IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

130 გვერდი V « < 15 16 17 18 19 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეკუმენიზმის შესახებ, ემოციების გარეშე
კანონისტი
პოსტი Apr 13 2007, 02:54 PM
პოსტი #321


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



mendes masieli
ციტატა
მე ვიცი,რომ,ადამიანის გარდაცვალებიდან მინიმუმ 50 წელი უნდა გავიდეს,რომ მის წმინდანად ინტრონიზაციაზე იყოს საუბარი.....

თუ რამეში ვცდები,გთხოვთ შემისწოროთ....


ვადებს მართლმადიდებელი ეკლესია არ იცნობს

კათოლიკეებს აქვთ მგონი, 2 წელი რომ გავა ნეტარად შერაცხვა და მერე რაღაც ვადები კიდევ

ჩვენთან მთავარია საღვთო განგებულება, თუმცაღა, ცხადია, ცდილობენ რომ ეს მალევე არ მოხდეს

P.S. ინტრონიზაცია არა, კანონიზაცია


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mendes masieli
პოსტი Apr 13 2007, 03:01 PM
პოსტი #322


შეყვარებული კაცი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 928



ციტატა
ჩვენთან მთავარია საღვთო განგებულება, თუმცაღა, ცხადია, ცდილობენ რომ ეს მალევე არ მოხდეს

ამ ღვთის განგებულებას ვინ ადგენს????


--------------------
მიყვარხართ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Apr 13 2007, 03:06 PM
პოსტი #323


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(კანონისტი @ Apr 13 2007, 10:48 AM) *

შენგან არ ველოდი უბრალოდ.....


გაგეხუმრე biggrin.gif

რაც შეეხება მამა გაბრიელის ნათქვამს ეკუმენიზმზე...მამა გაბრიელმა სხვა რამ იგულისხმა ანტიქრისტეს რელიგიაში და არა "ჯანსაღი ეკუმენიზმი". ის ერთ-ერთ ქადაგებაში მკაცრად გვაფრთხილებს პატრიარქის განკითხვაზე რომ ეს არანაირად არ შეიძლება! და ასევე წაკითხული მაქვს და მსმენია, რომ, ის ერთხელ სინაგოგაში მისულა, და უქადაგია, ისიც უთქვამს რომ მოსე დიდი წმინდანიაო და ა.შ. მეჩეთშიც მისულა, სიყვარულზე უქადაგია, და სხვა სარწმუნოების სალოცავებშიც მრევლთან ქრისტიანობაზე ქადაგებდა...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Apr 13 2007, 03:12 PM
პოსტი #324


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



სართველოს ეკლესია რატო არ მონაწილეობს თუ სწორეა ეკუმენიზმი?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Apr 13 2007, 03:19 PM
პოსტი #325


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ilia_7 @ Apr 13 2007, 11:12 AM) *

სართველოს ეკლესია რატო არ მონაწილეობს თუ სწორეა ეკუმენიზმი?


საქართველოს ეკლესია ეკუმენიზმის წევრი იყო, მაგრამ ფანატიკოსებმა "თავისი გაიტანეს" და...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Apr 13 2007, 03:21 PM
პოსტი #326


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



რავიცი ვის ეძახით ფანატიკოს მარა რახან გადაწყვიტა სინოდამა და პატრიარქმა ესეიგი რაღაც არასწორეა


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mendes masieli
პოსტი Apr 13 2007, 03:28 PM
პოსტი #327


შეყვარებული კაცი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 928



ilia_7
ეჰ!!!


--------------------
მიყვარხართ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Apr 13 2007, 03:31 PM
პოსტი #328


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა
ilia_7
ეჰ!!!

ვერ მივხვდი?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 13 2007, 06:42 PM
პოსტი #329


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე ვიცოდი, რომ ეს საღვთო განგებულების მიხედვით წყდებოდა....


პეტრე იბერიც ამ უკანასკნელი მოტივით იყო წმინდანი და მერე რატომღაც ჩამოერთვა ხარისხი? laugh.gif

ციტატა
ვერ მივხვდი?


საქართველოს ეკლესია = საღვთო კრება = შეუმცდარობა - არასწორი გადასვლაა wink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Apr 13 2007, 07:22 PM
პოსტი #330


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა
საქართველოს ეკლესია = საღვთო კრება = შეუმცდარობა - არასწორი გადასვლაა

რარი არასწორი გადასვლა საქართველოს ეკლესიამ ხომ უარყო ეკუმენიზმი


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Apr 13 2007, 08:17 PM
პოსტი #331


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(ზებედე @ Apr 11 2007, 11:49 PM) *

რა დაბალი დონის არგუმენტები მოგყავს მამმა მია biggrin.gif წმ. ნიკოლოზის დროს არ არსებობდა ეკუმენიზმი, და თან წარმართის მოქცევა უფრო ადვილია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ვიდრე არამართლმადიდებელი "ქრისტიანის" მოქცევა, კათოლიკმა და პროტესტანტმა რომ მოგისმინოს დოგმატურ საკითხებზე აქამდე მშვიდობა და კეთილი ნება უნდა დაანახო, ამისთვის იმართება შეხვედრები და დიალოგები.


შემ ხან ალთას ხარ ხან ბალთას smile.gif ჯერ დაეთანხმე იმ ეკუმენისტის ნაბოდვარს თითქოს ქრისტიანული ეკლესიების ერთობა არასდროს დარღვეულა და იყო მხოლოდ დამახინჯებული. ეხლა კიდევ წერ მშვიდობა და კეთილი ნება უნდა დაანახო დოგმატურ საკითხებზე არამართლმადიდებლებსო.

ეკლესიის ერთობა იცი რას ნიშნავს? საერთოდ სიტყვა ერთობა იცი რას ნიშნავს? პომაზანსკის სტატია წაიკითხე? ხოდა თუ არ წაგიკითხია მაშინ წაიკითხე და მიხვდები თუ რა არის ეკლესია, ეკლესიური ერთობა და ვისთან უნდა იქონიო იგი

რას ნიშნავს ურთიერთობა დოგმატურ საკითხებზე? როდესაც მათი წესდებით დოგმატურ საკითხებზე მსჯელობა აკრძალულია?

ეხლა რაც შეეხება "დაბალი დონის" არგუმენტს. ბრაზილია ალბათ ეგეთი ქვეყანა გაგია არა? ისიც ალბათ გექნება გაგებული თუ როგორ ფანატიკურად არიან ისინი განწყობილი და რამხელა დიდი პატივს მიაგებენ კათოლიკურ ეკლესისას განსაკუთრებით ღვმთიშობელს სადაც თითქმის ყოველ ოჯახში ღვთისმშობლის ხატი ან ქანდაკებაა. გინდა გითხრა რა უქნა პროტესტანტულმა მიმდინარეობებმა ამ კათოლიკურ, ქრისტეან ქვეყანას? რადა 30 მილიონზე მეტი ადამიანი გააპროტესტანტა არა ეკუმენური არამედ მისიონერული სამუშაოებით. 30 მილიონი! ეს მარტო ბრაზილიაში. აგრეთვე კარგად გეცოდინება ის თუ რამდენი ადამიანი გააპროტესტანტეს მათ ამ ქრისტიანულ საქართველოში და არც ეს მომხდარა ეკუმენური კავშირის დახმარებით. იცი რამხელა შედეგებს მიაღწია სახრეთ ამერიკის და ამერიკისმართლმადიდებლურმა ეკლესიამ? ესეც ეკუმენური კავშირის გარეშე მოახერხეს. მოკლედ ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. ასე რომ მეგობარო სანამ დაბალ დონეს აღმოაჩენ ჯერ შენ მომწერე "მაღალი დონის" პასუხი.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 13 2007, 09:33 PM
პოსტი #332


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მგონი ეს თემა ეკუმენიზმის განმარტებით უნდა დაწყებულიყო. რუსულ ვიკიპედიაში მის ასეთ განმარტებას გვთავაზობენ:

Экумени́зм (греч. οἰκουμένη, «экумена, вселенная»), экумени́ческое движение — движение за объединение всех христианских церквей.

Экуменизм возник в начале ХХ века с целью:

усиления влияния христианства;
сопротивления секуляризации;
выработки общехристианской социальной программы, пригодной для верующих, живущих в странах с различными социальными системами.
упразднения межконфессиональных различий благодаря приведению догматов всех церквей к единому компромисному варианту - общему для всех христианскому учению

На данный момент экуменизм понимается как крайне либеральное религиозно-философское течение с тенденцией к объединению различных конфессиональных направлений в рамках одной недифференцированной общности. Основные характерные признаки экуменизма проистекают из современных тенденций к глобализации и демократичности: равнозначность всех религиозных учений, унификация индивидуальных представлений исповедуемой религии и т. д., то есть создание «религии нового времени».

ამ განმარტებას თუ მივიღებთ ამოსავალ წერტილად, ზოგიერთებს უკან დახევა მოუწევთ rolleyes.gif მართალია, ყველა პოსტი არ წამიკითხავს, მაგრამ როგორც ერთი თვალის გადავლებით მივხვდი, აქ სხვა განმარტებას გვთავაზობენ და ეკუმენიზმს განიხილავენ, როგორც მხოლოდ სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს შორის საუბარს, ურთიერთობას. ამ გაგებით, რა თქმა უნდა, ეკუმენიზმს ვერ შეეწინააღმდეგები, თუმცა განმარტებით ის სულ სხვა რამეს ნიშნავს. რა თქმა უნდა, თუ ეს განმარტება სწორია. თუ არადა, სწორი განმარტება მოგვაწოდეთ, მხოლოდ ენციკლოპედიური, წყაროს მითითებით და არა საკუთარი ინტერპრეტაცია.



--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 13 2007, 09:38 PM
პოსტი #333


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მარიამი მეც ასე ვიცოდი ეკუმენიზმი და რაც აქ წერია ნამდვილად მიუღებელია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Apr 13 2007, 10:22 PM
პოსტი #334


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(death @ Apr 13 2007, 04:17 PM) *

შემ ხან ალთას ხარ ხან ბალთას smile.gif


ციტატა(death @ Apr 13 2007, 04:17 PM) *

ეკლესიის ერთობა იცი რას ნიშნავს? საერთოდ სიტყვა ერთობა იცი რას ნიშნავს?


ციტატა(death @ Apr 13 2007, 04:17 PM) *

ბრაზილია ალბათ ეგეთი ქვეყანა გაგია არა?


pk biggrin.gif

ციტატა(მარიამი @ Apr 13 2007, 05:33 PM) *

ამ განმარტებას თუ მივიღებთ ამოსავალ წერტილად, ზოგიერთებს უკან დახევა მოუწევთ rolleyes.gif


ალბათ მე და კაიროსი ვართ ზოგიერთები biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 13 2007, 10:26 PM
პოსტი #335


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(ზებედე @ Apr 13 2007, 11:22 PM) *

ალბათ მე და კაიროსი ვართ ზოგიერთები biggrin.gif

და კიდევ ერთი შლაპიანი ღვთისმეტყველი laugh.gif (16 წლის ბაღანე)


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 13 2007, 10:56 PM
პოსტი #336


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ამ განმარტებას თუ მივიღებთ ამოსავალ წერტილად, ზოგიერთებს უკან დახევა მოუწევთ rolleyes.gif მართალია, ყველა პოსტი არ წამიკითხავს, მაგრამ როგორც ერთი თვალის გადავლებით მივხვდი, აქ სხვა განმარტებას გვთავაზობენ და ეკუმენიზმს განიხილავენ, როგორც მხოლოდ სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს შორის საუბარს, ურთიერთობას. ამ გაგებით, რა თქმა უნდა, ეკუმენიზმს ვერ შეეწინააღმდეგები, თუმცა განმარტებით ის სულ სხვა რამეს ნიშნავს. რა თქმა უნდა, თუ ეს განმარტება სწორია. თუ არადა, სწორი განმარტება მოგვაწოდეთ, მხოლოდ ენციკლოპედიური, წყაროს მითითებით და არა საკუთარი ინტერპრეტაცია.


პირველი რაზეც გამეღიმა, ეს იყო ეს სიცილაკი, rolleyes.gif არ ვიცი ზუსტად ამ სიცილაკს რა ქვია , მაგრამ ეს სიამოვნებას გამოხატავს... ამ სიცილაკში გაიპარა მთელი მცდარობა, რაც ასე მოდებულია ქართულ მრევლში, ეკუმენიზმთან დაკავშირებით, მთელი შიში და მთელი უკიდურესი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით... ვიკიპედია, რა ენციკლოპედიაა ყველას კარგად მოეხსენება, ის დგება ყველა მკითხველის მიერ, ანუ მეც და თქვენც შეგიძლიათ შიგნით ჩაწეროთ თქვენი აზრი, რომელსაც განიხილავენ და სავსებით შესაძლებელია მოხვდეს ძირითად ვერსიაში... ვიკიპედიაზე დაყრდნობა არ შეიძლება, მაგრამ იქ რომც სწორი ყოფილიყო ინფორმაცია ( ვიმეორებ არაა სწორი!), ეს კმაყოფილი სახე საიდან? რატომ? სადაა ქრისტიანული სიყვარული? ქრისტიანული სწრაფვა ერთიანობისაკენ?
მორჩით ამ იზოლაციონიზმს, ამ შეშინებულ ჩაკეტილობას, ნუთუ არაა ნათელი რომ ზედმეტი არაფერი ვარგა? არც პაპთან თანაწირვა და არც "გადი, შე მწვალებელო და კათაკმეველო", ნუთუ ასე ძნელია გაიგოთ, რომ კათოლიკე შენი ძმაა? შენი ძმა, შეიძლება შემცდარი, მაგრამ მთელ მსოფლიოში ყველაზე ახლოს მყოფი ჩვენთან?
საკმარისია სადმე რაიმე დაიწერა ცუდი ეკუმენიზმზე და ეგრევე შრიალებს და ფრიალებს, ყოვლადუწმიდესი პატრიარქის სიტყვები ისევ "ხმა მღაღადებლისად" ისმის, პატრიარქის განმარტება არ მოგვწონს და "ვიკიპედიაში" ვეძებთ... ეს მისასალმებელია?
მთელი აქ მოყვანილი ფილოსოფია ეკუთვნის ეკუმენური მოძრაობის უკიდურეს მემარჯვენე-ლიბერარულ ფრთას"
ციტატა
крайне либеральное религиозно-философское течение
, მაგრამ აქ არაა მინიშნებული, რომ იგივე მოძრაობაში არსებობს ცენტრისტული მიმართულება ( ძირითადად კათოლიკენი), და მემარცხენე-კონსერვატორული მიმართულება ( ძირითადად მართლმადიდებლები), რომლებიც ფიქრობენ ისე, როგორც მათი მეთაური ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქი და ყოვლადცოდვილი, თქვენი მონა-მორჩილი smile.gif
დავიღალე ეკუმენიზმში, ადგილზე ვტრიალებთ...
სათქმელი ნათქვამია,სანამ მსოფლიო მართლმადიდებლური სამყარო ერთიანად არ დაგმობს ან არ მიიღებს ეკუმენიზმს, მანამ თავი შეიკავეთ ტერმინოლოგიისაგან "მწვალებელი" "შეცდომილი" და ა.შ. ასევე ქმედებების სახელდებისაკენ "არ უნდა იყვნენ, არ უნდა ვიყოთ" და ა.შ. იყავით ობიექტურნი!
პატივისცემით კაიროსი!
დამატების სახით, გადავალ ახლა ჩვენ ეკუმენურ თოფიქში და ჩვენს ძმა პროტესტანტებს ხატებზე ვესაუბრები ( იქნებ ესეც არ შეიძლება? smile.gif )


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 13 2007, 11:02 PM
პოსტი #337


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



KAIROS
ე.ი. შენ არ მოგწონს ვიკიპედიის განმარტება. მაშინ მოგვაწოდე ეკუმენიზმის სხვა ენციკლოპედიური განმარტება. იმ ენციკლოპედიიდან, რომელსაც ყველა ენდობა. მართლა მაინტერესებს და საკამათოდ არ ვწერ. ვეცდები მე თვითონაც მოვძებნო სხვადასხვა ენციკლოპედიებში.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 13 2007, 11:20 PM
პოსტი #338


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რომელსაც ყველა ენდობა


მარიამ, შენ გინდა, რომ იქ ეწეროს: "ეკუმენიზმი, არის მოძრაობა, რათა ყველა მართლმადიდებლობაზე მოექცეს" ასე გულუბრყვილო ხომ არ იქნები, ახლა ამის ძებნას რომ დაიწყებ?

მე პატრიარქს ვენდობი, და ყველა იმ ეკლესიას, რომელიც იქ არის და თვლის იქ რომ იყოს, ეს არგუმენტი ჩემთვის მილიონჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ენციკლოპედია!



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Apr 13 2007, 11:25 PM
პოსტი #339


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



KAIROS

არ გაგიგია რომ ეკუმენიზმი ანტიქრისტეს რელგიაა?!!!!!!!!!!

არც ის გაგიგია, რომ მასონების 300-თა კომიტეტში შემუშავებული გეგმა, რომელიც ემსახურება ეკლესიათა გაერთიანებას და უმადლობას, სწორედ ისაა რასაც იწონებ ?!!!! აკი ამბობს მაცხოვარი, თვალნი გექნებათ და ვერ დაინახავთო ?!!!!

გამოვფხიზლდეთ ამხანაგებო!!!
































laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 13 2007, 11:35 PM
პოსტი #340


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
მარიამ, შენ გინდა, რომ იქ ეწეროს: "ეკუმენიზმი, არის მოძრაობა, რათა ყველა მართლმადიდებლობაზე მოექცეს" ასე გულუბრყვილო ხომ არ იქნები, ახლა ამის ძებნას რომ დაიწყებ?

არა ბატონო wink.gif ეგ რომ არ ეწერება, ვიცი - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეკუმენიზმის მიზანი ეგ არც ყოფილა და არც არასდროს იქნება.

QUOTE
მე პატრიარქს ვენდობი, და ყველა იმ ეკლესიას, რომელიც იქ არის და თვლის იქ რომ იყოს, ეს არგუმენტი ჩემთვის მილიონჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ენციკლოპედია!

აქ საუბარია ტერმინის განმარტებაზე. რა შუაშია პატრიარქი? ჯერ განმარტოთ რას გულისხმობს ტერმინი "ეკუმენიზმი" და მერე გადავიდეთ იმაზე, თუ ვინ რას ფიქრობს მასზე.

ინტერნეტი მაინცდამაინც არ გვანებივრებს უფასო ენციკლოპედიებით, მაგრამ ეს განმარტება ვიპოვე ორ სხვადასხვა ენციკლოპედიაში (არა ვიკიპედიაში):

The word ecumenism (also oecumenism, Å"cumenism) is derived from Greek ' (oikoumene), which means "the inhabited world", and was historically used with specific reference to the Roman Empire.

In its broadest meaning, ecumenism refers to initiatives aimed at worldwide religious unity. In a narrower sense (and in the opinion of some the only true meaning), it refers to the movement towards unity among Christians. In this sense, ecumenism is based on the idea that there should be a single Christian Church, a single Christian faith.

A more limited goal of ecumenism is promotion of co-operation and better understanding between religious groups or denominations, without aiming at unity.

The word is used predominantly with reference to (and by) Christian denominations separated by doctrine, history and practice. It is also important to the Baha'i world, which advocates a greater shared spirituality across Christian, Jewish and Islamic faiths as part of its core beliefs.

თუ ჩემი ინგლისურის ცოდნა არ მატყუებს, აქ წერია, რომ ფართო გაგებით ეკუმენიზმი სხვადასხვა რელიგიების გაერთიანებაა. ხოლო ურთიერთდაახლოება, თანამშობლობა და დიალოგი მისი ერთ-ერთი ვიწრო მიზანია. ანუ პირველი ნაბიჯი, ასე ვთქვათ. თქვენ სხვანაირად გაიგეთ?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

130 გვერდი V « < 15 16 17 18 19 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 08:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი