![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2341
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
daviti_23
ციტატა შენი პირადი სწავლება ბევრს ეკლესიის სწავლება გონია,ცოტა თავი შეიკავე. მაგრამ არც შენი აზრია ეკელსიის პოზიციის გამომხატველი. აქ ყველა ჩვენს აზრს გამოვთქვამთ პირველ რიგში და მეორე და მათავარი მხარეა ის თუ რამდენად ეტანხმება ეს აზრი ეკელსიის აზრს. ეკელსიაში არ ვგულისხმობ კონკრეტულ პიროვნებას, არც კონკრეტულ ეკლესიას, არაემდ იმას რაც წარმპადგენს უფლის სხეულს. ასე რომ ყველამ ეცადეთ ამ აზრების დაფიქსირებისას მეტისმეტ მტკიცებულებას ნუ მივცემთ მათ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
daviti_23 |
![]()
პოსტი
#2342
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,021 ![]() |
daviti_23 მაგრამ არც შენი აზრია ეკელსიის პოზიციის გამომხატველი. აქ ყველა ჩვენს აზრს გამოვთქვამთ პირველ რიგში და მეორე და მათავარი მხარეა ის თუ რამდენად ეტანხმება ეს აზრი ეკელსიის აზრს. ეკელსიაში არ ვგულისხმობ კონკრეტულ პიროვნებას, არც კონკრეტულ ეკლესიას, არაემდ იმას რაც წარმპადგენს უფლის სხეულს. ასე რომ ყველამ ეცადეთ ამ აზრების დაფიქსირებისას მეტისმეტ მტკიცებულებას ნუ მივცემთ მათ. მაგიას მომხრე ვარ მეც,მაგრამ როცა უკვე მიმტკიცებენ იმას რომ,ეკ7უმენიზმი ეკლესიის პოზიციააო,მეც იძულებული ვხდები რომ საწინააღმდეგო ვთქვა,ძალიან კაგია შენი მოწოდება,მე მზად ვარ,და ამიტომ ყოვეთვის ვცდილობ,საკუთარი აზრები არ გამოვთქვა არამედ მოვიყვანო ციტატა და პირდაპირ გადავიწერო წიგნიდან,ისიც იმ სემტხვევაში თუ ვფიქრობ რომ,აშკარა ეკუმენიზმის ქადაგებაა,ხოლო კაიროსი ტავისი საკუთარი მოძღვრებით მოძღვრავს ხალხს,რაც მიუღებელია,აცხადებს ეკლესიას სქიზმად და ეკლესიის მიერ აღიარებულ მამებს სქიზმატებად,ამიტომ აბრკოლებს ხალხს და მოვუწოდებ ცოტა ფრთხილად. -------------------- ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
|
ავგუსტინე |
![]()
პოსტი
#2343
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 ![]() |
ციტატა ავგუსტინე, იმისათვის რომ დავით 23 ულტრაკონსერვატიზმს და სქიზმატობამდე მისულ სხილაძე-აროშვილ-მკალავიშვილის ტიპის აბსურდებს დაუპირისპირდე თავადაც ფრთხილად უნდა იყო და ულტრალიბერარულ კობახიძის ტიპის უკიდურესობაში არ უნდა ჩავარდე, დღეს კათოლიციზმი არის მწვალებლობა ეკლესიაში და მორჩა, საფუძვლად რა ედო და XVII ს.ში რა ხდებოდა სხვაა, მაგრამ როგორც პრიმატის ისე ფილიოქვეს და ისე სხვა ბევი სწავლება სრულიად მიუღებელია ეკლესიისათვის და ეკლესიას პეტრე ისევე სჭირდება, როგორც პავლე და იოანე, რაც აღემატება ფორმულას Primus inter pares არის არაქრისტესმიერი და ის რასაც პაპიზმი ქვია და ის რასაც ჩვენ მწვალებლობას ვუძახით... კრების მაგიერ საუბრობ. ეს არის შენეული ინტერპრეტაცია, დარწმუნებული ვარ კრება არ იქნება ასეთი გამკიცხავი და არათანმიმდევრული. კრებას მოუწევს დაფიქრება პრიმატზე, მოუწევს დაფიქრება ფილიოკვეზე (რომელიც არსობრივად არ არის პრობლემა!) კრებას მოუწევს დაფიქრება საკუთარ მდგომარეობაზე, იმ გაყინულ პროსტატებზე, რომელიც ეკლესიაში უხვად არის და სამწუხაროდ ადამიანთა ტვინებშიც. ათასეულ წელზე მეტი გავიდა, რაც კრების გარეშე ვცხოვრობთ - სწორედ ამიტომ უფლება არ გვაქვს ეკლესიის სახელით ვისაუბროთ, არავის აქვს უფლება თქვას რას ფიქრობს მართლმადიდებელი ეკლესია! თუ სინოდალური განჩინებებით ვისაუბრებთ, ჯოჯოხეთი უმწეო ბავშვების სულებით უნდა ამოვტენოთ. ვინ უნდა დაადგინოს ჭეშმარიტი სწავლება? უმრავლესობამ?! რამდენი წელი უთმენდა რომი კონსტანტინეპოლს ხატმებრძოლობას? და საერთოდაც - პატივი ეცით კათალიკოსი ილიას განცხადებებს, ბერძნებმა, რომელთაც ფიზიოლოგიური ზიზღი ქონდათ ლათინებისადმი, შეცვალეს პოზიციები - ჩვენ კი იმას ვებღაუჭებით საიდანაც ბომბებს გვესვრიან.... ჩემთვის მნიშვნელოვანია არა იმათი აზრი, ვინც იწყებს ბლუყუნსა და ისტერიულ გლოსოლალიას, არამედ ვინც დიალოგს მართავს - ერთი თქვენმა მზემ ამ დიალოგის შედეგებს გადახედეთ. ციტატა მაგრამ არც შენი აზრია ეკელსიის პოზიციის გამომხატველი. დიახ, დიახ! ათასწლეული ვცხოვრობთ კრების გარეშე, ათასწლეული! ამ ათასწლეულში უნიის მიღებაც კი მოვახერხეთ.... "მართლმადიდებელი ეკლესია ფიქრობს ასე..." - არის აბსურდი, რადგან არ არსებობს უცილობელი ჭეშმარიტებისა და საერთო აზრის გამომხატველი არც ერთი დოკუმენტი, სადაც კათოლიკებს ასე მწვავედ გაკიცხავდნენ. ისმის კითხვა, რა სურთ ამ ადამიანებს, სურთ საერთოდ რამე? რა უნდათ, რას ელტვიან? რა ცნობიერებით მოქმედებენ? -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2344
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ,რ.ს.მ.ე. სქიზმად მოხსენიება დავით23, შენს პროვოკაციებს არ ავყვები, რსმე სასიხარულოდ არაა სქიზმაში, მე საერთოდ არც მიხსენებია რსმე, არამედ ვახსენე სხილაძე, რომელიც უმადლოდ თვლის ჩვენს ეკლესიას, ასეა? თუ ასეა, მაშინ სქიზმაშია და წარმოიდგინე თავად რსმე-საც კი ეწინააღმდეგება, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოსთან შევიდა ევქარისტიულ კავშირში და მისით ყველა დანარჩენ მართლმადიდებლურ საპატრიარქოებთან, თუ ასე არაა და მადლმოსილად მიაჩნია სხილაძეს საქართველოს, კონსტანტინეპოლის და იერუსალიმის და ა.შ. მართლმადიდებლური საპატრიარქოები, მაშინ აღადგინოს ევქარისტიული კავშირი და შესაბამისად გაქრება ბრალდება სქიზმის შესახებ, ძალიან ნათელია, ან ასე ან სქიზმა... ასე რომ თავად ფრთხილად, შენთან დიალოგს მე კარგა ხანია მოვრჩი ![]() აგერ ავგუსტინემ უფრო შემაშინა შენთან კამათში ლამის მეორე უკიდურესობაში გადავიდა... ციტატა გამკიცხავი და არათანმიმდევრული. ![]() რასა წერ კაცო? ის რომ რომის პაპის პრიმატი, მისი რომის პაპისეული გაგებით, თავისი თუნდაც EX კათედრიდან უცდომელობის შესახებ პროვოკაციული სწავლება, რამაც თავად კათოლიკებშიც პროტესტი გამოიწვია ამაზე ციტატა მოუწევს დაფიქრება ?არ შეიძლება რომის პაპზე მეტი კათოლიკობა მნათე, გეუბნები შეინარჩუნე ოქროს შუალედი... მე არ ვსაუბრობ არც კრების სახელით, და არც ვიგონებ რაიმეს რას ფიქრობს ეკლესია, არამედ ვამბობ იმ მწვალებლობებზე რაცაა დასაგმობი, რომ დასაგმობია და დაგმობილია ადგილობრივი კრებების მიერ და წმიდა მამების მიერ, დარწმუნებული იყავი, რომ დიდი კრებაც დაგმობს ყველა ნეოკათოლიკურ დოგმატებს, ისე რომ დიალოგს არ შეწყვიტავს, შეინარჩუნე ოქროს შუალედი! ციტატა რამდენი წელი უთმენდა რომი კონსტანტინეპოლს ხატმებრძოლობას მაგ დროს არც რომი იყო კათოლიკური, არ შეიძლება ასე აქ რომი და კონსტანტინეპოლი, მოსკოვი და ლონდონი კი არაა შეპირისპირებული, არამედ მართლმადიდებლობა და მწვალებლობა, http://www.orthodoxy.ge/apologetika/katoli...mi-sarchevi.htm აი ბმული და სია, სადაც გასაგებადაა ჩამოთვლილი კათოლიკეთა ცდომილებები, მოდი ახლა მშვიდად თქვი, არიან თუ არა მწვალებლობაში კათოლიკები? არის თუ არა ცრუ დოგმები: ლათინთა სწავლება პაპზე, როგორც ეკლესიის უმაღლეს ხელისუფალზე რომაულ-კათოლიკური სწავლება სულიწმიდის მამისა და ძისაგან („ფილიოკვე“) გამომავლობის შესახებ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მარიამული დოგმატები არის თუ არა მცდარი მათი ზოგიერთი ლიტურგიკულ-კანონიკური წესები? რომაულ-კათოლიკური სწავლების თავისებურებანი საიდუმლოთა შესახებ აღსარების (სინანულის) საიდუმლო მღვდლობის საიდუმლო ქორწინების საიდუმლო რომაულ-კათოლიკური ზნეობრივი მოძღვრების თავისებურებანი რომაულ-კათოლიკური ღვთისმეტყველებისა და საეკლესიო პრაქტიკის სხვა თავისებურებანი წმინდა წერილი და წმინდა გადმოცემა საიდუმლოთა შესრულების ლათინური წესი მარხვები მოდი იცი რა ქენი? დამშვიდდი, ნურც შენ გაუსწრებ წინ კრებებს, და ჯერ მიიღე მორჩილებით ის პოზიცია რაც შენს მიერაც და ჩემს მიერაც მოწონებულ სიტყვაში თქვა მსოფლიო პატრიარქმა, როცა ევქარისტიული ერთობა გამორიცხა ამ დროისათვის და დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, შესაბამისად ვერიდოთ უკიდურესობებს! იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ავგუსტინე |
![]()
პოსტი
#2345
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 ![]() |
ციტატა აი ბმული და სია, სადაც გასაგებადაა ჩამოთვლილი კათოლიკეთა ცდომილებები, მოდი ახლა მშვიდად თქვი, არიან თუ არა მწვალებლობაში კათოლიკები? ამ სასაცილო წიგნს რატომ აკოპირებ, კაიროს, ნუთუ მართლმადიდებელთა არსენალში სხვა უკეთესი არაფერია?რაც მაგაში ცდომილებებია, ეჭვი მაქვს, სატანა უკიდურესი ერესისთვის ვერ გაიმეტებდა. თან ვინ? კოზლოვი, ოგიცკი, შვანცკი, დღანცკი, დურდლოვი, მურდლოვი, კარგით რა, საბჭოთა ბიუროდან კიდევ რომლები გვყავს აბა, არ გამოგვრჩეს. კათოლიკეები არ არიან მწვალებლები, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთის არ გვესმის. ადგილობრივი კრებების დადგენილებები სად არის? ანათემის მოხსნა ისევე მოხდა, როგორც მისი გაფორმება (ეს ორივე სასაცილო ტრიუკი იყო) ციტატა მე არ ვსაუბრობ არც კრების სახელით, და არც ვიგონებ რაიმეს რას ფიქრობს ეკლესია, არამედ ვამბობ იმ მწვალებლობებზე რაცაა დასაგმობი, რომ დასაგმობია და დაგმობილია ადგილობრივი კრებების მიერ და წმიდა მამების მიერ, დარწმუნებული იყავი, რომ დიდი კრებაც დაგმობს ყველა ნეოკათოლიკურ დოგმატებს, ისე რომ დიალოგს არ შეწყვიტავს, კი, ისეთი დიდი წმიდა მამის მიერ, როგორიცაა ავგუსტინე, მაქსიმე აღმსარებელი, ალექსანდრე ალექსანდრიელი და რა ვიცი აბა კიდევ, მათი ღვაწლი სად მივა მარკოზ ეფესელთან, ქსენია პეტერბურგელთან, მატრონასთან... ეკლესიის ფიქრი, არ არის ეკლესიის უმრავლესობის ფიქრი - ასე რომ იყოს, ჩვენ ვიქნებოდით კელტურ ტომზე პრიმიტიულუ მდგომარეობაში. კრება ვერ შედგება, დიდი კრება არ იქნება, დიდი კრება ვერ იქნება - რადგან არ არსებობს პრიმატი, არ არსებობს არც მისი შარჟი - იმპერატორი (რომლის ძალაუფლებაც არ დაესიზმრება რომის პაპს, ეკლესიაზე) მითხარი, არის თუ არა კათოლიკეთა ფეშხუმზე ქრისტე, ხოლო ბარძიმში სისხლი ევქარისტიის შემდეგ? ამაზე მინდა პირდაპირი პასუხი - ჰო, ან არა. -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#2346
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
ძაან მაინტერესებს რა ქვია დოგმატის შეცვლას? უფრო სწორად დოგმატების.
რა ქვია კრებებისიგნორირებას და ასე შემდეგ. უკვე ჩამოყალიბებული დოფმატის დაღღვევა სიტყვით, საქმით და ფიქრითაც კი უკვე მწვალებლობაა...... |
ავგუსტინე |
![]()
პოსტი
#2347
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 ![]() |
ციტატა ძაან მაინტერესებს რა ქვია დოგმატის შეცვლას? უფრო სწორად დოგმატების. რა ქვია კრებებსი იგნორირებას და ასე შემდეგ. უკვე ჩამოყალიბებული დოფმატის დაღღვევა სიტყვით, საქმით და ფიქრითაც კი უკვე მწვალებლობაა...... მე ის უფრო მაინტერესებს - რა ქვია იმ დოგმის საწინააღმდეგო პოზიციის შეფასებას, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვს, რა ქვია იმ კრებების იგნორირებას - რომელზეც მხოლოდ ბებია რაისას ზღაპრებიდან იცი. რა ქვია იმ ისტერიულ უსუსურობას - რომელსაც განათლებას არქმევენ, რა ქვია იმ ჭღრპღრ გადამწერების მიერ შეთითხნულ პატროლოგიას, რომელსაც მართლმადიდებლობას არქმევენ და მე ის უფრო მაინტერესებს სად არის ქრისტე... ამაზე და სხვა მრავალზე რადიო 105 -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#2348
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
დღეს თუ კიდე ვინმესთვის საეჭვო რება კათოლიკეთა მწვალებლობის საკითხი ეს უკვე აღარ ვიცოდი......
|
ავგუსტინე |
![]()
პოსტი
#2349
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 ![]() |
ციტატა დღეს თუ კიდე ვინმესთვის საეჭვო რება კათოლიკეთა მწვალებლობის საკითხი ეს უკვე აღარ ვიცოდი...... დიახ, მათთვის, ვისთვისაც კოზლოვი პითაგორას თეორემა არ არის ![]() ნუ როგორც მინიმუმ მილიარდ ორასიმილიონი კათოლიკისთვის (ყოველი მეექვსესთვის მსოფლიოში) ასე არ არის. -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#2350
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
შენ რამე ხო არ გეშლება პირად დახასიათებას თავი დაანებე!
პირდაპირ დაგისვამ კითხვას არღვევევნ თუ არა დოგმატს სულოიწმინდის გამომავლობასთან დაკავშირებით? |
ავგუსტინე |
![]()
პოსტი
#2351
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 ![]() |
ციტატა შენ რამე ხო არ გეშლება პირად დახასიათებას თავი დაანებე! მეორე პირშია დახასიათება, პირადი არ არის - არ ვიცნობ აბსოლუტურად შენს ინდივიდუუმს. ციტატა პირდაპირ დაგისვამ კითხვას არღვევევნ თუ არა დოგმატს სულოიწმინდის გამომავლობასთან დაკავშირებით? რომელ დოგმატს? დაიდოს დოგმატი სულიწმიდის გამომავლობის შესახებ, მერე გეტყვით არღვევენ თუ არა. -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#2352
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
პირადზე სხვა დროს..........
არაა დადებული ეგ დოგმატი?! მე მგონი არის ![]() |
ავგუსტინე |
![]()
პოსტი
#2353
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 ![]() |
ციტატა არაა დადებული ეგ დოგმატი?! მე მგონი არის კერძოდ? მიმითითედ დოგმატი სულიწმიდის გამომავლობის შესახებ, ვრცლად მოცემული. პ.ს პირადი სხვა დროს არა, ისა კიდე, ნუ ვაიძულებთ ერთმანეთს, ერთმანეთისავე წესებით თამაშს. -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#2354
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
კი ბატონო...ოღონდ საღამოს -ახლა წირვაზე მივდივარ
ხარების დღესასწაულს გილოცავ! |
ავგუსტინე |
![]()
პოსტი
#2355
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 ![]() |
ციტატა კი ბატონო...ოღონდ საღამოს -ახლა წირვაზე მივდივარ ხარების დღესასწაულს გილოცავ! კარგი, გელი - მეც გილოცავ! -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
daviti_23 |
![]()
პოსტი
#2356
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,021 ![]() |
დავით23, შენს პროვოკაციებს არ ავყვები, რსმე სასიხარულოდ არაა სქიზმაში, მე საერთოდ არც მიხსენებია რსმე, არამედ ვახსენე სხილაძე, რომელიც უმადლოდ თვლის ჩვენს ეკლესიას, ასეა?
ასეთი რაღაც არასდროს უსწავლებია,ხოლო რა პროვოკაცია,გაიხსენე,ჩვენი პირველი "შეტაკება" თემაში სქიზმები ეკლესიის წიაღში,რეებს წერდი -------------------- ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
|
ავგუსტინე |
![]()
პოსტი
#2357
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 ![]() |
ციტატა დავით23, შენს პროვოკაციებს არ ავყვები, რსმე სასიხარულოდ არაა სქიზმაში, მე საერთოდ არც მიხსენებია რსმე, არამედ ვახსენე სხილაძე, რომელიც უმადლოდ თვლის ჩვენს ეკლესიას, ასეა? რა აბსურდია, უმადლოდ ეკლესია თვით უკიდურეს წარმართსაც არ თვლის. განყოფილებაში ყოფნა ნუ გვესმის უმადლობად. მადლშემოსულება, კატეხიზმოს დაზეპირებას არ მოაქვს, მოაქვს სწრაფვას ქრისტესადმი - მეტ-ნაკლებად სრულყოფილს. ცხადია ყოველი ადამიანი მოვალეა ეძიოს უფრო სავსე ჭიქა. მადლობა ღმერთს რომ ჩვენ არავინ გვეკითხება მისი მადლის საქმეს. -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2358
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა კათოლიკეები არ არიან მწვალებლები, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთის არ გვესმის მოგვაქციე ბარემ კათოლიკობაზე ![]() კაი ახლა მნათუშ ზედმეტებია ეგ ყველაფერი... იქ არა ზოგად უმადლობაზე იყო საუბარი, არამედ გამომხსნელ მადლზე, რომლის გამო ევქარისტიულ კავშირი აქვთ გაწყვეტილი იგივე ბერძენ სქიზმატებს და სხვებს... რა გჭირს ისე? ![]() ვერ გცნობ ( მგონი ვერც შენ ) არ მომწონს შენი პოსტები, შენი კათოლიკეთა სისულელეების ცალმხრივი გამართლება, მამების შეპირისპირება მარკოზ ეფესელთან, არ მომწონს შენი პოსტები, ტონი, არგუმენტაცია, გამომწვეობა, წინასწარგანწყობილობა... გახსენი ცალკე თემა და გაგესაუბრებიან, მე ჯერ დავფიქრები, რადგან შეიძლება მეტად დაშავდეს კამათითაც... დავით23, პირველი არა 29-ე შეტაკება, გიმეორებ კიდევ ერთხელ შენთან დიალოგი შეჩერებულია, დანარჩენი დავწერე ციტატა ასეთი რაღაც არასდროს უსწავლებია ხოოო? არ გამაოცო, აბა რატომ არ ეზიარება ჩვენს ეკლესიებში? ისე მაგ კითხვები დიდი ხანია პასუხს ელის კანუდოსელის კითხვებთან ერთად და სჯობს მან გასცეს...მრავალ ხარებას! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ავგუსტინე |
![]()
პოსტი
#2359
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 ![]() |
ციტატა მოგვაქციე ბარემ კათოლიკობაზე ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შვილებს, მიქცევა-მოქცევა არ ესაჭიროებათ, ჩვენი მთვარე ქრისტეა - წყლებს ის ანაწილებს მაშ ![]() ![]() ციტატა იქ არა ზოგად უმადლობაზე იყო საუბარი, არამედ გამომხსნელ მადლზე, რომლის გამო ევქარისტიულ კავშირი აქვთ გაწყვეტილი იგივე ბერძენ სქიზმატებს და სხვებს... კარგით რა ![]() ![]() ციტატა რა გჭირს ისე? სულსა ჩემსა შეაჭირვებს ძალი ბოროტი, ხოლო ენითა ჩემითა დაუდუმებლად მეტყველებს რომელი იგი არს წმიდა და ყოვლადქებულ, რამეთუ წმიდა კრების თანხმობით ვასწავლით და ვადგენთ: როდესაც ავგუსტინე საუბრობს ექს პოსტი, ღვთაებრივი მხსნელის მიერ შეუმცდარია ![]() ციტატა ეგეთი რამეების წერა პირდაპირ გეტყვი თუ ფიქრიდან აზროვნებაში გადავა, სწორ გზას აგაცდენს... დიდი მადლობა შენი გულწრფელი სურვილისთვის (რომელშიც ეჭვი არ მეპარება) მაგრამ არსებობს რაღაცები, რომელსაც ანალიზი ესაჭიროების და არსებობს გზები - რომელთაც გადახედვა. ციტატა ვერ გცნობ ( მგონი ვერც შენ ) არ მომწონს შენი პოსტები, შენი კათოლიკეთა სისულელეების ცალმხრივი გამართლება, მამების შეპირისპირება მარკოზ ეფესელთან, არ მომწონს შენი პოსტები, ტონი, არგუმენტაცია, გამომწვეობა, წინასწარგანწყობილობა... მოდი ნუ ვუწოდებთ იმ ეკლესიას სულელურს, რომელიც სულ მცირე ჩვენი ხნისაა, არ ვიცი რამდენად იცით, მაგრამ ფორუმს კათოლიკებიც აქტიურად კითხულობენ და ნუ ვატკენთ გულს პათოსით. რაც შეეხება მამების შეპირისპირებას - ეს მოდერნი არ არის სამწუხაროდ, ჩემი მხრიდან - ნეტა მხოლოდ იმ ენაზე არსებობდეს და იმ თითებზე, რომელიც მე მაქვს და არა მათ გარეთ - რეალობაში. ტონს რაც შეეხება - არამგონია აქ რაიმე შეურაცხმყოფელი იყოს, ყოველ შემთხვევაში თუ რაიმე გეწყინათ, დიდი ბოდიში ![]() -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2360
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა იმ ეკლესიას სულელურს ნუ ამახინჯებ, მე არ მიწოდებია ეკლესიისათვის სულელური, არამედ იმ სისულელეებისათვის რაც ახასიათებს დასახელებულ მიმდინარეობას. ციტატა არამგონია აქ რაიმე შეურაცხმყოფელი იყოს რა შუაშია, შეურაცხმყოფელი არა, გულდასაწყვეტი კი, იმიტომ რომ ძალიან ცალმხრივად, უფრო სწორედ არცერთმხრიდან მსჯელობ. ანალიზის და გზების გადახედვას დიდი სიფრთხილე უნდა მთავარ გზას რომ არ ცდე, მოკლედ გასაოცრად არ მომეწონა ეგ შენი ბოლო პოსტები, ვერც კი გამიგია ვინ სადაა ![]() კაი ახლა მნათულიკო, აცადე კრებასთქო ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 11:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი