IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ღირსი იუსტინე პოპოვიჩი, "ჰუმანისტური ეკუმენიზმი"
saria-giorgi
პოსტი May 15 2008, 11:22 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



"ყველანაირი მშვიდობა როდია-საღმრთო მშვიდობა!რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც.უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა,კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი,რადგან საქმე როცა აშკარა უკეთურებასთან გვაქვს,მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვრიდოთ,არც დროისა და ხელმწიფის მოთხოვნებს დავემორჩილოთ,მით უმეტეს-არამც და არამც არ უნდა ვეზიაროთ მზაკვრულ დვრიტას,არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს!ყველაზე დიდი ცოდვაა ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლება!"წმ.გრიგოლ ღმრთისმეტყველი სიტყვა მე-6 "მშვიდობის შესახებ."
ეკუმენიზმი საერთო სახელწოდებაა ყველა ფსევდოქრისტიანული მიმდინარეობისა და დასავლეთის ყველა ფსევდოეკლესიისა ერთად.მასში არის ყველა სახის ჰუმანიზმი,რომელიც სათავეს პაპიზმიდან იღებს.ყოველივე ამას კი აქვს ერთი,სახარებისეული განსაზღვრება-მწვალებლობა.მთელი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა მწვალებლობას სწორედ ის ახასიათბდა,რომ უმნიშვნელოდ თვლიდა ან ამახინჯებდა იესუ ქრისტეს ცალკეულ თავისებურებებს და ეს ახალი ევროპული წვალებანიც უარყოფენ,უგულვებელყოფენ ღმერთკაცს და მის დაგილას აყენებენ კაცს ამ პუნკტში,არც არის რაიმე განსხვავება პაპიზმს,პროტესტანტიზმსა და სხვა სექტებს შორის,რომელთა სახელილეგეონია.
მართლმადიდებლური დოგმატი ეკლესიის შესახებ კათოლიკებმა უარყვეს და შეცვალეს მწვალებლური დოგმატით "პაპის უცდომელობის შესახებ",ხოლო მისგან გამომდინარეობს დანარჩენებიც:"ფილიოკვე","ეპიკლეზის"(სულიწმიდის გარდამოწვევის ლოცვა ლიტურგიის ჟამს)უარყოფა,ქმნული მადლის შემოღება,აზიმა(უცომოება,უფუა
ი სეფისკვერის გამოყენება),"წმ.ინკვიზიცია"...პროტესტანტიზმი არის ნამდვილი და ერთგული პირმშო პაპიზმისა.
სინანულის გარეშე,ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის მიღების გარეშე ამ წვალებათა მიმდევრებისთვის არაბუნებრივიცაა და უაზროც ლაპარაკი რაღაც"[b]ეკლესიათა გაერთიანებაზე"[/b],სიყვარულის დიალოგზე,"ინტერკომენიოზე"(ურთიერთზიარება,ერთობლივი მონაწილეობა საეკლესიო საიდუმლოებებში)თანამედროვე"სიყვარულის დიალოგი",რომელიც ლიტონი სენტიმენტალიზმის ჩარჩოებში მიმდინარეობს,სინამდვილეში არის სულმოკლე უარყოფა"განწმენდისა სულისაითა დასარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაითა"(მე-2თეს.2.13)არსი სიყვარულისა არის ჭეშმარიტება და სიყვარული ჰგიეს ჭეშმარიტებასა ზედა.თანამედროვე ეკუმენიზმის ლიტონი მორალური მინიმალიზმი და ჰუმანისტური პაციპიზმი ამჟღავნებენ და ამხილებენ თავიანთ ფილოსოფიისა და ეთიკის ავადმყოფურ ხასიათსა და უძლურებას"მოძღვრებისა მისებრ კაცთაისა."(კოლ.2.8.)მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება მწვალებლების შესახებ ამბობს:"წვალებანი არ წარმოადგენენ ეკლესიას და შეუძლებელიცაა,რომ წარმოადგენდნენ."
ამიტომ მწვალებლებს ვერ ექნებათ წმ.საიდუმლოებები,ვერ ექნებათ წმ.ევქარისტია-საიდუმლოებათა საიდუმლოება,რამეთუ იგია თავი და თავი ეკლესიაში:თვით ღმერთკაცი იესუ ქრისტე,თვით ეკლესია,როგორც სხეული ქრისტესი."ინტერკომუნიო"(ურთიერთზიარება)ღმერთმა გვაშოროს-შეერთება მწვალებლებთან,წმიდა საიდუმლოებების გზით და განსაკუთრებით ევქარისტიით დამყარებული,არის უფალ იესუ ქრისტეს ყველაზე სულმდაბლური ღალატი,იუდას გამცემლობა და მთელი სამოციქულო,წმიდა მამათა,ქრისტეს ერთიანი ეკლესიის ღალატი.
წმიდა თეოდორე სტუდიელი წერს:"ზიარების მიღება მწვალებლისაგან განაშორებს კაცს ღმრთისაგან და ეშმაკის ხელში აგდებს მას.""მწვალებლური პური არ არის ხორცი ქრისტესი"."რა განსხვავებაც ნათელსა და ბნელს შორისაა,იგივე განსხვავებაა მართლმადიდებლურ და მწვალებლურ ზიარებას შორის.მართლმადიდებლური ზიარება განანათლებს კაცს,მწვალებლური-ბნელში ხვევს მას.პირველი ქრისტეს შეგვაერთებს,მეორე-ეშმაკს,პირველი განაცხოველებს სულს,ხოლო მეორე-ღუპავს."
წმ.ათანასე დიდი ბრძანებს:"ჩვენ გვიპოყრია და ვიმარხავთ მხოლოდ ეკლესიის სარწმუნოებას,რომელიც უფალმა გვიბოძა,მოგვცა,მოციქულებმა გვიქადაგეს,მამებმა დაიცვეს.რამეთუ ეკლესია მას ზედა დაემყარა და ვინც მას განუდგება,ის არაა ქრისტეანი და არ შეჰფერის სახელი ქრისტეანის"(წერილი სერაპიონს1.28.).


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 15 2008, 05:22 PM
პოსტი #2


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



გიორგი,

შეგიძლია წყარო მიუთითო? ვისი ნათარგმნია ეს სტატია?


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი May 15 2008, 06:17 PM
პოსტი #3


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ესეც იუსტინე პოპოვიჩის სიტყვებია:


დღეს ღვთის თავს საშინელი სასჯელი აღესრულება

ჯვარცმულია ღმერთი! კმაყოფილი ხართ, ღვთისმბრძოლნო?




არასოდეს არ ყოფილა ასე ცოტა ადამიანში ღმერთი, საყვარელო ძმაო, როგორც დღეს: დღეს თავად ეშმაკი განხორციელდა ადამიანში, რათა უსულო ეყო ღმერთკაცი. დღეს მთელი ბოროტება ჩაუსახლდა ხორცში ადამიანს, რათა იქიდან განედევნა ღმერთი. დღეს მთელი ჯოჯოხეთი ჩამოსახლდა დედამიწაზე; ნუთუ ვინმეს გაახსენდება, რომ დედამიწა ოდესღაც სამოთხე იყო? დღევანდელი დაცემა ადამიანისა განუზომლად დიდია პირველ დაცემაზე; მაშინ ადამიანი ღმერთს განშორდა, დღეს კი ჯვარს აცვა ღმერთი, მოკლა ღმერთი.
ადამიანო რა გქვია შენ თუ არა ეშმაკი? მაგრამ რას ვამბობ? ეს ხომ ცილისწამებაა ეშმაკისა?! ეშმაკი არასოდეს იყო ასეთი ბოროტი, ასეთი არტისტულად ბოროტი, როგორც ადამიანი. უფალი ქრისტე ჯოჯოხეთშიც ჩაეშვა, მაგრამ იქ იგი არ უწამებიათ. ჩვენ კი ჯვარს ვაცვით! განა ადამიანები ეშმაკებზე უარესნი არ არიან? განა დედამიწა გეენაზე მცხუნვარე არ არის? ჯოჯოხეთიდან არ განუდევნიათ ქრისტე, დღეს კი ადამიანებმა იგი მიწიდან განდევნეს, განდევნეს თავისი ხორციდან, თავისი სულიდან, თავისი ქალაქიდან.
ჩემს სულიერ თვალს, საყვარელო ძმაო, როგორც უხსენებელი, ისე ჩაეჭიდა ბოროტი კითხვა: ნუთუ ადამიანი ოდესღაც კეთილი იყო, თუკი შეეძლო, რომ ჯვარს ეცვა ქრისტე? შენ გჯერა ადამიანის? გეამაყება მისი? შენ ოპტიმისტი ხარ? ოჰ, შეხედე ადამიანს, შეხედე კაცთა მოდგმას დიდი პარასკევის ზენიტიდან, შეხედე ადამიანს, ღმერთკაცის მკვლელს და მიპასუხე; ეხლაც ოპტიმისტი ხარ? არ გრცხვენია, რომ ადამიანი ხარ? ვერ ხედავ, რომ ადამიანი ეშმაკზე უარესია?
დაივიწყეთ ყველა დღე დიდ პარასკევამდე და დიდი პარასკევის შემდეგ, ჩაატიეთ ადამიანი დიდი პარასკევის საზღვრებში _ ხომ არ არის იგი ყველა ბოროტების თვალსაჩინოება? ყველა შეცდომილების ნავსაყუდელი? ყველა საძაგლობის თავშესაყარი? ხომ არ შეიშალა დღეს მისგან დედამიწა? ხომ არ დაამტკიცა ადამიანმა დღეს ღმერთკაცის სიკვდილით, რომ ჭეშმარიტებით დედამიწის სიგიჟეა?
საშინელი სამსჯავროც კი, ძმებო, არ იქნება უფრო საშინელი დიდ პარასკევზე. არა, ნამდვილად ნაკლებ საშინელი იქნება იგი, რადგან მაშინ ღმერთი განსჯის ადამიანს, დღეს კი ადამიანი სჯის ღმერთს. დღეს ღვთის თავს საშინელი სასჯელი აღესრულება – მას კაცობრიობა ასამართლებს. დღეს ადამიანი შეაფასებს ღმერთს, შეაფასებს ოცდაათ ვერცხლად. ქრისტეს – ოცდაათ ვერცხლად! ნუთუ ეს უკანასკნელი ფასია? ნუთუ იუდა ჩვენი უკანასკნელი სიტყვაა ქრისტეზე?
დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. ესაა უდიდესი ამბოხი, უდიდესი ცოდვა ცისა და მიწის ისტორიაში, ამგვარი არ მოუწყვიათ თვით დაცემულ ანგელოზებსაც კი.
დღეს აღესრულა საშინელი სამსჯავრო ღვთის თავს – არასოდეს უხილავს სამყაროს უფრო უცოდველი მსჯავრდებული და უფრო შეშლილი მოსამართლეები. არასოდეს ამაზე საშინლად არ დაუცინიათ ღვთისათვის. “ყოვლისდამცინავი ჯოჯოხეთი” ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთს და ყველაფერს ღვთაებრივს. დასცინეს დღეს იმას, ვინც არასოდეს იცინოდა. ამბობენ, უფალი იესო ქრისტე არასოდეს იცინოდაო, მოტირალი კი ხშირად უნახავთ. თავლაფდასხმულია დღეს ის, ვინც ჩვენს განსადიდებლად მოვიდა. სიკვდილმისჯილია დღეს ის, ვინც მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა. ადამიანო, აქვს კი საზღვარი შენს უგუნურებას, უჩანს კი ფსკერი შენს დაცემას?
ჯვარი სამარცხვინო საჩუქარია; ვაჩუქეთ იგი მას, ვინც მარადისობა გვაჩუქა. კეთროვანო შენ მან კეთრისაგან განგწმინდა, ნუთუ შენ ამისთვის ჯვარს ჩუქნი? დაბრმავებულო შენ მან თვალი აგიხილა, ნუთუ იმიტომ, რომ ჯვარი დაგენახა და მასზე გაგეკრა იგი? მომკვდარო, შენ მან საფლავიდან წამოგაყენა, ნუთუ იმიტომ, რომ შენს საფლავში ჩაგეწვინა იგი?
ღვთაებრივი ამბებით დაატკბო უტკბილესმა იესომ ჩვენი ცხოვრების მწარე საიდუმლო; რომელი მათგანისათვის ვჩუქნით, ძმაო, მას ასეთ სიმწარეს?
დიდი პარასკევი სირცხვილია ჩვენი, ძმებო, თავის მოჭრა და სირცხვილი. იუდა ისკარიოტელში ცოტა ყველაფერი იყო ყოველი ადამიანის სულისაგან. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ვიქნებოდით ყველანი უცოდველი. იუდას მეშვეობით ყველანი დავეცით, ყველამ გავყიდეთ ქრისტე, ყველამ ვუღალატეთ ქრისტეს და მივიღეთ ეშმა, შევიტკბეთ სატანა. დიახ, სატანა, რამეთუ წმ. სახარებაში ნათქვამია: “და შემდგომად მიღებისა იუდასა პურისა მის, შევიდა მისა ეშმაკი” (იოანე, 13, 27) რომელი პურის შემდეგ? – რომელიც მიაწოდა ქრისტემ! ზიარების შემდეგ! ქრისტეს შემდეგ! ოჰ, არსებობს კი უფრო დიდი დაცემა? უფრო დიდი საშინელება?
ვერცხლისმოყვარეობავ, შენ უღალატე ქრისტეს, ვერცხლისმოყვარეობავ, შენ დღესაც ღალატობ მას!
იუდა, რომელიც იყო ქრისტეს მოწაფე, რომელიც იყო მომსწრე მისი ყოველი სასწაულისა, რომელიც უფალ იესოს სახელით კეთროვანებს განწმენდდა, სნეულებს კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა, არაწმინდა სულებს განასხამდა, ეს იუდა ვერცხლისმოყვარეობამ მოღალატე, ქრისტეს მკვლელი გახადა. და ჩვენ, მე და შენ, როგორღა არ გაგვხდის მოღალატეებად და ქრისტეს მკვლელებად?! მე, რომელსაც არ მინახავს ხორცშესხმული ღმერთი, არც კეთროვანები განმიწმენდია და არც სნეულები განმიკურნავს, არც მკვდრები აღმიდგენია ქრისტეს სახელით?!
იუდა დიდხანს იყო მასთან, რომელსაც თავის მისადრეკი ადგილიც კი არ ჰქონდა, რომელიც საქმითა და სიტყვით ასწავლიდა ყველას, არ ეტარებინათ თან ვერცხლი და ოქრო. მე? შენ? არ შეგიძლია გიხაროდეს სიღარიბე? არ შეგიძლია, დაკმაყოფილდე სიღარიბით? – იცოდე, იუდას კანდიდატი ხარ! არც იკითხო “ნუ უკუეი მე ვარ მოძღვარ?” რამეთუ უცილობლად მოისმენ პასუხად: “შენ ჰსთქუ”. ისწრაფვი სიმდიდრისაკენ? გულს გითბობს ფულის წყურვილი? – იცოდე, რომ შენში იბუდებს იუდა. ძმაო და მეგობარო, დაიმახსოვრე მთელი ცხოვრების მანძილზე: ვერცხლისმოყვარეობამ ჯვარს აცვა ქრისტე, მოკლა ღმერთი. ვერცხლისმოყვარეობამ ქრისტეს მოწაფისაგან შექმნა ქრისტეს მტერი, ქრისტეს მკვლელი; მაგრამ მარტო ამას როდი დასჯერდა. მან თავად იუდაც მოკლა.
ვერცხლისმოყვარეობას ის დაწყევლილი ჩვევა აქვს, რომ იგი ადამიანს არა მარტო ქრისტეს მკვლელს, არამედ თვითმკვლელსაც ხდის. იგი პირველად ღმერთს კლავს ადამიანის სულში და შემდეგ თავად ადამიანს.
სიკვდილი საშინელი საიდუმლოა, ძმებო, მაგრამ უფრო საშინელია, როცა ადამიანები იმეტებენ ღმერთს სასიკვდილოდ და სურთ, ბოლომდე ჩაკლან და გაანადგურონ იგი.
დღესაა დღე, როცა ადამიანები ღმერთზე საშიშარნი არიან, რადგან აწამებენ ღმერთს ისე, თავად რომ არავინ უწამებია, ჰნერწყვავენ ღმერთს ისე, თავად რომ არავინ დაუნერწყვავს, გვემენ ღმერთს ისე, თავად რომ არავინ უგვემია!
ხმა გაიკმინდოს ყველამ, ვინც თავის თავს ადამიანს ეძახის! ხმა გაიკმინდოს ყოველმა ძე ხორციელმა, დე, ნურავინ მოიწონებს თავს კაცთა მოდგმით. რამეთუ ნახე: კაცობრიობა ვერ გუობს ღმერთს თავის წიაღში, კლავს ღმერთს. ნუთუ შეიძლება თავი მოიწონო ამგვარი კაცობრიობით? დე, ნურავინ იტრაბახებს ჰუმანიზმით... ოჰ, ეს ყველაფერი მხოლოდ სატანიზმია, სატანიზმი, სატანიზმი...
დღეს არა ეშმაკებმა, არა მხეცებმა, არა ურჩხულებმა, არამედ ადამიანებმა დაწნეს ეკლისაგან გვირგვინი და დაადგეს თავზე ქრისტეს. ეკლის გვირგვინით შეამკეს ის, რომელმაც ადამიანი შეამკო უკვდავებით. ეკლის გვირგვინით ურთავენ თავს იმას, ვინც ვარსკვლავებისაგან დაუწნა გვირგვინი დედამიწას.
ეკლის გვირგვინს ქრისტესათვის ვწნავ მეც, შენც, ყველანი ერთად, თუ ვერცხლისმოყვარენი ვართ, თუ მემრუშენი ვართ, თუ ცოდვილი აზრებით ვაზროვნებთ, თუ ბილწი შეგრძნებები გვაქვს, თუ არა გვაქვს რწმენა, თუ არა გვაქვს სიყვარული. ყოველი ჩვენი ცოდვა, ეს ეკალია ჩვენგან ჩამატებული ეკლის გვირგვინში, რომელსაც შეუსვენებლივ უწნავს შეშლილი კაცობრიობა უფალ იესო ქრისტეს თავის გარშემო.
ღმერთის წამებაში ადამიანი ეშმაკზე უმოწყალო აღმოჩნდა. არ გჯერათ? ყური დაუგდეთ, რას გვიყვება თვითმხილველი: “და ჰნერწყვიდეს მას” – ოჰ, იმ სახეში, იმ მშვენიერსა და მომხიბვლელ სახეში... უფალო, რატომ არ დასაჯე მათი ბაგეები კეთრით? და არ აქციე ისინი იარებად? იმისთვის ხომ არა, რომ გესწავლებინა ჩემთვის მოთმინება და მორჩილება? ჰნერწყვავდნენ იმ არაჩვეულებრივსა და კეთილ სახეში, რომელიც ყველა თანავარსკვლავედსა და ნეტარებაზე ძვირფასია; რას ვლაპარაკობთ? ყველა ნეტარებაზე რომ აღმატაბულია, რამეთუ ამ მორჩილ სახეში მთელი სისრულეა მარადიული ნეტარებისა, მთელი სისრულეა მარადიული სიხარულისა.
ჰნერწყვეს იმ ნათელ სახეში, რომლის წინაშეც დგებოდა და თვინიერდებოდა ზღვა; იმ სახეში, რომელიც ამშვიდებდა აფორიაქებულ სულებს, ნიჭებდა მათ სიმშვიდეს... და თქვენ გეამაყებათ ადამიანი? ოო... დაუშვით თქვენი დროშები, ჭიაღუა არარაობებო! არავის არ უნდა რცხვენოეს ისე, როგორც ადამიანს; არავინ დემონთაგან, არავინ მხეცთაგან, არავინ ცხოველთაგან – ადამიანები ჰნერწყვავენ ღმერთს – არის ამაზე საშინელი რამე? ადამიანები გვემენ ღმერთს – არის ამაზე უფრო სატანური რამე?
ძმებო, ჯოჯოხეთი რომ არ ყოფილიყო, ადამიანებისათვის უნდა გამოეგონათ იგი, მხოლოდ ადამიანებისთვის.
მას, შემოქმედსა და ღმერთს ჰნერწყვავდნენ და გვემდნენ, ის კი მორჩილად და უხმოდ იტანდა ყოველივეს. რა გამართლება გაქვს შენ, რომელიც ყველა შეურაცხყოფას შეურაცხყოფით პასუხობ? ყველა ბოროტებას – ბოროტებით? წყევლი, როცა გწყევლიან, გძულს, როცა სძულხართ! როცა ბოროტებას ბოროტებით პასუხობ, უფალ იესოს ჰნერწყვავ, როცა გძულს ის, ვისაც შენ სძულხარ, ქრისტეს სცემ და აწვალებ, როცა შეურაცხყოფას შეურაცხყოფით პასუხობ, იესო ქრისტეს ამცირებ, რადგან მას მსგავსი არასოდეს ჩაუდენია...
და მორჩილი უფალი პილატემ გადასცა ჯვარცმისათვის და ადამიანებს მიჰყავთ იგი საზვერედან საზვერეში, წამებიდან წამებაში, შეურაცხყოფიდან შეურაცხყოფაში და ნაგვემ ღმერთს აკრავენ, ჯვარზე მსჭვალავენ. ნუთუ უმსჭვალავთ იმ ხელებს, რომლებიც ამდენ ავადმყოფებს კურნავდა, ამდენ კეთროვანს წმენდდა, ამდენ მკვდარს აღადგენდა? ნუთუ დადუმდებიან ბაგენი, რომლებიც ისე საუბრობდნენ, როგორც არცერთ ადამიანს არ უსაუბრია? იარიოს, სადა ხარ? ლაზარე, სადა ხარ? ნიანელო ქვრივო, სადა ხარ? რათა დაიცვათ ჩემი და თქვენი უფალი? ნუთუ ჯვარს აცვამთ უიმედოთა იმედს? უნუგეშოთა ნუგეშს? ბრმათა თვალისჩინს? ყრუთა სასმენელს? მკვდართა აღდგომას? ნუთუ იმ წინდა ფეხებსაც მსჭვალავთ, რომლთაც მშვიდობა მოჰქონდათ? მადლს გვანიჭებდნენ? რომლებიც ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, დადიოდნენ, რომლებიც მოისწრაფოდნენ ყველა ავადმყოფისაკენ? მკვდარი ლაზარესაკენ? ღადარინელი ეშმაკეულისაკენ?
ჯვარცმულია ღმერთი! კმაყოფილი ხართ ღვთისმბრძოლნო? დამშვიდდით, ღვთისმკვლელებო? რას ფიქრობთ ჯვარზე გაკრულ მაცხოვარზე _ მატყუარა, უმწეო, მაცდური; თუ შენ ღვთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან! ესეც შენ, ტაძრის სამ დღეში ამშენებელო, უშველე შენს თავს და ჩამოდი ჯვრიდან.
... და რას ფიქრობს ღმერთი, ჯვარზე გაკრული, ჯვრის ქვევით მდგარ ადამიანებზე? იმას, რასაც სიყვარულისა და მორჩილების ღმერთი ფიქრობს: “მამაო! მიუტევე ამათ; რამეთუ არა იციან, რასა იქმან”; ჭეშმარიტად, არ იციან, რომ ელაპარაკებიან ხორცშესხმულ ღმერთს. განა უფრო ადვილი იყო ღვთისთვის ხორცში ყოფნა, ვიდრე ჯვარზე გაკვრა? იმაზე უფრო ძნელია, ვიდრე ყოველ უჯრედში ნახევარი ეშმა რომ გეჯდეს, რამეთუ რამდენადმე უფრო დიდია განსხვავება ღმერთსა და ადამიანს შორის, ვიდრე ეშმასა და ადამიანს შორის, სიკვდილსა და ღმერთს შორის, ვიდრე სიკვდილსა და ადამიანს შორის. მაცხოვარი შეიგრძნობდა ამ ტანჯვას; მისი სუფთა, უცოდველი არსი აღსდგა სიკვდილის წინააღმდეგ და როცა იხილა სიკვდილი თვალნათლივ, მიეცა დარდსა და წუხილს: “შეწუხებულ არის სული ჩემი ვიდრე სიკვდილადმდე”.
თუ ღმერთი დარდობს და მწუხარებს სიკვდილის წინ, მაშ მიპასუხე, არის კი ადამიანისათვის სიკვდილზე უფრო საშინელი რამ? სიკვდილზე უფრო არაბუნებრივი? სიკვდილზე უფრო საძაგელი?
სიკვდილი მძიმეა ღმერთისათვის, მითუმეტეს ადამიანისათვის. სიკვდილი ადამიანისათვის ყველაფერზე მძიმეა, რადგან იგი ყველაზე უფრო დიდი დაშორებაა მისი ღვთისაგან. ქრისტეში ადამიანმა ეს იგრძნო და ტკივილით აღმოთქვა: “ღმერთო ჩემო რაისათვის დამიტევე მე?” _ ამას ამოიკვნესებდა მხოლოდშობილი ძე ღვთისა, ერთარსი მამისა, განუყოფელი მამისაგან. ხომ არ არის ეს საუკეთესო დასტური იმისა, რომ სიკვდილი ის ძალაა, რომელიც განგაშორებს ღმერთს, განგაგდებს ღმრთისაგან, გაგყრის ღმერთთან.
დამსჭვალეს ღმერთკაცი, კიდევ რაღა გინდა? რომ არ ყოფილიყო გონიერი ავაზაკი, არაფერი გაგამართლებდა. რომ არა იგი, მიწა სამუდამოდ დარჩებოდა ჯოჯოხეთათ. მაშინ, როცა ქრისტეზე ცდომილებაში შედიოდნენ მისი მოწაფეები, ავაზაკმა ჰრწმენა იგი როგორც ღმერთი და როგორც მეუფე: “მომიხსენე, მე უფალო! ოდეს მოჰხვიდე სუფევითა შენითა”. ავაზაკი ეს ჩვენი იმედია, რადგან მან ღმერთი ჰრწმენა ქრისტეში მაშინ, როცა ყველამ დაკარგა ეს რწმენა, რადგან მან უფალი ჰრწმენა ნაგვემ, შეურაცხყოფილ, უსჯულოთა თანა შერაცხულ უბრალო ადამიანსავით სასტიკად ნატანჯ და ნაწამებ ქრისტეში.
მაგრამ მაშინ, როცა ადამიანები ჰნერწყვავდნენ ღმერთს, იმ დროს, როცა ადამიანები ჯვარს აცავამდნენ ღმერთს, მთელი ბუნება პროტესტს გამოთქვამდა ამაზე: “ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანა, ვიდრე მეცხრე ჟამამდე, ხოლო იესო კუალად ხმაჰყო ხმითა დიდითა, და განუტევა სული და აჰა კრეტსაბმელი იგი ტაძრისა მისი განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუემდე; და ქუეყანა შეიძრა: და კლდენი განჰსქდეს და საფლავნი აღეხუნენ; და მრავალნი გუამნი შესუენებულთა აღჰსდგეს”;
როცა ადამიანებმა მოითავეს კომედია ღმერთთან და ჩაწყნარდნენ, ალაპარაკდა სამყარო, აღაღადდნენ ქვები. მათ უფრო მეტად თანაუგრძნეს ქრისტეს ვნებებს, ვიდრე ადამიანებმა... და მზეც ალაპარაკდა: თავისი ნათელი დააბნელა ჩვენმა მრისხანე მნათობმა. ნათელს შერცხვა, რომ ადამიანები ხარობდნენ... მიცვალებულებს საფლავებში მოესმათ ქრისტეს ქვითინი და ისწრაფოდნენ საფლავებიდან, სანამ ცოცხლები ჯვრის ქვეშ იდგნენ მკვდარი სულებით. “და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბელი ტაძრისა მათ შორის”, რადგან მზემ მოარიდა თავისი მზერა ჯვარცმულ ქრისტეს.
ყოველი უთანაგრძნობდა თავის შემოქმედს, “დიახ, ყველა და ყველაფერი უთანაგრძნობდა ჯვარცმულ ღმერთს, ყველა და ყველაფერი _ ადამიანის გარდა. ყოველმა არსმა თვით ჯვარზე იცნო ღმერთი და ჰრწმენა იგი როგორც ღმერთი. ქრისტემ ჯვარზეც გაამჟღავნა თავი როგორც ღმერთმა. რითი? ავაზაკზე პასუხით. კიდევ რითი? მზის დაბნელედით, მიწისძვრით, კიდევ რითი? მტრებზე ლოცვით: “მამაო! მიუტევე ამათ; რამეთუ არა იციან რასა იქმან”;
ჭეშმარიტად ადამიანებმა არ იციან, როგორ ექცევიან ქრისტეს. ბოროტი თავხედობით გააკრეს მათ იგი, ასეთივე ბოროტი თავხედობით აკრავედ მას დღესაც, “რამეთუ უკეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებასა ჯუარს _ ეცუა!!” (1 კორ. 2,8).
მორჩილებითა და თავმდაბლობით შემოვიდა უფალი ამ სამყაროში. განა არ არის უმაღლესი თავმდაბლობა, როცა ღმერთი ხდება ადამიანი? იმოსება ადამიანის მძიმე, ვიწრო არარაობის ხორციელი სამოსელით? მორჩილად და თავმდაბლად გავიდა იგი ამ ქვეყნიდანაც; გავიდა მორჩილად, თავის მწამებლებზე ლოცვით. ადამიანებმა არ იციან, რამდენად დიდია ეს სიყვარული, ეს თავმდაბლობა, ეს მორჩილება, როცა ღმერთი უშვებს, რომ ადამიანებმა გაასამართლონ იგი, ადამიანებმა ჰნერწყვონ იგი, რომ ადამიანებმა ჰგვემონ და მოკლან იგი.
საშინელია ქრისტეს ხვედრი მიწაზე დღესაც. ყოველი ჩემი ცოდვა _ ეს დიდი პარასკევია მისთვის. ოთხი ჩემი ცოდვა და მე უკვე თავად გავაკარი უფალი ჯვარზე. ყოველი შენი ცოდვა ძმაო, მისთვის უფრო დიდი ტანჯვაა, ვიდრე ჩემთვის და შენთვის _ ცოდვების ჩადენით შენ მას ჯვარს ავცამ. ყოველი არაწმინდა ფიქრი, ყოველი ავხორცული შეგრძნება ყვირის და ღაღადებს: “ჯვარს _ აცუ, ჯვარს _ აცუ ეგე!”
ჩვენი ცხოვრება მიწაზე ხომ არ არის უფალი ქრისტესათვის დაუსრულებელი დიდი პარასკევი? ყოველი ჩემი ცოდვა ესაა სამსჭვალი, რომელსაც მე მორჩილი უფლის ხელში ვასობ, ყოველი ჩემი ვნება ეკლის გვირგვინია, რომელსაც თავზე ვადგამ უფალს. ჩვენი შეურაცხყოფა ქრისტესი იუდეველთა შეურაცხყოფაზე საშინელია. იუდეველებს კიდევ შეიძლებოდა ნაკლებად ერწმუნათ ქრისტესი, რადგან ჯერ არ იყო აღმდგარი; და ჩვენ, რომელთაც აგერ უკვე 20 საუკუნეა, ქრისტე მთელი ძალმოსილებით გვიდასტურებს თავის აღდგომას?! ჩვენ დავცინით აღმდგარ ქრისტეს, ჩვენ ვაცვამთ ჯვარს ქრისტეს, თანაც აღმდგარს!
განა ჯვარს არ აცვამს აღმდგარ ქრისტეს ის მღვდელი, რომელიც თავისი ცხოვრების წესით ქრისტესაგან განაგდებს თავის სამყაროს? განა არ აწამებს, არ დასცინის აღმდგარ ქრისტეს ის პროფესორი, ის მასწავლებელი, რომელიც თავისი ღვთივმბრძოლი სწავლებით განაგდებს ღმერთს თავისი მოწაფეების სულებიდან? განა არ არცხვენს ქრისტეს ყოველი ქრისტიანი, რომელიც ქრისტიანია მხოლოდ სახელით?
ვაი, რომ ჩვენ მუდმივად ვდევნით აღმდგარ ქრისტეს! როგორ, როგორ ვდევნით ჩვენ ქრისტეს, იტყვის ვიღაც, როცა ის არ არის ჩვენთან ხორციელად, როცა ვერ ვხედავთ სხეულს მისასო?! ო, ვდევნით ჩვენ ქრისტეს ძმაო, როცა სწავლებას მისსას ვდევნით, როდესაც წმინდანებს მისას ვდევნით, როცა ეკლესიას მისას ვდევნით.
ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა ვდევნით მთხოვნელს, ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა შიშველს არ ვმოსავთ, რამეთუ ყოველ შიშველში ქროსტეა შიშველი, ყოველ მშიერში ქრისტეა მშიერი. ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა ავადმყოფს არ ვნახულობთ, რამეთუ ყოველ სნეულში ქრისტე სნეულობს, ყოველ ტანჯულში იესო იტანჯება. თავისი დაუსრულებლი კაცთმოყვარეობით იგი განუწყვეტლივ ხორციელდება ყველა მშიერის, ყველა ავადმყოფის, ყველა მწყურვალის, ყველა მწუხარის, ყველა უბედურის, ყველა დამცირებულის, ყველა გარიყულის, ყველა შიშველის, ყველა განდევნილის სხეულში. იგი გამუდმებით განსხეულდება ადამიანში, მასთან ერთად იტანჯება, მასთან ერთად მწუხარებს, თავისი განუსაზღვრელი კაცთმოყვარეობით გამუდმებით უერთდება მას: “მაშინ მიუგო მან და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვით თქვენ, რავდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არ მიყავით”. ქრისტე გარდაისახება ყოველ ქრისტიანში. მოუსმინე რას ამბობს: “საულ, საულ! რასა მდევნი მე?” რადგან თუ დევნი მათ, რომლებიც მე მაღიარებენ, მე მდევნი, ჰნერწყვავ მათ, რომელთაც მე ვწამვარ, მე მნერწყვავ, აწამებ მათ, რომლებიც მე მომდევენ, მე მაწამებ.
არა მარტო ქრისტე ღმერთისათვის, ძმანო, არამედ მთელი ქრისტიანებისათვის ცხოვრება მიწაზე განუწყვეტელი დიდი პარასკევია _ რაც უფრო მეტი ქრისტეა შენში, მით უფრო მეტად გდევნიან. თუ შენ ქრისტიანი ხარ, ჩათვალე თავი ქვეყნის ნამუსრევად, რომელსაც ყველა ფეხქვეშ თელავს, როგორც თელავდნენ ქრისტეს.
როცა გნერწყვავენ, დალოცე, როცა გცემენ, აპატიე, როცა სძულხართ, გიყვარდეს; მოთმინებით დაამარცხე მტანჯველი, როგორც უფალმა უპასუხა ბოროტებას სიკეთით; ებრძოლე, როგორც უფალი იესო იბრძოდა; სიამაყეს თავმდაბლობით სძლიე, უხეშობას სიმშვიდით გაუმკლავდი, სიძულვილს სიყვარულით მოერიე, დამცირება ებრძოლე მიტევებით, ცილისწამებას ებრძოლე ლოცვით. ეს გამარჯვების გზაა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაკვალა იესო ქრისტემ. მას ტანჯვით მიჰყავხარ აღდგომამდე. და ამ გზაზე, რომელიც თავდება აღდგომით, თუ ვლოცავთ მათ, ვინც გვწყევლის, თუ ვუკეთებვთ სიკეთეს მათ, რომელთაც ჩვენ ვძულვართ, თუ გვიყვარს ჩვენი მტრები, თუ არ ვმრისხანიბთ, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ, თუ ვლოცულობთ, როცა გვაძევებენ, თუ ლოცვით გადაგვაქვს, როცა სახეში გვნერწყვავენ, მაშინ ჩვენ ჭეშმარიტრად იმ გზას ვადგავათ, რომელიც მთავრდება სიკვდილზე ტრიუმფალური გამარჯვებით... მაშინაც კი, თუ ჯვარს გვაცვამენ და ქრისტეს მსგავსად ვლოცულობთ ჩვენს მტანჯველებზე: “მამაო! მიუტევე ამათ; რამეთუ არა იციან, რასა იქმან”.

ღირსი მამა
იუსტინე
პოპოვიჩი

თარგმნა მანანა ყიფიანმა



ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩი

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი და ჭეშმერიტი მოწამე ქრისტესი. უნივერსიტეტიდან განდევნისა და ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, 1948 წელს იგი ჩელიეს დედათა მონასტერში მივიდა, სადაც გაატარა ცხოვრების დარჩენილი ნაწილი, როგორც კომუნისტური რეჟიმის ტუსაღმა, რამეთუ ყოველი გულრწფელად ნათქვამი სიტყვისათვის, ყოველი უშიშარი ქადაგებისათვის მას კვლავ და კვლავ იბარებდნენ დაკითხვაზე, უკრძალავდნენ სიმართლის თქმას, წერას, ქადაგებას. თუმცა ღირსი მამა არ ეპუებოდა ღვთივსმბრძოლთ და ამხელდა მათ უღმრთობას. “ყველა ქრისტიანის ცხოვრება ქრისტეს სახარების გაგრძელება არისო” _ უყვარდა თქმა მამა იუსტინეს.
იგი სერბეთის ეკლესიის სინდისი იყო.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 15 2008, 06:24 PM
პოსტი #4


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



mariami-k,

ეს სტატია მეც მაქვს ნათარგმნი (საშინელი სამსჯავრო უფლის მიმართ) და ფორუმის "ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები"-ში დევს.

ქალბატონი მანანა სერბული ენის სპეციალისტია თუ რუსულიდან აქვს ნათარგმნი?


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი May 15 2008, 06:36 PM
პოსტი #5


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



nana_007
ციტატა
ეს სტატია მეც მაქვს ნათარგმნი (საშინელი სამსჯავრო უფლის მიმართ) და ფორუმის "ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები"-ში დევს.

ქალბატონი მანანა სერბული ენის სპეციალისტია თუ რუსულიდან აქვს ნათარგმნი?


არ მქონდა ნანახი. არაუშავს აქაც იდოს.
ქალბატონი მანანა არ ვიცი რომელი ენის სპეციალისტია, ადრე ამ სტატიის აკრეფა მთხოპვა მეგობარმა, უნდა ამოებეჭდა, მეც მომეწონა და დავიტოვე.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 15 2008, 06:57 PM
პოსტი #6


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



გაიხარე, მარიამ 2kiss.gif ბოლომდე არ წამიკითხავს ეს ნათარგმნი, მაგრამ თავიდან თითქმის ერთნაირად ვიწყებთ smile.gif ისე, ღირსი მამა იუსტინე ჩელიელი ცოტა "რთულია", ის დიდი ფილოსოფოსისც იყო, პოეტიც, მხატვარიც, მწერალიც. ბევრ რესურსს ითხოვის მისი წაკითხვა-გაგება.

გიორგი,

მე წაკითხული მაქვს "ХУМАНИСТИЧКИ ЕКУМЕНИЗАМ" ანუ ის, რაც ამ თემას სათაურად ადევს და ზუსტად არ მახსენდება, რომელი ფრაგმენტი გაქვს ამოღებული, იქნება მიუთითო ზუსტად, ასევე მთარგმნელიც და რომელი ენიდანაა ნათარგმნი, ვადრი ახლა და ვერ ვპოულობ შესატყვისს sad.gif
ალბათ,მომიწევს ბოლომდე ჩაკიტხვა კიდევ smile.gif


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი May 15 2008, 07:01 PM
პოსტი #7


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



nana_007
ციტატა
რომელი ფრაგმენტი გაქვს ამოღებული, იქნება მიუთითო ზუსტად, ასევე მთარგმნელიც და რომელი ენიდანაა ნათარგმნი, ვადრი ახლა და ვერ ვპოულობ შესატყვისს

სამწუხაროდ აღარ მახსოვს, გაზეთში იყო დაბეჩდილი და იქიდან ავკრიფე sad.gif


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 15 2008, 07:08 PM
პოსტი #8


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



mariami-k a025.gif

ეგ სარია-გიორგის ვკითხე 2kiss.gif მოვა და გვეტყვის smile.gif


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი May 16 2008, 04:34 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(nana_007 @ May 15 2008, 06:22 PM) *

გიორგი,

შეგიძლია წყარო მიუთითო? ვისი ნათარგმნია ეს სტატია?


წიგნიდან მაქვს ამოღებული,ისე მთლიანად ამ საკითხს ეხება.500-გვერდზე ნაკლები არ არის,რამდენადაც მახსოვს."სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" მე-5 ტომი.პროფესორი ედიშერ ჭელიძეც იღებდა მონაწილეობას ,რამდენადაც მახსოვს.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 16 2008, 07:56 PM
პოსტი #10


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა
წიგნიდან მაქვს ამოღებული,ისე მთლიანად ამ საკითხს ეხება.500-გვერდზე ნაკლები არ არის,რამდენადაც მახსოვს."სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" მე-5 ტომი.პროფესორი ედიშერ ჭელიძეც იღებდა მონაწილეობას ,რამდენადაც მახსოვს.


დიდი მადლობა გიორგი smile.gif

თვით "ჰუმან(ისტ)ური ეკუმენიზმი " მაგხელა არაა და იმიტომ. ახლა გასაგებია, მადლობთ 2kiss.gif


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი May 22 2008, 07:37 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(nana_007 @ May 16 2008, 07:56 PM) *

დიდი მადლობა გიორგი smile.gif

თვით "ჰუმან(ისტ)ური ეკუმენიზმი " მაგხელა არაა და იმიტომ. ახლა გასაგებია, მადლობთ 2kiss.gif

ღმერთმა მოგმადლოს სიკეთე და განუშორებელი წყალობა.
იხარე


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th January 2021 - 11:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი