![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#41
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ნუ რა თქმა უნდა.... პასუხის უქონლობის დროს შესანიშნავი საშუალებაა ცინიზმი დარწმუნებული ხარ რომ სწორი შედარება იხმარე? ციტატა მათემატიკა არის ერთად ერთი და ჭეშმარიტი... ეხლა ვიღაცა რო გამოხტეს და შეცვალოს მათემატიკაში წესები და თქვას რომ არ არისო თქვენი მათემატიკა სწორიო და ჩემიაო სწორიო... ასეა რელიგიაშიც დაახლოებით, არსებობდა ერთად ერთი ჭეშმარიტი რელიგია, ქრისტიანობა.... შემდეგ გამოხტნენ ადამიანები რომლებმაც მრწამსი შეცვალეს და თავისი რწმენა ჩამოაშორეს... ასე რომ ვისაც გინდათ წარმართული მათემატიკა ისწავლეთ... მე კი ნამდვილი მათემატიკა მინდა ვისწავლო რა შუაშია, ან რატომ მიხსნი იმას, რაც თავადაც არაერთხელ მიმტკიცებია? ვინ, რას, როგორ და რანაირად ჩამოშორდა ამას თქვენ ნუ გაარჩევთ ბატონო გიგლა, მადლმოქმედების თემატიკა ჯერ-ჯერობით ძლიერ გაურკვეველი ღვთისმეტყველების კარადაში ბინადრობს და დიდად ნასიამოვნები ვერ დარჩება თუ თქვენს პოსტებში შეასახლებთ. თქვა სიმართლე, აღმსარებლობითი კატეგორია სულაც არ არის, შეაქო წარმართი ან მწვალებელი კეთილოგინიერებისთვის, არც ეს... ბოროტებას სჩადის ადამიანი და არა აღმსარებლობა, შეცდომას უშვებს ადამიანი და არა აღმსარებლობა, სიმართლეს ამბობს ადამიანი და არა აღმსარებლობა... შესაბამისად შეიძლება შეცდეს კათოლიკეც და მართლმადიდებელიც... რაც შეეხება უფრო ღრმა პრობლემატიკას, იხილეთ ჩემი თემა და იქ გავაგრძელოთ: http://church.ge/index.php?showtopic=3800 ასე რომ უვიცობის დაწამებას გიჯობს კარგად გაიაზრო რას ვწერ ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#42
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
ქვეთავი მე-3 "სწავლება სულიწმიდის გამომავლობაზე".
ნიკეა-კონსტანტინეპოლის სარწმუნოების სიმბოლო(325-381წ.)მართლმადიდებელი სარწმუნოების ურყევი საფუძველი,მრწამსი,გვეუბნება:"მრწამს...და სულიწმიდა,უფალი დაცხოველსმყოფელი,რომელი მამისაგან გამოვალს."სულიწმიდის მამისაგან გამომავლობის სწავლება ეკლესიას თვით იესუ ქრისტემ აუწყა,მოციქულებმა დაამოწმეს და მს.კრებებმა დაამტკიცეს. კათოლიკური ეკლესია გვაუწყებს,რომ სულიწმიდა"მამისაგან და ძისაგანაც"გამოვალსდამატება "ძისაგანაც"-"ფილიოკვე" მრწამსში პაპმა ბენედიქტ მე-8 1014წელს,მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განხილვის გარეშე ოფიციალურად თვითნებურად შეიტანა.ეს დამატება"და ძისაგან"პირველად მიიღეს 589წელს ტოლედოში ესპანეთის ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე.ამის მიზეზი იყო შემდეგი:ამ კრებაზე გადაწყვიტეს ვესტ-გუთების(გერმანული წარმოშობის ტომები)არიანულ წვალებიდან მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევა.არიანული მწვალებლობის მთავარი სწავლება რაკი არ იზიარებს მამის და ძის თანასწორობას,ესპანელმა ღმრთისმეტყველებმა გადაწყვიტეს დაემატებინათ''და ძისაგან'',რათა მამა და ძე მათი აზრით თანასწორი ყოფილიყვნენ;ამით კი დაამდაბლეს სულიწმიდა,რითაც მეორე მწვალებლობაში ჩავარდნენ.კარლოდ დიდი მოთხოვნის მიყხედავად რომის პაპმა ლეონ მე-3 ეს დამატება არ მიიღო.იმპერატორ კარლოს დიდს ამ მოქმედებით სურდა ბიზანტიისაგან თავისი ქვეყნისა და ეკლესიის დამოულიდებლობისათვის განსაკუთრებულად გაესვა ხაზი. ''ფილიოკვეს''მომხრენი თავიანთ მოძღვრებას იმით ამრთლებენ,რომ ძე ერთარსია მამისა და შესაბამისად ყველაფერი,რაც მამისთვის ჩვეულია,ძესაც ახასიათებს. ჩვენ ვამბობთ,რადგან ძეს მამასავით აქვს ყველაფერი,გარდა უშობელობისა(ძე შობილია უწანარეს ყოველთა საუკუნისა) და სულიწმიდის გამომავლობისა;ისევე,როგორც სულიწმიდას მამასავით აქვს ყველაფერი,გარდა ძის შობისა.ამიტომაც,როგორც შეუძლებელია ითქვას,რომ ძე შობილია მამისაგან და სულიწმიდისაგან,ასევე შეუძლებელია ითქვას,სულიწმიდა გამოვალს მამისაგან და ძისაგან. სხვა რაგუმენტიც მოჰყავთ კათოლიკებს:მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი მიმართავს მოციქულებს:''შეჰბერა მათ და ჰრქუა:მიიღეთ სული წმიდაი.უკეთუ ვიეთნიმე მიუთევეთ ცოდვანი,მიეტევნენ მათ;და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ,შეპყრობილ იყვნენ''(ინ.20.22-23.) ეს განმარტება არასწორია.მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი ამ სიტყვებს აღდგომიდან ამაღლებამდე წარმოთქვამს.ხოლო ჯვარცმამდე ქრისტე ბრძანებს:''უკეთუ მე არა წარვიდე,ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქვენდა''.(ინ.16.7).''და მე ვკითხო მამასა ჩემსა და სხვაი ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქვენ''.(ინ.14.16)''ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი,რომელი მე მომავლინო თქვენდა მამისა ჩემისა მიერ,სული ჭეშმარიტებისა,რომელიმამისაგან გამოვალს,მან წამოს ჩემთვის''მოყვანილი მუხლებიდან ჩანს,რომ სულიწმიდა მოციქულებზე გარდამოვლენილ იქნება თვით მამის მიერ,მხოლოდ ქრისტეს ამაღლების შემდეგ. კათოლიკეთა მოყვანილი მუხლით სინამდვილეში მოციქულებმა მიიღეს ძალი და ხელმწიფება სულიწმიდის ერთი ნიჭისა,სულიერი ნიჭებიდან ერთ-ერთისა-მადლი ცოდვათა შენდობისა,რადგან სულიწმიდის მადლი მრავალია და აქ მათ მიიღეს ერთი მადლი.მანამდე ქრისტემ მოციქულებს მიჰმადლა მკვდართა აღდგინებისა და სნეულთა კურნების მადლები;ისევე,როგორც ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველთ-წინასწარმეტყველებისა და წმიდა წერილის წერის ნიჭები. მთელი სისავსით კი სულიწმიდა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს გარდამოვიდა და მოციქულებს დაადგრა ცეცხლის ენების სახით.ამ დღეს მოციქულებმა''ყოველთა სასწაულთა და ძალთა და ენათა მადლი მიიღეს,რამეთუ მიუწდომელ არს მადლი სულისა წმიდისა და მრავალსახენი არიან ნიჭნი მისნი''(წმ.იოანე ოქროპირი407.წ)ძველი ეკლესია სულიწმიდაზე ასწავლიდა,რომ მხოლოდ მამისაგან გამოვალს.მე-2მს.ეკლესიის კრების წმიდა მამებმა დაადგინეს:''და სულიწმიდა,უფალი და ცხოველს-მყოფელი,რომელი მამისაგან გამოვალს.''ასევე შედის სარწმუნოების სიმბოლოში-მრწამსშიც.''ხოლო ვინც პირველთქმული კეთილმსახურების სჯულს არ შეითკბობს და არ შეუდგება,იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებასა და უკუღმა შემოტრიალებას,შეჩვენებულ იყოს ძემოთ მოხსენებული წმიდა ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტეანთა კრებულისაგან და ისინი,როგორც უცხოები,გაძევებულ და განგდებულ უნდა იქნენ,რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებასა და არც არფრის დაკლებას ვიღებთ ჩვენს თავზე;ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას''.(მე-6მს.კრების პირველი კანონი.) ''ფილიოკვე''არა მარტო იმის პრეცენდენტია,რომ კარი გაუღოთ ღმრთაებრივ სწავლების საწინააღმდეგო ცვლილების შემოტანას ქრისტიანული სარწმუნოების არსში,არამედ მას აქვს აგრეთვე საყურადღებო დოგმატური მნიშვნელობა: ა)კათოლიკური სწავლებით,თუკი სულიწმიდა გამოდის როგორც მამისაგან,ასევე ძისაგან,მაშინ მას ჰქონია ორი მიზეზი:ღმრთაებრივი ბუნება კი არის მარტივი დასამების ერთ პირს არ შეიძლება ჰქონდეს ორი საწყისი.მათ შემთხვევაში კი გამოდის,რომ ყოფილა ორი სულიწმიდა:ერთი მამისაგან გამოსული და ერთი ძისაგან.აქედან გამომდინარე,ყოფილა არა სამება არამედ ოთხება:მამა,ძე და ორი სულიწმიდა,რაც ეწინააღმდეგება წმიდა წერილს და არის მკრეხელობა. ბ)''თუკი ვაღიარებთ მამისაგან და ძისაგან სულიწმიდის გამომავლობას,მაშინ გამოდის,რომ მამისაგან იშვება ძე და გამოდის სულიწმიდა,ძისაგან გამოდის სულიწმიდა,ე.ი წმიდა სამებაში მამა და ძე იქნებიან აღმატებულნი მოქმედებისანი,სულიწმიდა დაკლებულ იქნება ერთპატივისაგან,რადგან მამა და ძე გამოავლენს სულსა,სულიწმიდა კი ვეღარ მოქმედებს,ეს არ არის რა,თუ არა სულიწმიდის დამდაბლება და მისი გმობა''. გ)ისინი ვინც წმიდა წერილს ეწინააღმდეგებიან და გმობენ,რადგან წმიდა წერილი წმ.წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ,სულიწმიდის ნიჭით დაიწერა.ამგვარად,როდესაც წმ.წერილში კათოლიკეებს შემოაქვთ სახარებისათვის უცხო სწავლება,ეწინააღმდეგებიან მას და გმობენ მის ავტორს-სულიწმიდას..სახარების მიხედვით კი:''ყოველი ცოდვაი და გმობაი მიეტეოს კაცთა,ხოლო სულისა წმიდისა გმობაი არა მიეტეოს კაცთა.''(ინ.12.31.).''ხოლო რომელმან თქვას გმობაი სულისა წმიდისათვის,არა აქუს მიტევებაი უკუნისამდე,არამედ თანა-მდებ არს საუკუნოისა სასჯელისა''(მკ.3.29)(აქ სულიწმიდის გმობით გარდაცვლილები იგულისხმებიან,რომლებიც ამ ცოდვის ოუნანიებლად გარდაიცვალნენ.)''ფილიოკვე''გახდა 1054 წელს მართლმადიდებლობისაგან დასავლეთის ეკლესიის ჩამოშორების ერთი უმთავრესი მიზეზი.ქრისტეანების მიერ''ფილიოკვეს''მიღება და და პაპის მეთაურობის აღიარება აუცილებელი პირობა იყო უნიათა შედგენისა და პრაქტიკულ საქმიანობაში(უნიები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა''გაერთიანების''ხელშეკრულებებია). კათოლიკური სწავლება ეწინააღმდეგება ღმრთაებრივ ჭეშმარიტება და წარმოადგენს ცრუ-ღმრთის მგმობ და ერეტიკულ სწავლებას;გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის სულს.ქრისტეს სიტყვების თანახმად მისი მიმდევარი თანამდებია ჯოჯოხეთისა''საუკუნოისა სასჯელისა''(მკ.3.29)რადგანაც არის სულიწმიდის მგმობელი. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#43
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
ე''სულიწმიდის'' შესახებ სწავლებაც სრულად შემოგთავაზეთ,მომდევნო თემა შეეხება ''პირველქმნილ ცოდვას.''
-------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#44
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
ქვეთავი-4 სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე
წმიდა წერილის თანახმად და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით,ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად,უცოდველი ბუნებითა და თავისუფალი ნებით.დაცემამ,რომელიც ღმრთის ნების უარყოფის გამო მოხდა,გამოიწვია მისთვის მადლის ჩამორთმევა და კაცთა ბუნების წახდენა:ადამიანის სულის დაზიანება(დაბ.3.7-13),მისი ბუნების შეცვლა,მასში ღმრთის სახის დაბინდვა.გონიერ არსებათა(ადამიანისა და დაცემულ სულთა)მხრიდან ღმრთის ნებისა და მცნებათა უარყოფის შედეგად სამყაროში ცოდვა და ბოროტება შემოვიდა.ბოროტისგან შემოთავაზებული წინადადების შემდეგ დადგა ადამიანი ორჭოფობისა და არჩევანის წინაშე,მანამდე მან ეს არ იცოდა. კათოლიკები კი ასწავლიან,რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა ორი ერთიმეორის მოწინააღმდეგე ნაწილისაგან-სხეულისა და სულისაგან.ადამიანის არსება დაცემამდე იყო ღმრთისაგან მინიჭებული მადლიანი,კურთხეული მფარველობის ქვეშ.ადამიანმა დაცემით დაკარგა მადლი და ჰარმონია,მაგრამ მისი ბუნება დაუზიანებელი დარჩა.კათოლიკები არ განმართავენ,მინიჭებული ზებუნებრივი მადლის მიუხედავად,დაცემულმა ძალებმა როგორ აჯობეს უზენაეს,ღმრთაებრივ ძალებს(იხ.ლიტერატურა სია პ.5.გვ.46-47),ვინაიდან თუკი ადამიანის გონიერი,სულიერი ნაწილი ცოდვას არ დაეთანხმებოდა,არც დაცემა იქნებოდა,ხოლო რამაც ცოდვის ჩადენა გადაწყვიტა,როგორ დარჩებოდა დაუზიანებელი,როგორ დაისჯებოდა მხოლოდ ის ნაწილი,ანუ სხეული,რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. კათოლიკების სწავლებიდან გამომდინარეობს,რომ ღმერთს ან არ შეეძლო თავისი მადლით გადაერჩინა ადამიანი ან ეს მადლი მას დაცემამდე წაართვა.მაშასადამე,ღმერთი ან ყოვლისშემძლე არ არის ან თვით გვევლინება სამყაროში ბოროტებისა და ცოდვის წყაროდ,რაც ღმერთის შესახებ ქრისტეანულ სწავლებას ეწინააღმდეგება.ეს სწავლება ეწინააღმდეგება ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას,არის ცრუ,ღმრთის შეირაცმყოფელი და მწვალებლური. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#45
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
ქვეთავი -5 წმიდათა ზეჯეროვანი დამსახურებისა და ინდულგენციების თაობაზე
კათოლიკეთა სწავლებით,რომელის მე-13-14 საუკუნეებში აღმოცენდა,ადამიანის გადარჩენისათვის საჭიროა კეთილ საქმეთა გარკვეული რაოდენობა;გასათვალისწინებელ ა ისიც,თუ რა რაოდენობისა და სიმძიმისაა მისი ცოდვები.წმიდანებს იმაზე მეტი საქმე აქვთ გაკეთებული,ვიდრე ეს მათი სულების ხსნისათვის იყო საჭირო.ისე,რომ მათი მეტობა ქმნის გარკვეულ"კეთილ საქმეთა საგანძურს" და პაპს უფლება აქვს ჩაუთვალოს ეს მეტობა იმ ადამიანებს,რომელთაც კეთილ საქმეთა ნაკლებობა აქვთ. რა არის ინდულგენცია? ეს არის ცოდვილთა გათავისუფლება სასჯელისაგან წმიდათა ზეჯეროვან დამსახურების ხარჯზე მათი ცოდვების დაქფარვიტ.თავდაპირველად ინდულგენციები ეძლეოდათ ჯვაროსნულ ლაშქრობათა მონაწილეებს,ხოლო შემდეგ იმ პირებს,რომელთაც ეკლესიის წინაშე რაიმე დამსახურება ჰქონდათ;შემდგომსი ინდულგენციები ფულზე იყიდებოდა და პაპების სემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.ინდულგენციები იყიდებოდა,როგორც უკვე ჩადენილ,ასევე მომავალში ჩასადენ ცოდვების გამოსასყიდად.ასე მაგალითად,ადამიანს შეეძლო წინასწარ გადაეხადა თანხა,ხოლო შემდეგ ჩაედინა ცოდვები,რასაც ეს თანხა ეყოფოდა.ამისტვის შუა საუკუნეებში კათოლიკურ ეკლესიას შემუშავებული ჰქონდა სპეციალური ნიხრები: მოვიყვან ამ ნიხრის ზოგიერთ მუხლს: 1)კლირიკოსი მკვლელი შენდობას იღებს 27-ლირის გადახდით; 2)მამის,დედის ან დის მკვლელობისათვის შენდობის მისაღებად ცოდვილმა უნდა გადაიხადოს 17-ლირა,14-სოლდი და 6-დინარი; 3)საკუთარი შვილის დამხრჩობი მამა ან დედა შენდობის მისაღებად იხდის 17-ლირას და 14-სილდის; 4)ეპისკოპოსის მიერ განკვეთა გამოისყიდება 45-ლირად; 5)პაპის ანატემა გამოისყიდება 45-ლირად; 6)მკრეხელი,ქურდი,ხანძრის გამჩენი,მძარცველი და სხვა შენდობას იღებს 136-ლირად და 6-სოლდად; 7)მონასტრის სიწმინდის "დაცვის მიზნით"მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ მონასტერში შესვლა,მის ახლომახლოს საკრავების დაკვრა.დამრღვევი 25-ოქროს იხდის; 8)მრუშობაში დაჭერილი მონაზონი 500-დუკატს იხდის.(უკანასკნელი ორი პუნქტი ამოღებულია პაპ იოანე 23-ის,ბალთაზარ კოსას ბრძანებულებიდან); ინდულგენციები მე-16 საუკუნეში კათოლიკური ეკლესიის განხეთქილებისა და პროტესტანტიზმის აღმოცენების უშუალო მიზეზი გახდა.ამჟამად ინდულგენციები ეძლევათ მოწყალების საქმეებში მონაწილეობისათვის,გარკვეული რაოდენობის ლოცვათა წაკითხვისათის და ა.შ. აგრეთვე ეკლესიისა და ეკლესიისათვის სხვადასხვა საჭიროებებზე ტარიფიცირებული შემოწირულობისათვის. ეს სწავლება პრინციპულად მცდარია;კეთილი საქმის კეთება ქრისტეანის განუყოფელი მოვალეობაა და აუცილებელ ანაზღაურებას არ ექვემდებარება.მაცხოვარი ასე მოძღვრავს მოციქულებს:"ეგრეცა თქვენ,ოდეს ყოთ ბრძანებული თქვენდა,თქუთ,ვითარმედ:მონანი ვართ უხმარნი;რომელი თანა-გუედვა ყოფად,ვყავთ"(ლკ.17.10).მოციქული პავლე კი ბრძანებს:"რამეთუ მისი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუის მიერ საქმეთათვის კეთილთა,რომელთათვის წინასწარ განმჰზადა ღმერთმან,რათა მათ შინა ვიდოდეთ"(ეფ.2.10).ვენახის მუშაკთა იგავში მაცხოვარი ბრძანებს ყველა მომუშავესათვის ერთნაირ ანაზღაურებას,იმისაგან დამოუკიდებლად,ვინ რამდენი იმუშავა(მთ.20.1-15)ეს მოწმობს,რომ ცათა სასუფეველი ენიჭება არა როგორც კეთილ საქმეთა რაოდენობის მიხედვით სავალდებულო მისაგებელი,არამედ,როგორც ღმრთის მიერ ნაბოძები წყალობა.აი,ამიტომ ბრძანებს პავლე მოციქული:"რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკვდილი არს,ხოლო ნიჭი ღმრთისაი-ცხოვრებაი საუკუნოი ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩვენისა"(რომ.6.23). არც სხვისი კეთილი საქმის განაწილება არის შესაძლებელი,როგორც კათოლიკები ასწავლიან.მაცხოვარი ათი კალწულის შესახებ იგავში გვიამბობს:"ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ:მეცით ჩვენ ზეთისაგან თქვენისა,რამეთუ ლამპარნი ჩვენი დაშრტებიან.მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს:ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ,არამედ უფროისღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქვენისა"(მთ.25.8-9). თითოეული ქრისტეანი თავისი ძალ-ღონია და შესაძლებლობათა მიხედვით მუდმივად უნდა აკეთებდეს კეთილ საქმეებს. ქრისტეანს ცოდვათაგან იხსნის წრფელი აღსარება და ჩადენილ ცოდვათა გამო ღრმა სინანული იმ მტკიცე გადაწყვეტილებით,რომ შემდგომში მათ აღარ ჩაიდენს. უწყობს თუ არა ხელს მორწმუნის აღსარება წმიდანთა ზეჯეროვან ღვაწლისა და ინდულგენციების შეასახებ სწავლებ? არა,არ უწყობს ხელს.პირიქით,აღსარები დრო ყურადღებას უფანთავს,რადგან თავისი კეთილი საქმეებისა და ცოდვების ფორმალური ბუღალტრული აღრიცხვის დაანგარიშებაში ჩაითრევს,რაც ხსნისათვის არაფრისმომცემია.კეთილ საქმეთა არსრულების დროს ანგარიშიანობას უვითარებს,უქმნის კეთილი საქმეებით(ამასთან-სხვისი კეთილი საქმეებით)ცოდვების გადაფარვის ილუზიას,ცოდვათა მიტევებისათვის ტარიფუცირებული შენატანები რაოდენობათა ანგარიშიანობას,მით უმეთეს,რომ მდიდარს ღარიბთან უპირატესობა აქვს. ეს სწავლება არის ერეტიკული და მწვალებლური. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#46
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
ქვეთავი მე-6 დოგმატი ქალწული მარიამის უბიწოდ ჩასახვისა და მისი სხეულებრივი ამაღლების თაობაზე
1854 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო დოგმათი:ყოვლაწმიდა ქალწული მარიამი თავისი ჩასახვისთანავე ყოვლისშემძლე ღმეწრთის განსაკუთრებული მადლის წყალობით,იესუ ქრისტეს დამსახურებათა განჭვრეტიდაცული იყო პირველქმნილი ცოდვის სიბილწისაგან.ეს არის არასწორი სწავლება და ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლება.წმიდა წერილიდან ჩვენ ვიცით,რომ ჩვენი წინაპრის-ადამის ცოდვა გადადის ყველა ადამიანზე:ვითრაცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოპდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით-სიკვდილი და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედქა სიკვდილი მოიწია,რომლითა ყოველთა შესცოდეს".(რომ.5.12)მაშასადამე,ყველა ადამიანი,როგორც საერთოდ,ბუნებრივი გზით მოვლენილ ადამიანთა მოდგმა,ცოდვაში ჩაისახება და იშვება."უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან"(ფს.50.7).მაცხოვრის შობა არის მხოლოდ გამონაკლისი,ის ცოდვის დაქვემდებარებისგან თავისუფალად იშვა,ასევე ცნობისთვი გადმოცემა არსებობს,რომ უმტკივნეულოდ შვა ყრამ ყოვლაწმიდა ღმრთისმშობელმა.მაცხოვარზე წმიდა წერილი გვამცნობს:"ცოდვაი მის თანა არა არს"(1ინ.3.5)."გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა,თვინიერ ცოდვისა"(ებრ.4.15)."რამეთუ,რომელმან–იგი არა იცოდვა ცოდვაი"(2კორ.5.21).წმიდა წერილში მსგავსი არაფერია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელზე.ღმრთისმშობელს ჩვენ თაყვანის ვცემთ,როგორც უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა;მაგრამ ეს პატივი მას თავდაპპირველად კი არ ჰქონდა,არამედ იმის შემდეგ მიიღო,რაც უბიწოდ ჩაესახა ძე ღმრთისა. თვით მისივე სიტყვებიდან ვიგებთ ამას,რადგან მხოლოდ იესუ ქრისტეს ჩასახვის შემდეგ თქვა მან:"რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი"(ლკ.1.48). კათოლიკური ეკლესიის მიერ 1950 წელს მიღებული დოგმატი გვამცნობს:"უბიწო ღმრთისმშობელი,მარადქალწული მარიამი,მიწიერი ცხოვრების დასრულების შემდეგ სულით და ხორცით აყვანილ იქნა ზეციურ დიდებაში." თითქოსდა ჩანს,რომ ჩვენსა და მათ სწავლებას შორის განსხვავება რა არის,მაგრამ ვნახოთ.განსხვავება ის არის,რომ კათოლიკები დუმილით უვლიან გვერდს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლი სიკვდილის საკითხს.ეს მათ საშუალებას აძლევს ილაპარაკონ(რასაც აკეთებენ კიდევ):ა)რომ,ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი არ მომკვდარა,ცოცხლად იქნა ზეცად ატაცებული,რაც წმიდა გარდამოცემას პირდაპირ ეწინააღმდეგება;ბ)რომ,მისი სიკვდილი ნებაყოფლობითი და გამომხსნელია,ისევ,როგორც მაცხოვრისა გოლგოთაზე ჯვარცმით;ისინი ღმრთისმშობელს სახელდებენ,როგორც კაცთა მოდგმის"თანაგამომხსნელს",რაც ასევე ეწინააღმდეგება ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას,რომლის თანახმად ერთადერთი გამომხსნელი,ღმერთთან ადამიანის შემრიგებელი და კაცთათვის მარადიული ცხოვრების მიმცემი ანუ მაცხოვარი,არის ძე ღმრთისა–ღმერთკაცი იესუ ქრისტე. აზრი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის უბიწოდჩასახვის შესახებ დასავლეთში მე–12 საუკუნეში გაჩნდა.ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ კათოლიკური სამყაროს ისეთი ცნობილი პიროვნებები,როგორებიც იყვნენ:ბერნარდ კლეროვსელი(1090–1153წ.წ),ანსელმ კენტერბერიელი(1033–1109წ.წ) და თომა აქვინელი(1226–1247წ.წ).ამ სწავლებას ეწინააღმდეგებოდა დომინიკანელთა ორდენიც.1854 წლის 8 დეკემბერს პაპმა პიუს მე–9 განსხვავებული ბულით,კრების გარეშე,ეს სწავლება დოგმატად გამოაცხადა. წმიდა წერილისა და საეკლესიო სწავლების მიხედვით,იესუ ქრისტემ გოლგოთაზე ჯვარზე ნებსით დაღვრილი სისხლით ადამიანი საუკუნო წყევის,ეშმაკის ბატონობისა და ჯოჯოხეთის მარადიული სიკვდილისაგან იხსნა.ადამის ცოდვით დაღდასმული თითოეული ადამიანი მხოლოდ ჯვარცმასთან თანაზიარობით ანუ ნათლობით ხდება გამოხსნის ღირსი.(ნათლობა ჯვარცმის თანაზიარობაა,(მკ.10.38)ემბაზში სამჯერ შთაფვლა ნიშნავს ქრისტესთან ერთად სამი დღე საფლავში ყოფნას და აღდგომას). ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვისა და ცოცხლად ზეცად ამაღლების შესახებ კათოლიკურ დოგმატებიდან კი გამომდინარეობს,რომ ხსნა–ჯერ კიდევ ქრისტეს ჯვარცმამდე სხვა გზითაც ყოფილა შესაძლებელი;რადგან,თუკი ღმრთისმშობელს ადამის ცოდვა არ ჰქონდა,მისთვის არც გოლგოთის მსხვერპლი ყოფილ;ა აუცილებელი.ე.ი გამოდის,რომ მაცხოვრის გვერდის ავლით შესაძლებელი ყოფილა სასუფეველში დაბრუნება ანუ ცხონება.ამით ქრისტეს მაცხოვნებლობა იჩრდილება,კნინდება,ეჭვის ქვეშ დგება,ხდება მისი უარყოფა.სახარებაში კი უფალი პირდაპირ ბრძანებს:"და რომელმან უვარ–მყოს მე წინაშე კაცთა,უვარ–ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა"(მთ.10.33) ამგვარად,ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის უბიწოდ ჩასახვისა და ზეცად ამაღლების თაობაზელათინთა დოგმატები ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას,ახლის შემოღებაა ეკლესიაში,არის მკრეხელური,ღმრისმგმობი და სულის წარმწყმედელი. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი