![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მამა გაბრიელზე სხვა თემაც არსებობს "მამათა გამონათქვამებში", მაგრამ ამ თემას ცალკე ვხსნი, რადგან მისი ცხოვრებიდან მინდა ეპიზოდები დავწერო და არა გამონთქვამები.
თუ მოდერატორები საჭიროდ ჩათვლიან, შეუძლიათ შეაერთონ ![]() გაბრიელ ბერის ცხოვრება აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ: http://www.orthodoxy.ge/biografiebi/beri_g..._tskhovreba.htm ესეც ერთი მოგონება: http://www.orthodoxy.ge/biografiebi/gabrie...khovrebadze.htm მამა გაბრიელზე უამრავი მოგონება მაქვს კომპში, რამდენიმეს გადავხედე დღეს (ძირითადად მოკლეებს, რადგან გრძელი ტექსტების კითხვა შედარებით რთულია მონიტორიდან) და აქ შემოგთავაზებთ ![]() * * * გაბრიელ ბერი მასთან მიმსვლელის ყოველ დაფარულ საქმეს და განზრახვას ცნობდა, გონებისა და გულის აზრებს კითხულობდა. მისი ნათქვამი სიტყვა არ გაცუდდებოდა, ვისაც დალოცავდა, მისი საქმე კეთილად წარიმართებოდა. რჩევისათვის მისული ადამიანები იკურნებოდნენ, მშვიდდებოდნენ. მამა გაბრიელს უცნობი ქალბატონი ესტუმრა და ახლობლისთვის საჩუქრად ხატი სთხოვა. გაკვირვებულმა, შიშით შევხედე ამ ქალბატონს, როგორ გაუბედა ამის თქმა-თქო, რადგან გაბრიელ ბერს არ უყვარდა ხატების ტყუილუბრალოდ გაჩუქება. ამ ქალბატონს კი მაშინვე ჩამოუღო ღვთისმშობლის ხატი. ქალბატონი გაოცებული აკვირდებოდა ხატს. ამ დროს მამა გაბრიელმა ჯვარიც ჩამოიღო და ისიც აჩუქა. მაშინ კი მუხლებზე დაემხო სტუმარი და მამა გაბრიელს მიმართა: - ნუთუ თქვენ გონებისა და გულის აზრებს კითხულობთ? ამ წუთს გავიფიქრე, ნეტავი ეს ჯვარიც მაჩუქოს-თქო და შემისრულეთ! * * * გულში, ჩუმად, ღვთისმშობლის ტროპარს ვლოცულობდი, დავამთავრე და „ამინ“ მითხრა მამა გაბრიელმა. პირველად ვერ მივხვდი, მაგრამ მეორედ და მესამედ რომ ვილოცე და კვლავ „ამინ“ მითხრა, მაშინ მივხვდი, რომ გულისა და გონების აზრებს კითხულობდა. * * * ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი აჩუქეს მამა გაბრიელს. შუადღე გადასული იყო. ძლიერ გახარებია. უთქვამს: „ღვთისმშობელი ტყუილად არავისთან მივა“. ბინდდებოდა, წყალმანკის მძიმე სნეულებისაგან საწოლს მიჯაჭვული ბერი გაბრიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოინახულა და მიულოცა არქიმანდრიტის ხარისხში აყვანა. რადგან იგი მუდამ გაურბოდა ადამიანთა მხრიდან პატივს და დამცირებას არჩევდა, კათოლიკოსმა სიტყვის თქმა არ აცალა, უკვე ნაკურთხი ხარო. მთელი მონასტერი საღმრთო სიყვარულით აღივსო და სიხარულით ულოცავდნენ გაბრიელ ბერს. მეორე დღეს კი მუცლიდან წყალი გაუქრა. ამ ფაქტის გამო გაოცებული ექიმი ამბობდა, რომ ჯერ არავის უნახავს „ცეროზი“ შეჩერებულიყოს, მუცლიდან წყალი კი გამქრალიყოსო და გაბრიელ ბერს ეკითხებოდა ღიმილით, წყალი რა იქნაო? * * * გაბრიელ ბერი კელიის წინ იჯდა და ამბობდა: დღეს საბერძნეთი დაიჩოქებს! მართლაც, ცოტა ხანში ათონის მთიდან ჩამოსული ორი ბერძენი ბერი ესტუმრა. დიდი სიყვარულით მიიღო, დალოცა და მათი სახელობის ხატები აჩუქა. ქსეროპოტამიის მონასტრის წინამძღვარი მუხლებზე დაემხო. გაბრიელ ბერმა თვალებში ჩახედა და მკაცრად მიმართა: - როგორ გაიფიქრე! განა ცისა და ქვეყნის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდა? ამის გაგონებაზე მუხლმოდრეკილი ბერძენი ბერი გაკვირვებული დარჩა, მამა გაბრიელს შენდობა სთხოვა და აღიარა: - აი, ახლა, სვეტიცხოვლის ტაძრიდან რომ გამოვდიოდი, დავიჩოქე და ღვთისმშობელს მივმართე: - ღვთისმშობელო, როგორ მიგიტოვებია საქართველო. ამ მიწაზე ერთი წმინდა ბერიც კი ვერ ვნახე. შემდეგ კი მამა გაბრიელს ისევ შენდობა სთხოვა. - ძმაო, მე კი ნუ მთხოვ, წადი და შენდობა ღვთისმშობელს სთხოვე, - დაუყვავა გაბრიელ ბერმა, მოეფერა და გულში ჩაიკრა. - ჩვენთან წამოდი – ათონზე, ასეთი დიდი ბერის ადგილი სწორედ იქ არის, – მიიწვია ათონელმა. ჩემს საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი, - უპასუხა მამა გაბრიელმა. * * * იერუსალიმის რუსული მონასტრიდან სტუმრად იღუმენია და ორი მონაზონი ჩამოვიდა. სიწმინდეები მოილოცეს და გაბრიელ ბერთან შესვლა ითხოვეს. სათითაოდ შემოვიდნენო, – თქვა მამა გაბრიელმა, ხოლო მისი კელიიდან გამოსულები აცრემლებულნი ამბობდნენ: - ასეთი დიდი მამა ჩვენ არ გვინახავს და არცა გვყავს! მთელი ქვეყანა ლოცვით მოვიარეთ და აქ რომ ვიგრძენით ასეთი დიდი მადლი არსად გვიგვრძვნია? აქ იერუსალიმის მადლი ტრიალებს. ეს ნამდვილად მეორე იერუსალიმია! * * * ერთ დიდი ხნის ნაცნობს რამდენიმე კაცი მიჰყავდა მამა გაბრიელთან და გზაში ეუბნებოდა მათ, რომ წმიდა მამაა და არაფერს ჭამსო. სტუმრები რომ მოვიდნენ, მამა გაბრიელმა ყვირილი დაიწყო და უცნაურ სიტყვებს წარმოთქვამდა. ჯამს ეცა და გაიძახოდა: - დღეს რაღაც მგელივით მომშივდა! ამ ადამიანებმა ვერ გაუძლეს, ეს ვინ ყოფილაო და წავიდნენ. გაბრიელ ბერმა ნაცნობს უთხრა: შვილო, ერთი წმინდა მამა იყო და ერთი უგუნური მოწაფე ჰყავდა. მოწაფემ წმინდა ბერი ხალხთან აქო და ადიდა. შემდეგ კი ხალხი ჩაიყვანა და დაუყენა წინ. ამ მოწაფის სახით ბოროტს უნდოდა ბერის ორმოცწლიანი ღვაწლი ერთ წამში წყალში ჩაეყარა. * * * გაბრიელ ბერი თავისი კელიის წინ იდგა. მივედი და ლოცვა-კურთხევა ავიღე. მითხრა: - აქ დამელოდე, სატრაპეზოში შევალ და ეხლავე დავბრუნდები. ფეხი არ მოიცვალო აქედან. ვიდექი და ჩემს პირდაპირ, ზედაზნისა და ჯვრის მონასტრის მთებს ვუყურებდი. ჩემთვის გავიფიქრე: - ბოლო ჟამს წმინდანები სასწაულებს აღარ აღასრულებენ, ნეტავ მამა გაბრიელს თუ შეუძლია ეს მთები გადასწიოს ან გადმოსწიოს? რა კარგი იქნება, თუნდაც ჩემი გულისთვის რომ გააკეთოს ეს. ვერც კი გავიგე, ამ დროს როგორ მოვიდა მამა გაბრიელი. ის ფიქრები გადამავიწყდა და მას შევხედე... მამა გაბრიელი დაჟინებით მიყურებდა და ბოლოს მითხრა: - გინდა, ეხლა მე აი, ამ მთებს ჯვარს გადავსახავ და გადავწევ და ამას შენი გულისთვის გავაკეთებ, გინდა? იმ მომენტში ძალიან შემეშინდა და არა, არ მინდა მეთქი ვუთხარი. მან კი განაგრძო: - მაგრამ რაში გჭირდება შენ ეს? გულში გავიფიქრე, რომ მთების გადაწევისას არ დაიმსხვრეს ყველაფერი და ამის გაფიქრებაზე მომიგო: - ნუ გეშინია, არაფერი დაინგრევა, თუ გინდა, გადავწევ ამ მთებს. აი, პირდაპირ შენს თვალწინ! ძალიან შემეშინდა და არ მინდა-მეთქი ვუთხარი. მერე კი თავი ჩავღუნე და მაინც ეჭვი შემეპარა. როცა ავიხედე, მამა გაბრიელი ტიროდა. მითხრა: - რატომ არ გჯერა ჩემი? ეს ჩემთვის არაფერია, ღმერთს რომ ვთხოვო, შემისრულებს! ღმერთს არა აქვს დაბრკოლება, იცოდე! სასწაული ის კი არ არის, მთა გადაადგილდება თუ არა, არამედ სასწაული ისაა, როცა ძროხა მწვანე ბალახს ძოვს, რძე კი თეთრია. ნუთუ არ გიკვირს ამოდენა დედამიწა რას უკავია? ეს ხომ საოცრებათა საოცრებაა! * * * დიდმარხვის წინ, მიტევების დღეს, აუცილებლად ჩამოვიდოდა ტაძარში, ამბიონზე მუხლს მოიყრიდა, შენდობას ითხოვდა და მოგვამრთავდა: - სიყვარულით გაგვეტარებინოს ყოველი დღე! თუ ვინმეს განურისხდებოდა და ისე დაღამდებოდა, რომ შენდობაზე არ მოვიდოდა – თვითონ აკითხავდა და სთხოვდა: – მაპატიე თუ რაიმე გაწყენინე. * * * გაბრიელ ბერთან მოდიოდნენ ამერიკელები, ინგლისელები, გერმანელები და კურთხევას სთხოვდნენ. გარკვეული დროის შემდეგ კი ყველას მართლმადიდებლად მონათვლის სურვილი უჩნდებოდა. * * * მძიმედ სნეული გაბრიელ ბერი საწოლში იწვა, როდესაც მითხრა: - ახლა შავნაბადაზე მივდივარო. მე ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ კი ჩემდაუნებურად შევეკითხე: - იყავი შავნაბადაზე? მიპასუხა: - ვიყავი, ყველანი კარგად არიან და ტრაპეზობდნენ, როცა მივედიო. - შენ არ გამოჩნდი-მეთქი? – ვკითხე და - არაო, - მიპასუხა, თან დაამატა: - რომ დავენახე, გაოცდებოდნენ, საიდან გაჩნდაო. ამასთან, მეც არ მინდოდა გამოჩენა. - მამა შიო რას აკეთებდა-მეთქი? - ვკითხე და მიპასუხა: - ხალხს ითვლიდა. რამოდენიმე დღის შემდეგ მამა შიო მოვიდა გაბრიელ ბერის სანახავად. მას შემდეგ, რაც ერთმანეთი მოიკითხეს, მამა შიოს ვკითხე, ბევრნი იყვნენ თუ არა შავნაბადას მონასტერში, რაზედაც მიპასუხა: - რა ვიცი, იმდენი მოდიან და მიდიან, რომ ვეღარ ვგებულობ. მხოლოდ ტრაპეზზე ვითვლი ხალხსა. მამა გაბრიელმა ჩემს კითხვასა და მამა შიოს პასუხზე ღიმილით გადმომხედა. სხვა დროს, როცა მითხრა: მარტყოფის მონასტერში მივდივარო, გაკვირვებით და ინტერესით დავუწყე ყურება. ნახევარი საათის შემდეგ ვკითხე: იყავით-მეთქი? მიპასუხა: ვიყავიო. ყველანი კარგად არიან და ყველა მონასტრულია, მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის მონასტრულიო. იმ ადამიანმა, გარკვეული დროის შემდეგ, მართლაც დატოვა მონასტერი. * * * „მამა გაბრიელს სისხლი ჩემი ხელით ავუღე, ნათიასთან ერთად. რაიმე კონსერვანტი არ დაგვიმატებია. სინჯარა, რომელშიც სისხლი მოვათავსეთ, განსაკუთრებული სტერილობის, ან დაბალი ტემპერატურის პირობებში არ ინახებოდა. ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ 4 წლის განმავლობაში, ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, სისხლი არც შედედდა, არც გაიხრწნა, არც ჰემოლიზი განიცადა. სისხლის ანალიზი, რომელიც სხვადასხვა ლაბორატორიაში გაკეთდა, ადასტურებს ზემოაღნიშნულს. რა ფენომენია ეს – უბრალო შემთხვევითობა, თუ კანონზომიერება?! შეიძლება, განსაკუთრებულ ასკეტურ პირობებში ცხოვრებით და ღვთის მადლით შეიძინა სისხლმა გაუხრწნელობის უნარიც, ჩემი აზრით, ეს ასეა. გაივლის დრო და ყოველივე გაცხადდება. მეცნიერულად ამ მოვლენის შესწავლა, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.“ ექიმი ზურაბ ვარაზაშვილი * * * ზოგჯერ პირდაპირ გეტყოდა სათქმელს, ზოგჯერ კი მის ნათქვამს ვერც მიხვდებოდი. შეიძლება იმ წუთში განსაკუთრებული ყურადღება არც კი მიგექცია, ან გეფიქრა, ეს რისთვის თქვაო? გადიოდა დრო და ამოტივტივდებოდა მამა გაბრიელის ნათქვამი. მაშინღა ხვდებოდი, რომ ის სწორედ შენ გეხებოდა, შენს საქციელს, ან შენს უძლურებასა და ცოდვას, რომელიც არც კი გაითვალისწინე აღსარებისას. * * * სამონაზვნონი ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ მონაზვნები ისედაც რამდენს ლოცულობენ, რამდენი ღვაწლი აქვთ და რა მოხდებოდა ორშაბათ დღეს მაინც არ ყოფილიყო ჩვენთვის მარხვაო. საუბარს რომ მორჩნენ, მოვიდა მამა გაბრიელი და დაიწყო: „კაცო, ოთხშაბათი გამიგია, პარასკევი გამიგია, ეს ორშაბათი ვინ მოიგონა? ჩქარა გაახსნილეთ“. ეს დღე სწორედ ორშაბათი იყო. ჩვენც ავდექით და გავახსნილეთ. მოვიდა ოთხშაბათი, მონაზვნები ისევ ერთად ვართ. მოვიდა მამა გაბრიელი და თქვა: „მოყვასნო, პარასკევი ჯვარცმის დღეა და გასაგებია, ეს ოთხშაბათიც გასაგებია, მაგრამ ჩემი კურთხევით გაახსნილეთ“. როდესაც ხუშთაბათი დადგა მაშინ კი დავემალეთ გაბრიელ ბერს, რამეთუ შეგვეშინდა, პარასკევიც არ გაეხსნილებინა. მისმა ლოცვა-კურთხევამ ჩვენში სინდისი გააღვიძა – ამის შემდგომ ორშაბათსაც მტკიცედ ვიცავდით და მივხვდით, რომ მარხვა არ უნდა გაგვეტეხა. * * * ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა: – მარხვა რა არის? ეხლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: – „მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ“. მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი: – აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს! * * * გაბრიელ ბერთან ორი სექტანტი ქალი („იეღოველი“) გამოგზავნეს იმ მიზნით, რომ გამოეცადათ მოაქცევდა თუ არა იგი მათ ჭეშმარიტებისაკენ. კელიაში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა ტირილი დაიწყო და დიდხანს ტიროდა. ამ ქალებმა ხმა ვერ ამოიღეს. ბოლოს კი ვეღარ მოითმინეს და ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მან მიუგო: „როგორ თუ რა მატირებს! ყველა ქრისტიანისათვის სასუფევლის კარი ღიაა და მე კი ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდივარ. ეს სექტანტები სულ 5 მილიონი არიან დედამიწაზე და ამბობენ 144 ათასი გადავრჩებითო. თან ყველას დაკავებული ჰქონია ადგილი სასუფეველში და მე ვინ შემიშვებს“. ამის გამგონე ქალები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ. გაბრიელ ბერმა მიუთითა შეცდომებზე და მოაქცია ჭეშმარიტებაზე. ბოლოს ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ. * * * ერთ დღეს ჩუმად ვიჯექი გაბრიელ ბერის კელიაში და უნებურად გამიჩნდა ასეთი აზრი: „მრავალი სასწაული მოიმოქმედა გაბრიელ ბერმა, ნეტავ, თუ შეუძლია, მეძავები მოაქციოს?“ ამ ფიქრებში მყოფს, გაბრიელ ბერმა მითხრა: „დღეს ჩემთან სტუმარი მოდის და არ მიმატოვო.“ რამდენიმე საათის შემდეგ ახალგაზრდა ქალი მოვიდა და მამა გაბრიელს სთხოვა, ეშველა მისი მეგობრისათვის, რომელსაც მეძავობის საშინელი ბოროტი შეჰყროდა. გაბრიელ ბერმა დაამშვიდა იგი და უთხრა: „ნუ გეშინია, მე მაგის სახლში ვარ ნამყოფი, მაგასთან პური მიჭამია და როგორ არ ვუშველი.“ სასწაული ის იყო, უძლურებაში მყოფი მას არ დაუბარებია, არც არაფერი უკითხავს მასზე, ხოლო როდესაც გაოცებულმა მთხოვნელმა თვითონ ჰკითხა, რომ თქვენთან ხომ არ ჩამოვიდესო, უპასუხა: არა, საჭირო არ არისო. უფლის უსაზღვრო მოწყალებითა და გაბრიელ ბერის ლოცვის ძალით, იმ ქალის მდგომარეობა მალე შეიცვალა და ღვთის სასოებით სინანულად მოიქცა. მოგვიანებით, როდესაც ეს ქალბატონი თვითონ ჩამოვიდა მამა გაბრიელთან, ცრემლებით უხდიდა მადლობას ხორციელი და სულიერი განკურნებისათვის და სთხოვდა, მისი ლოცვითი მფარველობის ქვეშ ყოფილიყო მუდამ. მან კი უპასუხა: „უფალი ყველას ეწევა და სასწაულებსაც ის ახდენს.“ შემდეგშიაც მრავალი მინახავს ამგვარი სენისგან ასე საკვირველად განკურნებული და მამა გაბრიელის ლოცვით ღვთის რწმენისაკენ მობრუნებული. * * * მამა გაბრიელის გაცნობამდე რელიგიური ცხოვრების საკმაო გამოცდილება მქონდა (მე ასე ვფიქრობდი), მაგრამ მისი გაცნობის შემდეგ სულ სხვა სამყაროში მოვხვდი. ერთხელ მამა გაბრიელს ვესტუმრე, კელიაში შემიპატიჟა, მესაუბრა, შემდეგ წიგნი მომაწოდა და მთხოვა, წამიკითხეო. თვითონ ხატებს აკეთებდა. წმინდა მამათა ცხოვრების კითხვა დავიწყე. კელიაში მხოლოდ ერთი ნათურა ბჟუტავდა და ბნელოდა, ძლივს ვკითხულობდი. უცებ მთელი კელია განათდა. ინსტიქტურად ნათურას ავხედე, ისევ ძველებურად ბჟუტავდა. მამა გაბრიელისაკენ გავიხედე. ის ადგილი, სადაც მამა გაბრიელი ზის მთლიანად განათებულია. როდესაც იგრძნო, რომ მივხვდი, რაც ხდებოდა, თავი დამიქნია და საქმიანობა გააგრძელა. ერთხელ მამა გაბრიელმა გამომიცხადა, დღეს სახლში წასვლაზე კურთხევას არ გაძლევ, იღუმენიას სთხოვე და მონასტერში დარჩიო. ბევრი ვეხვეწე, მშობლები შეშინდებიან-მეთქი, მაგრამ ამაოდ. მე მინდა, ერთად ვილოცოთ, რომ ყველა განსაცდელს გაუძლოო. მივხვდი, რაღაცისთვის მამზადებდა, მაგრამ რისთვის? დავრჩი მონასტერში. მეორე დილას ხის ჯვარი, კანდელი, საკმეველი და ხატი მაჩუქა და სახლში გამომისტუმრა. რამოდენიმე დღეში სრულიად მოულოდნელად მამა გარდამეცვალა და მამა გაბრიელის ნაჩუქარი ჯვარი, ხატი, კანდელი და საკმეველიც დამჭირდა. ერთხელ მამა გაბრიელთან რომ მივედი, ვნახე მონასტერში ჩემი თანამშრომელი მისულიყო. იმ დღეს მამა გაბრიელმა მითხრა, იღუმენიას ვთხოვე, მორჩილი გამოეყო, რადგან ავად ვარ და მომვლელი მჭირდებაო. გულში გავიფიქრე, ნეტავ ჩემი თანამშრომელი აკურთხონ, უფრო თავისუფლად მივალ ხოლმე-თქო. წამოსვლისას მამა გაბრიელი მეუბნება, როგორც შენ ფიქრობ, ისე იქნებაო. ვერ მივხვდი, რაზე მეუბნებოდა. შემდეგ ჩასვლაზე მამა გაბრიელის მომვლელად ჩემი თანამშრომელი დამხვდა – ახლა უკვე დედა პარასკევა. * * * ღვთის შეწევნით ათონის წმიდა მთაზე წავედი და იქ დავუახლოვდი ბერებს. შევხვდი ხუცესებს და მათი ქცევები ჩამრჩა გულში. ათონის მთიდან ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ ქსეროპოტამიის მონასტრის იღუმენი და სამი მორწმუნე, რომელთა შორის ერთი – სახელად სტილიანოსი –სპეციალობით ღვთისმეტყველი იყო და ყოველდღიურად ქადაგებდა რადიოთი. ისინი შეხვდნენ მამა გაბრიელს. მე თარჯიმანი გახლდით. საუბრის შემდეგ იღუმენი იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ შესთავაზა, თუ გინდათ, წაგიყვანთ ათონის წმიდა მთაზე, თქვენნაირი მლოცველები ათონზე საჭირონი არიანო. მამა გაბრიელმა დიდი მადლობა მოუხადა და თქვა: „მე საქართველოს ათონზე ვერ გავცვლი, მე ჩემს ათონზე ვარ“. ამის შემდეგ ქსეროპოტამიის იღუმენმა მითხრა, რომ შენი ბერობის საკითხზე მამა გაბრიელს ჰკითხე, მაინტერესებს, რას გეტყვისო. მე ვკითხე: „მამა გაბრიელ, ბერობა მინდა“. მან კი მიპასუხა: „რახან ბერობა გინდა, მაშინ უკვე ხარ ბერი“. იღუმენს მოეწონა ასეთი პასუხი. კელიაში შესვლისას მამა გაბრიელს აჩუქეს ხატები, სანთლები და სხვა პატარ-პატარა საჩუქრები სუვენირებთან ერთად. საუბრის შემდეგ, დამშვიდობებისას მამა გაბრიელმა იმ ერისკაცებს მისთვის მირთმეული ხატებიდან ერთ-ერთი აჩუქა. თეოლოგს კი, რომელსაც სტილიანოსი ერქვა და რომელმაც უშუალოდ გადასცა მამა გაბრიელს ხატები, დაუბრუნა წმინდა სტილიანოსის ხატი. გაკვირვებულმა სტილიანოსმა მკითხა: „ეს ხატები მე ვაჩუქე მას და ამ ხატს მე მაძლევს?“ მამა გაბრიელს მივმართე, მან გაიცინა და სტილიანოსს უთხრა: „ჰო, ამ ხატს შენ გჩუქნი“. აღფრთოვანებულმა სტუმარმა წამოიძახა: „ეს ბერი ჩვეულებრივი ბერი არ არის და შეიძლება სახარებიდან გარკვეული ადგილების შესახებ ვკითხო?“ მამა გაბრიელი დათანხმდა. შეკითხვებზე მამა გაბრიელმა ისეთი პასუხები გასცა, ღვთისმეტყველი აღფრთოვანდა ბერის სიბრძნით და ძალზედ კმაყოფილი დაემშვიდობა, რადგან მამა გაბრიელი, ენის ბარიერის მიუხედავად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ძალზედ მარტივად, გასაგებად განუმარტავდა. გზაში თეოლოგი გაოცებას ვერ მალავდა და მეუბნებოდა, ეს ძალიან დიდი მამა არისო. ამ ამბის შემდეგ დავუახლოვდი მამა გაბრიელს და ხშირად ვაკითხავდი კელიაში. იგი ყოველთვის ამომწურავად მიხსნიდა ჩემთვის საინტერესო საკითხებს. ერთხელ მივედი მონასტერში. კიბეზე ჩამომჯდარიყო. დალოცვა ვთხოვე. მან ხელი უკან გასწია და მკითხა: „შენ როდის უნდა დამლოცო?“ იმ საღამოს საპატრიარქოში პატრიარქმა მითხრა: „მოემზადე მღვდლად კურთხევისათვის“. გახარებული მეორე დღესვე გავეშურე მამა გაბრიელთან ამ ამბის სათქმელად, თუმცა გზაში ვფიქრობდი, კარგი არ იქნება, ვუთხრა, თქვენი წინასწარმეტყველება ასრულდა. დიდ მამებს არ უყვართ, როცა აქებენ. შევედი თუ არა სამთავროს დედათა მონასტერში, უეცრად ატყდა წივილ-კივილი. რაც მეტად ვუახლოვდებოდი კელიას მამა გაბრიელის ხმა უფრო და უფრო ხმამაღლა მესმოდა. იგი ამბობდა: „თქვე ფარისევლებო, უგუნურებო“ და კიდევ ისეთ რაღაცეებს ყვიროდა, მენიშნა, ამგვარი ფიქრებით არ უნდა ვხლებოდი. კურთხევის ასაღებად მისულს, სრულიად შეცვლილმა მკითხა: „სად არის შენი „პროფესორა?“ (ღვინოს გულისხმობდა). აღარაფერი მათქმევინა, რადგან მამები გაურბიან ქება-დიდებას. მამა ვიტალი რამდენჯერმე ესტუმრა მამა გაბრიელს და შემდეგ თქვა: „ეს ძალიან დიდი ბერია“. სხვასთან საუბარში მამა გაბრიელმა მამა ვიტალიზე თქვა: „ანგელოზია“. ბევრჯერ გადავურჩენივარ და წარმწყმედელი მდგომარეობიდან გამოვუყვანივარ, იცის ღმერთმა და მამა გაბრიელის სულმა. * * * ერთ სასულიერო პირს განვიკითხავდი გულში. მამა გაბრიელთან რომ მივედი, პირდაპირ მანიშნა იმ ადამიანზე და მითხრა: „შენ იცი, ვის განიკითხავ? – ღმერთს, რადგან მას უნდა ეგ დაცემული პიროვნება აღდგეს და ღმერთთან უფრო ახლოს მივიდეს, შენ კი ღმერთის საქმეებში ერევი“. ერთხელ კი ასეთი შემთხვევა იყო: სარწმუნოებაში ახლადმოქცეული ერისკაცი განვიკითხე, რომელიც ძლიერ ნაყროვანებაში ჩავარდა. მივედი მამა გაბრიელთან და პირდაპირ მითხრა: „შენ, ბერო, იცი სინანული? იმ ერისკაცს რატომ განიკითხავ, რომელიც ნაყროვანებაშია? ის ხომ ახლადმოქცეულია და სინანული არ ეცოდინება. ამიტომ ჩააგდო ღმერთმა ამ ცოდვაში (დაუშვა ღმერთმა მისი ამ ცოდვით დაცემა), რომ სინანული მისცეს, დაცემული აღადგინოს, თავისთან უფრო მიიახლოვოს. შენ კი ღმერთს განიკითხავ, რატომ ჩააგდო ეს კაცი ნაყროვანებაშიო“. * * * „მე დედაჩემს არ ვუთმობდი, როცა საჭირო არ იყო და შენ რატომ უნდა დაგითმო“, - მეტყოდა და კელიიდან დამითხოვდა. მე მხოლოდ მაშინ მაგონდებოდა, რომ სწავლაზე ჩემი ნებით დავთანხმდი და შენდობისთვის ვბრუნდებოდი. დიდი სიყვარულით მიღებდა. განგებ მაბრაზებდა, რომ ჩემი ხასიათის უარყოფითი თვისებები გამოემზეურებინა და ასე გამოვესწორებინე. ეს ყველაფერი კი, ჩემდაუნებურად, ისე ხდებოდა, რომ მე ვერ ვგრძნობდი. მაჩვევდა სიმტკიცეს, მორჩილებას და განსაცდელის მოთმინებით ატანას. წინასწარ მეტყოდა: დღეს გეჩხუბებიან. აბა, თუ გაუძლებ?. იმ დღეს აუცილებლად მეჩხუბებოდნენ. მამა გაბრიელი გამომცდელად მაკვირდებოდა, როგორ გავუძლებდი ყვედრებას, ცილისწამებას, ლანძღვას. მე ყოველთვის ვერ ვუძლებდი. ამას იგი წინასწარ გებულობდა, დამიყვავებდა, და ამ სიტყვებით ტიროდა: „მე მინდა, მალე გაგზარდო, შვილო“. „როცა მე გამიხსენებ, ისიც გაიხსენე, რომ გიბრაზდებოდი... რაც მეტად გიბრაზდებით, მით უფრო მეტად მიყვარხართ“. თუ ვინმეს მკაცრად და ხმამაღლა მიმართავდა, იქვე აუხსნიდა, რომ ყოველი სწავლება ღვთისგან მოდის, ჩემგან არ გეგონოსო. ერთხელ ერთ მონაზონს ლანძღავდა სხვების გასაგონად, თავისთვის კი ჩუმად ლოცავდა. დამინახა, რომ შევამჩნიე და გაუკვირდა, როგორ მიმიხვდიო. ერთი ერისკაცი იმ დროს ეწვია, მონაზონს რომ უყვიროდა. ის კაცი წინ გადაუდგა და სთხოვა, გაჩერდითო. მამა გაბრიელი შემოტრიალდა და ცრემლმორეულმა უთხრა: „იცი, ეს მონაზვნები როგორ მიყვარან? მაგრამ მე რომ არ ვყავდე მათ, ცაში დაიწყებენ ფრენას“. ის ყველას ლოცავდა, ძალიან თბილი გული ჰქონდა. გავაგრძელებ კიდევ. ჯერ ეს იყოს -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#241
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
რამე კარგი წერეთ ხალხო მამა გაბრიელზე, არ შეიძლება?
terra-ს პოსტი ნახევრად მესიამოვნა ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
terra |
![]()
პოსტი
#242
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ხოო და მერე თავი გაიმართლა რომ ქალაქში აუტანელი სამარისებული სიჩუმე იყო და მინდოდა თოფის ხმით დამერღვიაო. ![]() მეგობრებს უთხრა ეგ. დუმილს ვესროლეო. მანამდე კი, როცა დააკავეს, შიშით შეპყრობილები ეკითხებოდნენ : ხომ ბავშვთა სამყაროს მიმართულებით ისროლეო?! ![]() რამე კარგი წერეთ ხალხო მამა გაბრიელზე, არ შეიძლება? terra-ს პოსტი ნახევრად მესიამოვნა ![]() ეს კაი იყო ![]() მიყვარს პლატონი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტება.. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
.zakaria. |
![]()
პოსტი
#243
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
მიყვარს პლატონი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიყვარს ჭეშმარიტება.. მომწონს ეს სიტყვები ![]() -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
terra |
![]()
პოსტი
#244
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
რამე კარგი წერეთ ხალხო მამა გაბრიელზე, არ შეიძლება? ეს წერილი ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა მომწერა და მისი ნებართვით მსურს თქვენც გაგაცნოთ: "კახა გამარჯობა, გილოცავ დღევანდელ დღეს. ჩავთვალე, რომ უნდა გცოდნოდა შენც ერთი ამბავი, რომელიც თითქმის მთელმა საბურთალომ იცის, რომელსაც ათეულობით თვითმხილველი მოწმე ჰყავს და რომელიც მე შემემთხვა. მეღიმება ხოლმე, როდესაც გავიგებ ნაამბობს, იმაზე თუ როგორ განიკურნა ვინმე მამა გაბრიელის ზეთით თუ საფლავზე ლოცვით არასასურველი მეჭეჭისაგან თუ წელის ტკივილისაგან და ა. შ... და აი რატომ: ეს 1998 წლის 14 ოქტომბერს (სვეტიცხოვლობას). მაშინ მე ბ-ის ქუჩაზე ვცხოვრობდი. კარგად მოგეხსენებათ 90 -იანი თაობის მაშინდელი მძიმე და სამწუხარო მდგომარეობა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, მეც მაშინ ყველა "სიკეთესთან" ერთად ნარკომანი ვიყავი, და არც თუ ისეთი დაბალი "რანგის." მეგობარმა თავის ცოლთან და პატარა შვილთან ერთად გამომიარა და წავედით "მცხეთობაზე" (მაშინ ჩვენთვის სვეტიცხოვლობა არ არსებობდა) რომ იტყვიან კაი "გაჩხერილები" (გეროინი). იქ კონცერტი-მონცერტი, სახინკლე და ასე შ... წამოსვლისას თამრიკომ, მეგობრის მეუღლემ, აქ ერთი ბერის საფლავიაო და იქნებ ჩვენც შეგვეარაო. ძლივს დავთანხმდით, მაგრამ გარეთ დაველოდეთ. ერთი კი მივაძახე ჩემზე სანთელი დაანთე და სთხოვე გადამარჩინოს მეთქი (ირონიით). საღამოს სახლში, ჩაის ვსვავდი, მოვიდა ერთი უბნელი ბიჭი, ორჯონიკიძეში დადიოდა ხოლმე რაღაც საქონელზე, და აი რა დავიტრიეო და მომიტანა როგორც "სპეციალისტს", ამიღო და მანახა უმაღლესი ხარისხის გეროინი. მე ისედაც მაგრად ვიყავი, მაგრამ ხომ უნდა გამესინჯა - აღარაფერი მახსოვს, როგორ გამომათრიეს სამზარეულოდან.... სახლში ჩემი დედმამა იყო მარტო. დაურეკეს ერთ სასწრაფოს, ვერაფერი გააწყვეს. მოვიდა მეორე, მესამე, სულ ოთხი ბრიგადა. სახლთან ექსკორტი დადგა. მოვარდა ჩემი ძმაც, ნათესავები. იყო ერთი წივილ-კივილი. თან საქმე ისაა, რომ ყოველი სასწრაფოს ბრიგადა მოსვლისთანავე 5 მლგრ -მიან 'ნარკანს" მიკეტებდა (სულ 20 გამიკეთეს!) კახა ვისაც მედიცინა ესმის იმან იცის ეს მკვდარსაც გააცოცხლებდა. შემდეგ ადრენალინი გულში, დენები, მაგრამ არაფერი. 45 წუთის "გარდაცვლილი" ვიყავი. 4 ბრიგადა დამტრიალებდა ნახევარი საათი. დაახლოვებით ერთი საათის შემდეგ იყო ასეთი სურათი: მე გაშავებული, ხელებ ბინტწაკრული და თეთრპროსტინა გადაფარებული იატაკზე ვესვენე. დედაჩემი გულწასული, მამაჩემს მაშინ თვალთ დააკლდა. კარი ღია, მთელი მეზობლები სართულის ბაქანზე უკვე დამონტაჟებულ საფერფლესთან, ქალები შიგნით მოსთქვავენ, ხოლო სასწრაფოს ექიმები გარდაცვალების აქტს წერენ სიტყვებით: ეს მერამდენე ახალგაზრდა შეეწირა ამ უბედურებას ამათ არ გაიხარონ.. და ა.შ. როგორც უკლებლივ ყველა მეზობელი, ერთი მორწმუნე ქალიც ამოვიდა 3-ე სართულიდან მანანა დ-ელიძე. სამთავროს მრევლი იყო. მაშინ ეტყობა ახალი დაწყებული იყო მამა გაბრიელის საფლავზე აღსრულებული სასწაულები. ამოვიდა, ღია კარებში უხმოდ შემოვიდა ამ წივილ-კივილში. დაიხარა, გადამხადა თურმე სახეზე და შუბლზე მამა გაბრიელის ზეთი მაცხო, იქ ცოტა შეეწევაო. ეგ იყო და წამოვხტი ხელებშეკრული. ის ახალგაზრდა ექიმი, რომელიც ჩემ "გვამთან" ჩაცუცქული გარდაცვალების აქტს ავსებდა ეგრევე უკან გადავარდნილა გულწასული და იქით გამხდარა მოსასულიერებელი. და იქ ამბავი ამტყდარა.... სავადმყოფოში გამაქანეს, სამი დღე მიკვლევდნენ ის სანახევროდ შევსებული აქტი ჩემთან ინახება ეხლაც. მე საერთოდ ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს ამ ახალ "სალოსებთან" და ვითომ მოღვაწეებთან, ალბათ იმიტომ, რომ ისინი მამა გაბრიელის პლაგიატებად, მისი ღვაწლის ქურდებად ვთვლი. მოკლედ კახა თავი შეგაწყინე, მაგრამ მინდოდა შენც გცოდნოდა. გილოცავ კიდევ ერთხელ, ავად ვარ, თორემ მეც აუცილებლად ვიქნებოდი მცხეთაში დღეს. გაიხარე. " საიტის ადმინისტრატორი კახაბერ კენკიშვილი. P.S. კახა მე არა ვარ. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#245
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
აი, მას შემდეგ რაც დავწერე მამა გაბრიელზე რამე კარგით თქვით-მეთქი, ეს თემა ჩაკვდა, ხოლო როცა მისი განკითხვა მიდიოდა, ერთ წამში 10 პოსტი იწერებოდა.
ესა ვართ სულ! არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ მამა გაბრიელს ვაკერპებ, ან მასზე ვაფანატებ. უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს პიროვნება, რადგან მისგანაც მხოლოდ სიყვარული მოდის. შეხედეთ ამ ფოტოს: ![]() ეხლა კი მცირედს მეც დავდებ მამა გაბრიელის შესახებ. "გაბრიელ ბერი ძირითადად ფიცრულში ცხოვრობდა და იშვიათად, ერთი ან ორი ღამით თუ დარჩებოდა კოშკში, თავის კელიაში. ერთხელ მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი, აუწყა სვეტიცხოვლის ძელის ნაწილის შესახებ და ის ადგილიც ზუსტად მიანიშნა, სადაც ეს სიწმინდე ინახებოდა. გაბრიელ ბერმა მონასტრის დედებთან ერთად ეს წმინდა ნაწილი საიდუმლო ადგილიდან კრძალულებით გამოასვენა. ეს სიწმიდე დღეს სამთავროს მონასტერშია დაცული. 1990 წელს გაბრიელ ბერი შიომღვიმის მონასტერში გადავიდა, რადგან სურდა განმარტოებით, დაყუდებულად ეცხოვრა. აქ მას გამოცხადებით, უფლისგან ეუწყა წასულიყო სამთავროში და ხალხისთვის ემსახურა. ამ დროიდან, ვიდრე გარდაცვალებამდე, გაბრიელ ბერი სამთავროს მონასტერში, თავის კელიაში – ძველ კოშკში დამკვიდრდა და უფლის მცნებისამებრ, ხალხის – მოყვასის მიმართ თავდაუზოგავი ღვაწლით აღასრულა ცხოვრება. 1991 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ მხოლოდ გაბრიელ ბერი განიცდიდა წინდაწინ მოსალოდნელ უბედურებას. ამბობდა: “სისხლი რუსთაველზე! სისხლი! ქართველების სისხლი!.” როდესაც რუსთაველზე ქართველმა ქართველს ესროლა, გაბრიელ ბერი სამთავროში ზარებს რეკდა და მოთქვამდა თურმე. ამ პერიოდში გაბრიელ ბერმა გაამკაცრა მარხვა და თითქმის სრულებით დაანება თავი საზრდელის მიღებას. ძნელია იმის მოთხრობა და აღწერა, თუ როგორი ცრემლით და გოდებით ავედრებდა იგი უფალსა და დედა ღმრთისმშობელს საქართველოს. გაბრიელ ბერი არავის განარჩევდა. იგი ყველა მასთან მიმსვლელის მწუხარებით და სიხარულით ცხოვრობდა. მრავალი ადამიანი გადაარჩინა მან სულიერ წყვდიადში დანთქმას და თავისი წინასწარმცნობელობის მადლით ჭეშმარიტ გზაზე დააყენა. გაბრიელ ბერი თითქმის სრულიად ფარავდა თავის სასწაულთმოქმედების ძალას, მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც საქმე სარწმუნოების და ქრისტიანული საფუძვლის – ერთარსი სამების დოგმატს - შეეხო, მან ღმრთისაგან მოცემული ნიჭი ცხადად გამოავლინა საღმრთო ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. ერთხელ მას ესტუმრა ინდუიზმის მიმდევარი ქართველი, რომელიც წლების განმავლობაში მისდევდა ამ რელიგიას და ინდოეთშიც ხშირად ჩადიოდა დიდი ხნით, სადაც თავისი მასწავლებელი ჰყავდა. მამა გაბრიელმა აიღო პური; ყოვლადწმინდა სამების სახელით ჯვარი გადასწერა და პურის მაგიერ – წყალი, ხორბალი და ცეცხლი გამოჩნდა. – კარგად შეხედეთ მოყვასო და ნახეთ:… ასევე არის წმინდა სამება, პირებით სამად განიყოფა: მამად, ძედ და სული წმიდად. შემდეგ, მამა გაბირელმა ყოვლადწმინდა სამების სახელით კვლავ პირჯვარი გადასახა და წყალი, ხორბალი და ცეცხლი კვლავ პურად იქმნა. - როგორც ეს პურია განუყოფელი, ასევე არის წმიდა სამება, ღვთაებით ერთარსი და განუყოფელი. ერთხელ საქართველოში ათონის მთიდან ქსეროპოტამის მონასტრის წინამძღვარი იოსები და ბერები ჩამობრძანდნენ. მათ სამთავროც მოინახულეს და მამა გაბრიელისგან კურთხევა აიღეს. გაბრიელ ბერი მამა იოსებს გაუწყრა: - ეს როგორ გაბედე და დედა ღმრთისმშობელს აკადრე, მიგიტოვებია საქართველოო. მისი ლოცვითა და მადლით ვართ, შენ ამას ვერ ხედავ და ღვაწლს უწუნებ! ამის გაგონებაზე მამა იოსებს თავზარი დაეცა, მუხლი მოიყარა და შენდობა ითხოვა. მამა გაბრიელს გულში ჩაუკრია ბერძენი სტუმარი და ტაბლასთან მიუპატიჟია. შემდგომ ცნობილი გახდა, რომ სამთავრომდე, ბერძენ მამებს ჯერ სვეტიცხოველი მოულოციათ. საქართველოში იმჟამად არსებული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია, რასაც თან ერთვოდა ათეისტური რეჟიმისგან ახლადთავდახსნილი ერის სულიერი მდგომარეობა, მიზეზი გახდა იმისა, რომ პატივცემულ არქიმანდრიტს სვეტიცხოველის მოლოცვისას გულში სინანულით გაევლო – “ღმრთისმშობელო, დაგიტოვებია საქართველო”. დამშვიდობებისას აღფრთოვანებულმა მამებმა შესთავაზეს გაბრიელ ბერს ათონზე წასვლა, რაზეც მას უპასუხია: - მე ჩემს ათონზე ვარ. მე ჩემს საქართველოს ათონზე არ გავცვლი. ამავე პერიოდში გაბრიელ ბერის მოსანახულებლად საქართველოში ამერიკიდან საგანგებოდ ჩამობრძანდა მღვდელ-მონოზონი გერასიმე, რომელიც ცნობილი ამერიკელი მოღვაწის სერაფიმე როუზის მიერ დაარსებულ მონასტერში პლატინა-კალიფორნიაში მოღვაწეობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამა გერასიმემ და პლატინა-კალიფორნიის საძმომ მართლმადიდებლურ ჟურნალში სტატია მიუძღვნეს მამა გაბრიელს, სადაც ეწერა: “საქართველოში არც კი იციან, თუ რა დიდი ბერი ჰყავთ მათ მონასტერში”. გაბრიელ ბერი სიცოცხლის ბოლო წლებში წყალმანკით ძლიერ დაავადდა. ამას დაემატა ფეხის მოტეხილობა. ამ დროიდან მოყოლებული, ვიდრე გარდაცვალებამდე, წელიწადნახევარი, გაბრიელ ბერი სარეცელზე იწვა და ვეღარ დადიოდა. მხოლოდ ძალზე იშვიათად, დიდი ტკივილების დათმენით წამოაყენებინებდა ხოლმე თავს და კელიის წინ დაჯდებოდა. - თქვენი სიცოცხლე - ჩემი სიცოცხლეა. თუ მოყვასისთვის თავი არ გაწირე, ისე არაფერი გამოვა – ამბობდა იგი. დაუვიწყარი იყო მამა გაბრიელის სტუმართმოყვარეობის მადლი. სანამ ფეხს მოიტეხდა, ყველას თავისი ხელით მომზადებული საჭმლით უმასპინძლდებოდა, ხოლო როდესაც თავად აღარ შეეძლო, კერძს დედა პარასკევას ან სხვას გაამზადებინებდა და ყველა მოსულს სიყვარულით დააპურებდა. იგი მუდმივად იმის ცდაში იყო, რომ ადამიანი რაც შეიძლება ახლოს მიეყვანა უფალთან. ყველას გულს მსჭვალავდა მისი სიტყვა, რომელსაც განსაკუთრებული მადლი და ძლიერება ჰქონდა. მისი ქადაგება, რომელსაც თითქმის მუდმივად ახლდა ცრემლთა სიმრავლე, შეუძლებელი იყო უნაყოფოდ დარჩენილიყო. წლების განმავლობაში მამა გაბრიელი უპირატესად ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სინანულზე, სიმდაბლესა და სიკეთეზე უქადაგებდა მასთან მიმსვლელთ. ხოლო მისი სიცოცხლის ბოლო წელს, მკვეთრად, ბოლო ჟამზე დაიწყო ქადაგება. ყველა მომსვლელს ეუბნებოდა, რომ ბოლო ჟამისეულ ეპოქაში ცხოვრობდნენ. - თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს,… როცა დევნა დაიწყება და მთებში მოგიწევთ წასვლა. ნუ შეშინდებით! როგორც ისრაელიანებს არაფერი აკლდათ უდაბნოში, როდესაც ფარაონის და ეგვიპტის მონობიდან გამოვიდნენ, ისევე მოგხედავთ ღმერთი თქვენც, რომლებიც ქრისტეში თავისუფლებისათვის გახვალთ მთებში, რათა გაექცეთ ეგვიპტის – ამ სოფლის, და ფარაოს – ანტიქრისტეს მონებას. იცოდეთ, ეს ღვაწლი აღთქმულ ქვეყანაში – სასუფეველში - შეგიყვანთ და მზესავით გაგაბრწყინებთ. უკანასკნელ დღეებში გაბრიელ ბერი მხოლოდ სიყვარულზე ქადაგებდა და ყველა მომსვლელს ცრემლიანი თვალებით ეუბნებოდა: - გახსოვდეთ, ღმერთი არის სიყვარული. რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთეთ, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. იყავით მდაბალნი, რამეთუ ღმერთმა მდაბალთა მოსცის მადლი. შეინანეთ ცოდვები და დაუტევეთ იგი, რადგან “ხვალე” - ეს მხოლოდ ბოროტის მახეა. გიყვარდეთ ერთმანეთი, რამეთუ უსიყვარულო ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე გაბრიელ ბერს უთქვამს: - მოიწია ჟამი ჩემი ამ სოფლიდან წასვლისა. შემდეგ მარჯვენა ხელით მოეფერა მაცხოვრის ხატს, რომელიც თავთან ეკიდა, ერთხანს ჩუმად იყო და თქვა: - 12 წლიდან შენ მოგდევ უფალო. მზადა ვარ, წამიყვანე. მთელი ღამე, მეორე დღის 4 საათამდე, უმძიმეს ტკივილებში გაატარა. შემდეგ კი ხმამაღლა და ხანგრძლივად დაიწყო სუნთქვა და დაიძახა: - დედა… დედა! დაო…დაო! მთელი მონასტერი მოვიდა, ოჯახის წევრები, ახლობლები, ერისკაცნი, ექიმი, მღვდლები. მამა გაბრიელი კი სიყვარულით უმზერდა წმინდა ნიკოლოზის ხატს და თვალს არ აშორებდა. მეუფე დანიელმა სულის გასვლის ლოცვები წაუკითხა. ლოცვის დამთავრებისას მამა გაბრიელმა გაიღიმა და სული განუტევა. იდგა 1995 წლის 2 ნოემბერი… გაბრიელ ბერი, მისი ანდერძისამებრ, ჭილოფში შეხვეული დაიკრძალა სამთავროს მონასტრის ეზოში. მის ცხედარს დასაფლავებისას მისი მოსიყვარულე ადამიანები ეხვივნენ გარშემო. ვერავინ გაიმეტა მიწის მისაყრელად და ამიტომ მიწას საფლავის ნაპირას ჰყრიდნენ. შემდეგ მიწა თავად წაამოიშალა, თითქოს კალთა გადააფარაო, გულში ჩაიხუტა და სულ ერთიანად დაჰფარა. საფლავზე წარწერილია სიტყვები, რომლითაც სრულდება მისი ანდერძი: “ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია” - გაბრიელ ბერი." -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ikanosi |
![]()
პოსტი
#246
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
terra
ციტატა უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა, ბევრი სათნოებით შემკულ მოღვაწეებს, სულიწმიდის მადლი დაუკარგავთ, ერთი განკითხვის, ან ერთი ამპარტავნული აზრის მიღების გამო. და როგორ გგონია უფალი ამის გამო მათ ხელს კრავდა? ასეთი ღმერთი მე ვერ წარმომიდგენია -------------------- ფარით ან ფარზე
|
terra |
![]()
პოსტი
#247
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ikanosi
ხელის კვრაში რას გულისხმობ, დააკონკრეტე. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ikanosi |
![]()
პოსტი
#248
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
terra
ციტატა სულიწმიდის მადლი დაუკარგავთ, ანუ ღმერთმა მიატოვა? უფრო სწორად თავად დაშორდნენ -------------------- ფარით ან ფარზე
|
terra |
![]()
პოსტი
#249
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
terra უფრო სწორად თავად დაშორდნენ აჰა, თავადვე გაეცი პასუხი საკუთარ კითხვას ![]() თავადვე განეშორნენ, ტავისი სიტყვით, აზრით, თუ საქმით. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს არაა შეუქცევადი პროცესი. სინანული ყოვლისშემძლეა ![]() P.S. ვისაც მეტი მიეცა, იმას მეტი მოეთხოვება -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
afxazi |
![]()
პოსტი
#250
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ikanosi
ციტატა და როგორ გგონია უფალი ამის გამო მათ ხელს კრავდა? ასეთი ღმერთი მე ვერ წარმომიდგენია მივხვდი რასაც გულისხმობ. აქ ხელის კვრა არაფერ შუაშია, ბოლო-ბოლო ნათლის ანგელოზი დაეცა და ეშმაკად გადაიქცა, ვთქვათ, რომ ხელი კრა ღმერთმა? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი ჩამოვარდნა მით უფრო მძიმეა და აქ ღმერთი არაფერ შუაშია. ციტატა აი, მას შემდეგ რაც დავწერე მამა გაბრიელზე რამე კარგით თქვით-მეთქი, ეს თემა ჩაკვდა, ხოლო როცა მისი განკითხვა მიდიოდა, ერთ წამში 10 პოსტი იწერებოდა. ესა ვართ სულ! არავინ არავის არ განიკითხავდა და არ გინდა ეხლა ასეთები. კონკრეტულ ფრაზაზე იყო საუბარი, რომელიც არც კი იცი ეკუთვნის თუ არა მამა გაბრიელს და გვიმტკიცებ აქ რაღაცეებს. ნუ აჩვენებ ისე თავს, თითქოს მარტო შენ აფასებდე ამ პიროვნებას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Otherguy |
![]()
პოსტი
#251
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
- თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს,… როცა დევნა დაიწყება და მთებში მოგიწევთ წასვლა. ნუ შეშინდებით! როგორც ისრაელიანებს არაფერი აკლდათ უდაბნოში, როდესაც ფარაონის და ეგვიპტის მონობიდან გამოვიდნენ, ისევე მოგხედავთ ღმერთი თქვენც, რომლებიც ქრისტეში თავისუფლებისათვის გახვალთ მთებში, რათა გაექცეთ ეგვიპტის – ამ სოფლის, და ფარაოს – ანტიქრისტეს მონებას. იცოდეთ, ეს ღვაწლი აღთქმულ ქვეყანაში – სასუფეველში - შეგიყვანთ და მზესავით გაგაბრწყინებთ. ეს ვისაც უთხრა რამდენი წლისები იყვნენ, ვთქვათ და არ ასრულდა, მერე რა ვქნათ? წმინდანობიდან მოვხსნათ? მეორედ მოსვლაზე(როცა თარიღზეა მინიშნება) უამრავ ადამიანს(მართლმადიდებლებსაც) უწინასწარმეტყველია და აბსოლუტურად ყველა - ტყუილი აღმოჩნდა... მაგალითად წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველი იყო მგონი, უთხრა თავის მრევლს: "თქვენ მოეწსრებით მეორედ მოსვლას"-ო, ჰოდა მას მერე 100 წელი გავიდა მგონი... ასე ვთქვათ ეს ქადაგებისას ძალიან კარგი ხერხია რომ მრევლი საგონებელში ჩააგდო და მეტად მოგისმინონ... უკანასკნელ დღეებში გაბრიელ ბერი მხოლოდ სიყვარულზე ქადაგებდა და ყველა მომსვლელს ცრემლიანი თვალებით ეუბნებოდა: - გახსოვდეთ, ღმერთი არის სიყვარული. რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთეთ, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. იყავით მდაბალნი, რამეთუ ღმერთმა მდაბალთა მოსცის მადლი. შეინანეთ ცოდვები და დაუტევეთ იგი, რადგან “ხვალე” - ეს მხოლოდ ბოროტის მახეა. გიყვარდეთ ერთმანეთი, რამეთუ უსიყვარულო ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. და ამ ადამიანმა თქვა რომ წმინდანად შერაცხავდნენ? ხედავ რა თავმდაბლობა ჩანს ამ სიტყვებში? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
terra |
![]()
პოსტი
#252
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
Otherguy
ციტატა ასე ვთქვათ ეს ქადაგებისას ძალიან კარგი ხერხია რომ მრევლი საგონებელში ჩააგდო და მეტად მოგისმინონ... ფრთხილად ცოტა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნონა |
![]() ![]()
პოსტი
#253
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
არ ვიცი, როგორ გამოიყურება მამა გაბრიელის სიტყვები თეოლოგიურ პრიზმაში, შესაბამისად, არც მის საპირწონედ შემიძლია მის მიერ თქმულზე კომენტირება, მაგრამ როცა მის სიტყვებს, მასზე გადმოცემებს ვკითხულობ, მათბობს, მავსებს!
ვგრძნობ... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ikanosi |
![]()
პოსტი
#254
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
afxazi
terra ციტატა მივხვდი რასაც გულისხმობ. აქ ხელის კვრა არაფერ შუაშია, ბოლო-ბოლო ნათლის ანგელოზი დაეცა და ეშმაკად გადაიქცა, ვთქვათ, რომ ხელი კრა ღმერთმა? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი ჩამოვარდნა მით უფრო მძიმეა და აქ ღმერთი არაფერ შუაშია. ხო, მაგრამ აი ახლა რას ვამბობ, დედა შვილური სიყვარული ხო ძალზედ ძლიერია, ჩვენ კიდევ ვამბობთ რომ ღმერთს უფრო დიდად ვუყვარვართ ვიდრე დედას და არამგონია ღმერთმა გულში არ ჩაიკრას თავისი შვილი რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ის -------------------- ფარით ან ფარზე
|
terra |
![]()
პოსტი
#255
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
არამგონია ღმერთმა გულში არ ჩაიკრას თავისი შვილი რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ის ეს, ოსიპოვის მავნე ქადაგებებს მაგონებს, სადაც ამბობს, რომ, ღმერთი ვერ იქნება ისეთი ,,არაკეთილი'', რომ, საბოლოოდ მაინც ყველა არ აცხოვნოს და რომ ჯოჯოხეთური ტანჯვა არაა უსასრულო და მასში მყოფი სულებიც ოდესმე ნეტარებაში იქნებიან. არადა, სახარებაში პირდაპირ წერია, რომ.. მეტი რაღა უნდა ჩაგვიკრას, დალოცვილო, ყველა ქრისტიანი (საღ გზაზე მდგომი) აღიარებს, რომ ჯოჯოხეთის ღირსია და მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვსუნთქავთ. უფალი, სიყვარულია, მაგრამ, ამის პარალელურად - სამართლიანი მსაჯულიც. წინ გიდევს ცეცხლი და წყალი. შენ ირჩევ. ღმერთი არაფერ შუაშია აქ. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნონა |
![]()
პოსტი
#256
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 ![]() |
ყველა ქრისტიანი (საღ გზაზე მდგომი) აღიარებს, რომ ჯოჯოხეთის ღირსია პ.ს. ვაი რომ სხვადასხვაა ![]() -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#257
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
მეტი რაღა უნდა ჩაგვიკრას, დალოცვილო, ყველა ქრისტიანი (საღ გზაზე მდგომი) აღიარებს, რომ ჯოჯოხეთის ღირსია და მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვსუნთქავთ. უფალი, სიყვარულია, მაგრამ, ამის პარალელურად - სამართლიანი მსაჯულიც. წინ გიდევს ცეცხლი და წყალი. შენ ირჩევ. ღმერთი არაფერ შუაშია აქ. ისე საიდან მოდის ნეტავ ამგვარი რამეები... წმინდა ცხოვრებით მცხოვრები კაცი ამბობს, რომ ცოდვილი და ჯოჯოხეთის ღირსია, ამავე დროს ამბობს, რომ ქურდი, ავაზაკი და მეძავი შეიძლება ცხონდეს და თვითონ არა... თან ვამბობთ რომ ღმერთი სიყვარულია, მაგრამ როგორც წმინდადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, მაინც ჯოჯოხეთის ღირსი გვგონია თავი... უცნაური ლოგიკაა... ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
terra |
![]()
პოსტი
#258
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ენით თუ გულით? პ.ს. ვაი რომ სხვადასხვაა ![]() არ აქვს ამას მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, ფაქტი ფაქტად რჩება. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ikanosi |
![]()
პოსტი
#259
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
terra
ციტატა მეტი რაღა უნდა ჩაგვიკრას, დალოცვილო, ყველა ქრისტიანი (საღ გზაზე მდგომი) აღიარებს, რომ ჯოჯოხეთის ღირსია და მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვსუნთქავთ. ნამეტანი თვითგვემის მომხრე ხარ შენ ჩემო ბატონო ![]() ციტატა ეს, ოსიპოვის მავნე ქადაგებებს მაგონებს, სადაც ამბობს, რომ, ღმერთი ვერ იქნება ისეთი ,,არაკეთილი'', რომ, საბოლოოდ მაინც ყველა არ აცხოვნოს და რომ ჯოჯოხეთური ტანჯვა არაა უსასრულო და მასში მყოფი სულებიც ოდესმე ნეტარებაში იქნებიან. არვიცი, მეც ასე მგონია რატომღაც, ღმერთი თუ სიყვარულია, ვინც მიყვარს მაგას რაც არ უნდა ცუდი გამიკეთოს სატანჯველად ვერ გავიმეტებ მაინც...არც გამოთქმა მომწონს "ღმერთის გეშინოდეს", შეიძლება საკუთარი დედის ან მამის გეშინოდეს? ციტატა წინ გიდევს ცეცხლი და წყალი. შენ ირჩევ. მე ვირჩევ მაგრამ ის ხომ მამაა? და მამა რას ნიშნავს/? -------------------- ფარით ან ფარზე
|
terra |
![]()
პოსტი
#260
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
Otherguy
ციტატა ამავე დროს ამბობს, რომ ქურდი, ავაზაკი და მეძავი შეიძლება ცხონდეს და თვითონ არა ასე არა. ამბობენ, რომ, თუ ცხონდებიან, მხოლოდ ღვთის უდიდესი მოწყალებით, რადგან სათნოებები არ გააჩნიათ. და ზოგადად, რაც მეტად იკვეთ ცოდვილ მიდრეკილებებს, მით უკეთ ხედავ საკუთარი სულის სიმახინჯეებს და უკეთურებას. ამიტომ ხდება ასე. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი