IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

130 გვერდი V « < 53 54 55 56 57 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეკუმენიზმის შესახებ, ემოციების გარეშე
კანუდოსელი
პოსტი Nov 28 2007, 02:31 PM
პოსტი #1081


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



Misha Songulashvili

თემაზე გადადი, სანამ ჭეშმარიტი ქრისტიანული ინკვიზიცია არ მოვიდა biggrin.gif

აგერ დაგიდე წინა გვერდზე პოსტინგი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Nov 28 2007, 02:41 PM
პოსტი #1082


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



კანუდოსელი
ციტატა
ჩვენი დატოვება ემს-სი მოხდა იმ ჯგუფის გავლენის გამო (ფანატიკოსები იგულისხმებიან - კარელინის მეთაურობით), მე ვთვლი, რომ სინოდის გადაწყვეტილება იმ გადასახედიდან იყო ოპტიმალური, თუმცა ვინც ხტუნაობდა, მაინც წავიდა განხეთქილებაში.

ხო მაგის შესახებ ვიცი, მაგრამ ეს გამაგებინეთ ეს კარელინი ვინ არის, ბოლო ორი დღა მაგი მესმის.

ციტატა
აქ მეორე რამეცაა. საზოგადოდ ეკუმენურ ურთიერთობებს აქვთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოომენტები:


სრულყოფიერების განსახიერებაათქო არასდროს ვამბობ biggrin.gif

ციტატა
მაგრამ მე მეჩვენება, რომ იქიდან გამოქცევა ყოველთვის შეიძლება, აჯობებდა სერიოზული კადრები მოგვემზადებინა და გაგვეგზავნა დასამოწმებლად მართლმადიდებლობისა და რაც მთავარია საერთო მართლმადიდებლური ძალებით მოგვეთხოვა სწორედ იმ უარყოფითი ლოცვითი პრაქტიკის გაუქმება და შიგა განაწესის შეცვლა.


ამ აბზაცმა დამაინტერესა მეტად biggrin.gif
თქვენ რომ პრობლემა გაქვთ იქიდან გარბიხართ თუ იწყებთ ამ პრობლემის გარშემო ტრიალს და მოგვარებას? მე მაგალითად პრობლემის გადაჭრას დიალოგის გზიტ ვარჩევდი. ისეთი გრძნობა რჩება ადამიანს რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არაფრის შეცვლაც არ უნდოდა ემს-ში. ვინაიდან არ არსებობს არანაირი განსაკუთრებული მიმართვები ან მოთხოვნები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან, არსებობს დუმიი და შემდეგ დატოვება. ანუ ემს-ში ვერ იქნა ეკლესია წარმოდგენილი სათანადო კადრებით, ვერ იქნა წარმართული სათანადო საქმიანობა თუნდაც რაიმეს გამოსწორების მიზნით, თუმცა იქნა ძალიან შთამბეჭდავად დატოვება ამ ორგანიზაციის biggrin.gif
მოკლედ სადაც პრობლემაა, მე მივიჩნევ რომ ეკლესიამ იქ უნდა აღიმაღლოს ხმა. ნაჭუჭში ჩაკეტვა და ვიწრო წრეში ქადაგება თუნდაც ურყევი ჭეშმარიტებისა ჩემთვის მიუღებელია.
ჭეშმარიტების სიტყვა უნდა მიაწვდინოს ეკლესიამ ყველა ერს, ეს ვალია რომელიც თვით ქრისტემ დაადო. ემს კი ამისთვის მშვენიერი ტრიბუნა იყო. მეტსაც გეტყვით, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შეეძლო დარჩენილიყო, ემს-ში მაგრამ არანაირი მონაწილეობა არ მიეღო ეკუმენურ ლოცვებში. თუმცა ეს არ მომხდარა, სანამ იქ იყო, აქტიურადც მონაწილეობდა...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 28 2007, 02:42 PM
პოსტი #1083


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Misha Songulashvili
ციტატა
მიყვარს ჭეშმარიტი ქრისტიანული ირონიის მოსმენა, ჩემთვის ეს საგალობელივითაა



რატომ? მწარე და ირონიულ გალობებს მიგაჩვიეს ეკუმენისტებმა? ohmy.gif დაბრუნდი ჩვენთან და გადაგაჩვევთ wub.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 28 2007, 02:47 PM
პოსტი #1084


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Misha Songulashvili @ Nov 28 2007, 03:41 PM) *

არ არსებობს არანაირი განსაკუთრებული მიმართვები ან მოთხოვნები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან, არსებობს დუმიი და შემდეგ დატოვება.



საინტერესო შენიშვნაა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 29 2007, 12:42 AM
პოსტი #1085


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ციტატა(Genesis @ Nov 27 2007, 06:01 PM) *

ნაადრევი დასკვნები ხომ არ გამოგაგვთ მოძღვარო?
წარმატებად ამ ეკუმენიზმის მიზანი შეიძლება ჩაითვალოს...
თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ რომ მარცვალი რომელიც ითესება ნაყოფს ეგრევე არ იძლევა... და სუსტია ადამიანი ვინც სიკეთის ნაყოფს თავისსავე სიცოცხლეში ელის...
მთავარი ამ შემთხვევაში მიზანია

ეს რაც დაწერეთ მხოლოდ სიტყვებია!
თქვენგან გამოკლებით ამ სფეროში მეტი ინფორმაცია მაქვს.
მამშვილური დარიგება: თუ საკითხში ვერ ერკვევი,ეს არ გამდაბლებს.ამიტომ აუცილებელი არ არის ხოლმე ყველა საკითხზე შენი აზრი რომ მაინც დააფიქსირო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 29 2007, 02:54 AM
პოსტი #1086


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 28 2007, 11:42 PM) *

ეს რაც დაწერეთ მხოლოდ სიტყვებია!
თქვენგან გამოკლებით ამ სფეროში მეტი ინფორმაცია მაქვს.
მამშვილური დარიგება: თუ საკითხში ვერ ერკვევი,ეს არ გამდაბლებს.ამიტომ აუცილებელი არ არის ხოლმე ყველა საკითხზე შენი აზრი რომ მაინც დააფიქსირო.



რატომღაც მგონია რომ ეს დარიგება არ მეხება... მაგრამ მაინც გავითვალისწინებ..


და ის რასაც თქვენ მეტ ინფორმაციას ეძახით, მეც გამაჩნია... ვიცი რომ ეკუმენიზმს ამოფარებულ ქვემიზნებს გულისხმობთ...

მაგაზე ნათქვამია მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო...

განა მართმადიდებლური ერთსარწმუნოება არ გამოიყენა რუსეთმა ჩვენს უმტკივნეულოდ ხელში ჩასაგდებად... ? ამიტომ ავდგე და მართმადიდებლობის მთავარი მოტივაცია ვაკრიტიკო?


პ.ს. ჩემს აზრს ყველგან არ ვაფიქსირებ... თქვენ მგონი ყველგან ხართ და ეს უნდა იცოდეთ smile.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Nov 29 2007, 03:02 AM
პოსტი #1087


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



კანუდოსელი
ციტატა
უარყოფითი ისაა, რომ ერთობლივი ლოცვა კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის ჭეშმარიტ დიალოგს, ვინაიდან აგერ ზემოთ დავწერე კიდეც... ასევე შიგა რეგლამენტი, განაწესი, სულ უფრო და უფრო იღებს ისეთ ფორმას, რომ მართლმადიდებელთა ხმა არის ხმა უდაბნოსა შინა....

ეს არის აბსოლიტური სისწორე ყველამ იცის რომ ეკუმენური მოძრაობის მთავარ წამყვან ფიგურებად პროტესტანტები იქცენ და მკაცრად შეიზღუდა მართმადიდებელთა უფლებები...


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Nov 29 2007, 05:56 AM
პოსტი #1088


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



მართა
ციტატა
ეს არის აბსოლიტური სისწორე ყველამ იცის რომ ეკუმენური მოძრაობის მთავარ წამყვან ფიგურებად პროტესტანტები იქცენ და მკაცრად შეიზღუდა მართმადიდებელთა უფლებები...

თუ გადავხედავთ 1910 წლის ედინბურგის კრების მონაწილეებს, (და არა მატო) ანუ იმ კრებისა (კრებებისა) რომელმაც ჩვენს ეპოქაში საფუძველი ჩაუყარა ამ მოძრაობას სიტყვა "იქცნენ" თქვენს ნაპოსტში სრულიად უადგილოა wink.gif აი მართლმადიდებლები კი მალევე და მართლაც იქცნენ ეკუმენურ მოძრაობაში ერთ ერთ წამყვან ფიგურად, რის მეშვეუბითაც დაბალანსდა სიტუაცია ამ ორგანიზაციაში. და იმას ვერავინ იტყვის, რომ ბალანსი ამ მხრივ დარღვეულიყოს, ან ახლა გახლდეთ დარღვეული ეკუმენურ მოძრაობაში. და თუ ვინმე გაბედავს და მაინც იტყვის ამას, მაშინ კატეგორიულად მოვითხოვ ამის დასბუთებას smile.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 29 2007, 11:23 AM
პოსტი #1089


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Misha Songulashvili
ციტატა
თუ გადავხედავთ 1910 წლის ედინბურგის კრების მონაწილეებს, (და არა მატო) ანუ იმ კრებისა (კრებებისა) რომელმაც ჩვენს ეპოქაში საფუძველი ჩაუყარა ამ მოძრაობას სიტყვა "იქცნენ"




მიშა, ავნიშნე ბუნდოვნი წარმოდგენა მაქვს ეკუმენიზმზე და ბევრი ვერაფერზე დავდებ ტავს თქო, მაგრამ უარგომენტოა 2007 წელს 1910 წლით სტატისტიკის მოყვანა, როცა მართა ასეთ წინადადებას ამბობს
ციტატა
ეკუმენური მოძრაობის მთავარ წამყვან ფიგურებად პროტესტანტები

ციტატა
იქცენ
თუმცა არ ვიცი დღეს რა ხდება, მაგრამ შენი პასუხი არ ჟღერდა ამ წინადადებაზე დამაჯერებლად და მხოლოდ ამიტომ დავპოსტე...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Nov 29 2007, 11:40 AM
პოსტი #1090


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მიშა,

რა მაინტერესებს იცი (მართლა), შენ ხომ მართლმადიდებელი ხარ და ყველაფერს ასრულებ მართლმადიდებლურად, ანუ : მარხვა,ზიარება,ლოცვა და ასე შემდეგ. რამე რომ იყოს კათოლიკ მღვდელს ჩააბარებ აღსარებას ან რამე მვგავსი. იმიტომ გეკითხები, რომ მაინტერესებს ეს ეკუმენიზმი მარტო თანალოცვას ნიშნავს თუ მათთან "წესების" თანაზიარებასაც.

პ.ს.reine Interesse, liebling smile.gif Ohne jegliche Hintergedanken.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
GABAONI
პოსტი Nov 29 2007, 02:48 PM
პოსტი #1091


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 110
რეგისტრ.: 13-November 07
წევრი № 3,167



ეკუმენიზმი რა არის ხალხნო ნუთუ ვერ ხვდებით .... საბოლოოდ საით მიდის ეს ყველაფერი ? მათ უნდათ რო ლერიგიები გააერთიანონ! ეს რას ნიშნავს და საბოლოოდ მეორედ მოსვლის ჟამს მსოფლიოს უნდა ყავდეს ერთი მმართველი (ანტი ქრისტე) .....
იქნება ერთიანი მსოფლიო, იქნება ერთი "მეფე" , უნდათ რო რელიგიებიც გააერთიანონ და ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე ამ მოლაპარაკებებით რო ცოტას ერთი დათმობს ცოტას მეორე და საერთო რელიგიაზე ჩამოყალიბდებიან ...........


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 29 2007, 02:51 PM
პოსტი #1092


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



GABAONI

შენ ამდენი საიდან იცი? ანტიქრისტეს პირადი მდივანი ხარ? biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 29 2007, 03:06 PM
პოსტი #1093


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
შენ ამდენი საიდან იცი? ანტიქრისტეს პირადი მდივანი ხარ?




შენ ხომ კაცისთვის კარგს არაფერს გაიმეტებ, რა პირადი მდივანი, მოადგილე ან თანაშემწე მაინც გეთქვა, ხო პირადი მდივანია და ყავას უდუღებს ხოლმე tongue.gif, ისიც როცა ყავას ახრუპუნებს თან თავის გეგმებს გაბაონთან ფქვავსsmile.gif))რაიმე პრეტენზია გაქვს?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Nov 30 2007, 12:53 AM
პოსტი #1094


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



მხევალი ნინო
ციტატა
მიშა, ავნიშნე ბუნდოვნი წარმოდგენა მაქვს ეკუმენიზმზე და ბევრი ვერაფერზე დავდებ ტავს თქო, მაგრამ უარგომენტოა 2007 წელს 1910 წლით სტატისტიკის მოყვანა, როცა მართა ასეთ წინადადებას ამბობს




ციტატა
თუმცა არ ვიცი დღეს რა ხდება, მაგრამ შენი პასუხი არ ჟღერდა ამ წინადადებაზე დამაჯერებლად და მხოლოდ ამიტომ დავპოსტე...


smile.gif მხევალო მესმის რატომაც ვერ გამიგეთ...
შევეცდები განვმარტო wink.gif
აი რას სწერდა მართა:
ციტატა
ეს არის აბსოლიტური სისწორე ყველამ იცის რომ ეკუმენური მოძრაობის მთავარ წამყვან ფიგურებად პროტესტანტები იქცენ და მკაცრად შეიზღუდა მართმადიდებელთა უფლებები...

ამას მე ვწერდი:
ციტატა
თუ გადავხედავთ 1910 წლის ედინბურგის კრების მონაწილეებს, (და არა მატო) ანუ იმ კრებისა (კრებებისა) რომელმაც ჩვენს ეპოქაში საფუძველი ჩაუყარა ამ მოძრაობას სიტყვა "იქცნენ" თქვენს ნაპოსტში სრულიად უადგილოა აი მართლმადიდებლები კი მალევე და მართლაც იქცნენ ეკუმენურ მოძრაობაში ერთ ერთ წამყვან ფიგურად, რის მეშვეუბითაც დაბალანსდა სიტუაცია ამ ორგანიზაციაში. და იმას ვერავინ იტყვის, რომ ბალანსი ამ მხრივ დარღვეულიყოს, ან ახლა გახლდეთ დარღვეული ეკუმენურ მოძრაობაში. და თუ ვინმე გაბედავს და მაინც იტყვის ამას, მაშინ კატეგორიულად მოვითხოვ ამის დასბუთებას

ეხლა თუ რას ნიშნავდა ჩემი პასუხი და 2007 წლის ნოებერში თუ რა ეშმაკმა გამახსენა 1910 წლის ივნისის ამბებიsmile.gif
1910 წელს იყო ერთ-ერთი პირველი ეკუმენური შეკრება სადაც წარმოდგენილნი იყვნენ უმრავლესობაში პროტესტანტები smile.gif აი თუ რატომ დავწერე რომ უადგილო ნათქვამია
ციტატა
მთავარ წამყვან ფიგურებად პროტესტანტები იქცენ
ვინაიდან კი არ იქცნენ ისინი იყვნენ წამყვანი ძალა, შემდეგ წლებში, მალევე მოხდა დაბალანსება ამ პრობლემის და მართლმადიდებლები ისეთივე უფლებებით აღიჭურვნენ როგორც პროტესტანტები. ეს ბალანს დღეს დღეობით არავითარ შემთხვევაში არ არის დარღვეული.

staywhite
ციტატა
მიშა,

მაინტერესებს ეს ეკუმენიზმი მარტო თანალოცვას ნიშნავს თუ მათთან "წესების" თანაზიარებასაც.

არა ნამდვილად არ ნიშნავს ორი ეკლესიის შერწყმას ეკუმენიზმი smile.gif ეკუმენური მოძრაობა არ ითვალისწინებს აღსარებებზე ერთი მღვდლისგან მეორე მღვდელთან სირბილს. თუმცაღა არიან ისეთი ადამიანებიც რომლებიც ამას აკეთებენ, მაგალითად დადიან ზიარებებზე სხვადასხვა ეკლესიებში და ა. შ. მაგრამ ეს მათი პირადული გადასაწყვეტია, მათი პირადი შეხედულებაა... ეკუმენიზმის მიზანი ნამდვილად არ არის ეს...

GABAONI
ციტატა
ეკუმენიზმი რა არის ხალხნო ნუთუ ვერ ხვდებით .... საბოლოოდ საით მიდის ეს ყველაფერი ? მათ უნდათ რო ლერიგიები გააერთიანონ! ეს რას ნიშნავს და საბოლოოდ მეორედ მოსვლის ჟამს მსოფლიოს უნდა ყავდეს ერთი მმართველი (ანტი ქრისტე) .....
იქნება ერთიანი მსოფლიო, იქნება ერთი "მეფე" , უნდათ რო რელიგიებიც გააერთიანონ და ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე ამ მოლაპარაკებებით რო ცოტას ერთი დათმობს ცოტას მეორე და საერთო რელიგიაზე ჩამოყალიბდებიან ...........

თუ შეიძლება რა....................
ხომ გთხოვეთ ნიღაბს ნუ ჩამომგლეჯთ ფორუმზეთქო sad.gif არ მინდოდა რომ ხალხს გაეგო ანტიქრისტეს მსახური რომ ვარ tongue.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Nov 30 2007, 01:11 AM
პოსტი #1095


დაურეგისტრირებელი









GABAONI
ციტატა
შენ ამდენი საიდან იცი? ანტიქრისტეს პირადი მდივანი ხარ?

+1 laugh.gif
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Nov 30 2007, 05:01 AM
პოსტი #1096


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



Misha Songulashvili

ციტატა
ხო მაგის შესახებ ვიცი, მაგრამ ეს გამაგებინეთ ეს კარელინი ვინ არის, ბოლო ორი დღა მაგი მესმის.


ისეთი არავინ. ერთი რიგითი კონსერვატორი მართლმადიდებელი მოძღვარია. უბრალოდ ზოგზოგიერთები ბევრ რამეს ზედმეტად ტენიან. ეხლა ვიცი წამოვა დემონური რისხვა და ინკვიზიციის ცეცხლი biggrin.gif

მის პოზოცებს შეგიძლია აქ გაეცნო: http://karelin-r.ru/


ეხლა რაც შეეხება ამ საკითხს.

პრინციპული შეცდომა ეკუმენური მოძრაობის არის ის, რომ მან დაისახა მიზნად არა ეკლესიის სიწმინდე არამედ, გარეგანი ერთობა. ეს იდეა რამდენადაც არასასიამოვნო არ უნდა იყოს შენთვის აქვეითებს ქრისტიანულ აზროვნეებას.

რათქმაუნდა დიალოგი და ტრიბუნა კარგია მაგრამ მიზანი, რომესაც ეს ორგანიზაცია ისახავს მიზნად მცდარია. ეხლა რამდენიც არ უნდა ილაპრაკოთ მხოლოდ დილოგზე მაინც ვერსად დაემალებით რელალობას. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ არ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს მსგავსი დონის ორგანიზაცია, რომლიც მიზანია მხლოდ დალოგი და ურთიერთდაახლოვება.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიპრიან კართაგენელის სიტყვები, რომელსაც იზარებდა მანამდე და მის შემდგომაც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, რომ ეკლესიის გარეთ არ არის ხსნა! ეხლა იმედია ამას არავინ გაიგებს ისე თითოქოს ეკლესია ერთი იყოს უბრალოდ მას მრავალი "განშტოება" ჰქონდეს დღევანდელი კათოლიკების და პროტესტანტების სახით smile.gif

ამასთან დაკავშირებით ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ილარიონ ტროიცკის წერილი გარდინერისადმი, რომელიც მსგავს საკითხებს ეხება.

http://www.pravbeseda.ru/library/index.php?page=book&id=326

ეხლა რა თქმა უნდა ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას რომ კარი ჩაკეტოთ იმ მოტივით რომ ყველა ერიტიკოსია და ამიტომ მათთან ურთიერთობა დიდი ცოდვაა biggrin.gif უნდა იყოს დიალოგის სურვილი და მართლმადიდებლობის ქადაგების აუცილებლობა მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჭეშმარიტების დათმობის ხარჯზე.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Nov 30 2007, 06:03 AM
პოსტი #1097


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



death
ციტატა
პრინციპული შეცდომა ეკუმენური მოძრაობის არის ის, რომ მან დაისახა მიზნად არა ეკლესიის სიწმინდე არამედ, გარეგანი ერთობა. ეს იდეა რამდენადაც არასასიამოვნო არ უნდა იყოს შენთვის აქვეითებს ქრისტიანულ აზროვნეებას.

მართებულად მიმაჩნია მხოლოდ ამ ნაწილს ვუპასუხო თქვენი წერილიდან, ვინაიდან საუბარი მცდარი გზით მიგყავთ და ყოვლად მიუღებელია ჩემთვის wink.gif

ეკუმენური მოძრაობის სათაო ოფისი, როგორც მოგეხსენებათ არის ემს. ემს არ გახლავთ სუპერ ეკლესია, ეს გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი დიალოგისათვის ეკლესიათა შორის და აგრეთვე დიალოგისათვის სხვადასხვა რწმენის ხალხთან. რათქმაუნდა მან დაისახა გარეგანი გაერთიანება და არა ორგანულადი შერწყმა ეკლესიებისა. ემს აძლევს ეკლესიებს საშუალებას ურთიერთშორის საუბრისა. რაც შეეხება ეკლესიის სიწმიდეს (ძალიან გაუგებარი ფრაზა კი არის ეკლესიის სიწმიდის დასახვა მაგრამ მაინც შევეცდები გიპასუხოთ) და თურმე ეკუმენურ მოძრაობას არ დაუსახავს იგი smile.gif კი მაგრამ ეკლესია წმიდა არ არის? და თუ რამე პრობლეემაა ეკლესიის შიგნით თუნდაც სიწმიდეებში, აგერ გეძლევათ ინსტრუმენტი (თუგინდ ტრიბუნა ვუწოდოთ) მიბრძანდით და დაიცავით ჭეშმარიტება, განა ქრისტიანების ვალი არ არის ემსახურონ ჭეშმარიტებას და ხალხს მოჰფინონ იგი? მაშინ ჩნდება კითხვა რა დანიშნულება აქვს ეკლესიას მაშინ, როდესაც თავს მიიჩნევს ერთადერთ ჭეშმარიტ ეკლესიად და იკეტება თავის ფარგლებში? თუ ჭეშმარიტია როგორ უნდა მოხდეს დიალოგის გარეშე ხალხთან ჭეშმარიტების მიწოდება? მოკლედ ამ დიალოგში არ შესვლა ჩემთვის ძალიან მიუგებელია. გადადგმული ნაბიჯი ეწინააღმდეგება გამოთქმულ აზრს.

დაბოლოს რატომ გგონიათ რომ ეკუმენური მოძრაობის მიზანი არის სუპერ ეკლესიის შექმნა?


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Nov 30 2007, 06:59 AM
პოსტი #1098


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



Misha Songulashvili


ციტატა
რათქმაუნდა მან დაისახა გარეგანი გაერთიანება და არა ორგანულადი შერწყმა ეკლესიებისა


ხოდა პრობლემაც აქაა smile.gif ამიტომაც დავწერე:

ციტატა
პრინციპული შეცდომა ეკუმენური მოძრაობის არის ის, რომ მან დაისახა მიზნად არა ეკლესიის სიწმინდე არამედ, გარეგანი ერთობა. ეს იდეა რამდენადაც არასასიამოვნო არ უნდა იყოს შენთვის აქვეითებს ქრისტიანულ აზროვნეებას.


ეხლა შენს კითხვებს რაც შეეხება

ციტატა
მაშინ ჩნდება კითხვა რა დანიშნულება აქვს ეკლესიას მაშინ, როდესაც თავს მიიჩნევს ერთადერთ ჭეშმარიტ ეკლესიად და იკეტება თავის ფარგლებში? თუ ჭეშმარიტია როგორ უნდა მოხდეს დიალოგის გარეშე ხალხთან ჭეშმარიტების მიწოდება?


რამდენადაც მე ვიცი ემს-ში დოგმატურ საკითხებზე კამათი აკრძალულია. თუ ეს ასეა მაშინ როგორ უნდა შედგეს დიალოგი?

ციტატა
დაბოლოს რატომ გგონიათ რომ ეკუმენური მოძრაობის მიზანი არის სუპერ ეკლესიის შექმნა?



ამაზე ხომ გაგეცი პასუხი? smile.gif აბა რა არის მიზანი? მარტო შამპანიურის ჭიქებით სადღეგრძელოების სმა? დაახლობის სურვილი პირდაპირპროპორციულია გართიანებასთან. არ შეიძლება არ დაიბადოს გაერთიანების სურვილი იმიტომ რომ ამ მოძრაობის მომხრეეების დიდი ნაწილი, ძირითადა პროტესტანტები თვლიან რომ ყველა ეკლესიაში არის ჭეშმარიტება უბრალოდ რაღაც დონეზე ის დაიკარგა ან კიდევ მეორე სხვა აზრის მომხრეეების მიხედვით, ეკლესიების დაყოფით არსობრივად არ შეცვლილა ქრისტიანული რწმენა ამიტომ ყველა ჭეშამრიტია და გაერთიანება მათთვის არ წამოადგენს პრობლემას (უბრალოდ აღიარებენ ერთმანეთს და ეგაა). პრობელმა აქ იმაშია რომ დაყოფა აქ მოხდა სხვადასხვა ეკლესიების ჭეშმარიტი ეკლესიისგან გამოყოფით. შესაბამისად ერთადერთი გზა არის არა ერთმანეთის ცნობა არამედ ჭეშმარიტ ეკლესიის წიარში დაბრუნება.

თუ მათ მხრიდან იქნება ჭეშმარიტ ეკლესიასთან შეერთების სურვილი დიალოგიც გაიმართება. და იქ ყოფნასაც ექნება აზრი. მაგრამ მანამ სანამ ყველა თავის ჭეშამრიტებას იჩემებს არაფერი არ გამოვა. და რამდენი ურთიერთტკბილი დიალობიც არ უნდა გამართოს

ზედა კითხვას კიდევ ერთხელ გავცემ პასუხს. დიალოგი არ არის სავალდებულო მოხდეს ემს-ის ფარგლებში. დიალოგი დღესაც მიმდინარებობს მართლმადიდებლებს და სხვა აღმსარებლობებს შორის. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს ანტიოქიის საპატრარქო და საერთოდ ამერიკის როგორც ჩრდილოეთის ისე სამხრეთის მართლმადიდებლური ეკლესიები. ეხლა ის ვინც ლაპარაკობს რომ ემს არის დიდი ტრიბუნა (რაშიც ვეთანხმები) და შესაბამისად ამ ტრიბუნის იქით დიალოგი დიდი არაფრის მომტანი იქნება უბრალოდ დემაგოგია.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 30 2007, 11:50 AM
პოსტი #1099


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



death
ციტატა
რამდენადაც მე ვიცი ემს-ში დოგმატურ საკითხებზე კამათი აკრძალულია



ანუ ეკუმენისტურ მოძრაობაში დგმატურს საკითხებზე საუბარი აკრძალულია.ამაზე მგონი ცალსახად შეთანხმდით. მაშინ მიზანი რა არის ამ მოძრაობის ვერ გავიგე, მხოლოდ ის, რომ შეგვიძლია ყველას ერთად ლოცვა?


Misha Songulashvili
ციტატა
ემს აძლევს ეკლესიებს საშუალებას ურთიერთშორის საუბრისა




საუბრისა რა საკითხზე?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 30 2007, 12:23 PM
პოსტი #1100


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ზეპირად ნუ ვისაუბრებთ.

მიშა, მე შენგან უფრო პროფესიონალურ მიდგომას ველი და ყოველთვის მარტო სიტყვებით შემოიფარგლები ხოლმე.

ვინაიდან კიდევ წამოიჭრა ისეთი აზრი, რომ ემს არის ზე-ეკლესიის ამბიციის მქონე ორგანო, მგონია უპრიანი იქნება უფრო იურიდიულ დონეზე, ანუ დოკუმენტალურ დონეზე ვნახოთ ეს:

1950 წელს ქალაქ ტორონტოში იქნა მიღებული დეკლარაცია, რომელიც ამბობს:


Всемирный Совет Церквей не является и никогда не должен стать сверх-Церковью. Это не сверх-Церковь. Это не всемирная Церковь. Это не Una Sancta («единая святая»), о которой говорится в Символе веры… Членство в Совете ни в коем случае не означает, что Церкви входят в орган, который может решать за них. Каждая Церковь смохраняет право принять или отвeргнуть высказывания или действия Совета… Ни одна из Церквей не имеет оснований опасаться, что Совет вынудит ее принять решения относительно соединения с другими Церквами... Всемирный Совет существует для того, чтобы различные Церкви могли увидеть свои различия (ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია), и поэтому ни одна Церковь не обязана менять свою экклезиологию вследствие членства во Всемирном Совете… Членство в Совете не означает принятия или отрицания доктрины, что единство Церкви состоит в единстве невидимой Церкви… Членство в Совете не означает, что каждая Церковь должна признавать другие Церкви, входящие в Совет как Церкви в полном и подлинном смысле этого слова… Ни в коем случае ни одна Церковь не может и не будет принуждаться к принятию решений, противоречащих ее убеждениям или желаниям

ანუ აქ წერია, რომ ემს არ არის და არც გახდება არასოდეს ზე ეკლესია,... რომ მისი წევრი ეკლესიები არიან უფლებამოსილნი შეინარჩიუნონ ის ეკლესიოლოგია რაც მიაჩნიათ სწორად და წევრობა კავშირში არ ნიშნავს, იმას, რომ რომელიმე ეკლესია ვალდებულია ცნოს მეორე-ეკლესიად.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

130 გვერდი V « < 53 54 55 56 57 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 07:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი