IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

58 გვერდი V « < 51 52 53 54 55 > »   
Closed TopicStart new topic
> ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში
ვეშაპო
პოსტი Jul 16 2010, 11:54 AM
პოსტი #1041


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



iakob7
ციტატა
მართლა?შეგიძლია დადო ლინკი ან რამე მაგის შესახებ?

მაგას მე მხოლოდ ერთი პირობით დავდებ.
მივწერე კიდეც:
ჯერ მაგან მაჩვენოს ის "წმინდა" გადმოცემა ბერძნულ გალობაზე და მერე კი ბატონო, რაზეა ლაპარაკი. IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iakob7
პოსტი Jul 16 2010, 03:46 PM
პოსტი #1042


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 18-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5,117



ვეშაპო

ციტატა
ჯერ მაგან მაჩვენოს ის "წმინდა" გადმოცემა ბერძნულ გალობაზე და მერე კი ბატონო, რაზეა ლაპარაკი

აი შენაააა. biggrin.gif
მიდი რა დადე ძმურად.
ისე ერთი შეკითხვა მაქ შენთან.თუ საიდუმლო არაა რამდენი წლის ხარ?


--------------------
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gruzian_ka
პოსტი Jul 17 2010, 11:07 PM
პოსტი #1043


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 1-June 10
წევრი № 8,938



(“ქართველთა ზნეობა”, გალობა, XIX ს-ის I ნახ. დ.
მაჩაბელი “ცისკარი” #5, 1884წ.დავით მაჩაბელი): “ყოველს საქართველოში ორი უმთავრესი
გალობა არის სათავე სხუათა ყოველთა გალობათა: ბერძული და
იტალიანური. პირველი არის მხოლოდ ერთი ხმა, მთქმელი, მრავალს
ერთს ხმად შეწყობილს ბანში, გამომხატველი საღმრთოთა
საგალობელთა, მოყვანილი საკმაოს სისრულეში, გალობა ესე
ემსგავსების დაბალსა ქუხილსა, რომელშიაც ელვებრ გამოკრთის
მშვენიერად მიმოგრაგნილი კანონიერს კილოზედ ხმა ერთისა
მთქმელისა, ანათლებს გულსა და გონებასა. ხოლო მეორე, ესე იგი
იტალიანური, არს შეწყობილი მრავალთა ხმათაგან ერთს ღარმონიად,
მქონი ფრიად სასიამოვნოსა კაცობრივსა ზედა. იგი ჰპოვეს ევროპელთა
უნამდვილეს ღარმონიად და მიიღეს ყოველთა სამეფოთა. როგორც
საეკლესიოს საგალობელად, ისე საეროსა და სამხედროსა სახიობად
(მუზიკად)”.

უკაცრავად, გადმოვაკოპირე და ლათინური ასოებით გადმოიტანა,მე მგონი რთული არ იქნება... rolleyes.gif

ასევე შემიძლია მოვიყვანო ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იოანე დამასკელის ცხოვრებიდან, მაპატიეთ ისიც ლათინურად იქნება, თუ შეიძლება ფონტის შეცვლა მასწავლეთ შემდეგში... smile.gif


მ. საბას ლავრაში სულიერმა მოძღვარმა,
მორჩილებისათვის, იოანე დამასკელს ყველანაირი
საღვთისმეტყველო წერილებისა და წიგნების
წერა აუკრძალა.
“რომელსა იგი შემდგომად მცირედთა დღეთა
ჩუენებით გამოუჩნდა წმიდა ღმრთისმშობელი
და ეტყოდა: რასა დაგიყოფიეს წყარო
და არა დაუტევებ განფენად ნაკადულთა მათ ოქრონეკტარისათა? . .
. “; “დაახშე წყარო ტკბილი და უხვი წყლისა _ წყალი, რომელიც
უკეთესია უდაბნოში კლდიდან გადმოსულისა4, წყალი _ რომელიც
სწყუროდა დავითს, წყალი _ რომელიც უფალმა აღუთქვა სამარიტელს5.. ნუ გადაუღობავ წყაროს დინებას: იგი უხვად გადმოდინდება და
მთელ სამყაროს დაფარავს და დაარწყულებს, დაფარავს ერესთა
ზღვებს და მათ საოცარ სიტკბოებად გადააქცევს. დაე, მწყურვალნი
ამ წყალს დაეწაფონ, და მათ, ვისაც წმიდა ცხოვრების საუნჯე არ
გააჩნია, დაე, გაყიდონ თავიანთი მიკერძოებანი და სათნომყოფელ
იოანეს მიბაძვით მოი პოვონ სიწმიდე დოგმატებისა და სიწმიდე
საქმეებში. იგი აიღებს წინასწარმეტყველთა ებანს, დავითის
ფსალმუნებს, უფალს ახალ გალობას აღუვლენს, რაც მოსესა და
მარიამის გალობას აღემატება. არაფერი იქნება მასთან შედარებით
ორფეოსის უსარგე ბლო სიმღერა , რომლე ბზეც ზღა პრე ბში
მოგვითხრობენ . . .
იგი იგალოებებს სულიერ ზეციურ ჰანგებს და მიბაძავს ქერუბიმთა
გალობას. იერუსალიმის ყველა ეკლესიას6 ქალწულთ ებანზე
დამკვრელად გარდააქცევს, რათა უგალობონ უფალს, მიუთხრან ქრისტეს
სიკვდილი და აღდგომა. იგი მართლმადიდებლობის დოგმატებს დაიცავს
და ერეტიკოსთა ცრუ სწავლებებს ამხელს. გული მისი აღმოთქვამს
სიტყვას კეთილს და მიუთხრობს საქმეთა მეუფისათა~.
“ზეშთა გარდამეტებულად ეგულვების იოანეს შემკობად ეკლესია
და ღმრთისა და სიხარულევან-ყოფად დღესასწაუილებსა და წმიდათა
სასენებელსა ყოვლადბრძნითა მით სიტყუათა მისთა შეწყობილებითა
და საგალობელთა მატკბილობითა, რომლითა ყოველნი მორწმუნენი
განანათლენ მართლმადიდებლობამან შჯულთა მისთამან და საზოგადოდ
საშუებელად ცხორებისად დაუტევნეს მათ ღმრთივშუენიერი სწავლანი
თსნი. ვინაცა ამიერითგან უბრძანე მას თქუმად, რაცა სთნდეს,
რამეთუ ნუგეშინისმცემელი და ყოვლადწმიდა სული იტყს ენით
მისით”.
“მოძღვარმა გათენებისთანავე დაუძახა იოანეს და უთხრა: `ქრისტეს
მორჩილო შვილო, გახსენ ბაგენი შენნი, და ის, რაც გულით აღიქვი,
ბაგეებით აღმოთქვი, დაე მათ იღაღადონ სიბრძნე, რომელიც შენ
გულისხმაჰყავ ღმერთზე ფიქრისას, გახსენ პირი შენი არა უქმი
თხრობისათვის, არამედ ჭეშმარიტებისათვის, არა მჩხიბაობისათვის,
არამედ დოგმატებისათვის; მიუთხარ გულს იერუსალიმისას, ანუ
მსოფლიო ეკლესიას, რომელიც ჭვრეტს ღმერთს. ილაპარაკე არა
ჰაერში გაბნეული უქმი სიტყვებით, არამედ იმ სიტყვებით, რომლებიც
სულიწმიდამ ჩაგიბეჭდა გულში. სინას ადი ღვთის ჭვრეტისა და
ღმრთის საიდუმლოებათა გამოცხადების სიმაღლეზე და რადგან შენი
თავმდაბლობით ჩახვედი ამ სიღრმეში, ახლა ადი კლდესა ზედა
ეკლესიისასა და იქადაგე და ახარე იერუსალიმს, თამამად აღიმაღლე
ხმა, რადგან მრავალი სასახელო რამ მითხრა შენ შესახებ
ღმრთისმშობელმა. მე კი გევედრები, შემინდე, რომ გიშლიდი ჩემი
უხეშობისა და უმეცრების გამო~.
“ესრეთ განისნა რა დუმილისაგან მისის ყოვლადბრძენი იოანე, ვითარცა
განბრძნობილი საღმრთოთა შინა, და ებრძან სიტყუად და სწავლად ბერისა
მის მიერ, იწყო გამოთქუმად გალობებსა აღდგომისას და საუფლოთა
სღესასწაულთასა და განაწყო დასდებლები სტიქარონთა”.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jul 17 2010, 11:51 PM
პოსტი #1044


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



gruzian_ka
ჯერ ეს თემა ნახე, თქვენ (მრავლობითში ვწერ) გეძღვნებათ: http://church.ge/index.php?showtopic=8206&...=0&#entry628554

ახლა რაც შეეხება აქაურობას:
ციტატა
“ყოველს საქართველოში ორი უმთავრესი
გალობა არის სათავე სხუათა ყოველთა გალობათა: ბერძული და
იტალიანური.

მაგას არც არავინ უარყოფს.
აგერ პატრიარქის სიტყვა მაგასთან დაკავშირებით:
ციტატა
უწმიდესი და უნეტარესი ილია II: - მე არ გეთანხმები, მამაო ზურაბ, ე.ი. ასე გამოდის, რომ ის, რასაც თქვენ ამბობთ, ის კანონიკურია და ეს კი არაა კანონიკური. ეს არის უდიდესი შეცდომა და ეს არის დანაშაული, რასაც თქვენ ლაპარაკობთ. არ შეიძლება, ის ჩავთვალოთ ჩვენ კანონიკურად და ეს არაკანონიკურად. ე.ი. მთელი ჩვენი წინაპრები რასაც გალობდნენ, არაკანონიკური იყო? ეს ერთი, მეორე, მანდ არის, მამაო ზურაბ, კიდევ, (მაცალეთ ცოტა ხანს) საქართველოს ეკლესიამ თავისი ავტოკეფალია V საუკუნეში მიიღო. მაგრამ ამისათვის იგი თითქმის XX საუკუნემდე იბრძოდა. თქვენ გახსოვთ როცა, გიორგი მთაწმიდელი გამოძახებული იყო ანტიოქიის პატრიარქთან, თეოდოსისთან, კამათი ჰქონდა, ე.ი. მის დროსაც კი გვედავებოდნენ ჩევნ ავტოკეფალიას. რა თქმა უნდა, V საუკუნეში საქართველომ მიიღო ავტოკეფალია, ბერძნული გავლენა, რა თქმა უნდა, იყო კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. აი, მე გეტყვით თქვენ: ამერიკის ეკლესია, მგონი, 20 წელი მაინც ავტოკეფალურია, და მთელი საგალობლები რუსული აქვს. დედა ეკლესიიდან გადავიდა, როგორც გალობდა რუსული ეკლესია, აიღეს და სიტყვები მიუსადაგეს და გალობენ რუსულ საგალობლებს. აი, ეს პროცესი იყო სწორედ, ის კი არ იყო, რომ ის კანონიკური იყო და მრავალხმოვანი არ იყო კანონიკური.

http://www.orthodoxy.ge/galoba/17-06-1998.htm

რაც შეეხება ამას:
ციტატა
ასევე შემიძლია მოვიყვანო ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იოანე დამასკელის ცხოვრებიდან, მაპატიეთ ისიც ლათინურად იქნება, თუ შეიძლება ფონტის შეცვლა მასწავლეთ შემდეგში... smile.gif

არაფრის მომცემი ციტატაა ჩვენს შემთხვევაში.
ჯერ ერთი, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მრავალხმიანი გალობა არ შეიძლება.
მერე მეორე, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ქართველებს (და საერთოდ, ნებისმიერ ეროვნებას) საკუთარი გალობის თქმა არ შეუძლიათ.
მერე მესამე, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ქართველებმა ქართულ ენაზე უნდა შეასრულონ მაგ ამბებიდან 1200 წლის მერე შექმნილი ბერძნული მელოდიები.
მერე მეოთხე, იოანე დამასკელის შექმნილი საგალობლები ისედაც აღარ არსებობს.
დაკარგულია, ფაფუ. IPB-ს სურათი

ახლა რაც შეეხება ჩემს დაჟინებულ მოთხოვნას.
აქ 2 კითხვა დაგისვი და იმათზე უპასუხე.

მაშ ასე, კითხვა ნომერი 1:

ციტატა
ეგება ის მაინც ამიხსნათ, რომელი ეკლესიის სწავლებაში წერია, ეკლესიაში ერთმანეთზე შემჯდარები შემოდით და ბუკ-ნაღარას შემოჰკარითო (არაბ ქრისტიანებს ვგულისხმობ იერუსალიმის აღდგომის ტაძარში)?


კითხვა ნომერი 2:
ციტატა
თუკი რომელიღაც მონასტერში მავანი ანგელოზის მიერ ნასწავლ ღირს არსს გალობენ დღესაც კი, რატომ სხვა მონასტრებში არ ვრცელდება ეგ ამბავი?


დანარჩენ კითხვებს მერე მივხედავთ.

P.S. ლათინური ასოების გადასაყვანად ეს საიტი გამოიყენე: http://www.convert.ge/ge/text.shtml


P.P.S. ცოტა ხანში ამ თემას შევუერთებ ფსევდობიზანტიური საგალობლების თემას და ასევე ცოტა ხნით ღიად დავტოვებ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 18 2010, 10:57 AM
პოსტი #1045


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



gruzian_ka
ციტატა
ხომ არ შეიძლება ღმრთისმსახურება ტარდებოდეს, ტრადიციების და ეროვნებების მიხედვით..

ძალიან კარგადაც შეიძლება, აბა გრიგოლ ხანძთელი რას აკეთებდა? biggrin.gif
თუ თქვენ გრიგოლ ხანძთელს არ ცნობთ? rolleyes.gif

მოკლედ, საოცარი ხალხი ხართ, ბუნებით კოსმოპოლიტები, ეროვნული მიკუთვნებულობის ნიშნები გინდათ ამოიშანთოთ biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jul 18 2010, 02:29 PM
პოსტი #1046


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



მოკლედ, ორი თემა გავაერთიანე და ამას დროებით ღიად დავტოვებ.

თუ ისევ ტყუილი ლაყაფი წავა, ისევ დავხურავ, მორიგ მოთხოვნამდე.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 20 2010, 04:34 PM
პოსტი #1047


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



თემა გავწმინდე უაზრო ოფებისაგან. ნახევარზე მეტი გალობის გარდა ყველაფერზე იყო საუბარი mad.gif
თუ გნებავთ გააგრძელეთ მშვიდად კამათი, ისე კი არ გირჩევთ ვეშაპოსთან კამათს smile.gifვერც ცოდნით და ვერც პროფესიონალიზმით ვერ აჯობებთ და თუ წერა არ გეზარებათ, წერეთ biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Jul 20 2010, 04:55 PM
პოსტი #1048


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ციტატა(ნანინა @ Jul 20 2010, 04:34 PM) *

ისე კი არ გირჩევთ ვეშაპოსთან კამათს smile.gifვერც ცოდნით და ვერც პროფესიონალიზმით ვერ აჯობებთ და თუ წერა არ გეზარებათ, წერეთ biggrin.gif

ეგ არაფერ შუაშია, პირიქით ცუდი რჩევაა რომელიც ხელს უშლის კაცობრიობის კულტურულ განვითარებას biggrin.gif უნდა ეკამათონ, თან ბოლომდე, სანამ ყველა არასწორ აზრს თავისი არგუმენტი არ შეათამაშებს ჰაერში. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი რომ დავის დროს ყველაზე უკეთ შეიმეცნებ საგანს yes.gif

პ.ს. თუ გინდა წაშალე ჩემი პოსტი, მარა შენიც უნდა მიაყოლო მაშინ biggrin.gif


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 20 2010, 11:48 PM
პოსტი #1049


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



gurulo
მე ეს იმიტომ დავწერე, რომ როგორც ვიცი ვეშაპო ამ ფორუმზე 4 წელია არის და მას მერე ბიზანტიური გალობის მოტრფიალეებს ებრძვის biggrin.gif შედეგი კი სამწუხაროდ არ ჩანს sad.gif ასე რომ, მგონი კამათი უაზრობაა smile.gif სინოდის გადაწყვეტილებამ მგონი საბოლოოდ დასვა წერტილი. თუ ვინმე მას არ ემორჩილება პასუხს აგებენ აქ ეკლესიის და იქ ღმერთის წინაშე!

პ.ს. კამათს აზრი მაშინ აქვს, როდესაც უსმენ ვიღაცას და ითვალისწინებ მის აზრს. თეთრზე რომ ამტკიცებენ შავიაო და თან წესიერი არგუმენტებიც არ აქვთ (ან როგორ ექნებათ), რაზეა საერთოდ ლაპარაკი


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gruzian_ka
პოსტი Jul 20 2010, 11:53 PM
პოსტი #1050


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 1-June 10
წევრი № 8,938



ციტატა(ნანინა @ Jul 20 2010, 05:34 PM) *


ისე კი არ გირჩევთ ვეშაპოსთან კამათს smile.gifვერც ცოდნით და ვერც პროფესიონალიზმით ვერ აჯობებთ და თუ წერა არ გეზარებათ, წერეთ biggrin.gif

ცოდნა და კონკრეტულ დარგში პროფესიონალიზმი არ ნიშნავს ჭეშმარიტებას, ხომ არ გავიწყდებათ მოციქულები უბრალო მეთევზეები რომ იყვნენ?


ციტატა(ვეშაპო @ Jul 18 2010, 12:51 AM) *


ახლა რაც შეეხება ჩემს დაჟინებულ მოთხოვნას.
აქ 2 კითხვა დაგისვი და იმათზე უპასუხე.

მაშ ასე, კითხვა ნომერი 1:

კითხვა ნომერი 2:
დანარჩენ კითხვებს მერე მივხედავთ.


კითხვა ნომერი 1-ზე რა გიპასუხო არც კი ვიცი, რა შუაშია აქ ვერ გავიგე და თუიტყვი რას გულისხმობ და რა კონტექსტში შეიძლება ვუპასუხო კიდეც...
რაც შეეხება 2 კითხვას, ათონზე შემორჩენილი უძველესი მართლმადიდებლური კანონები რომ ვრცელდებოდეს ყველგან რა გვიჭირს... შესაბამისად ვერც აქ გაგახარებ და ვერ მოგცემ სიტყვებზე გამოკიდებისს აშუალებას, თუმცა შენ ისეთი ,,ნიჭიერი" ხარ მაინც მოახერხებ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 21 2010, 12:02 AM
პოსტი #1051


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



gruzian_ka
ციტატა
ცოდნა და კონკრეტულ დარგში პროფესიონალიზმი არ ნიშნავს ჭეშმარიტებას, ხომ არ გავიწყდებათ მოციქულები უბრალო მეთევზეები რომ იყვნენ?

მართლა? და არც წმინდა სინოდის ავტორიტეტი ნიშნავს თქვენტვის არაფერს? და მოციქულები რა შუაშუა საერთოდ?
გცხვენოდეთ უბრალოდ. ქართულ გალობას, რომელსაც ამდენი ხნის ისტორია აქვს, კანონიკასა და სულიერებას რომ უწუნებთ! სირცხვილია უბრალოდ! მე ვეშაპოს ადგილას კამათზეც არ შევიწუხებდი თავს! ის, რასაც თქვენ აკეთებთ არის ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული და მოდით გონზ!!!!!!!!!!!


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gruzian_ka
პოსტი Jul 21 2010, 12:06 AM
პოსტი #1052


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 1-June 10
წევრი № 8,938



ციტატა(ნანინა @ Jul 21 2010, 12:48 AM) *

gurulo
მე ეს იმიტომ დავწერე, რომ როგორც ვიცი ვეშაპო ამ ფორუმზე 4 წელია არის და მას მერე ბიზანტიური გალობის მოტრფიალეებს ებრძვის biggrin.gif შედეგი კი სამწუხაროდ არ ჩანს sad.gif ასე რომ, მგონი კამათი უაზრობაა smile.gif სინოდის გადაწყვეტილებამ მგონი საბოლოოდ დასვა წერტილი. თუ ვინმე მას არ ემორჩილება პასუხს აგებენ აქ ეკლესიის და იქ ღმერთის წინაშე!

პ.ს. კამათს აზრი მაშინ აქვს, როდესაც უსმენ ვიღაცას და ითვალისწინებ მის აზრს. თეთრზე რომ ამტკიცებენ შავიაო და თან წესიერი არგუმენტებიც არ აქვთ (ან როგორ ექნებათ), რაზეა საერთოდ ლაპარაკი

კარგით მაშინ ერთ მაგარ რამესგეტყვით შენც და შენს ფავორიტ ვეშაპოს, ერთო გაიკითხეთ საქართველოს სინოდის გადაწყვეტილებით ახალ სტილზეა თუ ძველ სტილზე-თქო?
მე გეუბნებით, რომ საქართევლოს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით (XX საუკუნის I ნახევარში, სამწუხაროდ კონკრეტული თარიღი არ მახსოვს) გადავიდა კალენდრის ახალ სტილზე, თუმცა მრევლის და ღირსეული მღვდელმსახურების უდიდესი ძალისხმევით, მსახურება დღემდე გრძელდება კალენდრის ძველი სტილით, ანუ არ ვემორჩილებით სინოდის გადაწყვეტილებას (იურიდიულად დღესაც ძალაშია აღნიშნული დადგენილება) და ამის გამოც დავისჯებით აქ ეკლესიის და იქ ღმერთის წინაშე? იმის გამო, რომ მაშინ სინოდმა არასწორი დადგენილება მიიღო ახალი სტილით ვიზეიმოთ დღესასწაულები? ხო, ხო... გაიკითხეთ ერთი კარგად ეს საკითხი...

ციტატა(ნანინა @ Jul 21 2010, 01:02 AM) *

gruzian_ka

მართლა? და არც წმინდა სინოდის ავტორიტეტი ნიშნავს თქვენტვის არაფერს? და მოციქულები რა შუაშუა საერთოდ?
გცხვენოდეთ უბრალოდ. ქართულ გალობას, რომელსაც ამდენი ხნის ისტორია აქვს, კანონიკასა და სულიერებას რომ უწუნებთ! სირცხვილია უბრალოდ! მე ვეშაპოს ადგილას კამათზეც არ შევიწუხებდი თავს! ის, რასაც თქვენ აკეთებთ არის ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული და მოდით გონზ!!!!!!!!!!!


მოციქულები რა შუაშია ჩემო კარგო და ინფორმაციული განათლება არ არის გარანტი შეუცდომლობისა... რაც შეეხება სინოდს ვცემ უდიდეს პატივს, თUმცა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში უმაღლესი ავტორიტეტი წმ. წერილია, რომელშიც უფალი ბრძანებს ,,არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს"...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jul 21 2010, 12:14 AM
პოსტი #1053


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



gruzian_ka
ციტატა
მე გეუბნებით, რომ საქართევლოს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით (XX საუკუნის I ნახევარში, სამწუხაროდ კონკრეტული თარიღი არ მახსოვს) გადავიდა კალენდრის ახალ სტილზე, თუმცა მრევლის და ღირსეული მღვდელმსახურების უდიდესი ძალისხმევით, მსახურება დღემდე გრძელდება კალენდრის ძველი სტილით, ანუ არ ვემორჩილებით სინოდის გადაწყვეტილებას (იურიდიულად დღესაც ძალაშია აღნიშნული დადგენილება) და ამის გამოც დავისჯებით აქ ეკლესიის და იქ ღმერთის წინაშე? იმის გამო, რომ მაშინ სინოდმა არასწორი დადგენილება მიიღო ახალი სტილით ვიზეიმოთ დღესასწაულები? ხო, ხო... გაიკითხეთ ერთი კარგად ეს საკითხი...

ეგება ისე გააფორმო მაინც ტყუილი, დამაჯერებელი იყოს რა. IPB-ს სურათი

სად მოქმედებს დღემდე ის გადასვლა? rolleyes.gif


ციტატა
უმაღლესი ავტორიტეტი წმ. წერილია

და რომ გთხოვე წმიდა წერილი მაჩვენე, სადაც წერია, რომ ერთადერთი გალობა ბიზანტიური უნდა იყოსთქო, ხო ეგრევე მოარბენინე რა. IPB-ს სურათი

უამრავი კითხვა დაგისვი მაგის გარდა და არცერთზე პასუხი არა გაქვს.

ნუ, რა თქმა უნდა ვერც გექნება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ რასაც წერ ბუნებაში არ არსებობს და არც არსებულა ოდესმე და მერე მეორე იმიტომ, რომ გალობაზე დამლაგებელი, ან მზარეული, ან მკერავი (ან ვინც გინდა, ის ჩასვი) არ უნდა ეკამათოს სპეციალისტს.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 21 2010, 12:17 AM
პოსტი #1054


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



gruzian_ka
რა შუაშია მოციქულები და ახლი სტილი საერთოდ??? სისულელეებს ლაპარაკობ, ბოდიში მარა ასეა და უარგუმენრტობის ბრალია.
ადამიანი მოძღვრის ჭკუაზე კი არ უნდა დადიოდეს მარტო, ან პროფესიონალებს უნდა უსმენდეს, ან ეკლესიას, ან კამათის შედეგად მიდიოდეს ჭეშმარიტებამდე. სამწუხაროა ჩემო კარგო, რომ შენნაირები იწუნებენსამხმიან ქართულ გალობას, რომელშიც იოანე პეტრიწი წმინდა სამების სიმბოლიკას ხედავდა...არა უშავს. დრო მოვა და ყველაფერს მოევლება. თქვენ კი იმედი მაქვს დაფიქრდებით ცივი გონებით.

პ.ს. ვეშაპოს რაც შეეხება ის ჩემი ფავორიტი არაა, ის ამ განყოფილების მოდერატორია და ჩემი კოლეგაა აქ (სხვათაშორის პროფესიითაც მისი მომავალი კოლეგა ვარ). კეთილი ინებეთ და ნორმალურად მოიხსენიეთ. ლევან ვეშაპიძემ, მალხაზ ერქვანიძემ და მთელმა "ანჩისხატის" გუნდმა რა ღვაწლი დასდო ქართულ გალობას თქვენ არც დაგესიზმრებათ. თქვენნაირების სალანძღავი უნდა იყოს ვეშაპოსნაირი ადამიანები ანდა ქართული გალობა? კიდევ ერთხელ გრცხვენოდეთ!!!!


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 21 2010, 12:45 AM
პოსტი #1055


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



gruzian_ka
ციტატა
ბიზანტიურის არსებობაც კი

დავიწყოთ იქიდან რომ ბიზანტიური გალობა არ არსებობს ბუნებაშI (აღარ არსებობს).
+ ამას ქართულტექსტმისადაგებული საშინელებაა smile.gif ბერძნულ ეკლესიაში რასაც გალობენ მე პატივს ვცემ, გაუმარჯოს ღმერთმა, მაგრამ მე ჩემი მქონდეს და სხვისი რატომ გადმოვიღო? ეს არ მესმის რა.

ციტატა
პატარა ხარ დედი, პატარა ჯერ...

user.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jul 21 2010, 12:57 AM
პოსტი #1056


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



gruzian_ka
აქაც გადმოვიტან იმ შეკითხვებს, ეგებ ყურადღება მიაქციო რამენაირად:
ციტატა

შეგიძლია მაჩვენო წმინდა წერილის ის ფრაგმენტი, სადაც ნებადართულია ეკლესიაში ერთმანეთის მხრებზე შემჯდარი შესვლა და ბუკ-ნაღარის გრიალი?

მაჩვენე რომელიმე მოციქულის კანონი და ნებისმიერი საეკლესიო დადგენილება, სადაც წერია, რომ ყველამ ბიზანტიური უნდა იგალობოს.

მერე მაგას რომ მაჩვენებ, ისიც მოაყოლე, სადაა დაკანონებული თუნდაც საბერძნეთის ეკლესიაში დღევანდელი ბერძნული გალობა.

და ბოლოს, შენ დაგავიწყდა კიდევ ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუკი რომელიღაცა ანგელოზმა ვინმე ათონელ ბერს "ღირს არსი" ასწავლა და იმ მონასტერში დღესაც იმ "ღირს არსს" გალობენ, რატომ არ ვრცელდება ეგ ამბავი ათონის და საბერძნეთის სხვა ეკლესიებზე?


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gruzian_ka
პოსტი Jul 22 2010, 11:51 PM
პოსტი #1057


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 1-June 10
წევრი № 8,938



ციტატა(ვეშაპო @ Jul 21 2010, 01:14 AM) *

gruzian_ka

ეგება ისე გააფორმო მაინც ტყუილი, დამაჯერებელი იყოს რა. IPB-ს სურათი

სად მოქმედებს დღემდე ის გადასვლა? rolleyes.gif


ის სად წერია, რომ გაუქმდა ის გადასვლა?
ან საერთოდ გადაიხედა თუ არა ეგ ამბავი?


ციტატა(ნანინა @ Jul 21 2010, 01:45 AM) *

gruzian_ka

დავიწყოთ იქიდან რომ ბიზანტიური გალობა არ არსებობს ბუნებაშI (აღარ არსებობს).
+ ამას ქართულტექსტმისადაგებული საშინელებაა smile.gif ბერძნულ ეკლესიაში რასაც გალობენ მე პატივს ვცემ, გაუმარჯოს ღმერთმა, მაგრამ მე ჩემი მქონდეს და სხვისი რატომ გადმოვიღო? ეს არ მესმის რა.
user.gif

მესმის შენი და ეჭვი არ მეპარება შენს გულწრფელობაში, მაგრამ ეს შენი ხომ იცი, რომ 17-18 საუკუნიდან იღებს სათავეს, რამდენი ნაშრომიც წავიკითხე ქართულ საეკლესიო გალობაზე, მაგაზე ადრე არცერთი არ მიდის, აი მანამდე ხომ არსებობდა საქართველო, მანამდე არსებობდა ეკლესიაც და მანამდე იყო საქართველოში სულიერი ცხოვრების ზენიტი, დავით აღმაშენებელი, თამარი და უამრავი წმინდანი, აი მაშინ რას გალობდნენ, მრავალხმიან საგალობლებს? შენს დამრიგებლებს ეს კითხვაც დაუსვი... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jul 23 2010, 12:10 AM
პოსტი #1058


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



gruzian_ka
ციტატა
ის სად წერია, რომ გაუქმდა ის გადასვლა?

ო, მაშინ ის დოკუმენტი მაჩვენე, სადაა შემოღებული.

ციტატა
ან საერთოდ გადაიხედა თუ არა ეგ ამბავი?

რავი, როგორც მახსოვს, შობას 7 იანვარს აღვნიშნავთ (2100 წლამდე) და ნათლისღებას 19 იანვარს (ეგეც 2100 წლამდე) და არ გამოდის გადახედილი? rolleyes.gif

ციტატა
17-18 საუკუნიდან იღებს სათავეს, რამდენი ნაშრომიც წავიკითხე ქართულ საეკლესიო გალობაზე, მაგაზე ადრე არცერთი არ მიდის

ისევ ტყუილი.
ეგეთი ნაშრომი არ წაგიკითხავს, იმიტომ რომ არავის უწერია, 17-18-ე საუკუნეებიდან იღებს სათავესო.
თუ შეიძლება ინფორმაცია მომაწოდე, ვის უწერია ეგ (რა თქმა უნდა, ავთოიეს ე.წ. ”წიგნს” არ ვგულისხმობ). IPB-ს სურათი

ციტატა
დავით აღმაშენებელი, თამარი და უამრავი წმინდანი, აი მაშინ რას გალობდნენ, მრავალხმიან საგალობლებს? შენს დამრიგებლებს ეს კითხვაც დაუსვი... smile.gif

ნუ, შენ ვინც ჩამოთვალე, პეტრიწს თუ დავუჯერებთ, ნაღდად სამხმიანებს გალობდნენ:
ციტატა
იოანე პეტრიწს (XI-XII საუკუნეები), ეკუთვნის ცნობა ქართული მუსიკის მრავალხმიანობის შესახებ. იგი ასახელებს სამი ხმის იმდროინდელ სახელწოდებებს: „მზახრ“ (ნიშნავს „მძახებელს“), „ჟირ“ („ორი“), „ბამ“ (იგივეა, რაც ბანი) და აღნიშნავს, რომ ამ ხმათა შეწყობა კეთილხმოვანებას ქმნის.
http://www.orthodoxy.ge/galoba/galoba.htm

რა დავით აღმაშენებელზე და თამარ მეფეზე მელაპარაკები, პირდაპირ გეუბნება კაცი სამხმიანობას და თანაც სამებას ადარებს:
ციტატა
არამედ სამუსიკელოჲ რაჲ რამეთუ ყოვლითურთ სამოსოჲ არს ჩუენი ესე სამოყუსოჲ მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფრთონგთა, ვიტყჳ სამთა დაბამვათა, რომელთა მიერ შეინაწევრების ყოველი შეყოვლებული: მზახრ, ჟირ და ბამ, რქმულნი და რანივე მრთველობანი ძალთა და ჴმათანი. ამათ სამთა მიერ მემოქმედეობენ კეთილფთოგოვნებათა, რამეთუ უსწორობისაგან მორთულებათაჲსა მიეცემის სისწორე კეთილ დადასვასა მორთულებისასა.
ვინაჲ ესთავე რიცხუსა შორის ზესთ წმიდისა სამობისასა იხილო, ვითარმედ მეთქუენი უშვიელობასა მამისასა, და შობასა ძისასა, და გამოვლენასა სულისა ზესთა წმიდისასა. და ერთობასა ბუნებისასა გასხუებულებითა გუამოვნებათაჲთა ვინაჲ აწ აქა სამუსოდ გასხუაებულთა ზედა იხილო მზახრსა, ჟირსა და ბამსა ერთობაჲ შეყოვლებისაჲ.


ციტატა
შენს დამრიგებლებს ეს კითხვაც დაუსვი... smile.gif

ჩემი ”დამრიგებლების” ლინკები მოგეცი, მაგრამ არც კი გადაგიხედავს.
აჰა კიდევ ერთხელ:
http://www.orthodoxy.ge/galoba/galoba.htm

რა აცახცახებულები და დაშინებულები ხართ ამ მოძღვრებისაგან.

ცოტა დამოუკიდებელი ფიქრი ისწავლეთ და წაიკითხეთ რასაც გიდებთ, ის ლინკები.
ნუ გეშინიათ, არ იკბინებიან და არ წარგწყმენდენ.
კერქი ერთი რაა. IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Jul 23 2010, 10:55 AM
პოსტი #1059


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



ციტატა(gruzian_ka @ Jul 22 2010, 11:51 PM) *

ის სად წერია, რომ გაუქმდა ის გადასვლა?
ან საერთოდ გადაიხედა თუ არა ეგ ამბავი?
მესმის შენი და ეჭვი არ მეპარება შენს გულწრფელობაში, მაგრამ ეს შენი ხომ იცი, რომ 17-18 საუკუნიდან იღებს სათავეს, რამდენი ნაშრომიც წავიკითხე ქართულ საეკლესიო გალობაზე, მაგაზე ადრე არცერთი არ მიდის, აი მანამდე ხომ არსებობდა საქართველო, მანამდე არსებობდა ეკლესიაც და მანამდე იყო საქართველოში სულიერი ცხოვრების ზენიტი, დავით აღმაშენებელი, თამარი და უამრავი წმინდანი, აი მაშინ რას გალობდნენ, მრავალხმიან საგალობლებს? შენს დამრიგებლებს ეს კითხვაც დაუსვი... smile.gif

რა ნაშრომებზეა საუბარი, როცა ნორმალური ისტორიოგრაფიაც კი არ გვაქვს. იმდენად მწირი და მშრალია თავად საქართველოს ისტორიის აღწერა, რომ რა გალობის შესახებ ნაშრომებზე ზედმეტია საუბარი. აი რომ ყოფილიყო სახელმწიფო დონეზე აყვანილი გალობის საკითხი, მაშინ შეიძლება რომ რომელიმე ისტორიკოსს გაემახვილებინა მასზე ყურადღება. ისა და შენ ხარ ვენახი ვისი დაწერილია და როდის დაიწერა ხო გახსოვს?
ვეშაპო შენ გემახსოვრება კარგად, მიქაელ მოდრეკილის, იოანე მინჩხის და იოანე ზოსიმეს მიერ დაწერილი ნევმები რომ აღMოაჩინეს ის ხომ ააჟღერეთ თქვენ? თუ რაღაც მეშლება? თან როგორც ვიცი ბოლომდე გაშიფრული არ არის ზემოთხსენებული ნევმები.


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 23 2010, 11:10 AM
პოსტი #1060


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ვეშაპო
ციტატა
სად მოქმედებს დღემდე ის გადასვლა?


gruzian_ka
ციტატა
ის სად წერია, რომ გაუქმდა ის გადასვლა?
ან საერთოდ გადაიხედა თუ არა ეგ ამბავი?

ორივე არაზუსტად ამბობთ. თუმცა უფრო მართალს - gruzian ka ამბობს smile.gif

ახალ სტილზე გადასვლა შემოიღო საქართველოს საეკლესიო კრებამ და იმავე წელს შეაჩერა წმ. სინოდმა.

ანუ რა გამოდის კანონიკურად: გადასვლა ერთი შეხედვით არ მოქმედებს (რადგან შეჩერებულია), მაგრამ რაკი ის შეჩერებულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ (სინოდს არ აქვს უფლება შეაჩეროს ან გააუქმოს საკრებო განჩინება), ამიტომ ახალ სტილზე გადასვლა მოქმედებს და ჩვენ მას ვარღვევთ.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

58 გვერდი V « < 51 52 53 54 55 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 08:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი