IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

58 გვერდი V « < 52 53 54 55 56 > »   
Closed TopicStart new topic
> ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში
ვეშაპო
პოსტი Jul 23 2010, 12:23 PM
პოსტი #1061


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



კანონისტი
ციტატა
ორივე არაზუსტად ამბობთ.

მე რა, ერთი კითხვა დავსვი, სად მოქმედებსთქო (თავად არ დაწერე, შეჩერებულიაო?) და ერთი ვთქვი, დოკუმენტი მაჩვენეთქო.
მეორეგან ვწერ, რომ გადახედილი გამოდის, იმიტომ, რომ მაინც ძველ სტილზე ვართთქო.
რავი, არ ვართ? rolleyes.gif

ციტატა
რაკი ის შეჩერებულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ

შენა და, ვინ შემოიღო ამისთანამ, სინოდი რომ ვერ აუქმებს?

dariala
ციტატა
ვეშაპო შენ გემახსოვრება კარგად, მიქაელ მოდრეკილის, იოანე მინჩხის და იოანე ზოსიმეს მიერ დაწერილი ნევმები რომ აღMოაჩინეს ის ხომ ააჟღერეთ თქვენ? თუ რაღაც მეშლება? თან როგორც ვიცი ბოლომდე გაშიფრული არ არის ზემოთხსენებული ნევმები.

არა, არ აგვიჟღერებია.
პავლე ინგოროყვას ქონდა მცდელობა და რაღაც აბდაუბდა გამოუვიდა.
ახლა ზაზა წერეთელია ძალიან ახლოს, თუმცა წინდაწინ შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი "შპარგალკებია" უკვე მცოდნე მგალობელისათვის.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 23 2010, 01:02 PM
პოსტი #1062


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ვეშაპო
ციტატა
შენა და, ვინ შემოიღო ამისთანამ, სინოდი რომ ვერ აუქმებს?

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ smile.gif

ციტატა
გადახედილი გამოდის, იმიტომ, რომ მაინც ძველ სტილზე ვართთქო.
რა, არ ვართ?

ვართ, მაგრამ რამდენად კანონიკურად არის გამართული, ეგ საკითხია სწორედ დასმული. smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jul 23 2010, 01:10 PM
პოსტი #1063


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



კანონისტი
ციტატა
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ smile.gif

მერედა არ შეიძლება მაგისთანა კრების მოწვევა?
აბა სინოდი რა არის?



--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iakob7
პოსტი Jul 23 2010, 03:23 PM
პოსტი #1064


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 18-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5,117



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 23 2010, 03:28 PM
პოსტი #1065


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ვეშაპო
მაგ ამბის შემდეგ, ხუთჯერ თუ ექვსჯერ იქნა მოწვეული საეკლესიო კრება (ბოლო – 1995 წელს), მაგრამ ეს საკითხი "გაატარეს".

საეკლესიო კრება შედგება ყველა მღვდელმთავრისგან, ყველა მონასტრის წარმომადგენლისგან, ყველა ეპარქიიდან 2 სასულიერო და 1 საერო პირისგან. წმინდა სინოდი კი არის ყველა ეპისკოპოსის კრება (ჩვენში), ზოგ ეკლესიაში – არჩეული ან ex officio 12 ეპისკოპოსის კრება.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jul 23 2010, 03:52 PM
პოსტი #1066


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



კანონისტი
კიდევ რა მაინტერესებს.
ახალმესტილეები და ძველები ვინ ვართ (მართლმადიდებლურ ეკლესიას ვგულისხმობ) და ერთმანეთთან გვაქვს, თუ არა ევქარისტიული კავშირი.

iakob7
ტყუილად დებ მაგას.
"მამაოს" სრულ მორჩილებაშია.
ყურმოჭრილ მორჩილებაში.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Jul 23 2010, 04:33 PM
პოსტი #1067


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



"ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს
სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.
ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს
- "ბერძნულს" ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - "ბერძნულს"."


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 23 2010, 04:35 PM
პოსტი #1068


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ვეშაპო
ციტატა
ახალმესტილეები და ძველები ვინ ვართ (მართლმადიდებლურ ეკლესიას ვგულისხმობ) და ერთმანეთთან გვაქვს, თუ არა ევქარისტიული კავშირი.

კალენდრის შესახებ არ არსებობს მსოფლიო კრების განჩინება. რაც არსებობს, ესაა პასქალიის წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი მხრივ აღდგომა უნდა აღინიშნოს გაზაფხულის სავსემთვარეობიდან ახალი მთვარის პირველივე კვირას, ხოლო მეორე მხრივ - ებრაეული პასექის შემდგომ. ეს წესი დაკანონდა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე. რაც შეეხება კალენდრის დაკანონებას, იგი არცერთ კრებაზე არ მომხდარა.

ამის გათვალისწინებით, კალენდრის საკითხი ამჟამად არის ტრადიციის სფერო, რადგან ერთსა და იმავე საპატრიარქოებშიც კი არსებობს ორივე კალენდრის მქონე სამრევლოები.

საინტერესოა ერთი დეტალიც, რომ არასწორია გავრცელებული შეხედულება, თითქოს ყველა ახალმესტილე საპატრიარქო გრიგორიანულ კალენდარს იყენებს. არცერთი საპატრიარქო არ აკეთებს ამას, არამედ ყველას აქვს ე.წ. შესწორებული იულიანური კალენდარი (Revised Julian Calendar) და პასქალიის იგივე წესი, რითაც არ ირღვევა მსოფლიო კრების გადაწყვეტილება.

ამიტომ, ცხადია, ვიცავთ რა ყველანი საეკლესიო კანონებს, სრულ ევქარისტიულ კავშირში ვართ ერთმანეთთან.

ახალ სტილზე არის ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, გარდა იერუსალიმისა, რუსეთისა, საქართველოსი და სერბეთისა. აგრეთვე ძველ სტილზეა ათონის მთა, კონსტანტინოპოლისა და ჩეხეთ-სლოვაკეთის ეკლესიების ზოგიერთი სამრევლო.

smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jul 23 2010, 05:55 PM
პოსტი #1069


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



კანონისტი
ციტატა
ახალ სტილზე არის ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, გარდა იერუსალიმისა, რუსეთისა, საქართველოსი და სერბეთისა. აგრეთვე ძველ სტილზეა ათონის მთა, კონსტანტინოპოლისა და ჩეხეთ-სლოვაკეთის ეკლესიების ზოგიერთი სამრევლო.

ხო, ეგ მაინტერესებდა.

რა მაინტერესებს, არის თუ არა ეს საკითხი იმ დონის, რომ სულის წარწყმედაზე ვილაპარაკოთ, უკეთუ რომელიმე მათგანი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს და რომელიმე 7 იანვარს?
ასე არის დასმული საკითხი?
და თუკი არ არის, რა უნდა ამ ხალხს?
ნუ ამათ რა, იცი შენ, ვიზეც ვამბობ . . . IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gruzian_ka
პოსტი Jul 23 2010, 10:13 PM
პოსტი #1070


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 1-June 10
წევრი № 8,938



ციტატა(ვეშაპო @ Jul 23 2010, 06:55 PM) *

კანონისტი

ხო, ეგ მაინტერესებდა.

რა მაინტერესებს, არის თუ არა ეს საკითხი იმ დონის, რომ სულის წარწყმედაზე ვილაპარაკოთ, უკეთუ რომელიმე მათგანი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს და რომელიმე 7 იანვარს?
ასე არის დასმული საკითხი?
IPB-ს სურათი

რომ დაისვას, შენ როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურს (მგალობელს) რა პოზიცია გექნება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jul 23 2010, 11:55 PM
პოსტი #1071


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



gruzian_ka
ციტატა
რომ დაისვას, შენ როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურს (მგალობელს) რა პოზიცია გექნება?

რა პოზიციაც იმ ეკლესიას ექნება, რომელსაც ვეკუთვნი.
ანუ საქართველოს ეკლესიას.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 24 2010, 02:19 PM
პოსტი #1072


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



„ეს გალობა ღმერთამდე მიგიყვანს“...

ათონის მთაზე აჟღერებული ქართული საეკლესიო საგალობლები


მამადავითის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანეს (კიკვაძე) თაოსნობით ათონის მთაზე იმყოფებოდა ამავე ტაძრის მგალობელთა გუნდი. ამის შესახებ გვესაუბრება გუნდის ხელმძღვანელი, საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის თანამშრომელი ბატონი მალხაზ ერქვანიძე.


- ბატონო მალხაზ, გვესაუბრეთ თქვენი სტუმრობის შესახებ ათონის მთაზე. რა მიზანს ისახავდით და რამ განაპირობა იგი?


- ეს ვიზიტი შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. მიზეზი კი მრავალგვარი იყო. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება საქართველოში არსებულ პრობლემას ბიზანტიურ გალობასთან დაკავშირებით, ის, რაც წახდა, გვსურდა, გამოგვესწორებინა. ათონის მთის ბერებმა იცოდნენ, თითქოს საქართველოში ბიზანტიურ გალობას ვებრძვით. ჩვენ კი ჩავედით, რათა გვეთქვა მათთვის სიმართლე, რომ არათუ ვებრძვით ბიზანტიურ გალობას, არამედ, პირიქით, როგორც სპეციალისტებს მისი შესწავლის სურვილი გვაქვს. ჩვენ ეს საქმითაც დავამტკიცეთ, როდესაც ჩავიყვანეთ გუნდი, რომელმაც ბიზანტიური საგალობლები ბერძნულ ენაზე შეასრულა. ხოლო მეორე მიზეზი იყო შემდეგი: საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძველად სულიერ და საგანმანათლებლო ცენტრებს მონასტრები წარმოადგენდნენ. სხვადასხვა დროს ქართველებს ყველგან და ყოველთვის გვქონდა ჩვენი კუთვნილი ადგილი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენივე ცოდვების გამო, დავკარგეთ (საბერძნეთში, სინას მთაზე, იერუსალიმში და სხვ.). ათონის მთა ყოველთვის იყო სულიერების ცენტრი და ეს დღესაც ასეა. იქაურობა შეიძლება ჩავთვალოთ ოცდამეერთე საუკუნის საოცრებად, სადაც სულიერი მოღვაწეობა მიმდინარეობს. ჩვენ გვსურდა, გვეჩვენებინა ჩვენი წვლილი საეკლესიო გალობის სფეროში და მოგვესმენინებინა ჩვენი სამხმიანი გალობა, რომელიც ქართული მუსიკალური აზროვნების ბეჭედია, რომ, ბოლოს და ბოლოს, ბერძნებს გამოეთქვათ თავისი აზრი ამასთან დაკავშირებით. სინამდვილემ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ჩვენ ორჯერ გახლდით ათონზე. პირველად 2009 წლის ნოემბერში სამნი ვესტუმრეთ ათონს: არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე) - ჩვეწი ტაძრის წინამძღვარი, დიაკვანი თეოდორე და მე. პირველ ჩასვლაზე ვეწვიეთ ორ მონასტერს - სიმონა-პეტრას და ვატოპედს. მაშინ ჩაეყარა კარგი საფუძველი ჩვენს მეგობრობასა და ურთიერთობას. როდესაც გუნდთან ერთად ჩასვლის სურვილი გამოვთქვით, დიდი სიხარულით მიგვიპატიჟეს. შემდეგ, ღვთისნიერი ხალხის დახმარებით, შედგა ჩვენი მეორე ვიზიტი ათონის მთაზე მამა იოანეს მეთაურობითა და ათკაციანი გუნდის შემადგენლობით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბანკი „რესპუბლიკის“ პრეზიდენტის ბატონი ლაშა პაპაშვილი, რომელმაც უშუალოდ დააფინანსა ჩვენი მოგზაურობა, ასევე ბატონებმა არჩილ გეგენავამ და მამუკა ხაზარაძემაც მიიღეს მონაწილეობა ამ საქმეში. ბატონი ლაშა თავადაც ჩამობრძანდა და ვატოპედში ჩვენ მიერ ჩატარებულ წირვასაც დაესწრო.

- ათონზე რომელ მონასტრებს ესტუმრეთ?

- ათონზე შვიდი დღე დავყავით. ვიყავით სიმონა-პეტრაში, ვატოპედში, ხილანდარშრ, ანდრია პირველწოდებულის სკიტსა და ივერონში. სხვათა შორის ამ უკანასკნელში გარკვეული მიზეზების გამო მთლად კარგად არ მიგვიღეს, ერთი სული ჰქონდათ როდის დავტოვებდით იქაურობას. ეს საყოველთაოდ ცნობილი პრობლემაა და მათი ამგვარი დამოკიდებულება ქართველებისადმი თვითონ ბერძნებსაც ეუხერხულებათ. სხვა მონასტრის ბერები და წინამძღვრები გვეუბნებოდნენ, რომ ივერონის საძმომ იცის, რომ ეს მათი მონასტერი არ არის, ქართველების აქტიური მოძრაობის მიმართ გარკვეული შიში აქვთ. ღვთის შეწევნით, ათონზე უკვე საკმაო რაოდენობით მოიყარეს თავი ქართველმა ბერებმა. ისინი ძირითადად ვატოპედში, გრიგორიუსისა და ქსეროპოტამის მონასტრებში არაან და მონასტერის თუ არა სკიტის შექმნაზე მაინც შეიძლება ფიქრი, რათა ქართველებს თავისი ადგილი ჰქონდეთ. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ვატოპედის წინამძღვარმა მამა ეფრემმა ტრაპეზის დროს განაცხადა (ყველაზე მრავალრიცხოვანი ბერმონაზვნობა ამ მონასტერშია, სულ 110 ბერი, სტუმრები კი ყოველდღე ჰყავთ, 120-150 კაცამდე), რომ ათონზე ყველას აქვს ადგილი: ბერძნებს თავისთავად, სერბებს, რუმინელებს, ბულგარელებს, რუსებს, ქართველებს კი არაფერი აქვთო. იქაურმა ქართველმა ბერებმა გვითხრეს, რომ მამა ეფრემი ზრუნავს, შეუქმნას ქართველებს პირობები, რათა მათ თავისი დასაყრდენი ჰქონდეთ ათონზე.

- როგორი იყო მათი შთაბეჭდილება ქართული გალობის მოსმენისას?

- ქართულმა გალობამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. მონაზვნების უმეტესობისთვის ქართული გალობა სრული სიახლე იყო. ეს მათთვის მართლაც ქრისტიანული სიხარულის მომტანი აღმოჩნდა. ჯერ თქვეს, რომ კავკასიის მთების სიდიადე მოდის ამ საგალობლებიდანო, მერე აღნიშნეს, ეს გალობა ღმერთამდე მიგიყვანსო, ბოლოს ასეთი ხატოვანი გამოთქმაც კი იხმარეს - ანგელოზები გალობდნენ, თუ ადამიანები ვერ მივხვდითო. ეს სიმონა-პეტრაში ხდებოდა, სადაც საძმომ მთელი წირვა ჩვენ დაგვითმო, რომელიც ქართულ ენაზე ჩავატარეთ. იქ ყველაფერი ორგანიზებული და მკაცრ რეჟიმშია ჩასმული, წირვა მხოლოდ საათსა და ათ-თხუთმეტ წუთს გრძელდება, ჩვენს რეალობაში კი საშუალოდ ორ საათზე ნაკლებ ხანს არ მიმდინარეობს და როდესაც ვუთხარით, რომ წირვა ორ საათს უნდა გაგრძელებულიყო, ცოტა შეცბნენ, მაგრამ ბოლოს ცისკარი შეამოკლეს და წირვა მთლიანად ჩვენ დაგვითმეს. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, ასე ჩემს ცხოვრებაში არ მინერვიულია, ვღელავდით, რამე რომ არ შეგვშლოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა. ვატოპედის მონასტრის გალობის წლევანდელმა ხელმძღვანელმა (იქ ყოველწლიურად სხვადასხვა ხელმძღვანელი ჰყავთ) გვითხრა, რომ იმდენად მოსწონს ჩვენი გალობა, რომ ისმენს და სწავლობს კიდეც მას.

- რომელი კილოს საგალობლები შესრულდა?

- ძირითადად, გელათის კილოს საგალობლები შევასრულეთ. მასში ვერტიკალური და ჰორიზონალური ძალიან გაწონასწორებულია. ვიგალობეთ ასევე ქართლ-კახური და შემოქმედის კილოს საგალობლებიც, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ძირითადად უფრო გელათის კილოზე გვქონდა ორიენტაცია.

- საქართველოში არსებობს მოსაზრება, თითქოს ქართული გალობა არაკანონიკურია, ათონელი ბერების მხრიდან თუ იყო მსგავსი ეჭვი?


- დიახ, ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ასე მიიჩნევს, მაგრამ იქ ასეთი ეჭვი არ გასჩენიათ. ყოველ შემთხვევაში მე მათგან ქართულ გალობაზე ასეთი კომენტარი არ მომისმენია. ისინი ძალზედ ფრთხილი და ჭკვიანი ხალხია. როცა მოისმინეს ქართული გალობა, თქვეს, რომ ეს არის ღმერთთან მიმყვანებელი გალობა, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, სიმხნევეს გმატებს და მუდმივი ლოცვითი განწყობის მდგომარეობაში გამყოფებს. ერთმა გამოცდილმა მღვდელ-მონაზონმა სიმონა-პეტრაში აღნიშნა: თქვენს სამხმიანობას დიდი სიცოცხლისუნარიანობა გააჩნიაო. ამის დამადასტურებელი ჩანაწერები - დოკუმენტური მასალა გვაქვს.
რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვწონს ბიზანტიური გალობა, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ საქართველოში ბიზანტიური გალობის დამკვიდრება ქართული გალობის ხარჯზე მოხდეს. ეს ყოვლად დაუშვებელია და არასოდეს მოხდება. გაბედავს ვინმე თქვას საბერძნეთში, რომ მათი ერთხმიანი თუ ორხმიანი გალობა არასწორია და ვთქვათ, მხოლოდ ჩვენი ქართული სამხმიანობაა კანონიკური?! ჩვენ ჩვენი ტრადიცია გვაქვს, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ეს არის ჩვენი სახე და ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. თუ ღვთისმსახურების აღდგენა გვინდა ისე, როგორც დაწესებულია და როგორც შეშვენის უფალს, ქართულ გალობას გვერდს ვერ აუვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოგვივა რაღაც ფსევდო და არასწორი. ქართული გალობა არის უვნებო, ღრმად საეკლესიო მუსიკა და არ ვურჩევ მის მოძულეებს მასთან უჯერო დამოკიდებულებას, მის აბუჩად აგდებას, ვინაიდან შედეგი იქნება მათთვის ფრიად სამწუხარო. ეს გალობა შექმნილია ჩვენი წინაპრების მიერ, იმ ხალხის მიერ, რომელიც დაკავშირებული იყო უშუალოდ ღმერთთან. ჯობს, მივყვეთ იმ გზას, რაც ნაწრთობია საუკუნეების მანძილზე.

- როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტს?


- ეს იყო არა მხოლოდ ქართული გალობისთვის, არამედ საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი ვიზიტი. დავამყარეთ იქაურ ხალხთან კარგი, ძმური ურთიერთობა. გვაქვს მომავლის იმედი და ვართ იმ განწყობით, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. დიდი მადლობა უფალს და ღვთისმშობელს, რომელთაგან იყო შეწევნა და მშვიდობით ვიმგზავრეთ. აქედანვე მანქანით წავედით და საერთო ჯამში ხუთი-ექვსი ათასი კილომეტრის გავლა მოგვიწია. ბოლოს ბატონმა ლაშამ დამატებითი თანხები გამოგვიყო, რათა იტალიაში, ბარში წავსულიყავით და წმინდა ნიკოლოზის საფლავი მოგველოცა. აგრეთვე ვიყავით წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის საფლავზე. ორივეგან პარაკლისები გადავიხადეთ. მოვილოცეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთისმშობლის ხატები: დოქიარის მსწრაფლშემსმენელი, ხილანდარის სამხელა, ივერონის კარიბჭის ხატი და ა.შ. ძნელია ყველა იმ სიწმინდის ჩამოთვლა, რომლებსაც ჩვენ მივეახლეთ.

მამა იოანეს აზრით, აუცილებელია კიდევ ერთი ასეთი ჩასვლა. გვსურს მოვილოცოთ სხვა სავანეებიც, ვეწვიოთ ათანასეს დიდ ლავრას, გრიგორიუსის მონასტერს, სადაც განსაკუთრებულად კარგად გალობენ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- გეგმები ბევრი გვაქვს. პირადად მე, როგორც სპეციალისტი, ვაპირებ ჩავიდე და ბიზანტიური გალობა უფრო ღრმად შევისწავლო პრაქტიკაში. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული გალობის შესწავლასა და შემეცნებას. კარგია, როდესაც ადამიანს შედარების საშუალება გაქვს.

ძალიან გვიხარია, რომ მამა იოანე (კიკვაძე) მთელი გულით და სულით უდგას ქართული გალობის აღდგენის საქმეს, ამისთვის იგი დიდად იღვწის, რაც, სხვათა შორის, იშვიათობაა. სასურველია, რაც შეიძლება მეტი სასულიერო პირი ჩაერთოს ამ საქმეში და მხარი დაუჭიროს ქართულ გალობას. ეს აუცილებელი საქმეა, თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენი ერის ერთ-ერთი საყრდენი ქვაკუთხედი არის ლოცვა, ხოლო ქართული გალობა მიერთებულია მართებულ ლოცვასთან. გალობა და საეკლესიო კითხვა წარმოადგენს მართებული ლოცვის საფუძველს, რომელიც განშორებულია ყოველგვარ თეატრალურობას.

მომავალ წელს ვგეგმავთ თბილისში საეკლესიო გალობის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებას. ღვთის შეწევნით ეს საქმე უკვე დაიძრა. ამას ორგვარი მნიშვნელობა ექნება: სამეცნიერო და საღვთისმსახურო. გვინდა, რომ მართლმადიდებლებს, რომლებსაც ძველი საეკლესიო გალობა აქვთ, მონაწილეობა მივაღებინოთ ღვთისმსახურებაში, ხოლო სამეცნიერო მიმართულებით გვსურს, რომ სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც მოვიწვიოთ, რომლებიც დარბაზში წარმოგვიდგენენ თავიანთ საგალობლებს და მცირე მეცნიერულ კომენტარსაც დაურთავენ.

ესაუბრა თინათინ მეგრელიძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 25 (553), 2010 წ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jul 24 2010, 08:21 PM
პოსტი #1073


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



მარიამი
აუ შენ გაიხარე მარიამ kiss1.gif ახლა ვნახე უწყებანში ეს ინტერვიუ და მინდოდა აქ დამედო smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 24 2010, 10:03 PM
პოსტი #1074


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(ნანინა @ Jul 24 2010, 08:21 PM) *

მარიამი
აუ შენ გაიხარე მარიამ kiss1.gif ახლა ვნახე უწყებანში ეს ინტერვიუ და მინდოდა აქ დამედო smile.gif

მე კიდევ ლოცვაზე წასვლამდე ნახევარი საათით დასასვენებლად წამოვწექი და თან დილას ნაყიდი "საპატრიარქოს უწყებნი" გადავშალე. ეს ინტერვიუ რომ ვნახე, მაშინვე წამოვხტი და იმ ნახევარ საათში გავაელექტრონულე smile.gif კინაღამ ლოცვაზე დამაგვიანდა smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iakob7
პოსტი Jul 25 2010, 12:12 PM
პოსტი #1075


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 18-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5,117



მარიამი
ციტატა
დილას ნაყიდი "საპატრიარქოს უწყებნი" გადავშალე

ეგ რომელ ნომერშია?ეხლა გამოვიდა?


--------------------
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 25 2010, 02:18 PM
პოსტი #1076


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(iakob7 @ Jul 25 2010, 12:12 PM) *

მარიამი

ეგ რომელ ნომერშია?ეხლა გამოვიდა?

მე გუშინ ვიყიდე და ალათ ხუთშაბათს გამოვიდა. "კარიბჭეშიცაა" ინტერვიუ ცოტა უფრო ვრცლად.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iakob7
პოსტი Jul 25 2010, 04:55 PM
პოსტი #1077


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 18-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5,117



მარიამი
კარიბჭეშია უფრო ვრცელი?


--------------------
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 25 2010, 05:11 PM
პოსტი #1078


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ვეშაპო
ციტატა
რა მაინტერესებს, არის თუ არა ეს საკითხი იმ დონის, რომ სულის წარწყმედაზე ვილაპარაკოთ, უკეთუ რომელიმე მათგანი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს და რომელიმე 7 იანვარს?
ასე არის დასმული საკითხი?

შობის ზუსტი თარიღი საერთოდ უცნობია, ვიცით ეს. 25 დეკემბერიც და 7 იანვარიც არის პირობითი და შეთანხმების საკითხი. ამიტომ, ცხადია, სასაცილოზე მეტია საკითხის ასე დასმა - ვინ ცხონდება, 25 დეკემბერს შობის აღმნიშნავი, 7 იანვარს, ორივე თუ არცერთი?

ცხონდება ის, ვინც თავისი სათნო საქმეებით, ღმერთთან თანაზიარებითა და მართლმადიდებლობის დაცვით შეუერთდება კაცთმოყვარე უფალს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 25 2010, 05:13 PM
პოსტი #1079


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(iakob7 @ Jul 25 2010, 04:55 PM) *

მარიამი
კარიბჭეშია უფრო ვრცელი?

კი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jul 25 2010, 06:55 PM
პოსტი #1080


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



კანონისტი
ციტატა
ამიტომ, ცხადია, სასაცილოზე მეტია საკითხის ასე დასმა - ვინ ცხონდება, 25 დეკემბერს შობის აღმნიშნავი, 7 იანვარს, ორივე თუ არცერთი?

ჩემთვის კია ცხადი რომ სასაცილოა, მაგრამ "გრიზიან-კა"-ს კითხე აბა. IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

58 გვერდი V « < 52 53 54 55 56 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 08:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი