![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
tamara |
![]()
პოსტი
#21
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
ტურისნის სუდარაზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მაქვს მოძიებული -
ერთ ერთ რუსულ ფორუმზე ვწერდით ამაზე - ცოტა ხანში დავდებ - მანამდე ვისაც კითხვა შეგიძლიათ რუსულად - ეს ნახეთ - http://www.gerodot.ru/viewtopic.php?p=2252...%E8%F6%E0#22528 მსგავსება ანჩისხატთან იმდენად დიდია, რომ წესით კითხვები არ უნდა გაუჩნდეს არავის. ![]() ტურინის სუდარას ასაკის დადგენას ცდილობდნენ რადიონახშირბადოვანი მეთოდით, რომელიც მეტად დიდი ცდომილებებს იძლევა. მაგრამ მთავარი პრობლემა შეიქმნა მაშინ, როცა აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდით ეს შეუძლებებლი იყო. საქმე იმაშია, რომ შუა საუკუნეებში ტურინში მოხდა ხანძარი და ხანძარი ნაწილობრივ შეეხო სუდარასაც - ეს კი ძლიერ ცვლის რადიონახშირბადოვანი მეთოდით ცდომილების შესაძლებლოაბს, ანუ ვერაფერი დაამტკიცეს ვითომდა იმის მომხრეებმა, რომ თურმე ეს ნახატი ტილოზე მე-10 საუკუნეში დაიხატაო |
makiki |
![]()
პოსტი
#22
|
![]() makiki ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 ![]() |
ძალიან კარგი ფოტოებია,მე პირველად ვნახე,აქამდე მხოლოდ გაგონილი მქონდა მათზე
-------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
tamara |
![]()
პოსტი
#23
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
Секрет раскрыт! Вся правда о Плащанице Иисуса Христа (фото)
[08:38/18.09.2006] Ученые Института криминалистики ФСБ России завершили серию исследований Плащаницы Иисуса Христа, пишет Жизнь. http://www.from-ua.com/news/450e2f9f436f0/ По преданию, этот кусок льняной ткани был погребальным саваном Спасителя и на нем чудесным образом отпечатались его лик и тело. Настолько зримо, что ученые смогли увидеть следы ужасных ран. На этом полотне они видны в негативном изображении – будто на фотографии, сделанной две тысячи лет назад! Эксперты всего мира пытаются разгадать тайну «Пятого Евангелия», как верующие называют Туринскую Плащаницу. К ним присоединились ученые-криминалисты Федеральной Службы Безопасности России. Они провели серию уникальных экспериментов, которые вскрыли обстоятельства казни Христа. Специалисты ФСБ намеренно ушли от религиозной трактовки Плащаницы. Они решили исследовать ее как «вещдок», материальное свидетельство с места преступления. Работа проходила под руководством доктора технических наук Анатолия Фесенко, который долгое время руководил Институтом криминалистики. – Исследования провели комплексные исследования, на стыке химии, физики, математики и биологии, – рассказывает он. – Для начала мы выяснили возможный возраст ткани, смоделировав процесс старения. И пришли к выводу, что американские ученые, «омолодившие» Плащаницу более чем вдвое, ошибались. Ей действительно не менее двух тысяч лет. Эксперты ФСБ по отпечаткам оценили характер прижизненных ран Христа. И по ним смоделировали версию страданий Спасителя. – Исследуемый материал сохранил материальные свидетельства о жертве насилия, – констатирует Анатолий Фесенко. – На длинном льняном полотнище размером 4,3 х 1,1 м имеется слабо проступающий желтовато-коричневый отпечаток двух проекций обнаженного мужчины, спереди и сзади. Анализ всех отпечатков доказывает, что изображенного на ней человека бичевали плетьми римского образца, имевшими 5 хвостов с закрепленными на концах свинцовыми пуговицами. На правом плече – широкая полоса, свидетельствующая о несении тяжелого предмета, возможно, креста. Носовая кость перебита от удара с левой стороны. Левая щека опухла – она касалась Плащаницы, и ее отпечаток оказался гораздо сильнее, чем правый. С левой стороны скула разбита, поэтому эта сторона отечная. Подбородок ярко очерчен, особенно слева. Справа на нем пятно от крови или глубокой раны. Изображение лица асимметрично. Этот человек страдал, поэтому черты его лица после смерти неодинаково сократились. На руке, пониже запястья, – большое пятно от раны. Раны на ногах и руках одного типа. Плечи приподняты. Грудь имеет характерную форму, как и у людей, умерших от удушья. На груди следы от раны между ребер, окружностью около 4,5 сантиметра. На левой руке рана и небольшой сгусток крови. Правой не видно, на ней лежит левая. Оба запястья темные, так как обильно окрашены кровью от сквозных ран. Гвоздь был вбит не посреди ладони, как принято изображать, но выше – в центре запястья между костей. Раны на ногах видны обе. Очертания их очень четки, так как кровь запеклась задолго до соприкосновения с полотном. В одном месте края кровяного пятна зубчатые; так как жидкость разошлась по ниткам полотна обильнее, поэтому на этом месте пятно светлее. Это пятно от сукровицы, которая вытекла из раны при снятии тела: обсохшая рана была повреждена освобождением от гвоздя. Лик Иисуса Христа, который отпечатался на Плащанице почти две тысячи лет назад ![]() ![]() |
nino_ni |
![]()
პოსტი
#24
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
tamara
ამ ბოლო სურათებში მკაფიოდ ჩანს მაცხოვრის თავზე,შუბლზე სისხლის წვეთები.ესეც გამოიკვლიეს როგორც ვიცი და აღმოჩნდა ზუსტად ისეთი ჭრილობისგან დატოვებული კვალი,როგორსაც ტოვებს რაიმე ბასრი,მჭრელი საგანი (ეკლის გვირგვინი) სისხლი არის შედედებული და ჩალურჯებული -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
tamara |
![]()
პოსტი
#25
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
nino_ni
თუ რუსული ცოტა იცი - აი ზედა სტატია წაიკითხე - ზუსტად იქაა ამააზე საუბარი ციტატა გამოკვლევა ჩაატარა ყველაზე ურწმუნო ორგანიზაციამ - |
nino-nino |
![]()
პოსტი
#26
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 381 რეგისტრ.: 25-April 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 1,752 ![]() |
nino_ni თუ რუსული ცოტა იცი - აი ზედა სტატია წაიკითხე - ზუსტად იქაა ამააზე საუბარი გამოკვლევა ჩაატარა ყველაზე ურწმუნო ორგანიზაციამ - ვიდეო ფაილი ხომ არ გაქვს შემთხვევით? ძალიან მინდა ამ ფილმის ნახვა -------------------- Kristus är uppstånden!
როცა ვზრუნავთ სხვების ბედნიერებაზე, ჩვენ ვპოულობთ საკუთარს |
tamara |
![]()
პოსტი
#27
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
http://www.hislbgc.orthodoxy.ru/biblioteka_turinspl.html
ფილმი არ შემხვედრია - ისე ხომ არსებობს რაღაც საიტები ფილმების - იქაა სანახავი დოკ.ფილმებში |
nino-nino |
![]()
პოსტი
#28
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 381 რეგისტრ.: 25-April 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 1,752 ![]() |
http://www.hislbgc.orthodoxy.ru/biblioteka_turinspl.html ფილმი არ შემხვედრია - ისე ხომ არსებობს რაღაც საიტები ფილმების - იქაა სანახავი დოკ.ფილმებში მეგონა შენ მაინც გეცოდინებოდა ![]() -------------------- Kristus är uppstånden!
როცა ვზრუნავთ სხვების ბედნიერებაზე, ჩვენ ვპოულობთ საკუთარს |
nino_ni |
![]()
პოსტი
#29
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
tamara
რუსული კი ვიცი,მაგრამ წაკითხვა დამეზარა არ დაგიმალავ. თუ ქართულად მოძებნი კაი იქნება თუ არ გაქვს წავიკითხავ აუცილებლად -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
tamara |
![]()
პოსტი
#30
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
ქართულად არაფერია.
წაიკითხე - არ ინანებ -საინტერესოა |
nino_ni |
![]()
პოსტი
#31
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
წავიკითხე
![]() ცოტა რთულია ამის კითხვა მგონი ![]() ![]() ციტატა Изображение лица асимметрично. Этот человек страдал, поэтому черты его лица после смерти неодинаково сократились. ![]() როგორ ძლიერ იტანჯებოდა,რომ მისმა სახემ დეფორმაცია მიიღო ![]() -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
nino-nino |
![]()
პოსტი
#32
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 381 რეგისტრ.: 25-April 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 1,752 ![]() |
ფილმს ვერ მივაკვლიე ვერსად, მაგრამ ეს ვიპოვე ინგლისურ ენაზე
http://www.youtube.com/watch?v=_8KLjxFCpXw -------------------- Kristus är uppstånden!
როცა ვზრუნავთ სხვების ბედნიერებაზე, ჩვენ ვპოულობთ საკუთარს |
abo |
![]()
პოსტი
#33
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ხალხო ადამიანს ასიმეტრულად აქვს ვენა შუბლზე. იგი( შუბლის ვენა) მარცხნივ აქვს გადახრილი საერთოდ. დააკვირდით მარცხენა მხარეს აქვს ზუსტად ეს ვენური სისხლდენა.
ასეთ რამეს გამყალბებელი ვერც მოიფიქრებდა და რომ ცოდნოდა აუცილებლად გამორჩებოდა და ვერ მიიღებდა მხედველობაში -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კავკასიელი |
![]()
პოსტი
#34
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 ![]() |
მე მაქვს ეგ ფილმი ნანახი ძალიან საინტერესოა
-------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
ilia003 |
![]()
პოსტი
#35
|
![]() LELO ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 21-April 07 მდებარ.: TBILISI.didi digomi წევრი № 1,708 ![]() |
-------------------- " ეკლესია არის ცა,ქვეყანასა ზედა"
"ჩემო დედიკო, ჩემო ღვთისმშობელო,მაცხოვნე,რადგან დავიღუპები თუკი შენ მიმატოვებ" |
nino_ni |
![]()
პოსტი
#36
|
![]() nino ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 ![]() |
ilia003
ილია ეს მაცხოვრის სახე ტურინის სუდერიდან არის აღდგენილი? ძალიან მომეწონა მაცხოვრის თბილი თვალები......გავგიჟდი ![]() -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
tamara |
![]()
პოსტი
#37
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
შაბათს
17 მაისს - მზეზე 20:30 - ზე იქნება დოკ. ფილმი ტურინის სუდარაზე. ანონსი იყო ახლა. |
keti |
![]()
პოსტი
#38
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 170 რეგისტრ.: 10-November 06 წევრი № 444 ![]() |
ეს არის ნაწყვეტი მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებიდან რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში "ქაროზი" რამდენიმე წლის წინ.
ტურინის სუდარის მიხედვით აქ დეტალურად არის აღწერილი როგორ აწამეს მაცხოვარი და რამ გამოიწევია მისი გარდაცვალება. საკმაოდ მძიმე წასაკითხია ![]() ![]() ერთ-ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი ამ სუდარას უწოდებს მეხუთე სახარებას,რადგან მასზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი,რომელიც ჯვარცმულს მიაყენეს... ტურინის სუდარას საუკუნეთა განმავლობაში დაატარებდნენ სხვადასხვა წმიდა ადგილებში, სხვადასხვა ტაძრებში, მას ეფინებოდა უამრავი მტვერი ყვავილებისა, ორჯერ იყო მოხვედრილი ხანძარში... ქსოვილი მოქსოვილია სელისგან, ასეთ ქსოვილს ქსოვდნენ ჩვენი ერის დასაწყისში. მასალა სწორედ ისეთია, როგორიც მოიპოვებოდა ახლო აღმოსავლეთში. მიკროსკოპული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მართალია, ქსოვილი სელისაა მაგრამ მის ბოჭკოებში შეინიშნება მცირეოდენი ბამბის ბოჭკოებიც.ეს იმ ტიპის ბამბაა, რომელიც ასევე ახლო აღმოსავლეთში მოიპოვებოდა და ვარაუდობენ, რომ ეს ტილო იმ დაზგაზეა მოქსოვილი, რომლითაც ბამბის ქსოვილები იქსოვებოდა. მის ბოჭკოებში 49 ტიპის ყვავილის მტვერია ჩარჩენილი, მათგან 80 პროცენტი გაშიფრულია, ისინი უმეტესად იერუსალიმსა და პალესტინაში იზრდება. ამას იმიტომ განვმარტავთ ასე დაწვრილებით, რომ დაინტერესებულ ადამიანს ავუხსნათ, სად შეიძლება დამზადებულიყო ეს სუდარა და რომელ ადგილას იმყოფებოდა პირველად. გარდა ამისა მასზე აღბეჭდილია ყვავილებიც , 28 სახის ყვავილია და აქედან 20 იზრდება უშუალოდ იერუსალიმში, ხოლო 8 მის გარშემო და ისინი ყვავილობენ მარტსა და აპრილში, სწორედ აღდგომის პერიოდში... სუდარაზე კიდევ ორი მონეტაა აღბეჭდილი (ძველად მონეტებს თვალებზე ადებდნენ მიცვალებულებს, რათა თვალები არ გახელოდათ) მარცხენა თვალზე დადებულია 29 წელს ტიბერიუს კეისრის დროს მოჭრილი მონეტა,მარჯვენაზე კი 30 წელს პილატეს მმართველობის დროს მოჭედილი მონეტაა აღბეჭდილი. ამ მონეტებზე წარწერა შეცდომითაა დაწერილი – აღრეულია ლათინური და ბერძნული ასოები. მოგვიანებით არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ასეთივე მონეტები და დასტურდება, რომ ეს მონეტები პილატეს დროინდელია. ჯვარცმას ჯერ კიდევ ციცერონი უწოდებდა ადამიანის წამების ყველაზე სასტიკ იარაღს. წმ. ონსტანტინე დიდმა – მოციქულთა სწორმა იმპერატორმა, აკრძალა ჯვარზე ადამიანთა წამება, მაგრამ შემდგომში ეს მეთოდი აღადგინეს გერმანელმა ნაცისტებმა, საკონცენტრაციო ბანაკებში, - ისინი იყენებდნენ ჯვარცმას ტყვეების მოსაკვდნინებლად და მერე დეტალურად აღწერდნენ, როგორ ხდებოდა ჯვარზე ადამიანის გარდაცვალება. მივუბრუნდეთ ისევ ტურინის სუდარას, - განვიხილოთ როგორ ჩანს გამოსახულება სუდარაზე და რას წარმოადგენს ეს სუდარა. სუდარა საკმაოდ დიდია – ორი სიგრძეა ადამიანის, მოოქროსფეროა, გამოსახულება გადასულია ნეგატივის სახით. სხვათა შორის სანამ ფოტოგრაფიას გამოიგონებდნენ, კაცობრიობამ არ იცოდა ნეგატივის არსებობა. ეს ბუნებაში არსებული რამ არის და მხოლოდ ფოტოგრაფიამ გააცნო ადამიანს, თუ რას წარმოადგენდა ნეგატივე (სულ 100 წლის წინ არის გადაღებული პირველი სურათი.) ბიზანტიურ იკონოგრაფიაში ნაპოვნია 4 საერთო შტრიხი სუდარასთან. ძალზე საინტერესოა ასევე, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის მაცხოვრის ხატი - მეექვსე საუკინის მოზაიკა, რომელსაც 46 საერთო შტრიხი აქვს სუდარაზე არსებულ გამოსახულებასთან. ასევე ცნობილია მე-7 საუკუნეში იუსტინიანე მეორის დროს მოჭრილი ოქროს მონეტა, რომელზედაც მაცხოვრის პორტრეტია გამოსახული და სუდარის გამოსახულებასთან ამ სახეს 63 საერთო შტრიხი აქვს. გარდა ამისა, სუდარაზე აღინიშნება რაღაც ნიშნები, თითქოს ამომწვარი, რომელიც კუთხოვანი ფორმისაა და იკონოგრაფიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. სწორედ ასეთი გამოსახულებებია აღბეჭდილი მანუსკრიპტზე, რომელიც შეიძლებოდა მხატვარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეტანა, თუ მას ტურინის სუდარაზე ნახავდა. აქედან დასკვნა: ტურინის სუდარა დროთა განმავლობაში თანდათან გაფერმკრთალდა , - ასეული წლების წინ გამოსახულება მასზე უფრო მკვეთრი იყო. ძალზე საინტერესოა, როგორ მოხდა გამოსახულების აღბეჭდვა სელის ქსოვილზე. მეცნიერული ანალიზი ადასტურებს, რომ გამოსახულება სუდარაზე გადავიდა ძლიერი გამოსხივების შედეგად და მოხდა დეჰიდრაცია სელის ბოჭკოებისა, გამოსახულება უაღრესად მკვეთრია, თითოეული დეტალი იდეალურად ფოკუსირებულია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველი სხივი, რომელიც გამოდიოდა სუდარაში გახვეული სხეულიდან, იმართებოდა – ზებუნებრივი, ღვთაებრივი ხელი მართავდა.მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ გამოსხივების სიძლიერე, რომელიც სხეულიდან გამოდიოდა, შეიძლება შევადაროთ ატომური დაშლის შედეგად მიღებულ უდიდეს გამოსხივებას, ოღონდ – ძალიან, ძალიან მცირე ხნით. ვიმეორებ, რომ ტურინის სუდარაზე გამოსახულება სასწაულებრივად გადავიდა და მეცნიერებას მისი გამეორება არ ძალუძს. დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ტურინის სუდარა მეხუთე სახარებაა და ბევრ რამეს მოგვითხრობს, ბევრ რამეს აზუსტებს წმიდა წერილიდან. Pირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სუდარაზე გამოსახულია სრულყოფილი აღნაგობის მამაკაცი და პატოლოგ-ანატომებმა უაღრესად თანამედროვე აპარატურით დაადგინეს, რომ გარდაცვალება სუდარაში გახვევამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა ისიც, რომ სხეული ქსოვილში იმყოფებოდა არა უმეტეს 40 საათისა, ეს არის 2-3 დღე... ტურინის სუდარის მიხედვით, წარბები დამსკდარი და დასიებულია, მარჯვენა ქუთუთო გახეულია და საკმაოდ ძლიერი ტრამვაა მარჯვენა თვალის ქვეშაც, ცხვირი დასიებულია, ტრამვაა მარჯვენა ლოყაზე, - მარცხენა ლოყასა და ნიკაპის მარცხენა მხარეს აღინიშნება დასიება, ცხვირის წვერი საკმაოდ ძლიერაა დაზიანებული, მარჯვენა ლოყაზე ძლიერი დარტყმის კვალია, სავარაუდოდ, 4-5 სმ-ის სისქის ჯოხია ძალიან ძლიერ დარტყმული, - სახე თითქმის დეფორმირებულია ამ დარტყმისგან. რასობრივი კუთვნილებაც კი უდიდესი სიზუსტით იშიფრება სუდარაზე, - ამას უნიჭიერესი მხატვარიც ვერ დახატავდა, - ეს არის სემიტური ტიპის სახე, თმები და წვერები გაყოფილია შუაზე, თმები გრძელია და უკან შეკრული. ამგვარი ვარცხნილობა დამახასიათებელი იყო ანტიკური ხანის ებრაელთათვის. აშკარად ჩანს, რომ ეკლის გვირგვინი ედგა ადამიანს, რომელიც გახვეული იყო სუდარაში. თავის არეში – თხემზე, შუბლზე, თავის ქალაზე აღენიშნება 30 საკმაოდ ღრმა ჭრილობა. ჩანს, რომ ეს გვირგვინი არის არა მარტო შუბლზე, სალტის სახით, არამედ – როგორც ქუდი – მთელ თავზე. მხრები აწეულია, - ასეთ მდგომარეობაში მოხდა გარდაცვალება, - ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ გარდაცვალება მოხდა გაგუდვით, როგორც პატ-ანატომები ამტკიცებენ, - და შეიძლება ამას მოყვა კიდეც გულის გახეთქვა. სიმაღლე, ასაკი და წონაც კია დადგენილი ტურინის სუდარაზე გამოსახული მამაკაცისა. ეს არის 170-180 სმ-ის სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი, - წონა დაახლოებით 75-85 კილოგრამი და ასაკი – დაახლოებით 30-45 წელი. დაახლოებითი ზომებია, რადგან მთლად სწორედ არ იყო სუდარაში გახვეული – ფეხები ოდნავ მოხრილი აქვს და წელიც – ოდნავ გადრეკილი. სხეული დაზიანებულია მათრახის ცემით, რომლის ბოლოებშიც გარკვეული სიმძიმეები იყო მობმული, - ტყვიის, ან ფოლადის. სწორედ მგვარი ღვედებით ამათრახებდნენ დამნაშავეს ადრეულ საუკუნეებში – ეს იყო ხარის ძარღვებით მოქსოვილი მოკლე მათრახები. დაახლოებით 39-40 მათრახი დაარტყეს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თითო მათრახს 2-3 წვერი ჰქონდა და ეს დარტყმები უძლიერესი იყო, იმდენად მძიმე, რომ სპეციალურად არ არტყამდნენ გულის მხარეს, რათა გული არ გახეთქოდა. დადასტურებულია, რომ ორი ჯალათი ურტყამდა, ერთი – მაღალი, მეორე – დაბალი, განსასჯელი კი სამოცდაათიოდე სანტიმეტრის ბოძზე იყო ხელებით მიბმული და ეს ადამიანი ტკივილებისაგან მუხლებში იყო მოხრილი. ზურგის მარჯვემა მხარე ტრავმირებულია, ასევე – მარცხენა ბეჭიც, რომელიც ორჯერ არის ტრავმირებული მძიმე საგნით, - შესაძლოა მძიმე საგანი მოხვდა, ან რაღაც მძიმე საგანს ატარებდა, დაეცა და ამ საგანმა მიაყენა ტრავმა. (ვისაც სახარება წაუკითხავს, ყველამ იცის როგორ მიჰყავდათ უფალი გოლგოთის გზაზე). დაზიანებულია ორივე მუხლი, მარცხენა მუხლი გახეთქილია, - წაქცევის კვალი ჩანს. მაჯაზე დიდი ჭრილობაა, არა ხელის მტევანზე, არამედ მაჯაზე. ეს ჭრილობა შეესაბამება იმ სამჭვალების ზომას, რომლებითაც ჯვარზე მიაჭედებდნენ ხოლმე ადამიანებს რომის იმპერიაში. და ეს ჭრილობა უშუალოდ უფლის სამჭვალის ზომისაა, რაღაც კუთხოვანი ფორმა აქვს. გერმანელმა ნაცისტებმა აღმოაჩინეს, რომ თუ მტევნით მიაჭედებდნენ ტყვეს ჯვარზე, ხელის ფალანგები ვერ უძლებდა სხეულის სიმძიმეს და ადამიანი ვარდებოდა. ჯვარზე რჩებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაჯებით მიალურსმავდნენ. სუდარაზე მკვეთრად ჩანს, რომ მაჯიდან სისხლის ნაკადი მოედინება ორი მკაცრად განსაზღვრული კუთხით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობას იცვლიდა ჯვარცმული; წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის ნაკადი ერთი კუთხით წამოვიდოდა. ჯვარცმულს მარჯვენა გვერდში დიდი ჭრილობა აღენიშნება 4,4X1,1 სმ. ზომის. ისიც დასტურდება, რომ ჭრილობა მიყენებულია გარდაცვალების შემდეგ. ამის დადგენა პათ-ანატომებს არ გაუჭირდებოდათ, რადგან ამ ჭრილობიდან გამოსულია არა სისხლი, არამედ – წიტელი მასა და შრატი განცალკევებით. (სახარებაში აღწერილია, რომ სისხლი და წყალი გადმოდიოდა მაცხოვარს გვერდიდან ). შეიძლება ითქვას, რომ ეს სითხე გულის პერანგიდანაა გადმოღვრილი, რაც შეიძლება მაშინ მომხდარიყო, თუ ჯვარცმულს გული გაუსკდებოდა და სითხე გულის პერანგში ჩაგროვდებოდა; - მხრებზე აღნიშნულია ხახუნის კვალი – ჯვარცმული რაღაც საგანს ეხახუნებოდა ხანგრძლივად, რამაც თავისი კვალი დატოვა... სახეზე – კონკრეტულად ცხვირზე, წვერებზე, მუხლებზე, ფეხებზე სისხლი შერეულია ერთი სახის მტვერთან; სავარაუდოა, რომ სიარულის დროს დაეცა და მიყენებულ ჭრილობებზე მტვერი აეკრა... სუდარაზე აღბეჭდილია გარდაცვლილის სხეულზე მიმდინარე 40 –საათიანი პროცესები, - თუ მეტ ხანს დარჩებოდა სხეული სუდარაში, მაშინ დაიწყებოდა ხრწნის შესაბამისი პროცესები, რაც ახლა არ აღინიშნება; განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთი ნიუანსი, - ნაწამები სხეული გახვეული იყო სუდარაში, ყველა ჭრილობა, სისხლის ყოველი წვეთი აღიბეჭდა ქსოვილზე, შემდგომ მოხდა ძლიერი გამოსხივება, რაც გადავიდა სხეულზე, ოღონდ სადაც ეს ლაქები იყო, იქ არ გადასულა. ე.ი. ჩვენ შემდეგი სურათი გვაქვს; არის ადამიანის უზუსტესი გამოსახულება, მაგრამ იქ, სადაც სისხლია გადმოღვრილი, ისევე დარჩა, გამოსხივება მას არ შეხებია, ბუნებრივია, სისხლს შეიშრობდა ქსოვილი, ორი-სამი დღის შემდეგ ეს ნაფენი, რომ ავიძროთ, გამხმარი სისხლი კანის ქსოვილებს დააზიანებს – კანი აიხევა. გასაოცარია, რომ სისხლის წვეთები , რომელიც ეხებოდა სხეულსაც და სუდარასაც, თავის ფორმას არ კარგავს. წვეთი ხომ სფეროსებური, ნახევარსფეროსებურია და გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ სხეული ისეა სუდარიდან გამქრალი, სისხლის წვეთის ფორმა შეცვლილი არ არის. რაც შეეხება უშუალოდ ჯვარცმას: - როდესაც მეომრები მივიდნენ წვივების გადასამტვრევად, აღმოჩნდა, რომ მაცხოვარი უკვე გარდაცვლილი იყო, მის მარჯვნივ და მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკები კი – არა. თუ რატომ გარდაიცვალა მაცხოვარი ადრე, ამასაც თავისი ახსნა აქვს. ტურინის სუდარის გამოკვლევა იმასაც ადასტურებს, რომ ის, ვინც სუდარაში იყო გახვეული, საკმაოდ მკვრივი აღნაგობის, ძლიერი მამაკაცი ყოფილა. საქმე იმაშია, რომ მაცხოვარი დაისაჯა ორჯერ და ფიზიკურად ძალიან იყო დასუსტებული. გვახსოვს მისი მძიმე განცდები გეთსიმანიის ბაღში – სისხლის წვეთები ჩამოსდიოდაო ლოცვის დროს ოფლის მაგივრად, - ვკითხულობთ სახარებაში. მედიკებმა იციან, რომ როცა ადამიანი ძლიერ განცდებშია, პერიოდულად კაპილარები წყდება და სისხლი მოჟონავს სხეულიდან ოფლთან ერთად. ეს ძლიერ ფიტავს ადამიანს და ძალზე მტკივნეული ხდება კანი. გარდა ამისა უფალს შეურაცხყოფდნენ, ურტყამდნენ, ამავე დროს, იგი ღამენათევი იყო და ნაპატიმრალი, - მთელი ღამე მეფესთან და პილატესთან დაატარებდნენ დაკითხვებზე, სცემდნენ, დასცინოდნენ. პილატეს არ სურდა მისი დასჯა და იფიქრა, თუ მას დავსჯი გამათრახებით, იქნებ ხალხის გული მოლბეს და სიკვდილით აღარ დასაჯონო; რომაული სამართლის მიხედვით, ადამიანს ორჯერ არ სჯიდნენ, დამნაშავე ისჯებოდა ერთი სასჯელით, მაგრამ პილატე მოტყუვდა, - გამძვინვარებული ხალხის გული არ მოლბა და მიუხედავად ისეთი სასტიკი დასჯისა, როგორიც იყო გამათრახება, მაინც გადაუცყვიტა დასჯა... ტურინის სუდარა ადასტურებს, რომ ის, ვინც გახვეული იყო სუდარაში, გარდაიცვალა გაგუდვით და სავარაუდოდ – გულის გასკდომითაც. ამას ადასტურებენ გერმანელი ნაცისტებიც, რომლებიც ხედავდნენ, რომ მათგან ჯვარცმული ადამიანები, კვდებოდნენ გაგუდვით. საერთოდ, სუნთქვა ხდება გულმკერდის კუნთების გაფართოებით, მოყვება გულმკერდის შიდა სივრცის გაფართოება, რის შედეგადაც ჰაერი შედის ფილტვებში, შემდეგ იკუმშება ეს კუნთები და ჰაერი გამოიდევნება . ჯვარცმის ჟამს ადამიანს იმგვარი მდგომარეობა უკავია, რომ მის კუნთებს აღარ აქვს უნარი ფილტვები გააფართოოს. იმისათვის, რომ მან ეს შეძლოს, უნდა დაეყრდნოს ფეხებს, წამოიწიოს ოდნავ და ჩაისუნთქოს. ჯვარცმულის წამოწევა შეუძლებელი ხდება, რადგან ორივე ხელი მილურსმული აქვს, ამიტომ ჯერ ერთი მხარი უნდა წამოიწიოს და ფეხებს დააწვეს, შემდეგ – მეორე (ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ სუდარაზე აღბეჭდილია გახეხილი მხრების ნაკვალევი და მაჯებიდან ჩამოსული სისხლის ორი ნაკადი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ძლიერი ტკივილის გამო ხელი სამსჭვალის ირგვლივ ტრიალებდა). უფალს უსასტიკესი ტკივილების გადატანა უხდებოდა, რათა დაყრდნობოდა სამსჭვალს, რომელიც მის წმიდა ფეხებში იყო გაყრილი. სუდარა ადასტურებს იმასაც, რომ მაჯებში გაყრილი სამსჭვალი პირდაპირ ნერვში იყო მოხვედრილი, სუდარაში გახვეულ ადამიანს ორივე ცერა თითი მოკეცილი ჰქონდა – ეს კი იმ შემთხვევაში ხდება, როცა ზიანდება მაჯაში გამავალი ნერვი, რომელიც ამოძრავებს ცერა თითს. (ამას ადასტურებენ გერმანელი ნაცისტებიც). წარმოვიდგინოთ კუნთოვანი სამსჭვალი, რომელზედაც ტრიალებს სხეული – ეს არის საშინელი, ენით აუწერელი ტკივილი, მაგრამ ამ უმნიშვნელო წამოწევებს რეფლექსურად აკეთებდა სხეული, რათა ესუნთქა. და, რადგან იგი ძლიერ იყო დასუსტებული ტანჯვის გამო,რომელიც ხშირად თავად იწვევდა სიკვდილს, სწორედ ამიტომ მისმა ორგანიზმმა ვეღარ შეძლო სუნთქვა, ვეღარ აიწია, რათა ჩაესუნთქა და გაგუდვით აღესრულა და, როგორც მედიკები ადასტურებენ – გულის გახეთქვითაც... |
მატასი |
![]()
პოსტი
#39
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
შაბათს "ჟურნალისტის დღიურში" მზეზე იქნება ფილმი ტურინის სუდარაზე.
20:30 ზე -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
tamara |
![]()
პოსტი
#40
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
УЧЕНЫЕ УТОЧНЯТ ВОЗРАСТ ТУРИНСКОЙ ПЛАЩАНИЦЫ (видео)
Лаборатория радиоуглеродного анализа Оксфордского университета (ORAU)проведет заново исследование Туринской плащаницы с тем, чтобы уточнить время ее происхождения. Именно ORAU в 1988 году объявила о том, что плащаница - поздняя фальсификация XIII-XIV веков. Возглавляющий ORAU профессор Кристофер Рэмзи пояснил цель проекта: двадцать лет назад калибровка результатов радиоуглеродного анализа была менее точной, к тому же сейчас в распоряжении ученых находится больше сведений о том, как ведет себя изотоп С14 в атмосфере. Более того, не исключено, что для исследования были получены более поздние куски ткани - "заплатки". Впрочем, по мнению Рэмзи, маловероятно, что новые результаты будут радикально отличаться от старых, но все же их стоит перепроверить. Дело в том, что в 1988 году независимые датировки плащаницы проводили сразу три признанных во всем мире института: ORAU, университет Аризоны, Швейцарский федеральный технологический институт в Цюрихе. Разброс дат составил от 1260 до 1390 годов нашей эры, в результате единого мнения по поводу возраста плащаницы так и не существует. В документальном фильме на BBC2 предполагается не только озвучить более точные датировки, но и подробно осветить историю так называемых Константинопольской и Иерусалимской плащаниц, которые, вероятно, являются одной и той же реликвией, известной как Туринская плащаница, пишет Лента.ру http://apinews.ru/053253843/1858392155 აქ ვიდეოფაილია |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი