IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

130 გვერდი V « < 73 74 75 76 77 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეკუმენიზმის შესახებ, ემოციების გარეშე
daviti_23
პოსტი Jul 5 2008, 02:01 AM
პოსტი #1481


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



აქა მშვიდობა!დასაწყისისთვის ერთი ჭკვიანის ფრაზა უნდა მოვიშველიო კერძოდ გრიგოლ კლიმოვის "მერწმუნეთ როგორც კი ეცდებით,ეშმაკს კუდზე დააბიჯოთ,იქვე წააწყდებით ანტიქრისტესაც და,როგორც კი ანტიქრისტეს რაობაში გარკვევას ეცდებით,უმალ მოგაკერებენ ანტისემიტის იარლიყს" ან ჩვენებურად რომ ვთქვათ სქიზმატისsmile.gif) კლიმოვის ტქსტი მთლიანად საინტერესოა მაგრამ ამაზე შევჩერდეთ.მე წავიკითხე კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეოსის სიტყვით გამოსვლა უნივერსისტეტში და ცოტა ჩავფიქრდი.ბევრი კითხვები გამიჩნდა.
მაგ: აქ ლაპარაკია რომ მოხდეს შეთანხმებები რომ გავრცელდეს ლიტერატურა,იბადება კითხვა იქედან გამომდინარე რომ,ეკუმენურ მოძრაობაში მყოფი ეკლესიების თანასწორ უფლებიანობიდან გამომდინარე იგივე ალტერნატივას არ მოითხოვენ მწვალებლები?ანუ მათი ლიტერატურის გავრცელება და ამაში ხელს ვერ შეუშლის იქ მონაწილე სუბიექტები იმიტომ რომ შეთანხმებით არიან ერთმანეთთან?მეორე კითხვა რომ ეკუმენურ მოძრაობა დახატულია ისე თითქოს ის მართმადიდებლების მიერ იყოს შექმნილი დანარჩენი მწვალებლების მოსაქცევად.ეს ასე არაა რა თქმა უნდა მაშინ მეორე მხარეა რომ მართმადიდებლებმა ეს შანსი გამოვიყენოთ რათა ხმა მივაწვდინოთ სხვებს.ბრწყინვალე იდეაა რომ არ იყოს ეკუმენური მოძრაობის შექნის იდეა ცნობილი.აქ ჩნდება შემდეგი კითხვა რომ არ აქვთ სრული ინფორმაცია ამ მოძრაობის წარმოშობის ისტორიაზე და არ იცნობენ იმ ადამიანების იდოლოგიას ვინებიც ესწრაფვოდნენ ამ მოძრაობის შექმნას.როგორც ცნობილია მართმადიდებლები ამ მოძრაობაში ვართ მიწვეულები ისევე როგორც სხვები.აქედან გამომდინარე ყველა იქ მყოფ წევრს ექნებათ თავის მხრივ მათი იქ ყოფნის აუცილებლობის მქონე არგუმენტები არა მარტო ჩვენ სხვა მწვალებლებსაც.აქ არ მაქვს მხედველობაში მარტო ეკუმენიზმი ასევე პან-ეკუმენიზმი.არგუმენტები რომლებზე დაყრდნობითაც ამართლებენ თავიანთ იქ ყოფნას მაგრამ განა ეს არგუმენტები ბრმად შეიძლებოდეს მივიღოთ;მე იმიტომ ვამბობ რომ თვითონ ეკუმენიზმის შემქმნელი სიონისტები ასე არ ფიქრობენ მათ უფრო ცბიერი გეგმები აქვთ ჩამარხული და დღემდე გვატყუებენ მართმადიდებლებს(იმედია ამ ტესტს სწორად გაიგებენ განვმარტავ:ვგულისხმობ სიონისტებს არა იერარქებს.როგორც ჩანს მათ გულწრფელად სწამთ რასაც ეუბნევიან და ამ დროს სხვებს სულ სხვა გეგმები აქვთ)რაც გამოჩნდება ქვევით მოყვანილ არგუმენტებში.ამიტომ მე მგონია რომ თუ მატ ეს არ იციან მაშინ შევატყობინოთ.მე მინდა რამოდენიმე არგუმენტი მოვიყვანო არა მონაწილე თუ იქ მონაწილეთა მოწინააღმდეგეების რიგებიდან თქმული შეფასებები არამედ ეკუმენური მოძრაობის შემქმნელების მიზნები ანუ არა მონაწილეთა არამედა შემქმნელების არგუმენტები თუ რისთვის და რატომ შეიქმნა ეკუმენური მოძრაობა.ამ მასალაბეის მოძიება არის ძალიან მარტივი დავდებ რამდენიმეს მაგრამ ზღვა რაოდენობაა და ამიტომ ყველს ვურჩევ შევიდნენ სიონისტ მასონთა საიტებზე ან თვალყური ადევნონ მათ გამოცემებში დაბეჭდილ სატატიებს თუ ნაშრომებს.
ასე მაგ: 1)http://video.mail.ru/mail/diana009/146/207.html ეს საიტია სადაც ვიდეო მასალებია და იქ ბევრი საინტერესო რამეა მაგრამ ეს სულ არაა. 2)Алексей Осипов: "Не внешнее объединение важно, а единение в истине. Увы, в экуменизме само понятие святости, духовные измерения религии вымываются. В конце 60-х годов в Бангкоке проходила экуменическая конференция "Спасение сегодня". На ней говорилось о чем угодно: о спасении человечества от войн, нищеты, болезней... Забыли только об одном. О том спасении, с которым пришел Иисус Христос. Когда же наши представители напомнили об этом, на них посмотрели как на динозавров.

Безразличие к истине, охлаждение религиозности ощущаются уже давно. Вот вам еще один пример. Протоиерей Сергий Булгаков в 1927 году в Лозанне на Всемирной конференции "Вера и устройство" предложил: давайте все причащаться от единой чаши. Наши так называемые догматические различия настолько незначащи, что мы можем пренебречь ими". 3)http://www.apocalyptism.ru/TRC_4_3.htm
4)ამ საიტზე დევს სინისტ სწავლულთა წიგნები რუსულად და ბევრი რამ წერია როგორ უნდა შექმნილიყო თანმედროვეობა და ხდება თუ არა ის ასე www.apocalyptism.ru/ .(აქ აფხაზეთზე საინტერსო მასალა დევს ტიტქოს რარაც რელიგიური მოძრაობა შექმნეს არ წამიკითავს ტუმცა სხვა ტემაა მაგრამ საინტერესო) მოკლედ იფორმაცია ულევია და მოძიება დამღლელი ნახეთ არა ეკუმენიზმის კრიტიკოსების აზრი ან იქ მონაწილეთა არამედ იდეის სულის ჩამდგმელების ცნობიერებას გავეცნოთ.უბრალოდ GOGLE-ს საიტიდანაც შეიძლება მოძებნა შეიყვანეთ საძიებელი სიტყვა მასონიზმზე ან სიონიზმე ან ორივე ერტად და ეკუმენიზმი დაუამრავი ინფორმაციაა რაც ადასტურებს რომ მართმადიდებლებს ატყუებენ ასე რომ თუ არ იციან მათ მაშინ შევატყობინოთ.


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 5 2008, 02:37 AM
პოსტი #1482


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეკუმენიზმში მონაწილეობით არაერთი სასულიერო პირი ჩავარდნილა ცოდვაში (თანამლოცველობა მწვალებლებთან და ა.შ), მაგრამ არც ერთ მიმდინარეობას არ გადაუხედავს კრიტიკულად თავის სწავლებისათვის.
ეს მხოლოდ მამა ანდრიას აზრი არაა ეკუმენიზმის შესახებ. ჩემი აზრით ამას ჩვენი საპატრიარქოც იზიარებს.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 5 2008, 03:36 AM
პოსტი #1483


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პირველი ვორნი ფორუმ.გე-ზე... ბენედიქტის შეურაცხყოფა გავასამართლე biggrin.gif

http://forum.ge/?showtopic=33868235&f=&st=45&#entry10311126


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 5 2008, 03:47 AM
პოსტი #1484


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა
მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პირველი ვორნი ფორუმ.გე-ზე... ბენედიქტის შეურაცხყოფა გავასამართლე

http://forum.ge/?showtopic=33868235&f=&st=45&#entry10311126

ძალიან კარგი მნათეუს, ნებისმიერი აღმსარებლობის წარმომადგენლისთვის მისი რწმენა მისთვის წმიდაა და არანაირად არ შეიძლება შეურაცხყოფა,
მით უმეტეს ასეთი მაღალი იერარქების შეურაცხყოფა სირცხვილია.


kiss1.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Jul 5 2008, 09:10 AM
პოსტი #1485


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



ციტატა(ნაინა @ Jul 5 2008, 03:47 AM) *

ძალიან კარგი მნათეუს, ნებისმიერი აღმსარებლობის წარმომადგენლისთვის მისი რწმენა მისთვის წმიდაა და არანაირად არ შეიძლება შეურაცხყოფა,
მით უმეტეს ასეთი მაღალი იერარქების შეურაცხყოფა სირცხვილია.


kiss1.gif

შეურაცყოფა საერთოდ ცოდვაა და მას ადამიანი უნდა ერიდოს არა მარტო ადამიანთა მიმართებაში არამედ საერთოდ სამყაროში ნებისმიერი რამის მიმართ იმიტომ რომ "შემქმნელი ყოველთა,ხილულთა და არა ხილულთა" არის უფალი.ხოლო მათი სარწმუნოება(მწვალებლების) მათთვის რომ "წმინდაა" ეს იმას ნიშნავს რომ თუ არ გადმოვლენ ჭეშმარიტებაზე წარწყმდებიან სამწუხაროდ.ამიტომ ჩვენ კვერი და ტაში კი არ უნდა დავუკრად არამედ უნდა ვამხილოთ.უბრალოდ ამ დროს ემოციურად ზედმეტი სიყვარულით შეიძლება "შემოგელანძღოს" ვინმე smile.gif) თუმცა გამოთქმა ხომ გაგიგიათ "მე რომ ვიგინები,ჩემი (მკერდი) გლოცავთო" რას ვიზამთ ადამიანები ვართsmile.gif)


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 5 2008, 10:26 AM
პოსტი #1486


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



daviti_23
ციტატა
მათთვის რომ "წმინდაა" ეს იმას ნიშნავს რომ თუ არ გადმოვლენ ჭეშმარიტებაზე წარწყმდებიან სამწუხაროდ.ამიტომ ჩვენ კვერი და ტაში კი არ უნდა დავუკრად არამედ უნდა ვამხილოთ.უბრალოდ ამ დროს ემოციურად ზედმეტი სიყვარულით შეიძლება "შემოგელანძღოს" ვინმე )

ზედმეტი სიყვარულით შემოლანძღვა მიახლოებით მივხვდი რას ნიშნავს biggrin.gif

ყველა რელიგიის მიმდევარს თავისი რწმენა ჰგონია მართალი და შეუმცდარი, ამიტომ ისინი სულაც არ ფიქრობენ რომ წარწყმედა მათი ხვედრია.
ვინც არ უნდა იყოს, იქნება ეს კათოლიკე, მუსულმანი თუ არ აქვს მნიშვნელობა , ისევე ძვირფასია მისი რწმენა მათთვის, როგორც მართლმადიდებლობა ჩვენთვის.
შეიძლება პიროვნებას, მოქცევის მიზნით, დაველაპარაკოთ ჩვენი რელიგიის უპირატესობაზე და შეუმცდარობაზე, მაგრამ არანაირად არ შეიძლება, რომ მას საკუთარი რწმენა შევუგინოთ და დავუმციროთ. ამის უფლება ვფიქრობ რომ არა გვაქვს. smile.gif

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა და სწორედ ამის გამო მოვუწონე მნათეს საქციელი smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jul 5 2008, 11:18 AM
პოსტი #1487


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(abo @ Jul 5 2008, 02:37 AM) *

ეკუმენიზმში მონაწილეობით არაერთი სასულიერო პირი ჩავარდნილა ცოდვაში (თანამლოცველობა მწვალებლებთან და ა.შ), მაგრამ არც ერთ მიმდინარეობას არ გადაუხედავს კრიტიკულად თავის სწავლებისათვის.

+1


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 5 2008, 11:30 AM
პოსტი #1488


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



abo
ციტატა
ეკუმენიზმში მონაწილეობით არაერთი სასულიერო პირი ჩავარდნილა ცოდვაში (თანამლოცველობა მწვალებლებთან და ა.შ), მაგრამ არც ერთ მიმდინარეობას არ გადაუხედავს კრიტიკულად თავის სწავლებისათვის.

და ეს ეკუმენიზმის ბრალი იყო? სადაც არ უნდა იყო ადამიანი, როგორ გარემოშიც, თუ შენ მართლმადიდებელი სარწმუნების შინაგანი და ჭეშმარიტი აღმსარებელი ხარ, მე მგონი გარემო პიობები შენზე ასეთ გავლენას არ უნდა იწვევდეს.

როგორც ბევრი ამ შემთხვევაშიც ნაცნობ, ლოტის და იუდას მაგალითს მოვიყვან, ერთი სოდომში ცხოვრობდა მაგრამ სიწმინდე შეინარჩუნა, მეორე მოციქული იყო მაგრამ ქრისტე გაყიდა...

ასე მეც შეიძლება მისი უწმინესობის სიტყვები მოვიშველიო არგუმენტად, როგორც 1997 წლის ინტერვიუდან, ასევე 2004 წლის აკადემიაში საუბრიდან, რომ ეკუმენურმა მოძრაობამ ბევრი სასიკეთო საქმე მოიტანა, რომ მაგალიტად გაიხსნა ამერიკის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია (თუნდაც ეს რად ღირს), რომ მრავალი პროტესტანტი მოექცა მართმადიდებლობაზე და ასე შემდეგ. და უშუალოდ საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით. 1962 წელს რომ არ შესულიყო ეკუმენურ მოძრაობაში, დაფიქრებულხართ რა დარჩებოდა საქართველოს ეკლესიისგან...

მე არ ვამბობ რომ ეს კარგია, იმიტომ რომ არ ვიცნობ რეალურად ამ მოძრაობის როგორც საფუძვლებს, ასევე დღევანდელ მიზნებს. მაგრამ არ შემიძლია ის ვამტკიცო რომ ეს მწვალებლობაა, რადგან ამის რეალური საფუძველი არ არსებობს.

ეს საკითხი ცალსახად შესაფასებელი არ არის.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xatia19
პოსტი Jul 5 2008, 01:58 PM
პოსტი #1489


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 23-May 08
მდებარ.: saberdzneti
წევრი № 4,891



ეკუმენიზმი ანუ "აღდგომა" ჯვარცმის გარეშე[არქიმანდრიტი ლაზარე]

ეკუმენიზმი- ეს აშკარა ბოროტებაა, თანაც დახვეწილი მზაკვრობით, თვალთმაქცური მომხიბლაობით გამორჩეული, რომელიც სულზე თუმცა შეუმჩნევლად მოქმედებს, მაგრამ ქრისტიანის სულიერი ცხოვრების უმთავრესი ცენტრების პარალიზებას ახდენს.. თუმცაღა ჩვენი ეკლესიის მრავალი წევრი, ერისკაცი თუ მღვდელი აცხადებს რომ, ეკუმენიზმმა შესაძლოა დადებითი როლიც კი შეასრულოს, თუკი მას "გარკვეული" პოზიციიდან მივუდგებით, მაგრამ ამგვარი შეხედულება სავსებით მცდარია, ეკუმენიზმი დამანგრეველ ძალად დარჩება ჯეშმარიტი სარწმუნოების მიმართ..
რაგინდ კეთილ, წესიერ და სასიამოვნო ადამიანებად არ უნდა მიგვაჩნდნენ მატი წარმომადგენლები, რაგინდ მეგობრული ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს მათთან, ღმერთის შესახებ მათი სწავლების სიმცდარეში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ. კაცობრივი სიკეთის გარეგნული სახე ნუ მოგვატყუებს: სიკეთე სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ხშირად სულიერი სიბრმავის გამო ჩვენ არ ძალგვიძს კაცის გარეგნული საქმეების ძირის დანახვა, კერძოდ იმის მიხვედრა, თუ სულის რა ფენებიდან აღმოცენდებიან ეს გარეგნული სათნოებანი. მხოლოდ წმინდა მამები გვასწავლიან სახარებისეული სიკეთის ცრუ კაცობრივი სიკეთისგან გარჩევას, მარტოოდენ ჩვენი გონება ამისთვის არ გამოდგება..
ეკუმენიზმის მომხრენი ხშირად ამბობენ:"ეკუმენიზმი სულ სხვა რამ არის- თქვენ არ გესმით, რას ნიშნავს ეს, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დავუთმოთ მწვალებლებს სარწმუნოებრივ საკითხებში, პირიქით: მართლმადიდებლობისაკენ მათი მოზიდვა გვინდა. ჩვენ არა გვაქვს უფლება საკუთარ თავში ჩავიკეტოთ და მხოლოდ საკუთარი სულის ცხონებაზე ვიზრუნოთ, როდესაც მთელი მსოფლიო იღუპება"... მაგრამ ამავე დროს: როდესაც ღმერთი ინებებს და ვინმე კათოლიკე, პროტესტანტი ან სხვა გზააბნეული სული დიდი ძიებისა და ტანჯვა-წვალების შემდეგ მართლმადიდებლობის მიღებას გადაწყვეტს, ეს ჩვენი "სიყვარულით სავსე" ეკუმენისტები მოულოდნელად სრულიად გულგრილად ხვდებიან ხოლმე ფარას ჩამორჩენილ, მამისეულ სახლში დაბრუნებას მოწყურებულ კრავებს! ამ მოძღვართა სახეებს მაშინ აღარც აღტაცება ეტყობა და არც უწინდელი ენთუზიაზმი- პირიქით, რაღაც მოწყენა და მეტიც, უკმაყოფილება ეუფლებათ! ლამისაა უთხრან: "რა საჭიროა ასეთი მსხვერპლი? ეს სრულიადაც არ არის აუცილებელი, დაბრუნდით თქვენიანებთან, გულს ნუ ატკენთ მათ!" და მართაც, რა დროს აღტაცება და ენთუზიაზმია, როცა პაპებს, კარდინალებს, ქსენძებს, პასტორებს, დოქტორებს.. ძალიან არ მოეწონებათ თავიანთი ცხვრების მართლმადიდებლებისკენ გადასვლა! ვაითუ გაუნაწყენდნენ ჩვენს მწყემსებს და "ქრისტიანთა გაერთიანების საქმე მთელ მსოფლიოში მშვიდობის დასამყრებლად" გართულდეს და გაჭიანურდეს. ღირს კი განა ერთი- ორი საწყალი კრავისთვის დავა- მთავარი მიზანი ხომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.............

ეკუმენიზმთან დაკავშირებით ასევე მამა სერაფიმე როუზი ამბობს:"ეკუმენისტური მოძრაობის მართლმადიდებელი წარმომადგენლები იმითაც კი, რომ მონაწილეობენ ამ მოძრაობაში და ლოცულობენ მათთან ერთად, ვისაც მცდარი წარმოდგენა აქვს ქრისტესა და მის ეკლესიაზე მწვალებლებს ამას ეუბნებიან:"შესაძლოა მართლებიც იყოთო" . ეს უკვე სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა დაკარგოს ღვთის მადლი- და მერე რა შრომის ფასად დაუჯდება მისი დაბრუნება ვინ იცის!"


--------------------
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]

"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41)


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 5 2008, 02:36 PM
პოსტი #1490


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. smile.gif

ციტატა
და ეს ეკუმენიზმის ბრალი იყო? სადაც არ უნდა იყო ადამიანი, როგორ გარემოშიც, თუ შენ მართლმადიდებელი სარწმუნების შინაგანი და ჭეშმარიტი აღმსარებელი ხარ, მე მგონი გარემო პიობები შენზე ასეთ გავლენას არ უნდა იწვევდეს.

როგორც ბევრი ამ შემთხვევაშიც ნაცნობ, ლოტის და იუდას მაგალითს მოვიყვან, ერთი სოდომში ცხოვრობდა მაგრამ სიწმინდე შეინარჩუნა, მეორე მოციქული იყო მაგრამ ქრისტე გაყიდა...


1.ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა. 2. არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.

თუკი თვალის შენი გაცდონებდესო ჯობია ამოითხაროო როგორც სახარება გვასწავლის . როგორც წმ ინანე ოპროპირის განმარტავს სახარების ამ ეპიხოდს საუბარია ახლობლებზე რომლებიც გვაბრკოლებენ უფალთან ურთიეთობაში.



--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 5 2008, 02:56 PM
პოსტი #1491


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Iona
ციტატა
1.ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა. 2. არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.

თუკი თვალის შენი გაცდონებდესო ჯობია ამოითხაროო როგორც სახარება გვასწავლის . როგორც წმ ინანე ოპროპირის განმარტავს სახარების ამ ეპიხოდს საუბარია ახლობლებზე რომლებიც გვაბრკოლებენ უფალთან ურთიეთობაში.

უი, შენ რა ასე მშრალად გინდა გადმოსცე სახარების ეს სიტყვები smile.gif მაშინ პავლე მოციქუის იმ სიტყვებზე რას მეტყვი, რომ ამბობს ებრაელისთვის ებრელი გავხდებიო და წარმართისთვის წარმართიო და ასე შემდეგ რომ ის ქრისტესთან მივიყვანოო.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xatia19
პოსტი Jul 5 2008, 03:00 PM
პოსტი #1492


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 23-May 08
მდებარ.: saberdzneti
წევრი № 4,891



ციტატა(afxazi @ Jul 5 2008, 02:56 PM) *

Iona

უი, შენ რა ასე მშრალად გინდა გადმოსცე სახარების ეს სიტყვები smile.gif მაშინ პავლე მოციქუის იმ სიტყვებზე რას მეტყვი, რომ ამბობს ებრაელისთვის ებრელი გავხდებიო და წარმართისთვის წარმართიო და ასე შემდეგ რომ ის ქრისტესთან მივიყვანოო.


მაგრამ იქვე პავლე მოციქული ამბობს: წარმართს ერთი და ორი შეგონების შემდეგ თუ არ მობრუნდა განეშორეო..... ამაზე რას იტყვი?


--------------------
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]

"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41)


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 5 2008, 03:04 PM
პოსტი #1493


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



xatia19
ციტატა
მაგრამ იქვე პავლე მოციქული ამბობს: წარმართს ერთი და ორი შეგონების შემდეგ თუ არ მობრუნდა განეშორეო..... ამაზე რას იტყვი?

ჯერ ზემოთაზე მიპასუხე და ამაზე გიპასუხებ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 5 2008, 03:07 PM
პოსტი #1494


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



xatia19
ციტატა
მაგრამ იქვე პავლე მოციქული ამბობს: წარმართს ერთი და ორი შეგონების შემდეგ თუ არ მობრუნდა განეშორეო..... ამაზე რას იტყვი?

მერე იმ ერთი და ორი შეგონებისას რა ხდება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 5 2008, 03:17 PM
პოსტი #1495


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



afxazi

ციტატა
უი, შენ რა ასე მშრალად გინდა გადმოსცე სახარების ეს სიტყვები მაშინ პავლე მოციქუის იმ სიტყვებზე რას მეტყვი, რომ ამბობს ებრაელისთვის ებრელი გავხდებიო და წარმართისთვის წარმართიო და ასე შემდეგ რომ ის ქრისტესთან მივიყვანოო.


ეგ რომელ ადგილას არის შემახსენე

პ.ს

შეგიძლია მიპასუხო თუ რა განსხვავებააა ეკუმენიზმსა და მისიონერობას შორის?

და რომლით იყო პავლე მოციქული დაკავებული ეკუმნიზით თუ მისიონერობით?



--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 5 2008, 03:23 PM
პოსტი #1496


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Iona
ციტატა
რომლით იყო პავლე მოციქული დაკავებული ეკუმნიზით თუ მისიონერობით?


ამიხსენი, ეს სიტყვები რაა?

"დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. " (საქმ. XVII, 22-23)

rolleyes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xatia19
პოსტი Jul 5 2008, 04:05 PM
პოსტი #1497


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 23-May 08
მდებარ.: saberdzneti
წევრი № 4,891



ციტატა(afxazi @ Jul 5 2008, 02:56 PM) *

Iona

უი, შენ რა ასე მშრალად გინდა გადმოსცე სახარების ეს სიტყვები smile.gif მაშინ პავლე მოციქუის იმ სიტყვებზე რას მეტყვი, რომ ამბობს ებრაელისთვის ებრელი გავხდებიო და წარმართისთვის წარმართიო და ასე შემდეგ რომ ის ქრისტესთან მივიყვანოო.


ანუ მე ყველაფერს ვეცდები იმისთვის რომ ხალხი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოვაბრუნოო...... მაგრამ არა ისე, რომ მეც წარმართი გავხდეო, უბრალოდ მეგობრად გავუხდებიო......


--------------------
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]

"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41)


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 5 2008, 04:15 PM
პოსტი #1498


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Iona
ციტატა
ეგ რომელ ადგილას არის შემახსენე

კორინთელთა პირველი ეპისტოლის მეცხრე თავი 16-22 მუხლები:

რადგანაც თუ ვაბარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ.
რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ.
კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით.
რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა.
იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი.
ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი.
უძლურთათვის - უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი.



ციტატა
შეგიძლია მიპასუხო თუ რა განსხვავებააა ეკუმენიზმსა და მისიონერობას შორის?


პატრიარქის 1997 წლის ინტერვიუდან: "მართმადიდებური ეკლესიების და პირადად ჩემი დამოკიდებულება სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების და ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ გულისხმობს დიალოგის აუცილებლობას.

მართლმადიდებლობა ინახავს განუყოფელი ეკლესიის სწავლებას, იმ ეკლესიისა, რომელიც თვით მაცხოვარმა და მისმა მოწაფეებმა დაარსეს, ჩვენი ვალია გავაცნოთ ეს რწმენა და ტრადიციები სხვა ქვეყნებსა და ხალხებს, ვისაც აქვს ამის სურვილი.

პროტესტანტულ სამყაროში ბოლო დროს იგრძნობა განსაკუთრებუი დაინტერესება, სწრაფვა პირველსაწყისის მართლმადიდებლობისაკენ. შეერთებულ შტატებში დაარსდა მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია, ევროპაში გაჩნდა მართლმადიდებლური ეპარქიები, იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში იზრდება მართლმადიდებელი მრევლი. ყოველივე ეს შედეგია ურთიერთობისა, დიალოგისა, ქადაგებისა. ჩვენში ზოგიერთნი ამის წინააღმდეგები არიან. ბრმა რელიგიურ ფანატიზმს ჯანსაღი რწმენა და სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ, თორემ არასწორ გზაზე დავდგებით."




რაც შეეხება მისიონერობას, ეს ცოტა სხვა თემაა და ამას აქ არ განვხილავთ, თუმცა რაღაც მომენტში მაინც აქტუალურია.


ციტატა
და რომლით იყო პავლე მოციქული დაკავებული ეკუმნიზით თუ მისიონერობით?

წაიკითხე კარგად რომაელთა მიმათ ეპისტოლე და მიხვდები.

xatia19
ციტატა
ანუ მე ყველაფერს ვეცდები იმისთვის რომ ხალხი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოვაბრუნოო...... მაგრამ არა ისე, რომ მეც წარმართი გავხდეო, უბრალოდ მეგობრად გავუხდებიო......

yes.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xatia19
პოსტი Jul 5 2008, 04:23 PM
პოსტი #1499


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 23-May 08
მდებარ.: saberdzneti
წევრი № 4,891



ციტატა(დათიკო @ Jul 5 2008, 03:07 PM) *

xatia19

მერე იმ ერთი და ორი შეგონებისას რა ხდება?


რაღაც კითხვა კარგად ვერ გავიგე... unsure.gif


--------------------
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]

"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41)


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 5 2008, 11:24 PM
პოსტი #1500


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



დასმულ შეკითხვებს რატომ არ პასუხობთ პირდაპირ?

სად ეკკუმენიზმი და სად პავლე მოციქული ?
მოციქული ახარებდა წარმართებს - საქ,ე გვაქ მისონერულ საქმიანობასთAნ
პავლე მოციქული კერპებთან ლოცულობდა ?


ციტატა
პატრიარქის 1997 წლის ინტერვიუდან:

სამართლანობის გამო უნდა ისიც ავღნიშნოთ რომ
ეგ იყო 1997 წელს მას მერე მე როგორც მახსოვს ეკუმენური მოძრაობიდან გამოვედით ჩვენივე ნებით!!! და ეგ სულ სხვა თემა და სხვა ისტორიაა.

ციტატა
"დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. " (საქმ. XVII, 22-23)


ვინ იდგა ელინთა კერპების უკან ვისაც ისინი ეთაყვანებოდნენ , ?

ვისაც შეუცნობლად ეთAყვანებნენ -- გასაგებია ვინც არის უცნობ ღმერთად მოხსენიებული.

ეუმენიზმის მომხრეებმა გთხოვეთ მიპასუხოტთ ადრე დასმულ შეკითხვებზე smile.gif
ციტატა
ხალხო და ჯამაათნო! რა არის ეკუმენური მოძრაობის საბოლოო მიზანი ?
და სეართოდაც საიდან დაიწყო ეს მოძრობა ?



--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

130 გვერდი V « < 73 74 75 76 77 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 03:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი