IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

130 გვერდი V « < 71 72 73 74 75 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეკუმენიზმის შესახებ, ემოციების გარეშე
კანუდოსელი
პოსტი Jul 2 2008, 02:52 PM
პოსტი #1441

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

KAIROS
ციტატა
ჩვენთან არასდროს ჰქონია ადგილი ეთნიკური და სარწმუნოებრივი ნიშნით დევნას, რაც, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა ქართულმა ხასიათმა და მასთან შერწყმულმა მოციქულთა მიერ ნაქადაგებმა ქრისტიანულმა აღმსარებლობამ.

ისტორიულად ასე იყო და დღეს ოდნავ სხვაგვარადაა...
მაგალითად რამდენიმე წლის წინათ სინოდის მიერ მიღებული კანონი, რომ საქართველოს ეკლესიის პატრიარქი უნდა იყოს ქართველი

ვინც არ იცის, დავამატებ: ეკლესია საქართველოსია და არა ქართული, რადგან ეკლესია მსოფლიო ეკლესიის ნაწილია

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
animani
პოსტი Jul 3 2008, 09:11 PM
პოსტი #1442

Ann
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 143
რეგისტრ.: 16-May 08
წევრი № 4,841

ციტატა(KAIROS @ Jun 30 2008, 12:11 PM) *

მეგობარო, აბა ცოტა ღრმად ჩაისუნთქე და დამშვიდდი, აბა როგორ ვფიქრობ მე? სად წაიკითხე ჩემი აზრი? მე თქვენს კატეგორიულობას დავარქვი სატირალი, თორემ მრწამსის ნაირსახეობა ხომ არ დამიწერია? ნუ იძაბებით ხოლმე აზროვნებას უშლის ხელს smile.gif

ნეტა მაქ იყოს მარტო პრობლემა და ხვალევე გავერთიანედებოდით კათოლიკებთან ანუ ისინი შემოგვიერთდებოდნენ ჩვენ, ახლანადელი კათოლიკური სამყაროსაითვის არ წარმოდაგენს პრობლემას თქვან მრწამსი ფილიოქვეს გარეშე! თქვენი მონა-მორჩილია ამის მოწმე, ჩვენ კათოლიკებთან სხვა სახის პრეტენზიები გავქვს და წერეთ მშვიდად და მეცნიერულად...

პროტესტანტებთან როგორ აპირებთ გაერთიანებას?
და ბოლოს მე მართლმადიდებლად დავიბადე და მართლმადიდებლად მოვკვდები.
რა მეცნიერებაზეა ლაპარაკი. თუ სინანული გააჩნიათ თვითონ მიიღონ მართლმადიდებლობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 3 2008, 09:44 PM
პოსტი #1443

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025

ციტატა
ჭეშმარიტება მართმადიდებლობაშია.მე ეს ღვთის მადლი განვიცადე და ვიცი.უამრავი სინათლეა,რომელიც თვალს გჭრის(მწვალებლები ) მაგრამ წეშმარიტება მხოლოდ ერთია" მამა პოროფე ათენელი ეს იმიტომ ვისაც ეჭვი ეპარება მართმადიდებლობაში!!!

მეც ამ აზრს ვემხრობიsmile.gif

--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 3 2008, 10:04 PM
პოსტი #1444

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ციტატა

პროტესტანტებთან როგორ აპირებთ გაერთიანებას?

ეგ შორია, როგორც კათოლიკები... ნაწილში ისინი უფრო ახლოსაა, სხვა მხრივ პროტესტანტები უფრო ახლოსაა, ანუ დიალოგია საჭირო, რუსები მაგალითად აქტიურ დიალოგს ეწევიან ძველკათოლიკებთან, ბერძნები ასევე იახლოვებენ სხვა პროტესტანტულ ჯგუფებს, ხდება ხშირი მასიური გადმოსვლები მართლმადიდებლობაზე, ნესტორიანელების, პროტესტანტების და ზოგან კათოლიკეთა, მოკლედ გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია, უფრო დიალოგზე და დაახლოებაზე ვსაუბრობ...
ციტატა
საქართველოს ეკლესიის პატრიარქი უნდა იყოს ქართველი

ხო, ვიცი ეგ, ცოტა უცნაური მოვლენაა, იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, ალბანეთის, დიდი ხანი რუმინეთის პატრიარქები , თავისთავად კონსტანტიეპოლის ბერძნები იყვნენ, რომის რამოდენიმე პაპიც ბერძენი იყო, კათოკლიკებშია რ არსებობს ასეთი შეზღუდვა, წინა პაპი პოლონელი იყო,
ახლა გერმანელი, ყველაზე ხშირად იტალიელები... მიუხედავად მოცემული კანონის აშკარად უფრო ეროვნული ნიშნით მიღებისა, მაინც ეს არ ნიშნავს სხვა ერის დევნა-შევიწროვებას ( რაზედაც დავწერე წინა პოსტი), თუმცა თეოლოგიურად მსგავსი კანონები უფრო პოლიტიკური ხასიათისაა ვიდრე საეკლესიო...
იხარე;
კაიროსი

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jul 3 2008, 10:13 PM
პოსტი #1445

----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815

ციტატა(KAIROS @ Jul 1 2008, 11:54 PM) *

აი ამას თუ შენსავით ცალმხრივად გაიგებ, მაშინ იერუსალიმის ტაძარშიც არ უნდა ილოცო, და მაშინ მართლა წვალებაშია ყველა დაწყებული ჩვენი საპატრიარქოთ და დამთავრებული მსოფლიო პატრიარქით, რომელიც წმ.მოციქულთა საფლავებზე ( კათ. ეკლესიაში ) ან. წმ. ნიკოლოზის საფლავზე ( ისიც კათ, ეკლ.ში) ლოცულობენ, საერთოდ კანონი როცა მოგყავს, უნდა იცოდე განმარტებაც, უნდა მონახო, რომელმა კანონისტმა როგორ განმარტა, რა იგულსიხმა, როგორ შეიცვალ და ა.შ. თორემ დიდი შეცდომებეში ვარდები...

ეხლა ჩემი მდაბიო აზრიც მოისმინეთ.
ჭმ. მოციქულთა საფლავზე ლოცვა არ ნიშნავს კათოლიკებთან ერთად ლოცვას. უბრალოდ საფლავი იმ "ტაძრის" ტერიტორიაზეა(მგონი უფრო პირიქით). აი ერთობლივი ლოცვა რომ ჩაეტარებინათ, ეს უკვე ზემოთხსენებული კანონის დარღვევა იქნებოდა ki.gifsaidumlo.gif

--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 4 2008, 01:06 AM
პოსტი #1446

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ციტატა
. აი ერთობლივი ლოცვა რომ ჩაეტარებინათ, ეს უკვე ზემოთხსენებული კანონის დარღვევა იქნებოდა

გენათალე თავმდაბლობაში smile.gif
ერთობლივად (ერთმანეთის გვერდით) რომ ელოცათ წმ. მოციქულთა წინაშე დარღვევა იქნებოდა? დაუჯდომელი ან პარაკლისი, თუ არა, კაი, წინ ვართ,. თუ კი, მაშინ ოოო... biggrin.gif

ციტატა
"ტაძრის"

biggrin.gif

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 4 2008, 01:54 AM
პოსტი #1447

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

მას შემდეგ რაც განკაცებული სიტყვა ჩვენთან მოვიდა, ყველა კუთხის ქრისტიანულ ეკლესიებს მიაჩნდათ და მიაჩნიათ დიდი ეკლესია, რომელიც რომშია, მათ ერთადერთ ფუძედ და საძირკვლად, ვინაიდან უფლის დაპირებისამებრ მას ვერასდროს სძლევენ ქვესკნელის ძალები.

მაქსიმე აღმსარებელი (580-662)

IPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათი

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 02:46 AM
პოსტი #1448

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

QUOTE(მნათე @ Jul 4 2008, 12:54 AM) *

მას შემდეგ რაც განკაცებული სიტყვა ჩვენთან მოვიდა, ყველა კუთხის ქრისტიანულ ეკლესიებს მიაჩნდათ და მიაჩნიათ დიდი ეკლესია, რომელიც რომშია, მათ ერთადერთ ფუძედ და საძირკვლად, ვინაიდან უფლის დაპირებისამებრ მას ვერასდროს სძლევენ ქვესკნელის ძალები.

მაქსიმე აღმსარებელი (580-662)

IPB ImageIPB ImageIPB ImageIPB ImageIPB Image

და იყო ეგრე 1054 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ პაპ ლეო 3-ს დღოიდან ლათინები დაშორდნენ ერთობას. დოგმატურ სისწორეს თავი რომ დავანებოთ, ააქენის კრებაზე ერთპიროვნულად შეცვალეს მსოფლიო კრებების მიერ დამტკიცებული სარწმუნოების სიმბოლო.
1054 წელს შემწყნარებლობის სამი საუკუნე განხეთქილებით დასრულდა....

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 4 2008, 02:59 AM
პოსტი #1449

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
1054 წელს შემწყნარებლობის სამი საუკუნე განხეთქილებით დასრულდა....

ნუ რავიცი, კათალიკოსს ეტყობა სხვა პოზიცია გააჩნია:

ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში

"სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთობის მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: "ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ...ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან.მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში....თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება-მამა, ძე და სულიწმინდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება 11 საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის...საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა."

1054 წელზე გამახსენდა:

გიორგი მთაწმინდელის (1009-1065) პასუხიდან

ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე X დუკასადმი (1006-1067)
ვინაიდან ბერძენთა შორის მრავალი წვალება შემოვიდა ... და მრავალგზის მიდრკეს, ... ხოლო რომთა ვინაიდგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არაოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალება შემოსრულ არს მათგან და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულმან პეტრე შესწირა უსისხლო იგი მსხვერპლი და უმეტეს, ვითარცა თვით უფალმან მისცა მოწაფეთა, ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი და არა რა არს შინა განყოფილება, ოდენ სარწმუნოება მრავალი იყუს.

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Jul 4 2008, 03:14 AM
პოსტი #1450

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

QUOTE(მნათე @ Jul 4 2008, 01:59 AM) *

კონტექსტიდან ნუ ამოვგლეჯთ ფრაზას და ნუ დავამახინჯებთ აზრს.
ისე შენ კარგად ხვდები მე რაზეც ვთქვი (საღვთისმეტყველო კუთხით), და რაღაც უკონტექსტო ფრაზებით მპასუხობ.
ისე შენ მნათე არა ხარ? თუ მნათე მხოლოდ ნიკად დარჩა?
თუ ეს პოსტი შენი პოზიციაა მაშინ მნათე მხოლოდ ნიკი უნდა იყოს (ან პიროვნების გაორება).
თუმცა ეს უფო კამათია კამათისთვის......

P.S. ისე ვალეში მართლმადიდებლები ვერ არიან მთლად კომფორტულ გარემოში, აქ ისინი უმცირესობაში არიან და საკმაოდ შევიწროებული უმრავლესობის მხრიდან (ეს განსაკუთრებით მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ეხება)

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 4 2008, 03:15 AM
პოსტი #1451

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
კონტექსტიდან ნუ ამოვგლეჯთ ფრაზას და ნუ დავამახინჯებთ აზრს.

კერძოდ რამ გაიძულათ ეს გეთქვათ? კათალიკოსის ქადაგებამ, თუ მთაწმინდელის წერილმა?

ვერ გავიზიარებ ვერც ერთს, მაგრამ ორივე წარმოთქმულ იქნა არც თუ პატარა ფიგურების მიერ ეკლესიაში smile.gif

ციტატა
ისე შენ მნათე არა ხარ? თუ მნათე მხოლოდ ნიკად დარჩა?

რას აპროტესტებთ ვერ მიგიხვდით...

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
animani
პოსტი Jul 4 2008, 08:32 AM
პოსტი #1452

Ann
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 143
რეგისტრ.: 16-May 08
წევრი № 4,841

ციტატა(მნათე @ Jul 4 2008, 02:59 AM) *

ნუ რავიცი, კათალიკოსს ეტყობა სხვა პოზიცია გააჩნია:

ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში

"სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთობის მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: "ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ...ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან.მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში....თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება-მამა, ძე და სულიწმინდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება 11 საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის...საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა."

ნუთუ ეს კათალიკოსმა თქვა? სად შემიძლია სრული ტექსტი წავიკითხო და თარიღი მომაწოდე რა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 4 2008, 02:03 PM
პოსტი #1453

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025

ვინმეს შეგიძლია ამ მაღალ-ყოვლად განათლებულ საზოგადოებაში მამცნოს თუ რა არის ეკუმენური მოძრაობის ს ა ბ ო ლ ო ო მიზანი?

პ.ს

დავით სადა ხარ ?

--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 4 2008, 02:14 PM
პოსტი #1454

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025

ციტატა
მას შემდეგ რაც განკაცებული სიტყვა ჩვენთან მოვიდა, ყველა კუთხის ქრისტიანულ ეკლესიებს მიაჩნდათ და მიაჩნიათ დიდი ეკლესია, რომელიც რომშია, მათ ერთადერთ ფუძედ და საძირკვლად, ვინაიდან უფლის დაპირებისამებრ მას ვერასდროს სძლევენ ქვესკნელის ძალები.

მაქსიმე აღმსარებელი (580-662)

და რა არის სასაცილო?
თუ კათოლიციზმი მოგწონს, გახდი კათოლიკე
რა პრობლემაა ? რა საჭიროა ეკუმენიზმი?

--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 4 2008, 03:10 PM
პოსტი #1455

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
და რა არის სასაცილო?
თუ კათოლიციზმი მოგწონს, გახდი კათოლიკე
რა პრობლემაა ? რა საჭიროა ეკუმენიზმი?

ბატონო ჩემო, სასაცილო ის არის რომ ამ განყოფილებაში გაუაზრებლად მამების ციტირება მოდაში შემოვიდა, ხოდა იმის გამოისობით, რომ ნათელ თავებს შევახსენო, არც ერთი მამა არ არის უცდომელი თქო, შემოგთავაზეთ რამდენიმე უხერხული შემოთავაზება...

შესაბამისად პატივს დამდებთ თუ კათალიკოსის ომოფორში დამაყენებთ და თქვენს საქმეს მიჰხედავთ biggrin.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 4 2008, 03:20 PM
პოსტი #1456

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

მნათე
ციტატა
მას შემდეგ რაც განკაცებული სიტყვა ჩვენთან მოვიდა, ყველა კუთხის ქრისტიანულ ეკლესიებს მიაჩნდათ და მიაჩნიათ დიდი ეკლესია, რომელიც რომშია, მათ ერთადერთ ფუძედ და საძირკვლად, ვინაიდან უფლის დაპირებისამებრ მას ვერასდროს სძლევენ ქვესკნელის ძალები.

მაქსიმე აღმსარებელი (580-662)

ჩემო ლევან ამ ციტატი მოყვანა შენი მხრიდან ან დაუფიქრებლობის ბრალი მგონია, ანდა ის რომ კარგად იცი ამ ციტატი მნიშვნელობა მაგრამ სხვა კონტექსტში მოგყავს.

მაქსიმემდე კლიმენტი რომალეს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში და შემდეგ ეგნატი ანტიოქიელს აქვთ მსგავსი გამონათქვამები რომის პაისა და ზოგადად რომის ეკლესიისადმი, მაგრამ კვლევაში კარგადაა ახსინი ამ გამონათქვამების არსობრივი მნიშვნელობა.

ეს გამონათქვამი არანაირად კავშირში არაა რომის დღევანდელ ეკლესიასთან და ზოგადად ეკუმენიზმთან ხოდა ძალიან გთხოვ თუკი მას ასე დაუფიქრებლად არარ გამოიყენებ.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 4 2008, 03:24 PM
პოსტი #1457

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
ეს გამონათქვამი არანაირად კავშირში არაა რომის დღევანდელ ეკლესიასთან და ზოგადად ეკუმენიზმთან ხოდა ძალიან გთხოვ თუკი მას ასე დაუფიქრებლად არარ გამოიყენებ.

დაუფიქრებლად არ გამომიყენებია, უკვე დავწერე მიზეზი:

ციტატა
ბატონო ჩემო, სასაცილო ის არის, რომ ამ განყოფილებაში გაუაზრებლად მამების ციტირება მოდაში შემოვიდა, ხოდა იმის გამოისობით, რომ ნათელ თავებს შევახსენო, არც ერთი მამა არ არის უცდომელი თქო, შემოგთავაზეთ რამდენიმე უხერხული შემოთავაზება...

რაც შეეხება კარგად ახსნებს, დიდი იმედი მაქვს უკანასკნელი სიტყვების განმარტებას ვიხილავ, განსაკუთრებით საინტერესოა გიორგი მთაწმინდელის გამონათქვამი... რამდენადაც კათოლიკეები დებენ ციტატებს და ჩვენ უბრალოდ ვამბობთ რომ ამას "განმარტება გააჩნია"... ხოდა ძალიანაც კარგი, განვმარტოთ ბატონო, მითუმეტეს თუ ასე ძალიან კარგად აიხსნება kiss1.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 4 2008, 03:29 PM
პოსტი #1458

დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10

ზვარე
Iona
კარგი იქნება თუ მეტი არგუმენტაცია შეემატება თქვენს დიალოგს.
ზვარე
ციტატა
ისე შენ მნათე არა ხარ? თუ მნათე მხოლოდ ნიკად დარჩა?

ეს რა პასუხია? თუ ნამუსზე აგდებით ვცდილობთ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას?
Iona
ციტატა
და რა არის სასაცილო?
თუ კათოლიციზმი მოგწონს, გახდი კათოლიკე
რა პრობლემაა ? რა საჭიროა ეკუმენიზმი?

არც ესაა ლამაზად ნათქვამი ფრაზა.

მეგობრებო, აქ საუბარი მიდის ეკუმენიზმზე, მის დადებით თუ უარყოფით მხარეეებზე, სადაც აუცილებელი პირობაა არგუმენტების მოხმობა.
თქვენ აცხადებთ რომ ეწინააღმდეგებით ეკუმენიზმს, მაგრამ ვერ ასაბუთებთ რატომ.
ნუ მიიღებთ, ჩემს ამ პატარა შენიშვნას ისე თითქოს მე უპირობო ეკუმენისტი ვიყო biggrin.gif ეს ასე არ არის. უბრალოდ, სურვილი მაქვს ნებისმიერი სახის დიალოგი წარიმართოს შესაბამისი წყაროებისა, თუ არგუმენტების მეშვეობით.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 4 2008, 03:33 PM
პოსტი #1459

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

მნათე
ციტატა
განსაკუთრებით საინტერესოა გიორგი მთაწმინდელის გამონათქვამი... რამდენადაც კათოლიკეები დებენ ციტატებს და ჩვენ უბრალოდ ვამბობთ რომ ამას "განმარტება გააჩნია"... ხოდა ძალიანაც კარგი, განვმარტოთ ბატონო, მითუმეტეს თუ ასე ძალიან კარგად აიხსნება

ამაში ნამდვილად ერ შეგედავები ლევან, იმიტომ რომ გიორგი მთაწმინდელის ეს ციტატა ცოტა არ იყოს არასაკმარისი არგუმენტაციითაა ახსნილი ჩვენი მხრიდან და ეს გამოსაკვლევი თემაა.

აი იმაზე რაზეც მე დავწერე სპეციალური ლექცია აქვს ედიშერ ჭელიძეს, ხოდა იქნებ ამ დრეებში ავკრიფო და დავდებ.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 4 2008, 03:33 PM
პოსტი #1460

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
და იყო ეგრე 1054 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ პაპ ლეო 3-ს დღოიდან ლათინები დაშორდნენ ერთობას.

ხო მართლა, როცა კარდინალმა განხეთქილების ბულა დადო აია სოფიას ტაძარზე, ლეო III სამი თვის გარდაცვლილი იყო, ამდენად ის იყო არა ლეგატი, არამედ ექსლეგატი....

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

130 გვერდი V « < 71 72 73 74 75 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 08:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი