IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

130 გვერდი V « < 126 127 128 129 130 >  
Reply to this topicStart new topic
> ეკუმენიზმის შესახებ, ემოციების გარეშე
newbie
პოსტი May 19 2010, 12:36 PM
პოსტი #2541


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



კანუდოსელი

Все гениалное просто : rolleys:
ციტატა
ასე რომ ჭრით და კერავთ თვითკმაყოფილება კი მოდის აქედან (რომ პასუხი გაეცით ბელივერს),

კმაყოფილება არა ჩაქუჩი მეტი პრობ არ მაქვს გგონია..? : )

ციტატა
კანონების და მცნებების გაიგივებით მხოლოდ სწორხაზოვნებას აღიარებთ, არადა ქრისტეს ეკლესიის ისტორია ხშირად არ ვითარდებოდა ასე...ეკლესია ისტორიულია და არ არის ისტორიიდან ამოვარდნილი (საქმე მოციქულთა ამისი დასტურია)

კანონებს და მცნებებს ვერ გეტყვი რომ ვაიგივებ, უბრალოდ ამ ეტაპზე ამ კანონის შემცვლელი და არც სხვა რაიმე საფუძველი არ მაქვს რომ დადებითად შევხედო ამ საკითხს, პირიქით კი უამრავი.
რაც შეეხება ანალიზს, შეიძლება ვრცლად დამანახოს არსი, თუმცა არ მგონია დამოკიდებულება შემიცვალოს, თუ გინდა სერიოზული ანალიზი ჩაატარე , გაჭერი და დაკერე მე რას მეჩხუბები : )) 2kiss.gif მე ვთქვი რაც ვიცი, : ))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი May 19 2010, 01:54 PM
პოსტი #2542


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



მსოფლიო ღობების დანგრევას აპირებს ანუ საზღვრების, ამიტომაც ჯერ ,,მსგავსებს'' გააერთიანებს მერე კი აჯაფსანდალს გააკეთებეს(არადა ჩვენზე უწინ ვინ იცოდა ამის გაკეთება)ჰოდა ღობეები არ იქნება საჭირო რადგან ღორები არ იქნებიან იმიტომ რომ არავინ იქნება ვინც ღორს ღორს დაუძახებს.მალე მგონი დღის და ღამის გაერთიანებას დაიწყებენ.. მანამდე კი ცოტა ცოტა .. ანუ შენი ცოლი ჩემი ცოლი..
doh.gif
აღსდექ საქართველო..თუმცა ჯერ არა..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 19 2010, 02:07 PM
პოსტი #2543


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ქართველობას გვართმევენ მაგენის... პროსტა არ შევიგინები სიმონ, თვარა მაგენი? მაგენი უნდა გაჯლიტო სუყველა წიწილებივით cool.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი May 20 2010, 01:59 PM
პოსტი #2544


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



=)) ამოწყდნენ ეგ მასონები!!! ერთ დღეს, ერთიანად ამოწყდეს ყველა არამართლმადიდებელი!! =))


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 23 2010, 01:08 PM
პოსტი #2545


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



პატრიარქი ათენოგორა:


მე გადავწყვიტე ჩემი ეკუმენური მოღვაწეობა მართლმადიდებლობის ყველაზე მკაცრი დამცველების, ათონელი ბერებისთვის განმემარტა. ეს, მე ერთმა, გავაკეთე ბერთა კრების წინაშე. მათ უთხრეს, რომ მე მართლმადიდებლობის ღალატს ვაპირებდი პროტესტანტებთან და კათოლიკებთან. შუა საუკუნეებში, ლათინთა იმპერიის დროს ან მაშინ, როცა ბიზანტიის იმპერატორები თურქების წინააღმდეგ დასავლეთისგან დახმარების მისაღებად უნიის თავსმოხვევას ცდილობდნენ, ათონის მთა მართლმადიდებლობას უკომპრომისოდ, ზოგჯერ მოწამეობრივადაც კი იცავდა. მე მინდოდა არსებითად ამეხსნა ჩემი მოქმედება ბერებისთვის, რომლებიც ამ წმინდა ადგილზე იმ სულიერ საგანძურს ინარჩუნებდნენ, რომელიც მთელი მართლმადიდებლობისათვის, მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის ძვირფასია. მოგვიანებით, საბერძნეთის ეკლესიის ზოგიერთი ფანატიკოსის გამო საქმეები ისევ ცუდად წავიდა, მაგრამ მაშინ, სრული გულახდილობის გარემოში მათ მე გამიგეს. ჩვენი საუბრის ჩანაწერს, რომელსაც მე ვინახავ, ამის დადასტურება შეუძლია.





--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Sep 26 2011, 11:36 AM
პოსტი #2546


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



კანუდოსელი
ციტატა
newbie
abo
ასე რომ ჭრით და კერავთ თვითკმაყოფილება კი მოდის აქედან (რომ პასუხი გაეცით ბელივერს), მაგრამ სერიოზულ ანალიზთან რა კავშირშია?
"სერიოზული ანალიზი" და მართლმადიდებლობა მთლად ვერ ჯდება ერთმანეთში. ეგ "სერიოზული ანალიზი" სხვა არაფერია, თუ არა (უმეტეს შემთხვევაში) ურწმუნოთა ფსევდო-ანალიზი უმეცარი სულების დასაღუპად. რათქმაუნდა, მართლმადიდებლისათვის საჭიროა ფიქრი, მაგრამ, იმას რასაც ბევრი ფიქრს ეძახის არის დამღუპველი მართლმადიდებლისათვის და იმას რასაც სერიოზული-ანალიზის ნაკლებობას - ის არის მართლმადიდებლური.

ამ შემთხვევაში სერიოზული ანალიზი აქედან იწყება: ვის უნდა ვენდოთ, როცა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ვიწყებთ? ყოველგვარი დიდი ანალიზის გარეშე პასუხი ნათელია: წმინდანებს. ჩვენ აქ უნდა შევხედოთ მამა გაბრიელის, მამა პაისის და მსგავსი წმინდანების სწავლებას. ისინი არიან ჩვენთვის წმინდა წერილის განმარტებლებიც და ჩვენი სულის ექიმებიც. ის, ვინც არ თვლის ასეთ დიდ წმინდანებს წმინდანებად, ცდომილებაში არიან და სამწუხაროდ მათი პრობლემაა. ქრისტიანმა, რომელსაც ნამდვილად სურს სულის გადარჩენა, უნდა იცოდეს და თავში ჩაიჭედოს: ეკუმენიზმი არის ერესთა ერესი. ეკუმენიზმი არის ბოროტის მოძრაობა.


forume.ge-ზე ადრე დავდე მამა პაისის წერილი, რომელიც ვთარგმნე ერთ-ერთი გვერდიდან. ამ წერილში კარგად არის გადმოცემული, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეკუმენიზმი:
ციტატა
როგორც ჩვენი ეკლესიის შვილს, ძალიან გული მტკივა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ჩვენს ეკლსიაში სხვადასხვა მოძრაობისა და მიმართულების მიერ, რომელნიც მომხრენი არიან გაერთიანების, ატეხილი ხმაურის გამო. ამრიგად, როგოც ერთ-ერთმა ცოდვილმა მონაზონმა, გადავწყვიტე პატარა წერილის დაწერა (ლოცვასთან ერთად), იქნებ ჩვენი დედის მრავალნაწილიანი ტანისამოსის ნაწილები ერთმანეთთან დავაკავშირო. მე ვიცი, რომ შენ სიყვარულს გამოიჩენ და ამ წერილს გაუზიარებ ჩვენს თანამორწმუნე მართლმადიდებლებს.

პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვიხადო იმ თამამი წერილისათვის რომელსაც ვწერ, რამეთუ მე არც წმინდანი გახლავართ და არც თეოლოგი. მე მწამს, ყველანი გამიგებენ, რომ ეს წერილი არის გამოხატულება იმ ღრმა ტკივილისა, რაც განპირობებულია ჩვენი პატრიარქის ათენაგორას საუბედურო პოზიციისა და მიწიერი სიყვარულის გამო.

როგორც ჩანს მას უყვარდა მეორე ქალი - რომელსაც ქვია პაპისტების ეკლესია - რადგანაც ჩვენი მართლმადიდებელი დედა მასზე ვერ ახდენდა შთაბეჭდილებას საერთოდ; ვერ ახდენდა, რადგანაც ის ასეთი მოკრძალებულია. ეს სიყვარული, კონსტანტინოპოლში გაგებული, სენსაციურ შთაბეჭდილებას ახდენდა მრავალ მართლმადიდებლებს შორის, რომელნიც დღეს ასეთი უაზრო სიყვარულის გარემოში ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. უფრო მეტიც, ეს არის სიყვარული დღევანდელობის სულისა: ოჯახი დაკარგავს თავის ღვთიურ არსს მსგავსი სიყვარულით, რომლის მიზანია დაყოფა და არა გაერთიანება.

მსგავსი ამქვეყნიური სიყვარულით პატრიარქს მივყავართ რომისაკენ. იმის მაგივრად რომ პირველ რიგში ნამდვილი სიყვარული გამოეხატა თავისი სულიერი შვილებისათვის და ჩვენი დედა ეკლესიისათვის, მან თავისი სიყვარული შორს გაგზავნა. მართალია შედეგმა ასიამოვნა სეკულარის შვილებს, რომელთაც ეს ქვეყანა უყვართ - რომელთაც ამქვეყნიური სიყვარული აქვთ - მაგრამ ძლიერ დაგვრთგუნა ჩვენ, მართლმადიდებლობის შვილები, მოხუცნი და ახალგაზრდანი, რომელთაც ღვთის შიში გაგვაჩნია ...

დიდი წუხილით მინდა გამოვთქვა, რომ არცერთ ეკუმენისტში ("უნიონისტი" ანუ უნიის მომხრე), რომელსაც შევხვედრივარ, არ მინახავს ერთი ადამიანიც კი, რომელსაც თუნდაც ერთი წვეთი სულიერება გააჩნია. მიუხედავად ამისა მათ შეუძლიათ საუბარი გაერთიანებაზე და სიყვარულზე, მაშინ როცა ისინი არ არიან ერთნი ღმერთში, რამეთუ მათ ღმერთი არ უყვართ.

ჩვენს "უნიონისტ" ძმებს სიყვარულით მოვუწოდებ: რამეთუ ეკლესიათა გაერთიანება არის სულიერი რამ თავისი რაობით, ჩვენ გვჭირდება და არ გვაქვს საკმარისი რაოდენობით სულიერი სიყვარული, დაე დავუთმოთ ამ საქმის გადაწყვეტა მათ, ვისაც დიდად უყვართ ღმერთი და ჭეშმარიტი თელოგები არიან, როგორიც იყვნენ ეკლესიის მამები - არა ლეგალისტები - მათ, რომელთაც საკუთარი თავი მთლიანად შესთავაზეს ეკლესიის სიკეთეს და მის მსახურებას (იმის მაგივრად, რომ მხოლოდ სანთლები იყიდონ), მათ რომელიც ღვთიური ცეცხლით არიან ანთებულნი და არა სადიაკონოს ცეცხლით...

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არამარტო ბუნებრივი კანონები არსებობს, არამედ სულიერი კანონებიც. ამრიგად, ღვთის რისხვის თავიდან აცილება მოხდება არა ცოდვილთა შეკრებით, არამედ სინანულით და ღვთის მცნებათა დაცვით.

ასევე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია ერთი ხარვეზიც კი. ერთადერთი დეფიციტი მდგომარეობს ფხიზელი იერარქებისა და პატრისიტკული საფუძვლების მქონე მწყემსთა ნაკლოვანებაა. "მცირედნი არიან რჩეულნი". ამან, თუმცა, არ უნდა დაგვანაღვლიანოს.

მართლმადიდებლური ეკლესია არის ქრისტეს ეკლესია ის არის მისი მართველი. ის არ წარმოადგენს საყდარს, რომელიც ღვთისმოშიშთა მიერ იქნა აგებული სილითა და დუღაბით, და შემდეგ ბარბაროსთა მიერ იქნა განადგურებული ცეცხლით. თვით ქრისტე არის ეკლესია. "და ვინც დაეცემა ამ ლოდზე, შეიმუსრება; და ვისაც დაეცემა, გასრესს მას." (მათე 21,44)

როცა საჭიროება იქნება, უფალი მოუვლენს ეკლესიას მარკოზ ეფესელსა და გრიგოლი პალამელს, რათა ერთად შეკრიბოს დათრგუნული ძმანი მართლმადიდებლობის აღსარებისათვის, ტრადიციის გაძლიერებისათვის და ჩვენი დედა ეკლესიისათვის დიდი სიხარულის მიგებისათვის.

წარსულში გვინახია ბევრი ერთგული შვილი დედა ეკლესიისა, მონაზვნები და ერისკაცნი, რომელნიც საუბედუროდ გამოეყვნენ ეკლესიას ამ გაერთიანების, უნიის, გამო. ჩემი აზრით, ეკლესიისაგან გამოყოფა, იმ შემთხვევებში როცა პატრიარქი უშვებს შეცდომებს, არ არის სწორი. ამ შემთხვევებში ჩვენი ვალია ჩვენივე ძალებით ვიბრძოლოთ, რათა დავრჩეთ ეკლესიაში. პატრიარქის მოხსენების შეყვეტა (ლოცვებში), ეკლესიისაგან მოწყვეტა და საკუთარი ეკლესიის შექმნა, პატრიარქის ლანძღვა, ჩემი აზრით, არის უაზრო.

თუ ჩვენ პატრიარქის ყოველი, ამა თუ იმ, შეცდომის გამო გამოვეყოფით ეკლესიას - ღმერთმა დაგვიფაროს - მაშინ ჩვენ პროტესტანტებსაც გადავუსწრებთ. ადვილია გამოყოფა, მაგრამ ძნელია უკან დაბრუნება. სამწუხაროდ, დღეს უამრავი "ეკლესიაა", შექმნილი დიდი დაჯგუფებების ან ერთი პირის მიერ. რადგანაც ისინი ხედავენ ეკლესიას მათ კალივში (მე ვსაუბრობ იმაზე, რაც წმინდა მთაზე ხდება), მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ საკუთარი დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნა.

თუ უნიონისტებმა (ეკუმენისტებმა) ეკლესიას პირველი ჭრილობა მიაყენეს, ზემოაღნიშნულებმა მას მეორე ჭრილობა მიაყენეს.

მოდი ვილოცოთ უფლის მიმართ, რათა გაგვანათლოს ყველა, პატრიარქი ათენაგორას ჩათვლით, რომ პირველ რიგში ამ "ეკლესიების" (ანუ, მართლმადიდებლობას გამოყოფილი ჯგუფების) გაერთიანება მოხდეს პირველ რიგში; რომ სიმშვიდემ დაისადგუროს გამოყოფილ მართლმადიდებლურ შტოებში; ვილოცოთ, რომ მშვიდობა და სიყვარული იყოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. ამის შემდეგ ვიფიქროთ გაერთიანებაზე სხვა "აღმსარებლებთან" - და მხოლოდ მას შემდეგ, თუ ისინი ჭეშმარიტად მიიღებენ და აღიარებენ მართლმადიდებლურ დოგმას.

კიდევ მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს ეკლესიაში არსებობს მესამე ჯგუფი. ესენი ეკლესიის ერთგულ შვილებად რჩებიან, თუმცა სულიერი ერთობა ერთმანეთში არ გააჩნიათ. ისინი დროს ერთმანეთის კრიტიკაში ატარებენ და არა საერთო სიკეთის ძებნისათვის. ერთნი მეორეს უთვალთვალებენ (უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ თავს), რა დაწერა ან თქვა მეორემ, რათა შემდეგ დაუნდობლად გამოიჭირონ მეორენი. თუმცა, პირველთ რომ იგივე ეთქვათ და დაეწერათ რასაც მეორენი ამბობენ და წერენ, მაშინ ისინი უამრავ ციტატას მოიყვანდნენ წმინდა წერილიდან და მამათა ნაწერებიდან.

დიდი ზიანი მოაქვს ამას. რამეთუ, როცა ერთი მეორე მეზობელს ტკენს, მეორე მეზობელი სამაგიეროს უკეთებს პირველს ყველა ერთგულის თვალწინ. ხშირად, მგსაგვი ხალხი იწვევენ სუსტად მორწმუნეებში ურწმუნოების დათესვას. სამწუხაროდ ზოგიერთი ჩვენთაგანი უაზრო პრეტენზიებს უყუნებს სხვას. ჩვენ გვსურს რომ ისინი ჩვენ სულიერ ხასიათს მოერგონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სხვანი ჩვენს ხასიათთან ჰარმონიაში ვერ მოდიან. ან მცირედ ტოლერანტულები არინ - ან ხანდახან საკმაოდ მკაცრნიც - ჩვენს მიმართ, ჩვენ მაშინვე ვასკვნით, რომ ისინი სულიერებაში მოიკოჭლებენ.

ჩვენ ყველანი საჭირონი ვართ ეკლესიისათვის. ყველა მამა (მკაცრი თუ არამკაცრი ხასიათისამ) ეკლესიის სამსახურში იდგა. როგორც სხვადასხვა მცენარეული (მჟავე, მწარე და ტკბილი) არის საჭირო ადამიანის სხეულისათვის, ასევეა საჭირო ეკლესიის სხეულისათვის სხვადასხვა ხასიათის ადამიანნი. ერთ კაცი ავსებს მეორის სულიერ ხასიათს და თვითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია აიტანოს არამარტო ესათუის ხასიათი, არამედ ადამიანური სისუსტებიიც, რომელიც თვითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია.

ისევ გთხოვთ გულითად, რათა მაპატიოთ მსგავსი სითამამე. მე უბრალო მონაზონი გახლავართ. ჩემი მიზანია საკუთარი თავი მივცე ეკლესიას, იმდენად რამდენადაც შემიძლია, და დავეხმარო სხვას და ეკლესიას ღვთის წყალობითა და ლოცვით. მაგრამ, რადგანაც ამ მტკივნეულმა ამბებმა, ჩვენი წმინდა მართლმადიდებლობის შესახებ, მოაღწია ჩემს სამყოფელში, ძალიან შევწუხდი და ჩავთვალე მართლად დამეწერა ის, რასაც ვგრძნობ. მოდი ყველა ვილოცოთ, რათა ღმერთმა მოგვანიჭოს თავისი მადლი და თვითოეული ჩვენთაგანი ემსახუროს თავისი გზით ეკლესიის დიდებას.

ყველასადმი დიდი პატივისცემით

ბერი პაისიოსი


P.S. ეს ბილივერი მამა-ჯემალი არ არის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 28 2011, 07:30 PM
პოსტი #2547


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Sep 29 2011, 01:18 AM
პოსტი #2548


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(A.V.M @ Sep 28 2011, 07:30 PM) *

შეიძლება არ უნდა ვამბობდე,მაგამ უფრო მეტ პატივს ვცემ მუსლიმანს რომელიც არ თამაშობს და თავის რწმენაშია,კრიშნაიტს რომელიც იცავს თავისი რწმენის წესებს...
ვიდრე ძალად ქრისტიანს,რომელიც ხან კათოლიკესთან დგება მსახურებაზე,ხან ბუდისტთან და ხან იუდეველთან.
მეზიზღება ეკუმენიზმი...


+



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 29 2011, 11:26 AM
პოსტი #2549


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(Misha Songulashvili @ May 20 2010, 01:59 PM) *

=)) ამოწყდნენ ეგ მასონები!!! ერთ დღეს, ერთიანად ამოწყდეს ყველა არამართლმადიდებელი!! =))

ვაა მიშა შე ტარტაროზოოოოოოოოოოოოოოოოოო
ოო
როგორა ხარ შე ღვთისპირიდან გადავრდნილო შენ laugh.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Oct 3 2011, 09:00 AM
პოსტი #2550


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ციტატა(A.V.M @ Sep 28 2011, 07:30 PM) *

შეიძლება არ უნდა ვამბობდე,მაგამ უფრო მეტ პატივს ვცემ მუსლიმანს რომელიც არ თამაშობს და თავის რწმენაშია,კრიშნაიტს რომელიც იცავს თავისი რწმენის წესებს...
ვიდრე ძალად ქრისტიანს,რომელიც ხან კათოლიკესთან დგება მსახურებაზე,ხან ბუდისტთან და ხან იუდეველთან.
მეზიზღება ეკუმენიზმი...
ეკუმენიზმს ძირითადად იცავს სულიერებისაგან დაცლილი ხალხი, რომელთათვისაც ღმერთისაკენ სწრაფვა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი (ჩემი აზრი კი არ არის, არამედ დიდი წმინდანის, მამა პაისის, აზრს ვეთანხმები და ვიმეორებ). ეკუმენიზმს, სინამდვილეში, არაფერი საერთო არა აქვს ადამიანობასთან და ადამიანურთან. ეს არის ბოროტის მიერ დაგებული მახე, რომელიც, ლამაზ სიტყვებში გახვეული ცრუმეტყველებით, მრავალი ადამიანის დასაღუპად არის დაგებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio_xomasa
პოსტი Nov 17 2011, 12:31 PM
პოსტი #2551


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 17-November 11
წევრი № 11,771



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება (1998 წლის 8 ოქტომბერი)


1998 წლის 8 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა:

I. მიუღებელია 1990 და 1993 წლებში შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებელ ეკლესიასა და არაქალკედონურ (ორიენტალურ) ეკლესიებს შორის არსებული საღვთისმეტყველო დიალოგის გაერთიანებული საღვთისმეტყველო კომისიის დოკუმენტები (ე. წ. „შამბეზის შეთანხმებები”).

II. მიუღებელია 1991 წლის, ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ანტიოქიის არაქალკედონიტ (ორიენტალურ) ეკლესიას შორის მიღებული წინასწარი შეთანხმების პროექტი.

III. მიუღებელია 1993 წლის 23 ივნისს ბალამანდში (ლიბანი) მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობლივი კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი: „უნიატობა როგორც მეთოდი გაერთიანებისა წარსულში და ძიება სრული ერთობისა დღეს” (ე. წ. „ბალამანდის შეთანხმება”).

IV. მიუღებელია ფინეთის ავტონომიური ეკლესიის მიერ აღდგომის დღესასწაულის გრიგორიანული პასქალიით აღნიშვნა, რომელიც არ შეესაბამება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას აღდგომის დღესასწაულის თარიღის შესახებ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო მართლმადიდებლური პოზიციიდან გამომდინარე ეს არის კანონიკური დარღვევა, და არა მწვალებლობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო (რომლის იურისდიქციაშიც შედის ფინეთის ავტონომიური ეკლესია) უარყოფითადაა განწყობილი ამ კანონიკურ დარღვევისადმი და მიაჩნია, რომ აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნოს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების შესაბამისად (იხ. კონსტანტინეპოლის პატრიარქის წერილი N 1214/1997).

V. მიუღებელია არამართლმადიდებლური, მოდერნისტული თეოლოგიის წიაღში ჩამოყალიბებული ეკლესიოლოგიური მწვალებლური სწავლება მაცხოვნებელი მადლის ეკლესიის კანონიკური საზღვრების გარეთ არსებობის შესახებ და მისი უკიდურესი გამოვლინება ე. წ. „განშტოებათა თეორია”, რომლის მიხედვითაც დღეს არსებული სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობები განიხილება, როგორც ქრისტეს ჭეშარიტი ეკლესიის სხვადასხვა თანაბარზომიერი განშტოებები, რომელნიც ერთნაირად ფლობენ ღვთაებრივ მადლსა და ჭეშმარიტებას.

VI. მიუღებელია არამართლმადიდებლებთან თანალოცვა და თანაზიარება, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრებაზე (ქ. თესალონიკი, 1998 წლის 29 აპრილი – 2 მაისი) მიღებული საბოლოო დოკუმენტით, რომლის მე-13-ე მუხლის ბ) პუნქტში წერია: „მართლმადიდებელი დელეგატები არ მიიღებენ მონაწილეობას ეკუმენურ მსახურებაში, საერთო ლოცვებსა და ღვთის თაყვანისცემაში და ასამბლეის სხვა რელიგიურ ცერემონიებში”.


წმიდა კანონები, რომლებიც განსაზღვრავენ მართლმადიდებელთა ქცევას მწვალებლებთან მიმართებით, დაითრგუნა და კვალად უსირცხვილოდ ითრგუნება. ყოველივე ამისგან დიდი საცთური მოდის.

ზოგიერთები გადამეტებული დაჟინებით გვიყვებიან სიყვარულის მოთხოვნილებებზე, ამბობენ, რომ მისი გულისთვის ბევრი რამ უნდა დავთმოთ და მრავალი მსხვერპლიც უნდა გავიღოთ. მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარული პირდაპირ არის დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან; არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი; საჭიროა “ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა” (ეფეს. 4,15), ანუ უნდა გაგაჩნდეს ჭეშმარიტი და წრფელი სიყვარული შეერთებული ჭეშმარიტ რწმენასთან და უნდა გსურდეს სულიერი სიკეთე მისთვის, ვინც გიყვარს. სიყვარული ჭეშმარიტებისა და რწმენის გარეშე არის სიცრუე და მოტყუება. სიყვარული ზეციური ყლორტია, რომელიც ვითარდება, ყვავის და ნაყოფს იძლევა მხოლოდ ჭეშმარიტების ნიადაგზე; ხოლო ჭეშმარიტება - არა ნაწილობრივი, არამედ სრული, მხოლოდ მართლმადიდებლობაშია”.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Dec 12 2011, 06:21 PM
პოსტი #2552


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



ვატიკანის II კრების ზოგიერთი მასალა


ბ) არაქრისტიანული რელიგიებისადმი ეკლესიის დამოკიდებულების დეკლარაცია


სხვადასხვა არაქრისტიანული რელიგიები
“უძველესი დროიდან დღემდე სხვადასხვა ხალხში არსებობს იმ საიდუმლო ძალების რაღაც ერთგვარი აღქმა, რომელნიც ყოველგვარი საქმისა და ადამიანთა ცხოვრების მომსწრენი არიან. მათ ხანდახან “უზენაეს ღვთაებად” ან “მამად” აღიარებენ. ეს აღქმა და აღიარება ადამიანის ცხოვრებას ღრმა რელიგიური შინაარსით მსჭვალავს. ის რელიგიები, რომლებსაც კულტურის პროგრესთან აქვთ კავშირი, ცდილობენ კითხვებს უფრო დახვეწილი მცნებებითა და თანაც სრულყოფილი ტერმინოლოგიით გასცენ პასუხი. მაგალითად, ინდუიზმში ადამიანები იკვლევენ ღვთაებრივ საიდუმლოებებს და მათ გამოხატავენ ამოუწურავი მითებისა და ფილოსოფიის გულში ჩამწვდომი სიძლიერით; ისინი ჩვენი არსებობის საზრუნავისაგან გათავისუფლებას ეძიებენ სხვადასხვა გზით – ცხოვრების ასკეტური ფორმით ან ღრმა აზროვნებით, ანდა ღმერთისადმი სიყვარულითა და სასოებით. ბუდიზმი იცნობს ამ ცვალებადი სამყაროს საფუძველშივე დაუსრულებლობას და უჩვენებს გზებს, რომლითაც ღვთისმოშიში და ღვთისმოიმედე სულის მქონენი შეძლებენ სრული თავისუფლების მდგომარეობა მოიპოვონ ან მიაღწიონ გაბრწყინებას თავიანთი საკუთარი ძალებითა თუ ღვთის შეწევნით.



მაჰმადიანური რელიგია
ეკლესია, ასევე, პატივისცემით ეპყრობა მაჰმადიანებს, რომლებიც ერთ ღმერთს ეთაყვანებიან, ცოცხალსა და მყოფს, მოწყალესა და ყოვლისშემძლეს, ცისა და მიწის შემოქმედს, ადამიანებთან მოლაპარაკეს. ისინი მთელი სულით მიისწრაფვიან, დაემორჩილონ ალაჰის განწესებებს, იდუმალსაც კი, როგორც დაემორჩილა ღმერთს აბრაამი, რომელზედაც ისლამი ხალისით მიუთითებს. თუმცა მაჰმადიანები იესოს ღმერთად არ აღიარებენ, მას წინასწარმეტყველად მაინც თვლიან და პატივს სცემენ მის ქალწულ დედას – მარიამს, ხანდახან მას ღვთისმოსაობით კიდეც მოიხმობენ. ამის გარდა ისინი მოელიან სამსჯავროს დღეს, როცა ღმერთი ყველა მკვდრეთით აღმდგარს თავისას მიუზღავს. ამიტომაც ისინი აფასებენ ზნეობრივ ცხოვრებას და ღმერთს პატივს სცემენ ლოცვებით, მოწყალებითა და მარხვით.



ებრაული რელიგია
ეკლესიის საიდუმლოთა კვლევისას წმინდა კრებას ახსოვს კავშირები, რაც ახალი აღთქმის ხალხს სულიერად აერთებს აბრაამის შთამომავლობასთან. რამეთუ ქრისტეს ეკლესია აღიარებს, რომ მისი რწმენის საწყისები ღმერთის მაცხონებელი საიდუმლოთი მოიპოვება უკვე ძველი აღთქმის პატრიარქებთან – მოსესა და წინასწარმეტყველებთან. ეკლესია აღიარებს, რომ ყველა, ვისაც ქრისტე სწამს, აბრაამის შვილნი არიან რწმენაში. (გალ.3.7). ეკლესიის ხსნა სიმბოლურად გამოსჭვივის რჩეული ერის მონობის ქვეყნიდან გამოსვლით. ამიტომ ეკლესია არ ივიწყებს, რომ მან ძველი აღთქმის გამოცხადება იმ ხალხის საშუალებით მიიღო, რომელთანაც ღმერთმა თავისი ენითგამოუთქმელი მოწყალებით ინება უძველესი კავშირის დამყარება და, რომ ის იკვებება იმ ნაყოფიერი ზეთისხილის ფესვიდან, რომელზედაც დაემყნო ველური ზეთისხილის ტოტები ე.ი. წარმართი ხალხები (რომ. 11.17-24), რამეთუ ეკლესიას სწამს, რომ ქრისტემ ჯვარზე შეარიგა იუდეველები და წარმართები და შექმნა მათგან თავისთვის ერთი (ეფეს. 2.14-16). თუმცა ეკლესია ახალი ღმერთის ხალხი კი არის, მაგრამ იუდეველები არ უნდა წარმოვიდგინოთ არც ღმერთისაგან განკიცხულად, არც დაწყევლილად, თითქოს ეს წმიდა წერილიდან გამოდიოდეს. ამიტომაც ყველა უნდა ეცადოს კატეხიზმოს სწავლებისას და ღვთის სიტყვის ქადაგებისას არ ითქვას არაფერი, რაც არ შეესაბამება სახარების ჭეშმარიტებასა და ქრისტეს სულს.




აი ნათელი მაგალითი თუ ვინ არის ეკუმენური მოძრაობის ლიდერი და ლოკომოტივი


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 12 2011, 10:43 PM
პოსტი #2553


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

აი ნათელი მაგალითი თუ ვინ არის ეკუმენური მოძრაობის ლიდერი და ლოკომოტივი

კათოლიკები ,,სლეგკები"რომ არიან ყველა და ყველაფერში მაგიტო გამოვეყეთ მეთერთმეტე საუკუნეში...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 12 2011, 10:49 PM
პოსტი #2554


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
კათოლიკები ,,სლეგკები"რომ არიან ყველა და ყველაფერში მაგიტო გამოვეყეთ მეთერთმეტე საუკუნეში...

ჩვენ არ გამოვყოფილვართ, თავად გამოგვეყვნენ (ამაში დიდი განსხვავებაა).
მართლმადიდებლობა ისე ასწავლის, როგორც მოციქულები პირველივე საუკუნეში.
სწორედ ქრისტეს დაარსებულმა ეკლესიამ გადასცა ზოგიერთი კრება ანათემას და მათაც მონანიების ნაცვლად თავიანთი სწავლებები და სექტები შექმნეს (ერთ-ერთი მათგანია კათოლიციზმი).


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 12 2011, 10:50 PM
პოსტი #2555


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სწორი შენიშვნაა ლელუაშვილი... kiss1.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 12 2011, 10:51 PM
პოსტი #2556


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
a075.gif
friends.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aamirani
პოსტი Jan 10 2012, 11:27 PM
პოსტი #2557


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 8-January 12
წევრი № 11,924



წერილი ეკუმენიზმის შესახებ ..წმ.იუსტინე პოპოვიჩი

http://martlmadidebloba.ge/sacdurebi4.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 20 2012, 11:31 PM
პოსტი #2558


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



“მე ვგმობ ეკუმენიზმს და იგი უბრალოდ წვალებად კი არა, საყოველთაო წვალებად – ყველა წვალებისა და ცრუ მოძღვრების საცავად მიმაჩნია”. (ალექსანდრიის პატრიარქი ნიკოლოზ VI)!თუკი უწყი ანტიქრისტეს დროების ნიშნები, მხოლოდ შენთვის ნუ დაიმარხავ ამ ცოდნას, არამედ ყველას აუწყე მათ შესახებ, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად არ მიიღონ. `საიდუმლო იგი აწვე იქმნების უსჯულოებისა`` (2თეს.2,7

აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი May 21 2012, 11:29 AM
პოსტი #2559


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



„ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ“ -- სახარებაჲ მათესი. თ.4; 16

“მე ვგმობ ეკუმენიზმს და იგი უბრალოდ წვალებად კი არა, საყოველთაო წვალებად – ყველა წვალებისა და ცრუ მოძღვრების საცავად მიმაჩნია”. (ალექსანდრიის პატრიარქი ნიკოლოზ VI)!თუკი უწყი ანტიქრისტეს დროების ნიშნები, მხოლოდ შენთვის ნუ დაიმარხავ ამ ცოდნას, არამედ ყველას აუწყე მათ შესახებ, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად არ მიიღონ. `საიდუმლო იგი აწვე იქმნების უსჯულოებისა`` (2თეს.2,7) --- წმიდა კირილე იერუსალიმელი


აპოსტასია (ბერძნ.αποστασία - განდგომა, ღალატი, განვარდნა) - სარწმუნოებისგან განდგომა, მართლმადიდებლური სარწმუნოების ღალატი და მისგან განვარდნა. ძველი აღთქმის ბერძნულ ტექსტში (სეპტუაგინტა)
სიტყვა აპოსტასია გვხვდება ღმრთისგან განდგომის მნიშვნელობით (მაგ.: იერ. 2:19; ნავ. 22:22) და გააჩნია მკვეთრად რელიგიური ხასიათი. ახალ აღთქმაში, სიტყვა აპოსტასია ასევე ქრისტეანული სარწმუნოებიდან განდგომას ნიშნავს (მაგ.: ლკ. 8:13; 1 ტიმ. 4:1-3; ებრ. 3:12; 2 პეტრ. 2:20; 3:17). წმიდა კვიპრიანე კართაგენელის დროიდან ეკლესიაში გვხვდება ტერმინი "აპოსტატი" (ბერძნ.αποστατης - განდგომილი), რომლითაც აღინიშნება ქრისტეანი, რომელიც ქრისტეანულ რწმენას განუდგა დევნულების დროს. აპოსტასია, როგორც მსოფლიო მოვლენა იწინასწარმეტყველა მოციქულმა პავლემ, რომელიც მას ესქატოლოგიურ მოვლენათა ერთ ერთ ძირითად ნიშნად მიიჩნევდა, რომელიც წინ უსწრებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს ("არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება" - ή αποστασία. 2 თესალონიკ. 2:3).კაბალისტიკა - ძვ. ებრ. qabbālah გადმოცემა, თქმულება – 1. შუა საუკუნეებში: ებრაელთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი. 2. ისეთი რამ, რასაც თითქოს მაგიური ძალა აქვს; ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული, ძნელად გასარკვევი რამ.მასონი - ფრანგულად maçon ქვაზე მომუშავე - 1. საძმო ორგანიზაციის წევრი, რომელიც წარმოიშვა გაურკვეველ საწყისებზე. (არის თეორია, რომ დაახლოებით სოლომონის ტაძრის მშენებლობის პერიოდიდან, 1600-იანი წლები). მასონები არსებობენ სხვადასხვა ფორმით და ლოჟების სახით თითქმის მთელს მსოფლიოში. მათ მილიონობით წევრი ჰყავთ და გააჩნიათ მორალური თუ მეტაფიზიკური იდეალები და ღირებულებები. "ახალი მსოფლიო წესრიგი" - ეს არის წმიდა წერილის მიერ ნაწინასწარმეტყველევი საზოგადოება, რომელშიც ქრისტეანთა ცხოვრება შეუძლებელი იქნება. მეორეც, ეს არის ყველა ოკულტური მოძრაობის "უსაყვარლესი თემა". მესამე, - მას აშკარად ქადაგებს ყველა მასონური მოძრაობა და მასონობას ნაზიარები სახელმწოფოს მეთაურები, თავიაანთ ქვეშევრდომებთან ერთადესქატოლოგია - ბერძნულად Εσχατολογία ბოლო - 1. ღვთისმეტყველების (თეოლოგიის ნაწილი), რომელიც მოიცავს სწავლებას მსოფლიოს ისტორიის ბოლო დროის ნიშნების, უკანასკნელი ჟამის და კაცობრიობის (სამყაროს) აღსასრულის შესახებ.ანტიქრისტეს გამეფების ჟამს როგორი მტაცებლობა ატყდება! როგორი მამათმავლობა, მრუშობა, სისხლის აღრევა აღზევდება მაშინ! გარყვნილება იქნება მაშინ ადამიანთა სიამოვნება. როგორ დაცემამდე დამდაბლდებიან ადამიანები? როგორ გაიხრწნებიან სიძვით? მაშინ მოხდება შეშფოთება, უდიდესი პაექრობისმოყვარეობა, განუწყვეტლივ იდავებენ და ვერ გააგნებენ ვერც თავს, ვერც ბოლოს…ბოროტებას მიიღებენ დასაღუპავად ისე რომ ვეღარ მიხვდებიან რომ არის ძმა და არის და, რომ არის მამა და არის დედა, და არ სცნობენ საქორწინო გვირგვინსაც. დაგმობენ ღმერთის სახელს, დაივიწყებენ რწმენას და ექნებათ ერთადერთი დაღუპვა, ერთი დაცემა დაღუპვაში, როგორც სოდომსა და გომორს, ანუ არ მოიძებნება ხუთი მართალიც კი…და ეყოლება ძმას და, როგორც ცოლი, დედას – ძე, როგორც ქმარი, ვაჟი მამას მოკლავს და იმრუშებს დედასთან და ბოროტების წყვდიადი იქცევა ჩვეულებად. რამდენი ბოროტი საქმენი მიემატებათ ადამიანებს, განმრავლდება მათზე უბედურება…ადამიანები კი, რაც მეტი უბედურება შეემთხვევათ, მეტად ააღორძინებენ ბოროტებას, ანუ სინანულის ნაცვლად გაბოროტდებიან ღმერთზე და დაგმობენ მის სახელს. ადამიანთა მიერ ჩადენილი ბოროტი გმობანი წარღვნისდროინდელ ბოროტ საქმეებზე უმეტესი იქნება. მხოლოდ ბოროტებაზე ილაპარაკებენ, მხოლოდ ბოროტი ზრახვები ექნებათ, ბოროტი სურვილები, მხოლოდ ბოროტის გამო ამხანაგობა, თითოეულს მხოლოდ ბოროტი საქმე, საყოველთაო ბოროტი მტაცებლობა, საყოველთაო ბოროტი განკითხვა, საყოველთაო ბოროტი გათიშულობა. თან იფიქრებენ, რომ ბოროტის ჩამდენიც დახსნილი იქნება…ეკლესიის სახარება აბუჩად იქნება აგდებული…ეს ბოროტება იქნება ანტიქრისტეს საზრდო…”(წმ. ნილოს მირონმდინარე)არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!!!„სამგზ​ის ანათემა (წყევლა) ყოველივე სიახლეს; სამგზის ანათემა საეკლესიო გარდამოცემისა და წმიდა, ნეტარხსენებულ მამათა კანონების წინააღმდეგ ქმედებას!“ (VI მსოფლიო კრების VIII კანონი)."ეჰა, მეომარნო ქრისტესანნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ!" -წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი

მართლმადიდებელთათვის არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს კრების ჩატარება, მაგრამ ეს კრება აუცილებლად სჭირდებათ ეკუმენისტებს თავიანთი მწვალებლური სწავლების დასაკანონებლად და ავტორიტეტული სტატუსის მოსაპოვებლად. ეკუმენიზმი – ეს ახალი რელიგიაა, რომელშიც წაშლილია ყველა აღმსარებლობითი საზღვარი, რაც აუცილებელია ანტიქრისტეს გამეფებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეკუმენიზმი – ეს ანტიქრისტეს სარწმუნოებაა. როგორც მასზე ღირსი იუსტინე წერს: "ეკუმენიზმი არის დასავლეთ ევროპის ცრუეკლესიათა საერთო დასახელება. მათი საერთო სახელია – ყოვლადერესი".

ჯერ კიდევ 1968 წელს „ახალი მსოფლიო წესრიგის” ერთერთი არქიტექტორი, ზ. ბჟეზინსკი, საუბრობდა რა ადამიaნთა მასების მართვის აუცილებლობაზე, წერდა: „გაიზრდება პიროვნებაზე სოციალური და პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობები.მალე შესაძლებელი გახდება თითქმის უწყვეტი კონტროლის განხორციელება ყოველ მოქალაქეზე და მუდმივად განახლებადი კომპიუტერული ფაილ-დოსიეების წარმოება, რომლებიც, უბრალო ინფორმაციის გარდა, მოიცავენ ყველაზე კონფიდენციალურ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ქცევისა და სხვათა შესახებ. . . შესაბამის ორგანოებს კი ექნებათ ამ ფაილებთა ნმყისიერად მიღწევადობისშესაძლებლობა .ძალაუფლება იმათ ხელში მოექცევა, ვინც გააკონტროლებს ამ ინფორმაციას. . . ეს განსაზღვრავს შემდგომი რამდენიმე ათწლეულის ტენდენციებს, რომლებიც მიგვიყვანენ ტექნოტრონულ ერასთან - დიქტატურასთან, რომლის დროსაც თითქმის მთლიანად იქნება გაუქმებული ამჟამად არსებული პოლიტკური პროცედურები. . .”.” (Brzezinski Z. America in the Technotronic Age. Encounter. Vol. XXX. ¹1. Jan. 1968)

„ნუ გეშირნ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იგო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი“ (ლუკ. 12,32)


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Sep 16 2013, 08:40 PM
პოსტი #2560


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



იქნებ მიზეზებზე ვიფიქროთ რატომ მომრავლდა ეკუმენისტური აზროვნება??


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

130 გვერდი V « < 126 127 128 129 130 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 08:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი