IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> "ჩვენი სარწმუნოება", არქ.რაფაელი
saria-giorgi
პოსტი May 7 2008, 10:55 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



რატომ არსებობს დედამიწაზე ასობით რელიგია,ურთიერთშეუთანხმებელ
და ამავე დროს ჭეშმარიტების პრეტენზიის მქონე?საით მივყავართ მათ?მაცხოვნებელი არიან კი ისინი?ან იქნებ მათი ბოლო მეტაფიზიკური უფსკრულშია?საიდან გაჩნდა წარმოდგენათა და სისტემათა ეს სიმრავლე?თუკი კაცობრიობა ერთი ფესვიდან წარმოდგება,მაშინ რატომ არ აქვს მას ერთიანი მსოფლმხედველობა?ამ კითხვებზე პასუხს ძნელად სცემს თანამედროვე ადამიანი,რომელიც ფილოსოფიურ-ზნეობრივ პრობლემატიკასთან ჰუმანიზმის პოზიციიდან მისვლას მიეჩვია და მაინც,ეს საკითხი განაგრძობს სინდისის შეშფოთებას და აგნოსტიკური პოზიცია-"არ ვიცი" სულს კმაყოფილებას არ ანიჭებს.რელიგიური პლურალიზმის ჩანასახი თავად ცოდვით დაცემაშია.უკვე ადამის ცოდვაში გაცხადდა ორღმერთიანობა:მას სწამს ღმერთის,ამავე დროს სწამს სატანის,როგორც ახალი"კეთილი ღვთაების".ცოდვას თან მოაქვს განყოფა.შინაგანი დაგარეგანი განყოფა აზიანებს ადამიანის შემადგენლობას,სული და სამშვინველი უწინდელ ჰარმონიას კარგავენ:სული ზეცისაკენ მიპყრობილ თვალს ხუჭავს,სამშვინველი მიწას კიდევ უფრო ეჯაჭვება.ცოდვა აუკუღმართებს ადამიანური ბუნების იერარქიას-სამშვინველი სულზე ბატონობას იწყებს.ღმრთის შემეცნების შინაგანნი შუქი მკრთალდება,უშუალო გამოცდილება სიმბოლიკით იცვლება,რელიგია ემყარება გარეგნულს:სიტყვიერ გადმოცემებსა და რიტუალებს,რომელთაგან უმნიშვნელოვანესი-მსხვერპლშეწირვაა.
რელიგია ღმრთის ჭვრეტიდან წყვდიადში ღმერთის ძიებად გადაიქცევა;ცოდვამ ურთიერთისაგან გათიშა სამშვინველის ძალები,მოწყვიტა რა გონება,გრძნობა და ნება,სულიერ ინტუიციებს.ადამიანმა დაკარგა უტყუარობის კრიტერიუმი-უშუალო ჭვრეტა.ცოდვით დაცემის შემდგომ საკუთარ ძალებზე მინდობილი ადამიანი"გამომგონებელ არსებად"გადაიქცა.ადამის ცოდვა პირველი ცდა იყო დემონთან ურთიერთობისა,მისი იმპულსი კაცობრიობაში მოქმედებას განაგრძობს.ადამიანის გრძნობები ვნებებად გარდაიქმნება;გამომგონებლობა მის მთავარ ვნებას-ამპარტავნებას,უხვ საკვებს აწვდის.დემონის თაყვანისცემა,როგორც რელიგიური მეტაფიზიკის მყარი არსებობა,პირველად კაენის შთამომავლობაში გაჩნდა.ძმის მკვლელობას სულიერი და მშვინვიერი ძალების ახალი რღვევა,დეგრადაცია და ცვლილებები მოჰყვა.
სულის ძალა-ეს ზეგრძნობადი ფენომენების ჭვრეტაზე დამყარებული შემოქმედებაა,სამშვინველის ძალა კი გამომგონებლობა,რომელიც ვარაუდებს ემყარება.გამოცხადებას დევნის და ენაცვლება ფილოსოფია.გადმოცემები თანდათან ირევა და ქრება მითოლოგიაში.დემონურ რელიგიებს თავიანთ გამოვლინებებში ფილოსოფიური სკოლისა და თეატრის კავშირი წარმოადგენს.კაენის შთამომავლობამ გზა თეიზმიდან სატანიზმამდე სწრაფად განვლო.მოგვიანებით მან,აბელი თომთან შეერთებულმა,რელიგიური თვალსაზრისით მისი ასიმილირება მოახდინა და თან გაიყოლა.აი იმის მაგალითი,როცა ერთმანეთთან შეხამებული სიკეთე და ბოროტება კიდევ უფრო მეტ ბოროტებას წარმოშობენ.წარღვნამდელი ისტორია ერთგვარ"მოქმედ წინასწარმეტყველებას"წარმოადგენდა ქვეყნიერების ესქატოლოგიის შესახებ.ეს კაცობრიობის ისტორიის მოკლე კონსპექტია.
ჩვენთვის ახალი რელიგიების წარმოშობა და გამრავლება აღიქმება,როგორც თავდაპირველი გადმოცემის დაკარგვა,რომელსაც ადამიანის გამოღვიძებული სული ინახავს.წარღვნის შემდგომ პერიოდში ნაწვიმარძე სოკოებივით გაჩენილ სხვადასხვა რელიგიები სამშვინველისა და ამაყი სულის გამომგონებლობის შედეგს წარმოადგენს,რომლებსაც თავიანთი ძალისხმევით სურდათ დანახვა და მიღწევა იმისარასაც სულს მხოლოდ მადლი უცხადებს.
მართლმადიდებლობის გარდა ყველა სხვა რელიგია გარეგან ძალებზე დაყრდნობისაკენ ისწრაფვის.სულს გარეგანზე დაყრდნობა არ სჭირდება იმდენად,რამდენადაც ის მარადისობისაკენაა მიპყრპობილი.სამშვინველი კი მიწიერი ყოფისკენაა მიმართული.მშვინვიერი რელიგიები ფიზიკურ სუბსტრატს ან გარეგან დასაყრდენს ეძებენ.იუდაური რელიგიაში ამ დასაყრდენს ეროვნული სოლიდარობა წარმოადგენს.ამის გარეშე თალმუდი(თალმუდი (ძვ.ებრ.)–ებრაელთა რელიგიური,საყოფაცხოვრებო,სამ
ართლის წესეწბისა და კანონების კრებულია,შედგენილი ბიბლიის წიგნების განმარტებათა საფუძველზე)გაქრებოდა;მაჰმადი
ანობა ექსპანსიის საშვალებით გავრცელდა,ის იარაღის ძალას ეყრდნობოდა;კათოლიციზმი ორგანიზაციას,დისციპლინას და გარეგნულ ავტორიტეტს ემყარება,რომელიც პაპშია ხორცშესხმული.პროტესტანტიზმი წმიდა წერილისადმი პედანტურ მიდგომას ეყრდნობა,რომლის მიღმა არა სული,არამედ ადამიანური ინტელექტი დგას,ამიტომ თვით ბიბლია იქცევა გარეგნულ ავტორიტეტად.გარდა ამისა სექტები ურთიერთდახმარების სისტემას,კონფესიურ სოლიდარობას ემყარება,როგორც საზოგადოებრივ თავდებობას.მართლმადიდებლობაში გარეგნული საყრდენი არ არის.იმ საყრდენს კი,რომლებიც ისტორიულად ჩნდებოდა,როგორც სიმფონია ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის,დროებითი ხასიათი ჰქონდა–ისინი ღმრთის განგებით ინგრეოდა და მართლმადიდებლობა ყოველგვარ სოციალური, პოლიტიკური, ინტელექტუალური და მხარდაჭერის გარეშე რჩებოდა.ის თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დაუცველ კონფესიად ეჩვენება,მაგრამ ეს მოჩვენებითი უსუსურობა და სიმარტოვე ამ ვნებიან და დემონიზირებულ მსოფლიოში სწორედ იმაზე მეტყველებს,რომ ის არ არის ამქვეყნისაგან,რომ ის გამოცხადებაა სულისა და არა სამშვინველის გამონაგონი.მართლმადიდებლობა არ ეყრდნობა მეცნიერებას,რის გაკეთებასაც თანამედროვე კათოლიციზმი და პროტესტანტობა მოითხოვს.ის ფილოსოფიური ინტერპრეტაციებისათვის უცხოა.ნიშანდობლივია,რომ მე–20 საუკუნის დასაწყისის რელიგიური მოაზროვნენი,რომლებსაც მართლმადიდებლობისათვის ფილოსოფიური ბაზის შეყენება სურდათ,უმრავლესწილად თვითონ აღმოჩნდნენ მართლმადიდებლობის გარეთ და თავიანთი თხუზულებები დაგვიტოვეს,როგორც ინტელექტუალური მარცხის გამოვლინება.მეცნიერება ახალს არაფერს არ გვეუბნება,უბრალოდ არსებულის წარმოჩინებას ემსახურება.
მართლმადიდებლური ასკეტიზმი თავის მტრად ფანტაზიას მიიჩნევს,როგორც დემონური ძალების სარბიელს.ის ასწავლის,რომ ცოდვა ფანტაზიის მეშვეობით მჟღავნდება და უპირველესი ასკეტური წესია განიწმიდოს გონება სახეებისა და ზრახვებისაგან.
მართლმადიდებლობა უარყოფს ფილოსოფიის უპირატეს შესაძლებლობას ჭეშმარიტების წვდომისა მაშინ,როცა რაციონალისტური კონფესიები და სექტები თავიანთ ცდომილებების აპოლოგიას ინტელექტუალურ ფანტაზიებში პოულობენ.მართლმადიდებლობა უარყოფს ესთეტიზმს,როგორც"სილამაზეს სილამაზისთვის",რასაც დროებითის უკვდავყოფის ერთ-ერთ მცდელობად თვლის.მართლმადიდებლობა უარყოფს ყოველივე იმას,რასაც სხვა რელიგიები და კონფესიები სამშენებლო მასალასავით აგროვებენ.
ჩვენთვის შეკითხვა:შეიძლება თუ არა სხვა რელიგიებში ცხონება,ისევე გაუგებარია,როგორც შეკითხვა:შეიძლება თუ არა გამოიგონო სხვა ღმერთი,შეიძლება თუ არა გამოიგონო ეკლესია,შეიძლება თუ არა საკუთარი ფანტაზიის მეშვეობით ღმერთთან ურთიერთობა.
ჩვენი სარწმუნოება ყველაზე ხნოვანია.ბიბლიის წიგნთან შედარებით დანარჩენი რელიგიები,რომლებმაც რაიმე წერილობითი დატოვეს,გაცილებით გვიან გაჩნდა.მართლმადიდებლობა-ქრისტეანობის ყველაზე ძველი ფორმაა,რომელსაც ცვლილებები დარეფორმა არ განუცდია.ამიტომ სწორედ მართლმადიდებლობაში ვხედავთ პირველ მამათაგან ძცელი და ახალი აღთქმის ეკლესიებით მომავალ უწყვეტ ძაფს-მადლის ერთიან კალაპოტს,რომელიც სათავეს სული წმიდის გარდამოსვლის დღიდან იღებს.
დანარჩენი რელიგიებისა და კონფესიების ისტორია-მათი რეფორმაციებისა და ცვლილებების ისტორიაა.რეფორმას არასრულყოფილი განიცდის,მაგრამ ამით სრულყოფილი მაინც არ ხდება,ხოლო მართლმადიდებლობაში ჭეშმარიტება უცვლელი რჩება.
ინდუისტური რელიგიები ადამის ცდუნებას იმეორებენ:ისინი ადამიანს არწმუნებენ,რომ ის თავისი ბუნებით ღმერთია,ანუ ადამიანის ამპარტავნების მუწუკს ჩხრეკენ.გარდა ამისა,რეფორმირებული ინდუისტური სექტები,რომლებიც თანამედროვე ადამიანის პრაგმატიზმს ითვალისწინებენ,მას განსაკუთრებულ ოკულტურ ცოდნას და ძალას პირდებიან.შეიძლება ითქვას:წარმართობის თანამედროვე რენესანსი იმითაა განპირობებული,რომ რელიგიაშიც კი ადამიანი ღმერთთან ურთიერთობას არა თვით უარყოფის მეშვეობით ეძებს,არამედ დამატებით ენერგეტიკის საშუალებას და თავის მნიშვნელობის დამტკიცებას ესწრაფვის.მაგია და ოკულტიზმი,როგორც ასარჩევ საქონელს,მას თავის"საორტიმენტს"სთავაზობს.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th April 2021 - 06:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი