![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1161
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა უწყვეტი ჯაჭვი მოციქულთა ეკლესიიდან აქვს მართმადიდებლურ ეკლესიას! და რომელსაც ის არ აქვს ისაა სწორედ სექტა! აბსოლუტური სიმართლეა, არსებობს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, ის საკრებულო რომელიც ერთი სამწყსოა და ერთი მწყემსი ყავს ![]() მისი საზღვრები კი ფართოა.. ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გლახა |
![]()
პოსტი
#1162
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მართალია ,უფალი უცვლელია დროში! უწყვეტი ჯაჭვი მოციქულთა ეკლესიიდან აქვს მართმადიდებლურ ეკლესიას! და რომელსაც ის არ აქვს ისაა სწორედ სექტა! უფალი უცვლელია დროში. ეს აქსიომაა. თქვენ და ყველა მართლმადიდებელს რა თქმა უნდა უფლება გაქვთ გწამდეთ და გჯეროდეთ ის რაც გწამთ და გჯერათ. ასევე მაქვს უფლება მე მწამდეს და მჯეროდეს ის რაც მწამს და მჯერავს. თქვენ გჯერათ რომ რახან ამათ იმ ჯგუფს ჰქვია ძველი სახელი ისინი მართლაც ისინი არიან რასაც სახელი გამოხატავს. მე ეს არ მჯერავს! ადრეც მითქვამს და ბევრჯერ ვიტყვი, რომ ის მართლმადიდებლური ეკლესია რაზეც თვენ ამბობთ რომ ერთადერთი ჭეშმარიტია, ძალიან განსხვავდება პირველი საუკუნის ეკლესიისაგან თქვენ ეს იცით უბრალოდ ამას ვერ იტყვით ![]() მე ამაზე ბევრი მილაპარაკია კანუდოსელთან და კაიროსთან, რომელნიც მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირებს არ წარმოადგენენ ძალიან კარგად ერკვევიან ამ საკითხებში. |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#1163
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ციტატა მე ამაზე ბევრი მილაპარაკია კანუდოსელთან და კაიროსთან, რომელნიც მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირებს არ წარმოადგენენ ძალიან კარგად ერკვევიან ამ საკითხებში. დედააა? ეს რა მაგარი ვიღაც ყოოფილხაარ ![]() ეს 2 კაცი ყავთ ამ ფორუმზე მართლაც გაფეტიშებული ![]() ![]() ![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1164
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
გლახა მე ვიცი რომ შენ იცნობ უფალი იესოს ცხოვრებას მისი ნათქვამიც გეცოდინება: "მე ვარ გზაი ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი;არავინ მივიდეს მამისა,გარნა ჩემს მიერ"--ე.ი. ჭეშმარიტი გზა ცხონებისა არის იესოს გზა,მერე ვინ მიყვება ამ გზას უცვლელად? (რეფორმების გარეშე ბევრს მოძველებურად რომ მიიჩნევთ მართლმადიოდებლობაში) ვინ და მართლმადიდებლები იქნებ უარყო,?! საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი როგორც შენ ამას ამბობ მიჰყვება ამ გზას ჩემო გლახავ და კარგად თუ ცუდად ჩვენ უფლის დახმარებით გდავიტანთ განსაცდელებს რადგან ჩვენივე მრწამსის უცვლელობით და ერთგულებით დავიმსახურეთ მისი ესოდენ წყალობა.მეტყვი ჩვენ რაში ვეწინააღმდეგებითო ? სწორედ იმაში რომ იცვლებით დროის გავლენით ჩვენ კი არა!!!! ქრისტე მართლმადიდებლობა არ არის, ქრისტე არის: გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე! სარვთო წერილი ამბობს სწორედ იმას რომ ქრისტე გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეაო... ჩემო კარგო ადამიანო სენი წერილის ფონზე ადამიანი იტყვის რომ გლახა არ არის ქართველი რახან არ არის მარტლმადიდებელი. ვიმეორებ მარტლმადიდებლობა სულაც არ არის ქართული. და კიდევ..შენი პოსტიდან გამომდინარე გავკადნიერდები და ვიტყვი: ამ ფორუმში მყოფ არც ერთ მართლმადიდებელ ქართველზე ნაკლები ქართველი არ ვარ... და ეს ქართველობა ყველამ თავისი საქმით დაამტკიცოს.... რომელ რეფორმებზე მელაპარაკები? მოდი როცა არ მიცნობ პირადად და არც ის იცი მე რას ვიზიარებ და რას არა, კრებითი სახელებით ნუ მომიხსენიებ... წინასწარ მადლობა ![]() დედააა? ეს რა მაგარი ვიღაც ყოოფილხაარ ![]() ეს 2 კაცი ყავთ ამ ფორუმზე მართლაც გაფეტიშებული ![]() ![]() ![]() არ გინდა მაჭახელაში კიდევ წავიდეთ ? კარგი "ბულკების" ცხობა დაუწყიათ ![]() ![]() ![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#1165
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
გლახა
ხახახა? გამოცდილი ხარ შენ ასეთ კითხვა პასუხში... ათასი "გაუნათლებელი" დაგირწმუნებია შენს "სიმათლეში"( მეგობრობა და ძმობა არ დაგავიწყდეს გლახუნდა ![]() |
GABAONI |
![]()
პოსტი
#1166
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 110 რეგისტრ.: 13-November 07 წევრი № 3,167 ![]() |
ციტატა იცით, ზოგჯერ მეც რასაც ვწერ ჩემი გადმოსახედიდან არ არის ხოლმე დამაპირისპირებელი, მაგრამ პირისპირდება სამწუხაროდ.... საერტოდ ეს კამათი ზემოთ ერთი ახალგაზრდის პოსტებს მოყვა, რომელმაც ყველა არა მართლმადიდებელი ჯოჯოხეტში გაისტუმრა... რჩევა მექნებოდა: ასეთები მეტად დაარიგეთ.... შენ ალბათ ჩემზე ამბობ .... მაშინ კიდე გავიმეორებ: მე მწამს რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა არის ერთადერთი გზა ცხონებისკენ და სხვა ყველა სარწმუნოება მიმდინარეობა სექტა თუ რაც გინდა დაარქვით არის დამღუპველი (არა მაცხონებელი) ამას ვერც შენ გლახა და ვერც ვერავინ ვერ გადამარწმუნებთ იმიტო რომ ღმერთის წყალობით ეს რწმენა მაქ და ღმერთმა ქნას უფრო გამიძლიერდეს ციტატა უწყვეტი ჯაჭვი მოციქულთა ეკლესიიდან აქვს მართმადიდებლურ ეკლესიას! და რომელსაც ის არ აქვს ისაა სწორედ სექტა! სრული ჭეშმარიტება შეგვიძლია ისევ თემას დაუბრუნდეთ ![]() -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1167
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
თქვენ ეს იცით უბრალოდ ამას ვერ იტყვით ![]() იქნებ რაღაც ვიცით, ოღონდ ისე, რომ არ ვიცით, რომ ვიცით, ხოდა გაგვარკვიე გლახუშ ![]() მე ამაზე ბევრი მილაპარაკია კანუდოსელთან და კაიროსთან, რომელნიც მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირებს არ წარმოადგენენ ძალიან კარგად ერკვევიან ამ საკითხებში. და ეს რა კონტექსტშია, ვერ გავიგე ![]() კანუდოს შენ კაიროსს აფეტიშებ? ![]() გააჩნია იმ დღეს რა ხასიათზე ვარ ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გლახა |
![]()
პოსტი
#1168
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
შენ ალბათ ჩემზე ამბობ .... მაშინ კიდე გავიმეორებ: მე მწამს რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა არის ერთადერთი გზა ცხონებისკენ და სხვა ყველა სარწმუნოება მიმდინარეობა სექტა თუ რაც გინდა დაარქვით არის დამღუპველი (არა მაცხონებელი) ამას ვერც შენ გლახა და ვერც ვერავინ ვერ გადამარწმუნებთ იმიტო რომ ღმერთის წყალობით ეს რწმენა მაქ და ღმერთმა ქნას უფრო გამიძლიერდეს სრული ჭეშმარიტება შეგვიძლია ისევ თემას დაუბრუნდეთ ![]() და ეკუმენისტების გარეშე ამ თემას ვერ განიხილავთ... დაელოდეთ რომ მოვლენ მიშა და გენეზისი და მერე გავუტიოთ ![]() მაგრამ მწვალებლებთან საუბარი არ გეკრზალება? ![]() GABAONI ციტატა მაშინ კიდე გავიმეორებ: მე მწამს რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა არის ერთადერთი გზა გწამდეს კაცო გწამდეს..აბა რა უნდა გწამდეს ![]() |
GABAONI |
![]()
პოსტი
#1169
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 110 რეგისტრ.: 13-November 07 წევრი № 3,167 ![]() |
იმაზე რა აზრის ხართ რომ ეკუმენიზმში სატანისტებიც არიან?
ამას როგორ უყურებთ -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#1170
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ეკუმენიზმში სატანისტებიც არიან? ემს-ში მსგავსი არავინაა ![]() ისე მე აქ არ შემოვდივარ, იმდენი იწერა წინა გვერდებზე იმათი წაკითხვის გარეშე ხდება ახლა კამათი და ხშირად იგივეს გამეორებაა... დროებით კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#1171
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ციტატა ადრეც მითქვამს და ბევრჯერ ვიტყვი, რომ ის მართლმადიდებლური ეკლესია რაზეც თვენ ამბობთ რომ ერთადერთი ჭეშმარიტია, ძალიან განსხვავდება პირველი საუკუნის ეკლესიისაგან თუ დააკონკრეტებ რას გულისხმობ კარგი იქნება. მართლმადიდბელი ეკლესია უკვე 2000 წელია განუხრელად იცავს იმას რაც დაადგინა წმ.მოციქულებმა,წმ მამებმა და მსოფლიო საეკლესიო კრებებმა.აღარ განვავრცობ კონკრეტული მაგალითებით სათქმელს,თორემ ერთი თემა ნამდვილად არ ეყოფა. ადამიანი დაბადებიდანვე ძიებისა და შემეცნების პროცესშია და ეს პროცესი სიცოცხლის ბოლო წუთამდე გრძელდება და მე მწამს რომ თუ ადამიანი მთელი გულით მინდომებს უფალი აპოვნინებს მას ჭეშმარიტებას.ამიტომ როცა არის გაუგებარი საკითხი ვეცადოთ მის გაგებას და როცა გვაქვს უპასუხო კითხვები ვეცადოთ მივიღოთ პასუხები.რადგანაც ხშირად ისმება კითხვები და არ არის სურვილი მივიღოთ პასუხები და ვსაუბრობთ ზოგადად საკითხებზე და არ არის სურვილი მათში ჩაღრმავებისა. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1172
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა ისე მე აქ არ შემოვდივარ, იმდენი იწერა წინა გვერდებზე იმათი წაკითხვის გარეშე ხდება ახლა კამათი და ხშირად იგივეს გამეორებაა... რა ეწერა ეგებ მეც დამანახოთ? ძAლიან მაინტერესებს ეკუმენიზმის შექმნის იდეა ვისია და მიზანი რა არის. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გლახა |
![]()
პოსტი
#1173
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მართლმადიდბელი ეკლესია უკვე 2000 წელია განუხრელად იცავს იმას რაც დაადგინა წმ.მოციქულებმა,წმ მამებმა და მსოფლიო საეკლესიო კრებებმა.აღარ განვავრცობ კონკრეტული მაგალითებით სათქმელს,თორემ ერთი თემა ნამდვილად არ ეყოფა. საქმე მოციქულთა წიგნში გადმოცემული ეკლესია რაღაც ნაკლებად ჰგავს დღევანდელ მართლმადიდებლურ ეკლესიას... |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1174
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
გლახა
ციტატა საქმე მოციქულთა წიგნში გადმოცემული ეკლესია რაღაც ნაკლებად ჰგავს დღევანდელ მართლმადიდებლურ ეკლესიას... ცხადია, აბა რა ![]() იმ დროის ეკლესიაში მაგალითად ახალ აღთქმაში შესული წიგნების ნახევარზე მეტი არ არსებობდა (ფიზიკურად არ იყო დაწერილი ჯერ) და იქნებ ამოგვეღო ჰა?? ![]() ![]() მოაზროვნე ბიჭი ხარ და ხანდახან ისეთს დააბრეხვებ, გული შეუღონდება ვინმეს ![]() ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული და ღვთაებრივი საზოგადოება, როგორც მიმდევარი წმინდა ლოგოსისა, მაშინაც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ახლა და ცხადია, კატაკომბებს წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარივით კონდენციონერით არ აგრილებდნენ ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
GABAONI |
![]()
პოსტი
#1175
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 110 რეგისტრ.: 13-November 07 წევრი № 3,167 ![]() |
KAIROS
შენ წარმოიდგინე და არის !!! და ნახევარ საათში მთელ ინფოს დაგიწერ -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1176
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მიშა სად დავკარგეთ, რაიმე ახალს და საინეტერსოს იტყოდა...
![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გლახა |
![]()
პოსტი
#1177
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
გლახა ცხადია, აბა რა ![]() იმ დროის ეკლესიაში მაგალითად ახალ აღთქმაში შესული წიგნების ნახევარზე მეტი არ არსებობდა (ფიზიკურად არ იყო დაწერილი ჯერ) და იქნებ ამოგვეღო ჰა?? ![]() ![]() მოაზროვნე ბიჭი ხარ და ხანდახან ისეთს დააბრეხვებ, გული შეუღონდება ვინმეს ![]() ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული და ღვთაებრივი საზოგადოება, როგორც მიმდევარი წმინდა ლოგოსისა, მაშინაც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ახლა და ცხადია, კატაკომბებს წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარივით კონდენციონერით არ აგრილებდნენ ![]() ყოჩაღი ახალგაზრდა ხარ... რა კარგად იცი რომ მე სულაც არ ვგულისხმობ ახალი აღთქმის წერილებს... მე უფრო ძველი აღთქმის ტაძრის მსახურებას მაგონებს მართლმადიდებლური წირვა. ისიც ქრისტიანობას+ ქართულ რუსულ ბერძნულ ბიზანტიურ ტრადიციულ-ეროვნული ელემენტები. ერთი გვრიტების და ვერძების შეწირვაღა აკლია. ისე სოფლებში მაგასაც წირავენ. ნეკრესში ღორსაც კლავენ. ნატვრისხეები ხომ იცოცხლე... აი ეს არის ის მართლმადიდებლობა რომელთანაც საქართველოს მეტიწილი მართლმადიდებლად წოდებული ადამიანი აიგივებს თავს. ![]() სიმართლე მწარეა მაგრამ ეგრეა ... |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1178
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
გლახა
მოიცა სერგი..... შენ თქვი: ციტატა საქმე მოციქულთა წიგნში გადმოცემული ეკლესია რაღაც ნაკლებად ჰგავს დღევანდელ მართლმადიდებლურ ეკლესიას... და არ დაგიკონკრეტებია, რომ საუბარია თურმე მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში XX საუკუნის მეორე ნახევარ-XXI-ის დასაწყისში გავრცელებულ ზოგიერთ მანკიერ ჩვეულებებზე.... თუ ამას გულისხმობდი, მაშინ გეთანხმები, მაგრამ კარგად იცი თავად, რომ ეგ მართლმადიდებლობა არ არის. როდესაც საუბარია რომელიმე კონფესიაზე, უნდა ავიღოთ ამ კონფესიის სწავლება და არა ამ კონფესიას შემთხვევით მიკუთვნებულ პირთა კერძო აზრები ციტატა რა კარგად იცი რომ მე სულაც არ ვგულისხმობ ახალი აღთქმის წერილებს... ამას რაც შეეხება: ვიცი, რომ არ გულისხმობდი, უბრალოდ მაგალითად მოგიყვანე შენ წინადადებაზე, რომ თურმე ახლანდელი ეკლესია არ ჰგავს მოციქულთა საქმეებში აღწერილს. ჰოდა როგორც აბსურდია თქმა იმისა, დღევანდელი ეკლესია არ ჰგავს მოციქულთა დროინდელს რადგან მათ წმინდა წერილის ამდენი წიგნი არ ჰქონდათო (რაც ბუკვალურად მართალი იქნება), ისევე აბსურდი იმავეს თქმა მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერი იმ ტრადიციაზე, რომელიც ეკლესიის მიერ მიღებულია ოფიციალურად -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
GABAONI |
![]()
პოსტი
#1179
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 110 რეგისტრ.: 13-November 07 წევრი № 3,167 ![]() |
KAIROS
ეს ამონაჭერია წიგნიდან სრულად თუ დაგაინტერესებთ დავდებ...... ეკუმენური მოძრაობის ინფერნალური ხასიათი ამრიგად, ეკუმენური მოძრაობა, მიტროპოლიტ ვიტალის მოსწრებული შედარებისამებრ, ემსგავსება მშენებარე ,,ბაბილონის გოდოლს‘‘(ბაბილონის გოდოლის მშენებლობა, საღვთისმეტყველო განმარტებით, არის სიმბოლო ღვთისმბრძოლობისა), რომლისათვისაც გზააბნეულ მართლმადიდებლებთან ერთად ყველა რჯულის მწვალებლები და სექტანტები მუშაკობენ. მაგრამ არა მარტო ისინი… ქვემოთ წარმოვადგენთ ცნობას, რომელიც ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი ყველა არაგულგრილ ქრისტიანს სულით ხორცამდე შეძრავს. ამერიკის დიდი მისიონერი, აწ განსვენებული მთავარეპისკოპოსი აბერკი გვაუწყებს: “დღესდღეობით ჩვენ ყოველმხრივ გარემოცული ვართ არა მარტო მართლმადიდებლობის მტრებით-ერეტიკოსი პაპისტებით და პროტესტანტებით, არამედ განვიცდით რაღაც ბევრად უარესსა და სახიფათოს…ჩვენი სულებისათვის. ეს გახლავთ ჭეშმარიტი ქრისტიანობისაგან განდგომა თავად მართლმადიდებლებისა, თუნდაც ისინი განაგრძობდნენ საკუთარი თავის სახელდებას ოფიციალურ “ქრისტიანებათ” და “მართლმადიდებლებად.” ეს ის რიგითი საერონი, მღვდელმსახურნი არიან, რომელნიც კარიერისა და ფულისათვის, ანდა, უბრალოდ, “შიშისათვის ჰურიათასა”(იოანე. 19,38) წევრიანდებიან სხვადასხვა ღია და საიდუმლო საზოგადოებებსა და ორგანიზაციებში, რომლებიც მიზნად ისახავენ ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოების და ეკლესიის აღმოფხვრას და მოსპობას. თავზარდამცემი თანამედრვეობა თავისი სრული ამორალობით, უპრინციპობით და ყოველგვარი საღი აზრის დაკარგვით იქამდე მივიდა, რომ ისინი, ვინც თავს “ქრისტეს ეკლესიის მსახურებად” თვლიან, სინდისის ქენჯნის გარეშე არაბბუნებრივ კავშირს ამყარებენ ქრისტე მაცხოვრის მტრებთან და აშკარა ღვთისმბრძოლებთან, და არც კი ეთაკილებათ მათთვის ხელის ჩამორთმევა და ერთ მაგიდასთან დასხდომა, ხალისით თანამშრომლობენ ღვთისმბრძოლებთან და შეეწევიან მთელი მსოფლიოს გაუღმერთოების მათეული ჯოჯოხეთური გეგმის განხორციელებაში. ყველაფერს ამას ისინი “ყოვლის მომცველი ქრისტიანული სიყვარულისა”და “ეკლესიის კეთილდღეობის” მომიზეზებით ამართლებენ, რის გამოც მათ მთელ საქმიანობას საფუძვლად უდევს ღალატი, სიცრუე და თვალთმაქცობა. გარეგნულად ისინი შთებიან თითქოსდა სავსებითდა მართლმადიდებლებად, მაგრამ ეს მხოლოდ იარლიყი, სარეკლამო აბრაა, შიგნით კი ჭეშმარიტი არეულობა სუფევს, რასაც წმ. თეოფანე დაყუდებული(19ს.) წინასწარმეტყველებდა. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს პავლე მოციქულის გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ თვით სატანა მოჩვენებითად ნათლის ანგელოზად გარდაისახება, და რაგასაკვირია, თუკი ეშმაკის მსახურნი სიმართლის მნეთა ნიღაბს იცვამდნენ(იხ. 2კორ. 11, 14-15). ყოველივე ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ჩვენს ბოროტ დროში, როდესაც იმ ყველაფრიდან, რაც მართლმადიდებლობის მატარებელია, მხოლოდ მცირედი თუ ატარებს თავის სახელს: როდესაც სიცრუე და თვალთმაქცობა მეუფებს თვით საეკლესიო წრეებში და ცდომილებაში შეჰყავს მრავალი გულუბრყვილო, რომელთაც არ ძალუძთ ან არ სურთ გაერკვიონ მიმდინარე მოვლენების არსში; როდესაც ჭეშმარიტი ეკლესია უნდა განირჩეს ცრუ ეკლესიისაგან, ხოლო ეკლესიის მსახურნი_საეკლესიო სამოსელში გამოწყობილ სატანის მსახურთაგან; არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე, რომ ჩვენს დროში სატანისტები გამოდიან უკვე სრულიად ღიად და რეკლამას უწევენ თავიანთ თავს, რასაც ადასტურებს რადიოგადაცემები და ტელეპროგრამები, რითაც პროპაგანდა ეწევა სან-ფრანცისკოში გახსნილ ე.წ. “სატანის ეკლესიას”_იგი, სხვათა შორის, უკვე ოფიციალურად ცნო აშშ-ს სახელმწიფო ხელისუფლებამ, როგორც ერთ-ერთი ლეგალური ,,დენომინაცია”; სატანის ეკლესია არც თუ დიდი ხნის წინათ შევიდა აშშ-ს “ნაციონალურ ეკლესიათა საბჭოში”(ნ.ე.ს.), ხოლო მისი მეშვეობით_ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ყველა ქრისტიანულ კონფენსიას მათ შორის მართლმადიდებლებსაც. აი სადამდე მივიდნენ თანამედროვე ,,ქრისტიანები”! ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ხომ, თანახმად ჩამოყალიბებული ტრადიციისა, მათ სატანისადმი უნდა ილოცონ თავიანთ სულიერ ძმებთან _სატანისტებთან ერთად! თუ ფიქრობენ ისინი, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა ქრისტე-მაცხოვრის შეგნებული გამცემლობა და ღალატი?! აქ ხომ უკვე შენიღბვასაც აქვს ადგილი_ეს გახლავთ ღვთისმბრძოლობის მკრეხელური ცინიზმი!; რა თქმა უნდა, იგი უგზო-უკვლოდ არ ჩაუვლის ამ ვითომცდა ქრისტიანებს, რომელნიც მოჩვენებითი “ქრისტიანული სიყვარულისა” და “ყველას გაერთიანების” მომიზეზებით თავად სატანას ეთაყვანებიან! აი რის საფუძველზე შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ აწმყო გაცილებით უარესია წარსულზე, რომ თანამედროვე ცრუ-განმარტება ყოვლისმომცველი, ყოვლისმიმტევებელი ქრისტიანული სიყვარულისა და გამართლება უსაზღვრო კომპრომისებისა “ეკლესიის კეთილდღეობის” გამო ყველა მწვალებლობასთან შედარებით უაღრესი ბოროტებაა, რადგანაც პირდაპირ უბიძგებს თანამედროვე ქრისტიანებს ქრისტეს მოწინააღმდეგის, ღმერთის მოძულის და ადამიანის ცხონების მტრის სატანის გულში ჩასაკრავად”. როგორც ვხედავთ, “აშშ-ს ქრისტეს ეკლესიათა ნაციონალური საბჭოს მეშვეობით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მწვალებლებს და ღმერთისგან განდგომილ მართლმადიდებლებთან ერთად ლოცვით კავშირში ჩაბმულია სან-ფრანცისკოს “სატანის ეკლესიაც! დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია! აქვე უნდა აღინიშნოს ე.მ.ს.-ში სატანისტების მექანიზმიც: საქმე ის არის, რომ ე.მ.ს-ს წესდება საშუალებას იძლევა როგორც ცალკეული ,,ქრისტიანული” ეკლესიებისა და სექტების, ასევე მათი გაერთიანების, ე.მ.ს.-ში გაწევრიანებისა; ვინაიდან სატანისტური ეკლესიის ე.მ.ს.-ში პირდაპირი შეყვანა ე.მ.ს.-ს ავტორიტეტისათვის არასასურველი მითქმა-მოთქმის საფრთხეს შეიცავდა, მიზანი მირწეულ იქმნა არაპირდაპირი გზით: სატანისტური ეკლესია შევიდა ე.მ.ს.-ს წევრ მსხვილ გაერთიანებაში _აშშ-ს ,,ქრისტეს ეკლესიათა ნაციონალურ საბჭოში”, რამაც იგი ე.მ.ს.-ს ორბიტაში ავტომატურად მოაქცია.. _კი მაგრამ,_გაიოცებს მკითხველი,_ ,,ქრისტეს ეკლესიათა ნაციონალურ საბჭოში” როგორ მოხვდა გაცნობიერებული სატანიზმის აღმსარებელი კრებული?_აქ ერთგვარ ,,კაზუისტიკას” ვაწყდებით: ძლიერი სურვილის შემთხვევაში, სატანისტური ეკლესიის ქრიტეს აღმსარებელ(ე.ი. მაღიარებელ) ეკლესიად გასაღება შესაძლებელია: ბიბლიიდან ცნობილია, რომ დემონებს სწამთ ღმრთის არსებობა და ძრწიან მის წინაშე: ,,შენ გწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან (იაკ.2, 19); ისინი იესო ქრისტეს აღიარებენ ძედ ღმრთისა და სძულთ იგი: ,,რა ძეს ჩუენ და შენი იესო ძეო ღვთისაო? მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა”(მათ. 8, 29); ,,რა ძეს ჩემი და შენი იესო, ძეო ღმრთისაო მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე(ლუკ. 8,18);თავიანთი სულიერი მამის_ ეშმაკის კვალდაკვალ, სატანისტებიც თვლიან იესო ქრისტეს ღმერთად, ძედ ღმრთისად, ღმერთკაცად და გააფთრებით ებრძვიან ქრისტიანობას. საინტერესოა, რომ სატანიტებს: არ გააჩნიათ საკუთარი თვითმყოფადი რიტუალები; მთელი მათი ,,ლიტურგიკული” პრაქტიკა წარმოადგენს ქრისტიანულ მღვდელმოქმედების გაუკუღმართებულ, თავდაყირა დაყენებულ ვარიანტს, ანუ_ანტირიტუალებს, როგორიცაა მაგალითად, ანტილიტურგია _ ე.წ. ,,შავი მესა”; ამოყირავებული ჯვარცმის შეფურთხებით გმობა; ანტიევქარისტია _ კანიბალიზმი და ვამპირიზმი და ა.შ.. როგორც ჩაანს, ,,აშშ-ს ქრისტეს ეკლესიათა ნაციონალურ საბჭოში” სან-ფრანცისკოს ,,სატანის ეკლესია მიღებულია, როგორც იესო ქრისტეს ღმერთის ძედ მაღიარებელი კრებული და აღნიშნული “ქრისტიანული” გაერთიანების მესვეურებს ქრისტიანულ ეკლესიად ესახებათ “ანტიქრისტიანული” ეკლესიაც, განსხვავებით, ვთქვათ, არაქრისტიანული ეკლესიებისგან! ზემოხსენებული ფაქტი სხვა წყაროებიდანაც დასტურდება: “ბროშურის ღევიეწ ოფ Nეწს 1972 წლის 1 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია გაზ. ““New York daily news”_დან გადმობეჭდილი ინფორმაცია: “სან-ფრანსისკოს სატანისტების სექტა, სხვა ეკლესიებთან თანაბარი უფლებებით, მიღებულია “აშშ-ს ეკლესიათა ნაციონალურ საბჭოში”(რომელიც სრულუფლებიანი ერთეულის სტატუსით გაწევრიანებულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში – გ.გ.) ეს სექტა გათავისუფლებულია სახელმწიფო გადასახადებისაგან და საეკლესიო ორგანიზაციის ყველა უფლებით სარგებლობს. სატანისტური ეკლესიის იერარქმა, ქურუმმა ანტონ ლავეიმ ამის შესახებ განაცხადა ინტერვიუში ჯერ კიდევ 1970 წელს”..(ციტ. “Земщина”; 16(33), 1991წ.) ამრიგად, ეკუმენურ მოძრაობაში გაცნობიერებული სატანიზმის ადეპტებიც მონაწილეობენ ღმრთისაგან განდგომილ მართლმადიდებლებსა და სხვა ჯურის მწვალებლებთან ერთად! ავტორი გიორგი გაბაშვილი საღვთისმეტყველო შრომები წიგნიდან "ჰე მოხვიდე უფალო იესო" -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
|
გლახა |
![]()
პოსტი
#1180
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
გლახა მოიცა სერგი..... შენ თქვი: და არ დაგიკონკრეტებია, რომ საუბარია თურმე მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში XX საუკუნის მეორე ნახევარ-XXI-ის დასაწყისში გავრცელებულ ზოგიერთ მანკიერ ჩვეულებებზე.... თუ ამას გულისხმობდი, მაშინ გეთანხმები, მაგრამ კარგად იცი თავად, რომ ეგ მართლმადიდებლობა არ არის. როდესაც საუბარია რომელიმე კონფესიაზე, უნდა ავიღოთ ამ კონფესიის სწავლება და არა ამ კონფესიას შემთხვევით მიკუთვნებულ პირთა კერძო აზრები ამას რაც შეეხება: ვიცი, რომ არ გულისხმობდი, უბრალოდ მაგალითად მოგიყვანე შენ წინადადებაზე, რომ თურმე ახლანდელი ეკლესია არ ჰგავს მოციქულთა საქმეებში აღწერილს. ჰოდა როგორც აბსურდია თქმა იმისა, დღევანდელი ეკლესია არ ჰგავს მოციქულთა დროინდელს რადგან მათ წმინდა წერილის ამდენი წიგნი არ ჰქონდათო (რაც ბუკვალურად მართალი იქნება), ისევე აბსურდი იმავეს თქმა მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერი იმ ტრადიციაზე, რომელიც ეკლესიის მიერ მიღებულია ოფიციალურად აქ მარტლმადიდებლურ ეკლესიაზე ამტკიცებენ რომ 2000 წელიაო უცვლელიაოოოო და მეც მარტლმადიდებლობაზე ვლაპარაკობ..გინდა ახლა სხვა დენომინაციებს დავცხო აქვე სახალხოდ ![]() აი პროტესტანტები და სხვა დენომინაციები რომ მიმტკიცემენ ჩვენ მაგრები ვართო...იმათ ვეუბნები ხოლმე რა მაგრებიც არიან ...ყველას თავი გონია მაგარი და უნიკალური.. ეს ადამიანთა სენია.. ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 08:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი