სენატის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა, ჯგუფი: co-moderator |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სენატის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა, ჯგუფი: co-moderator |
admin |
May 19 2008, 09:48 PM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 4,393 რეგისტრ.: 22-July 06 მდებარ.: სერვერთან ახლოს წევრი № 1 |
მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს სენატის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა თანამოდერატორის (ჯგუფი: co-moderator) თანამდებობის შემოღებისა და მისი უფლება-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს განყოფილებების უკეთ მართვის მიზნით, ინტერნეტ-სივრცეში და ფორუმებზე არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, 3 მაისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ასამოქმედებლად სენატმა დაადგინა თანამოდერატორის არჩევის წესი და უფლებამოსილებები: 1. თანამოდერატორი არის ფორუმის ერთ-ერთი განყოფილების თანამმართველი შესაბამის მოდერატორთან ერთად. 2. თანამოდერატორს უფლება აქვს მხოლოდ გადაიტანოს პოსტი ან დახუროს თემა. 3. თანამოდერატორი უფლებამოსილი იქნება შევიდეს მოდერატორებისთვის განკუთვნილ დახურულ განყოფილებაში. 4. თანამოდერატორს ადმინისტრატორის წარდგინებით და შესაბამისი მოდერატორის თანხმობით, ან შესაბამისი მოდერატორის ინიციატივით და ადმინისტრატორის თანხმობით, ნიშნავს სენატი. 5. დაკისრებული მოვალეობების სათანადო დონეზე შესრულების შემთხვევაში, ადმინისტრატორი სენატის თანხმობით უფლებამოსილია გაიყვანოს იგი არჩევნებზე, სადაც ფორუმის წევრები აირჩევენ მას მოდერატორად. 6. გადაწყვეტილება თან დაერთოს ფორუმის წესებს. -------------------- რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.
ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება. შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 06:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი