს, არამედ ემიგრანტულ რუსულ ეკლესიასაც, ამიტომ მათი სახელდება მღვდლებად ცოტა უცნაურია, თუნდაც რ.ს.მ.ე.-ს წარმომადგენლისაგან, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ რ.ს.მ.ე. ევქარისტიულ კავშირში შევიდა მოსკოვის საპატრიარქოსთან და შესაბამისად მთელ მართლმადიდებლურ საპატრიარქოებთან.
მოდერს მინდა ვთხოვო, სანამ უნდა გაგრძელდეს სქიზმატებთან კამათი იმ თემაში, რომელიც სხვა რელიგიებს ეხება?
გამოვუყოთ ცალკე საერთო თემა ამ სქიზმატურ დაჯგუფებებს, ეს იქნება მკალავიშვილი "გლდანის სქიზმა", პარიზის სქიზმა, თუ აროშვილების ბოსტონური სქიზმა; ვისაუბროთ ცალკე და არა გაბნეულად, ან არ ვისაუბროთ საერთოდ, გაფუჭდა ეს თემა.
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 24 2009, 04:30 PM
პოსტი #82


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(mRvdeli giorgi sxilaZe @ Jun 23 2009, 05:47 PM) *

ამ ,,ფორუმსა“ თუ ,,თბილისის ფორუმზე“, რამდენიმე დღის წინ, თვალი მოვკარით ერთ-ერთ კომენტარს, რომელსაც ვერც ერთ ელ-გვერდზე ვეღარ ვპოულობთ (ალბათ, ,,მოდერატორმა“, რაღაც მოსაზრებით, წაშალა), ციტირება რომ მოგვეხდინა. ამიტომ, ამის საპასუხოდ, ყოველი შემთხვევისათვის, ორივე ,,ფორუმზე“ ვაქვეყნებთ შემდეგს: მისი შინაარსი ასეთი იყო, რომ ,,ჯვაროსანს“ პაპიზმის მხილებაში გამანადგურებლად უპასუხა მღვდელმა ზ. აროშვილმა, ხოლო მღვდ. გ. სხილაძის პასუხები ასეთი ძლიერი ვერ არისო... _ დიახ, სიამოვნებით ვადასტურებ, რომ ეს კომენტატორი, რომლის ,,ნიკიც“ ვერ დავიმახსოვრე, სიმართლეს წერს, რისთვისაც ღმერთმა დალოცოს! მხოლოდ დავსძენ შემდეგს: სხვათა შორის, ჩვენ ერთ დროსა და ერთ შენობაში მოგვიწია სწავლამ _ ძმები აროშვილები, როგორც უმაღლესი სასწავლებლისა და მცხეთის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულნი, თბილისის სასულ. აკადემიაში სწავლობდნენ, ხოლო ჩვენ _ სემინარიაში. ისინი სემინარია-აკადემიის საუკუთესო სტუდენტთა რიცხვს განეკუთვნებოდნენ: როგორც სწავლის პროცესში, ისე პირადი ურთიერთობიდანაც ყოველთვის ჩანდა, რომ გამოირჩეოდნენ ნიჭიერებით, პატიოსნებით, ცოდნით, ინტელექტით, დახვეწილი კულტურით, თავმდაბლობით, აღმსარებლობითა და მართლმადიდებლურ-საგამომცემლო საქმიანობით (ყოველი შემთხვევისათვის, მე ნამდვილად აღმემატებოდნენ და აღმემატებიან თავიანთი პირადი ღირსებებით). ამიტომ, ბევრს და მათ შორის, მეც, ქრისტესმიერი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა გაგვაჩნდა მათ მიმართ (უკვე, 12 წელია, ერთმანეთთან, სამწუხაროდ, არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს...).


მოკლედ ვიტყვი, აროშვილები რა ტიტანებიც იყვნენ აზროვნების სფეროში მაშინ, ისეთები დარჩნენ biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 3 2009, 09:27 AM
პოსტი #83


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მალე გავაგრძელებს სხვა რ.ე.ლ.ი.გ.ი.ე.ბ.ზ.ე.

ეს ახალგაზრდა პატარძალი, მიხვდებით, რომ ინდოეთიდან და ახლახანს დაინიშნა ბეჭდის---ფეხის თითზე გაკეთებით, ორი ვერცხლის ბეჭედი, რომელსაც სიძე უკეთებს პატარაძალს, ტრადიციის მიხედვით, დაფეხმძიმებას უწყობსო ხელსო smile.gif
ოქრო არ შეიძლება, რადგან ინდუისტი რწმენის მიხედვით ოქრო არის სიმბოლო ქალღმერთ ლაშხმისა და ასე ფეხზე მისი გაკეთება მისი დამცირებაა...

IPB-ს სურათი

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია afxazi: Oct 3 2009, 01:35 PM


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 3 2009, 09:46 AM
პოსტი #84


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ეს ახალგაზრდა პატარძალი, მიხვდებით, რომ ინდოეთიდან და ახლახანს დაინიშნა ბეჭდის---ფეხის თითზე გაკეთებით, ორი ვერცხლის ბეჭედი, რომელსაც სიძე უკეთებს პატარაძალს, ტრადიციის მიხედვით, დაფეხმძიმებას უწყობსო ხელსო


მერე რა არის აქ გასაკვირი? ცრურწმენები ჩვენ რომ გვაქვს იმდენი უნდა a075.gif



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია afxazi: Oct 3 2009, 01:36 PM


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 3 2009, 11:15 AM
პოსტი #85


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS

ციტატა
სიქიზმის წმინდა წიგნს ჰქვია ”გურუ გრანთი”. სიქებს, ბიბლიური რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) მსგავსად, ერთი უსახო და უსახელო ღმერთის სწამთ, რომელსაც ისინი სანსკრიტიდან ნასესხები სიტყვით მოიხსენებენ - პარამატმანი (”ზესული”) და სიქიზმის დამაარსებლის - ნანაკის გარდა კიდევ ცხრა გურუს სცემენ თაყვანს. ამ რელიგიამ ინდუიზმიდან ისესხა სულის უკვდავების, კარმის, დჰარმის და სხვ. იდეა.


არაკომპეტენტური ახსნაა... ისესხა რას ქვია, ეგ იდეები მარადიულია და არც ინდუიზმს ეკუთვნის და არც რომელიმე რელიგიას.

თემო


ციტატა
სიკხიზმის დამფუძნებლად გვევლინება ნანაკი (1469-1539),ინდუსი, კშატრიების ვაჭართა კლასიდან.


კშატრიები მეომართა კლასს ქვია, ვაჭართა კლასს ვაიშიები ქვია.

ციტატა
ხილვიდან სამი დღის შემდეგ ნანაკი გამოვიდა ტყიდან და მეოთხე დღეს განაცხადა "არ არის არც ინდუსები და არც მუსულმანები" და დაიწყო ახალი რელიგიის ქადაგება, მას თან ახლდა მისი მეგობარი მარდანი.


ნანაკის რელიგია არ შეუქმნია, ის ქადაგებდა რომ ყველა რელიგიას ღმერთისკენ მივყავართ და არც ერთის უარყოფა არ შეიძლება... რელიგია მისმა მიმდევრებმა შექმნეს,ძირითადად ასე იქმნება ყველა რელიგია და სექტა.



ციტატა
ტაოისტური აზროვნებით, არსებობს უნივერსალური ჰარმონია, რომელიც სამყაროს ყველა სფეროს აერთიანებს, ანუ მიწას, ადამიანს და ცას. მოძრაობის ამოსავალი წერტილია ტაო, ცვალებადი უცვლელი, ყველაფრის წყარო, მიზეზი პირველი



ტაო თუ დაო?

ციტატა
ინი და იანგი ერთმანეთს ავსებენ, ხან ერთი ჭარბობს, ხან მეორე, მეტიც როდესაც ერთი აღწევს თავის მაქსიმუმს, სწორედ ამ დროს იშვება მეორე, მათი ასეთი ურთიერთობა იწვევს უამრავ მოვლენას... მოკლედ დუალიზმი...


ინი და იანი (და არა იანგი)

ციტატა
ისე ლაო-ძი ძალიან მომეწონა, ბევრი სიბრძნეა შიგ


კონკრეტულად რა სიბრძნე მოგეწონა? შენი აზრი მაინტერესებს კაიროს smile.gif

ციტატა
38. მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ. 39. ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. 40. რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს.


ამას რატომღაც დიდ ყურადღებას არ აქცევენ მართლმადიდებლები.

ციტატა
ტიბეტური მკვდრების წიგნირაგაცით წააგავს ჩვენებურ საზვერეების შესახებ სწავლებას


კი არ წააგავს მანდ უფრო სრულყოფილად და მეცნიერულადაა ყველაფერი განმარტებული. ჩვენი წააგავს მაგათსას a075.gif



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 3 2009, 06:18 PM
პოსტი #86


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არაკომპეტენტური ახსნაა... ისესხა რას ქვია, ეგ იდეები მარადიულია და არც ინდუიზმს ეკუთვნის და არც რომელიმე რელიგიას


ვერ დაგეთანხმები, ისესხვა იმას ქვია, რომ გადმოიღო სხვისგან, მაგალითად ქრისტიანობა იუდაიზმიდან ბევრი რამ გადმოიღო(რადგან მასვე ეყრდნობა), მუსულმანობამ ორივედან და ა.შ.
იდეა მარადიულია, მაგრამ იგი სხვადასხვა ფორმებს ღებულებს და სხვადასხვა განვითარების საფეხური აქვს.

ციტატა

კონკრეტულად რა სიბრძნე მოგეწონა?


ლაო-ძი სულ პატარა ვიყავი /ალბათ 11 წლის/ პირველად რომ წავიკითხე და მაშინვე მომეწონა, კონკრეტულად რამ? ალბათ სტილმა, სიმშვიდემ, აღმოსავლურმა სიღრმემ, ზომიერების, უბრალოების მაგალითმა... მოკლედ ბევრია...

ნუ იბრწყინვალებ, როგორც ბრილიანტი - იყავი უბრალო, როგორც ქვა.



ზომიერებაა ყოველივეს ძირი.

მიეცი კაცს თევზი და შენ აჩუქებ ერთი დღის სიცოცხლეს. ასწავლე, როგორ მოიპოვოს თევზი და შენ მთელ ცხოვრებას შეუნარჩუნებ.

ყველაფერი ამაზრზენი გაუნათლებლობისგან მოდის



ციტატა
კი არ წააგავს მანდ უფრო სრულყოფილად და მეცნიერულადაა ყველაფერი განმარტებული. ჩვენი წააგავს მაგათსას



ეგეთები არ გინდა smile.gif ქრისტიანებს შეურაცხყოფ, ნუ საზვერეები საერთოდ არაა დოგმატი, მაგრამ ქრისტიანული ღვთივგამოცხადებული ჭეშმარიტების დამცრობა ადამიანური სიბრძნესთან ჩვენთვის შეურაცხყოფაა და მოერიდე ამ სტილს და ტერმინოლოგიას...

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 3 2009, 11:23 PM
პოსტი #87


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ისლამი



მაჰმადიანი ღვთისმსახურების ხარისხი (აღსაქმელად შედარებულია ქრისტიან ღვთისმსახურებთან)

მუეძინი - დილას რომ ადის მინარეთზე და ლოცულობს, ქრისტიანებისთვის დაახლოებით დიაკვანი
მოლა - აბარია მეჩეთი და განაგებს ამ მეჩეთის მრევლის ზაქიათს, დაახლოებით მღვდელი
ხოჯა - ხოჯასა და მოლას შორის დაახლოებით იგივე შეფარდებაა, რაც დეკანოზსა და მღვდელს შორის
ულემი - ღრმად განსწავლული პიროვნება, აბარია ჯუმა მეჩეთი (საკრებულო მეჩეთი), დაახლოებით ეპისკოპოსი
მუფთი - რომელიმე ქვეყნის სულიერი წინამძღვარი, პატრიარქი


ჰაჯი - ადამიანი, რომელიც მოილოცავდა მექას, ფეხით უნდა ჩასულიყო
ყველაზე პატივსაცემ ჰაჯიდ ითვლება ნუჰ-მუჰამედი, სამჯერ ჰქონდა მექა მოლოცვილი

ყადი - მოსამართლე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასულიერო წოდება არაა, შარიათის კანონების მოქმედებისას მოსამართლის ფუნქცია შეთავსებული ჰქონდათ მოლებსა და ხოჯებს



ისლამი ანუ მაჰმადიანობა ერთ-ერთი ე.წ. მსოფლიო რელიგიათაგანია, რომლის მიმდევართა რიცხვი დაახლოებით 1 მილიარდ კაცს უდრის. იგი დიდ როლს თამაშობს თანამედროვე პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში. ისლამი თავისი აგრესიული სოციალ-პოლიტიკური დოქტრინისა და ძლიერი ემიგრაციის წყალობით სულ უფრო იმკვიდრებს ადგილს თვით დასავლეთის ქვეყნებშიც კი. ამასთან ერთად ისლამური პრობლემა სიმპტომატური იყო და არის ქართული სინამდვილისათვის, ერთი მხრივ, საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ იმის გამო, რომ ქართველთა გარკვეული, არც თუ მცირე ნაწილი მუსლიმანური აღმსარებლობისაა.

ისლამი არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩაისახა VII საუკუნის დასაწყისში. მისი დამაარსებელი ყურეიშიტების გვარის ერთ-ერთი მექელი ხანიფა - მუჰამედია, რომელმაც თავი ერთი ღმერთის - ალაჰის მოციქულად გამოაცხადა. იმის გამო, რომ არაბი ტომები მრავალღმერთიანობას აღიარებდნენ და ყოველ ტომს თავისი „ღმერთი“ ჰყავდა, მუჰამედის მოძღვრებამ, როგორც მონოთეისტურმა, მექაში გავრცელება ვერ ჰპოვა, რის გამოც 622 წელს ხანიფთა მცირე ჯგუფთან ერთად მუჰამედი მედინაში წავიდა, სადაც მან პირველი მუსლიმანური თემი დააარსა,(გადაღებულია მხატვრული ფილმი, რომელიც შეგიძლიათ აქედან ჩამოქაჩოთ) რომელიც თანდათან გაძლიერდა და 630 წელს მექელი დიდკაცობა იძულებული გახდა ფარ-ხმალი დაეყარა და ახალი რელიგია მიეღო. ასე წარმოიქმნა ფეოდალურ-თეოკრატიული სახელმწიფო - ერთიანი იდეოლოგიის მქონე ხალიფატი, რომელმაც საზღვრების გაფართოებისა და გამდიდრების მიზნით დაპყრობითი ომები დაიწყო. ხალიფების ხელმძღვანელობით, რომელთა ხელშიც როგორც საერო, ისე სასულიერო ძალაუფლება ერთად იყო თავმოყრილი, არაბებმა უზარმაზარი ტერიტორია დაიპყრეს, რომელზედაც ძალით ინერგებოდა ისლამი.

ისლამის წარმოშობაში დიდი როლი ითამაში, ერთი მხრივ, იუდაიზმმა, ხოლო, მეორე მხრივ, ნესტორიანელობამ და მონოფიზიტობამ, გარკვეული კვალი მასზე არაბი ტომების პოლითეიზმმაც დატოვა. ისლამის მთავარი დოგმა ერთი ღმერთის - ალაჰის აღიარება და მისდამი სრული მორჩილებაა (თვით სიტყვა „ისლამი“ - მორჩილს ნიშნავს). მუსლიმთა რწმენის აღიარების ფორმულაა: „არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი“.

მაჰმადიანური სარწმუნოების წყარო ყურანია (არაბ. ალ-ყურან - საკითხავი), რომელიც უზენაეს და უაღრესად სრულ წიგნად ითვლება თორასა და სახარებასთან ერთად. ისლამური ტრადიციის მიხედვით, ყურანი მუჰამედს ანგელოზმა ჯებრაილმა (გაბრიელმა) წაუკითხა. მისი ტექსტი პირველად ხალიფა ოსმანის დროს (644-665) გამოჩნდა. იგი 114 სურისაგან (თავი) შედგება. ყურანის შექმნიდან რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო მასში ჩამოყალიბებული დებულებების, კერძოდ, ეთიკური მოძღვრების კონკრეტიზაცია, რის გამოც შეიქმნა ე.წ. სუნა ანუ ხადისების კრებული, რომელიც თავის მხრივ მუსლიმური სამართლის - შარიათის წყაროდ იქცა.

ყურანში ბიბლიურმა სიუჟეტებმა თავისებური ტრანსფორმაცია განიცადეს.

ისლამი წინასწარმეტყველებად აღიარებს: ადამს, ნოეს (ნუხი), აბრაამს (იბრაჰიმი), მოსეს (მუსა) და იესოს (ისა). მუჰამედი, როგორც უკანასკნელი წინასწარმეტყველი, მათზე მაღლა დგას. იუდეურ-ქრისტიანული ტრადიციიდან ისესხა ისლამმა ერთღმერთიანობის, ანგელოზების, სულის უკვდავების, საიქიო მისაგებელის, მეორედ მოსვლის და სხვა იდეები, თუმცა ყოველ მათგანში საკუთარი შინაარსი ჩადო.



მექ

IPB-ს სურათი

ისლამის სარწმუნოებრივ საფუძველს ე.წ. „5 ბურჯი“ შეადგენს: 1. ერთი ღმერთისა და მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის აღიარება; 2. ხუთგზის ყოველდღიური ლოცვა (ასსალათი, ანუ ნამაზი); 3. მარხვა (საუმი, ურაზა), 4. მოწყალების გაცემა (ზაქათი); 5. მოსალოცად წასვლა მექაში, სიცოცხლეში ერთხელ მაინც (ჰაჯი).

ისლამი არ არის ერთიანი რელიგია. მორწმუნეთა უმრავლესობა ტრადიციულ ისლამს - სუნიზმს აღიარებს, რომელიც სუნასა და ყურანს ემყარება. შიიტები ყურანს ქარაგმულად განმარტავენ, ხოლო სუნაში მხოლოდ იმ ხადისებს აღიარებენ, რომელიც მუჰამედის სიძის - მეოთხე ხალიფა ალის სახელს უკავშირდება, მათ აქვთ საკუთარი წმიდა გადმოცემა - ახბარი. ცნობილია აგრეთვე მუსლიმანური სექტები: ისმაილიტები, დრუზები, ვაჰაბიტები, ბაბიდები, ბაჰაულას მიმდევრები და სხვა.

მუსლიმანური თეოლოგიის საყრდენს ვოლუნტარიზმი და ფატალიზმი წამოადგენს. ისლამში ღმერთი მოიაზრება, როგორც სამყაროს შემოქმედი, მარადიული სული, იგია პირველი და უკანასკნელი, ამასთან იგი უპიროვნო არსია (ამაში ზოგიერთი მკვლევარი გნოსტიციზმის გავლენას ხედავს, ალაჰის, როგორც უპიროვნო ღმერთის განმარტება ჩვენს დროში სულ უფრო მეტ მომხრეს იძნენს მუსლიმან ღვთისმეტყველთა შორის). მუსლიმანურ მონოთეიზმთან მჭიდროდაა დაკავშირებული ალაჰისადმი აბსოლუტური მორჩილების იდეა, რომელიც ყოვლისმომცველ ხასიათს ატარებს. ღვთის მიერ დადგენილი წესრიგისადმი უსიტყვო მორჩილების მოთხოვნა აისახა ყოვლისშემძლე ღმერთისა და წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ მოძღვრებაში. თვითონ ყურანში სწავლება ღვთაებრივ და ადამიანურ ნებათა თანაფარდობის შესახებ წინააღმდეგობრივადაა ჩამოყალიბებული. აბსოლუტური წინასწარგანზრახულობის იდეისა და ადამიანის თავისუფლების იდეის მომხრენი ყურანში თავისი თვალსაზრისის დადასტურებას პოულობენ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადრეულ პერიოდში მუჰამედი და მისი მიმდევრები მექის არისტოკრატიასთან ბრძოლის დროს ნების თავისუფლებას ქადაგებდნენ, ხოლო როცა ისლამი ოფიციალური რელიგია გახდა, წინასწარგანზრახულობის იდეა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იდეად იქცა, რომელსაც უნდა გაემართლებინა როგორც ახალი, ფეოდალური წყობილების, ისე საღვთო ომის (ჯიჰადი) აუცილებლობა, როგორც ღვთის ნების გამოვლინება.

ამ პოზიციაზე დგას ისლამის ოფიციალური თეოლოგიური დოქტრინა ქალამი (მეცნიერება, მოძღვრება), რომლის ფუძემდებელია ალაშარი (783-835 წწ.). ქალამის მიხედვით, ალაჰს გააჩნია აბსოლუტური თავისუფალი ნება, რომლითაც ის უწყვეტად ქმნის და ამოძრავებს ყოველ ტომს. ყოველი მოვლენა განიხილება, როგორც ალაჰის შემოქმედებითი აქტის შედეგი. ნებისმიერი საგანი, მათ შორის ადამიანიც, იარაღია ღმერთის ხელში. ადამიანს არ გააჩნია თავისუფალი ნება, თუმცა პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე.

ქალამი შეიქმნა VIII საუკუნეში წარმოშობილი მუთაზილიტური მოძრაობის წინააღმდეგ, რომლის სათავეებთანაც იდგნენ ბასილ-იბნ-ატა (699-748 წწ.), ალ-კანდი (800-860 წწ.) და ან-ნაზამი (-845 წწ.), ხოლო ხალიფა მამუნის (813-838 წწ.) დროს მუთაზილიზმი სახელმწიფო მოძღვრება გახდა. იგი ტრადიციულ ისლამს ზომიერი რაციონალიზმის პოზიციიდან დაუპირისპირდა. მუთალიზიტები ცდილობდნენ, ალაჰისათვის ანთროპომორფული ნიშნები ჩამოეცილებინათ, უარყოფდნენ ყურანის შეუქმნელობას და ამდენად მას აბსოლუტურ ხასიათს. მათვე წამოაყენეს ადამიანის ნების თავისუფლების პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანი თვითონ არის სიკეთისა და ბოროტების ჩამდენი.

რაც შეეხება ბოროტების საკითხს, ისლამის ვოლუნტარიზმისა და ფატალიზმიდან იმგვარი დასკვნა გამომდინარეობს, რომ სამყაროში არსებული ბოროტების მიზეზი თვით ალაჰია. მით უფრო, რომ მუსლიმანური ანთროპოლოგია ადამიანს სუსტ არსებად წარმოაჩენს, რომელიც არარაობაა, უგუნურია, ძლიერ და ბრძენ ალაჰთან შედარებით, რისი მიზეზიც საბოლოოდ თვითონ ალაჰია. გარდა ამისა, ყურანის ბოლო 113 სურაში პირდაპირაა ნათქვამი: „თქვი, მივმართავ უფალს განთიადისას, რომ დამიფაროს ყოველი ბოროტებისაგან, რაც გააჩინა“, ამასთან ერთად, თვით ბოროტების ცნებაც ისლამში ფარდობითია, მაგ: კაცის კვლა საზოგადოდ - ბოროტებაა, მაგრამ იგივე კაცის კვლა ჯიჰადის დროს არა თუ ბოროტებად, არამედ პირიქით, წმინდა საქმედ ითვლება. ამგვარი თეოლოგიური წინამძღვარი შესაბამის მორალს აფუძნებს, რომელიც მუსლიმანური წესების ფორმალური და მექანიკური შესრულების ფარგლებს არ სცილდება და ყურანის მთელი ზნეობრივი მოძღვრებაც მხოლოდ ცხოვრების პრაქტიკული მხარის მოწესრიგებისაკენაა მიმართული.

ზემოხსენებულ ისლამური სექტებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია ვაჰაბიზმი და ბაჰაიზმი. პირველი მისი განსაკუთრებული აგრესიული ხასიათის გამო და მეორე იმიტომ, რომ მისი მიმდევრები საქართველოშიც არიან.

ვაჰაბიზმი, მომთაბარე არაბი ტომების იდეოლოგია, ჩაისახა XVIII საუკუნეში. მისი ფუძემდებელი იყო გამუსლიმანებული ებრაელი, მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბი. მისი სახელის გამო თანამოაზრეებს ვაჰაბიტებს ეძახდნენ. ეს რელიგიური გაერთიანება ითხოვდა მუჰამედის დროინდელი ისლამის აღდგენას და აღიარებდა მხოლოდ ყურანს. ისინი უარყოფდნენ ყოველგვარი შექმნილის, მათ შორის მუჰამედის საფლავის თაყვანისცემას. ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მუჰამედისა და მისი ოჯახის წევრების დაფიცებას. არ იყენებდნენ მათრობელა სასმელებს, თამბაქოს, არ უსმენდნენ მუსიკას, არ მღეროდნენ, არ მონაწილეობდნენ ცეკვებსა და სხვა თამაშებში, ე.ი. უარყოფდნენ ადამიანის აღმგზნებ ყოველგვარ საშუალებას. 1740 წელს ურთიერთშეთახმების საფუძველზე იბნ ვაჰაბმა და იბნ საუდმა გადაწყვიტეს, ერთად ემოქმედათ ვაჰაბიზმის გასავრცელებლად. გაიყვეს რა ძალაუფლება, ვაჰაბი სასულიერო ლიდერი გახდა, საუდი - საერო. მათ მიერ ნეჯდში შექმნილი სახელმწიფო უფრო ძალადობას ეყრდნობოდა, ვიდრე რელიგიურ ღვთისმოსაობას. მათ მუსლიმანთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვიეს, როდესაც ჯერ გაძარცვეს შიიტების სალოცავი, ხოლო 1806 წელს, ქ. მექა და დაარბიეს სალოცავები, არ შეეხნენ მხოლოდ ქააბას, სამაგიეროდ, შებილწეს მედინაში აიშას სახლი, სადაც სამი დიდი ადამიანის განსასვენებელი იყო. აქ ხომ ერთმანეთის გვერდით ესვენა მუჰამედი, აბუ ბაქრი და ომარი. დროთა მანძილზე ეს სექტა გავრცელდა მესოპოტამიასა და სომალში და ბევრი სირთულეებიც შეუქმნა ადგილობრივ ხელისუფლებას. ვაჰაბიტების მიერ უარყოფილი იყო მოლა, წმინდანები, წმინდა ადგილები. განსაკუთრებული ყურადღებდა დაეთმო ჯიჰადს ურწმუნოთა და რწმენაში დაბნეულთა წინააღმდეგ. როგორც რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანების საშუალება ვაჰაბიტური იდეები ადვილად გავრცელდა ინდოეთის მუსლიმებში. მათ მაშინვე იერიში მიიტანეს ადგილობრივ სიქხებზე . ბრძოლის რელიგიური მოტივი ის გახლდათ, რომ „მუსლიმს არ შეეძლო ეცხოვრა ურწმუნოების ქვეყანაში“, ამიტომაც, მისი მიზანი იყო საღმრთო ომი წმინდა რწმენის, ალაჰის სუფთა სახელის რწმენის აღსადგენად.

ბაჰაიზმი ბაბიზმის შემდგომი განვითარების შედეგად აღმოცენდა. თვით ბაბიზმის წარმოშობა კი უკავშირდება სეიდ ალ მუჰამედის, შირაზელი ვაჭრის, სახელს, რომელმაც, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდამ, XIX საუკუნის 40-50-იან წლებში თავი გამოაცხადა ბაბად, რაც ნიშნავდა თავისებურ შუამავალს ალაჰსა და მორწმუნეს შორის, კარიბჭეს. ალი აგრძელებდა შეიხიტების სექტის ხელმძღვანელის სეიდ კაზემ რეშტის საქმეს. ეს უკანასკნელი ითვლებოდა მოსასვლელი მეთორმეტე იმამის წინამორბედად.

ბაბმა დამთავრებულად გამოაცხადა ყურანსა და შარიათზე დამყარებული კანონების ბატონობა. წამოაყენა მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი; ადამიანთა უფლებების დაცვა, რითაც სწრაფად გახდა პოპულარული. აცხადებდა, რომ როგორც მოციქულის მემკვიდრე მოწოდებული იყო ახალი კანონების საუწყებლად. მის მოძღვრებაში დიდი ადგილი ეთმობოდა პანთეიზმისა და მისტიციზმის პრინციპებს. ბაბიზმი უარყოფდა ექსპლოატაციას და შიიტი სამღვდელოების თვითნებობას. ამ დროს დიდი უფლებები მოიპოვეს ადგილობრივმა ვაჭრებმა. ქვეყნიდან იდევნებოდნენ უცხოელი ვაჭარნი; რაც შეეხება რელიგიას, ბაბმა გაამარტივა ისლამური კულტი, შეამცირა ლოცვების რაოდენობა. ბაბისტურ მოძრაობაში დიდი როლი შეასრულა ქალმა ზაჰრე-ხანუმმა. ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი, რომელიც ითხოვდა ქალთა ემანსიპაციას, ასევე მრავალცოლიანობისა და ქალების დამამცირებელი სხვა მუსლიმური ჩვეულებების გაუქმებას.

1850 წელს შაჰის ბრძანებით ბაბი სიკვდილით დასაჯეს თეირანში. პროტესტის ნიშნად ბაბისტურმა მოძრაობამ მოიცვა მთელი ირანი, მაგრამ, რადგანაც უშუალო ხელმძღვანელი აღარ იყო, მოძრაობა თანდათან შესუსტდა და მალე თავი იჩინა ახალმა დაჯგუფებამ, რომელშიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ჰუსეინ ალი, ბაჰაულას სახელით ცნობილი (ეს სახელი ნიშნავდა „ღმერთის ბწყინვალებას“). მოძრაობამ ბაჰაიზმის სახელწოდება მიიღო და გამოაცხადა რჯულშემწყნარებლობა. ცდილობდა ისეთი მსოფლიო რელიგიის შექმნას, რომელიც იქნებოდა სრულიად ახალი და შეძლებდა გართულებების გარეშე ხალხების გაერთიანებას. ამ რელიგიურმა მიმდევრობამ უკანა პლანზე დააყენა კულტი: ლოცვას არ ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას და არც რელიგიური აკრძალვები მიუღია კანონად. სავალდებულოდ აღარ ითვლებოდა მეჩეთში ერთობლივი ღვთისმსახურება, გააუქმა მთელი რიგი ბაბისტური აკრძალვები და სხვ.



ბაჰაისტური ტაძარი

ბაჰაიზმი თანამედროვე რელიგიურ-სოციალური-პოლიტიკურ მიმდევრობად ჩამოყალიბდა, რომელმაც თავის მოწოდებებსა და საქმიანობაში სერიოზული ყურადღება დაუთმო ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას, რითაც შეძლო ავტორიტეტის სწრაფად მოხვეჭა. ეს უარყოფდა ძალადობას და მოუწოდებდა სიყვარულისა და მიმტევებლობისაკენ. ბაჰაისტების რელიგიური წიგნი „ქითაბ აკდას“ ანუ „უწმინდესი წიგნი“ ამთლიანებდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ბაჰაისტურ ტაძრებში ამ წიგნიდან ამოღებულ ცალკეულ გამონათქვამებს კედლებზეც კი ლოზუნგებად აწერდნენ. ბაჰაი უდიდეს სიყვარულს გამოხატავდა უქონელი და მოშიმშილე ხალხისადმი. ის ბევრს წერდა იმ ადამიანთა მომავალი კეთილდღეობის შესახებ, რომლებიც სოციალური უთანასწორობის მსხვერპლი გახდნენ. ერთი ბაჰაისტური წიგნი გარკვევით იუწყება: „იყო ბაჰაის მიმდევარი ეს იმას ნიშნავს გიყვარდეს მთელი კაცობრიოიბა, ემსახურო მას, იმუშაო საყოველთაო მშვიდობისა და ძმობისათვის. ბაჰაის მიმდევარი არის პიროვნება, რომელშიც შეთავსებულია ყველა საუკეთესო და სრულყოფილი თვისება. ბაჰაიზმი კრძალავს ადამიანების მხრივ ყველა ძალადობას, უსინდისობას და კაცობრიობას მოუწოდებს სიყვარულისაკენ. ამ ამაღელვებელი გრძნობის დაუფლებაში ადამიანებს ეხმარება უფლისადმი ლოცვა, რომელიც დღეში სამჯერ აღევლინება და მისი მეშვეობით მორწმუნეში „იბადება უფალი“. ბაჰაიზმის ძირითადი რელიგიური და მორალური პრინციპები შემდეგია: ჭეშმარიტების ძიება; რელიგია, როგორც საშუალება ძმობისა და სიყვარულისა; რათა გამოირიცხოს ადამიანებს შორის რელიგიური წინააღმდეგობები, აუცილებელია საერთო რელიგია, ასეთი ბაჰაიზმი; რელიგიისა და მეცნიერების მტკიცე კავშირი; ცრურწმენის უარყოფა; სოციალურ და ეკონომიკურ საშუალებათა გათანაბრების გზით ადამიანთა თანასწორობის მიღწევა; ადამიანთა თანასწორუფლებიანობა კანონის მიმართ; საყოველთაო მშვიდობა დედამიწაზე; რელიგიის ჩაურევლობა პოლიტიკაში; ქალისა და მამაკაცის თანსწორუფლებიანობა; და სხვ.

ბაჰაისტებს აქვთ საკუთარი კალენდარი, რომელიც ეყრდნობა მზის სისტემას; წელიწადი მოიცავს ცხრამეტდღიან თვეს, სულ 361 დღეს, ხოლო ოთხი დღე არის დამატებითი მეთვრამეტე და მეცხრამეტე თვეებს შორის; დღესასწაულების უმეტესობა ბაჰაის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. მთელ რიგ სახელმწიფოებში მოქმედებს ბაჰაიზმის 8 „თაყვანისცემის სახლი“ და იმედოვნებენ, რომ მათი რაოდენობა თანდათან გაიზრდება. დღეს ბაჰაიზმი გავრცელებულია მსოფლიოს 30 ქვეყანაში, 10 მილიონი მიმდევარი აღიარებს ამ რელიგიურ მოძღვრებას. მოქმედებს 250000-მდე ადგილობრივი და 800-მდე „ეროვნული სასულიერო საბჭოები“. ბაჰაის საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს გაეროს სხვადასხვა მისიებთან, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მათი გაერთიანება „სამართლიანობის მსოფლიო სახელი“ ჩაბმულია ეკოლოგიური პრობლემების მოწესრიგებისათვის მოძრაობაში, განვითარებადი ქვეყნების, უპატრონო ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაში.

ბაჰაიზმი მოქმედებს საქართველოშიც, 1992 წელს აქ მისი გავრცელება დაიწყეს ირანელმა როჰანმა და ინდოელმა აფშინმა. ისინი ასრულებდნენ ბაჰაიზმის „გავრცელების საერთაშორისო კომიტეტის“ დავალებას. „ოთხი თვის მანძილზე თავიანთ რწმენაზე მოაქციეს საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების ოციოდე ადამიანი, ხოლო 1993 წელს თბილისში ჩაატარეს „ადგილობრივი სასულიერო საბჭოს“ პირველი არჩევნები. 1994 წლიდან აქტიურ მქადაგებლობას ეწევიან: ქუთაისში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, თელავში, გორში და ა.შ. დედაქალაქში მათი საკრებულო მოქმედებს აკაკი წერეთლის გამზირზე. ოთახში გაკრულია აბდულ ბაჰას დიდი სურათი, რწმენის 11 ძირითადი პრინციპი, ქარმალის მთის სურათი ბაბის განსასვენებელის გამოსახულებით და კალენდარი, აქვთ ბიბლიოთეკა და მათთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები. მოქმედებს ე.წ. „ბაჰაის აკადემია“, თვეში ერთხელ გამოსცემენ გაზეთს „ახალი ერა“. დღეისათვის თბილისში არის 200-მდე ბაჰაის მიმდევარი, მთალიანად საქართველოში - 2500.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 3 2009, 11:36 PM
პოსტი #88


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ვერ დაგეთანხმები, ისესხვა იმას ქვია, რომ გადმოიღო სხვისგან, მაგალითად ქრისტიანობა იუდაიზმიდან ბევრი რამ გადმოიღო(რადგან მასვე ეყრდნობა), მუსულმანობამ ორივედან და ა.შ. იდეა მარადიულია, მაგრამ იგი სხვადასხვა ფორმებს ღებულებს და სხვადასხვა განვითარების საფეხური აქვს.


ჰოდა მაგას ვამბობ რომ ვედებიდან გადმოიგეს და არა ინდუიზმიდან. ინდუიზმი ისევე როგორც სხვა ინდური რელიგიები ვედებზე დაყრდნობითაა შექმნილი და ვედებია მანდ მთავარი და არა ინდუიზმი.

ციტატა
ლაო-ძი სულ პატარა ვიყავი /ალბათ 11 წლის/ პირველად რომ წავიკითხე და მაშინვე მომეწონა, კონკრეტულად რამ? ალბათ სტილმა, სიმშვიდემ, აღმოსავლურმა სიღრმემ, ზომიერების, უბრალოების მაგალითმა... მოკლედ ბევრია...


დაო რომ გვეხილა დაო არ იქნებოდა უცვლელი... სახელი რომ გვებოძა სახელი არ იქნებოდა უცვლელი... დაფარული დაფარულისა ბჭეა ყოველი საიდუმლოსი... ოდეს შეიცნეს ცისქვეშეთში სიკეთე რომ სიკეთეა მაშინ იშვა სიბოროტეც... ეს ფრაზებია მთავარი ლაო ძის მოძღვრებაში... ამიტომაც არ ვუწოდებ სახელს ღმერთს, და თან ბევრ სახელს ვუწოდებ a075.gif

ციტატა
ეგეთები არ გინდა ქრისტიანებს შეურაცხყოფ, ნუ საზვერეები საერთოდ არაა დოგმატი, მაგრამ ქრისტიანული ღვთივგამოცხადებული ჭეშმარიტების დამცრობა ადამიანური სიბრძნესთან ჩვენთვის შეურაცხყოფაა და მოერიდე ამ სტილს და ტერმინოლოგიას...


კი არ შევურაცხყოფ სიმართლეს ვამბობ... ქრისტიანული ეგოიზმი კარგია, მაგრამ იმაში მაინც ნუ შევეცილებით ტიბეტელებს, რაშიც მეორე მხრივ ვაკრიტიკებთ a075.gif

ციტატა
მოერიდე ამ სტილს და ტერმინოლოგიას...


აქამდე ვერ ვისწავლე ჭკუა და აწი ვერ მასწავლი a075.gif წაშალეთ ბატონო რაც არ მოგწონთ, მე რასაც მინდა იმას დავწერ smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 4 2009, 01:34 AM
პოსტი #89


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Atman
ციტატა
ის ქადაგებდა რომ ყველა რელიგიას ღმერთისკენ მივყავართ და არც ერთის უარყოფა არ შეიძლება...

ეს მემგონი მცდარი აზრია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 4 2009, 02:33 AM
პოსტი #90


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ქრისტიანული ეგოიზმი კარგია

ატმან,
მე იმას კი არ გიწერ ასე არ იფიქრო ან ეს იწამეთქო, უბრალოდ ტერმინოლოგია დახვეწეთქო, ხომ იცი ასე აღიზიანებ მორწმუნე ქრისტიანებს, რომლებისათვისაც არის ეს ფორუმი, ამიტომ გთხოვ განსხვავებული აზრი ისე გამოთქვა, რომ გაითვალისწინო აქაური საზოგადოების რწმენა.
ქრისტიანული რწმენა, რაც ეხება მისი სწავლების გულს, ჩვენ არ მიგვაჩნია ადამიანური სიბრძნის ნაყოფად, არამედ, როგორც დავწერე ღვთივგამოცხადებულად ამიტომაც:
ციტატა
მაგრამ ქრისტიანული ღვთივგამოცხადებული ჭეშმარიტების დამცრობა ადამიანური სიბრძნესთან ჩვენთვის შეურაცხყოფაა


აქ ვერ შევთანხმდებით, მე შემიძლია მივიღო უამრავი სიბრძნე, რაც გაბნეულია სხვადასხვა ფილოსოფიებში და რელიგიებში, პატივი ვცე მათ კულტურას და შემოქმედებას, მაგრამ თქმა იმისა, რომ რაიმე ჭეშმარიტი დოგმატი ( და არა საზვერეები, რომელიც ჩვენთვისაც არაა დოგმატი, არამედ კერძო აზრია) სხვა რომელიმე კონფესია-რელიგია-ფილოსოფიაში უფრო განცხადებულია და როგორც შენ თქვი (მცდარად და გამომწვევად smile.gif )

ციტატა
უფრო სრულყოფილად და მეცნიერულადაა ყველაფერი განმარტებული. ჩვენი წააგავს მაგათსას


არის სრულიად მიუღებელი ქრისტიანისთვის.
ამიტომ ამაზე შემიძლია დაუსრულებლად გეკამათო, რადგან ქრისტიანული რწმენის გულს, მის ღვთიგამოცხადებულებას ეხები, ასე რომ არ გირჩევ smile.gif

დანარჩენი კი, ვხედავ კარგად ერკვევი აღმოსავლურ რელიგია-ფილოსოფიებში, ჰოდა ისე რომ ჩვენ არ მიგვალანძღო (biggrin.gif) გვესაუბრე მათზე smile.gif

იხარე;

კაიროსი!

პ.ს.
ამუზ, კარგად შეგიკრებია, სხვებზეც მიხედე მასე და მერე ერთიანად ნაკრებად დავდოთ ბიბლიოთეკაში smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 4 2009, 07:26 AM
პოსტი #91


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ქრისტიანული რწმენა, რაც ეხება მისი სწავლების გულს, ჩვენ არ მიგვაჩნია ადამიანური სიბრძნის ნაყოფად, არამედ, როგორც დავწერე ღვთივგამოცხადებულად


კონკრეტულად რას გულისხმობ? ოთხივე სახარებას? თუ სხვა რამესაც?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 4 2009, 07:58 AM
პოსტი #92


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518





სუფიზმზე თემა მაქვს გახსნილი... შეგიძლიათ გადახედოთ:
http://church.ge/index.php?showtopic=6763&st=0

ხოლო ინდურ რელიგიებზე ვისაც უნდა წარმოდგენის შექმნა ბჰაგავატ გიტას გაეცნოს ჯერ უმჯობესი იქნება:
http://church.ge/index.php?showtopic=6882&st=0

და საერთოდ მიმაჩნია რომ სხვა რელიგიების განხილვა წიკიპედიის სტილშიცოტა აბსურდულია და რელიგიის პერიფერიას წვდები მაგ დროს და არა მის გულს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 4 2009, 08:49 AM
პოსტი #93


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კონკრეტულად რას გულისხმობ? ოთხივე სახარებას? თუ სხვა რამესაც?

ქრისტიანული მოძღვრება, ატმან ჩემო, არ შედგება მხოლოდ წერილიდან (ოთხი სახარება პლიუს მთელი ბიბლია), არამედ წმ.გარდამოცემიდან, საიდანაც არსებობს დოგმატური ღვთისმეტყველება, რაა ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც ეყრდნობა ღვთივგანცხადებულობას (რადგან თავადაც წერილი ღვთივსულიერია,ანუ მისი ავტორი ადამიანი კი არაა, არამედ წმიდა სული).
ქრისტიანული მოძღვრების ნათელი ნაკრებია
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli.htm
და ეს
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski.htm

რაც შეეხება იმას, რომ ასე მოკლედ მიმოვიხილავთ სხვა რელიგიებს, ეს რათქმაუნდა ამათუიმ რელიგიის ზედაპირულ გაცნობას ემსახურება, მერე ჩვენი ფორუმელები, დაინტერესების შემთხვევაში თავად გადაწყვეტენ ჩაუღრმავდნენ თუ არა ამათუიმ საკითხს.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 4 2009, 08:50 AM
პოსტი #94


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დათიკო

ციტატა
ეს მემგონი მცდარი აზრია.


ვერ გავიგე რას გულისხმობ. აზრია მცდარი თუ თავად ის რომ ნანაკის მოძღვრებაში იყო ეს აზრი?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 4 2009, 08:59 AM
პოსტი #95


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



IPB-ს სურათი

მისოგი- ასე ქვია შინტოიზმის ამ რიტუალს, იაპონიაში გავრცელებული ეს რელიგია, შეიცავს ერთერთ უცნაურ წესს, ტოკიოს ერთერთ მთავა შინტოისტურ ტაძრის წინ, შუაზამთარში და საშინელ სიცივეში მათმა მიმდევრებმა (რჩეულებმა) ჯერ ნახევრად შიშვლებმა ილოცოს და მერე გაყინულ წყალშიც გადაეშვნენ, უფრო სწორედ პარკებში ქონდათ ყინულიანი წყალი და ზედ ისხამდნენ, ამ Misogi -ის მიხედვით ჯერათ, რომ სხეულის გაძლიერებასთან ერთად, სულსაც განიწმიდანვენ, ეს ხდება იანვარში და ასე ხვდებიან ახალ წელს... როგორც მეცნიერები აღნიშნავენ ადრე ამ წესს ადრე ყმაწვილობიდან კაცობაში გადასვლის დროს ასრულებდნენ.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 4 2009, 09:11 AM
პოსტი #96


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS

ციტატა
რომელიც ეყრდნობა ღვთივგანცხადებულობას (რადგან თავადაც წერილი ღვთივსულიერია,ანუ მისი ავტორი ადამიანი კი არაა, არამედ წმიდა სული).


მაგასვე ამბობს თავის წმინდა წერილებზე თითქმის ყველა რელიგია...

ციტატა
რაც შეეხება იმას, რომ ასე მოკლედ მიმოვიხილავთ სხვა რელიგიებს, ეს რათქმაუნდა ამათუიმ რელიგიის ზედაპირულ გაცნობას ემსახურება, მერე ჩვენი ფორუმელები, დაინტერესების შემთხვევაში თავად გადაწყვეტენ ჩაუღრმავდნენ თუ არა ამათუიმ საკითხს.


შენ ალბათ გინდა რომ მაგას ემსახურებოდეს, მაგრამ სხვა რელიგიების ზედაპიროლი გაცნობა ინტერესზე მეტად განსხვავებების წარმოჩენას და კრიტიკას შეუწყობს ხელს უმეტესობა ქრისტიანის თვალში... კრიტიკულად შეხედავენ სხვა რელიგიას და არა ინტერესით (ინტერესი ამ შემთხვევაში სხვა რელიგიების ნაკლების ძებნაში უფრო გამოიხატება) ადამიანის ფსიქოლოგიას თუ იცნობთ ისიც გეცოდინებათ რომ თავის რელიგიის ჭეშმარიტების ერთადერთობაში დარწმუნებული ადამიანი სხვა რელიგიებში იმისთვის იქექება რომ კიდევ უფრო დარწმუნდეს თავისიი არჩევანის უმცდარობაში (და ეს კიდევ ადასტურებს მისი რწმენის სიმყარის ნაკლებობას). წრფელ ინტერესს კრიტიკა არ ახლავს (ყოველ შემთხვევაში საწყის სტადიაზე, ან თუა კრიტიკა მაშინ საკუთარი რელიგიის მიმართაც ობიექტური უნდა იყოს (თუმცა ობიექტურობა მოგონილი ცნებაა და ბუნებაში არ გვხვდება smile.gif )

ავიღოთ თუნდაც სუფიზმი, რომელიც რელიგია არცაა და მაინც სექტად ან რელიგიად ნათლავენ მას, იმიტომ რომ მასას იზმების გარეშე აზროვნება არ შეუძლია. სუფისტების მოძღვრება იგავებზე და მოძღვრისა და მოსწავლის უშუალო კონტაქტზეა დამყარებული, რადგან ყველანაირი წმინდა წერილი მშრალია და ინდივიდუალურიაყველასათვის. ცოცხალი სიტყვა უფრო მეტს ნიშნავს სუფიზმში ვიდრე ათასი რელიგიური ტრაქტატი.

მე ჩემის მხრივ დავამატებ ჩემს აზრს, რომ იესო ცოცხალი სიტყვა იყო და საჭირო რომ ყოფილიყო მისი სიტყვების კანონთა კრებულად გამოცემა, გააკეთებდა ამას თვითონვე, როგორც ეს მუჰამედმა გააკეთა... ყველანაირი დაწერილი ჭეშმარიტება დაწერის მომენტიდანვე მეტ-ნაკლებად ტყუილად იქცევა (ფარდობითად რა თქმა უნდა), რადგან ერთადერთი ჭეშმარიტება ღმერთია და ის გამოუთქმელია, როგორც ამბობენ სუფისტებიც, ამბობდა ლაო ძიც და ამბობდა თავად იესოც (რა გელაპარაკოთ ცისა, როცა არ გესმით მიწისაო).
რაც შეეხება რელიგიას და დოგმატიკას, რა თქმა უნდა ის საჭიროა, მაგრამ ფარდობითი ჭეშმარიტებაა ღმერთთან შედარებით. უნდა ვიყოთ მართლმადიდებლები, მაგრამ ეს სიმართლე სიყვარულზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ. აქ სხვა რელიგიებზე ზედაპირული საუბრით განხეთქილებას აღრმავებთ ჩვენსა და სხვა რელიგიებს შორის. ან საკუთარს ჩაუღრმავდით ბოლომდე და სხვა რელიგიებს ნუ ადარებთ, ან კიდევ სხვასაც ბოლომდე ჩაუღრმავდით და საერთო ეძებეთ და არა განსხვვავებული...

და თუ ვინმეს ვაღიზიანებ ჩემი საუბრით თავად მითხრას, შენს მეტი არავინ მეუბნება ამას... გამომივიდნენ აქ რელიგიის დამცველი ქერუბიმი ანგელოზები (ეს ნახევრად ხუმრობით a075.gif )


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 4 2009, 09:23 AM
პოსტი #97


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ამაზე შემიძლია დაუსრულებლად გეკამათო, რადგან ქრისტიანული რწმენის გულს, მის ღვთიგამოცხადებულებას ეხები, ასე რომ არ გირჩევ


ვიცი მე რაცაა შენი კამათი. მოგყავს ციტატები და იარაღად იყენებ მათ. შენი აზრებით მეკამათე თუ კამათი გინდა a075.gif

ციტატა
დანარჩენი კი, ვხედავ კარგად ერკვევი აღმოსავლურ რელიგია-ფილოსოფიებში, ჰოდა ისე რომ ჩვენ არ მიგვალანძღო () გვესაუბრე მათზე


მე შემიძლია იმაზე ვილაპარაკო რა დასკვნაც გამოვიტანე ამ აღმოსავლური რელიგია-ფილოსოფიებიდან, ხოლო რელიგიაზე თავად ამ რელიგიის წარმომადგენელს აქვს ლაპარაკის უფლება და არავის სხვას. წარმოიდგინეთ ახლა ქრისტიანობაზე ლექციები ინდუსმა რომ იკითხოს კალკუტის უნივერსიტეტში, ღრმა და საფუძვლიანი იქნება ეს ლექციები? მხოლოდ თეორია და მეტი არაფერი. მე მაგალითად მთქნარებით მოვკვდებოდი იქაური სტუდენტი რომ ვიყო biggrin.gif (ანალოგიურად აქ ვამთქნარებდი როცა ვისმენდი ლექციებს ბუდიზმზე biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 4 2009, 09:32 AM
პოსტი #98


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მაგასვე ამბობს თავის წმინდა წერილებზე თითქმის ყველა რელიგია...

მასე მათ თავიანთ ცრუღმერთებიც ღმერთები გონიათ... ჩვენ ასე გვწამს, შენ კი აქ ხარ და ამიტომ გეუბნები, თუ მაინც გინდა კამათის გაგრძელება, გადმოდი სპეციალურად ასეთ საკამათო საკითხებისათვის გახსნილ თემებში ამავე განყოფილებაში, აქ კი გვაცადე ვისაუბრებთ სხვადასხვა თემებზე, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებს ეხება...
მადლობა კომპლიმენტისათვის, აქ კამათს არ გავაგრძელებ, არამედ საუბარს იმაზე, რომლისათვისაც თემა შეიქმნა, არ მოგწონს ნუ წაიკითხავ smile.gif
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 4 2009, 09:35 AM
პოსტი #99


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
მასე მათ თავიანთ ცრუღმერთებიც ღმერთები გონიათ...


შენ თუ გგონია ისინი ნორმალურები მგონია ძალიან ცდები biggrin.gif ყველა თავისებურად ფანატი და ბრმადმორწმუნეა a075.gif

თემას რომ არ ავცდეთ ინებეთ რამაკრიშნას ევანგელე და წაიკითხეთ უშუალოდ მისი სიტყვები:
http://www.bodhi.ru/book/00300040/0030.htm კითხვა პასუხებია აქ ძირითადად...

ციტატა
გადმოდი სპეციალურად ასეთ საკამათო საკითხებისათვის გახსნილ თემებში ამავე განყოფილებაში


დადე ლინკი აბა სად გადმოვიდე. მიმითითე "სტრელკის" ადგილი biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 4 2009, 09:39 AM
პოსტი #100


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



თუ გსურს:
ციტატა
საჭირო რომ ყოფილიყო მისი სიტყვების კანონთა კრებულად გამოცემა, გააკეთებდა ამას თვითონვე, როგორც ეს მუჰამედმა გააკეთა... ყველანაირი დაწერილი ჭეშმარიტება დაწერის მომენტიდანვე მეტ-ნაკლებად ტყუილად იქცევა

ვიკამათოთ თუნდაც ამ აბსურდზე, თითქოსდა ქრისტემ რახან არ დაწერა ე.ი. არ იყო დასაწერიო, და რახან მან არ დაწერა ე.ი. ტყუილგარეულიაო, აქ ხომ მთლიანად გამორიცხავ სულიწმიდის მოქმედებას, ნუ ეს რწმენის საკითხია, ამიტომ მინდა თუ გინდა კამათი გახსენი საკამათო თემა ამაზე და ნახავ ციტატებით და უციტატო კამათსაც ეჭვი არ შეგეპაროს smile.gif
აქ კი არაა საკამათო თემა... თუ მაინც აქ გინდა კამათი, კი ბატონო ჩამოაყალიბე შენი ეკუმენური იდეები აქვე და წავიდა ომი biggrin.gif

ციტატა
სტრელკის" ადგილი

რავი , მსგავსი არ არსებობს, დაარქვი რაიმე გამაღიზიანებელი სახელი ( biggrin.gif გეხერეხება ეგა) და გახსენი თემა და დავეჯახოთ, აი თუნდაც ზემოთ რომ დაწერე იმ დებულებაზე... თუ გინდა, ჯანდაბას, აქვე იყოს, კამათს ექცევაო, რომ არ თქვა, მაგრამ მე მაინც ცალკე ვამჯობინებდი, თემა გაფუჭდება მგონი, მოკლედ გინდ აქ, გინდ სხვაგან.
ოღონდ ეს შენი ანტირელიგიური თეიზმი ჩამოაყალიბე და გიპასუხებ მოგვიანებით smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი