IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> "კათოლიციზმის შესახებ", რა დოგმატური ცთომილებებია კათოლიკეებთან
კანონისტი
პოსტი May 8 2008, 05:48 PM
პოსტი #21


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დავით ივერიელი
ციტატა
ქრისტემ ისედაც ხმიადით არ აზიარა?

no.gif

გაფუებული პურით yes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 9 2008, 10:43 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



დავით ივერიელი
ციტატა
რაც შეეხება ზოგადად პურის უფუარობას არ მესმის რა, ქრისტემ ისედაც ხმიადით არ აზიარა?

აიტ შე მწვალებელო ეს რეებსა წერამ? biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
seminaristi
პოსტი May 10 2008, 10:40 AM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 5-July 07
მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო
წევრი № 2,395



ციტატა(დავით ივერიელი @ May 8 2008, 05:31 PM) *

seminaristi



საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის თუ არა დამოუკიდებელი კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან?

რომელი დოკუმენტით და როდის შეაჩვენა საქართველოს ეკლესიამ რომისა?


საქართველო ეკლესია არის არა "დამოუკიდებელი კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან", არამედ მასთან ევქარისტიით შეკრული, ავტოკეფალური (და არა სრულიად დამოუკიდებელი) ეკლესია. სწორედაც რომ, არა მხოლოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ შეაჩვენა კათოლიკური მწვალებლობა, არამედ ყველა ჭეშმარიტმა, მართლმადიდებელმა, მართლაღმსარებელმა ქრისტეანმა. ეს ქრისტეანები, ეს კრებული იყო სწორედ ქრისტეს ეკლესია, რომელიც არა მარტო კონსტანტინეპოლში, არამედ მთელ მსოფლიოში იყო და მათ შორის საქართველოშიც. ვინაიდან, ქართულ ეკლესიას რომ არ დაეგმო კათოლიციზმი, მაშინ მრწამსში ჩვენთანაც იქნებოდა "და დისაგან" (ღმერთმა გვაშოროს ეს სულის წარმწყმედელი უშვერება). ჩვენ, მართლმადიდებლები კი, მართლმადიდებლობის ზეიმზე, ერთიანად ვგმობთ ყველა მწვალებლობას, მათ შორის რომაულ პაპიზმსაც.
ბოლოს კი შეგეკითხები: ამ მარხვაში, საქართველოში, ჩვენს ეკლესიაში, წმ. გრიგოლ პალამას ხსენება იდღესასწაულე? იმედია, ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვს. ამიტომაც, მეორე კითხვასაც დაგისვამ: რატომ დღესასწაულობს მსოფლიო ეკლესია და მათ შორის საქართველოს ეკლესია წმ. გრიგოლ პალამას ხსენებას? ვინ იყო ეს წმიდანი?


--------------------
"Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი May 10 2008, 11:06 AM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



გაგრძელება "პაპის უცდომელობის შესახებ".

რომის მღვდელმთავრის უცდომელობას კათოლიკეები ყოველთვის იმ სწავლების ბუნებრივ შედეგად განიხილავდნენ,რომლის თანახმად პაპი იყო პეტრე მოციქულის მემკვიდრე,ქრისტეს მოადგილე და ეკლესიის მეთაური.
პაპის უცდომელობის შესახებ ოფიციალუ დოგმატად 1870წელს ვატიკანის პირველმა კრებამ მიიღო და განმეორებულ იქნა 1962-1965წ.წ ვატიკანის მე-2 კრების მიერ.
კათოლიკურ სამყაროში ამ დოგმატის გამოცხადებამ პროტესტი გამოიწვია.მათ გამოეყვნენ "მორწმუნეები",რომლებიც თავიანთ თავს ძველ კათოლიკეებს უწოდებენ.მათ რიგებში იყვნენ პროფესორები:დელინგერი.შულტე,რეინკენსი და სხვები."ძველ კათოლიკეთა" ეკლესია დღესაც არსებობს და მისი ხელმძღვანელია უტრეხტის მთ.ეპისკოპოსის ტიტულით მოიხსენიება.
ეკლესია არასდროს არ აღიარებდა პაპების შეუმცდარობას,სარწმუნოების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად იკრიბებოდა მსოფლიო საეკლესიო კრებები,რომლებსაც პაპის ლეგატები ზოგჯერ არც კი ესწრებოდნენ(მაგ.მე-2 მს.კრება ქალაქ ეფესოში 381წ.)
დასავლეთის ეკლესიის მსოფლიო ეკლესიიდან გამოყოფის შემდეგაც რომის ეკლესია და მათი კრებები არ აღიარებდნენ პაპების შეუმცდარობას.მაგ.პაპი ადრიანე მე-6(1522-1523)ამტკიცებდა,რომ პაპი შესაძლოა შეცდეს სარწმუნოების საკითხებში და თავისი დეკრეტებით გაავრცელოს მწვალებლობა.მისი ბრძანებით დაიხურა ვატიკანის PELVEDE-ი,რომელიც პაპის ამალის დროსტარების ადგილი იყო.კრებები ასამართლებდნენ და განკვეთდნენ რომის პაპებს:პიზის კრებამ 1409წ.გადააყენა პაპი გრიგოლ მე-12 და ბენედიქტე მე-13.კონსტანცის კრებამ(1414-1418წ.წ)ხარსხი აჰყარა პაპ იოანე 23-ე.
მრავალი შემთხვევაა ცნობილი,როცა პაპები ერეტიკულ სწავლებასა და სჯულგანდგომილებაში ვარდებოდნენ,აუქმებდნენ ან ცვლიდნენ თავიანთი წინამორბედების სწავლებას.ასე მაგალითად:პაპი ვიქტორი(192წ)იწონებდა მონტანისტურ მწვალებლობას;პაპი მარცელინი(296-303წ.წ)დიოკლეტიანეს და წმიდა გიორგის თანამედროვე-შევიდა ვესტას ტაძარში და მსხვერპლი შესწირა ცრუ-ღვთაებას,ანუ ეშმაკს,(წმ.გიორგი კი მხოლოდ იმიტომ აწამეს,რომ კერპებს მსხვერპლი არ შესწირა);ლიბერიუსი(358წ.)ათანასე დიდის ეკლესიიდან განკვეთას და არიანობის მიღებას დაეთანხმა მხოლოდ იმიტომ,რომ გაეთავისუფლებინათ გადასახლებისგან და დაებრუნებინათ წინანდელ კათედრაძე;ზოსიმე(414-418წ.წ)იწონებდა პელაგიანურ მწვალებლობას,რისთვისაც მე-6 მსოფლიო კრებამ ის დაგმო;ლეონ მე-3(809წ.)"ფილიოკვეს"შესახებ სწავლება დაგმო და რომის ეკლესიას მცნებად დაუწესა-იგი არასოდეს მიეღოთ.ბენედიქტ მე-8(1014)შემოიღო"ფილიოკვე"რწმენის სიმბოლოდ;რომის პაპი წმიდა გრიგორი დიდი(590-604წ.წ)გმობდა პაპის უპირატესობას;ამტკიცებდა,რომ მთელი ეკლესიის ძალაუფლებისაკენ ეკლესიის ერთ-ერთი წინამძღოლის მისწრაფებამ,მსოფლიო ეკლესია შეიძლება საფუძველში შეარყიოს.იგი ანტიქრისტეს უწოდებდა მას,ვინც სამყაროს ეპისკოპოსის ტიტულს მიისაკუთრებდა;ბონიფაცი მე-8(1302წ.),ევგენი მე-4(1432წ.),პავლე მე-4(1559წ)პაპის ბულებში განამტკიცებდნენ ამ მისწრაფებას;სიქსტ მე-5-მ(1585-1590წ.წ)გამოსცა მისი უშუალო ხელმძღვანელობით შესწორებული ლათინური ბიბლიის თარგმანი,რომელშიც უამრავი შეცდომა იყო და მისი გამოყენება ყველასათვის სავალდებულო გახდა;ამისათვის მან გამოსცა სპეციალური ბულა ანათემის მუქარით.მემკვიდრე პაპს სასწრაფოდ მოუწია ამ ბიბლიის ხმარებიდან ამოღება.პაპი პიუს მე-8(1800-1823წ.)გააუქმა იეზუიტთა ორდენი-ორი საუკუნის განმავლობაში პაპის დასაყრდენი ძალა,რომელიც ნება დართული იყო პავლე მე-3(1534-1549წ.წ)მიერ.პაპმა პიუს მე-6 1814წელს ეს ორდენი აღადგინა.
უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მხოლოდ მთელ ეკლესიას მინიჭა უცდომელობა.ცალკეული ადამიანი კი ყოველთვის შეიძლება შეცდეს და გამოთქვას არასწორი შეხედულება.არ აქვს მნიშვნელობა ეს პატრიარქი იქნება თუ ჩვეულებრივ რიგითი ადამიანი.
როგორც პავლე მოციქული ბრძანებს,ეკლესია არის"სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი"(1ტიმ.3.15)"საქმე მოციქულთადან" ჩანს,რომ მოციქულებმა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად კრება მოიწვიეს,რომრლზეც ერთობით(და არ ცალკეული პიროვნებების ავტორიტეტით)დაამტკიცეს ეკლესიის სწავლება.
თული სულიწმიდით აღსავსე მოციქულებს სჭირდებოდათ ერთმანეთის აზრის გაზიარრება,რაღა უნდა ვთქვათ რომის პაპებზე,რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ.

ისეთი დანაშაული არ არსებობს,რომის პაპებს რომ არ ჩაედინოთ:მკვლელობები,ღალატი,,ასობით ქალწულის შეცდენა,მიცვალებულთა გასამართლება,სოდომური ცოდვა(მამათმავლობა ანუ ცისფერები იყვნენ),სისხლის აღრევა,ვაჭრობა,რითაც კი შეიძლება- სინდისით,ტიტულებით,ინდულგენც
იებით;კოცონზე დაწვა-ადამიანის,წიგნის,ნათელი აზრის;ინკვიზიცია,ჯვაროსნული ლაშქრობები და მრავალი სხვა,ერთიმეორეზე უფრო ზარდამცემი.

მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:
სიქსტ 4-ის(1471-1481წ.წ)ცხოვრება პაპობის საბრალდებო აქტად გამოდგებოდა.იგი მამათმავლობის ცოდვაში იყო,ძარცვავდა ხალხს.მისი ჩადენილი ყველა ბოროტება დარჩრდილა პურის საკითხში გატარებულმა ღონისძიებამ-ნახევარ რუბიოდ ნაყიდ პურს სამ რუბიოდ ჰყიდდა.ადამიანები შიმშილით წყდებოდნენ,ხოლო პაპი ხალხს ინდულგენციებით უკანასკნელ გროშებს სტყუებდა.
ინოკენტი მე-8(1484-1492წ.წ)მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს მის მიერ დაღუპულ ადამიანთა რაოდენობით.1484 წელს მან გამოსცა ცნობილი ბულა,რომლითაც გამოაცხადა"კუდიანებზე ნადირობა"
პაპ ალექსანდრე მე-6(1492-1503წ.)თვითონ იყო სისხლის აღრევის ნაყოფი.ალექსანდრეს ბრძანებით ინკვიზიციამ 1498წ. 23-მაისს კოცონზე დაწვა სავონაროლი-ფლორენციელი მქადაგებელი,რომელმაც მისი გარყვნილების წინააღმდეგ ილაშქრა.
ალექსანდრე მე-6 გადაწყვეტილი ჰქონდა კარდინალების მოწამვლა(მათი ქონების მითვისების მიზნით).ნადიმზე,სადაც კარდინალები ჰყავდა მიწვეული,შეცდომით სწორედ მას დაუსხეს საწამლავი ღვინო,ხალხმა როგორც კი გაიგო პაპის გარდაცვალების ამბავი,ქალაქში არნახული ზეიმი დაიწყო.ყველა წმ.პეტრეს თაძრისკენმიიჩქაროდა,რათა საკუთარი თვალით ენახათ პაპის გვამი.
ლეონ მე-10-ის(1513-1521წ)ბრძანება ასე იწყებოდა:მღვდელმთავარს,როგორ
ც წმიდა პეტრესა და იესუ ქრისტეს მოადგილეს მინიჭებული აქვს უფლება...მიუტევოს ყოველგვარი დანაშაული და ყველა ცოდვა შეუნდოს მონანიების საიდუმლოთი,ხოლო სასჯელს ცვლის ინდულგენციებით.
პაპმა გრიგოლ მე-13 (1572-1585წ),რომლის სახელთანაა დაკავშირებული"კალენდრის შესწორება"(ე.წ.გრიგორიანული კალენდარი),ბართლომეს ღამის ხოცვა-ჟლეტას"ქრისტეანობის უნეტარესი
დღე"
უწოდა; ღმრთის სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა და ამ სამარცხვინო დღის აღსანიშნავად სამახსოვრო მედალი მოაჭრევინა,რომლის ერთ მხარეს გამოსახულია თვით გრიგოლ მე-13,ხოლო მეორე მხარეს ანგელოზი ჯვრითა და მახვილით მუსრავს პროტესტანტებს(ბართლომეს ღამის მსხვერპლთა რაოდენობას 30.000-მდე ვარაუდობენ).ეს იყო ე.წ. ქრისტეანთაგან ქრისტეს სახელით მოყვასთა ჟლეტა.
კლიმენტი მე-8(1592-1605წ)კოცონზე დაწვა ჯორდანო ბრუნო.
პავლე მე-5(1605-1621წ)"აკრძალულ წიგნთა ინდექსით"გაკიცხა კოპერნიკის წიგნი"ციურ სფეროთა მოძრაობის შესახებ".პაპის ინიციატივით ინკვიზიციური პროცესი დაიწყო გალილეო გალილეის,იმ დროის ყველაზე დიდი მეცნიერისა და კოპერნიკის შრომათა პროპაგანდისტის,წინააღმდეგ.განსაკუთრებით იკრძალებოდა თეზისი,რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა-პირიქით;რომ დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრი,რადგან გეოცენტრიზმი იყო გრიგორიანული კალენდრის შემოღების მოტივი.
ურბან მე-8(1623-1644წ)ტრიბუნალში თვითონ გააგზავნა გალილეო გალილეის შრომა და 70წლის ჯამრთელობაშერყეული მეცნიერი ინკვიზიციის სამსჯავროზე წარდგა.ტრიბუნალმა მოხუციგავარვარებული შანთებით აწამა.ამის შმდეგ მოხუცმა სახარებას ხელი დაადო მუხლმოყრით თავის მოსამართლესთას და ფიცით უარყო თავისი აღმოჩენა.ლეგენდის მიხედვით-გალილეიმ ამის შემდეგ მიწას ფეხი დაჰკრა და შესძახა"დედამიწა მაინც ბრუნავს!"იგი ერთხანს საპატიმროში ჰყავდათ,ხოლო შემდეგ,სიკვდილამდე,ინკვიზიცი
ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ცალკე უნდა ითქვას ჯვაროსნული მლაშქრობების შესახებ.პაპმა ინოკენტი მე-3(1198-1216წწ)მოაწყო ოთხი ჯვაროსნული ლაშქრობა,აიღო და დაანგრია კონსტანტინოპოლი.1212წ. მოაწყო ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა-30000 ბავშვს საფრანგეთში შეუერთდა 20000 ბავშვი გერმანიიდან.მათი უმრავლესობა დაიღუპა ალპებში,დაიხრჩო ზღვაში,გადარჩენილები კი ეგვიპტეში მონებად გაყიდა.
პაპ გრიგოლ მე-9(1227-1241წ.)-მისმა არმიამ მარტო ერთ სოფელში დახოცა6000 ქრისტეანი გლეხი(ამასაც ჯვაროსნული ლაშქრობა ერქვა).პაპმა დალოცა ეს"გამარჯვება ეშმაკზე".
კათოლიციზმის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ინკვიზიციას-საგანგებო საეკლესიო სასამართლოს.ინკვიზიცია მე-13 საუკუნეში დაიწყო.60-იანი წლებიდან წამება შემოიღეს.ეპისკოპოსთა მთავარი
ამოცანა"მწვალებელთა" ძებნა და დასჯა გამოცხადდა.ევროპაში ინკვიზიციიც ცეცხლი გიზგიზებდა.დიდი ინკვიზიტორის-ტორკვემადას დროს ცოცხლად დაწვეს 10000-ზე მეტი ადამიანი.ესპანეთში ინკვიზიციის პირვალსავე წელს 1000-ზე მეტი ადამიანი ცოცხლად დაწვეს,აიყვანეს ეშაფოტზე ან ნაჯახით მოჰკვეთეს თავი.1492წ. გადაასახლეს ყველა ებრაელი-170000 ოჯახი-მილიონამდე კაცი,დაახლოებით,3-მილიონი ზანგი და ებრაელი.ლუთერის სიკვდილის შემდეგ დაიწყო პროტესტანტების დევნა.ცეცხლითა და მახვილით დაარბიეს მათი მომხრეებით დასახლებული პუნქტები.არბევდნენ დევიზით:გაწყვიტეთ ყველა,ღმერთი თვითონ გაარჩევს თავისიანებს!ინკვიზიციის ტრიბუნალის გენერალური ინსპეკტორის ინსტრუკცია ასე მთავრდებოდა:გასრისეთ ყველა,ვისაც თქვენი ჯაშუშები მიგითითებენ-დამნაშავეები და უდანაშაულონი,რადგან სჯობს ასი უდანაშაულო დაახრჩო,ვიდრე ცოცხალი დატოვო თუნდაც ერთი დამნაშავე.
წმ.წერილი გვამცნობს:"ბოროტის მოქმედსა სულსა არ შევიდეს სიბრძნე და არც დაიმკვიდროს ხორჩთა შინა განკაფულთა ცოდვათა"(სიბრძნე სოლ.1.4.)
რა თქმა უნდა,შეიძლება იყვნენ,მართლმადიდებელ ეკლესიაში ასეთი ადამიანები,მაგრამ ეკლესია კიცხავდა და გმობდა მათ.კათოლიკურისაგან განსხვავებით,მართლმადიდებელ
ეკლესია არის კრებითი საკრებულო:ანუ აქ ერთი პიროვნება-პატრიარქი ან ეპისკოპოსი ვერ ცვლის ეკლესიის სწავლებას და საერთო სწავლების საწინააღმდეგოდ ვერ იქადაგებს.აქ ყველაფერი საეკლესიო კრებაზე წყდება.თუკი რომელიმე პატრიარქი ან ეპისკოპოსი არაეკლესიურ სწავლებას იქადაგებს ან უღირს საქციელს ჩაიდენს,მას სასჯელს დაადებენ ან მღვდელმსახურებისაგან განაყენებენ.ამასთან მართლმადიდებელი ეკლესია არ ქადაგებს რომელიმე პატრიარქის ან ეპისკოპოსის უცდომელობას,არამედ, პირიქით, მათგან ითხოვს ეკლესიისა და წმიდა მამათა სწავლებისადმი მორჩილებას.
ცნობისთვის პაპები არასდროს დასწრებიან მსოფლიო კრებას.ისინი წარმომადგენლებს აგზავნიდნენ,რომლებიც სხვებთან შედარებით არანაირი უპირატესობით არ სარგებლობდნენ.ეფესოს კრებას პაპის ლეგატიც კი არ დასწრებია.მიუხედავად ამისა,რომის პაპები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მართლმადიდებლობის განმსაზღვრელი კრების საბოლოო დადგენილებას.
პირველი მს.კრება,რომელიც 325წ. ქ.ნიკეაში გაიმართა,თავჯდომარეობდა ეპისკოპოსი ოსია კორდუბელი;
მე-2 მს.კრებას,რომელიც 381წ.რომელიც ქალაქ კონსტანტინეპოლში გაიმართა,თავჯდომარეობდნენ:მე
ლეტი ანტიოქელი,წმ.გრიგოლ ღმრთისმეტყველი,თიმოთე ალექსანდრიელი და ნექტარიოს კონსტანტინეპოლელი;
მე-3 მს.კრებას,რომელიც ქ.ეფესოში 431წ. გაიმართა,თავჯდომარეობდა წმ.კირილე ალექსანდრიელი.
მე-4 მს.კრებას 451წ. ქალკედონში გაიმართა,თავჯდომარეობდა წმ.ანატოლი კონსტანტინეპოლელი;
მე-5მს.კრება 533წ. ქ.კონსტანტინეპოლში გაიმართა,თავჯდომარეობდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი.
მე-6 მს.კრება 680-681წ.წ კონსტანტინეპოლში გაიმართა,მოწვეულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის მიერ(665-685წ.წ)
მე-7მს.კრება 783-787წ.წ ქ.ნიკეაში გაიმართა,თავჯდომარეობდა წმიდა ტარასი,კონსტანტინოპოლის პატრიარქი.

კათოლიკე ეპისკოპოსებთან დოგმატმა პაპის უცდომელობაზე დიდი კამათი გამოიწვია.იგი ვატიკანის პირველმა კრებამ მხოლოდ პაპის მხრიდან კრების მონაწილეებზე ზეწოლის შედეგამ მიიღო.კრებაზე დოგმატის გამანადგურებელი კრიტიკით გამოვიდა კათოლიკე არქიეპისკოპოსი შტროსმაიერი,(რომელმაც დოგმატის წინააღმდეგ მისცა ხმა და ბოლოსდ დატოვა კიდევაც კრება).მან მრავალი მაგალითი მოიყვანა,როვა პაპები კათედრიდან იღებდნენ და აუქმებდნენ თავიანთ და წინამორბედთა გადაწყვეტილებებს;პაპთა მიერ უმძიმესი ცოდვების ჩადენის მრავალი მაგალითი მოიყვანა.მან თქვა:"[b]სულიწმიდით შთაგონებული იქნება ის პაპი,რომელიც ტაძრის კარებთან ვაჭრობს?შეძლებს კი ის ეკლესიის უშეცდომოდ დამოძღვრას?შეგიძლით დაამტკიცოთ,რომ ანგარებისმოყვარე,სისხლის აღმრევი,მკვლელი,სიწმიდეებით მოვაჭრე პაპები ქრისტეს ნაცვლები იყვნენ?დროა მოციქულთა სწავლებას დაუბრუნდეთ,რამეთუ მის გარეშე მხოლოდ დაბნელებულობა და სიბნელე შემოგვრჩა".

უდავოა,რომ "უცდომელობის" შესახებ სწავლება არის ერეტიკუილი,ამპარტავნული,სული
ს წარმწყმედელი სწავლებაა,ეწინააღმდეგება წმ.წერილს,წმიდა გადმოცემასა და ისტორიულ სინამდვილეს.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი May 11 2008, 11:19 PM
პოსტი #25


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ციტატა
საქართველო ეკლესია არის არა "დამოუკიდებელი კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან", არამედ მასთან ევქარისტიით შეკრული, ავტოკეფალური (და არა სრულიად დამოუკიდებელი) ეკლესია. სწორედაც რომ, არა მხოლოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ შეაჩვენა კათოლიკური მწვალებლობა, არამედ ყველა ჭეშმარიტმა, მართლმადიდებელმა, მართლაღმსარებელმა ქრისტეანმა. ეს ქრისტეანები, ეს კრებული იყო სწორედ ქრისტეს ეკლესია, რომელიც არა მარტო კონსტანტინეპოლში, არამედ მთელ მსოფლიოში იყო და მათ შორის საქართველოშიც. ვინაიდან, ქართულ ეკლესიას რომ არ დაეგმო კათოლიციზმი, მაშინ მრწამსში ჩვენთანაც იქნებოდა "და დისაგან" (ღმერთმა გვაშოროს ეს სულის წარმწყმედელი უშვერება). ჩვენ, მართლმადიდებლები კი, მართლმადიდებლობის ზეიმზე, ერთიანად ვგმობთ ყველა მწვალებლობას, მათ შორის რომაულ პაპიზმსაც.ბოლოს კი შეგეკითხები: ამ მარხვაში, საქართველოში, ჩვენს ეკლესიაში, წმ. გრიგოლ პალამას ხსენება იდღესასწაულე? იმედია, ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვს. ამიტომაც, მეორე კითხვასაც დაგისვამ: რატომ დღესასწაულობს მსოფლიო ეკლესია და მათ შორის საქართველოს ეკლესია წმ. გრიგოლ პალამას ხსენებას? ვინ იყო ეს წმიდანი?


biggrin.gif თუ ევქარისტიულ კავშირში ვართ ეკუმენისტებიდან რატომ გამოვედით?


მე სააღდგომოდ ვმარხულობდი და არა საპალმოდ a075.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
seminaristi
პოსტი May 14 2008, 05:14 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 101
რეგისტრ.: 5-July 07
მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო
წევრი № 2,395



ციტატა(დავით ივერიელი @ May 11 2008, 11:19 PM) *

biggrin.gif თუ ევქარისტიულ კავშირში ვართ ეკუმენისტებიდან რატომ გამოვედით?

ევქარისტიულ კავშირში რომ არ ვყოფილიყავით კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, ჩვენი პატრიარქი მსოფლიო იერარქთან არ ილოცებდა. რომის პაპის აქ ყოფნისას კი ერთობლივი ლოცვა არ ყოფილა. მგონი, პატრიარქის ამ ქმედებებში ცხადად ჩანს, თუ ვისთან აქვს ჩვენს ეკლესიას ევქარისტიული კავშირი და ვისთან არა. ეკუმენური მოძრაობიდან გამოსვლა კი არ ნიშნავს მათთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას, რადგან მათ მრწამსში ცვლილება არ შეუტანიათ, ანუ არ იზიარებენ რომაულ კათოლიციზმს.

ციტატა

მე სააღდგომოდ ვმარხულობდი და არა საპალმოდ a075.gif


წმიდანის სახელდების ასეთ ცინიკურ პრიზმაში გატარება მართლმადიდებელს არ ეკადრება. აი, ერთ-ერთი მიზეზიც სარწმუნოებაში შენი ბუნდოვნებისა. ფსალმუნის სიტყვებს გაგახსენებ: "ვინ აღვიდეს სახლსა უფლისასა ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა, უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აღიღოს ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცოს ზაკვით მოყუასსა თვისსა, ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა". ცინიზმისა და ღმრთისმეტყველების შეთავსება კი ისევე შეუძლებელია, როგორც ნათლისა და ბნელისა.


--------------------
"Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 14 2008, 05:18 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



პაპი რა თქმა უნდა ცოდვილია და არავინ არის შეუცდომელი. მაინტერესებს თქვენი აზრით პატრიარქი არ არის შეუცდომელი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი May 14 2008, 05:22 PM
პოსტი #28


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(sergi_glaxa @ May 14 2008, 05:18 PM) *

პაპი რა თქმა უნდა ცოდვილია და არავინ არის შეუცდომელი. მაინტერესებს თქვენი აზრით პატრიარქი არ არის შეუცდომელი?

მგონი შენ თვითონ გაეცი შენ კითხვას პასუხი,თუ ამჩნევ?პაპისტებზე იმიტომ არის საუბარი,რადგანაც მათ ეს დოგმატი შეისისხლხორცეს.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 14 2008, 05:24 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



saria-giorgi
ანუ პატრიარქსაც მოსდის შეცდომები?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 14 2008, 06:43 PM
პოსტი #30


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



sergi_glaxa
ციტატა
ანუ პატრიარქსაც მოსდის შეცდომები?

თავისთავად


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი May 15 2008, 10:53 AM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(sergi_glaxa @ May 14 2008, 05:24 PM) *

saria-giorgi
ანუ პატრიარქსაც მოსდის შეცდომები?


"არა არს კაცი,რომელი სცხონდეს და არა სცოდოს."
მხოლოდ მაცხოვარი იყო ამქვეყნად უცოდველი.ვერ ვგებულობ,პასუხი რატომ არ გაკმაყოფილებს,როდესაც გითხარი შეუმცდარი არავინ არ არის.(იგულისხმება ყველაში პატრიარქიც.)


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 15 2008, 11:55 AM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400




saria-giorgi
ციტატა
"არა არს კაცი,რომელი სცხონდეს და არა სცოდოს."მხოლოდ მაცხოვარი იყო ამქვეყნად უცოდველი.ვერ ვგებულობ,პასუხი რატომ არ გაკმაყოფილებს,როდესაც გითხარი შეუმცდარი არავინ არ არის.(იგულისხმება ყველაში პატრიარქიც.


გეთანხმები


დავით ივერიელი
ციტატა
მე სააღდგომოდ ვმარხულობდი და არა საპალმოდ

ისემც შენ რა გითხარი...აკი დიეტას ვიცავდი წონის დაკლება მინდოდაო? გაუმარჯოს სიმართლეს..რამდენი იცავს ამ 40 დღიან დიეტას ნეტა საქართველოში ..მაგრამ რად გინდა მორჩებიან ამ დიეტას და მიაძღებიან საცა რამეს ნახავენ...ისე ივერიელო, ამ მარხვის მერე მგონი უფრო მომატებული ჩანხარ აი..smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი May 15 2008, 12:43 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



დღეს თუ მოვიცალე განვაახლებ იმ საკითხებზე საუბარს რაც პასუხგაუცემელი დავტოვე.
მომავალი თემა შეეხება"სულიწმიდის გამომავლობის" საკითხს,რაც დამახინჯებულად ესმით კათოლიკებს.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი May 16 2008, 12:05 AM
პოსტი #34


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ციტატა
ეკუმენური მოძრაობიდან გამოსვლა კი არ ნიშნავს მათთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას, რადგან მათ მრწამსში ცვლილება არ შეუტანიათ, ანუ არ იზიარებენ რომაულ კათოლიციზმს.


აბა რატომ გამოვიდა ჩვენი ეკლესია ეკუმენისტური საბჭოდან? პირდად თქვენ ეკუმენისტები მწვალებლებად მიგაჩნიათ?

ციტატა
წმიდანის სახელდების ასეთ ცინიკურ პრიზმაში გატარება მართლმადიდებელს არ ეკადრება. აი, ერთ-ერთი მიზეზიც სარწმუნოებაში შენი ბუნდოვნებისა. ფსალმუნის სიტყვებს გაგახსენებ: "ვინ აღვიდეს სახლსა უფლისასა ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა, უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აღიღოს ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცოს ზაკვით მოყუასსა თვისსა, ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა". ცინიზმისა და ღმრთისმეტყველების შეთავსება კი ისევე შეუძლებელია, როგორც ნათლისა და ბნელისა.



ეს გრიგოლ ხანძთელიდან იცით ალბათ, რომელიც გამოცდების ჩაბარებისთვის დაიზეპირეთ... ჩემს რწმენაზე თქვენი აზზრები ნაკლებად მაინტერესებს...

იმის წარმოდგენაც კი სასოწარკვეთილებაში მაგდებს მსგავსი იდეოლოგიის ადამინებს რომ რამდენიმე წელში ჯვრებს დაკიდებენ...

ციტატა
მომავალი თემა შეეხება"სულიწმიდის გამომავლობის" საკითხს,რაც დამახინჯებულად ესმით კათოლიკებს.



კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ველის ე.ი. წინ biggrin.gif მაგარი იქნებააა.... 2kiss.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 16 2008, 12:06 AM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ცინიზმისა და ღმრთისმეტყველების შეთავსება კი ისევე შეუძლებელია, როგორც ნათლისა და ბნელისა.


ცინიზმი? ვფიქრობ უფრო სატირა.. biggrin.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი May 16 2008, 12:13 AM
პოსტი #36


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(დავით ივერიელი @ May 7 2008, 09:24 PM) *

და შენ რა იცი ცდომილება ვისთანაა? biggrin.gif


მოდი პირდაპირ ვთქვათ © აქუბარდია IPB-ს სურათი

შენ კათოლიკი ხარ თუ მართლმადიდებელი IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 16 2008, 12:21 AM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
შენ კათოლიკი ხარ თუ მართლმადიდებელი


სიმართლისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვენ?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი May 16 2008, 12:24 AM
პოსტი #38


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(მნათე @ May 15 2008, 11:21 PM) *

სიმართლისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვენ?


ამას მნიშვნელობა მხოლოდ ეკუმენისტებისთვის არ ექნება IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 16 2008, 12:27 AM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ამას მნიშვნელობა მხოლოდ ეკუმენისტებისთვის არ ექნება


არქიმედეს წარმართული მათემატიკა არასდროს გისწავლია? თუ ლაშას მართლმადიდებლური გირჩევნია? laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი May 16 2008, 12:32 AM
პოსტი #40


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(მნათე @ May 15 2008, 11:27 PM) *

არქიმედეს წარმართული მათემატიკა არასდროს გისწავლია? თუ ლაშას მართლმადიდებლური გირჩევნია? laugh.gif


ნუ რა თქმა უნდა.... პასუხის უქონლობის დროს შესანიშნავი საშუალებაა ცინიზმიIPB-ს სურათი


მათემატიკა არის ერთად ერთი და ჭეშმარიტი... ეხლა ვიღაცა რო გამოხტეს და შეცვალოს მათემატიკაში წესები და თქვას რომ არ არისო თქვენი მათემატიკა სწორიო და ჩემიაო სწორიო... ასეა რელიგიაშიც დაახლოებით,
არსებობდა(და ეხლაც არსებობს) ერთად ერთი ჭეშმარიტი რელიგია, ქრისტიანობა.... შემდეგ გამოხტნენ ადამიანები რომლებმაც მრწამსი შეცვალეს და თავისი რწმენა ჩამოაშორეს...

ასე რომ ვისაც გინდათ წარმართული მათემატიკა ისწავლეთ... მე კი ნამდვილი მათემატიკა მინდა ვისწავლო IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 03:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი