IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

130 გვერდი V « < 113 114 115 116 117 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეკუმენიზმის შესახებ, ემოციების გარეშე
KAIROS
პოსტი Feb 7 2009, 04:56 AM
პოსტი #2281


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
VIII მსოფლიო კრება?

არ მითხრა ახლა მეშინიაო biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Feb 7 2009, 09:16 PM
პოსტი #2282


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(KAIROS @ Feb 7 2009, 04:56 AM) *

არ მითხრა ახლა მეშინიაო biggrin.gif

რავიცი. არაფერს ვიტყვი, თორემ შემჭამთ მერე biggrin.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Feb 7 2009, 10:20 PM
პოსტი #2283


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



orthodox-georgia
ციტატა
VIII მსოფლიო კრება?

ციტატა
რავიცი. არაფერს ვიტყვი, თორემ შემჭამთ მერე


VIII მსოფლიო კრების მომლოდინეებს ალბათ ცოტა გული დასწყდებათ, როცა გაიგებენ, რომ VIII კრება უკვე იყო biggrin.gif

VIII მსოფლიო კრებად მიიჩნევენ კონსტანტინეპოლში 879-880 წლებში ჩატარებულ კრებას.
მას ყველა ნიშანი აქვს მსოფლიო კრების, რადგან მასში მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლები ყველა ადგილობრივი ეკლესიიდან.
სწორედ ამ კრებაზე მიენიჭა ნიკეის 787 წლის კრებას 7-ე კრების სახელი.

The Fourth Council of Constantinople of 879-880 is the Eighth Ecumenical Council for Eastern Orthodox Christians.

და ამავე დროს დაგმობილი იქნა მრწამსში რამე ცვლილების შეტანა smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 7 2009, 11:03 PM
პოსტი #2284


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ეკუმენიზმი მაგარიაააააააააააააააააააა
აააააააა
მაგრამ გააჩნია ვის რა გონია ეკუმენიზმი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Feb 11 2009, 05:23 PM
პოსტი #2285


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა
VIII მსოფლიო კრებად მიიჩნევენ კონსტანტინეპოლში 879-880 წლებში ჩატარებულ კრებას.
მას ყველა ნიშანი აქვს მსოფლიო კრების, რადგან მასში მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლები ყველა ადგილობრივი ეკლესიიდან.


აბა ეგ კათოლიკებს უთხარი ნახავ რასაც გეტყვიან biggrin.gif კიუნგი მაგის გამო ლამის გაიგდეს biggrin.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
klirosi
პოსტი Feb 12 2009, 11:48 PM
პოსტი #2286


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 10-February 09
წევრი № 6,472



ციტატა(sergi_glaxa @ Feb 7 2009, 11:03 PM) *

ეკუმენიზმი მაგარიაააააააააააააააააააა
აააააააა
მაგრამ გააჩნია ვის რა გონია ეკუმენიზმი smile.gif


unsure.gif აქ თურმე რეები ხდება! როგორ ვწუხვარ რომ არ მცალია შემოვიდე თქვენთან კამათში! როგორ გაბედეთ და კლიროსის გარეშე დასვით ეს თემა! smile.gif მალე შემოგიერთდებით და გაჩვენებთ ვინაა მაგარი: ეკუმენიზმი თუ თქვენ! cool.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Mar 4 2009, 02:48 AM
პოსტი #2287


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



მართლმადიდებლობისა და ეკუმენიზმის შესახებ

არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი


1

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო!

მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15).

მოციქულთა 45-ე კანონი ღაღადებს: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ანდა დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, განიკვეთოს"! წმ.მოციქულთა ეს წმიდა კანონი არ მიგვითითებს, მაინც რომელი ლოცვა ან მსახურება გვეკრძალება, პირიქით, გვიკრძალავს ყოველგვარ ერთობლივ ლოცვას მწვალებლებთან - თვით კერძო ლოცვასაც კი.
ეკუმენურ ლოცვებში კი განა უფრო შორსმიმავალი, გაბედული ცვლილებები არ ხდება? ლაოდიკიის კრების ოცდამეთორმეტე კანონი მიგვითითებს: "მწვალებლებისაგან, რომლთა კურთხევა უფრო ამაოდ მეტყველებაა ვიდრე კურთხევა, კურთხევის მიღება არ შეიძლება."

ამ ეკუმენურ კრებებისა და მსახურებების დროს კი განა მწვალებლები არ იძლევიან კურთხევას? რომაული კათოლიციზმის ეპისკოპოსები, მღვდლები, პროტესტანტი პასტორები და თვით ქალებიც კი. წმ.მოციქულთა და მამათა ეს კანონები მარტო ძველად კი არა, დღესაც მოქმედებენ და უდავოდ აუცილებელნი არიან ჩვენთვის, დღევანდელი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ასევე უდავოდ ქმედითნი რჩებიან ისინი ჩვენი პოზიციისთვისაც რომის კათოლიკეებისა და პროტესტანტების მიმართ, რამეთუ რომის კათოლიციზმი პლურალისტური მწვალებლობაა, პროტესტანტიზმზე კი რაღა გვეთქმის? აჯობებს საერთოდ აღარაფერი ვთქვათ. განა წმ.საბა ჯერ კიდევ შვიდ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არ ლაპარაკობდა "ლათინურ მწვალებლობაზე?" მას შემდეგ კიდევ რამდენი ახალი მწვალებლობა გამოიგონა და "უცთომელი" დოგმატის ხარისხში აიყვანა პაპმა! სრულიად აშკარაა, რომ პაპის უცთომელობის დოგმატის მეშვეობით რომაული კათოლიციზმი პან-ერესი გახდა, და ვატიკანის მეორე, ქებულმა კრებამაც ეს საზარელი მწვალებლობა კი არ შეცვალა, პირიქით, კიდევაც განამტკიცა.

ამიტომ, თუ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და გვინდა ასეთებად დავრჩეთ, შეგვფერის წმ.საბას, მარკოზ ეფესელის, კოზმა ეტოლიელის, იოანე კრონშტადტელისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წმ.აღმსარებელთა, მოწამეთა და ახალმოწამეთა პოზიციაზე ვიდგეთ რომაულ კათოლიკეებსა და პროტესტანტებთან მიმართებაში, რომელთაგან არავინ არის მართლმადიდებელი ორ ძირითად ქრისტიანულ დოგმატში, ანუ დოგმატებში წმ.სამებისა და ეკლესიის შესახებ.

2

თქვენო უწმიდესობავ და სინოდის წევრებო!

როდემდე განვაგრძობთ ჩვენი წმიდა მართლმადიდებლობისა და წმ.საბას ეკლესიის შეურაცხყოფას იმ სამწუხარო და საზარელი, წმ.გარდამოცემის საწინააღმდეგო პოზიციით, რომელიც გვიჭირავს ეკუმენიზმისა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიმართ?

ყოველი გულწრფელი მართლმადიდებელი, წმ.მამათა ხელმძღვანელობით აღზრდილი, სირცხვილით იწვის, როდესაც კითხულობს, რომ ჟენევის მე-5 სრულიადმართლმადიდებლური კონფერენციის (1968 წ., 8-16 ივნისი) მართლმადიდებელმა წევრებმა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მართლმადიდებელთა მონაწილეობის თაობაზე განაცხადეს: "მართლმადიდებელი ეკლესია თავის თავს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანულ ნაწილად მიიჩნევს".
ეს დადგენილება აპოკალიფსურად საზარელია თავისი არამართლმადიდებლობით და ანტიმართლმადიდებლობით. არსებობდა კი აუცილებლობა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ამ უწმინდესი ღმრთაებრივ-კაცობრივი ორგანიზმისათვის, იმდენად დამცირებულიყო, რომ მისი ღმრთისმეტყველი წარმომადგენლები - ზოგი ეპოსკოპოსი და ზოგიც ერისკაცი - "ორგანულ მონაწილეობას" თხოულობდეს ემს-ში, რომელიც, ასე და ამნაირად, ხდება ახალი საეკლესიო "ორგანიზმი", ახალი "ეკლესია", და მასში მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ეკლესიები მხოლოდ ნაწილებს წარმოადგენენ ("ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულებს")? ვაი, რა გაუგონარი მუხთლობა და ღალატია!

ჩვენ უარვყოფთ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ამ ორგანულ კავშირს ღმერთკაცსა და მის უწმიდეს სხეულთან - წმ.მოციქულების, მამებისა და მსოფლიო კრებების მართლმადიდებელ ეკლესიასთან და გვსურს გავხდეთ "ორგანული ნაწილი" მწვალებლური, ჰუმანისტური და კაცთა თაყვანისმცემელი საზოგადოებისა, რომელიც 263 ერესისაგან შედგება და თითოეული მათგანი სულიერი სიკვდილია!

როგორც მართლმადიდებლები, ჩვენ ვართ "ასონი ქრისტესნი". "აღ-უკვე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? (1 კორ.6,15). მაგრამ სწორედ ამას სჩავდივართ ჩვენი "ორგანული" შეერთებით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ათეისტური, კაცთა თაყვანისმცემელი წარმართობის აღორძინება.
ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, რომ ჩვენმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, წმ.მამებისა და წმ.საბას ეკლესიამ, მოციქულთა და აღმსარებელთა, მოწამეთა და ახალმოწამეთა ეკლესიამ შეწყვიტოს ეკლესიური, ლოცვითი და იერარქიული აღრევა ე.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან და სამუდამოდ უარი თქვას ერთობლივ ლოცვასა და ღმრთისმსახურებაში მონაწილეობაზე (ღმრთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში ორგანულად არის გაერთიანებული ერთ მთლიანობად და ევქარისტიით გვირგვინდება). ასევე, სრულიად განეშოროს ყოველგვარ მონაწილეობას ნებისიმიერ საეკლესიო ქმედებაში, რომელიც შეიცავს და გამოხატავს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის უნიკალურ და განუმეორებელ ხასიათს - იმ ეკლესიისა, რომელიც ყოველთვის ერთიანია და ერთადერთი.


3

არ ერთიანდება რა მწვალებლებთან, სადაც არ უნდა იყოს მათი ცენტრი, ჟენევაში თუ რომში, წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მუდამ იმარხავს წმ.მოციქულთა და წმ.მამათა ერთგულებას, ამით უარს არ ამბობს თავის ქრისტიანულ მისიასა და სახარებით ნამცნებ მოვალეობაზე, ანუ იგი ყოველთვის სიმდაბლით, მაგრამ მტკიცედ და გაბედულად დაამოწმებს უზენაეს ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტ ღმერთკაცს და მართლმადიდებლობის ყოვლის მაცხოვნებელ და ყოვლის გადამასხვაფერებელ ძალას თანამედროვე მართლმადიდებელი თუ არამართლმადიდებელი სამყაროს წინაშე. ეკლესია, რომელსაც თვით ქრისტე ჰყავს წინამძღოლად, წმ.მამათა და ღმრთისმეტყველთა მეშვეობით მუდამ მზად იქნება პასუხი გასცეს ყველას, ვინც ამ პასუხს ეძიებს "თქუენ შორის სასოებისა მისთვის" (I პეტ. 3,15). ჩვენი სასოება კი ერთია უკუნითი უკუნისამდე: ღმერთი და კაცი იესო ქრისტე და მისი მისტიური სხეული, წმ.მოციქულთა და წმ.მამათა ეკლესია. მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველები "საერთო ეკუმენისტურ ლოცვებში" კი არ უნდა მონაწილეობდნენ, არამედ საღმრთისმეტყველო საუბრებში ჭეშმარიტების შესახებ, როგორც ამას წმიდა და ღმერთშემოსილი მამები აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე. მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ "ცხონებულთა" ხვედრია (მე-2 მსოფლიო კრების მე-7 კანონი).

მოციქულთა ხარება ყოვლად ჭეშმარიტია: "განწმედა სულისა და სარწმუნოება ჭეშმარიტებისა" (2 თეს.2,13). ამ სარწმუნოების არსი არის ჭეშმარიტება, ერთადერთი სრული ჭეშმარიტება, ანუ ღმერთი და კაცი - იესო ქრისტე. ეს სარწმუნოება და ეს სიყვარული არის გული და ცნობიერება მართლმადიდებელი ეკლესიისა. მთელი ეს საგანძური სავსებით და შეურყვნელად მხოლოდ წმ.მამათა მოწამეობრივ მართლმადიდებლობაში ინახებოდა, და მართლმადიდებელი ქრისტიანები მოწოდებულნი არიან უშიშრად დაამოწმონ ეს დასავლეთის წინაშე, მისი ცრუსიყვარულისა და ცრუსარწმუნოების წინაშე.

წმ.იოანე ოქროპირის ხსენება, 13/26 ნოემბერი,
1974 წ. ჩელიეს წმიდა მონასტერი.



--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio_opizari
პოსტი Mar 15 2009, 04:14 PM
პოსტი #2288


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 190
რეგისტრ.: 15-March 09
წევრი № 6,644



ეკუმენიზმი შეუწყნარებელი და ყოვლედ მიუღებელია მართლმადიდებელი ადამიანისთვის(ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს) მწვალებელთან ეთად ილოცო ნიშნავს მის ქადაგებასაც აღიარებდე, ხოლო მწვალებელთა ქადაგება სხვა არაფერია თუარა ღვთის გმობა! ნუ იქნებინ!!! ღმერთმა დაიფაროს ამისგან ყველა ადამიანი... ეკუმენიზმი მართლაც ეკლესიაა, ოღონდ არა ქრისტეს ეკლესია არამედ ბოროტის საკრებულოა



--------------------
უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე


ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Mar 15 2009, 04:20 PM
პოსტი #2289


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ელადის ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა მოუწოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, რომ ეკუმენისტებთან ლოცვა შეეწყვიტა და სხვა გზები ეცადა მათთან დასაახლოებლად..ეს ინფორმაცია გავრცელდა საპატრიარქოს უწყებანის ერთ-ერთ ნომერში ამ ორი კვირის წინ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio_opizari
პოსტი Mar 15 2009, 04:22 PM
პოსტი #2290


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 190
რეგისტრ.: 15-March 09
წევრი № 6,644



daviti_23 გმერთმა გაგახაროს, წყალობა და მადლი გიმრავლოს


--------------------
უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე


ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bagrem
პოსტი Mar 15 2009, 07:22 PM
პოსტი #2291


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 15-March 09
წევრი № 6,647



გამარჯობათ ყველას.

daviti_23
კარგია ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩის ციტატები რომ მოიყვანე, მაგრამ ეს ღირსი მამა მათთან დიალოგს არ გამორიცხავდა.

ორიგინალი ასე გამოიყურება:

1. Савремени "дијалог љубави" који се обавља у форми голог сентиментализма уствари је маловерни отказ од спасоносне "светиње Духа и вере Истине" (2. Сол. 2, 13), тојест од једино спасоносне "љубави Истине" (тамо 2,10). Суштина љубавије Истина; и љубав живи истинујући. Истина је срце сваке богочовечанске врлине, па и љубави. И свака од њих јавља и благовести Богочовека Господа Христа који једини и јесте оваплоћење и оличење Божанске Истине = Свеистине. Када би Истина била ма шта друго а не Богочовек Христос, она би била мала, недовољна, пролазна, смртна. Таква би она била, када би била: појам, или идеја, или теорија, или схема, или разум, или наука, или философија, или култура, или човек, или човечанство, или свет, или сви светови, или ма ко, или ма шта, или све то заједно скупа. Али, Истина је Личност, и то Личност Богочовека Христа, Друго Лице Пресвете Тројице, зато је и савршена и непролазна и вечна. Јер су у Гос-поду Исусу Истина и Животједносушни: Истина вечна и Живот вечни (ср. Јн. 14, 6; 1,4.17). Који верује у Господа Христа, стално расте Његовом Истином у њене Божанске бескрајности: расте свим бићем својим, свим умом, свим срцем, свом душом. У Христу се живи истинујући у љубави - αληθευοντες εν αγαπη, јер једино тако можемо да у свему узрастемо у Ономе који је глава, Христос (Еф. 4, 15). Притом, то увек бива са свима светима (Еф.З, 18), увек у Цркви и са Црквом, јер се друкчије не може расти у ономе који је глава телу Цркве, Христос. Бескрајне силе које су неопходне за та узрастања свих Хришћана у Богочовечанском телу Цркве, Црква добија непосредно од своје главе, Господа Христа. Јер само Он, Бог и Господ, има те безбројне бескрајне силе, и свемудро располаже њима.



Не треба се варати: постоји и "дијалог лажи", када преговарачи свесно или несвесно лажу један другога. Такав дијалог је својствен "оцу лажи" - ђаволу, јер је лажа и отац лажи (Јн. 8, 44). А својствен је и свима његовим вољним или невољним сарадни-цима када хоће да помоћу зла остваре своје добро, да помоћу ла-жи дођу до своје "истине". Нема "дијалога љубави" без дијалога Истине. Иначе, такав дијалог је неприродан и лажан. Отуда и заповест христоносног Апостола: Љубав да не буде лажна (Рим. 12, 9).

........

Нема сумње, светотачко и од Апостола наслеђено мерило љубави према људима и односа према јеретицима, потпуно је Бо гочовечанско. То је богонадахнуто изражено у следећим речима светог Максима Исповедника: "Ја не желим да се јеретици муче, нити се радујем њиховом злу, - Боже сачувај! - него се већма радујем и заједнички веселим њиховом обраћењу. Јер шта може вернима бити милије него да виде да се растурена чеда Божја саберу у једно. Ја нисам толико помахнитао да саветујем да се немилост више цени него човекољубље. Напротив, саветујем да треба са пажњом и искуством чинити и творити добро свима људима, и свима бити све како је коме потребно. Притом, Једино желим и саветујем да јеретицима као јеретицима не треба помагати на подршку њиховог безумног веровања, него ту треба бити оштар и непомирљив. Јер ја не називам љубављу него човеко-мржњом и отпадањем од Божанске љубави кад неко потпомаже јеретичку заблуду, на већу пропаст оних људи који се држе те заблуде"[1].

პ.ს.რამდენადაც ჩემი მეგობრისგან ვიცი, შენ ერთერთი ხარ ვინც სერბულ ეკლესიას ცილს სწამებს (ჯერ ყველაფერი არ წამიკითხია , მხოლოდ გადმოცემით შემოვიფარგლები), ამიტომ როცა მოგყავს ციტატები ღირსი ი. ჩელიელისგან, კარგად გაითავისე რა უწერია (იხ. ზემოთ): ის არ არის დიალოგის მოწინააღმდეგე, ოღონდ როგორი უნდა იყოს ეს დიალოგი, თუ ბოლომდე წაიკითხავ მის "ХУМАНИСТИЧКИ ЕКУМЕНИЗАМ" -წესით ამის მიხვედრა ჭკუათმყოფელ მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს.

ბოდიშს მოვიხდი, რომ ორიგინალური სახით მიწერია ტექსტი და ალბათ ბევრისთვის ძნელად გასაგები იქნება. ქართულად თარგმანნი არ წამიკითხავს და არ ვიცი რამდენად შეესაბამება ორიგინალს.

რაც შეეხება თქვენს მიერ განკითხულ მამა ლუკას, ის ერთერთი გულწრფელი მიმდევარია პოპოვიჩისა. ასე რომ, წინააღმდეგობებში არ ჩავარდეთ თქვენი ცილისწამების გამოისობით!


--------------------
Кад устане Господ да потре земљу, тада ће се поноситост људска угнути а висина се људска понизити, и Господ ће сам бити узвишен у онај дан (Ис. 2, 11).

***
А шта имам jа од тог , кад ми нjе дао Бог да те сретнем ранjе да ти кажем шта ми jе...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 15 2009, 07:53 PM
პოსტი #2292


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
daviti_23
კარგია ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩის ციტატები რომ მოიყვანე, მაგრამ ეს ღირსი მამა მათთან დიალოგს არ გამორიცხავდა.


გაგიმარჯოს smile.gif

გაგახარა ღმერთმა, სანამდის უნდა აბრალებდნენ ამ დიდ მამებს სიბნელეს?
შევეცდები ავტომატური თარგმანით გადმოვიტანო სერბულიდან:

1. Современная "диалог любви", что может быть сделано в виде голой sentimentalizma фактически является maloverni уведомление о спасении "Святой Дух истины и веры" (2. Соль. 2, 13), tojest только спасение "любовь к истине" (за 2.10). Ljubavije суть истины, любви и жизни говорить правду. Истина заключается в сердце каждого bogočovečanske добродетели, и любовь. И каждый из них, и леди Санкт Господа Христа, который является единственным воплощением и олицетворением божественной истине = Sveistine. Когда истина была чем угодно, а не Санкт Христа, она была небольшой, недостаточно, временное, смерти. Таким образом, чтобы она была, если бы в следующем: концепция или идея, или теория, или схемы, или причину, или наука, или философии, или культуры, или человек, или человечество, или мир, или все миры, или любое лицо, или любые или все вместе бумаги. Тем не менее, это высокомерие и самонадеянность Святого Христа, Второго Лица Троицы Presvete, поэтому идеально подходит и вечно, и вечно. Для Гос-земля правды, а Иисус Životjednosušni: вечные истины и вечную жизнь Кто верит в Господа Христа, постоянно наращивает свою истину в своей божественной бесконечности: рост будет все, все внимание, всем сердцем, душой. В Христос говорит правду в любви Live - αληθευοντες εν αγαπη, потому что только так можно не во всех возрастов, кто является главой Христа (Ef. 4, 15). , Всегда со всеми святыми (Ef.Z, 18), всегда в церкви и церкви, потому что иначе не может расти в Нем, кто является главой органа Церкви, Господь Иисус Христос. Бесконечные полномочия, которые необходимы для uzrastanja все христиане в Bogočovečanskom тело церкви, церковь получает непосредственно из его головы, Господа Христа. Только Он, Бог и Господь, и имеет бесчисленное количество бесконечных власть, и имеет svemudro них. Если не ошибаюсь: есть "диалог лжи", когда переговорщики сознательно или бессознательно лежат одна на другой. Такой диалог является "отцу лжи" - đavolu, потому Laza и отец лжи (Jn. 8, 44). Отличительной и все его желают или невольно saradn-х, когда вы хотите добиться их зло добром, с использованием

Отличительной и все его желают или невольно saradn-х, когда вы хотите добиться их зло добром, с использованием ЛА-ZI прийти к своей "правде". Нет "диалог любви" без диалог истины. В противном случае, такой диалог является искусственным и ложным. Поэтому Апостолы и заповедь hristonosnog любовь не должна быть ложной (Rim. 12, 9). ........ Не сомневаюсь, svetotačko и апостолов унаследовал меру любви к людям и отношение к jereticima, то Бо gočovečansko. Это bogonadahnuto выразил в следующих словах Св. Максим Исповедник:

"Я не хочу jeretici muče, или переслать их зло, - не дай Бог, - но većma вперед и с нетерпением ожидаем их общего покаяния. Для того, что может быть больше радости в истине, но и видеть, что rasturena CEDAA собирать в единого Бога. Я не взбешенный тем, позволяющие предположить, что позор больше, чем расходы на благотворительность. наоборот, свидетельствуют о необходимости заботиться и опыт, чтобы делать хорошо и tvoriti всех людей, и каждый будет все то, что это необходимо. Единственный совет хочу jereticima как jereticima не нуждаются в помощи bezumnog в поддержку своих убеждений, но не должно быть резким и непримиримым. Потому что я не люблю слово, но мужчина-ненависть и отступничество от божественной любви, когда кто-то помогает еретикам заблуждение, тем больше уничтожение тех, кто проводит эти заблуждения "


იხარე;

კაიროსი!



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jijikoi
პოსტი Mar 24 2009, 06:13 PM
პოსტი #2293


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 9-March 09
წევრი № 6,616



http://www.youtube.com/watch?v=EOGQVvEU8vY&feature=related ეს ვიდეო რომ ვნახე თავლებს არ ohmy.gif ვუჯერებდი მგონი ბერძნების მიერაა გადაღებული . ვინც იცის ინგლისური უყურეთ სამივე ნაწილს და თქქვენი აზრი მაინტერესებს რას იტყვით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Mar 27 2009, 11:31 AM
პოსტი #2294


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(jijikoi @ Mar 24 2009, 07:13 PM) *

http://www.youtube.com/watch?v=EOGQVvEU8vY&feature=related ეს ვიდეო რომ ვნახე თავლებს არ ohmy.gif ვუჯერებდი მგონი ბერძნების მიერაა გადაღებული . ვინც იცის ინგლისური უყურეთ სამივე ნაწილს და თქქვენი აზრი მაინტერესებს რას იტყვით

ილია II ვიცე პრეზიდენტი იყო ემს-სი, ანუ ისიც მასონია biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 27 2009, 12:08 PM
პოსტი #2295


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(კანუდოსელი @ Mar 27 2009, 11:31 AM) *

ილია II ვიცე პრეზიდენტი იყო ემს-სი, ანუ ისიც მასონია biggrin.gif


მე მსმენია რომ საქართველოში არის მართლმადიდებლური, ფრთა, რომელიც ილია II პატრიარქად არ აღიარებს....ალბათ სწორედ მაგის გამო...

1997 წლამდე იყი ვიცე პრეზიდენტი, და მერე მგონი რადიკალმა ბერებმა გამოიწვიეს არა?

თუმცა ეგ ორგანიზაცია მაინცა და მაინც დიდი "სინათლის'" მფრქვეველი არუნა ჩანდეს...
ფული ფულიიიიიიიიიიიი ყველგან და ყველაფერში a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Mar 27 2009, 12:16 PM
პოსტი #2296


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(sergi_glaxa @ Mar 27 2009, 01:08 PM) *

ფული ფულიიიიიიიიიიიი ყველგან და ყველაფერში a075.gif

ნაწილობრივ...აბა ბერძნებს ფულის გარეშე მანდ შეტენიდი? biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jijikoi
პოსტი Mar 31 2009, 10:06 PM
პოსტი #2297


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 9-March 09
წევრი № 6,616



მართალია რა ეგ გამოთქმა ფული ჯოჯოხეთს ანათებსო sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი Apr 1 2009, 12:38 AM
პოსტი #2298


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



ციტატა
ნაწილობრივ...აბა ბერძნებს ფულის გარეშე მანდ შეტენიდი?


ეგა თქვი შენ!

რომის ეკლესიას თავი ეგრე არასდროს გაუბანძებია biggrin.gif


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 1 2009, 03:58 AM
პოსტი #2299


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რომის ეკლესიას თავი ეგრე არასდროს გაუბანძებია

არც ეგენი ჩამორჩებიან ნუ გეშინია შენ biggrin.gif
სულ ოქრო და ვერცხლი არაა შენი ავატარი? biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი Apr 1 2009, 04:03 AM
პოსტი #2300


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



ციტატა
სულ ოქრო და ვერცხლი არაა შენი ავატარი?


სუსტ წერტილებს ეხებით, ახალგაზრდავ biggrin.gif


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

130 გვერდი V « < 113 114 115 116 117 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2025 - 11:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი