![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#361
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
ilia_7
ციტატა რაშია მართალი? ფანატ მღვდლებს რომ ამხილებს და ა.შ... |
ილია |
![]()
პოსტი
#362
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 ![]() |
ვინ ამხელს ფანატ მღვდლებს? მღვდელმოქმედებაშეჩერებული თუ განკვეთილო ბასილი კობახიძე? ვინ უნდა ამხილოს? ან არგუმენტები იცით რას ამბოობს? და დავასახელოთ ფანატი მღვდლები მოდით მე არავინ ვიცი ეგეთი ... თანაც ეკლესიაში არან მაღალი იერარქებიო. ეპისკოპოსები არიან?
-------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#363
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ვინ ამხელს ფანატ მღვდლებს? მღვდელმოქმედებაშეჩერებული თუ განკვეთილო ბასილი კობახიძე? ვინ უნდა ამხილოს? ან არგუმენტები იცით რას ამბოობს? და დავასახელოთ ფანატი მღვდლები მოდით მე არავინ ვიცი ეგეთი ... თანაც ეკლესიაში არან მაღალი იერარქებიო. ეპისკოპოსები არიან? თემას გადავუხვიეთ მეგობრებო...შევწყვიტოთ! ხომ შეგპირდით ფანატიზმზე მალე გავხსნი თემასთქო და იქ გავაგრძელოთ! -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
გლახა |
![]()
პოსტი
#364
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
ზებედე
ციტატა ხომ შეგპირდით ფანატიზმზე მალე გავხსნი თემასთქო და იქ გავაგრძელოთ! ეგრე ვქნათ ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#365
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მე ვეთანხმები გამოთქმულ აზრს, რომ თემაზე საუბრის გაგრძელებას მანამ არ ექნება აზრი, სანამ არ განიმარტება (თუნდაც ჩვენს მიერ) რა არის ეკუმენიზმი?
როგორც ჩანს ყველა სხვადასხვა მნიშვნელობასა და დატვირთვას აძლევს ამ სიტყვას არსებობს ეკუმენური ქარტია (სახლშიც უნდა მქონდეს) და იქ ვნახოთ, რაა ეკუმენიზმი? რა გაერთიანებაა ემს და რა უნდათ მათ ან რა გვინდა ჩვენ? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
mendes masieli |
![]()
პოსტი
#366
|
![]() შეყვარებული კაცი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 928 ![]() |
ციტატა მგონი არც მაშინ იყო და არც ეხლა არის ემს-ში თანალოცვითი და თანამწირველობითი პრეცედენტები.კათოლიკეები და სხვები ამას დიდი სიამოვნებით დათანხმდებოდნენ,მაგრამ ნებისმიერი ავტოკეფალური ეკლეწსიისათვის ასეტი პრეცედენტი მიუღებელია და მგონია რომ მომავალშიც ასე იქნება.საუბრები სხვადასხვა თემებზე და სხვადასხვა საკითხების განხილვები კი ბატონო მაგრამ არავითარი თანალოცვები და თანაწირვების ჩატარება. თანაწირვები არ ვიცი,მაგრამ ერთ კათოლიკე მღვდელზე ნამდვილად ვიცი,რომ სიონში პატრიარქის ხელიდან ეზიარა..... "ჯვარი ვაზისა"-ს ერთ-ერთ ნომერშია,ზუსტად აღარ მახსოვს,მერე დავდებ...... -------------------- მიყვარხართ!!!
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#367
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE თანაწირვები არ ვიცი,მაგრამ ერთ კათოლიკე მღვდელზე ნამდვილად ვიცი,რომ სიონში პატრიარქის ხელიდან ეზიარა..... და ამის შესახებ პატრიარქის სინანულის წერილი არ წაგიკითხავს? მე მაგას მოვძებნი და დავდებ... და კიდევ რაღაცეები მაქვს მოსაძებნი და იმიტომ მიგვიანდება ამ თემაში დაწერა. იმედია, დღეს საღამოს მაინც მოვიცლი ამისთვის -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
გლახა |
![]()
პოსტი
#368
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მარიამი
ციტატა და ამის შესახებ პატრიარქის სინანულის წერილი არ წაგიკითხავს? და მაშ რაღატომ აზიარა, თუ ინანა მერე? |
mendes masieli |
![]()
პოსტი
#369
|
![]() შეყვარებული კაცი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 928 ![]() |
ციტატა და ამის შესახებ პატრიარქის სინანულის წერილი არ წაგიკითხავს? ხოო,არა!!! საკმაოდ საინტერესო იქნება...... -------------------- მიყვარხართ!!!
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#370
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ხოო,არა!!! საკმაოდ საინტერესო იქნება...... კი ![]() ![]() მარიამი და მაშ რაღატომ აზიარა, თუ ინანა მერე? გლახა, არსებობს ასეთი ცნება: შეცდომა და მერე სინანული. ქრისტიანობისთვის უცხო არაა ![]() ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
გლახა |
![]()
პოსტი
#371
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მარიამი
როცა აკეთებდა მაშინ არ თვლიდა შეცდომად? |
მარიამი |
![]()
პოსტი
#372
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მარიამი როცა აკეთებდა მაშინ არ თვლიდა შეცდომად? შეცდომის მრავალი მოტივი არსებობს. ამ შემთხვევაში რომელი იყო, არა აქვს მნიშვნელობა (და არც ვიცი). მთავარია, რომ მან ხმამაღლა მოინანია ეს საქციელი. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დათიკო |
![]()
პოსტი
#373
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
გლახა
რა გჭირს შენ? მაგას იცი რა ქვია შენ რასაც ახლა აკეთებ? - "დუხ პრაწივარეჩია" ანუ რაც არ უნდა დაიწეროს აქ ყველაფრის მიმართ ანტაგონიზმი და წინააღმდეგობა გიჩნდება. ასეთი დამოკიდებულება კარგას არაფერს მოიტანს. |
გლახა |
![]()
პოსტი
#374
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
დათიკო
ციტატა ასეთი დამოკიდებულება კარგას არაფერს მოიტანს. შენ რა იცი? |
ზებედე |
![]()
პოსტი
#375
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
და ამის შესახებ პატრიარქის სინანულის წერილი არ წაგიკითხავს? მე მაგას მოვძებნი და დავდებ... ჩემის აზრით პატრიარქმა ამის გამო "საჯაროთ სინანული" იმიტომ აჩვენა რომ, ეკუმენიზმის გამო განდგომილებაში მყოფები ყველანი გონზე მოსულიყვნენ და მათაც შეენანათ.... მაგრამ განდგომილებმა ეკუმენიზმიდან გამოსვლა არ იკმარეს და საქართველოში ბოსტონის "ეკლესიის" ფილიალი გახსნეს და სათავეში რესპუბლიკის დამსახურებული სქიზმატი გიჟები- ძმები აროშვილები არიან! ასევე შეეწყვიტა მამა თეიმურაზ ჩაჩიბაიას, მამა ზურაბ ანთაძის და მის თანამოაზრე მღვდლების მრევლს პატრიარქის განკითხვა, მაგრამ ისინი დღემდე იხსენებენ და განიკითხავენ პატრიარქს ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მარიამი |
![]()
პოსტი
#376
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მოვიცალე, როგორც იქნა, და მოვძებნე ოფიციალური მასალები ეკუმენურ მოძრაობაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საქართველოში. ქვემოთ მოყვანილი ტექსტი არის ამოკრებილი საპატრიარქოს ჟურნალიდან "საყდარი" და წიგნიდან "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია".
ეკუმენიზმის ისტორიიდან ტერმინი „ეკუმენიზმი“ პირველად გამოიყენეს 1910 წელს ედინბურგის მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე. „ოიკუმენ“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მსოფლიოს. თავად ეკუმენიზმი გულისხმობს ეკლესიებში საყოველთაო კრიზისის დაძლევის მცდელობას გაერთიანების გზით, საყოველთაო თანხმობით. ეკუმენისტურ მოძრაობას საფუძველი ჩაეყარა პროტესტანტიზმში. 1910 წელს ლონდონში მისიონერულ კონფერენციაზე ჩამოყალიბდა ორი ორგანიზაცია: „რწმენა და წესრიგი“ და „ცხოვრება და მოღვაწეობა“. ამ ორგანიზაციებმა მიზნად დაისახეს: 1. ქრისტიანობის სხვადასხვა მიმართულებას შორის არსებულ დოგმატიკურ და კანონიკურ განსხვავებათა დაძლევა; 2. ქრისტიანული მოძღვრების შეთავსება თანამედროვეობის პრობლემებთან. პროსტესტანტებმა წამოაყენეს ოთხი პრინციპი, რომლების სავალდებულო უნდა ყოფილიყო ყველა მიმართულების ქრისტიანული ეკლესიისთვის: 1. ჩვენ ყველანი ვცნობთ ღმერთს და ვადიდებთ მას, როგორც სამებას; 2. ჩვენ ვაღიარებთ, რომ სამების მეორე წევრი იესო ქრისტე ღმერთიცაა და ადამიანიც; 3. იესო ქრისტე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველი და სამყაროს მხსნელია; 4. ჩვენ ვერთიანდებით ქრისტიანობის იდეის დასაცავად იერიშზე გადმოსული მატერიალიზმისა და ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. პროტესტანტი თეოლოგების აზრით, ეს პრინციპები საფუძვლად უნდა დასდებოდა ეკლესიათა გაერთიანებას. ეკუმენური მოძრაობა თავდაპირველად დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდა, მაგრამ II მსოფლიო ომის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ე.მ.ს.-ის დეკლარაციის მიხედვით, იგი არ არის ეკლესია და არც არასდროს გახდება. მას არა აქვს არავითარი ძალაუფლება თავისი წევრების მიმართ და არ შეუძლია რაიმე უბრძანოს ან მიუთითოს მათ. ე.მ.ს-ს აქვს ზოგიერთი დადებითი მხარეეი. ასე მაგალითად: მისმა ცენტრალურმა კომიტეტმა 1977 წელს მიიღო დეკლარაცია ადამიანის წამების წაინაღმდეგ, იგი გმობს ფაშიზმსა და პოლიტიკურ ფუნდამენტალიზმს, იბრძვის უმუშევრობის წინააღმდეგ, მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოება და გენური ინჟინერიის გამოყენება. მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, ეკუმენისტურ მოძრაობას გააჩნია დიდი ნაკლი, რომლის მიხედვით იგი აუცილებლად უნდა ჩაითვალოს მწვალებლურ მიმდინარეობად; ამ უკანასკნელ დროს უპსალაში ასამბლეის გახსნის ცერემონიალზე ყველა იქ მყოფის სახელით წაიკითხეს ეკუმენური ლოცვა: „ღმერთო, მამაო, შენ ძალგიძს ყოველივე-ჰყო, ჩვენ თავს შენ გაბარებთ. დაგვეხმარე, რათა ვიცხოვროთ სხვებისათვის, რადგან, შენი სიყვარული ვრცელდება ყველა ადამიანზე. შეგვეწიე, რომ ვეძიოთ ჭეშმარიტება, რომელიც ჯერაც არ შეგვიცხვენია“. წარმოიდგინეთ, როგორი მოსასმენი იქნებოდა ეს ლოცვა ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისთვის, რომლებიც ოც საუკუნეზე მეტია ამტკიცებენ, რომ ჭეშმარიტება არის ღვთის საკურთხეველთან დგომა და ვედრება ღვთისადმი სულით და ჭეშმარიტებით. ეკუმენისტებმა კი ახლად მოინდომეს ჭეშმარიტების შეცნობა. ე.მ.ს-ში ბოლო დროს კიდევ უფრო გაიზარდა პროტესტანტების, ანგლიკანების, ბაპტისტების, ლუთერანებისა და სხვათა რიცხვი. ისინი გაცილებით სჭარბობენ მართლმადიდებელთა წარმომადგენლებს. მათ შორის გაჩნდა აზრი, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არის არა მხოლოდ მიწიერი, არამედ უფრო მეტიც, მას აქვს ეკლესიოლოგიური ხასიათი და იგი წარმოადგენს ზეეკლესიას. გამოჩნდა მათი საბოლოო მიზანიც, შექმნან ახალი საერთო მსოფლიო რელიგია კაცობრობისთვის. მართლმადიდებლებისთვის უსიამოვნო ატმოსფეროს ქმნის, აგრეთვე, ამ ბოლო დროს ეკუმენისტურ შეკრებებზე წარმოდგენილი პროტესტანტული და წარმართული რიტუალები. უფრო მეტიც, XX ს-ის დასასრულს ეკუმენისტურ მოძრაობაში თავი იჩინა პანეკუმენისტურმა მიმდინარეობამ. თუ ეკუმენისტური მოძრაობა სხვადასხვა სექტებთან ეკლესიის გათანაბრებას და გაერთიანებას გულისხმობს, პან-ეკუმენისტური ნიშნავს სრულიად განსხვავებული რელიგიების გაერთიანებას ისეთებთან, როგორებიცაა: ისლამი, ბუდიზმი, შამანიზმი და ა.შ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების მიზეზი ე.მ.ს-ში და ევროპის ეკლესიათა კონფერენციაში. როგორც ცნობილია, 1992 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გახდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და ევროპის ეკლესიათ კონფერენციის წევრი. ჩვენი აზრით, ეს გამოწვეული იყო ჩვენი ეკელსიის როგორც საშინაო, ისე საგარეო მიზეზით. საბჭოთა სახელმწიფოს იზოლაციის პერიოდში, მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში გაწევრიანებამ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საშუალება მისცა გასულიყო მსოფლიო არენაზე; მსოფლიოს გაეცნო, როგორც ავტოკეფალური ეკლესია. საქართველოს ეკლესიის გაერთიანება ე.მ.ს-ში არ შეიძლება განიხილოს, როგორც ეკლესიოლოგიური აქტი, არამედ როგორც შეთანხმება საქართველოს საპატრიარქოსა და ე.მ.ს-ს ხელმძღვანელობისა იმაში, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ სხვა ეკლესიის წარმომადგენლებთან საღვთისმეტყველო დიალოგებსა და კულტურულ-სოციალურ სფეროებში. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ე.მ.ს-ში მოღვაწეობის დროს არ გაუზიარებია მწვალებელთა ეკლესიოლოგიური ნიშან-თვისებები. 1995-იანი წლებიდან ე.მ.ს-ში ყოფნა-არყოფნის საკითხი ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში მწვავედ დაისვა. ზოგიერთ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის გაიმართა მოლაპარაკება - თუ ეკუმენური და პან-ეკუმენური მოძრაობა გაღრმავდებოდა მწვალებლური იდეებით, ისინი გამოვიდოდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, რასაც საქართველოს ეკლესია სავსებით იზიარებდა. 1995 წელს ემს გენერალური მდივნის კონრად რაიზერისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიწერილ წერილში საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მთავარეპისკოპოსმა აბრაამმა დაგმო ემს-ის ზოგიერთი მართლმადიდებელი წევრის მიერ პროტესტანტებთან ერთად ჩატარებული ლოცვები. ხოლო 1996 წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II იმავე კონრად რაიზერის მიმართ ნათქვამ სიტყვაში დაგმო ემს პროტესტანტ წევრებში ფეხმოკიდებული აზრი იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციას ეკლესიოლოგიური ხასიათი მინიჭებოდა. აქვე აუცილებელია განიმარტოს, რომ ერთობლივი ლოცვა არამართლმადიდებელთა არის სერიოზული დარღვევა საეკლესიო კანონებისა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მწვალებლობა არ არის. ბევრი მართლმადიდებელი საეკლესიო მოღვაწე ემს-ში მართლმადიდებელ ეკლესიების მონაწილეობის წინააღმდეგი იყო. მათი ერთ-ერთი არგუმენტი ის გახლავთ, რომ ემს-ს რეალური მიზანი იყო თადათანობით მოემზადებინათ საფუძველი იმისათვის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიები წაეყვანათ სარწმუნოებრივ დათმობაზე, მართლმადიდებელი ცნობიერება დაემახინჯებინათ პროტესტანტული გადახრებით და მოემზადებინათ სხვადასხვა აღმსარებლობის ქრისტიანთა გაერთიანება სარწმუნოებრივი კომპრომისების გზით. გაერთიანება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ადამიანები უნდა გაერთიანდნენ მართლმადიდებელ ეკლესიაში. მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ ეკლესია არ არსებობს. და ამიტომ მართლმადიდებელთა სურვილია, რომ ყველა გაერთიანდეს მართლმადიდებელ ეკლესიაში; მაგრამ პროტესტანტი სასულიერო მოღვაწეების აზრით კი, შესაძლებელია გაერთიანება სარწმუნოებრივი კომპრომისების გზით. მომავალში თუ მოხდება მსგავსი რამ, ეს იქნება ყალბი გაერთიანება, რადგან მას საფუძველი არ ექნება. საფუძველი, რომელზეც ეკლესიაა აშენებული, არის დოგმატიკა. ეკლესიამ ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა მართლმადიდებლური დოგმატები და მათი უარყოფის ან შეცვლის უფლება არავის არა აქვს. ემს-ში ხანდახან იყო ერთობლივი ლოცვის შემთხვევები, ზოგიერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირის მხრიდან ხდებოდა ამგვარი დარღვევები. რა თქმა უნდა, ეს იყო და არის კიდეც მიუღებელი. 1999 წლის 21 თებერვალს, შენდობის კვირიაკეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, საჯაროდ სინანული გამოთქვა იმ ცალკეული, იშვიათი შემთხვევების გამო, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ მოხდა არამართლმადიდებლების ზიარება და ლოცვა არამართლმადიდებლებთან ერთად (იხ. საპატრიარქოს უწყებანი №8, გვ.3). ამ ფაქტით და, ასევე 1998 წ. 8 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ მართლმადიდებლური ტრადიციისათვის მიუღებელი რამდენიმე პროექტის და განშტოებათა თეორიის დაგმობით, ჩვენმა ეკლესიამ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი სარწმუნოებრივი პოზიცია. რიტუალები, რომლებიც ტარდება ემს-ის ზოგიერთ სხდომაზე, მართლმადიდებლებში სულ უფრო და უფრო მეტ აღშფოთებას იწვევს. მაგრამ მსოფლიოს არც ერთ მართლმადიდებელ ეკესიაში ამ საბაბით არ მომხდარა განხეთქილება. ამ მხრივ საქართველო პირველი აღმოჩნდა. 1997 წლის 14 მაისს სხვადასხვა მონასტრის ბერებმა და მორჩილებმა (სახელებს არ ჩამოვთვლი) შეწყვიტეს ევქარისტიული კავშირი საქართველოს საპატრიარქოსთან და მოითხოვეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ე.მ.ს-დან გამოსვლა. 1997 წლის 20 მაისს, ამ საკითხთან დაკავშირებით მოწვეულ იქნა წმინდა სინოდის სხდომა, რომელმაც 24 ეპისკოპოსისა და პატრიარქის თანხმობით, მიიღო გადაწყვეტილება: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობაზე, გამოდის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან და ევროპის ეკლესიათა კონფედერაციიდან“. მიუხედავად იმისა, რომ განდგომილი ბერების ერთადერთი მოთხოვნა თავიდან ემს-ის დატოვება იყო და ამ გადაწყვეტილების შემდეგ თითქოს განხეთქილების საბაბი უკვე აღარ არსებობდა, სულ ცოტა ხანში განხეთქილების მოქმედებმა ახალი მოთხოვნა წამოაყენეს და ნათელი გახდა, რომ აქ უკვე შეგნებულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ამიტომ განდგომილ არქიმანდრიტებსა და ეკლესიის წინამძღვრებს აეკრძალათ მღვდელმოქმედება და გაათავისუფლა ისინი მონასტრების წინამძღვრის თანამდებობიდან, ხოლო დანარჩენ ბერებსა და მორჩილებს აუკრძალა ზიარების მიღება. სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე 1997 წლის 20 მაისის წმ. სინოდის სხდომის განჩინების სრული ტექსტი, სამაგიეროდ 1998 წლის 8 ოქტომბრის განჩინება ვიპოვე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის 25 სექტემბრის (8 ოქტომბრის) კრების დადგენილება (მე-7 პუნქტი): წმიდა სინოდმა მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1997 წლის ივლისში მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კუთხევით შეიქმნა საღვთისმეტყველო კომისია, რომელმაც შეისწავლა ის საკითხები, რაც გახდა მიზეზი ბოლო დროს ეკლესიის ზოგიერთი წევრის დაბრკოლებისა. საღვთისმეტყველო კომისიამ განიხილა ე.წ. შამბეზისა და ბალამანდის დოკუმენტები, ანტიოქიის არაქალკედონურ (ორიენტალურ) ეკლესიებს შორის 1991 წელს შემუშავებული ხელშეკრულების პროექტი, ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღდგომის აღნიშვნა გრიგორიანული პასქალიით და აგრეთვე სწავლება მაცხოვენებელი მადლის ეკლესიის კანონიკური საზღვრების გარეთ არსებობის შესახებ და ე.წ. განშტოებათა თეორია. საღვთისმეტყველო კომისია დაუკავშირდა კონსტანტინეპოლის, ანტიოქიის, რუსეთის საპატრიარქოებს, ასევე მოიძია ინფორმაცია სხვადასხვა ეკლესიების პოზიციების შესახებ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მთელ რიგ ავტოკეფალურ ეკლესიებს, მათ შორის საქართველოს ეკლესიის ზემოთჩამოთვლილ საკითხებზე არასოდეს არ მიუღიათ დადებითი სინოდალური გადაწყვეტილება, ზოგიერთმა კი სპეციალური სინოდალური დადგენილებით უარყოფითი შეფასება მისცა მათ. იმის გამო, რომ აღნიშნული საკითხები ზოგიერთ ჩვენს მორწმუნეში ეჭვის საბაბს იძლევა, საქართველოს საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კომისიამ შეისწავლა ეს მასალები და დასკვნები გამოაქვეყნა საინფორმაციო ბიულეტენის სამ ნომერში. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი გაეცნო და დაეთანხმა საქართველოს საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კომისიის დასკვნებს. ქვემოთ წარმოდგენილი პოზიცია წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოებრივ მსოფლმხედველობას, რომლის მატარებელიც ის ყოველთვის იყო, ხოლო ამჟამად ხდება ამ პოზიციის კონსტატაცია და მკაფიო დაფიქსირება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა I. მიუღებელია 1990 და 1993 წლებში შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებელ ეკლესიასა და არაქალკედონურ (ორიენტალურ) ეკლესიებს შორის არსებულ საღვთისმეტყველო დიალოგის გაერთიანებული საღვთისმეტყველო კომისიის დოკუმენტები (ე.წ. შამბეზის შეთანხმებები). II. მიუღებელია 1991 წლის, ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ანტიოქიის არაქალკედონიტ (ორიენტალურ) ეკლესიას შორის მიღებული წინასწარი შეთანხმების პროექტი. III. მიუღებელია 1993 წლის 23 ივნისს ბალამანდში (ლიბანი) მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობლივი კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი: „უნიატობა როგორც მეთოდი გაერთიანებისა წარსულში და ძიება სრული ერთობისა დღეს“ (ე.წ. ბალამანდის შეთანხმება). IV. მიუღებელია ფინეთის ავტონომიური ეკლესიის მიერ აღდგომის დღესასწაულის გრიგორიანული პასქალსიით აღნიშვნა, რომელიც არ შეესაბამება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას აღდგომის დღესასწაულის თარიღის შესახებ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო მართლმადიდებლური პოზიციიდან გამომდინარე ეს არის კანონიკური დარღვევა, და არა მწვალებლობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო (რომლის იურისდიქციაშიც შედის ფინეთის ავტონომიური ეკლესია) უარყოფითადაა განწყობილი ამ კანონიკური დარღვევისადმი, და მიაჩნია, რომ აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნოს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების შესაბამისად. V. მიუღებელია არამართლმადიდებლური, მოდერნისტული თეოლოგიის წიაღში ჩამოყალიბებული ეკლესიოლოგიური მწვალებლური სწავლება მაცხოვნებელი მადლის ეკლესიის კანონიკური საზღვრების გარეთ არსებობის შესახებ და მისი უკიდურესი გამოვლინება ე.წ. „განშტოებათა თეორია“, რომლის მიხედვითაც დღეს არსებული სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობები განიხილება, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის სხვადასხვა თანაბარზომიერი განშტოებები, რომელნიც ერთნაირად ფლობენ ღვთაებრივ მადლსა და ჭეშმარიტებას. VI. მიუღებელია არამართლმადიდებლებთან თანალოცვა და ზიარება, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრებაზე (ქ. თესალონიკი, 1998 წლის 29 აპრილი - 2 მაისი) მიღებული საბოლოო დოკუმენტით, რომლის მე-13 მუხლის ბ) პუნქტში წერია: „მართლმადიდებელი დელეგატები არ მიიღებენ მონაწილეობას ეკუმენურ მსახურებაში, საერთო ლოცვებსა და ღვთის თაყვანისცემაში და ასამბლეის სხვა რელიგიურ ცერემონიებში“. აღნიშნული საკითხები ვრცელი ანალიზი მოცემულია საქართველოს საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კომისიის საინფორმაციო ბიულეტენებში (№1, №2, №3). --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- QUOTE ჩემის აზრით პატრიარქმა ამის გამო "საჯაროთ სინანული" იმიტომ აჩვენა რომ, ეკუმენიზმის გამო განდგომილებაში მყოფები ყველანი გონზე მოსულიყვნენ და მათაც შეენანათ.... გუჯა, პატრიარქმა ამ მოვლენისადმი თავისი დამოკიდებულება გამოხატა ჯერ კიდევ 1995 წელს, როცა ეს ბერები ჯერ კიდევ არ იყვნენ განხეთქილებაში. ეს ზემოთაც წერია, მაგრამ აქ ციტატას ამოვიღებ: QUOTE 1995 წელს ემს გენერალური მდივნის კონრად რაიზერისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიწერილ წერილში საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მთავარეპისკოპოსმა აბრაამმა დაგმო ემს-ის ზოგიერთი მართლმადიდებელი წევრის მიერ პროტესტანტებთან ერთად ჩატარებული ლოცვები. ხოლო 1996 წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II იმავე კონრად რაიზერის მიმართ ნათქვამ სიტყვაში დაგმო ემს პროტესტანტ წევრებში ფეხმოკიდებული აზრი იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციას ეკლესიოლოგიური ხასიათი მინიჭებოდა. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ილია |
![]()
პოსტი
#377
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 ![]() |
მარიამი
ძალიან საინტერესო ინფორმაციაა დიდი მადლობა მოწოდებისთვის. და განდგომილების სულ სხვა მიზნები ქონდათ როგრც გამოჩნდა. ეკლესიამ სწორი გადაწყვეტილება მიღოო რო დატოვა გაერთიანება. უკვე შეინიშნებოდა ერთობლივი ლოცვების ჩატარება. -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#378
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
მარიამი მადლობთ ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#379
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
1995 წელს ემს გენერალური მდივნის კონრად რაიზერისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიწერილ წერილში საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მთავარეპისკოპოსმა აბრაამმა დაგმო ემს-ის ზოგიერთი მართლმადიდებელი წევრის მიერ პროტესტანტებთან ერთად ჩატარებული ლოცვები. ხოლო 1996 წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II იმავე კონრად რაიზერის მიმართ ნათქვამ სიტყვაში დაგმო ემს პროტესტანტ წევრებში ფეხმოკიდებული აზრი იმის თაობაზე, რომ ამ ორგანიზაციას ეკლესიოლოგიური ხასიათი მინიჭებოდა. აქვე აუცილებელია განიმარტოს, რომ ერთობლივი ლოცვა არამართლმადიდებელთა არის სერიოზული დარღვევა საეკლესიო კანონებისა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მწვალებლობა არ არის. და ამ დროს არ იცოდნენ ეს პატრიარქმა და მეუფე აბრაამმა? ვერ გავიგე... ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ილია |
![]()
პოსტი
#380
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 ![]() |
ეკუმენურ ლოცვაში არ მიუღია მონაწილეობა და საიდან მსაგ სურათზე წარწერაა? საიდან სურათი? წარწერა არასწორედაა გაკეთებული!
-------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 02:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი