![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#2481
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
დედას ვფიცავარ თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს არ ვცემდე უფრო დიდ პატივს უკვე,როგორც ამ სამარცხვინო ადამიანებს,რომელიც მართლმადიდებლობას ფარად იყენებენ!
![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
ნანინა |
![]()
პოსტი
#2482
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
Misha Songulashvili
ციტატა არ ვუარყოფ... კიდევ კარგი.. აი ამცინიზმზე გესაუბრებით მე, რომელიც თიტქმის ყველა პოსტშია... ციტატა როდის ვთქვი რომ, ადმინისტრაციის ბრალია ამ ფორუმზე რაც ხდება? შეიძლება ზუსტი ფორმულირება ამ სიტყვების ამგვარი არ იყო, ვაღიარებ, თუმცა თქვენი ნახევრად ცინიკური და ნახევრად ხუმრობით ტონით ნათქვამი ბრალდებები, ადმინის ცალკეული სენატორებისა თუ მოდერატორების მიმართსხვა არაფერია, თუ არა ადმინისტრაციასთან დაპირისპირება. ციტატა ძალიან ბევრჯერ ჩვენ ეკლესიასა და პატრიარქს იხსენიებ არაკორექტულად. ამაზეც გიპასუხებთ ![]() ცნობილია, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია არ არის "ემს"-ს წევრი. თქვენ ეს ბევრჯერ ახსენეთ და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გამორჩეულობა გააკრიტიკეთ. თქვენთვის მიუღებელია, რომ ჩვენი ეკლესია არ არის ეკუმენისტთა საბჭოში და რადგან სხვა მართლმადიდბელი ეკლესიები არიან, ამით ცდილობთ ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის ეს გადაწყვეტილება არასწორად შერაცხოთ. არა და როგორც ვიცი ეკლესიას აქვს ამგვარი გადაწყვეტილებით დამოუკიდებლად მიღების უფლება. გარდა ამისა თქვენ ამბობთ, რომ მისი უწმინდესობა ილია მეორე არის თქვენი პატრარქი, თუმცა ბევრს საკითხში მას არ ეთანხმებით, მაგრამ მაინც თვლის თქვენ თავს ჩვენი ეკლესიის წევრად (მიუხედავად იმისა, რომ ევქარისტიულ კავშირში ხართ სხვა რელიგიებთანაც). თქვენი ამგვარი განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია და შეცდომაში შეგყავთ სხვა იუზერები. გარდა ამისა, მოვითხოვ ამიხსნათ რას ნიშნავს თქვენთვის ფრაზა "იბერია გაბრწყინდება" და რატომ ხმარობთ მას ყოველ მეორე პოსტში ცინიკურად? მგონი აქ ცილისწამება არაფერია და იმედია ამაზე მაინც მიპასუხებთ ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#2483
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
ნანინა
ციტატა შეიძლება ზუსტი ფორმულირება ამ სიტყვების ამგვარი არ იყო, ვაღიარებ, თუმცა თქვენი ნახევრად ცინიკური და ნახევრად ხუმრობით ტონით ნათქვამი ბრალდებები, ადმინის ცალკეული სენატორებისა თუ მოდერატორების მიმართსხვა არაფერია, თუ არა ადმინისტრაციასთან დაპირისპირება. ხშირშემთხვევაში დაპირისპირებ ხშირშემთხვევაში პირიქით დაცვაც კი გამომსვლია... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამის გამო მე ფორუმი უნდა დავტოვო... ბოლო ბოლო ეს ადმინისტრაცია წმინდანთა დასი ხომ არაა რომ მაგათი სიტყვა მუდამ ჭეშმარიტება იყოს და არ გავაკრიტიკო? რას მედავები? ციტატა ცნობილია, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია არ არის "ემს"-ს წევრი. თქვენ ეს ბევრჯერ ახსენეთ და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გამორჩეულობა გააკრიტიკეთ. თქვენთვის მიუღებელია, რომ ჩვენი ეკლესია არ არის ეკუმენისტთა საბჭოში და რადგან სხვა მართლმადიდბელი ეკლესიები არიან, ამით ცდილობთ ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის ეს გადაწყვეტილება არასწორად შერაცხოთ. არა და როგორც ვიცი ეკლესიას აქვს ამგვარი გადაწყვეტილებით დამოუკიდებლად მიღების უფლება. დიახ გავაკრიტიკე მაგრამ კრიტიკა შეურაცხყოფას არ ნიშნავს... გამოვიდა კი არა შანტაჟის გზით გამოიყუვანესთქო მე ვთქვი... ისიც დავამატე რომ ვაკრიტიკებ პოლიტიკას და არა ეკლესიის ღვთისმეტყველებას... პოლიტიკას ცალკეული პიროვნებები ქმნიანთქო... ციტატა გარდა ამისა თქვენ ამბობთ, რომ მისი უწმინდესობა ილია მეორე არის თქვენი პატრარქი, მე ვამბობ მისი უწმინდესობა არის იმ ეკლესიის პატრიარქი რომლის წევრიც მე ვარ... ციტატა თუმცა ბევრს საკითხში მას არ ეთანხმებით, არ ვეთანხმები იმ ეკლესიის პოლიტიკას რომელსაც მისი უწმინდესობა უძღვება და არა თავად მას... ციტატა მაგრამ მაინც თვლის თქვენ თავს ჩვენი ეკლესიის წევრად (მიუხედავად იმისა, რომ ევქარისტიულ კავშირში ხართ სხვა რელიგიებთანაც). თქვნი ეკლესიისა არა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის... რაც შეეხება სხვა რელიგებთან ევქარისტიულ კავშირს ეს შეცდომაა... მე თანაზარება მაქვს ქრისტიანული ეკლესიის სხვადასხვა კონფესიასთან სადაც არის ჩვენი რწმენი თანხვედრა ევქარისტიული ტაბლის ირგვლი... ციტატა თქვენი ამგვარი განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია და შეცდომაში შეგყავთ სხვა იუზერები. რა არის ურთიერთგამომრიცხავი და რით შემყავს შეცდომაში და ვინ? შეხვედით შეცდომაშ? სადაც თქვენ, ადანიანი რომელიც ვერ არჩევთ რელიგიას კონფესიისგან არ შეხვედით შეცდომაში სხვას როგოღა შევიყვამ? ![]() ციტატა გარდა ამისა, მოვითხოვ ამიხსნათ რას ნიშნავს თქვენთვის ფრაზა "იბერია გაბრწყინდება" და რატომ ხმარობთ მას ყოველ მეორე პოსტში ცინიკურად? იბერიის გაბრწყინება სიტყვა სიტყვით ნიშნავს იბერიის გაბრწყინებას, ხოლო როდესაც ვხედავ ქართველი კაცის სიბნელეს უიმედობა მიპყრობს და ბოლო ამოძახილი იბერიის გაბრყინებაა... ანუ ხავს ვეჭიდები და მომავალში ვიმედოვნებ. -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
ნანინა |
![]()
პოსტი
#2484
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
Misha Songulashvili
ციტატა ხშირშემთხვევაში დაპირისპირებ ხშირშემთხვევაში პირიქით დაცვაც კი გამომსვლია... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამის გამო მე ფორუმი უნდა დავტოვო... ბოლო ბოლო ეს ადმინისტრაცია წმინდანთა დასი ხომ არაა რომ მაგათი სიტყვა მუდამ ჭეშმარიტება იყოს და არ გავაკრიტიკო? რას მედავები? მე არ მითქვამს დატოვე-ფორუმი თქო (ამის უფლება არ მაქვს). არც ადმინისტრაციაა წმინდანები, მართალია, მაგრამ ფორუმს აქვს თავისი წესები და ამ წესებს სწორედ ადმინისტრაცია აწესებს. ჩვენ კი ვინც აქ ვართ გვევალება დავიცვათ წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში წადი არავინ გაკავებს ![]() ციტატა არ ვეთანხმები იმ ეკლესიის პოლიტიკას რომელსაც მისი უწმინდესობა უძღვება და არა თავად მას... თავად ამბობ პოლიტიკას ადამიანები ქმნიანო, ესე იგი მას ეწინააღმდეგებით ![]() ციტატა რა არის ურთიერთგამომრიცხავი და რით შემყავს შეცდომაში და ვინ? შეხვედით შეცდომაშ? ურთიერთგამომრიცხავია, რომ ხართ ეკუმენისტი და ამავდროულად იმ ეკლეიის წევრი, რომელიც თავად არაა ემს-ს წევრი. გარდა ამისა ეწინააღმდეგებით ამ ეკლესიის მეთაურის პოლიტიკას ![]() ციტატა ადაც თქვენ, ადანიანი რომელიც ვერ არჩევთ რელიგიას კონფესიისგან პირად კბენები არ გინდა მიშა, რა კონტექსტშია იმის მიუხედავად ტერმინოლოგიური უზუსტობის გამო ბოდიშ ვიხდი ციტატა როდესაც ვხედავ ქართველი კაცის სიბნელეს უიმედობა მიპყრობს და ბოლო ამოძახილი იბერიის გაბრყინებაა... ეს ქართველი კაცები ჩვე ვართ არა? ანუ ეს ფორუმი და სიბნელეში და ჭაობში ვართ ხო? კარგი გასაგებია.. ჩემტვის ამომწურავი იყო თქვენი პასუხები და იმედია აღარც თქვენ დამწამებთ ცილისმწამებლობას ![]() მე უფლება მაქვს თქვენი ეს აზრები არ მივიღო მართლმადიდბლურ ფორუმზე მართლმადიდებელი ადამიანის გადასახედიდან ![]() ![]() მიუღებელია მისი იდეები მხოლოდ და მე ამის უფლება მაქვს ![]() თქვენც გაქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, თუმცა გარკვეულ ჩარჩოებში, და არა სხვისი შეცდომაში შეყვანის უფლება ანდა ჩვენი ეკლესიის და მისი მეთაურის კრიტიკის უფლება. მე მოვრჩი ![]() გისურვებთ წარმატებებს თქვენს "მოღვაწეობაში" ![]() ნანინა ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#2485
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
ნანინა
აბსოლიტურად ანუ მართალი ხარ... ყველაფერში ![]() -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#2486
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
კიდევ ვიმეორებ რომ ეს არის ამაზრზენი დამოკიდებულება არ გგულისხმობ მხოლოდ შენ ნანინა, მაგრამ მრავალ ამ ფორუმელს ვინც ამას გაიძახის რომ მე ვითომდა სხვები შემყავდეს შეცდომაში... გრცხვენოდეთ!
და მოდერატორს კიდევ ვთხოვ რომ ეს იდიოტური პოსტები ამოშალოს... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
ნანინა |
![]()
პოსტი
#2487
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
Misha Songulashvili
ციტატა კიდევ ვიმეორებ რომ ეს არის ამაზრზენი დამოკიდებულება არ გგულისხმობ მხოლოდ შენ ნანინა რახან მეც მეხები დაგიწერ ![]() მე გავარკვიე ყველაფერი, აგიხსენი და დაგისაბუთე, რაზეც შენგან ასეთი პასუხი მივიღე ციტატა აბსოლიტურად ანუ მართალი ხარ... ყველაფერში მე სალაპარაკო აღარაფერი მაქვს, მგონი გამგები მიხვდებოდა ყველაფერს ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#2488
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
ნანინა
არა მე ბოლოს რაც დავწერე მაგი შენ ყველაზე ნაკლებ გეხებოდა ვინაიდან 90 პოსტი დაგიწერე და შენი ცრუ ბრალდებები ვერ ავირიდე მაინც... ანუ შენ მართალი ხარ, შენთან საქმის რჩევას რა აზრი აქვს თორე ჰა... უბრალოდ აქ არ ხარ შენ ერთადერთ ვინც მაგას ამბობს და იცი ეს შენ, ხოდა იმათ გასაგონად ვამბობ რომ ამაზრზენია ეს ყველაფერი და შენ კიდევ მხოლოდ ყოჩაღ რომ ესოდენ სპეტაკი ხარ ![]() -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
ნანინა |
![]()
პოსტი
#2489
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
Misha Songulashvili
ციტატა არა მე ბოლოს რაც დავწერე მაგი შენ ყველაზე ნაკლებ გეხებოდა ვინაიდან 90 პოსტი დაგიწერე და შენი ცრუ ბრალდებები ვერ ავირიდე მაინც... ანუ შენ მართალი ხარ, შენთან საქმის რჩევას რა აზრი აქვს თორე ჰა... ჯერ ერთი 90 პოსტი არ დაგიწერია და მეორეც, მე ბრალს არ გდებ. დავწერე ფაქტები და ამით ყველაფერი ნათქვამია, რაზეც შენც დამეთანხმე ![]() ციტატა შენთან საქმის რჩევას რა აზრი აქვს მართალია, "საქმის რჩევას" თან ფორუმზე და თან ბიჭებთან არც მე ვაპირებ ![]() ციტატა შენ კიდევ მხოლოდ ყოჩაღ რომ ესოდენ სპეტაკი ხარ ![]() ![]() პ.ს. სპეტაკმა "დაგლიჯა" ![]() პ.პ.ს. ბოდიშს ვიხდი ამ განყოფილებაში გაოფებისთვის და იმედია აღარ გამაოფებინებ, თუმცა თემა შენ წამოწიე. მოდერებს ვთხოვ არ წაშალონ პოსტები თუ შეიძლება ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#2490
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
შეიძლება აქ დავსვა რამოდენიმე შეკითხვა ამასთან დაკავშირებით:
1. ეკუმენიზმში იგულისხმება თანალოცვა სხვადასხვა კონფესიებთან ხომ? 2. ემს-ში კეთდებოდა თუ არა ეს ყველაფერი? მაგრამ ამასთან ერთად, აქ პირველ გვერდზე ეწერა რომ პროზელიმიტიზმის შანსიც არის ემს-შიო... საპატრიარქომ როდის და რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტს სადაც წერია რომ უარს ამბობს ყველა სახის პროზელიმიტიზმზე? თუ შეიძლება ამ ყველაფერზე მომაწოდეთ პასუხი. ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2491
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
დედას ვფიცავარ თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს არ ვცემდე უფრო დიდ პატივს უკვე,როგორც ამ სამარცხვინო ადამიანებს, რომელიც მართლმადიდებლობას ფარად იყენებენ! ![]() დიდი იმედით შემოგყურებთ და გეკითხებით, ხო მეც მიგულისხმეთ მათში (ნუ, ბოლო ბოლო ამ თემის ავტორი ვარ ![]() ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Ligia |
![]()
პოსტი
#2492
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
|
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#2493
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
1988 წელს ილია II- მ იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში,სოფელ ვალეში, სადაც კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა.მან მრავალი კათოლიკე და მონოფიზიტი აზიარა.მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთგაგების მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის და იქადაგა შემდეგი:„ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ… ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში… თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება – მამა, ძე და სული წმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის… საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა“ (ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში. „ჯვარი ვაზისა“, 1988, #4, გვ.22-42).
-------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
terra |
![]()
პოსტი
#2494
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
საშინელება.
-------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#2495
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
protestanti
ციტატა საშინელება. რა არის საინელება? -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
cxz |
![]()
პოსტი
#2496
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 234 რეგისტრ.: 23-April 08 წევრი № 4,634 ![]() |
ძალიან მოგეწონებათ ეს ვიდეო ეკუმენიზმს ეხება!!!
![]() 1) http://www.youtube.com/watch?v=hK17Litj4FY...player_embedded 2) http://www.youtube.com/watch?v=7j__JAHS7S4&feature=related 3) http://www.youtube.com/watch?v=yJYWVyjCPn4&feature=related 4) http://www.youtube.com/watch?v=KHOXLBL6wy4&feature=related 5) http://www.youtube.com/watch?v=yaKnMaVvKzQ&feature=related 6) http://www.youtube.com/watch?v=WhVER4iK690&feature=related პ.ს. 6 ნაწილადაა დაყოფილი ჩამოინათვალის მიხედვით. -------------------- HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
----------------------------------------------------------------------------------------------- ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან. ---------------------- წინ წინაპრებისაკენ. ---------------------- ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ. |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2497
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
რატომ არის ზოგიერთისთვის ეკუმენიზმი მისაღები? კეთილგანწყობის გამო იმ ადამიანების მიმართ ვინც "ჭეშმარიტება"-ს არ იზიარებს?
ადვილია ჭეშმარიტების მიღწევა? თუმცა ეკუმენიზმი აღიარებს მწვალებელთა მადლმოსილებას ხომ ასეა? რას ქვია მადლმოსილება? იმას რომ მათაც შეუძლიათ ცხონდნენ? თუ არ შეუძლიათ - უსამართლობასთან გვაქვს საქმე რადგან ჭეშმარიტება რთული მისაღწევია... (რადგან ისინიც არანაკლებ არიან ერთგულნი ღვთისა და მისი მცნებებისა) მაგრამ თუ შეუძლიათ - ესეც უსამართლობაა(თუმცა ავაზაკის ცხონებაც უსამართლობა იყო), რადგან ჭეშმარიტი მიმდევრები უნდა ცხონდნენ... (სხვა შემთხვევაში აზრი არ ექნება ჭეშმარიტებას) დავიბენი ეხლა... ![]() პროზელიმიტიზმს უნდა ეწეოდეთ მგონი დაუღალავათ ვინც თვლით რომ სხვა რწმენის ადამიანებს ცხონება არ შეუძლიათ... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
guram |
![]()
პოსტი
#2498
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 9-April 09 წევრი № 6,805 ![]() |
კანუდოსელი ეჰ კანუდოსელ, საქმეც მაგაშია რომ ზოგჯერ ეგრეთი პატარა ციტატებით იწამლება ხოლმე მთელი თემა. გამარჯობა, ვიცი ძველი პოსტია მაგრამ იქნებ განმარტო აქ რას გულისხმობდი. მე ის ვიცი რომ იოანე ოქროპირი თავდაპირველად არ იყო ქრისტეანი ხოლო შემდეგ იგი გახდა ქრისტეანი და ერთერთი სამთაგანია რომელთავ ჩამოაყალიბეს მართლამადიდებლური ლიტურღიის წესები. -------------------- უფალო იესუ ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე ესე უღირსი მონაი შენი და განფხუარ გონებისა ჩემისაგან გული სიტყუაი უჯეროი და ვნებული, რომელი ეგე კურთხეულ-ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდ არს უფალი ღმერთი ჩვენი. დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი |
Believer |
![]()
პოსტი
#2499
|
![]() კეთილმორწმუნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 ![]() |
დეკანოზი იოანე მეიენდორფი ჭეშმარიტი და ცრუ ეკუმენიზმი დღეს ეკლესიაში საგრძნობლად მძაფრდება რეაქცია ეკუმენიზმის წინააღმდეგ. ეკუმენიზმი ხშირად მოიაზრება როგორც სანახაობა, ფუჭი სიტყვები, ამაო კონფერენციებზე სიარული და საეკლესიათაშორისო წესების კრებულთა ბიუროკრატიული მიმოხილვა. შეშინებული უმცირესობა ხმამაღლა ახდენს იმ კანონების ციტირებას, რომელიც კრძალავს მწვალებლებთან ერთად ლოცვას და აცხადებს, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება ნელ-ნელა სუსტდება ყოველ ეკუმენურ ღონისძიებასთან ერთად. მსგავსი იმედგაცრუება, მხოლოდ განსხვავებულ თეოლოგიურ კონტექსტში, შეიმჩნევა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიის წრეებშიც. რადიკალურად მოაზროვნენი მიიჩნევენ, რომ ეკუმენიზმი არ არის საჭირო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქრისტიანები უკვე 'ერთნი'არიან და მათ მხოლოდ ეკლესიის ამქვეყნიური "სტრუქტურები" და "დაწესებულებები" ანაწევრებენ. აქედან გამომდინარე, ისინი მხარს უჭერენ ამგვარი ინსტიტუტების აღმოფხვრის იდეას. მათი აზრით საეკლესიათაშორისო საბჭოების, კონფერენციებისა თუ სხვა მსგავსი ღონისძიებების არსებობა მხოლოდ სოლიდარობას უცხადებს "ეკლესიების" არსებობას იმის ნაცვლად, რომ ბოლო მოეღოს ეკლესიის დანაწევრებულობას. განადგურება, რასაკვირველია, რადიკალთა აღთქმული მიზანია. ამასობაში, კონსერვატორი კათოლიკეები და პროტესტანტები კარგავენ ინტერესს ზერელე ეკუმენური მოძრაობის მიმართ და ეკუმენიზმისაგან რელატივიზმისა და დოგმატური ინდიფერენტულობის საფრთხის შექმნას შიშობენ. ორმხრივი შემოტევების ფონზე ეკუმენური ორგანიზაციები და საბჭოები ცდილობენ გაამართლონ თავიანთი არსებობა ქრისტიანული ღონისძიებების გააქტიურებით და ქრისტიანული აღმსარებლობის სახელით განცხადებების კეთებით სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე. ისინი იშვიათად რჩებიან ჭეშმარიტ შესაბამისაობაში ან უკომპრომისოდ ქრისტიანული, რადგან ამ განცხადებების უკან ძალიან მცირედი შეთანხმებაა მიღწეული ქრისტიანობის ბუნებაზე, მის ფუნქციასა და მნიშვნელობაზე. სიტუაცია აშკარად ძალზე არაკეთილგანწყობილი და კრიტიკულია. ის მოითხოვს პოზიტიურ და გააზრებულ მიდგომას. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მართლმადიდებლებმა შეიძლება დაუშვან, არის სწორედ იმის ფიქრი, რომ ისინი თავს აარიდებენ ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობასა და პასუხისმგებლობას. ჩემი აზრით, ეკუმენური მოძრაობის ისტორიამ 1968 წელს მიაღწია იმ ზღვარს, სადაც ის ან სერიოზული და ჭეშმარიტი უნდა გახდეს, ან სხვა შემთხვევაში თანამედროვე ქრისტიანობა გალღვება უცნაურ პოლარიზებაში მცირე ფანატიურ ფუნდამენტალისტთა სექტებსა და რელატივისტთა ფსევდო რელიგიურ ჰუმანიზმს შორის. მართლმადიდებელთა განსაკუთრებული მისია ის არის, რომ აღმოაჩინონ ეკუმენიზმის განსაზღვრება, როგორც ჭეშმარიტების სიყვარულის გზით ძიება. თუმცა, იმგვარი ძიება, რომელსაც მხოლოდ სადღესასწაულო შეკრებები და ცარიელი ცერემონიები ახასიათებს, ერთობის მხოლოდ ცრუ შთაბეჭდილებას ქმნის და სასიამოვნოდ ერგება პოპულარულ ამერიკულ საუბრებს პლურალიზმზე, მაგრამ რეალურად არ გააჩნია ქრისტიანული შინაარსი. ეკუმენური ლოცვის იდეა კი ამგვარ შემთხვევად ვერ მიიჩნევა. ლიტურგიული თანაზიარება სხვა კონფესიებთან, მანამ, სანამ ჭეშმარიტი ერთობა მიიღწეოდეს, რასაკვირველია, გამორიცხულია მართლმადიდებელთათვის. მათთან ერთად ლოცვა კი სავსებით დასაშვებია, რადგან სჯულისკანონის აკრძალვა `მწვალებლებთან ერთად ლოცვის~ შესახებ გულისხმობს (შორეულ წარსულში, თ. გ.) ეკლესიიდან განდგომილებს და არა იმ მხურვალე თანამედროვე ქრისტიანებს, რომელთაც ეკლესია პირადად არ დაუტოვებიათ. გულწრფელი ლოცვა განუყოფელია ჭეშმარიტების ძიებისაგან. ლოცვა ქრისტესადმი ერთგულებაზეა დაფუძნებული და იმ ერთობას უნდა გამოხატავდეს, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ არ არის მიღწეული. სხვა შემთხვევაში თანალოცვა შეიძლება მხოლოდ მოჩვენებითად ბაძავდეს ჭეშმარიტ ერთობას. არაფერია მიმბაძველობაზე უფრო სახიფათო. შუა საუკუნეებში, როდესაც მედიცინა ჯერ კიდევ არ იყო მეცნიერება, ექიმები მშვენიერი სამოსებით იმოსებოდნენ და შთამბეჭდავ ქუდებს იხურავდნენ, რათა ამ გზით კლიენტები მიეზიდათ. თანამედროვე პაციენტებს კი, არ ჭირდებათ შემოსილი ექიმების ხილვა, რადგან ისინი მათ ენდობიან. მათ ჯერათ მედიცინის, და მისაზიდად არ ესაჭიროებათ რაიმე გარეგნული საცდური. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი ეკუმენური მოძრაობა ამერიკაში მხოლოდ მაშინ გახდება ჭეშმარიტი, როდესაც თვითონ მართლმადიდებელი ეკლესია გახდება (ეროვნული) ამერიკული და ამგვარად ამერიკელებს ამოცანის წინაშე დააყენებს იმის ნაცვლად, რომ წარმოუდგეს მათ როგორც ეგზოტიკური, ეთნიკური და წარსულის დეკორატიული გადმონაშთი. ეს ამ ეტაპზე მხოლოდ მრევლის დონეზეა მიღწეული. მართლმადიდებელთა ეკუმენური მოძრაობისადმი დამოკიდებულების დადებითი ასპექტების გამოვლენა სასწრაფოდ ჭირდებათ ჩვენს მღვდლებს, ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ძმებს, რომლებიც არ არიან ჩვენი ეკლესიის წევრები და ეძებენ მის ნამდვილ სახეს, და ყველაზე მეტად კი, ეს ჩვენ გვჭირდება ქრისტეს გულისათვის. წიგნიდან: J. Meyendorff. Witness to the World. New York, St. Vladimir’s Seminary Press, 1987 თარგმანი თამარ გოგუაძისა აღებულია "აღმოსავლურ დასავლური ქრისტიანობა, სტატიათა კრებული"-დან. -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
terra |
![]()
პოსტი
#2500
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
მართლმადიდებლობისა და ეკუმენიზმის შესახებ არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი 1 ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო! მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15). მოციქულთა 45-ე კანონი ღაღადებს: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ანდა დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, განიკვეთოს"! წმ.მოციქულთა ეს წმიდა კანონი არ მიგვითითებს, მაინც რომელი ლოცვა ან მსახურება გვეკრძალება, პირიქით, გვიკრძალავს ყოველგვარ ერთობლივ ლოცვას მწვალებლებთან - თვით კერძო ლოცვასაც კი. ეკუმენურ ლოცვებში კი განა უფრო შორსმიმავალი, გაბედული ცვლილებები არ ხდება? ლაოდიკიის კრების ოცდამეთორმეტე კანონი მიგვითითებს: "მწვალებლებისაგან, რომლთა კურთხევა უფრო ამაოდ მეტყველებაა ვიდრე კურთხევა, კურთხევის მიღება არ შეიძლება." ამ ეკუმენურ კრებებისა და მსახურებების დროს კი განა მწვალებლები არ იძლევიან კურთხევას? რომაული კათოლიციზმის ეპისკოპოსები, მღვდლები, პროტესტანტი პასტორები და თვით ქალებიც კი. წმ.მოციქულთა და მამათა ეს კანონები მარტო ძველად კი არა, დღესაც მოქმედებენ და უდავოდ აუცილებელნი არიან ჩვენთვის, დღევანდელი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ასევე უდავოდ ქმედითნი რჩებიან ისინი ჩვენი პოზიციისთვისაც რომის კათოლიკეებისა და პროტესტანტების მიმართ, რამეთუ რომის კათოლიციზმი პლურალისტური მწვალებლობაა, პროტესტანტიზმზე კი რაღა გვეთქმის? აჯობებს საერთოდ აღარაფერი ვთქვათ. განა წმ.საბა ჯერ კიდევ შვიდ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არ ლაპარაკობდა "ლათინურ მწვალებლობაზე?" მას შემდეგ კიდევ რამდენი ახალი მწვალებლობა გამოიგონა და "უცთომელი" დოგმატის ხარისხში აიყვანა პაპმა! სრულიად აშკარაა, რომ პაპის უცთომელობის დოგმატის მეშვეობით რომაული კათოლიციზმი პან-ერესი გახდა, და ვატიკანის მეორე, ქებულმა კრებამაც ეს საზარელი მწვალებლობა კი არ შეცვალა, პირიქით, კიდევაც განამტკიცა. ამიტომ, თუ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და გვინდა ასეთებად დავრჩეთ, შეგვფერის წმ.საბას, მარკოზ ეფესელის, კოზმა ეტოლიელის, იოანე კრონშტადტელისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წმ.აღმსარებელთა, მოწამეთა და ახალმოწამეთა პოზიციაზე ვიდგეთ რომაულ კათოლიკეებსა და პროტესტანტებთან მიმართებაში, რომელთაგან არავინ არის მართლმადიდებელი ორ ძირითად ქრისტიანულ დოგმატში, ანუ დოგმატებში წმ.სამებისა და ეკლესიის შესახებ. 2 თქვენო უწმიდესობავ და სინოდის წევრებო! როდემდე განვაგრძობთ ჩვენი წმიდა მართლმადიდებლობისა და წმ.საბას ეკლესიის შეურაცხყოფას იმ სამწუხარო და საზარელი, წმ.გარდამოცემის საწინააღმდეგო პოზიციით, რომელიც გვიჭირავს ეკუმენიზმისა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიმართ? ყოველი გულწრფელი მართლმადიდებელი, წმ.მამათა ხელმძღვანელობით აღზრდილი, სირცხვილით იწვის, როდესაც კითხულობს, რომ ჟენევის მე-5 სრულიადმართლმადიდებლური კონფერენციის (1968 წ., 8-16 ივნისი) მართლმადიდებელმა წევრებმა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მართლმადიდებელთა მონაწილეობის თაობაზე განაცხადეს: "მართლმადიდებელი ეკლესია თავის თავს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანულ ნაწილად მიიჩნევს". ეს დადგენილება აპოკალიფსურად საზარელია თავისი არამართლმადიდებლობით და ანტიმართლმადიდებლობით. არსებობდა კი აუცილებლობა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ამ უწმინდესი ღმრთაებრივ-კაცობრივი ორგანიზმისათვის, იმდენად დამცირებულიყო, რომ მისი ღმრთისმეტყველი წარმომადგენლები - ზოგი ეპოსკოპოსი და ზოგიც ერისკაცი - "ორგანულ მონაწილეობას" თხოულობდეს ემს-ში, რომელიც, ასე და ამნაირად, ხდება ახალი საეკლესიო "ორგანიზმი", ახალი "ეკლესია", და მასში მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ეკლესიები მხოლოდ ნაწილებს წარმოადგენენ ("ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულებს")? ვაი, რა გაუგონარი მუხთლობა და ღალატია! ჩვენ უარვყოფთ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ამ ორგანულ კავშირს ღმერთკაცსა და მის უწმიდეს სხეულთან - წმ.მოციქულების, მამებისა და მსოფლიო კრებების მართლმადიდებელ ეკლესიასთან და გვსურს გავხდეთ "ორგანული ნაწილი" მწვალებლური, ჰუმანისტური და კაცთა თაყვანისმცემელი საზოგადოებისა, რომელიც 263 ერესისაგან შედგება და თითოეული მათგანი სულიერი სიკვდილია! როგორც მართლმადიდებლები, ჩვენ ვართ "ასონი ქრისტესნი". "აღ-უკვე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? (1 კორ.6,15). მაგრამ სწორედ ამას სჩავდივართ ჩვენი "ორგანული" შეერთებით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ათეისტური, კაცთა თაყვანისმცემელი წარმართობის აღორძინება. ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, რომ ჩვენმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, წმ.მამებისა და წმ.საბას ეკლესიამ, მოციქულთა და აღმსარებელთა, მოწამეთა და ახალმოწამეთა ეკლესიამ შეწყვიტოს ეკლესიური, ლოცვითი და იერარქიული აღრევა ე.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან და სამუდამოდ უარი თქვას ერთობლივ ლოცვასა და ღმრთისმსახურებაში მონაწილეობაზე (ღმრთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში ორგანულად არის გაერთიანებული ერთ მთლიანობად და ევქარისტიით გვირგვინდება). ასევე, სრულიად განეშოროს ყოველგვარ მონაწილეობას ნებისიმიერ საეკლესიო ქმედებაში, რომელიც შეიცავს და გამოხატავს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის უნიკალურ და განუმეორებელ ხასიათს - იმ ეკლესიისა, რომელიც ყოველთვის ერთიანია და ერთადერთი. 3 არ ერთიანდება რა მწვალებლებთან, სადაც არ უნდა იყოს მათი ცენტრი, ჟენევაში თუ რომში, წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მუდამ იმარხავს წმ.მოციქულთა და წმ.მამათა ერთგულებას, ამით უარს არ ამბობს თავის ქრისტიანულ მისიასა და სახარებით ნამცნებ მოვალეობაზე, ანუ იგი ყოველთვის სიმდაბლით, მაგრამ მტკიცედ და გაბედულად დაამოწმებს უზენაეს ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტ ღმერთკაცს და მართლმადიდებლობის ყოვლის მაცხოვნებელ და ყოვლის გადამასხვაფერებელ ძალას თანამედროვე მართლმადიდებელი თუ არამართლმადიდებელი სამყაროს წინაშე. ეკლესია, რომელსაც თვით ქრისტე ჰყავს წინამძღოლად, წმ.მამათა და ღმრთისმეტყველთა მეშვეობით მუდამ მზად იქნება პასუხი გასცეს ყველას, ვინც ამ პასუხს ეძიებს "თქუენ შორის სასოებისა მისთვის" (I პეტ. 3,15). ჩვენი სასოება კი ერთია უკუნითი უკუნისამდე: ღმერთი და კაცი იესო ქრისტე და მისი მისტიური სხეული, წმ.მოციქულთა და წმ.მამათა ეკლესია. მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველები "საერთო ეკუმენისტურ ლოცვებში" კი არ უნდა მონაწილეობდნენ, არამედ საღმრთისმეტყველო საუბრებში ჭეშმარიტების შესახებ, როგორც ამას წმიდა და ღმერთშემოსილი მამები აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე. მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ "ცხონებულთა" ხვედრია (მე-2 მსოფლიო კრების მე-7 კანონი). მოციქულთა ხარება ყოვლად ჭეშმარიტია: "განწმედა სულისა და სარწმუნოება ჭეშმარიტებისა" (2 თეს.2,13). ამ სარწმუნოების არსი არის ჭეშმარიტება, ერთადერთი სრული ჭეშმარიტება, ანუ ღმერთი და კაცი - იესო ქრისტე. ეს სარწმუნოება და ეს სიყვარული არის გული და ცნობიერება მართლმადიდებელი ეკლესიისა. მთელი ეს საგანძური სავსებით და შეურყვნელად მხოლოდ წმ.მამათა მოწამეობრივ მართლმადიდებლობაში ინახებოდა, და მართლმადიდებელი ქრისტიანები მოწოდებულნი არიან უშიშრად დაამოწმონ ეს დასავლეთის წინაშე, მისი ცრუსიყვარულისა და ცრუსარწმუნოების წინაშე. წმ.იოანე ოქროპირის ხსენება, 13/26 ნოემბერი, 1974 წ. ჩელიეს წმიდა მონასტერი. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 07:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი