![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
xatia19 |
![]()
პოსტი
#1501
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 23-May 08 მდებარ.: saberdzneti წევრი № 4,891 ![]() |
ციტატა ხალხო და ჯამაათნო! რა არის ეკუმენური მოძრაობის საბოლოო მიზანი ? და სეართოდაც საიდან დაიწყო ეს მოძრობა ? იგი წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან"ოიკუმენი"- ნიშნავს "მსოფლიოს", "საყოველთაოს", იმას რაც დედამიწასა და მის მკვიდრთ ეხებათ. წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას ასევე ბერძნულად ეწოდება ეკუმენური და არსებითად ასეთიცაა, რამეთუ მისმა დამფუძნებელმა, განკაცებულმა უფალმა დაადგინა, რომ იგი მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელებულიყო. თანამედროვე ტერმინი"ეკუმენიზმი" შემოიტანა მასონთა ცნობილმა ლიდერმა ჯონ მოტმა. ეს მოხდა "საერთაშორისო მისიონერული საბჭოს" კონფერენციაზე , რომელიც 1910 წელს მისივე თავმჯდომარეობით შედგა ედინბურგში- შოტლანდიაში. სწორედ იმ დროს დაედო სათავე ეკუმენისტურ მოძრაობას, რომელსაც "მსოფლიო მოძრაობის" პრეტენზია აქვს, მაგრამ იგი მსოფლიო ერთიანობას, ერთობას ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის წიაღში მართლმადიდებლობისგან განდგომილი კონფენსიების მექანიკური შეერთებით ცვლის. ეკუმენისტურ მოძრაობას, მის საქმიანობას წარმართავს 1948 წელს ამსტერდამის ასამბლეაზე შექმნილი "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო"(ე.მ.ს) რომლის ცენტიც ჟენევაშია. "თანამედროვე ეკუმენისტებს" მიაჩნიათ, რომ შეიძლება ახლებურად ლაპარაკი ღმერთზე, იესო ქრისტეს საიდუმლოებებსა და წმინდა ეკლესიაზე. არაფრად აგდებენ მართლმადიდებლურ დოგმატებს, კანონებსა და წმინდა გადმოცემებს. ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკუმენიზმი, რომელიც დღემდე არსებობს და მარად იარსებებს, ჟენევის "ეკუმენიზმის" გაჩენამდე ბევრად ადრე წარმოიშვა. ესაა ეკუმენიზმი ანუ მსოფლიო საყოველთაობა წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელიც დააარსა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ჭეშმარიტი ეკუმენური ეკლესია ყოველთვის ისწრაფვოდა და დღესაც ისწრაფვის, სულიერი ერთობის, გაერთიანებისკენ, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოების-მართლმადიდებლობის წიაღში, რასაც ჟენევის ეკუმენიზმი მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობათა გაერთიანების, სულიერი ერთობის მცდელობით ცვლის. ამიტომაცაა თანამედროვე ეკუმენიზმი სრულიად ახალი მოვლენა და მიუღებელი ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის.... (დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი) -------------------- ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]
"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41) |
მართა |
![]()
პოსტი
#1502
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
xatia19
მოემზადე შეტევისთვის, გიორგი თევდორაშვილს ბნელს, ჩამორჩენილს, შენ კი მის რუპორად გამოგაცხადებენ...მავანნი ![]() ![]() ![]() მაგრამ არ შეგეშინდეს აგერ ვართ ჩვენ ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
xatia19 |
![]()
პოსტი
#1503
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 23-May 08 მდებარ.: saberdzneti წევრი № 4,891 ![]() |
xatia19 მოემზადე შეტევისთვის, გიორგი თევდორაშვილს ბნელს, ჩამორჩენილს, შენ კი მის რუპორად გამოგაცხადებენ...მავანნი ![]() ![]() ![]() მაგრამ არ შეგეშინდეს აგერ ვართ ჩვენ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]
"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41) |
abo |
![]()
პოსტი
#1504
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
afxazi
[quote]და ეს ეკუმენიზმის ბრალი იყო?[/quote] დიახ. და თანალოცვა რბილად რომ ვთქვა დაბრკოლეა რომ არის , თუ ცოდვა არა უცხოა? [quote]ასე მეც შეიძლება მისი უწმინესობის სიტყვები მოვიშველიო არგუმენტად,[/quote] უწმინდესი რომ მაგ აზრზე იყოს არც ემს-დან გამოიყვანდა საწმყსოს, მაქ ხომ ეკუმენიზმის საბადოა. და როცა ვიყავით კარგი რა გაკეთდა. [quote]1962 წელს რომ არ შესულიყო ეკუმენურ მოძრაობაში, დაფიქრებულხართ რა დარჩებოდა საქართველოს ეკლესიისგან...[/quote] რატო რა დარჩებოდა, პირიქით რომ გამოვიდა მის შემდეგ აყვავდა ჩვენი ეკლესია და ახლა და ახლა უფრო ძლიერდება. [quote]მე არ ვამბობ რომ ეს კარგია, იმიტომ რომ არ ვიცნობ რეალურად ამ მოძრაობის როგორც საფუძვლებს, ასევე დღევანდელ მიზნებს. quote] რასაც ვიცნობთ ისიც საკმარისია და დღევანდელ მიზნებში და სიღრმეებში არც არავინ ჩაგვახედებს. ეგ კი არა როცა იქ ვიყავით მაშინაც არავინ ისმენდა ჩვენს ლაპარაკს. [quote] არ შემიძლია ის ვამტკიცო რომ ეს მწვალებლობაა, რადგან ამის რეალური საფუძველი არ არსებობს.[/quote] გაჩერდი მერე, შენ ვინ გითხრა მაგ დაამტკიცეო? და რეალური საფუძველი ვისთვისაც არსებობს ის შეეცდება დაამტკიცოს. [quote]ეს საკითხი ცალსახად შესაფასებელი არ არის.[/quote] ნამდვილად გეთანხმები. [quote]1.ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა.[/quote] [quote]მაშინ პავლე მოციქუის იმ სიტყვებზე რას მეტყვი, რომ ამბობს ებრაელისთვის ებრელი გავხდებიო და წარმართისთვის წარმართიო და ასე შემდეგ რომ ის ქრისტესთან მივიყვანოო.[/quote] ის პავლე მოციქული იყო მერე და რომ ქრისტესთან მივიყვანოო ამბობს ჩვენ არც ქრისტესთან მიყვანას გვთხოვს ვინმე, ხოლო თუ ვიორჭოფეთ მიყვანა კი არა აქეთაც დავიფანტებით. დათიკო [quote]მერე იმ ერთი და ორი შეგონებისას რა ხდება?[/quote] ხოდა რომ არაფერი ხდებოდა იმიტომ განვეშორეთ. შეგონება თუ ნაყოფიერია იქ ყოფნის გარეშეც გამოიღებს ნაყოფს. პატივისცემით აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#1505
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ამ თემაში მგონი არცერთი პოსტი არ დამიწერია და დავაფიქსირებ ჩემს ხედვას ამ საკითხებთან დაკავშირებით.
1.მასონები და სხვა ძალები რომ არსებობენ რომლებიც ქრისტიანობას ებრძვიან ეს უეჭველია და ამაზე მრავალი მასალა არის და ის პოზიცია საერთოდ არაფერი არ არსებობსო ზედმეტი გულუბრყვილობაა ჩემი აზრით. 2.მეორეს მხრივ არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ ყველაფერი მასონების ხელშია და ისინი წარმართავენ ყველა მოვლენებს რადგანაც უფლის დაშვების გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს რაც არ უნდა ეცადოს.მაგ არამგონია მასონთა გეგმაში ყოფილიყო ჰიტლერი რომ ებრაელებს დევნიდა და სხვა. 3.ჩვენი ეკლესია ეკუმენიზმში რომ არ არის ეს სწორია რადგანაც ასე დაადგინეს პატრიარქმა და სინოდმა და მათ იციან თუ როდის რაა სწორი ჩვენი ეკლესიისთვის.და პატრიარქმა თქვა თავის ქადაგებაში ამ პოზიციის მართებულობა რიგი მიზეზებისა და არა იმის გამო რომ ზოგი განხეთქილებაში გასვლით იმუქრებოდა ამის გამო. 4.არასწორია ვინც სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებს და მათ მეთაურებს განიკითხავს ეკუმენიზმში ანუ სხვა რელიგიის მიმდევრებთან დიალოგის წარმოების გამო სხვადასხვა საკითხებზე. ჩვენ ჩვენს თავს უნდა მოუაროთ და დავემორჩილოთ პატრიარქს და სინოდს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის და მათი მეთაურების განკითხვა სხვადასხვა საკითხებში განსხვავებული პოზიციის გამო. ისე კი სრულებით ვეთანხმები ამ საკითხებთან დაკავშირებით მამა ანდრიას,მამა ირაკლის,ჩემს მოძღვარს,მამა პაისს,მამა გაბრიელს, და აშ. და აშ. |
abo |
![]()
პოსტი
#1506
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
xatia19
ციტატა იგი წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან"ოიკუმენი"- ნიშნავს "მსოფლიოს", "საყოველთაოს", იმას რაც დედამიწასა და მის მკვიდრთ ეხებათ. წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას ასევე ბერძნულად ეწოდება ეკუმენური და არსებითად ასეთიცაა, რამეთუ მისმა დამფუძნებელმა, განკაცებულმა უფალმა დაადგინა, რომ იგი მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელებულიყო. თანამედროვე ტერმინი"ეკუმენიზმი" შემოიტანა მასონთა ცნობილმა ლიდერმა ჯონ მოტმა. ეს მოხდა "საერთაშორისო მისიონერული საბჭოს" კონფერენციაზე , რომელიც 1910 წელს მისივე თავმჯდომარეობით შედგა ედინბურგში- შოტლანდიაში. სწორედ იმ დროს დაედო სათავე ეკუმენისტურ მოძრაობას, რომელსაც "მსოფლიო მოძრაობის" პრეტენზია აქვს, მაგრამ იგი მსოფლიო ერთიანობას, ერთობას ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის წიაღში მართლმადიდებლობისგან განდგომილი კონფენსიების მექანიკური შეერთებით ცვლის. ეკუმენისტურ მოძრაობას, მის საქმიანობას წარმართავს 1948 წელს ამსტერდამის ასამბლეაზე შექმნილი "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო"(ე.მ.ს) რომლის ცენტიც ჟენევაშია. "თანამედროვე ეკუმენისტებს" მიაჩნიათ, რომ შეიძლება ახლებურად ლაპარაკი ღმერთზე, იესო ქრისტეს საიდუმლოებებსა და წმინდა ეკლესიაზე. არაფრად აგდებენ მართლმადიდებლურ დოგმატებს, კანონებსა და წმინდა გადმოცემებს. ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკუმენიზმი, რომელიც დღემდე არსებობს და მარად იარსებებს, ჟენევის "ეკუმენიზმის" გაჩენამდე ბევრად ადრე წარმოიშვა. ესაა ეკუმენიზმი ანუ მსოფლიო საყოველთაობა წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელიც დააარსა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ჭეშმარიტი ეკუმენური ეკლესია ყოველთვის ისწრაფვოდა და დღესაც ისწრაფვის, სულიერი ერთობის, გაერთიანებისკენ, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოების-მართლმადიდებლობის წიაღში, რასაც ჟენევის ეკუმენიზმი მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობათა გაერთიანების, სულიერი ერთობის მცდელობით ცვლის. ამიტომაცაა თანამედროვე ეკუმენიზმი სრულიად ახალი მოვლენა და მიუღებელი ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის.... (დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი) ნამდვილად დროული და კარგი პოსტია ციტატა გიორგი თევდორაშვილს ბნელს, ჩამორჩენილს, შენ კი მის რუპორად გამოგაცხადებენ გიორგი თევდორაშვილის მაგ ეპითეტით შემმკობი საეჭვო აზროვნების პატრონად მიმაჩნია. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1507
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ეკუმენიზმი- ეს აშკარა ბოროტებაა, ეს აზრი დიდი თეოლოგის აზრია? ![]() არქიმანდრიტი ლაზარე არ იყო, რომ ყველა მის მორჩილებაში მყოფმა ბერმა სქიზმა აირჩია - რა მოძღვარი ხარ, როდესაც შენს მონასტერს ვერ აკონტროლებ, როდესაც ერთი ბერიც არ გამოგყვება შენ არქიმანდრიტი ლაზარე არ იყო, ილია II ეკუმენურ მწვალებლობაში რომ ამხილა? ეთანხმებით მის აზრებს, რომ ილია II მწვალებელი იყო? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Iona |
![]()
პოსტი
#1508
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
კანუდოსელი
მოდი თემასთან უფრო ახლოს ვისაუბროთ, განა არქ. ლაზარეს ღირსებების და ქმედებების განსახილველად არის გახსნილი თემა? მე გეკითხებით პირველ რიგში ეკუმენიზმის მომხრეებს!!! კიდევ ერთხელ !(მოწინააღმდებეებმა უკვე დაწერეს რისთვისაც მადლობა მათ ) მაგრამ თქვენი პირიდან უფრო უფრო კარგი იქნებოდა ამ კითხვაზე პასუხისმიღება ციტატა ხალხო და ჯამაათნო! რა არის ეკუმენური მოძრაობის საბოლოო მიზანი ? და სეართოდაც საიდან დაიწყო ეს მოძრობა ? რო გვეპატიჟებით ეკუმენზმიში ხო უნდა გვითხათ და აგვიხსნათ სად გვეპატიჟებით.?! ![]() და თუ ამ კითხვებს არ გაეცით პასუხი როგორღა უნდა მოახერხოთ რომ რეალურად და ობიექტურად ახსნათ საქმის არსი? -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1509
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რო გვეპატიჟებით ეკუმენზმიში მე არ გეპატიჟებით რაც შეეხება მიზნებს - ეს თემა მე გავხსენი და თუ გადახვალთ წინა გვერდებზე, ნახავთ იქ ჩემს ნააზრევს ამის თაობაზე - მეასედ წერა მეზარება. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Iona |
![]()
პოსტი
#1510
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა მე არ გეპატიჟებით რაც შეეხება მიზნებს - ეს თემა მე გავხსენი და თუ გადახვალთ წინა გვერდებზე, ნახავთ იქ ჩემს ნააზრევს ამის თაობაზე - მეასედ წერა მეზარება. კაი -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
დათიკო |
![]()
პოსტი
#1511
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მართა
ციტატა მოემზადე შეტევისთვის, გიორგი თევდორაშვილს ბნელს, ჩამორჩენილს, შენ კი მის რუპორად გამოგაცხადებენ...მავანნი პრობლემა იმაში კი არ არის მართალია თუ არა მამა გიორგი, არამედ იმაში, რომ მის შეუმცდარობაში ეჭვის შეტანა უკვე ჩაქოლვადია ![]() რა არ შეიძლება ცდებოდეს ესა თუ ის მოძღვარი? მე არ ვამბობ რომ მამა გიორგი ცდება, არამედ ვუშვებ იმას რომ შეიძლება ცდებოდეს და ეს ფრაზა: "მოემზადე შეტევისთვის, გიორგი თევდორაშვილს ბნელს, ჩამორჩენილს, შენ კი მის რუპორად გამოგაცხადებენ...მავანნი " უკვე განაჩენის გამომტანია მათთვის ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია. ხალხნო არ გვინდა აქ ასეთი პათოსი. მეტი არგუმენტები და ნაკლები ვნებათაღელვა ![]() |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#1512
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
ჩვენ ჩვენს თავს უნდა მოუაროთ და დავემორჩილოთ პატრიარქს და სინოდს +1 -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
xatia19 |
![]()
პოსტი
#1513
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 23-May 08 მდებარ.: saberdzneti წევრი № 4,891 ![]() |
ეს აზრი დიდი თეოლოგის აზრია? ![]() არქიმანდრიტი ლაზარე არ იყო, რომ ყველა მის მორჩილებაში მყოფმა ბერმა სქიზმა აირჩია - რა მოძღვარი ხარ, როდესაც შენს მონასტერს ვერ აკონტროლებ, როდესაც ერთი ბერიც არ გამოგყვება შენ არქიმანდრიტი ლაზარე არ იყო, ილია II ეკუმენურ მწვალებლობაში რომ ამხილა? ეთანხმებით მის აზრებს, რომ ილია II მწვალებელი იყო? მე მხოლოდ იმაში ვეთანხმები, რასაც ეკუმენიზმის შესახებ წერს და არავის განკითხვას არ ვაპირებ....... გაიხარე -------------------- ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]
"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41) |
animani |
![]()
პოსტი
#1514
|
![]() Ann ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 143 რეგისტრ.: 16-May 08 წევრი № 4,841 ![]() |
45-ე კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთა ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდელობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.
65-ე კანონი: თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს. წმიდა მოციქულთა კანონებიდან როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა... ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი „ეკუმენიზმი“ აჩლუნგებს მართლმადიდებელთა დოგმატურ მგრძნობელობას და კეტავს მართლმადიდებელი ეკლესიის კარს სხვა სარწმუნოების იმ მიმდევართათვის, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტ ეკლესიას. არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი) დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ თანამედროვე „კორექტულობა“ გაგვიჩნდა და ადამიანები მიისწრაფიან საკუთარი თავის კეთილად წარმოჩენისაკენ. საკუთარი „უმაღლესი ღირსების“ გამოვლენის სურვილს ისინი იქამდე მიჰყავს, რომ ქედს იხრიან ორრქიანი ეშმაკის წინაშე. „დაე, იყოს ერთი რელიგია“, - ამბობენ ისინი და ყველას ერთ სიბრტყეზე ათავსებენ. ჩემს სენაკშიც მოსულა რამდენიმე ადამიანი მსგავსი შეხედულებებით. „ჩვენ, ანუ ყველას, ვისაც გვწამს ქრისტე, - მეუბნებოდნენ ისინი, - გვჭირდება ერთ რელიგიაში გაერთიანება“. - „ეს იგივეა, რომ ერთად მოვუყაროთ თავი რამდენიმე კარატიან ოქროსა და მისგან გამოცალკევებულ სპილენძს, რათა კვლავ გაკეთდეს მათგან ერთი შენადნობი“, - ვუპასუხე მე. განა გონივრულია, კვლავ ავურიოთ ოქრო იაფფასაიან ლითონთან?! ჰკითხე ოქრომჭედელს: „შეიძლება თუ არა ნაგვისა და ოქროს შერევა?“ ჩვენმა ეკლესიამ ხომ უამრავი ბრძოლა გადაიტანა, რათა დოგმატები ნაგვისგან გაეწმინდა?“ წმიდა მამებმა იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მათ უმიზეზოდ არ აუკრძალავთ ერეტიკოსებთან ერთობა. მაგრამ დღეს არა მხოლოდ ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებენ, არამედ ბუდისტებთან, ცეცხლ- თაყვანისმცემლებთან და სატანისტებთან ერთადაც კი. „მართლმადიდებლები, - ამბობენ ისინი, - ასევე უნდა ესწრებოდნენ ეკუმენურ ერთობლივ ლოცვებსა და კონფერენციებს, ეს ჭეშმარიტების დამოწმებაა!“ რომელი „დამოწმება?!“ ეს ადამიანები ყველა პრობლემას ლოგიკის მეშვეობით აგვარებენ, ისინი იმის გამართლებას პოულობენ, რასაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. მოდერნისტული სული მიიჩნევს, რომ საერთო ბაზრის დახლიდან სულიერი საგნებითაც კი შეიძლება ივაჭრო. მამა პაისი მთაწმინდელი ვისაც შიშისა, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა და სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისათვის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აღიმაღლოს, იმ დროს, როდესაც მის სარწმუნოებას ამცირებენ, ლანძღავენ, შეურაცხყოფებ და გმობენ, ის უარყოფს მაცხოვარს წინაშე კაცთა“. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)დღევანდელი მსოფლიო მართლმადიდებლებს სთავაზობს ეკონომიკურ უზრუნველყოფას და სანაცვლოდ, სურს, მისი შინაგანი სამყარო შეავსოს მცდარად გაგებული ჰუმანიზმით, რომელსაც მიზნად აქვს ადამიანში ღვთიური ბუნების დაკნინება. მაგრამ ქრისტე ხომ ბრძანებს: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო მას“. უნეტარესი საბა, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი |
მნათე |
![]()
პოსტი
#1515
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ციტატა ეკუმენიზმის შესახებ თქვეს? ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
daviti_23 |
![]()
პოსტი
#1516
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,021 ![]() |
იგი წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან"ოიკუმენი"- ნიშნავს "მსოფლიოს", "საყოველთაოს", იმას რაც დედამიწასა და მის მკვიდრთ ეხებათ. წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას ასევე ბერძნულად ეწოდება ეკუმენური და არსებითად ასეთიცაა, რამეთუ მისმა დამფუძნებელმა, განკაცებულმა უფალმა დაადგინა, რომ იგი მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელებულიყო. თანამედროვე ტერმინი"ეკუმენიზმი" შემოიტანა მასონთა ცნობილმა ლიდერმა ჯონ მოტმა. ეს მოხდა "საერთაშორისო მისიონერული საბჭოს" კონფერენციაზე , რომელიც 1910 წელს მისივე თავმჯდომარეობით შედგა ედინბურგში- შოტლანდიაში. სწორედ იმ დროს დაედო სათავე ეკუმენისტურ მოძრაობას, რომელსაც "მსოფლიო მოძრაობის" პრეტენზია აქვს, მაგრამ იგი მსოფლიო ერთიანობას, ერთობას ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის წიაღში მართლმადიდებლობისგან განდგომილი კონფენსიების მექანიკური შეერთებით ცვლის. ეკუმენისტურ მოძრაობას, მის საქმიანობას წარმართავს 1948 წელს ამსტერდამის ასამბლეაზე შექმნილი "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო"(ე.მ.ს) რომლის ცენტიც ჟენევაშია. "თანამედროვე ეკუმენისტებს" მიაჩნიათ, რომ შეიძლება ახლებურად ლაპარაკი ღმერთზე, იესო ქრისტეს საიდუმლოებებსა და წმინდა ეკლესიაზე. არაფრად აგდებენ მართლმადიდებლურ დოგმატებს, კანონებსა და წმინდა გადმოცემებს. ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკუმენიზმი, რომელიც დღემდე არსებობს და მარად იარსებებს, ჟენევის "ეკუმენიზმის" გაჩენამდე ბევრად ადრე წარმოიშვა. ესაა ეკუმენიზმი ანუ მსოფლიო საყოველთაობა წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელიც დააარსა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ჭეშმარიტი ეკუმენური ეკლესია ყოველთვის ისწრაფვოდა და დღესაც ისწრაფვის, სულიერი ერთობის, გაერთიანებისკენ, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოების-მართლმადიდებლობის წიაღში, რასაც ჟენევის ეკუმენიზმი მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობათა გაერთიანების, სულიერი ერთობის მცდელობით ცვლის. ამიტომაცაა თანამედროვე ეკუმენიზმი სრულიად ახალი მოვლენა და მიუღებელი ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის.... (დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი) იხარე ამ პოსტისთვის და პასუხი იმისა რომ აქ მავანი რღაცად მოხსენიებენ პასუხი კლიმოვისაც კმარა ""მერწმუნეთ როგორც კი ეცდებით,ეშმაკს კუდზე დააბიჯოთ,იქვე წააწყდებით ანტიქრისტესაც და,როგორც კი ანტიქრისტეს რაობაში გარკვევას ეცდებით,უმალ მოგაკერებენ ანტისემიტის იარლიყს" ან ჩვენებურად რომ ვთქვათ სქიზმატის" მარავლი თქვეს რომ შეიძლება ცდებოდეს და სარგებლობენ ამა თუ იმ იერარქის უკუმენურ მოძრაობაში ყოფნით.მე ვეკითხები ეკუმენური მოძრაობის მომხრეებს გაქვსთ იმის უარმყოფელი დოკუმენტაცია და არგუმენტები რომ ეს მოძრაობა მასონთა შექმნილი არ არის როგორც ამ პოსტშია ახსნილი.ანუ ფაქტები შეგიძლიათ დაასახალოთ რაც ამას გამორიცხავს და იმას კიდე რაც ჩემს წინა პოსტში მასონთა და მავანთა ინტერნეტ საიტებზე დევს.მეორედ ვსამ ამ კითხვას ბართლომეოსი ამბობს რომ ეს მოძრაობა ხელს შეუწყობს ლიტერატურის გავრცელებას და ამით ამართლებს ეკუმენიზმს განა იგივე წინაამღდეგობაში არ ვარდება როცა იგივე მწვალებლები ამ ალტერნატივას მოითხოვენ?რაც ზევით მოყვანილ პოსტშია ფაქტია რასაც გვერდს ვერ ავუვლით.რეალობაა ისიც რომ ვინც ამ სიმართლეს იძახის იმას რაღაც "იარლიყს" აკრავენ განა ყოველივე აქედან გამომდინარე არაა მტკიცებულება იმისა რომ აქ საქმე შავადაა.ერთი რომ უცოდინრობასთან გვაქვს ან მეორე საქმე რომ შეგნებული პროპაგანდა აგიტაცია კეთდება მასონთა მოგონილ რაღაც იდეოლოგიურ-ახალ წესრიგის მშენებლობასთან დაკავშირებითრაც ფაქტებიდან ჩანს.მაინტერესებს ეკუმენიზùის დამცველებს კითხვა:გიცნობებიათ თქვენ მათთვის ამ მოძრაობის საშიშროების სესახებ იერარქებისთვის თუ კიდე სხვათა.თუ თქვენ მოგწონთ როგორ ატყუებენ მათ.ამის მთქმელებს კი უკეტავენ გზებს.მოიყვანეთ ერთი ფაქტი იმისა რომ ეს მოძრაობა არაა შექმნილი სიონისტ-მასონთა მიერ! -------------------- ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
|
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#1517
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
![]() ![]() და რა ხალხი მერე? ![]() ხანდისხან გამოჩნდება ხოლმე იდეა რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და ამას უნდა შევეგუოთ ![]() -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
Iona |
![]()
პოსტი
#1518
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა ხალხი ბჭობდა და ეკუმენური მოძრაობა ძლიერდებოდაო. და რა ხალხი მერე? ხანდისხან გამოჩნდება ხოლმე იდეა რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და ამას უნდა შევეგუოთ შენ იოანეს გამოცხადება წაკითხული გაქვს? მსოფლიოს სულაც არ ელის კარგი მომავალი აი მოვა ქრისტე და მერე იკითხოს ეკუმეზმმა. შეგუება ბოროტთან არის დაბრკოლებულთა ხვედრი -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
მნათე |
![]()
პოსტი
#1519
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
Misha Songulashvili
ლოოოლ! ციტატა შენ იოანეს გამოცხადება წაკითხული გაქვს? მსოფლიოს სულაც არ ელის კარგი მომავალი რა იცი ცუდ მომავლამდე რამდენი კარგი მომავალი დადგება? ![]() ეკუმენური მოძრაობა (რომელსაც ჩემი აზრით არანაირი საბჭოები და დეკლარაციები არ სჭირდება) უნდა იყოს ის მაგიდა სადაც ქრისტიანები ერთმანეთს გაესაუბრებიან... რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, მათი უფალი არის იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მოსული ცოდვილთა სახსნელად და სწორედ მათ, უპირველესად უნდა ექადაგოს ეკლესიის კეთილი სიტყვა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ვისაუბროთ და ვისაუბროთ, რადგან ჭეშმარიტება არსებობს არა თაროზე, არამედ ადამიანთა გონებასა და გულში, სიყვარულსა და ერთგულებაში.... დრო შეიცვალა, როგორც ჩვენთვის, ისევე ცდომილებაში მყოფი ქრისტიანებისთვის, ახალმა რეალობამ ახალი ურთიერთობები და ახალი გზები მოიტანა მისიაში, ჩვენ ვეღარავის მოვაქცევთ "სიყვარულით შეურაცხყოფით" ვ ე ღ ა რ ა ვ ი ს, დამთავრდა ეს დრო, ამას სერიოზულად აღარავინ აღიქვამს.... ჩვენი გაჯიკავება ვაიდა ცეცხლში არ ჩავარდეო, თუ ადამიანის დაწვით დამთავრდა მაშინ წისქვილის ქვები დაჯავშნეთ ბატონებო... ადამიანთა მთავარი პრობლემა იზოლაციონიზმია, რადგან ერთის მხრივ საკუთარი უვიცობა არ აძლევთ საშუალებას "წარვიდნენ და მოიმოწაფონ" და მეორეს მხრივ ამის აუღიარებლობით იკეტებიან და ამ ჩაკეტილობას აცხადებენ დოგმატური ხარისხის მქონედ, სწორედ ამიტომ განკითხვასა და გაქილვასაა გადაცემული ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი, უწმინდესი ილია II - რომელიც დღემდე მწვალებელყოფილის სახელით სარგებლობს ბევრის "ნათელ" თავში... ჩვენთან დაკარგულია ეკლესიოლოგიური ცნობიერება, შემწყნარებლობად აღიქმება მხოლოდ გვერდი-გვერდ არსებული რამდენიმე კონფესიალური და არაკონფესიალური საკულტო ნაგებობა, ეს თავმოწონების საგანიც არის... მაგრამ რა კარგი იქნებოდა შემწყნარებლობა შენობებისადმი იგივე ყოფილიყო მაშინაც, როცა საქმე ეხება ადამიანებს..... მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარული, სამოციქულო ჯაჭვის სიყვარული არ გამოიხატება მის ლევიტანურ მხარეში, ჩვენ კი არ უნდა გავემიჯნოთ გარე სამყაროს როგორც ეს ებრაელებს უწევდათ ძველი აღთქმის დროს, პირიქით... კომუნიკაციის ამხელა საშუალებებში, მიმოცვლისა და ურთიერთობის ამხელა გამოწვევებში სირცხვილია არ იქადაგებოდეს ჭეშმარიტება, სირცხვილია! პეტრეს და პავლეს რომ ქონოდათ ჩვენდენი შესაძლებლობები წარმოგიდგენიათ მაინც რას იზავდნენ? თან მაშინ ქრისტიანები თითებზე ითვლებოდნენ, ახლა? ჩვენ, ვითომქრისტიანები ვდგავართ და ველოდებით როდის გაიხსნება ზეცა და რომელიღაც კვაზინეტარი პელაგია რიაზანელის წინასწარმეტყველება აღსრულდება... სამარცხვინოა უბრალოდ! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#1520
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
რომელიღაც კვაზინეტარი პელაგია რიაზანელის არ არის საჭირო შეურაწმყოფელი გამონათქვამები. ნეტარია თუ არა ეგ ჩვენ არ ვიცით და ნუ დავცინებთ ვინც არ უნდა იყოს -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 03:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი