IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

130 გვერდი V « < 120 121 122 123 124 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეკუმენიზმის შესახებ, ემოციების გარეშე
ნანინა
პოსტი Sep 6 2009, 02:42 PM
პოსტი #2421


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



აქ მაინც დაგასვენებთ, თქვენი თემაა biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 6 2009, 02:43 PM
პოსტი #2422


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ციტატა
აქ მაინც დაგასვენებთ, თქვენი თემაა

ბუნებით ნამეტანი ქველმოქმედი ბრძანდებით laugh.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Sep 6 2009, 02:46 PM
პოსტი #2423


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Misha Songulashvili


ციტატა
ბუნებით ნამეტანი ქველმოქმედი ბრძანდებით

ნუ იტყვით rolleyes.gif
ვაიმე მე ვორნს ვერ ავცდები მართლა biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 6 2009, 03:05 PM
პოსტი #2424


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ნანინა
ციტატა
ნუ იტყვით
ვაიმე მე ვორნს ვერ ავცდები მართლა

გაიგე, რა თქვა მოდერატორმა? ვინც გააოფებს ვერ ასცდებაო 10 %სო
ხომ არ გგონია ჩემზე ამბობდა? სულ შენ გეკუვნოდა biggrin.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Sep 6 2009, 03:08 PM
პოსტი #2425


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Misha Songulashvili

მე ვორნების არ მეშინია შენგან განსხვავებით tongue.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 6 2009, 03:12 PM
პოსტი #2426


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 5 2009, 11:47 PM) *

არც თქვენ გეკადრებათ კონტექსტიდან ამოგლიჯვა!


კონტექსტიდან არაა ამოგლეჯილი, უბრალოდ შეიძლება ვერ ავხსენი გარკვევით..

აი რას ვამბობ: რომ თუ ეკლესიას არ სწამს რომ ის პური ხორცია - ხაზს ვუსვამ, მთელ ეკლესიას არ სწამს და ეს მათი სწავლებაა, შენ კი მესაუბრები უღირს მღვდლებზე - რომლებიც აპრიორი ნეგატიურ სიტყვას იმსახურებენ თავიანთ დენომინაციებშიც. ჩემს შემთხვევაში კი მე იმ კონკრეტული ეკლესიის აღმსარებლობას ვუსვამ ხაზს როგორც პოზიტივს და მისაბაძს იმ ქრისტიანულ თემში. ვიმეორებ - მისაბაძს. თუ ასეა მაშინ მისაბაძია ის აღმსარებლობა, რომ იმ პროტ. ეკლესიაში არ არის ევქარისტიის ჩვენეული გაგება. ახლა შენ მეუბნები რომ ამის მიუხედავად სული წმინდა მაინც მოქმედებს ისე როგორც საჭიროა?

მოდი ესეც გავარჩიოთ

შენ რა გამოგდის, რომ სული წმინდა ახდენს ინტერვენციას მთელს ეკლესიაზე და მიუხედავად იმისა, რომ მას არ სწამს ევქარისტიული პურის გარდასახვა, ის მაინც გარდაისახება?

თავისუფალი ნება ითრგუნება ასეთ ეკლესიაში - არ გეჩვენება?

და სად არის ეკლესიის როგორც ერთიანი თემის რწმენა? ლიტურგიკული რწმენა?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 6 2009, 03:31 PM
პოსტი #2427


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ზაზა, გასაგებია რომ რაღაცაში ვერ გაუგეთ ერთმანეთს... მოდი და კონკრეტულად ვისაუბროთ, მე ვთქვი რომ მე მართლმადიდებლობა ხელს არ მიშლის, ვილოცო და თუნდაც ვეზიარო კათოლიკებთან თუ პროტესტანტებთან... მოგვიანებით განვმარტე რომ არა ყველა პროტესტანტთან, არამედ დიდ ნაწილთან...
შენ დამისვი სეკითხვა რომ ჩვენი ევქარისტიული შეხედულებები განსხვავდება და როგორ შემიძლია მე მივიღო მათთან ზიარება. ხო?
შემდეგ ბოლო პოსტით გიპასუხე რომ გამოიყენება ლიმას ლიტურგია... არ ვიცი ვის სწამს და ვის არა იმ ეკლესიაში ამისა, მაგრამ ვფიქრობ რომ თუნდაც ერთადერთი იდგეს ისეთი ვისაც სწამს... მაშინ საიდუმლო აღესრულება... რაც შეეხება ლიტურგიულ ხედვას... ლიმას ლიტურგია მიღებულია მრავალი ეკლესიის მიერ და ე ჯერ არ მინახავს ისეთი პროტესტანტული ეკლესია რომელიც ამ ლიტურგიას არ ცნობდეს, ვიმეორებ არ მინახავს თორე რომ არსებობს ვიცი... შეგვიძლია ამ მხრივ გავაგრძელოთ საუბარი? ზუსტად ვერ გავიგე შენი შეკითხვის არსი...


კანუდოსელი
ციტატა
შენ რა გამოგდის, რომ სული წმინდა ახდენს ინტერვენციას მთელს ეკლესიაზე და მიუხედავად იმისა, რომ მას არ სწამს ევქარისტიული პურის გარდასახვა, ის მაინც გარდაისახება?

თავისუფალი ნება ითრგუნება ასეთ ეკლესიაში - არ გეჩვენება?


მე მოგიყვანე წინა პოსტში ლიმას ლიტურგია კიდევ გიმეორებ და განმარტებუკლია იქ რისი წამთ და რისი არა... ჩემთვის ეგ რწმენა საკმარისია


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr.satadarigo
პოსტი Sep 6 2009, 07:20 PM
პოსტი #2428


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 527
რეგისტრ.: 11-July 09
წევრი № 7,252



ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 6 2009, 12:07 AM) *

მჭერმეტყველება...


ვ უნდა,მჭევრმეტყველება tongue.gif


--------------------
მდგმურები ვართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 6 2009, 07:37 PM
პოსტი #2429


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



mr.satadarigo
ციტატა
ვ უნდა,მჭევრმეტყველება

მადლობ!
პ.ს. საინტერესო სახელია!


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 12 2009, 12:17 AM
პოსტი #2430


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



- ეკუმენიზმე ბევრი დაიწერა და ითქვა. როცა საუბარია მის პრობლემურობაზე, იგულისხმება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) მოღვაწეობა და მასში მართლმადიდებელთა მონაწილეობა. ზოგიერთი მას მართლაც უწოდებს ერესთა ერესს, მრავალი კი სულ სხვა წარმოდგენისაა მასზე.
ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შექმნის იდეა ეკუთვნით პროტესტანტებს. მართლმადიდებელთა გაწევრიანება მასში მოგვიანებით მოხდა. ეს ორგანიზაცია შექმნისთანავე ატარებდა ეკლესიოლოგიურ ხასიათს. მისი მიზანი იყო არა უბრალოდ დიალოგი კონფესიებს შორის, არამედ ურთიერთდაახლოება შემდგომი გაერთიანებისათვის. ემს-ში მრავალი ერეტიკული სწავლების მქონე სექტაა გაერთიანებული, რის გამოც შეიძლებოდა მისთვის ერეტიკოსთა კრებული გვეწოდებინა, რომ არა ერთი გარემოება: მის წიაღში შეიქმნა ახალი ერესი - ე.წ. განშტოებათა თეორია. ამ სწავლების თანახმად ცალკეული კონფესიები წარმოადგენენ ერთი ჭეშმარიტი ეკლესიის განშტოებებს, მსგავასად იმისა, როგორც ხის ტოტები ეკუთვნიან ხეს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სულიწმიდის მადლი მოქმედებს ყველა ქრისტეანულ მიმდინარეობაში და შესაბამისად ერთმანეთის საიდუმლოებებში მონაწილეობა სულაც არ არის ცოდვა. ყოველივე ეს ლამაზ ფრაზებში შეფუთული მიეწოდება საზოგადოებას. სწორედ ერეტიკოსთა ამ ახალი ერესის გამო უწოდებენ ეკუმენისტურ იდეას ერესთა ერესს. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ჩვენი ეკლესიის ემს-დან გამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად იყო ნახსენები მის (ემს-ის) მიერ ეკლესიოლოგიური ხასიათის მიღება.
საუბარი უცხო სარწმუნოების წარმომადგენლებთან ეკლესიის სოციალური მსახურების უკეთ წარმართვაზე არ არის პრობლემური საკითხი. მაგრამ როცა დიალოგების მთავარი მამოძრავებელი იმპულსი არის არამართლმადიდებლურ საფუძველზე გაერთიანება, ემს-ში წევრობა ვერ იქნება ჩვენთვის მეორეხარისხოვანი საკითხი. მრავალი საერო თუ სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ ეკუმენიზმი ჩვენთვის არის ქადაგების საშუალება. მაგრამ მართლმადიდებელთა ხმა ემს-ში ძალიან უსუსურია მწვალებლურ შეხედულებებთან შედარებით, და არც იმისათვის მოუწვევივართ მწვალებლებს, რომ ჩვენგანგან გაეგოთ სიტყვა ჭეშმარიტებაზე. ამდენი წლის განმავლობაში არცერთი კონფესიის ან კონკრეტული ერეტიკოსის შეხედულება იოტისოდენადაც არ დაახლოებია მართლმადიდებლობას. სამაგიეროდ არის უამრავი მაგალითი ერთობლივი ლოცვისა არა მხოლოდ ქრისტეანული მიმდევრობის წარმომადგენელთა, არამედ აშკარა ოკულტური სწავლებების მიმდევრებთან. სამწუხაროდ არაერთი მართლმადიდებელი იერარქი გაისვარა ამ სიბილწეში.
რა მოგვცა ჩვენ ემს-ში მონაწილეობამ მართლმადიდებლობის ქადაგების და განმტკიცების მხრივ? არაფერი. ყოველ შემთხვევაში დოკუმენტალურად არაფერი მსგავსი არ დაფიქსირებულა. მაშ რა აზრი აქვს ჩვენს მონაწილეობას კრებულში, რომლის მთავარი ორიენტირი არის ახალი ზეერესის შექმნა, რომელშიც მართლმადიდებელთა ხმას არ აქვს წონა ჩვენი პროცენტული სიმცირის გამო, რომელიც არაერთი იერარქის სულიერი წარწყმედის ადგილად იქცა?
მოხდა ისე, რომ ზოგიერთი რადიკალისათვის ეკუმენიზმში ჩვენი ეკლესიის მონაწილეობა გახდა საბაბი განხეთქილებისა. საბაბი, და არა მიზეზი. ის, რასაც უარყოფს სქიზმატი ყოველთვის როდია ჭეშმარიტება. როცა სქიზმატებმა დაიწყეს იერარქიის განკითხვა ემს-ში მონაწილეობის გამო, მრავალმა მიიღო ეს როგორც ნიშანი იმისა, რომ უნდა ემართლებინა ეკუმენიზმი თითქოსდა იერარქიის და ეკლესიის დაცვის მიზნით. ეს კიდევ ერთი მანქანებაა ბოროტისა. ძაღლების მიერ დევნილი ნადირიც ფიქრობს, რომ გაურბის საფრთხეს, მაგრამ ჩასაფრებული მონადირის სამიზნეზე ჯდება. მსგავსად მოუვიდა მრავალ მორწმუნეს, რომელმაც სქიზმატებთან დასაპირისპირებლად ეკუმენიზმის გამართლება იწყო.
მწვალებელთან დიალოგი ჯერ კიდევ არ ნიშნავს მწვალებლობას. ჩვენი სასულიერო პირები, როგორც წესი არ იღებდნენ მონაწილეობას ერთობლივ მსახურებებში, რაც მართლაც იქნებობა დანაშაული სჯულისკანონის თვალსაზრისით. არც ეკუმენისტური სწავლება შემოუტანია ვინმეს ჩვენს ეკლესიაში, როგორც ჭეშმარიტების გამოვლინება. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ემს-ში მონაწილე იერარქი უკვე მწვალებელია, მხოლოდ სქიზმატთა ხრიკია. მეტსაც ვიტყვი: განდგომილთა მიერ ემს-ში მონაწილეობის გამო იერარქთა გინება უფრო გახდა მრევლის ნაწილის მიერ ეკუმენიზმის მიღების და გამართლების საბაბი.
ეუმენიზმის პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ოფიციალურ საეკლესიო პრესაში თითქმის არაფერი იწერება ემს-ის მოღვაწეობაზე; დოკუმენტების გამოქვეყნება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მათ ირგვლივ ძლიერი აჟიოტაჟი იწყება. მსგავსი მოვლენები რადიკალთა მიერ სპეკულაციების საგანი ხდება.
ბოლო წლებში ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ეკუმენისტური კრებული - „რელიგიათა გაერთიანებული ორგანიზაცია“, რომელიც ჯერ-ჯერობით არ არის აქტიური და მასზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა მისი არსი ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ემს-ის იდეა. (იხ. http://www.missionary.hramvidnoe.ru/htmls/...cumenizm_2.htm)
ამ თემაზე ბევრი რამ შეიძლება მოვიძიოთ ინტერნეტში. სამწუხაროდ თითქმის არაფერია ქართულად. ქვემოთ მხოლოდ ორიოდე წყაროს მოვიყვან: http://www.christian-spirit.ru/v19/19.(8).htm და კიდევ - http://www.orthodoxia.org/rus/pt/8/ ან http://www.portal-credo.ru/site/index.php?act=lib&id=261 - ღირსი მამა იუსტინე (პოპოვიჩის) წიგნი „Православная Церковь и экуменизм“.
(დეკანოზი ანდრია კემულარია)


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 12 2009, 12:51 AM
პოსტი #2431


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ეხლა მივყვეთ და გავარჩიოთ "დეკანოზისეული სიბრძნე"!
ციტატა
ეს ორგანიზაცია შექმნისთანავე ატარებდა ეკლესიოლოგიურ ხასიათს.

ეს ორგანიზაცია ანუ ემს-ს გულისხმობს!
და ერთი უყურეთ მის სიბრძნის კლიმაქსს:
ციტატა
სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ჩვენი ეკლესიის ემს-დან გამოსვლის ერთ-ერთ მიზეზად იყო ნახსენები მის (ემს-ის) მიერ ეკლესიოლოგიური ხასიათის მიღება.

თუ ეს ორგანიზაცია შექმნის დღიდან ატარებდა ეკლესიოლოგიურ ხასიათს და ეს მიუღებელი იყო ჩვენი მართლმადიდებლობისათვის, მაშინ რისთვის გაწევრიანდა იქ?

ხომ არ დაგავიწყდათ რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემს-ს 1961 წელს შეუერთდა და 1997 წელს დატოვა? ამდენი წლის განმავლობაში ნუთუ ვერავინ ვერ გაანალიზა რომ ემს-ს ეკლესიოლოგიური ხასიათი გააჩნდა საფუძვლებიდანვე და ეს მიუღებელი იყო? ანდა, ილია მეორე 1983-1991 წლებში არ გახლდათ ემს-ს პრეზიდენტთაგანი? ეს ხომ ყველასთვის ცნობილია რომ 1997 წლის 20 მაისამდე საპატრიარქოს ემს-დან გამოსვლის არავითარი სურვილი არ ჰქონდა? ეს მოხდა შანტაჟის, დაშინების, ტერორის გზით ძალიან მცირე ხანში. ასე რომ ემს-ს ეკლესიოლოგიურ ხედვაზე, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გამოსვლის მიზეზზე საუბარი არაფეია თუ არა შეთითხნილი აფსურდი, რომელსაც ესოდენ "ლამაზ ფრაზებში შეფუთულს" აწვდის დეკანოზი საზოგადოებას?

ციტატა
ამდენი წლის განმავლობაში არცერთი კონფესიის ან კონკრეტული ერეტიკოსის შეხედულება იოტისოდენადაც არ დაახლოებია მართლმადიდებლობას.

აი ლოგიკა!.. თურმე რაზე ოცნებობს რწმენის ექსპორტიორი გურჯისტანიდან...

ციტატა
მაშ რა აზრი აქვს ჩვენს მონაწილეობას კრებულში, რომლის მთავარი ორიენტირი არის ახალი ზეერესის შექმნა, რომელშიც მართლმადიდებელთა ხმას არ აქვს წონა ჩვენი პროცენტული სიმცირის გამო, რომელიც არაერთი იერარქის სულიერი წარწყმედის ადგილად იქცა?

კბილებით ვინარჩუნებ კორექტულობას, რომ ბ-ნი "დეკანოზი" არ შევურაცხვყო...

ციტატა
ეუმენიზმის პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ოფიციალურ საეკლესიო პრესაში თითქმის არაფერი იწერება ემს-ის მოღვაწეობაზე; დოკუმენტების გამოქვეყნება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მათ ირგვლივ ძლიერი აჟიოტაჟი იწყება.

მისმა "სიბრძნებ" კულმინაციას აქ მიაღწია... აქ უკვე ცრემლი მომადგა და შემებრალა... www.oikoumene.org აქედან მაინც მიაგენი რამეს შე დალოცვილო, მანდვე იპობნის აქვს თუ არა რამე გამოცემა... ბოდიშს გიხდით რომ ჟურნალ მართლმადიდებლობის ზეიმში ვერცერთი სტატია ვერ მოვათავსეთ...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 12 2009, 10:29 AM
პოსტი #2432


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



Misha Songulashvili
მიშა გურჯისტანში ორივე მხრიდან პრობლემაა...

კემულარიას ნაირები ამბობენ რომ ემს-ერესია და ამას აგრესიული ფორმით გვთავაზბენ მაგრამ არანაკლებად აგრესიული ფორმა აქვთ მოწინააღმდეგე მხარეს - ბასილ კობახიძის ან თეოლოგად წოდებული ლადარიას სახით...

გურჯისტანში საერთოდ ნორმალური მსჯელობა არ იციან...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 12 2009, 10:40 AM
პოსტი #2433


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
გურჯისტანში საერთოდ ნორმალური მსჯელობა არ იციან...



+1


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 12 2009, 11:16 AM
პოსტი #2434


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



კანუდოსელი
ციტატა
თეოლოგად წოდებული ლადარიას სახით...

მე ლადარიას ეკუმენისტობაში ეჭვი მეპარება!
ციტატა
ბასილ კობახიძის

ამ ადამიანს რაც შეეხება, მის დაპირისპირებას საპატრიარქოსთან ნამდვილად არ ქვია ეკუმენიზმი... უთანხმოების მიზეზი ბასილ კობახიძეს და საპატრუარქის შორის, უფრო ხშირად ის უმსგავსობებია რაც ეკლესიის ირგვლივ იჩენს ხოლმე თავს და ვერავითარ შემთხვევაში მის ეკუმენისტობას ვერ მიეწერება ეს.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აზნაური კიკნაველიძე
პოსტი Sep 17 2009, 06:31 PM
პოსტი #2435


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 16-September 09
წევრი № 7,500



მოგესალმებით ფორუმელებო !!! ნამდვილად არ გეტვით რომ მთლიანი თემა წავიკითხე და ისე ვაკეთებ დასკვნებს , უბრალოდ გეტყვით რომ ეკუმენიზმი შეიძლება მართლაც არ არის მხოლო დიალოგი მაგრამ მისი მიზანი სწორედ ეს იყო , მიუხედავად ყველაფრისა ეს იყო ძალიან ცუდი როდესაც საქართველოს ეკლესიამ დატოვა ამ ტიპის ორგანიზაციები . 1997 წელს მოხდა საშინელება როდესაც სრულიად უპასუხიმგებლო სასულიერო პირებმა ვიღაცის წაქეზებით მოახერხეს რომ პატრიარქი დააშანტაჟეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობტრ და სასწორის ერთ მხარეს დაუდეს ეკუმენისტური ორგანიზაციები ხოლო მეორეზე საქართველოს ეკლესიის ერთიანობა . ეს იყო დიდი უპასუხისმგებლობა . ძმები აროშვილების ,ბეთანიის მაშინდელი ბერების , გურიის სამღვდელოების და მრავალთა უკან მაშინ ჩემი აზრით დგა საქართველოს ყველაზე დიდი მტერი რომელსაც არ უნდოდა რომ საქრთველო ინტეგრირებული ყოფილიყო დასავლეთში . ალბათ ახლა ჯობია რომ ჩვენმა ეკლესიამ დაიწყოს დიალოგი ეკუმენისტურ დიალოგში იმ სახით რა სახითაც ამ ორგანიზაციებში არის კათოლიკური ეკლესია . ანუ გააგზავნოს დამკვირვებლები .

გმადლობთ .


--------------------
[size=5]კეთილშობილი აზნაური კიკნაველიძე

მისი სრული სააზნაური ღირსებით [color=#CC0000][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 17 2009, 06:45 PM
პოსტი #2436


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



აზნაური1
ციტატა
ალბათ ახლა ჯობია რომ ჩვენმა ეკლესიამ დაიწყოს დიალოგი ეკუმენისტურ დიალოგში იმ სახით რა სახითაც ამ ორგანიზაციებში არის კათოლიკური ეკლესია . ანუ გააგზავნოს დამკვირვებლები

ნუ, კათოლიკური ეკლესიის შედარება მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ძალიან უმართებულოა... წარმომადგენლის გაშვება ეს იმას ნიშნავს რომ აღიარო ეს ორგანიზაცია იმად რისი აღიარებაც აქ არ სურთ...
ისე სხვათშორის, საპატრიარქომ მისცა ერთ-ერთ ქართველ თეოლოგს რეკომენდაცია ემს-ში მუშაობის, მას შემდეგ რაც ემს-დან გამოვიდა... ის პიროვნება კვლავ იქ მუშაობს... და წარმომადგენლადაც შეიძლება ვიგულისხმოთ biggrin.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 28 2009, 03:40 AM
პოსტი #2437


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ისე რა უცნაურია, როცა კათოლიკურ ეკლესიას არა ეკუმენურ ეკლესიად მიიჩნევენ, თუნდაც ემს-ს გარეთ მდგომ ეკლესიად...
როგორც იცით კათოლიკური ეკლესია 1968 წლიდან არის წევრი რწმენისა და მოწყობის კომისიისა რომელიც ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფრთაა ემს-სა და უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკუმენიზმზე რეალურად სასაუბროდ...

მოკლედ, კათოლიკეებს მაინც ნუღარ იშველიებთ მაგალითად, თითქოსდა ეკუმენიზმის მაგინებლები იყვნენ smile.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 29 2009, 02:34 AM
პოსტი #2438


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ამასწინათ მე და ზაზას ცოტა, გაურკვევლი საუბარი მოგვიხდა ამ თემაში და მსგავსი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად გადავწყვიტე, სრულად დავდო ლიმას ლიტურგია ევქარისტიისათვის...

ლიმას ეკუმენური ლიტურგია შედგენილი იქნა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მხარდაჭერით, კერძოდ კი Faith and Order Commission-ის მიერ ლიმაში... ამ დოკუმენტის შედგენაზე მუშაობდნენ კათოლიკე, მართლმადიდებელი და პროტესტანტი თეოლოგები. ეს ლიტურგია პიველად ლიმაშივე 1982 წლის 15 იანვარს იქნა გამოყენებული...
ასევე ემს-ს ეკუმენურ კაპელაში 1982 წლის 28 ივლისს ცენტრალური კომიტეტის შეხვედრის დროს. და აგრეთვე 1983 წელს ემს-ს მეექვსე გენერალური ასამბლეის დროს ვანკუვერში. და ამის შემდეგ ვინმე თუ მეტყვით რომ მართლმადიდებლები და მათ შორის ჩვენი საპატრიარქოს წარმომადგენელნი არ იღებდნენო მონაწილეობას ეკუმენურ ევქარისტიაშიო, მე ქრისტესმიერი სიყვარულით თავს შევიკავებ....

ლიმას ლიტურგია:

მწირველი: კურთხეული ხარ შენ უფალო, სამყაროს ღმერთო, შენ იძლევი ამ პურს, რომელიც არის ნაყოფი მიწისა და კაცის შრომისა. დაე ეს პური გახდეს ჩვენთვის სიცოცხლის პური.

ყველა: კურთხეულია ღმერთი აწ და მარადის.

მწირველი: კურთხეული ხარ შენ უფალო, სამყაროს ღმერთო, შენ იძლევი ამ ღვინოს, რომელიც არის ნაყოფი ვაზისა და კაცის შრომისა, დაე ეს ღვინო გახდეს ჩვენთვის მარადიული სამეფოს ღვინო.

ყველა:კურთხეულია ღმერთი აწ და მარადის.

მწირველი:
როგორც ეს ხორბალი ერთ დროს გაბნეული იყო ყანაში, როგორც ეს ყურძენი განფენილი იყო გორაკებზე ახლა კი იგი შეერთებულია ამ ტაბლაზე პურად და ღვინოდ, ასევე გააერთიანე შენი ეკლესია ადრე და მალე დედამიწის ყველა კუთხიდან შენს სამეფოში.

მწირველი: უფალი იყოს თქვენთან.

ყველა: ასევე შენთან.

მწირველი: შემართე ჩვენი გულები.

ყველა: შემართე უფლის წინაშე.

მწირველი: მოდით მადლი შევწიროთ უფალს, ჩვენს ღმერთს.

ყველა: მართლაც ჯერ არს, რომ მადლი შევწიროთ ღმერთს და ხოტბა შევასხათ.

მწირველი: მართლაც სწორია და კარგი, რომ განგადიდოთ შენ, ყველგან და ყოველთვის, რომ მადლი შემოგწიროთ უფალო, წმიდა მამაო, ყოვლისმპყრობელო და მარადიულო მამაო. შენი ცოცხალი სიტყვით შექმენი ყოველივე, და რაც შექმენი ყოველივეზე, დასტური დაეცი რომ კარგია. ადამიანი შენს სახედ და ხატად შექმენი რათა მას გაეზიარებინა შენი სიცოცხლე და აერეკლა შენი დიდება, როდესაც დრომ სრულად მოაწია, შენ მოგვეცი ქრისტე გზად, ჭეშმარიტებად და სიცოცხლედ. იგი მოინათლა მდინარე იორდანეში და იკურთხა შენს მსახურად, რათა ღარიბებისათვის სახარება ექადაგებინა. მადლს გწირავთ, რადგან შენი სულიწმიდით შენ მიგვიძღვიხარ ყველა ჭეშმარიტებაში და ძალას გვაძლევ რათა შენი სახარება ვუქადაგოთ ერებს, და გემსახუროთ როგორც სამეფო სამღვდელოება. რათა ჩვენ ანგელოზებთან და ყველა წმიდასთან ერთად ვიქადაგოთ და ვიმღეროთ შენი სადიდებელი;
წმიდაა წმიდაა

ყველა: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა
ღმერთი ძალთა და ხელმწიფებათა
კურთხეულია უფლის სახელით მომავალი
ოსანა მაღალთა შინა

მწირველი: ღმერთო, მთელი სამყაროს უფალო, წმიდა ხარ შენ და შენი დიდება ყველა საზომს აღემატება, მადლს გწირავთ ქრისტესგან დანატოვარი ზიარებისთვის რათა ჩვენ საზეიმოდ გავიხსენოთ ჯვარცმა და აღდგომა, რათა ვისაზრდოოთ მისი სუფევით. შენმა შემოქმედმა სულმა აღასრულოს შენი საყვარელი ძის სიტყვები, რომელმაც იმ ღამეს რომელსაც ის გაიცემოდა, აიღო პური, მადლი შემოგწირა შენ, გატეხა იგი, მისცა თავის მოწაფეებს და თქვა: მიიღეთ, ჭამეთ: ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის მიცემული. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონებლად. ასევე სერობის შემდეგ აიღო სასმისი, მადლი შესწირა და თქვა: შესვით ეს ყველამ: ეს სისხლია ჩემი ახალი აღთქმისა, რომელიც იღვრება თქვენთვის და მრავალთათვის ცოდვათა მისატევებლად. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.

ყველა: მოდი სულო წმიდაო, მოდი სულო წმიდაო.

მწირველი: ღმერთო ჩვენო მწყალობელო, დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი გამოსყიდვის მოსაგონარს. ვიხსენებთ შენი ძის ჩვენს შორის დაბადებას, მის სიკვდილს და შთასვლას მკვდართა სამყოფელში. ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს აღდგომას და დიდებით ამაღლებას. რადგანაც იგი მუდამ შუამდგომლობდა ყველა ხალხისათვის როგორც ჩვენი დიდი მღვდელმთავარი, რომლის მოსვლასაც ჩვენ ბოლოს მოველით.

მოხედე, უფალო ამ ზიარებას, რომელიც შენ თავად უბოძე ეკლესიას. ისეთივე დიდსულოვნებით მიიღე იგი, როგორც შენ ღებულობდი შენი ძის შესაწირავს რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვუბრუნდებით შენს აღთქმას.

გადმოავლინე შენი სიცოცხლის მომნიჭებელი სულიწმიდა, რათა შენი ცეცხლოვანი სულის მოფენით ეს სამადლობელი ტრაპეზი გადაისახოს, რათა ეს პური და ღვინო ჩვენთვის გახდეს ქრისტეს სხეული და სისხლი. ქრისტეს სხეულისა და სისხლის მოზიარენი აგვავსე სულიწმიდით, რათა ჩვენ ვიყოთ ერთი სხეული და ერთი სული ქრისტეში, ცოცხალი შესაწირავი შენი დიდების საქებრად.

გაიხსენე მოსიყვარულე ღმერთო, შენი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ქრისტეს სისხლით რომ არის გამოსყიდული. ცხადი გახადე მისი ერთიანობა, დაიცავი მისი რწმენა, და მშვიდობაში შეინახე იგი. გაიხსენე შენი ეკლესიის მსახურები: ეპისკოპოსები, ხუცესები, დიაკვნები, და ყველა ადამიანი, ვისაც შენ უბოძე მსახურების ნიჭი.

გაიხსენე ასევე უფალო ჩვენი დები და ძმები, რომელთაც ქრისტეს მშვიდობაში განისვენეს, და ისინიც, ვისი რწმენაც მხოლოდ შენთვისაა ცნობილი შეუძეხი მათ ხალისიან ნადიმზე, ყველა ხალხისთვის რომ არის გამზადებული შენს სუფევაში, ქალწულ მარიამთან ერთად, მამამთავრებთან და წინასწარმეტყველებთან ერთად, მოციქულებთან და მოწამეებთან ერთად, და ყველა იმ წმიდასთან ერთად ვისთვისაც შენთან მეგობრობა სიცოცხლის ტოლფასი იყო. ყველა ამათთან ერთად შენ გიმღერით სადიდებელს და მოველით შენი სამეფოს ნეტარებას, სადაც, ცოდვისა და სიკვდილისგან საბოლოოდ გამოხსნილ მთელ სამყაროსთან ერთად შეგვეძლება ხოტბა შეგასხათ იესო ქრისტეს მეშვეობით.

ქრისტეთი, ქრისტეში და ქრისტეს მიერ შენია მთელი პატივი და დიდება. ყოვლისმპყრობელო ღმერთო და მამაო, სულიწმიდასთან ერთად, ახლა და მარადის.
ამინ.

ყველა (გალობით) ამინ, ამინ………

მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა.
და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში,
არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან
რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება
საუკუნეთა მიმართ ამინ.

მწირველი: ერთი ნათლისღებით გაერთიანებულებო იესო ქრისტეს სხეულში ვლოცულობთ როგორც ღვთის შვილები:

ყველა: მამაო ჩვენო....

მშვიდობა

მწირველი: უფალო იესო ქრისტე, შენ უთხარი შენ მოციქულებს: მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ. ჩვენს ცოდვებს კი ნუ მოხედავ უფალო, არამედ შენი ეკლესიის რწმენას მოხედე, რათა იყოს ნება შენი. გვიწყალობე მუდამ ეს მშვიდობა და გაგვიძეხი შენი სამეფოს სრული ერთობისაკენ სამარადისოდ.

ყველა: ამინ.

მწირველი: ჩვენი უფლის მშვიდობა მუდამ თქვენთან იყოს.

ყველა: ასევე შენთანაც.

მწირველი: მოდით ერთმანეთს გავუზიაროთ მშვიდობა და შერიგების ნიშანი.
(ხალხი მშვიდობის ნიშანს უბოძებს ერთმანეთს).

(პურის ტეხა)

მწირველი:
პური ჩვენ რომ ვტეხთ
ჩვენი უფლის სხეულის ზიარებაა,
სასმისი, ჩვენ რომ ვაკურთხებთ
ჩვენი უფლის სისხლის ზიარებაა,

კრავო ღვთისაო
ყველა: კრავო ღვთისაო, შენ კისრულობ ამ სოფლის ცოდვებს. შეგვიწყალე ჩვენ.
კრავო ღვთისაო, შენ კისრულობ ამ სოფლის ცოდვებს შეგვიბრალე ჩვენ.
კრავო ღვთისაო, შენ კისრულობ ამ სოფლის ცოდვებს მოგვეც შენი მშვიდობა.

(ზიარების გაცემა)

მწირველი: (ზიარების შემდეგ სამადლობელი ლოცვა)
მოდით, მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. უფალო ღმერთო, მადლს გწირავთ შენ რომ შენ ნათლისღების მეშვეობით ჩვენ ქრისტეს სხეულში გაგვაერთიანე და ზიარებით სიხარული მოგვანიწე. გაგვიძეხი შენი ეკლესიის ხილული ერთობისაკენ და შეგვეწიე, საუნჯესავით გაუფრთხილდეთ იმ ნიშნებს, შენ რომ მოგვეცი. ახლა, რაკი შენ გემო გაგვასინჯე იმ ნადიმისა შენ რომ გაქვს ჩვენთვის მომზადებული სამეფოში, დაგვლოცე, რათა თავის დროზე ყველა ჩვენგანი ვეზიაროთ წმიდანთა სამკვიდრებელს, შენი ზეციური ქალაქის ცხოვრებაში, შენი ძისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ცხოვრობს და მეფობს შენთან და სულიწმიდასთან ერთად, შენ ღმერთო ერთო და მარადიულო.

ყველა: ამინ.

მწირველი: (კურთხევა)

ჭეშმარიტების სული შეგიძღვეთ თქვენ ყველა წეშმარიტებაში. გაღიარებინოთ, რომ იესო ქრისტე არის უფალი, გაქადაგებინოთ ღვთის სიტყვა და საქმე: ყოვლისმპყრობელი ღმერთის, მამის, ძისა და სულიწმიდის კურთხევა იყოს თქვენზე, ახლა და სამარადისოდ.

ყველა: ამინ.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 29 2009, 03:19 AM
პოსტი #2439


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



დღეს დღეობით კი ეს ლიტურგია დანერგილია და სისტემატიურად გამიყენება მრავალ პროტესტანტულ ეკლესიაში, ასევე ანგლიკანურში... ასევე საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიაში... ასე რომ თუ ვინმეს ჰქონია ჩემთან შეკითხვა თუ რატომ ვეზიარები მე სხვადასხვა ტაძრებში, პასუხი აგერ არის... დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ ნუ მომერიდიებით...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 1 2009, 03:45 AM
პოსტი #2440


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



smile.gif
მიშა, ე.ი. რახან ტექსტი ლამაზად გამოიყურება ყველაფერი მოგვარდა?smile.gif
როდესაც კათოლიკებთან მრწამსი ვერ გაგვიგია როგორ უნდა ითქვას, ათობით და ასობით გაურკვეველი საკითხი დაგვიგროვდა ამ საუკუნეების განმავლობაში, პაპის პრიმატი, მისი უცდომელობა, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვა... დიდი ეგ სია, და შენ მხოლოდ იმიტომ ეზიარები, რომ ტექსტში წინააღმდეგობა არა გვაქვს?smile.gif
მოდი ასე ვწეროთ, შენი კერძო არჩევანი დარჩეს შენად, უბრალოდ ვისაუბროთ, ფაქტზე და არა შენზე ან რომელიმე პიროვნებაზე, რომ ავცდეთ წყენინებებს smile.gif
ანგლიკანებს რომ თავი დავანებოთ, სრული აბსურდია პროტესტანტებთან ზიარება, რადგან მათი დიდი ნაწილი კანუდოსელის არ იყოს
ციტატა
იმ პროტ. ეკლესიაში არ არის ევქარისტიის ჩვენეული გაგება. ახლა შენ მეუბნები რომ ამის მიუხედავად სული წმინდა მაინც მოქმედებს ისე როგორც საჭიროა?

მოდი ესეც გავარჩიოთ

შენ რა გამოგდის, რომ სული წმინდა ახდენს ინტერვენციას მთელს ეკლესიაზე და მიუხედავად იმისა, რომ მას არ სწამს ევქარისტიული პურის გარდასახვა, ის მაინც გარდაისახება?


არ სჯერა იმ ხალხს ამ გარდასახვის და რა გვინდა ახლა ჩვენ ძალიან ვაზიაროთ ჩვენ რომ გვინდა ისე? smile.gif

მოკლედ ჯერ ერთობა უნდა მოვიპოვოთ სწავლაში და მერეა ზიარება და არა პირიქით smile.gif

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

130 გვერდი V « < 120 121 122 123 124 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2025 - 01:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი