IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

130 გვერდი V « < 67 68 69 70 71 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეკუმენიზმის შესახებ, ემოციების გარეშე
მართა
პოსტი May 8 2008, 07:15 PM
პოსტი #1361


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



KAIROS
ციტატა
ასევე ათონის მთა

ჩემთვის "ესეც" საკმარიასია...


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 9 2008, 03:27 AM
პოსტი #1362


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჩემთვის "ესეც" საკმარიასია...

კარგი ახლა smile.gif არ ვარგა შეპირისპირება ათონის მთისა და სხვა საპატრიარქოებისა, ისე ათონის მთა იქ მაინც ვერ იქნებოდა, რადგან სრულიად სხვა სუბიექტია და სხვა ფუნქცია აკისრია... ასე რომ ასე "ჯოკერივით" ყოველთვის ათონის მთის ავტორეტეტით მანიპულირება არ შეიძლება... ეს არის ადგილობრივი ეკლესიების გადასაწყვეტი, ვისაც უნდა იქნება იქ, ვისაც უნდა არა ( ოღონდ ეს ლამის იძულებით არ უნდა მოხდეს, როგორც ჩვენთან მოხდა), მაგრამ არცერთი არაა რაიმე ეწუობაში biggrin.gif

ციტატა
თუ იცით ვინმემ ბერძნული პატროლოგია სრულად სადმე ონლაინ სახით უფასოდ

კი, არის ინგლისურ ენაზე, მეტნაკლებად სრული, გაწყობს? არის რუსულიც, ოღონდ ნაკლებად სრული, დაგიდებ მოგვიანებით ლინკებს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 9 2008, 05:04 AM
პოსტი #1363


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ათონის მთა


როგორც აღმოჩნდა ბევრისთვის ვატიკანად ჟღერს...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elibo
პოსტი May 9 2008, 10:47 AM
პოსტი #1364


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 26-April 08
წევრი № 4,669



ციტატა
კი, არის ინგლისურ ენაზე, მეტნაკლებად სრული, გაწყობს? არის რუსულიც, ოღონდ ნაკლებად სრული, დაგიდებ მოგვიანებით ლინკებს...



კაიროოოოოს

იმდენად სასიხარულო მოულოდნელობა არის ჩემთვის შენი გამოხმაურება, ვკითხულობ და თვალებს არ ვუჯერებ.

თან შიშნარევი სიხარული მაქვს, იქნებ რამე გეშლებაa075.gif მე ბერძნული პატროლოგია მინდა. დარწმუნებული ხარ, რომ სწორედ მას მიაგენი?

გეხვეწები, რაც შეიძლება მალე გამაგებინე.

სიცოცხლის ბოლომდე შენს ვალში ვიქნები

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elibo
პოსტი May 9 2008, 11:20 AM
პოსტი #1365


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 26-April 08
წევრი № 4,669



ციტატა
ასევე ათონის მთა



ხალხო
ათონის მთა იგივე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოა!

იურისდიქციით მას ეკუთვნის, ისევე, როგორც ვთქვათ ისტორიულიად გელათის ლავრა იყო. უშუალოდ არცერთ კათალიკოსს არ ემორჩილებოდა (არც აღმოსავლეთ, არც დასავლეთ საქართველოს), სრული თვითმმართველობა ჰქონდა, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა.

ანალოგიური იყო პეტრიწონის ლავრის სტატუსიც. ნახეთ მისი ტიპიკონი. იგი თავისუფალი იყო იმ ეპისკოპოსისგან, რომლის ეპარქიაშიც მდებარეობდა (ანუ როდოპოლისის მხარე - მისი სამიტროპოლიტო).

რა თქმა უნდა ათონის მთას, გელათსა და პეტრიწონს შორის, როგორც სულიერ კერებს შორის, არის მასშტაბური სხვაობა. მაგრამ დამოუკიდებელი თვითმმართველობის პრინციპი საერთოა - ზოგგან უფრო კარგად გამოხატული, ზოგან ნაკლებად.

არის სხვა უფრო ზუსტი ანალოგებიც.

ერთი სიტყვით. ათონის მთა არ არის არც ავტოკეფალური ეკლესია, არც ავტონომიური. იგი, მართალია სრული შინაგანი თვითმმართველობით (ანუ შეუვალობით - ძვ. ქართ.) სარგებლობს, მაგრამ იურისდიქციით კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ეკუთვნის.

და თუ კარგად დავაკვირდებით, სინამდვილეში კონსტანტინეპოლის სინოდი და ათონის მთის კინოტი აშკარად შეთანხმებულად მოქმედებენ. ამ უნისონის არსი შემდეგში მდგომარეობს - შენარჩუნდეს წონასწორობა. ბერძნები უბრალოდ იძულებული არიან დასავლეთის წინაშე, რომელიც მათ სინამდვილეში უბრალოდ სძულთ, გარკვეული სარწმუნოებრივ-დიპლომატიური რევერანსები აკეთონ. ხოდა ნამეტანი რომ არ მოუვიდეთ ეს რევერანსები, ამისთვის სჭირდებათ შინაგანი ოპოზიცია, ანუ ბალანსის დაცვა. სწორედ ამას აკეთებს ათონის მთა. სულ ეს არის. სინამდვილეში კი ეს ორი - ერთია! smile.gif

ასე, რომ ოფიციალურად, ათონის მთა მხოლოდ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ერთი ნაწილის პოზიციის გამომხატველია. არაოფიციალურად კი ალექსანდრიის, კვიპროსის, იერუსალიმისა და ელადის ანუ მთელი მსოფლიოს ბერძნული მართლმადიდებელი თემობის უმრავლესობის სარწმუნოებრივ პოზიციას გამოხატავს.

ასეა საჭირო და იმიტო! a075.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elibo
პოსტი May 9 2008, 12:18 PM
პოსტი #1366


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 26-April 08
წევრი № 4,669



განვაგრძობ წყაროების მოძიებას.

ამჯერად გთავაზობთ ელადის ეკლესიის წმიდა სინოდის ეპისტოლეს (http://www.bogoslov.ru/text/print/293566.html)

ვფიქრობ მეტად მრავლისმთქმელი და საინტერესო დოკუმენტია.

მე მოკლე კომენტარს გავუკეთებდი: <<არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად>> smile.gif

იმედი მაქვს წყაროებს თქვენც გამოაქვეყნებთ.

Послание Священного Синода Элладской Православно
Церкви митрополиту Пергамскому Иоанну (Зизиу
асу), сопредседателю Смешанной комиссии по
богословскому диалогу между Православной Церковью и
Римско-Католической Церковью

3 апреля 2008 г.

В "Послании" указывается на ряд принципиально важных
положений «Ответов на вопросы, касающихся опреде
енных взглядов на учение о Церкви», которые были
подписаны Папой Римским 29 июня 2007 года, и
обозначается позиция Элладской Православной Церкви
по вопросу православно-католического диалога в связи
с вышеуказанным документом.

Его Преосвященству митрополиту Пергамскому Иоанну
Прот. № 3512

Афины, 8 октября 2007 года.

Преосвященный во Христе брат,

вслед за публикацией документа «Ответы на вопросы,
касающиеся определенных взглядов на учение о
Церкви», подписанного лично Папой Римским 29 июня
2007 года, после доклада Синодальной Комиссии по
межправославным и межхристианским связям касательно
определенных экклесиологических положений
вышеуказанного текста Священный Синод Элладской
Церкви на своем заседании 5 октября сего года решил
обратиться к Вашему Высокопреосвященству как
сопредседателю Смешанной комиссии по богословскому
диалогу между Православной Церковью и Римско-
Католической Церковью, с тем чтобы обозначить
определенную настороженность в отношении
экклесиологических взглядов вышеуказанного документа.

В «Ответах» говорится следующее:

1. Единственной истинной Церковью, сохраняющей
подлинные элементы, которые установил Христос для
Церкви, является «Католическая Церковь», она и есть
действительная и видимая Церковь в истории, которую
основал на земле Христос. «Католическая Церковь» -
есть одна и единственная Церковь.

2. «Католическая Церковь» пребывает в той Церкви,
которая управляется преемником Петра и епископами,
находящимися в общении с ним.

3. Из «экклесиологической исключительности», ведущей
и к «церковной оценке» всех прочих «Церквей» как
таковых, епископы которых не пребывают в общении с
преемником Петра, следует, что эти Церкви
«экклесиологически ущербны». Кроме того, определенные
«Ответы» дерзают характеризовать эти Церкви как
«частные или поместные», хотя и признают
действительность их Таинств и апостольское преемство.

4. Выражение «пребывать в…», которое в «Ответах»
считается по смыслу сильнее выражения «есть», с одной
стороны, означает полное отождествление Церкви
Христовой с «Католической Церковью» в истории, а
с другой – уникальность «Католической Церкви». То есть
в «Католической Церкви» всегда присутствуют те
элементы, которые соделывают ее в истории «обществом
духовным и видимым», а исключительным условием этого
общения<!--[if !supportFootnotes]-->[1]<!--[endif]-->
является связь преемника Петра с епископами этой
Церкви, в то время как в прочих «Церквах» признается
простое наличие лишь отдельных элементов церковности.

5. «Общение епископов с преемником Петра» является
существенной предпосылкой, посредством которой
устанавливаются границы всех других церковных
структур и описываются внутренние принципы и правила,
как для каждой «отдельной» Церкви, так и для
«Католической Церкви». Отсутствие этого общения
составляет препятствие к тому, чтобы любая «Церковь»
в истории появлялась как Церковь. Этот принцип лежит
в основе понимания и самой «соборности» Церкви.

Священный Синод Элладской Церкви выразил свою
позицию в отношении экклесиологических
ссылок «Ответов»:

1. Они непоследовательны относительно официальных
и общих текстов Смешанной комиссии по богословскому
диалогу между Православной Церковью и Римско-
Католической Церковью, документа, принятого в Новом
Валааме (1988), а также обсуждаемых текстов:
московского (1990), белградского (2006) и римского (2007).

2. От Римско-Католической Церкви требуется дальнейший
богословский анализ термина «Католическая Церковь»,
в частности определение его богословского содержания
в связи с первенством Римского епископа как «Патриарха
Запада». В противном случае непоследовательность и
неточность в дальнейшем создадут проблемы в ходе
богословского диалога, как это уже было в прошлом
с аналогичными вопросами (Баламандское соглашение).

3. Единственный богословский подход к выражению
«Католическая Церковь» – это путь богословского
диалога, участие в котором не должно повлечь за собой
признание выраженной в «Ответах» теории о
недостаточной экклесиологии, экклесиологической
исключительности и уникальности.

В силу вышеперечисленных причин Священный Синод
считает, что Римско-Католическая Церковь должна
прояснить вышеуказанные богословские выражения
до завершения богословского анализа
исследуемого текста.

Сообщая это Вашему Высокопреосвященству как
православному председателю Смешанной комиссии по
богословскому диалогу между Православной Церковью и
Римско-Католической Церковью, просим, чтобы Вы
уведомили участвующие в диалоге делегации Поместных
Православных Автокефальных Церквей о
настороженности Святейшей Элладской Церкви в
отношении указанного документа и поставили в
известность об этом также представителей Римско-
Католической Церкви на предстоящих в Равенне
заседаниях Смешанной комиссии, на которых будут
обсуждаться экклесиологические вопросы.

За сим, лобызая о Господе Ваше Высокопреосвященство,
пребываем с любовью.

В отсутствие Блаженнейшего Председателя,

Митрополит Новокринийский и Каламарийский Прокопий,
председатель Священного Синода,

Генеральный Секретарь архимандрит Кирилл (Мисиакулис).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 9 2008, 12:40 PM
პოსტი #1367


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ბერძნული პატროლოგია მინდა

ნუ ახლა პატროლოგია, პატროლოგიაა,
აი ლინკები და ნახავ რაიმეს მაინც ალბათ smile.gif
პოსტზე კი მერე გიპასუხებ:
The Fathers of the Church

http://www.newadvent.org/fathers/

http://www.ccel.org/p/pearse/morefathers/home.html

http://www.ccel.org/fathers.html

ესენი კი რუსულად

http://tvorenia.russportal.ru/index.php?id...um.iv.e_08_0007

ეს კი დიდია და სრული

http://pagez.ru/lsn/

მგონი კმარა...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elibo
პოსტი May 9 2008, 12:56 PM
პოსტი #1368


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 26-April 08
წევრი № 4,669



ციტატა
მგონი კმარა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elibo
პოსტი May 9 2008, 01:17 PM
პოსტი #1369


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 26-April 08
წევრი № 4,669



არა კაიროს, სამწუხაროდ არ კმარაsmile.gif
ეგენი ვიცოდი
მაგრამ მაინც დიდი მადლობაsmile.gif

ბერძნული პატროლოგიის ზოგი კარგი ლინკი მეც ვიცი:

http://www.ellopos.net/elpenor/greek-texts...ogia-graeca.asp - აქ სამწუხაროდ ტექსტები აკრეფილი არ არის. უბრალოდ დასკანერებულია. ეს ძალიან კარგი საიტია. აქედან eMULE-ს საშუალებით სრულად შეიძლება კაცმა გადმოწეროს ბერძნული პატროლოგიის ყველა ტომი!!! მაგრამ ძალიან დიდი დრო უნდა. ისე ფორუმელები თუ გადავინაწილებთ ამ საქმეს, თითო კაცმა 5 ტომი მაინც რომ გადმოვწეროთ, დაახლოვებით ერთ კვირაში მაინც მოვრჩებით. გააჩნია რამდენი კაცი მოჰკიდებს ხელს ამ საქმეს. მერე კიდე ერთმანეთს გავუცვლით რომელ ტომებსაც გადმოვწერთ და ყველას გვექნება სრულად! თუ თავიდან eMULE-ს გამოყენება გაგიჭირდებათ, მითხარით და დაგეხმარებით. ძალიან ადვილია.

http://patrologia.ct.aegean.gr/patrologia.htm - აქ არის ბერძნული პატროლოგია არასრულად (ჯერ კიდევ ხდება მონაცემთა ბაზების შევსება). თხზულებები დალაგებულია ქრონოლოგიურად, ანბანურად და ტომების მიხედვით. წარმოდგენილია მხოლოდ ბერძნულენოვანი ტექსტები. ლათინური თარგმანები არ ახლავს. სამაგიეროდ ბერძნული რაც არის, ძალია კარგი ხარისხით არის აკრეფილი. კარგად იკითხება.

https://umdrive.memphis.edu/mhooker/google_...y.html#migne_PG - აქაც არის ბერძნული პატროლოგია, ოღონდ სხვა უამრავ კრებულებთან ერთად არის სიაში ჩაკარგული. აქაც დასკანერებული ეგზემპლარებია. დედნის სიძველის გამო ზოგი გვერდი ცუდად იკითხება.

მე არ ვიცი როგორ უნდა, თორემ ამ თემას ბიბლიოთეკაში გადავიტანდი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი May 9 2008, 02:16 PM
პოსტი #1370


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



KAIROS
ციტატა
ასე რომ ასე "ჯოკერივით" ყოველთვის ათონის მთის ავტორეტეტით მანიპულირება არ შეიძლება...

ამაში გეთანხმები ,მაგრამ ეს ისეთი საკითხია მგონი ღირს,მათი გადაწყვეტილების გაზიარება...
აქ სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი რომ ეკუმენური კავშირი სულ უფრო და უფრო ღებულობს ისეთ სახეს სადაც ჩვენი აზრის გათვალისწინება 1%-ითაც არ მოხდება, ჰოდა რა ურთიერთკავშირზე და თანამშრომლობაზე შეიძლება ისაუბრო როცა შენ იქ არაფერი გეთქმის?!
მე ისევ ვიმეორებ თანდათან ღებულობს,ანუ თავიდან ამ იდეას შეიძლება ქონოდა რაღაც დადებითი ამ ეტაპზე კი რაღაც დიდ ეჭვებს ბადებს ჩემში და არამაარტო ჩემში...ეს მათივე მოღვაწეობის და მუშაობის ანალიზისას ჩნდება_-----ეჭვი!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 10 2008, 03:15 AM
პოსტი #1371


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არ მოხდება

კარგი მართა , გასაგებია, მაშინ როცა ეს მოხდება, მერე ვისაუბროთ რა მოხდება biggrin.gif
რამდენი "მოხდება" დავწერეთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი May 10 2008, 04:17 PM
პოსტი #1372


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



KAIROS
რა ვქნა ისევ "მოხდება" უნდა დავწერო biggrin.gif
რომელი მართლმადიდებლური ეკლესიის აზრის გათვალისწინება ხდება იმ საბჭოში თუ გაქვს ამაზე რაიმე ინფორმაცია,და კიდევ თუ "დომინანტურად" არა მცირედ აზრთა გათვალისწინებას კი უნდა ექვემდებარებოდეს წესით...საბჭო.


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 11 2008, 04:50 AM
პოსტი #1373


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რომელი მართლმადიდებლური ეკლესიის აზრის გათვალისწინება ხდება იმ საბჭოში თუ გაქვს ამაზე რაიმე ინფორმაცია

ცალკე თქმა ძნელია, ძირითადად დიდი ეკლესიების ან "ახლოს" მყოფების უფრორე კონსტანტინეპოლის, მერე რუმინეთის, მერე რუსეთის...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elibo
პოსტი May 12 2008, 07:31 PM
პოსტი #1374


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 26-April 08
წევრი № 4,669



ქრისტე აღსდგა!
მოგესალმებით ყველასsmile.gif

განვაგრძობ მასალების გამოქვეყნებას ეკუმენურ მოძრაობასთან დაკავშრებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. იმედია ბოლოსდაბოლოს თქვენც გამოაქვეყნებთ რამეს.

რა თქმა უნდა საინტერესოა თითოეული ფორუმელის პირადი შეხედულება, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუკი უფრო მეტ წყაროებს დავიმოწმებდით. ამით ჩვენი ცოდნის თვალსაწიერი უფრო გაფართოვდებოდა.

იქნებ ფორუმის ადმინისტრაციამ იზრუნოს და გაიხსნას ახალი განყოფილება: <<ეკუმენური მოძრაობა - წყაროები, დოკუმენტები და სხვა ოფიციალური მასალები>>. დროთა განმავლობაში ამ განყოფილებაში თავს მოიყრის დოკუმენტები, რომლებიც უფრო ცხად წარმოდგენას შეგვიქმნის ეკუმენურ მოძრაობაზე. ეს მკითხველსაც წარადგება. ხომ შეიძლება ფორუმს ეწვიოს ისეტი მკითხველი, რომელსაც ფორუმელების პირად აზრებზე მეტად უფრო კვალიფიციური მასალები აინტერესებს. ამიტომ წყაროების განყოფილება ცალკე უნდა იყოს. იმედია ფორუმის ადმინისტრაცია თხოვნას გაითვალისწინებს.

ამჯერად გთავაზობთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თანამშრომლის მამა ალექსანდრე ვასიუტინის ინტერვიუს. მასალა გადმობეჭბილია სამეცნიერო-საღვთისმეტყველო პორტალ <<ბოგოსლოვ.რუ>>-დან.

ინტერვიუში წარმოჩენილია განსხვავებული ხედვა, რომელიც არსებობს კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის არამართლმადიდებლებთან ერტობლივ ლოცვებთან დაკავშირებით. არ ვიცი ინგლირური და ბერძნული, ამიტომ ვერ ვაქვეყნებ მასალებს მსოფლიო საპატრიარქოს საიტიდან. იმედი მაქვს ვინც იცით არ დაგვზარდებით და მოგვაწვდით ცნობებს ბერძნული საპატრიარქოების საიტებიდან.

Московский Патриархат вновь подтверждает свое намерение воздерживаться
от участия в совместных молитвах с инославными

12 мая 2008 г.

В Русской Церкви в очередной раз заявили, что не считают возможным для пра
ославных совершать богослужения совместно с представителями других
христианских конфессий.
"Мы хотим еще раз подтвердить свое намерение воздерживаться от у
астия в совместных молитвах с инославными", - заявил порталу "Интерфакс
Религия" сотрудник секретариата по межхристианским отношениям Отдела
внешних церковных связей Московского Патриархата
священник Александр Васютин.

По его словам, этот вопрос вновь приобрел актуальность в процессе подготовки к
XIII генеральной ассамблее Конференции европейских церквей, проведение
которой намечено на июль 2009 года в Лионе (Франция).

Собеседник агентства, который также является членом оргкомитета ассамблеи,
отметил, что "позиция Русской Православной Церкви, к сожалению, не всегда
находит понимание у представителей других Поместных Православных Церквей".

В качестве примера отец Александр рассказал, как на недавнем заседании
оргкомитета митрополит Галльский Эммануил (Константинопольский Патриархат)
в ответ на предложение воздержаться от проведения на ассамблее
межконфессиональных молитв заявил, что "позиция представителей Московского
Патриархата по этому вопросу напоминает ему поведение мужа, который имеет
жену, но с ней не спит".

Кроме того, представитель Константинополя задал вопрос, "почему представители
Московского Патриархата всегда отказываются участвовать в общих молитвах с
неправославными, в то время как Патриарх Московский и всея Руси Алексий II,
будучи в Париже в октябре 2007 года, участвовал в совместной молитве с
католическим духовенством в соборе Парижской Богоматери".

"Нет нужды повторять распространенную многими церковными и светскими СМИ
информацию, что в соборе Парижской Богоматери в действительности был
отслужен православный молебен, на котором лишь присутствовали представители
Римско-католической Церкви, включая архиепископа Парижа Андре Вен-Труа.
Ни о каком совместном служении или молитве в данном случае не могло быть и
речи", - подчеркнул отец Александр.


Интерфакс-Религия


http://www.bogoslov.ru/text/298813/index.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 12 2008, 08:28 PM
პოსტი #1375


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა
იქნებ ფორუმის ადმინისტრაციამ იზრუნოს და გაიხსნას ახალი განყოფილება: <<ეკუმენური მოძრაობა - წყაროები, დოკუმენტები და სხვა ოფიციალური მასალები>>.


ეუფ smile.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 12 2008, 08:33 PM
პოსტი #1376


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ერთი იდეა მაქვს: სანამ ამ თემაში ახლები რამეს დაწერდეთ, არ დაიზაროთ და წინა 68 გვერდი წაიკითხეთ smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elibo
პოსტი May 13 2008, 04:03 PM
პოსტი #1377


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 26-April 08
წევრი № 4,669



არ ვიცი რატომ არ მეთანხმებით. გავხსენი ცალკე განყოფილება, მაგრამ დათიკომ დახურა.

რა თქმა უნდა მეწყინა.

უბრალოდ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეკუმენურ მოძრაობასთან დაკავშირებული საინფორმაციო პირველწყაროებისა და ოფიციალური დოკუმენტების ერთად თავმოყრა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფრო გაუადვილებს ამ მოძრაობის არსში გარკვევას.

რა, ეს ასე არ არის?

აბა მაშინ რას ისახავს მიზნად ეს ფორუმი, თუკი მკითხველს არ დაეხმარება ამათუიმ საკითხის გარკვევაში?

მოკლედ, არავისთან დავას არ ვაპირებ. ცალკე განყოფილების დახურვა მე მეტისმეტად უსამართლო გადაწყვეტილება მგონია. იქ ნებისმიერ მკითხველს ექნებოდა შესაძლებლობა უშუალოდ საინფორმაციო პირველწყაროებს გასცნობოდა, შეეტყო ინფორმაცია კვალიფიციური პირველი ხელიდან და არ მოესმინა რომელიმე ფორუმელის მიერ შესაძლოა ცალმხრივად ინტერპრეტირებული ფაქტები.

პატივს ვცემ ფორუმელების მოსაზრებებს, მაგრამ რაც არ უნდა ცამდე მართალი იყოს ესა თუ ის ფორუმელი - ეს არის მისი პიროვნული სიმართლე, მისი პირადი აზრი და შეხედულება. მის აზრს ვერანაირად ვერ ექნება ოფიციალური დოკუმენტის და ეკლესიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გამოთქმული აზრის სტატუსი.

მაშ რა ვუყოთ იმათ, ვინც ფორუმში შემოდიან სწორედ იმ მიზნით, რომ ეკლესიის ოფიციალური პოზიცია გაიგონ? ვინც რაღაც საკითხში ბოლომდე გარკვეული არ არიან და პირველ რიგში უნდათ ეკლესიის ოფიციალური პოზიციის შეტყობა. რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ ამის შესაძლებლობა?

განყოფილების წინა 68 გვერდს რომ გადავხედე სწორედ იმიტომ დავრწმუნდი ჩემო მეგობარო, რომ ოფიციალური მასალების ცალკე განყოფილებაში გადატანის საჭიროება არსებობდა.

და ძალიან გთხოვთ ნურავინ შეეცდებით საწინააღმდეგო ამტკიცოთ.

სათანადო მონაცემთა ბაზების შექმნა ეს არის ელემენტარული აუცილებლობა ნებისმიერი საკითხის შესწავლისას. ამ პრინციპით მოქმედებს ყველა, ვისაც რამის შესწავლა და გარკვევა უნდა, იქნება ის ოფიციალური სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია თუ კერძო პირი.

ყველა ასე იქცევა. ფორუმში კი, რატომღაც პრობლემა გახდა ეკუმენურ მოძრაობასთან დაკავშირებული ოფიციალური მასალების ერთად თავმოყრა და შემდეგ ამ ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორუმის საერთო ბიბლიოთეკაში ჩართვა საგნობრივი თუ სისტემატური პრინციპით.

რა, ეკუმენური მოძრაობა საეკლესიო მოვლებნა არ არის და საეკლესიო ბიბლიოთეკის კატალოგში არ უნდა იყოს ჩართული ლიტერატურა მის შესახებ?

მოკლედ, როგორც თქვენ გინდათ.

მართლაც ნაწყენი ვარ და თუ ასე განაგრძობთ მე უბრალოდ დაგემშვიდობებით.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 14 2008, 12:44 AM
პოსტი #1378


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



elibo
ციტატა
უბრალოდ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეკუმენურ მოძრაობასთან დაკავშირებული საინფორმაციო პირველწყაროებისა და ოფიციალური დოკუმენტების ერთად თავმოყრა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფრო გაუადვილებს ამ მოძრაობის არსში გარკვევას.

ეგენი აქაც შეგიძლია დადო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 25 2008, 04:13 PM
პოსტი #1379


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



აქ აქტუალობის გამო, პროტოპრესვიტერ იოანე მეინდორფის ერთ მეტად საინტერესო სტატის შემოგთავაზებთ:

,,კათოლიკეობა“ შედარებით გვიანდელი წარმოშობის სიტყვაა. ეკლესიის მამების ნაშრომებსა და სარწმუნოების აღმსარებით ტექსტებში მხოლოდ ზედასრთავი ,,კათოლიკე“ და ,,კათოლიკე ეკლესიისადმი“ რწმენის აღიარება გვხვდება (კათოლიკი ეკკლისია - ბერძ.). ცნება ,,კათოლიკეობა“ აბსტრაქტული იდეებისადმი მიდრეკილებას ასახავს, ხოლო ღმრთისმეტყველების შესწავლის საგანი კი თვით ეკლესიაა. წმინდა მამებს რომ საღმრთისმეტყველო მეცნიერების განსაკუთრებული განხრა, ,,ეკლესიოლოგია“ განევითარებინათ (როგორც ეს თანამედროვე ღმრთისმეტყველებამ გააკეთა), შესაძლოა, გამოეყენებინათ კიდეც ტერმინი ,,კათოლიკეობა“, როგორც ზედსართავი ,,კათოლიკეს“ განზოგადება, ისევე, როგორც ჰიპოსტასური ერთიანობის განსაზღვრებისას საუბრობდნენ ქრისტეს ,,ღმრთაებრივობისა“ (თეოტის - ბერძ.) და ,,კაცობრივების“ (ანთროპოტის - ბერძ.) შესახებ.
მაგრამ წმიდა მამებისეული აზროვნება ერიდება ეკლესიის ,,თვისებების“ შესახებ in abstracto მსჯელობას და არც ეკლესიის ,,ჰიპოსტასირებას“ ან ,,ობიექტივირებას“ ესწრაფვის. კათოლიკე ეკლესიის შესახებ საუბრისას ეკლესიაში წმ. მამები, უპირველეს ყოვლისა, ,,ქრისტეს სხეულსა“ და ,,სულიწმინდის ტაძარს“ გულისხმობდნენ. ოთხივე ზედსართავი სახელი, რომლებიც სარწმუნოების სიმბოლოში ეკლესიას ახასიათებს, “კათოლიკეს“ ჩათვლით, ეკლესიის ღმრთაებრივ ბუნებას, ანუ სამყაროში ქრისტესა და სულიწმინდის მყოფობას მიეკუთვნება. წმინდა მამების დროს ეკლესია განზოგადებული მსჯელობის ან კამათის საგანი კი არა, (გარდა მეორე და მესამე საუკუნეებისა) არამედ მთელი ღმრთისმეტყველების ცხოვრებისეული კონტექსტი გახლდათ. ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, ეს უკვე აღარაა ასე. ეკუმენურ მოძრაობაში ეკლესიის ბუნებისა და მყოფობის შესახებ სხვადასხვა ქრისტიანულ ჯგუფს განსხვავებული აზრი აქვს. თვით თანამედროვე მართლმადიდებლურ ღმრთისმეტყველებაშიც კი ცნებებისა და სფეროების უცნაურმა დანაწევრებამ (უმეტესად დასავლეთიდან ნასესხებმა), ეკლესიასა და ღმრთისმეტყველებას შორის ერთგვარ განხეთქილებამდე მიგვიყვანა და საფუძვლად დაედო ღრმა კრიზისს, რომელსაც დღეს ეკლესია და ღმრთისმეტყველება განიცდის.
მართლმადიდებლები აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ,,ეკლესიურ“ ღმრთისმეტყველებას, რათა იგი ჭეშმარიტად ქრისტოცენტრული და პნევმატო-ცენტრული იყოს. ხოლო ეს კი თავის მხრივ გულისხმობს ცხოვრებისა და დოგმატის, ღმრთისმსახურებისა და ღმრთისმეტყველების, სიყვარულისა და ჭეშმარიტების ერთიანობას. ამგვარი ეკლესიურობის აღდგენაზეა დამოკიდებული, რამდენად ექნებათ ჩვენს ახალგაზრდებს, სხვა ქრისტიანებსა და გარემომცველ სამყაროს (ქრისტეს დამკარგველებს, მაგრამ ხშირად მის მძებნელებს), ნდობა იმისადმი, რასაც ვაუწყებთ. ვფიქრობთ, ამ კონფერენციაზე ,,კათოლიკე ეკლესიისადმი“ ჩვენი საერთო რწმენის აღსარებისათვის გამოჩენილი ერთობლივი ძალისხმევა დაგვეხმარება ამ მეტად საჭირო საკითხის გარკვევაში.
აქ წარმოდგენილი იყო რამდენიმე მოხსენება და ვიმედოვნებთ, მათზე გამოხმაურებასაც მოვისმენთ და მონაწილეობასაც მივიღებთ დისკუსიაში, რომელიც სამი მიმართულებით წარიმართება, სახელდობრ: ეკლესიის სტრუქტურა, მისი სხვა ქრისტიანებისადმი დამოკიდებულება და მსოფლიოში მისი დანიშნულება. დისკუსიაში უმთავრესად მსჯელობა ,,კათოლიკეობის“ შესახებ იქნება. მოხსენების ავტორები წმინდა წერილსა და წმინდა მამების ფუნდამენტურ ნაშრომებს ეყრდნობიან და ადასტურებენ, რომ ტრადიციული, და ერთადერთი შესაძლო გაგებით, ,,კათოლიკეობა“ წმ. სამების ღმრთაებრივი არსებობის სისავსეს ეფუძნება, ამიტომ ის ღმერთის საჩუქარია ადამიანებისადმი ბოძებული და მისით ხდება ეკლესია ,,ღმერთის ეკლესია“. ეს საჩუქარი ადამიანის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ის არც მხოლოდ საუნჯეა, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე და არც მისით სარგებლობაა მისი ერთადერთი დანიშნულება, არამედ თესლია, სამყაროსა და მის ისტორიაში გაბნეული, რომელიც ადამიანმა, თავისუფალმა და პასუხისმგებლობის მქონე არსებამ, ისე უნდა დაამუშავოს, რომ ეკლესიის კათოლიკეობა მსოფლიოს მუდმივად ცვალებად პირობებში ყოველდღიურად განხორციელდეს.
წარმოდგენილი მოხსენებების ავტორებს შორის ამ საკითხებში საოცარი ერთობა შეინიშნება. საერთაშორისო შეხვედრებისას ყოველთვის მანცვიფრებდა, ტემპერამენტსა და მეთოდოლოგიაში ზოგჯერ არსებული განსხვავებების მიუხედავად, თუ რა იოლად თანხმდებიან ერთმანეთში მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველები ღმრთაებრივი, მარადიული და აბსოლუტური ჭეშმარიტებების: ღმერთის, ქრისტესა და ეკლესიის შესახებ მსჯელობისას. ყოველი ჩვენგანი გულითადად უნდა ხარობდეს რწმენაში ამგვარი თანამოაზრეობისა და თანხმობის გამო, რადგან სწორედ ეს არის მომავლისადმი იმედის საფუძველი.
მაგრამ განა ასევე ცხადი არ არის ისიც, რომ როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიაში საქმე ამ ღმრთაებრივ ჭეშმარიტებათა პრაქტიკულ გამოყენებამდე მიდის, ჩვენ წინაშე აზრთა გაყოფისა და არათანმიმდევრულობის სურათი იშლება. ,,თეორიასა“ და ,,პრაქტიკას“, ან, თუ გნებავთ, ,,რწმენასა“ და ,,საქმეს“ შორის განყოფა შესამჩნევია როგორც გარეშეთათვის, ისე ჩვენთვისაც. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ გვღალატობს იუმორის გრძნობა, რადგან მართლმადიდებლურ შეკრებებზე, თვით ეპისკოპოსებისგანაც კი ხშირად მსმენია ნახევრად ცინიკური შენიშვნა: ,,მართლმადიდებლობა შემცდარი ადამიანების მართალი სარწმუნოებაა“.
რა თქმა უნდა, ეკლესიის ცხოვრებაში, ღმრთაებრივ სრულყოფილებასა და ცოდვილი ადამიანების ნაკლთა შორის უფსკრულის არსებობა სიახლე არაა. ბერდიაევის გამონათქვამები ,,ქრისტიანობის ღირსეულობა“ და ,,ქრისტიანების უღირსება“ ნებისმიერ ეპოქას ესადაგება. მაგრამ დღეს განსაკუთრებით ტრაგიკულია ვითარება, როცა ხშირად უშფოთველად ვაცხადებთ, რომ ,,ჭეშმარიტად კათოლიკე ეკლესიას“ წარმოვადგენთ და ამავე დროს ვაგრძელებთ იმგვარ თამაშებში მონაწილეობას, რომლებიც ვიცით, რომ ეკლესიის ჩვენეულ გაგებასთან შეუთავსებელია.
როგორც უკვე ვთქვი, დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ ჩვენი ზნეობრივი თანამიმდევრულობის აღდგენაზე ზრუნვას. ღმრთისმეტყველებამ კი ამისათვის სახელმძღვანელო ნორმებით უნდა უზრუნველგვყოს, თუ მას სურს უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე მხოლოდ აკადემიური დისციპლინაა; თუ სურს ემსახუროს ქრისტეს ეკლესიასა და ღმრთაებრივი ჭეშმარიტება აუწყოს ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროს. ეს ნამდვილად გადაუდებელი საქმეა, რადგან ჩვენს სასულიერო მოღვაწეებსა და მრევლს შორის უკვე იგრძნობა აზროვნების ერთგვარი დაბნეულობა, რომელსაც მივყავართ საეჭვო სუროგატებთან, სექტანტურობასთან, ყალბ სულიერება და ცინიკურ რელატივიზმთან.
ამგვარი სუროგატები მრავალთათვის ძალიან მიმზიდველია, რადგან ისინი საკითხის ადვილად გადაწყვეტის ნიმუშებს წარმოადგენენ, რომლებიც ეკლესიის საიდუმლოს ადამიანური განზომილებების დონემდე ჩამოიყვანს და გონებას ერთგვარ ცრუ უსაფრთხოებას სთავაზობს. მაგრამ თუ შევთანხმდებით, რომ ყოველივე ეს კათოლიკეობის ,,იწრო გზიდან“ გადახვევაა, მაშინ შევძლებთ არა მარტო განვსაზღვროთ კათოლიკეობის რაობა, როგორც ღმერთის საჩუქარი, არამედ ვაჩვენოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკეობის დამმოწმებელია. მხოლოდ ასეთ ღმრთისმეტყველებას შესწევს ძალა გადალახოს განყოფა ,,თეორიასა“ და ,,პრაქტიკას“ შორის, კვლავ გახდეს ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირისეული ეკლესიური ღმრთისმეტყველება და არ იყოს მხოლოდ ,,წინწილი, რომელი ხმობედ“(I კორ. 13, 1).

ეკლესიის სტრუქტურა

როდესაც ვამბობთ, რომ ეკლესია ,,კათოლიკეა“, ვადასტურებთ ეკლესიის თვისებას ან ,,ნიშანს“, რომელიც თითოეული ქრისტიანის როგორც პირად, ასევე ადგილობრივი ქრისტიანული თემის, ანუ ,,ეკლესიის“ ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს და მის საყოველთაო ერთობაში გამოვლინდეს. რადგან ეკლესიის სტრუქტურის შესახებ ვმსჯელობთ, ქრისტიანულ საზოგადოებაში კათოლიკეობის მხოლოდ ადგილობრივ და საყოველთაო განზომილებებს შევეხები.
ა. მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მიხედვით, ადგილობრივი ქრისტიანული თემი, ქრისტეს სახელითა და ეპისკოპოსის წინამძღოლობით გაერთიანებული და ევქარისტიის აღმსრულებელი, ჭეშმარიტად ,,კათოლიკე ეკლესია“ და ქრისტეს სხეულია და არა ეკლესიის ,,ფრაგმენტი“ ან სხეულის მხოლოდ ნაწილი. ეს ასეა იმიტომ, რომ ეკლესია ,,კათოლიკეა“ ქრისტეს და არა თავისი ადამიანური შემადგენლობის წყალობით. ,,სადაც ქრისტეა, იქ კათოლიკე ეკლესიაცაა“ (ეგნატე ღმერთშემოსილი. ,,სმირნელებისადმი“ 8, 2). კათოლიკეობის ამგვარ ადგილობრივ განზომილებას, რომელიც ღმრთისმეტყველების, მსოფლიო კრებებისა და გარდამოცემის ჩვენეული გაგების ერთ-ერთი საფუძველია, როგორც ჩანს, ყველა მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველი იზიარებს და უკანასკნელ ხანს არამართლმადიდებლების გარკვეული ნაწილიც კი აღიარებს. მას მართლაც რომ მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები აქვს ადგილობრივი ეკლესიების ცხოვრებაში. ამ შედეგებს ხშირად ,,კანონიკურს“ უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი სცდებიან კანონიკური ტექსტების იურიდიული გაგების საზღვრებს. კანონიკური წესების ავტორიტეტი ეკლესიის შესახებ საღმრთისმეტყველო და დოგმატურ ჭეშმარიტებას ეფუძნება, რომელიც კანონებმა უნდა გამოხატოს და დაიცვას.
ადგილობრივი ეკლესიის კათოლიკეობა გულისხმობს, რომ მასში მოცემულ ადგილას მყოფი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანია გაერთიანებული. ეს არა მხოლოდ ,,კანონიკური“, არამედ სარწმუნოებრივი პირობაცაა და აუცილებელია კათოლიკეობისათვის. ის ცხადი ხდება მაშინ, როდესაც ქრისტეს მოვიაზრებთ, როგორც ეკლესიის სტრუქტურის უმაღლეს კრიტერიუმს. ის გამოხატავს ,,მოყვასის სიყვარულის“ ძირითად სახარებისეულ მცნებასაც. სახარება მოგვიწოდებს გვიყვარდეს არა მარტო მეგობრები ან ზოგადად კაცობრიობა და ვინარჩუნებდეთ მხოლოდ საკუთარ ნაციონალურ კავშირებს, არამედ გვიყვარდეს მოყვასი, ანუ ის, ვინც ღმერთის განგებით ცხოვრების გზაზე გვხვდება. ადგილობრივი ,,კათოლიკე“ ეკლესია არა მხოლოდ მათი შესაკრებელია, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, როგორც მოყვასთ, არამედ ასევე ქრისტეს სამეფოს თანამოქალაქეებისა, რომლებიც ერთ წინამძღოლში, უფალსა და მოძღვარში - ქრისტეში გამოხატული სიყვარულის სისავსეს ერთობით აღიარებენ. ისინი ხდებიან ადგილობრივი ეპისკოპოსის წინამძღოლობით ადგილობრივი ევქარისტიული შეკრების, ანუ ქრისტეს ერთი, კათოლიკე ეკლესიის წევრები და თუ სხვაგვარად იქცევიან, მაშინ ღალატობენ მოყვასის სიყვარულის შესახებ მცნებას, აბუნდოვანებენ ევქარისტიული ერთობის არსს და ვერ აცნობიერებენ ეკლესიის კათოლიკეობას.
ქრისტიანული რწმენის ამგვარი გააზრება სავსებით გასაგებია, მაგრამ ცხადია ისიც, რომ არ გვსურს სერიოზულად მოვეკიდოთ მას და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ, განსაკუთრებით აქ, ამერიკაში. სხვადასხვა, ტერიტორიულად ურთიერთგადაჯაჭვული ,,იურისდიქციების“ ლიტურგიკული ერთობის მოტანა, როგორც ერთობის მაგალითისა, აშკარად არასაკმარისია. ლიტურგიის ნამდვილი მნიშვნელობა (და ევქარისტიული ეკლესიოლოგიისა, რომელიც, თუ სწორადაა გაგებული, ერთადერთი ნამდვილი მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიაა) მდგომარეობს იმაში, რომ ევქარისტიული ერთობა ცხოვრებაში ხორციელდება, საეკლესიო სტრუქტურაში აისახება და საერთოდ, ქრისტოცენტრული ნორმაა, რომელსაც ეკლესიის მთელი ცხოვრება ემყარება. ამიტომ ჩვენი ღმრთისმეტყველთ და მართლმადიდებელ ქრისტიანთა ვალია ვაღიაროთ, რომ ეკლესიის კათოლიკეობის დამოწმების მოვალეობისადმი სისტემატური თავის არიდებითა და გამუდმებული ეთნიკური განკერძოებულობისადმი მიდრეკილებით კათოლიკეობას ვღალატობთ.
ბ. ადგილობრივი ეკლესიის ,,კათოლიკეობა“ საღმრთისმეტყველო საფუძველია მართლმადიდებლურ ეკლესიაში სხვადასხვა მსახურების, კერძოდ კი, საეპისკოპოსო მსახურების შესახებ სწავლებისა. როგორც ვიცით და ვაღიარებთ, სამოციქულო ხელდასხმის მემკვიდრეობა გადაეცემა ეპისკოპოსებს, როგორც კონკრეტული ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებსა და მოძღვრებს. მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია ერთგულია ეკლესიის ძველი გარდამოცემისა, რომლისთვისაც უცხოა ,,საზოგადოდ ეპისკოპოსის“ გაგება და ცნობს მხოლოდ კონკრეტული ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსს. ის, რომ მართლმადიდებლობა ასე დაბეჯითებით ადასტურებს ყოველი ეპისკოპოსის ონტოლოგიურ თანასწორობას, ემყარება იმ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მოცემულ ადგილას თითოეული მათგანი ერთი და იმავე კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლია. არც ერთი ადგილობრივი ეკლესია არ შეიძლება უფრო ,,კათოლიკე“ იყოს, ვიდრე მეორე, ამიტომ არ შეიძლება რომელიმე ერთი ეპისკოპოსი უფრო მეტად იყოს ეპისკოპოსი, ვიდრე მისი თანაძმები, სხვადასხვა ტერიტორიაზე მყოფი იმავე ეკლესიის წინამძღოლები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე რა შეიძლება ითქვას ,,ტიტულარული“ ეპისკოპოსების შესახებ? როგორ ისაუბრებენ ისინი ,,კათოლიკე“ ეკლესიის სახელით, როდესაც მათი ეპისკოპოსობა არ ითვალისწინებს რომელიმე მოცემულ ტერიტორიაზე სამღვდელოებისა და ერისკაცთა მწყემსობის კონკრეტულ პასუხისმგებლობას? როგორ შევძლებთ მართლმადიდებელი ქრისტიანები, დავასაბუთოთ, რომ ეპისკოპოსობა ეკლესიის არსობრივი შემადგენელი ნაწილია (რასაც ყოველთვის ვადასტურებთ ეკუმენურ შეხვედრებზე), როდესაც ის ხშირ შემთხვევაში ერთგვარი საპატიო წოდება ხდება და ცალკეულ პირებს მხოლოდ პრესტიჟის ასამაღლებლად ენიჭებათ? როგორია ასეთი ტიტულარული ეპისკოპოსებისაგან შემდგარი სინოდებისა და კრებების ავტორიტეტი?
გ. არსებობს აგრეთვე კათოლიკეობის მსოფლიო განზომილება. წმინდა კვიპრიანე კართაგენელის დროიდან საყოველთაოდ მიღებულია, რომ თითოეულ კათოლიკე ეკლესიას აქვს თავისი cathedra Petri, როგორც საკუთარი სამყოფელი, რომელიც ადგილობრივ ეპისკოპოსს უკავია, მაგრამ რადგანაც კათოლიკე ეკლესია ყოველგან მხოლოდ ერთია, ამიტომ ეპისკოპატიც ერთიანია (episkopatus unus est). ეპისკოპოსის სპეციფიკური ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ის, გარდა იმისა, რომ თავისი ადგილობრივი ეკლესიის მწყემსია, ამავე დროს პასუხისმგებელია ყველა ადგილობრივი ეკლესიის საყოველთაო ერთობაზეც. სწორედ ამაშია საეპისკოპოსო კრებითობის საღმრთისმეტყველო აზრი, რომელიც ონტოლოგიურად აუცილებელი ელემენტია სამღვდელმთავრო ქიროტონიისა, რისთვისაც მოცემული პროვინციის ყველა ეპისკოპოსი უნდა შეიკრიბოს, რომლებიც მსოფლიო ეკლესიის ერთიან ეპისკოპატს წარმოადგენენ. ეპისკოპოსების კრება, ასევე სამოციქულო ჭეშმარიტების უმაღლესი მოწმობა ყველაზე უტყუარი ავტორიტეტია სარწმუნოებრივი სწავლებისა და კანონიკური სამართლის საკითხებში. ტრადიციულად, ეპისკოპოსთა კრებითობა ორგვარი მიმართებით მჟღავნდება - ადგილობრივითა და საყოველთაოთი, და თითოეულ შემთხვევაში ის საჭიროებს სტრუქტურას, ერთგვარ საორგანიზაციო არხს, რომლის მეშვეობითაც კრებითობა საეკლესიო ცხოვრების მუდმივ თვისებად იქცევა. აქედან მომდინარეობს ეკლესიის ისტორიაში პირველ საუკუნეებშივე გამორჩეული მრავალი ადგილობრივი ,,დაწინაურებული კათედრა“ და ერთი მსოფლიო პირველობა. ცხადია, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ძირითად პრინციპს, რომელიც ამტკიცებს ადგილობრივი ეკლესიის სრულ კათოლიკეობას და ამასთანავე საეპისკოპოსო მსახურების ონტოლოგიურ იგივეობას ყველგან, შეუძლია დაუშვას პირველობა, მხოლოდ როგორც inter pares, და ამგვარ ,,უპირველეს საყდართაადგილმდებარეობა შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიების თანხმობით (ex consensu ecclesiae). ,,უპირველეს საყდართა“ ყველაზე არსებითი ფუნქცია საეპისკოპოსო კრებითობის რეგულარული და შეთანხმებული მოქმედების უზრუნველყოფაა როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო დონეზე.
ვფიქრობ, ზემოთ მოცემული პრინციპები უდავოა და საყოველთაოდ მიღებული მართლმადიდებელ სამყაროში. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში?
სხვადასხვა ,,ავტოკეფალური“ ეკლესიის მეთაურები თავიანთ პირველობას კანონიკურ გარდამოცემასთან ზოგად-შესატყვისობით ახორციელებენ, როგორც ადგილობრივი სამღვდელმთავრო სინოდების თავმჯდომარეები და წინამძღოლები. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი უმრავლესობა პირველობს არა რეგიონალური, არამედ ეთნიკური პრინციპით. ეთნიკური ფაქტორი მნიშვნელოვანწილად ჩაენაცვლა საეკლესიო მოწყობის რეგიონალურ და ტერიტორიულ პრინციპს და ეს ევოლუცია უნდა შეფასდეს როგორც ეკლესიის გაამსოფლიურება. რა თქმა უნდა, ,,ეროვნული ეკლესია“ სავსებით ახალი მოვლენა არ გახლავთ. გარკვეულ ხარისხამდე ეკლესიას სრულიად კანონიერად შეუძლია თავი გააიგივეოს რომელიმე ხალხის ეთნოსთან, მის ტრადიციასთან და იმ საზოგადოებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აიღოს, რომელშიც ცხოვრობს. მართლმადიდებლური აღმოსავლეთი ყოველთვის ესწრაფვოდა ეროვნული ტრადიციების იმ ელემენტების გაეკლესიურობას, რომლებიც ხელს შეუწყობდა ქრისტიანობის გავრცელებას ამ ერში. მაგრამ მას შემდეგ, რაც მე-19 საუკუნის ევროპაში დაიწყო ნაციონალიზმის სეკულარიზაციის პროცესი, ფასეულობათა იერარქია თავდაყირა დადგა. ,,ნაცია“ და მისი ინტერესები უკვე თვითმიზანი გახდა და მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობამ იმის მაგივრად, რომ თავიანთი ხალხი ქრისტესაკენ წაეყვანათ, ,,დე ფაქტო“ აღიარა წმინდად ამსოფლიური, ნაციონალური ინტერესების უპირატესობა. ,,ავტოკეფალიის პრინციპის” გაგება დაიწყეს როგორც სრულიად თვითკმარისა და დამოუკიდებლისა, ხოლო ,,ავტოკეფალურ“ ეკლესიებს შორის ურთიერთობები კი საერო საერთაშორისო სამართლისაგან ნასესხები ტერმინებით გამოიხატებოდა. სინამდვილეში კი ,,ავტოკეფალიის“ ერთადერთი, ხაზს ვუსვამ: ერთადერთი - ეკლესიოლოგიურად და კანონიკურად სწორი განმარტება ისაა, რომ იგი ეპარქიების გარკვეულ ჯგუფს უფლებას აძლევს, აირჩიონ თავიანთი ეპისკოპოსები, ,,უმაღლეს“ სამღვდელო პირის, ანუ პატრიარქის, მთავარეპისკოპოსისა და მიტროპოლიტის ჩაურევლად. ,,ავტოკეფალია“ გულისხმობს მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო სტრუქტურისადმი შესატყვისობას. ერთ ,,ავტოკეფალურ“ საეკლესიო ერთეულში, ისტორიულად და კანონიკურად, შესაძლოა რამდენიმე ეროვნული ჯგუფი შედიოდეს, და, თავის მხრივ, ერთ ,,ერსაც“ შეუძლია თავის თავში ეპარქიების რამდენიმე ავტოკეფალური ჯგუფი მოიცვას. მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ძირითადი მოთხოვნა არა ,,ავტოკეფალურობა“, არამედ ტერიტორიული ერთიანობაა.
პოზიციათა არანაკლებ სახიფათო აღრევა მოხდა მსოფლიო ,,პირველობასთან“ დაკავშირებით. რადგან მსოფლიო ეპისკოპატი ერთია - ისევე როგორც მსოფლიო ეკლესია - ამიტომ წმინდა გარდამოცემა ყოველთვის აღიარებდა ურთიერთობისა და ერთობლივი ქმედების მაკოორდინირებელი ცენტრის ეკლესიოლოგიურ აუცილებლობას. მოციქულების დროს იერუსალიმის ეკლესია ასრულებდა ერთობისადმი ამგვარ მსახურებას. მეორე საუკუნეში უკვე არსებობს საერთო თანხმობა რომის ეკლესიის გარკვეული უპირატესობის შესახებ.
ასევე ძალიან ადრე მჟღავნდება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა მსოფლიო პირველობის აღიარებისა და ლოკალიზების კრიტერიუმების შესახებ. მართლმადიდებელი აღმოსავლეთი არასოდეს ანიჭებდა მისტიკურ დატვირთვას იმ ფაქტს, რომ ესა თუ ის ადგილობრივი ეკლესია თვით მოციქულებმა დააარსეს ან - რომ მას რაღაც განსაკუთრებული მდებარეობა უკავია. აღმოსავლეთი თვლიდა, რომ მსოფლიო პირველობა (ისევე როგორც - ადგილობრივი) უნდა დამყარებულიყო იქ, სადაც ეს პრაქტიკულად ყველაზე მოსახერხებელი იქნებოდა. სწორედ ამ მიზეზით კონსტანტინოპოლის ეკლესიას რომის შემდეგ მეორე ადგილი მიენიჭა, ,,რადგან იქ იმყოფება იმპერატორი და სენატი“ (ქალკედონის კრების 28-ე კანონი) და ბუნებრივია, რომ განხეთქილების შემდეგ სწორედ ამ ეკლესიას მიეკუთვნა მსოფლიო პირველობა, რომელიც იქამდე რომის პაპს ეკუთვნოდა. ამგვარი დაწინაურების მიზეზი გახდა მსოფლიო ქრისტიანული იმპერიის არსებობა (ნომინალურად), რომლის დედაქალაქიც კონსტანტინოპოლი იყო.
ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453 წ.) აღარ არსებობდა ის გარემოებები, რომელთა გამოც კონსტანტინოპოლი მსოფლიოს მოწინავე საყდრის ადგილმდებარეობად აირჩიეს. მიუხედავად ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია იმდენად იყო მიჯაჭვული ბიზანტიურ ფორმებსა თუ ტრადიციებს, რომ კონსტანტინოპოლის პირველობა სადაო არავისთვის გამხდარა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქომ ოტომანთა იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანზე ფაქტობრივი მმართველობის უფლება მოიპოვა. თვით რუსეთი, რომელიც თურქთა სამფლობელოს დაქვემდებარებაში არ იმყოფებოდა და რომლის მეფეებმაც მემკვიდრეობით მიიღეს ბიზანტიის ბასილევსის საიმპერატორო ტიტული, არასდროს ესწრაფვოდა თავისი ახლად დაარსებული საპატრიარქოს (1589 წ.) მსოფლიო პირველობას. თუმცა ოტომანთა იმპერიის საზღვრებს გარეთ კონსტანტინოპოლი რეალურად უკვე ვეღარ ახერხებდა ისეთ პირდაპირ და გააზრებულ მმართველობას, როგორსაც - წარსულში. ამგვარი მდგომარეობის გამო მართლმადიდებლური ერთობის გრძნობა დიდად დაზიანდა. დროთა განმავლობაში ბალკანეთის ქვეყნები, პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად (საბერძნეთი, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და მოგვიანებით ალბანეთი), თანდათან გამოვიდნენ ფანარიონის, ანუ კონსტანტინოპოლის საყდრის საეკლესიო დაქვემდებარებიდან და ცდილობდნენ მისი, როგორც ხელმძღვანელის, როლის უგულებელყოფას.
ეს ის ისტორიული ფაქტებია, რომელთა საბოლოო შედეგებთანაც გვაქვს დღეს საქმე. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ეკლესიებს შორის ურთიერთობისა და მათი მოღვაწეობის მსოფლიო ცენტრის ეკლესიოლოგიური აუცილებლობის შესახებ?
ამ კითხვაზე პასუხს მართლმადიდებლური გარდამოცემა გვაძლევს. ეჭვგარეშეა, რომ ასეთი ცენტრის არსებობა აუცილებელია. სასურველია, მას ჰქონდეს საერთაშორისო მმართველი ორგანოს როლი და საშუალებას აძლევდეს ყველა ადგილობრივ ეკლესიას ამ ცენტრში თავისი წარმომადგენლის ყოლისა. მსოფლიო პატრიარქი, რომელიც ასეთ ცენტრს უხელმძღვანელებდა, გამოვიდოდა როგორც მართლმადიდებლური კათოლიკეობის ჭეშმარიტი ინიციატორი. ამასთან, ის თავისუფალი უნდა იყოს გარეშე პოლიტიკური ზეწოლისაგან და ყოველთვის იმოქმედოს ex consensu ecclesiae.
კათოლიკეობაზე დამყარებული საეკლესიო სტრუქტურის აღორძინება არა საეკლესიო პოლიტიკის, არამედ ღმრთისმეტყველების საქმეა. ღმრთისმეტყველების მოწოდებაა შეახსენონ ეკლესიას, ის მხოლოდ იმის გამოა ნამდვილად “კათოლიკე”, რომ ქრისტეშია და ამიტომ შეუძლია გამოავლინოს და განახორციელოს თავისი კათოლიკეობა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ თავისი სტრუქტურისა და მოწყობის უმაღლესსა და ერთადერთ ნიმუშს ქრისტეში ხედავს.

სხვა ქრისტიანებთან ურთიერთობა

როგორც ამ კონფერენციაზე ზოგიერთი გამომსვლელი მოგვახსენებს, ,,კათოლიკეობის“ შესახებ სწავლება ქრისტეს ერთიან ეკლესიაში კულტურული, ლიტურგიკული და საღმრთისმეტყველო მრავალფეროვნების არსებობას გულისხმობს. მრავალფეროვნებაში არ იგულისხმება უთანხმოება და დაპირისპირება. ეკლესიის ერთობა ნიშნავს სარწმუნოების, ხედვისა და სიყვარულის სრულ ერთობას - ესაა ქრისტეს სხეულის ერთიანობა, რომელიც აღემატება ყოველგვარ კანონისმიერ მრავალსახოვნებასა და სხვადასხვაობას. გვწამს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ჯერ კიდევ ფლობს ამ ერთობას, მიუხედავად მისი წევრების ყოველგვარი პირადი თუ კოლექტიური ნაკლისა და ამიტომაა იგი ერთიანი, ჭეშმარიტი და კათოლიკე ეკლესია. ეკლესიას კათოლიკეობასა და ერთობას ქრისტე ანიჭებს და არა ადამიანები; ხოლო ჩვენი ვალია, ეს ერთიანობა და კათოლიკეობა ისე აღვასრულოთ, რომ არ ვუღალატოთ ღმერთის ამ უდიდეს მადლისმიერ საჩუქარს. ამიტომ ,,კათოლიკე ეკლესიის წევრი მართლმადიდებელი“ არა მარტო უპირატესობაა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობაა ღმერთისა და ადამიანების წინაშე. პავლე მოციქულს შეეძლო ,,ებრაელებთან ებრაელი“ და ,,ელინებთან ელინი“ ყოფილიყო, მაგრამ ვინ ამხილებდა მასზე უკეთ იმავე ,,ებრაელებსა“ და ,,ელინებს“, როდესაც ისინი კორინთოში უარს ამბობდნენ ერთიანი ევქარისტიული საკრებულოს შექმნაზე?
მრავალფეროვნება თვითმიზანი არ არის და მხოლოდ მაშინაა კანონიერი, როდესაც ერთობით გადაილახება ქრისტეს ჭეშმარიტების სისავსეში. სწორედ ამგვარი ერთობისაკენ უნდა მოვუწოდოთ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა არამართლმადიდებელ ქრისტიანებს. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს ერთობა უკვე მოპოვებულია, და ამასთან, არა რაღაც უხილავ ან ცრუ - ,,სულიერ“ დონეზე, რომელსაც ყველა განყოფილი ქრისტიანები თანაბრად იზიარებენ.
სამწუხაროდ, ამგვარი განცხადების სარწმუნოობისათვის ყველაზე სერიოზული წინააღმდეგობა ისევ და ისევ მართლმადიდებელი ეკლესიის გარეგნული სახეა: ჩვენი არათანმიმდევრულობა, რომელიც ხელს გვიშლის, ვეცადოთ მაინც კათოლიკეობის ცხოვრებაში განხორციელებას! მოვიტანეთ ამ არათანმიმდევრულობის რამდენიმე მაგალითი, როდესაც ეკლესიის სტუქტურის შესახებ ვსაუბრობდით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჯერჯერობით მართლმადიდებლობის ყოველგვარ მოწმობასთან წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებელი ეკლესიის სინამდვილის ამსახველი კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ყველასათვის აშკარაა.
კათოლიკეობის დამოწმების სიძნელე თვით მასშია, რადგან ის, გარდა იმისა, რომ ღმერთის საჩუქარია, მოვალეობაცაა. კათოლიკეობაში იგულისხმება ქმედითი სიფხიზლე, განსჯა და ღმერთის შემოქმედებითი და მხსნელი ძალის გამოვლინებისადმი ყველგან და მუდამ მზადყოფნა. ,,კათოლიკე“ ეკლესია ხარობს ღმერთის მოქმედების ყოველი გამოვლინების გამო, თვით მისი კანონიკური საზღვრების მიღმაც კი, რადგან ის სწორედ იმ ერთი ღმერთის ეკლესიაა, რომელიც ყოველივე სიკეთის წყაროა. მიუხედავად დასავლურ ქრისტიანულ ტრადიციაში არსებული ცდომილებებისა და ერესებისა, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია, აშკარაა, რომ განხეთქილების შემდეგაც კი დასავლელი წმინდანები, მოაზროვნეები და მილიონობით უბრალო ადამიანი კვლავ სულიწმინდით იყვნენ შთაგონებული. საღმრთო მადლი უეცრად, განხეთქილებისთანავე არ გამქრალა. მართლმადიდებელი ეკლესია ამას ყოველთვის აღიარებდა, თუმცა ამავე დროს არ ვარდებოდა ერთგვარ რელატივიზმში და ყოველთვის თვლიდა, რომ ის ერთადერთი, ჭეშმარიტი, კათოლიკე ეკლესიაა. რადგან ,,კათოლიკედ“ ყოფნა სწორედაც იმას ნიშნავს, რომ შეგეძლოს ყველგან დაინახო ღმერთის მოქმედება, ის, რაც არსით ,,კეთილია“, და მზად იყო, მიიღო როგორც საკუთარი. კათოლიკეობა უარყოფს მხოლოდ ბოროტებასა და ცდომილებას. გვჯერა, რომ ,,განსჯა“, ცდომილებების უარყოფა და ნამდვილისა და სწორის ყველგან შეცნობა ღმერთის ჭეშმარიტ ეკლესიაში სულიწმინდით ხდება. წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის სიტყვებით რომ ვთქვათ: ,,ჭეშმარიტება ხორციელდება ყოველგვარი მწვალებლობის მოსპობით და ამავე დროს ყველაფრისაგან სასარგებლოს მიღებით“ (სიტყვა მესამე). ეს ციტატა ჩვენი ეკუმენური ლოზუნგი უნდა გახდეს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომელნიც უფალმა დასავლურ ცივილიზაციაში მართლმადიდებლობის დამმოწმებლებად დაგვადგინა.
მნიშვნელოვანი ბიბლიური და კანონიკური ცნებები “განსჯა” (Ŋιακρισισş-ბერძ. ,,განკითხვა“-I კორ. 12, 10) და ,,ცნობა“ (ზმნა ,,ცოდნიდან“ γινωκην - ბერძ., იოანე ღვთისმეტყველის I ეპისტოლეში), როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი აზრით, ეკუმენიზმისადმი მართლმადიდებლური მიდგომის ჭეშმარიტი საფუძველია. როდესაც ვკარგავთ ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულის თვისების ან ცდომილების დანახვის უნარსა და სიხარულს ყოველგვარი სიკეთისა და სიმართლის გამო, ამით კათოლიკეობას ვღალატობთ.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 25 2008, 04:24 PM
პოსტი #1380


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



გაგრძელება...

ღმერთის მყოფობის თუნდაც უმცირესი გამოვლინების არდანახვა, სადაც არ უნდა იყოს იგი და მხოლოდ უარყოფითი და თავდაცვითი პოზიციის დაჭერა არამართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ არა მხოლოდ კათოლიკეობის ღალატია, არამედ ნეომანიქეველობის ერთ-ერთი სახეობაა. და პირიქით: არცნობა იმისა, რომ ცდომილებები და ერესები ნამდვილად არსებობს და მომაკვდინებლად მოქმედებს ადამიანებზე, დავიწყება იმისა, რომ ეკლესია ჭეშმარიტების სისავსეზეა დამყარებული, ასევე ღალატია არა მარტო მართლმადიდებელი გარდამოცემისა, არამედ ახალი აღთქმისაც, რომელსაც ეს გარდამოცემა ემყარება.
ეკუმენურ მოძრაობაში ჩვენი მონაწილეობის ერთ-ერთი სიძნელე დღეს მდგომარეობს მრავალი ეკუმენური დაწესებულების ახალ გატაცებაში ,,სეკულარიზაციის“ მოდური ღმრთისმეტყველებით, რომელიც წარმოდგება ძველისძველი დასავლური მიდრეკილებიდან, ჩაეთვალა ადამიანი ღმერთისაგან ,,დამოუკიდებელ“ არსებად, ხოლო მისი ,,საერო“ ცხოვრება კი თვითმიზნად. ზოგიერთი მართლმადიდებელი ამაზე პანიკურად და სექტანტური მეთოდებით რეაგირებს, ხოლო სხვანი არ ცნობენ მდგომარეობის სერიოზულობას და მიიჩნევენ, რომ უნდა ისარგებლონ იმ უპირატესობით (რომელიც ხშირად მოჩვენებითია), რომელთაც მათ ეკუმენური მოძრაობის წევრობა ანიჭებს. ჩვენი, როგორც ღმრთისმეტყველთა, პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ თავი ავარიდოთ ამგვარ საცდურებს და ეკლესიის მოღვაწეობისა და მოწმობის გზა გამოვნახოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ამოცანაა ეკუმენიზმისადმი ნამდვილი მართლმადიდებლური მიდგომის გამონახვა, რაც განუყოფელია ღმრთისმეტყველებისაგან ,,სოფლისა“ - წმინდა წერილის სხვა მრავალმნიშვნელოვანი ცნებისა - რადგან მისი ერთი გაგებით, ღმერთმა ,,შეიყვარა“ იგი და მისი სიცოცხლისათვის საკუთარი ძე მისცა, ხოლო მეორე გაგებით, მოწოდებულნი ვართ ,,შევიძულოთ“ იგი.

კათოლიკეობა და მისია

ქრისტიანული მტკიცებულება, რომ იესო ნამდვილად ,,სიტყვა ღმრთისაა“ - ლოგოსი, რომლის ,,მიერ ყოველივე შეიქმნა“ - უნივერსალურია, რომელიც თავის თავში არა მხოლოდ ყველა ადამიანს, არამედ სრულიად სამყაროს მოიცავს. იოანე ღვთისმეტყველის სახარებაში ქრისტესა და ლოგოსის გათანაბრება ნიშნავს, რომ იესო არა მარტო ,,მხსნელია ჩვენი სულებისა“, არა მარტო ,,რელიგიად“ სახელდებული დარგის არსებობის მაუწყებელია, არამედ მასშია თავმოყრილი სრული ჭეშმარიტება ყოველი ქმნილების წარმოშობის, განვითარებისა და საბოლოო ბედის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მისი ეკლესია კათოლიკე უნდა იყოს - კათო'ლონ - ბერძ. - ,,ის, რაც ყოველივეს ეხება“.
ალბათ, ყველანი დავეთანხმებით, რომ უნდა დავძლიოთ ერთგვარი გაუბრალოების საცდური, რომელსაც წარსულში ქრისტიანები ხშირად ემორჩილებოდნენ. ის მდგომარეობს ბიბლიის გამოყენებაში როგორც ფიზიკის ან ბიოლოგიის ცნობარისა და საეკლესიო იერარქიის პრეტენზიაში ჰქონდეთ სამეცნიერო კვლევებისა და ცოდნის გაკონტროლების უფლება. ასეთი დამოკიდებულებები გამოცხადების არასწორ განმარტებას ემყარებოდა, კერძოდ კი - იმ ადამიანური სიტყვების, რომლითაც უფალი ბიბლიაში საუბრობს, გაიგივებას ერთადერთ, ცოცხალ და პიროვნულ ლოგოსთან, რომელიც თავის ეკლესიაში სულიწმინდით მეტყველებს. ჩვენ მართლაც გვწამს, რომ სწორედ იესო ქრისტეა პიროვნული, ღმრთაებრივი ლოგოსი, რომელშიც აღსრულდა ძველ აღთქმაში გაცხადებული ფარდობითი ჭეშმარიტებები და რომელშიც უნდა ვეძებოთ ადამიანის წარმოშობისა და ცხოვრების უმაღლესი აზრი, რომელთა შესახებაც მეცნიერებაც მრავალ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის.
მისიონერობის მიზანი მართლაც ისაა, რომ ყველა ადამიანმა შეიცნოს ქრისტე და მასში ჰპოვოს ღმერთთან ურთიერთობის გზა. მაგრამ ქრისტეს შეცნობა და ღმერთთან ერთობა (რასაც წმინდა მამები ,,განღმრთობას“ უწოდებენ) ადამიანებს იმიტომ კი არ ეძლევათ, რომ ისინი ადამიანისა და სამყაროს შესახებ ცოდნას ჩაენაცვლონ, არამედ შეავსონ ეს ცოდნა და ახალი აზრი და შემოქმედებითი განზომილება შესძინონ მას. ამგვარად, საღმრთო გამოცხადებიდან - წმ. წერილიდან და გარდამოცემიდან, მიღებული ცოდნა კი არ ჩაენაცვლება კულტურასა და მეცნიერებას, არამედ ადამიანის გონებას ამსოფლიური, არარელიგიური აზროვნებისაგან ანუ სამყაროსადმი გარდაუვლად ცალმხრივი მიდგომისაგან ათავისუფლებს.
ეს ძირითადი წინაპირობები ყოველთვის იყო ,,ამა სოფლისადმი და მისიისადმი მართლმადიდებლური მიდგომის საფუძველი. სხვადასხვა ხალხის ენების ღმრთისმსახურებაში გამოყენების ტრადიცია (ეგრეთ წოდებული კირილე-მეთოდესეული იდეოლოგია) თავისთავად უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ ქრისტიანობა კი არ უარყოფს ეროვნულ კულტურებს, არამედ კათოლიკე გარდამოცემის ერთიან მრავალფეროვნებაში აღიქვამს მათ. მიუხედავად ამისა, ამგვარი მიდგომის დროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემული გარემოებისათვის დამახასიათებელ პრობლემებს ვაწყდებით. მაგალითად, ამერიკის პლურალისტური და ნაწილობრივ ქრისტიანული კულტურა მართლმადიდებლობისათვის უპრეცედენტო გამოწვევაა, რომელსაც ჯერ კიდევ ზრდის პროცესში მყოფმა ამერიკულმა მართლმადიდებლობამ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს. ეს კი დინამიკურსა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. მართლმადიდებლობის ეთნიკურ გეტოებში ჩაკეტვა, რაც ხელს უწყობდა მართლმადიდებლური სარწმუნოების ახალ სამყაროში გადატანას, ერთი მხრივ, კათოლიკურობის ღალატია, მეორე მხრივ კი, საკმაოდ არასანდო ზღუდეა ამერიკული საზოგადოებრივი სინამდვილის შთანმთქმელი ზეწოლისაგან თავდასაცავად. ამავე დროს უპირობო ამერიკანიზაციაც არ არის მართებული გამოსავალი, რადგანაც ,,სოფელი“ არასდროს მიიღება ღმერთის სასუფეველში ყოველგვარი პირობის გარეშე; მან ჯვრითა და აღდგომით უნდა განიცადოს სახეცვლილება და ფერისცვალება. ეს კი ნამდვილად დინამიკური და შემოქმედებითი პროცესია, რომლისთვისაც ეკლესია სულიწმინდის ხელმძღვანელობას საჭიროებს.
ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ ,,ამა სოფლის“ შესახებ თანამედროვე ღმრთისმეტყველება რთულ მდგომარეობაში იმყოფება. მრავალი პროტესტანტი და ზოგიერთი კათოლიკე ღმრთისმეტყველი ენერგიულად წამოწევს წინა პლანზე ტრადიციულ დასავლურ წარმოდგენას ,,ყოველგვარი მიწიერის ავტონომიურობის“ შესახებ. ახალ სეკულარისტულ მიმდინარეობას მივყავართ არა მხოლოდ იმის მტკიცებამდე, რომ გარკვეული აზრით, ეს მიწიერი სამყარო გამოცხადების ერთადერთი ჭეშმარიტი წყაროა, არამედ იმისაც, რომ რაღაც პარადოქსული ლოგიკით, თვით სამყაროს გაგებაც წმინდა წყლის სოციოლოგიურ კატეგორიებამდე დადის. ადამიანის ბედი განისაზღვრება თითქმის მხოლოდ ეკონომიური განვითარებითა და სოციალური სამართლიანობით.
ასეთი ,,სოციალური“ მიმართულების ერთადერთ კონკურენტად ფროიდის პანსექსუალიზმი გვევლინება.
ამ მიმდინარეობებზე აშკარად გამოხატული საპასუხო რეაქცია, ჩვენი ეკლესიის ,,კათოლიკეობის“ დამოწმების ფარგლებში, დღეს მართლმადიდებლობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიმაჩნია. ყოველგვარი ტრიუმფალიზმის გარეშე შეგვიძლია ვამტკიცოთ და ვაჩვენოთ, რომ ადამიანის ბუნების შესახებ მართლმადიდებლური გარდამოცემა მართლაც რომ უაღრესად მდიდარია არა მხოლოდ წმინდა მამების მიერ დატოვებული მემკვიდრეობით, არამედ ღმრთისმეტყველების ახლო წარსულში განვითარებითაც. სახელდობრ, ვგულისხმობ მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსული რელიგიური ფილოსოფიის ზოგიერთ ასპექტს. თანამედროვე დასავლურ ღმრთისმეტყველებაზე, ერთი მხრივ, შლეიერმახერის, ხოლო მეორე მხრივ, ჰეგელის ყოვლად გაუმართლებული მონოპოლია, ცალმხრივობასა და ნაწილობრივ არცოდნაზეა დამყარებული. მართლმადიდებლები მკაფიოდ უნდა გადმოსცემდნენ ბერძენი წმინდა მამების თეოცენტრულ ანთროპოლოგიაზე დაფუძნებულ მოძღვრებას და მაშინ ისინი დასავლეთშიც მალე გამოძებნიან გავლენიან მოკავშირეებს (მხედველობაში მაქვს, მაგალითად, კარლ რანერის შრომების ნაწილი).
ამასთან არ უნდა დავივიწყოთ, რომ, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ჭეშმარიტი ქრისტიანული კეთილმაუწყებლობა ყველასთვის ადვილად გასაგებად ვერ იქნება გამოთქმული და ამიტომ ამა სოფლად ადვილად ვერ პოვებს გამოხმაურებას. ძე ღმრთისა, გახდა რა ადამიანი და იტვირთა რა ადამიანური ბუნების მთელი სისავსე, არ შეიზღუდა რაიმე არსებული იდეოლოგიით ან მოღვაწეობის სისტემით. ეს ჩვენც არ უნდა გავაკეთოთ. ქრისტიანი, მაგალითად, აუცილებლად იქნება სოციალური თანასწორობის ქომაგი, მაგრამ ამასთან ერთად უნდა დაადასტუროს, რომ ადამიანის საბოლოო დანიშნულება არ მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური სიკეთეების სამართლიან განაწილებაში. მათ, რომელთაც სჯერათ სოციალური რევოლუციებისა, ქრისტიანობა აუცილებლად გაუბედავ და არა ბოლომდე ერთგულ მოკავშირედ მოეჩვენებათ, ვინც ყოველთვის შეახსენებს მათ, რომ რევოლუცია არ არის ყოველგვარი ბოროტების წამალი, და ნამდვილ ოპიუმადაც კი შეიძლება იქცეს ხალხისთვის. მემარჯვენეებთან თუ მემარცხენეებთან ერთად ქრისტიანს მხოლოდ გზის ნაწილი შეუძლია გაიაროს და სავარაუდოა, რომ იგი ორივეს იმედს გაუცრუებს. ის კი მთელი თავისი არსით ერთგული რჩება ესქატოლოგიური ,,მოველი აღდგომასა მკვდრეთით“.
ამგვარად, ეკლესია თავს ვერ გააიგივებს ვერც სოციალურ მოღვაწეობასა და ,,ცვლილებათა“ იდეოლოგიებთან და ვერც კონსერვატიულ ფილოსოფიასთან ,,status quo“. მაგრამ არსებობს ქრისტიანობის უფრო ბუნებრივი და საიმედო მოკავშირე, რომელსაც ქრისტიანთა უმრავლესობა ხშირად ვერც ამჩნევს. ეს მოკავშირე, რომელსაც გთავაზობთ, მეცნიერებაა.
ეკლესიასა და მეცნიერებას შორის ურთიერთობის ისტორია, როგორც თქვენთვის ცნობილია, ტრაგიკულია და ეკლესია უფრო მეტადაა პასუხისმგებელი ამ კონფლიქტში. თუ დასავლეთის ეკლესია ცდილობდა, მეცნიერება თავისი იძულებითი კონტროლისადმი დაექვემდებარებინა, რამაც ანტირელიგიური ,,მეცნიერებისა“ და პოზიტივიზმის განვითარებას შეუწყო ხელი, მართლმადიდებლური აღმოსავლეთი ხშირად ზედმეტად და განსაკუთრებულად ჭვრეტითად და (რაღა დასამალია) ერთგვარად მონოფიზიტურად იყო განწყობილი. აღმოსავლეთს არასდროს ეცალა ამ საკითხზე დასაფიქრებლად. გარდა ამისა, თანამედროვე მეცნიერება ევროპულ დასავლეთში შეიქმნა და არა - ბიზანტიურ ან სლავურ აღმოსავლეთში.
და მაინც, დღეს მეცნიერება და ქრისტიანობა უკვე ერთმანეთის მტრები აღარ არიან, თუმცა მათ შორის ტრაგიკული ურთიერთ-არცოდნა შეინიშნება. ქრისტიანმა ღმრთისმეტყველებმა ცოტა რამ იციან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესახებ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ საკუთრივ მათი მოღვაწეობის არეალი საკმაოდ ფართოა, და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ნამდვილ მეცნიერებასთან შეჭიდების ხალისი მალევე ეკარგებათ მისით დაინტერესებულ მოყვარულებს, რასაც ვერ ვიტყვით სოციოლოგიასა და პოლიტიკაზე. ამიტომ მრავალი ღმრთისმეტყველი ცდუნდება ასეთი იოლი და ყალბი წარმატებით და ხდება დილეტანტი სოციოლოგი და ასევე დილეტანტი პოლიტიკურ მოღვაწეობაში, რათა ხელი შეუწყოს ,,დიალოგს“ იმასთან, რაც მას ,,ამსოფლიურად“ მიაჩნია. თავის მხრივ, საბუნებისმეტყველო მეცნიერების წარმომადგენლებმა ქრისტიანობის შესახებ, ჩვეულებრივ, იმაზე მეტი არ იციან, რაც ზოგიერთმა მათგანმა ბავშვობაში, სკოლაში ისწავლა. მაგრამ თანამედროვე სამყაროს სწორედ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათგან წარმოშობილი ტექნოლოგიები მართავენ და არა პოლიტიკური მოღვაწეები ან სოციალური იდეოლოგები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები გონებრივ დისციპლინასა და სიმკაცრეს მოითხოვს, რაც ასევე აუცილებელია კარგი ღმრთისმეტყველებისათვისაც: ღმრთისმეტყველსა და მკვლევარ მეცნიერს შეუძლიათ ერთმანეთის გაგება და უნდა გაუგონ კიდეც ერთმანეთს და თუ არ იცნობენ ერთმანეთს, ამის მიზეზი, პირველ რიგში, საუკუნეთა განმავლობაში მათ შორის არსებული მტრობა და საკუთარი კერძო ინტერესებით ზედმეტი დაკავებულობაა. აი, სად უნდა გამოამჟღავნოს ეკლესიამ თავისი კათოლიკეობა, ანუ - ყოველგვარი ვიწრო ხედვის დაძლევაში! ზოგიერთმა ჩვენმა თანამედროვემ გვიჩვენა, თუ როგორც შეიძლება ამის გაკეთება და ესენი არიან მამა პავლე ფლორენსკი რუსეთში და ტეიარ დე შარდენი დასავლეთში. მათ, შესაძლოა, გვერდი ვერ აუარეს ზოგიერთ ინტელექტუალურ ცდომილებას, მაგრამ განა არ უნდა შევუნდოთ მათ, თუ გავიხსენებთ, რამდენად ტრაგიკულად მარტონი იყვნენ ისინი თავისი დროის ღმრთისმეტყველებს შორის, როდესაც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ღმრთისმეტყველება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სინამდვილეში ერთსა და იმავე ჭეშმარიტებაში ეძებენ წვდომას?
აქ, ჩვენ წინაშე ,,კათოლიკე“ პასუხისმგებლობის ყოვლად გადაუდებელი ამოცანა დგას, რა თქმა უნდა, არა ,,მართლმადიდებლური მეცნიერების“ შექმნის აზრით, რომელმაც უფრო მეტი იცის ატომების, მოლეკულებისა და გენების შესახებ, ვიდრე ჩვეულებრივმა მეცნიერებამ, არამედ იმ აზრით, რომ ღმრთისმეტყველება და ბუნებისმეტყველება ერთმანეთს სერიოზულად გაუწევენ ანგარიშს. დღეს მათ შორის მტრული დამოკიდებულება უკვე აღარ არის, მაგრამ სამაგიეროდ მტრობა ურთიერთიგნორირებამ შეცვალა. დღევანდელი მდგომარეობით, ღმრთისმეტყველები აღიარებენ, რომ მეცნიერება და ტექნოლოგია ადამიანის ხელში უზარმაზარ ძალას წარმოადგენს, რომელიც მას ღმერთისგან მიენიჭა ბუნებაზე მბრძანებლობისათვის. მაგრამ, თავის მხრივ, მეცნიერი მკვლევარებიც უნდა დაგვეთანხმონ, რომ მათი კომპეტენცია მათივე ამოცანითაა შემოსაზღვრული. ისინი ფაქტებს ადგენენ, მაგრამ ამ ფაქტების უზენაესი მნიშვნელობა მათი სპეციალობის ფარგლებს სცდება. ამიტომ უმაღლესი კრიტერიუმებისა და მორალური ნორმების მოსაძიებლად კარგი იქნებოდა ღმრთისმეტყველებისათვის, ანუ სარწმუნოების ძირითადი გონებრივი და სულიერი მტკიცებულებებისათვის მიემართათ.

დასკვნა

ამგვარია ზოგიერთი პრობლემა, რომლებიც ამ კონფერენციაზე წამოიჭრა ეკლესიის კათოლიკეობის შესახებ მსჯელობისას. მოხსენებებს, რომლებიც თქვენ ხელთ გაქვთ, ამ თემატიკაში შევყავართ. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში მოვისმენთ პასუხებს შეკითხვებზე და სასარგებლო დისკუსიაც წარიმართება. მაგრამ მთავარი მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევია: კათოლიკეობის შესახებ არა მხოლოდ უნდა ვმსჯელობდეთ, არამედ მისით უნდა ვცხოვრობდეთ. იგი მკაფიო საზომი უნდა გახდეს იმისა, რომ თითოეული ჩვენი ეპარქია და თითოეული სამრევლო ნამდვილად ადგილობრივ კათოლიკე ეკლესიას წარმოადგენს, რომელიც ფლობს ქრისტეს მყოფობის ღმრთაებრივ ძღვენს და მოწოდებულია ის ყოველ ადამიანს განუცხადოს.
თეორიისა და პრაქტიკის ერთმანეთისაგან დაშორება - როგორც უკვე ვთქვი - დღევანდელ ისტორიულ მართლმადიდებელ ეკლესიაში იმდენად დიდია, რომ ის, შესაძლოა, თვით მართლმადიდებლების სასოწარკვეთის მიზეზადაც ქცეულიყო, ხოლო გარეშეთათვის კი მხოლოდ თანამგრძნობი ირონიისა, ეს თეორია მართლაც რომ მხოლოდ ,,თეორია“ ყოფილიყო და არა ღმერთის ნიჭი, საღრმთო ევქარისტია რომ ჩვენს სუსტ ადამიანურ თანამეგობრობას ღმერთის ჭეშმარიტ კათოლიკე ეკლესიად არ გარდაქმნიდეს მუდმივად, უფალი რომ დროდადრო არ ახდენდეს ისეთ სასწაულებს, როგორიცაა, მაგალითად, მართლმადიდებლური რწმენის შენარჩუნება ტოტალიტარულ სეკულარიზებულ სახელმწიფოებში, ან მართლმადიდებლური დიასპორების შექმნა დასავლეთში, რაც კვლავ იძლევა მართლმადიდებლობის საქვეყნოდ დამოწმების საშუალებას.
ამ დაშორების გადალახვა და ამგვარად უფრო მეტად დამსახურება ღმერთის დიადი საქმეებისა, ასე აშკარად აღსრულებულთა ჩვენი სარგებლობისა და ხსნისათვის, კვლავ ჩვენს წმინდა მოვალეობად რჩება. სიყალბის, სიცრუისა და ამა თუ იმ ადგილობრივი ტრადიციისა თუ საეკლესიო ინსტიტუციის წარსული დიდების გამო სიამაყით ვერაფერს ვუმკურნალებთ. იმ კრიტიკული ეპოქას, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობთ, ერთი დადებითი თვისება აქვს: ესაა ეგზისტენციალური ჭეშმარიტებისა და სიწმინდის ძიება.
მე ახლახან ვახსენე სიტყვა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ, როდესაც კათოლიკეობის შესახებ ვმსჯელობთ. ეკლესია არა მარტო ერთიანი და კათოლიკეა, არამედ წმინდაცაა. სიწმინდე ღმრთაებრივი თვისებაა, ისევე როგორც ჭეშმარიტი ერთიანობა და უნივერსალურობა, მაგრამ ეკლესიაში ის მისაწვდომი ხდება ადამიანებისთვის. ადამიანები, რომელთაც ჩვენ ,,წმინდანებს“ ვუწოდებთ, სწორედ ის ქრისტიანები არიან, რომლებიც თავიანთ თავში სხვებზე მეტად ახორციელებდნენ ღმრთაებრივ სიწმინდეს, მათდამი წმინდა ეკლესიაში მინიჭებულს. როგორც ყველა თქვენგანისათვის ცნობილია, ეკლესიის მამები არასდროს ასხვავებდნენ ,,ღმერთის ხედვასა“ და ,,ღმრთისმეტყველებას“. ისინი არასდროს უშვებდნენ აზრს, რომ სახარების გაგებისათვის ინტელექტუალურ მონაცემებს რაიმე მნიშვნელობა აქვს სიწმინდის გარეშე. წარსულში სწორედ წმინდანებს და არა ,,პროფესიონალ საეკლესიო მოღვაწეებს“ ხელეწიფებოდათ ქრისტეს ხატება ემცნოთ ქვეყნიერებისათვის, რადგან მხოლოდ სიწმინდის ნათელშია შესაძლებელი ჯვრის დედააზრისა და პავლე მოციქულის მიერ იმდროინდელი ეკლესიის აღწერის მნიშვნელობის ჭეშმარიტი წვდომა:
“ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი;
ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი,
ვითარცა მოსიკუდიდნი და აჰა ესერა ცხოველ ვართ,
ვითარცა სწავლულნი და არა სიკულდიდნი;
ვითარცა მწუხარენი, და მარადის გვიხარის;
ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ;
ვითარცა არარაი გუაქუს, და ყოველივე გუაქუს.” (2 კორ. 6: 8-10)


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

130 გვერდი V « < 67 68 69 70 71 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 02:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი