![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#721
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
Sotiris ვერ გავიგე კი არა, გავიგე, მაგრამ მოხსენიების ფორმები არ მომეწონა ![]() მაგი არც მე მომეწონა. ალბათ ასე უნდა ეთქვა: უწყებანის თანამშრომლებს წაკითხული აქვთ მაინ კამპფი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თვალთახედვის არეალის გაფართოების მიზნით ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#722
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
მაგი არც მე მომეწონა. ალბათ ასე უნდა ეთქვა: უწყებანის თანამშრომლებს წაკითხული აქვთ მაინ კამპფი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თვალთახედვის არეალის გაფართოების მიზნით ![]() მაზოხისტს ყველა მაზოხისტი ეგონაო, თუ როგორც არის ![]() ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ზებედე |
![]()
პოსტი
#723
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ოქროს ჯვარს გადასცემს უნიატ კარდინალ ეგნატე მუსა დაუდს. როგორ უნდა შევუთავსოთ ეს მართლმადიდებელთა თითქოსდა ოფიციალურ პოზიციას უნიის დაგმობისა? ![]() ინტერნეტში ვერ ვნახე, ისე ფოტოები მაქვს ნანახი ილია2 კათოლიკს თუ ბაფტისტ მღვდელს რომ ჯვრით აჯილდოვებს სიონში ![]() ![]() მეხელი პატრიარქმა რომელიმე ეკუმენისტ პატრიარქს გამარჯობა რომ უთხრას ეს არ ნიშნავს ალიანსში ყოფნას და თანალოცვას, რაც მიუღებელია ჩემი სარწმუნოებისთვის აბო, შენ საერთოდ სქიზმატების აზროვნებაზე გადადიხარ. გადაიკითხე კაიროსის წინა პოსტები და გაერკვიე რა ხდება ![]() ინტერნეტ კაფეში ვარ და დრო მიმთავრდება, პოსტების წაკითხვა ვერ მოვასწარი, მარა მაინც ვწერ ჩემ აზრზს. კაია ამ თემაზე როა საუბარი. იმედია ,,ეკუმენოფობები,, უფრო აზრიანად დაგმობენ ემს-ს ვიდრე ჩვენი ეკლესიის ოფიციალური წევრები. ეკუმენისტებო მაგრები ხართ ![]() martin მაგენი მართლმადიდებლობის დასანგრევად შექმნილიკონგლომერატია შექმნილი მასონთა ცნობილი ლიდერის ჯონ მოტის მიერ 1910 წელს. (არ აურიოთ "ოიკუმენში" ) და მართლმადიდებლობა დაანგრიეს? ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას არ დაგავიწყდეს! ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მართა |
![]()
პოსტი
#724
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
ზებ ეკუმენიზმმა დროთა განმავლობაში შეიძინა მართლმადიდებლობისთვის საშიში სახე,სწორედ ამოტომ გამოვედით ჩვენ,ბულგარეთი და კიდევ არიან რიგში სხვა მართლმადიდებლური ქვეყნები რადგან უკვე მრავალი წელია ეკუმენურ შეკრებებს უფრთხიან და კანტი-კუნტად შეიმჩნევა მართლმადიდებელი წარმომადგენლები,ვინაიდან ერთობლივი ლოცვა სატანის მსახურებს,ამერიკის ინდიელთა ტომების ბელადებსა და აფრიკული წარმოშობის ველურ წარმომადგენლებს შორის არის მიუღებელი ჩვენი სარწმუნოებისთვის!მათთან ჩვენი ლოცვა შენთვის მისაღებია?მათი უმრავლესობა ქრისტეს არც ცნობს!იესოს გარეშე კი ცხონების,მარადიული ნეტარების მოპოვება შეუძლებელია:"მე ვარ გზა,ჭეშმარიტებაი და ცხორებაი;არავინ მოვიდეს მამისა,გარნა ჩემს მიერ" ხოლო ქრისტეს მიერ მოცემულ მცნებებს მხოლოდ ჩვენ ვიცავთ უცვლელად, მართლმადიდებლები!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მართა |
![]()
პოსტი
#725
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
წმინდა წერილიდან: "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" და კიდევ პავლე მოციქული ამბობს: "გლოცავ თქვენ,ძმანო,ეკრძალებოდეთ მათგან,რომელი-იგი წვალებასა და საცთურებას იქმან გარეშე მის მოძღვრებისა,რომელნი თქვენ გასწავიეს,და განეშორეთ მათგან" წადითო განეშორეთო თორე ერთად ილოცეთ ჩვენი სწავლების დამგმელებთანო იმას კი არ ამბობს!!!
ციტატა ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას არ დაგავიწყდეს ეგ მე მართლა არ დამვიწყებია არასოდეს! და სწორედ მაგ იმედით ვარ ისიც ვიცი რომ ვერცერთი ბნელი ძალა(ეკუმენისტ,მასონ,სექტანტ თუ დემონ სახედ მიღებული) თავისი ხრიკებით ვერ დაძლევს ეკლესიას უფლის წყალობით! სწორედ მისი ნებაა ჩვენი საბჭოდან გამოსვლა და მას შემდეგ (ქრონოლოგიას დააკვირდი ზებ)იწყება მისივე მეოხებით საქართველოს გამოღვიძება და რწმენის გაძლიერება! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#726
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ციტატა ზებ ეკუმენიზმმა დროთა განმავლობაში შეიძინა მართლმადიდებლობისთვის საშიში სახე,სწორედ ამოტომ გამოვედით ჩვენ გადახედეთ წინა პოსტებს, გვერდებს, და იქ ნახავთ რის გამოც გამოვედით ეკუმენიზმიდან, ზოგიერთმა გაუნათლებელმა და ამპარტავნების სენით შეპყრობილმა სასულიერო პირმა დაიწყო პატრიარქის ლანძღვა და განუდგნენ ეკლესიის წიაღს, და შეუერთდნენ სქიზმატებს! განხეთქილებაში გასულნი არც თუ ისე ცოტანი აღმოჩნდნენ, პატრიარქი აიძულეს რომ დაეტოვებინა ეს საბჭო, თორემ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია ერთდროულად აპირებდა ეკუმენიზმის დატოვებას, გადახედე წინა გვერდებს და ნახავ რას სწერს პატრიარქი ![]() ციტატა ვინაიდან ერთობლივი ლოცვა სატანის მსახურებს,ამერიკის ინდიელთა ტომების ბელადებსა და აფრიკული წარმოშობის ველურ წარმომადგენლებს შორის არის მიუღებელი ჩვენი სარწმუნოებისთვის! მართლმადიდებელი ერთობლივი ლოცვის დროს მიმართავს ქრისტეს, შამანი მის ჯანდაბას, ბუდისტი ბუდას, მუსულმანი ალაჰს და ა.შ. ხო და მე ვერ ვგებულობ, რა მადლი აკლდება მართლმადიდებელს იმათთან ლოცვით? ქრისტეს მიმართ ლოცვა ვის გვერდითაც არ უნდა იყო ან ლოცულობდე, მიუღებელია? მიუღებელი იქნებოდა როცა მართლმადიდებელი ილოცებდა ბუდის წინააღმდეგ.....ისე, მართლმადიდებელმა პატრიარქებმა უკეთ იციან რაა მიუღებელი და რა არა! ციტატა მათთან ჩვენი ლოცვა შენთვის მისაღებია? ქრისტეს მიმართ ლოცვა ყველგან და ყველას წინაშე შეიძლება ჩემის აზრით... ციტატა მათი უმრავლესობა ქრისტეს არც ცნობს!იესოს გარეშე კი ცხონების,მარადიული ნეტარების მოპოვება შეუძლებელია:"მე ვარ გზა,ჭეშმარიტებაი და ცხორებაი;არავინ მოვიდეს მამისა,გარნა ჩემს მიერ" ხოლო ქრისტეს მიერ მოცემულ მცნებებს მხოლოდ ჩვენ ვიცავთ უცვლელად, მართლმადიდებლები! ხო და ცდილობენ, მათაც უქადაგონ ვინც ქრისტეს არ სცნობს... ციტატა წმინდა წერილიდან: "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" ჩემის აზრით აქ პავლე მოციქული საუბრობს ისეთებზე, რომლებიც არ უსმენენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლების სწავლებას და აზრებს. დღესდღეობით იმართება ურთიერთდიალოგები, კათოლიკები მართლმადიდებლები და სხვა კონფესიები უზიარებენ ერთმანეთს აზრებს, უსმენენ, მსჯელობენ.... ციტატა და კიდევ პავლე მოციქული ამბობს: "გლოცავ თქვენ,ძმანო,ეკრძალებოდეთ მათგან,რომელი-იგი წვალებასა და საცთურებას იქმან გარეშე მის მოძღვრებისა,რომელნი თქვენ გასწავიეს,და განეშორეთ მათგან" წადითო განეშორეთო თორე ერთად ილოცეთ ჩვენი სწავლების დამგმელებთანო იმას კი არ ამბობს!!! კათოლიკები დღესდღეობით მართლმადიდებლებს ქრისტესმიერ ძმებს გვიწოდებენ, აღარ არის ურთიერთმტრობა, რაც იყო ადრე, ხო და ვერ ვხვდები რა პრობლემაა კათოლიკთან ერთად ვილოცო ქვეყნის მშვიდობისთვის, ურთიერთსიყვარულისთვის, ან კათოლიკთან ერთად რატომ არ უნდა ვთქვა მამაო ჩვენო როცა ისიც იგივე სიტყვებს ამბობს რასაც მე.... ციტატა სწორედ მისი ნებაა ჩვენი საბჭოდან გამოსვლა და მას შემდეგ (ქრონოლოგიას დააკვირდი ზებ)იწყება მისივე მეოხებით საქართველოს გამოღვიძება და რწმენის გაძლიერება! ქრისტე მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე არ ზრუნავს, მას ყველა უყვარს... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მართა |
![]()
პოსტი
#727
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
ეკუმენიზმი ერთიანად დამღუპველია მართლმადიდებელისთვისაც და არამართლმადიდებლებისთვისაც.არამართლმადიდებელი ეკუმენიზმის გზით ვარასოდეს ეზიარება ჭეშმარიტებას,მართლმადიდებელ
კი განეშორება მას და წარწყმდება!-------------ეს ციტატა არის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის ინტერვიუდან!!! ვინაიდან და რადგანაც შენ არ წყალობ ბევრ მოძღვარს უფალმა გვაპატიოს ეს მკრეხელობა! მე ახლა მოგიყვან მე-7საეკლესიო კრებიდან: "ვინც მას შემდეგ,რაც ჭეშმარიტებას იპოვის,კვლავ განაგრძობს რაღაცის ძიებას,სიცრუეს დაეძებს.სიცრუის პოვნა კი სადანდეც მიგვიყვანს, ადვილი მისახვედრია.თანაც თუკი მართლმადიდებელი სხვა სარწმუნოების მიმდევრებთან დაამყარებს რელიგიურ კონტაქტებს,არა მხოლოდ საკუთარ თავს,მათი სულის დაღუპვასაც შეუწყობს ხელს,რადგან არც კი შეახსენებს,რომ ცდომილებაში არიან და არ მოუწოდებს,დაუბრუნდნენ ჭესმარიტი მაცხოვნებელი სარწმუნოების წიაღს." -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#728
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ეკუმენიზმი ერთიანად დამღუპველია მართლმადიდებელისთვისაც და არამართლმადიდებლებისთვისაც. მე ჯერ ეკუმენიზმით დაღუპული მართლმადიდებელი ერთიც არ მინახავს, ხოლო ეკუმენიზმის მოწინააღმდეგე მრავალის მინახავს დაღუპული-სქიზმატები! ციტატა არამართლმადიდებელი ეკუმენიზმის გზით ვარასოდეს ეზიარება ჭეშმარიტებას საინტერესოა, მამა გიორგის თუ წაუკითხავს პატრიარქის 1997 წლის ქადაგებები ეკუმენიზმზე, სადაც ის ამბობს რომ მრავალი პროტესტანტი მოექცაო, და მოვაქციეთო.... ციტატა მართლმადიდებელი კი განეშორება მას და წარწყმდება! ამას არგუმენტი სჭირდება.... ციტატა -------------ეს ციტატა არის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის ინტერვიუდან!!! ამ საკითხზე ყველა მოძღვარს თავისი აზრი აქვს, რადგან ასე თქვა მამა გიორგიმ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს მართლაც ასეა.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მართა |
![]()
პოსტი
#729
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
დამისახელე ადამინი ვისიც გჯერა,და მერე მისი ნაშრომები გავარჩიოთ,მე იქ მე-7 საეკლესიო კრებიდანაც მოგიყვანე ციტატა რადგან ვიცოდი წინასწარ მამა გიორგი და სხვები შენთვის ავტორიტეტს რომ არ წარმოადგენენ,შენი აზრით ეგ არ ექნება წაკითხული?ეჰ ზებ,ზებ არ მინდა დავიჯერო რომ შენ რასაც წერ ის გააზრებული გაქვს! ეკუმენიზმით დაღუპულთ იმ ქვეყნად ვიხილავთ!!!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#730
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
დამისახელე ადამინი ვისიც გჯერა,და მერე მისი ნაშრომები გავარჩიოთ,მე იქ მე-7 საეკლესიო კრებიდანაც მოგიყვანე ციტატა იცი რა, მე ეს საკითხი თეოლოგებთან და ზოგ სასულიერო პირებთან გავარკვიე, ასე რომ დიდად არ ვინტერესდები რას იტყვიან ქართველი ზოგიერთი მშიშარა მღვდლები ![]() ციტატა რადგან ვიცოდი წინასწარ მამა გიორგი და სხვები შენთვის ავტორიტეტს რომ არ წარმოადგენენ, რა? კარგად ვიცნობ მამა გიორგის, და ბევრ რამეში დამხმარებია, ბევრი რჩევა მოუცია ჩემთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ყველაფერში უნდა დავეთანხმო..... ციტატა ეკუმენიზმით დაღუპულთ იმ ქვეყნად ვიხილავთ!!! მე უკვე ვიცი, რომ ანტიეკუმენისტებს-სქიზმატებს პატრიარქმა წესი არ აუგო, ზარზმაში ანტიეკუმენისტი არქიმანდრიტი გიორგია დასაფლავებული, რომელიც ისე მოკვდა ყველას გაუკვირდა, და იმის მერე მასზე არც ერთ სასულიერო პირს მიცვალებულთა პარაკლისი არ გადაუხდია..... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მართა |
![]()
პოსტი
#731
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
სქიზმატი მერე ვინ გგონია? ჩემი თავი?მდააა, საინტერესოა რომელ თეოლოგებთან და უშიშარ მღვდლებთან გაქვს გარკვეული ეგ საკითხი? საეკლესიო კრებას რატო მიტოვებ ზებ უყურადღებოთ თუ იქაც მშიშრები იყვნენ?ცოტა ნაკლები დრო მაქვს მაგრამ მე მაინც შევეცდები შენ საპირისპირო დაგიმტკიცო! და ისეთი მასალებით რომ იმედია მათში მაინც არ შეიტან უნდობლობას?!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#732
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ცოტა ნაკლები დრო მაქვს მაგრამ მე მაინც შევეცდები შენ საპირისპირო დაგიმტკიცო! მიდი ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
afxazi |
![]()
პოსტი
#733
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მართა
რა გგონია შენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, რომ იქ მართლმადიდებლები მიდიან და სხვა რელიგიის აღმსარებლებთან ერთად ლოცულობენ? შენს მიერ მოყვანილი 7-მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი ვქიქრობ არასწორ კონტექსტში მოიყვანე რადგან, რადგან იქ წერია რომ თუკი ვინმე კიდევ დაეძებს ჭეშმარიტებას მისი ცნობის შემდეგო. მართლმადიდებლ ეკლესიათა წარმომადგენელნი იქ სხვა მიზნით არიან, აღასრულონ უფლის მოწოდება: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი. ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ეკლესიის იქ ყოფნაც. ამას ადასტურებს ჩემს მიერ ამას წინათ ამ განყოფილებაში დადებული ნაწყვეტი პატრიარქის ინტერვიუდან. სხვანაირად რომ იყოს ისე გამოდის რომ საქართველოს ეკლესიის გარდა ყველა მართლმადიდებელი ეკლესია მწვალებლობის თანაზიარია, რაც ძალიან არასწორია, რაც შეეშალათ 1997 წლის გამოსვლების მონაწილეთ, რის გამოც ისინი ეკლესიის გარეთ აღმოჩნდნენ. სხვა რელიგიის ადამიანთან ერთად ლოცვა არასწორია და ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მრწამსს, მაგრამ მთელი ეკლესიის ისტორიის მანძილზე მრავალი მაგალიათია, როცა დიალოგისმიერ ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ქონდა. მე არ ვიძახი იმას რომ ემს-ში შესვლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ჩვენზე მეტად კომპეტენტური ხალხი არსებობს და აჯობებს მათ მივანდოთ ამ საკითხის გადაწყვეტა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მართა |
![]()
პოსტი
#734
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
მართა რა გგონია შენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, რომ იქ მართლმადიდებლები მიდიან და სხვა რელიგიის აღმსარებლებთან ერთად ლოცულობენ? შენს მიერ მოყვანილი 7-მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი ვქიქრობ არასწორ კონტექსტში მოიყვანე რადგან, რადგან იქ წერია რომ თუკი ვინმე კიდევ დაეძებს ჭეშმარიტებას მისი ცნობის შემდეგო. მართლმადიდებლ ეკლესიათა წარმომადგენელნი იქ სხვა მიზნით არიან, აღასრულონ უფლის მოწოდება: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი. ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ეკლესიის იქ ყოფნაც. ამას ადასტურებს ჩემს მიერ ამას წინათ ამ განყოფილებაში დადებული ნაწყვეტი პატრიარქის ინტერვიუდან. სხვანაირად რომ იყოს ისე გამოდის რომ საქართველოს ეკლესიის გარდა ყველა მართლმადიდებელი ეკლესია მწვალებლობის თანაზიარია, რაც ძალიან არასწორია, რაც შეეშალათ 1997 წლის გამოსვლების მონაწილეთ, რის გამოც ისინი ეკლესიის გარეთ აღმოჩნდნენ. სხვა რელიგიის ადამიანთან ერთად ლოცვა არასწორია და ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მრწამსს, მაგრამ მთელი ეკლესიის ისტორიის მანძილზე მრავალი მაგალიათია, როცა დიალოგისმიერ ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ქონდა. მე არ ვიძახი იმას რომ ემს-ში შესვლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ჩვენზე მეტად კომპეტენტური ხალხი არსებობს და აჯობებს მათ მივანდოთ ამ საკითხის გადაწყვეტა. დიალოგის წარმოება რა ეშლება ჩვენს პატრიარქს საქმე ეხება თანალოცვას იმ ხალხთან რომელთა ღმერთები ცრუ ღმერთები არიან: დავით წინასწარმეტყველი ამბობს:" რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" და კიდევ: "ყურ ასხენ და არა ესმის"მაგ.ინდუისტებს მრავალღმერთიანობა სწამთ,სინტოისტებს წინაპართა სულების და უფალზე მეტად მზეს მთვარეს და ა.შ სცემენ პატივს!ბუდისტებს კიდე უპიროვნო ღმერთი, იუდეველები და მუსულმანები ერთპიროვან ღმერთს ეთაყვანებიანდა ღვთის გმობად თვლიან ქრისტეს ღვთაებრიობის აღიარებას! ჰოდა თქვენი აზრით ასეთ ლოცვას უნდა შევუერთდეთ ჩვეენც?სადაც არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ ლოცულობ?ე.ი. მთავარია ილოცო და რომელი ღმერთის მიმართ სულერთია? კარგი რა ეს ამაზრზენია უკვე! ამას სხვა სახელიც აქვს" სინკრეტიზმი" იცით რას ნიშნავს? მტრულად განწყობილი მხარეების შერიგებას საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად.ესაა სუფთა წყლის მასონური იდეა და ეწინააღმდეგება სჯულის კანონს,ძველ და ახალ აღთქმასაც!!! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#735
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
სხვა რელიგიის ადამიანთან ერთად ლოცვა არასწორია და ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მრწამსს 45-ე კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთა ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდელობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს. მოდით ვიფიქროთ, რა დროს დაიწერა ეს კანონები? რა იყო ამის მიზეზი? აუცილებელია თუ არა იმ დროში დაწერილი ამ კანონების დღეს დაცვა? მაშინდელი ურთიერთობა მწვალებლებისა და მართლმადიდებლებისა სხვანაირი იყო ვიდრე დღეს არის, იმასაც დავუკვირდეთ, ვინ ითვლებოდნენ იმ დროში მწვალებლები, იმ დროს კათოლიკები ან პროტესტანტები არ იყვნენ. მაშინდელი მწვალებლები გაცილებით სხვა ცდომილებებში და ერესში იყვნენ, ვიდრე კათოლიკები დღეს. იმ დროში მართლმადიდებლებს და ერეტიკოს-მწვალებლებს ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონდათ ერთმანეთში, ან თუ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ... დღეს კი ნელ-ნელა აღდგა ურთიერთობა, განახლდა დიალოგები, ურთიერთდაძაბულობამ იკლო, ხო და ამ ფონზე ვერ ვხედავ კანონის დარღვევას როცა მართლმადიდებელი სხვა რელიგიის, ან მწვალებელის გვერდით ლოცულობს, ის იმ დროს მართლმადიდებლობას ხომ არ უარყოფს? ის ქრისტეს მიმართ ლოცულობს. ვერ ვხედავ პრობლემას მართლმადიდებელმა მამაო ჩვენო ან ლოცვა თქვას ქვეყნის მშვიდობისთვის კათოლიკთან ერთად. არის მომენტი შეგიძლია ილოცო, მაგრამ არის მომენტი როცა არ უნდა ილოცო, მაგ: კათოლიკური მრწამსი 65-ე კანონი: თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს. აქ იგულისხმება ალბათ ის, რომ მართლმადიდებელი შევიდეს სინაგოგაში, და ილოცოს ებრაულად, მგონი ეს იკრძალება. არამგონია იკრძალებოდეს ებრაულ სალოცავში-დავითის საფლავთან მართლმადიდებლის ლოცვა, მე იქ შევედი როგორც მართლმადიდებელი და ვილოცე მართლმადიდებლური წესით. არავის უთქვამს ებრაულად ილოცეო....კათოლიკებსაც აქვთ სიწმინდეები, და აქედან გამომდინარე კათოლიკურ ტაძარში შესვლა და სიწმინდესთან ლოცვა no problem ![]() ჰოდა თქვენი აზრით ასეთ ლოცვას უნდა შევუერთდეთ ჩვეენც?სადაც არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ ლოცულობ?ე.ი. მთავარია ილოცო და რომელი ღმერთის მიმართ სულერთია? კარგი რა ეს ამაზრზენია უკვე! ამას სხვა სახელიც აქვს" სინკრეტიზმი" იცით რას ნიშნავს? მტრულად განწყობილი მხარეების შერიგებას საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად.ესაა სუფთა წყლის მასონური იდეა და ეწინააღმდეგება სჯულის კანონს,ძველ და ახალ აღთქმასაც!!! შენ გგონია მართლმადიდებელი ბუდას ღმერთის წინაშე ლოცულობს რადგან ბუდისტის გვერდით არის? ილოცოს შამანმა რაც უნდა იმაზე, ან ებრაელმა, და მართლმადიდებელი ლოცულობს ქრისტეს წინაშე, რაშიცც ვერც ბუდისტი შეუშლის ხელს, და ვერც გრიგოლიანელი ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
afxazi |
![]()
პოსტი
#736
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მართა
რა საჭიროა ასეთი გაცხარება, მე ვთქვი რომ თანალოცვა დაუშვებელია და ამაზე არც ღირს დავა და არც არავინ დავობს. ეს იმთავითვე გარკვეული საკითხია, მაგრამ დიალოგის წარმართვა სხვა რელიგიის ადამიანებთან ვფიქრობ აუცილებელია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მართა |
![]()
პოსტი
#737
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
მართა რა საჭიროა ასეთი გაცხარება, მე ვთქვი რომ თანალოცვა დაუშვებელია და ამაზე არც ღირს დავა და არც არავინ დავობს. ეს იმთავითვე გარკვეული საკითხია, მაგრამ დიალოგის წარმართვა სხვა რელიგიის ადამიანებთან ვფიქრობ აუცილებელია. არა არ გავცხარებულვარ და დიალოგის გამართვა ნამდვილად შეიძლება და სავალდებულოც არი,მე სხვა რამეს ვერ ვგებულობ, სამწუხაროდ ზებედესი არ მესმის! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
afxazi |
![]()
პოსტი
#738
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ზებედე
გუჯა ერთი შეხედვით თითქოს ერთმანეთში ურევ საკითხებს, იმაზე არავინ გედავება რომ დავით მეფსალმუნის საფლავი უნდა მოილოცო და და მის წინაშე ლოცვაც წარმოთქვა. ეს სავსებით შესაძლებელია და აუცილებელიც, მაგრამ რა საერთო გაქვს რელიგიური თვალსაზრისით სხვა რელიგიის აღმსარებელთან? რატომ უნდა ილოცო მასთან? აბა მომიყვანე ციტატა ავტორიტეტი პიროვნებისა ვინც ამას დასაშვებად მიიჩნევს. შენი მსჯელობაც არასწორია, შენ ამბიბ რომ სჯულის კანონი ადრეული საუკუნეებისაა და მისი შესრულება სავალდებულო აღარაა, გეთანხმები ზოგიერთი რამ ახლებურ და ტანამედროვე ცხოვრებასთან შეხამებას საჭიროებს, თუმცა ძირიტად არსის დაურღვევლად, მაგრამ ეს არგუმენტი ვერ გამოდგება იმის მიზეზად რომ სხვა რელიგიის აღმსარებელთან თანალოცვა გავამართლოთ, ეს არც ერთ დროში ყოფილა აქტუალური და დასაშვები. მართა ციტატა არა არ გავცხარებულვარ და დიალოგის გამართვა ნამდვილად შეიძლება და სავალდებულოც არი,მე სხვა რამეს ვერ ვგებულობ, სამწუხაროდ ზებედესი არ მესმის ხო! კარგია ასე რომ ფიქრობ. ზებედესი შენ კი არა ბევრს არ ესმის> ![]() ![]() -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მართა |
![]()
პოსტი
#739
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
ციტატა შენ გგონია მართლმადიდებელი ბუდას ღმერთის წინაშე ლოცულობს რადგან ბუდისტის გვერდით არის? ილოცოს შამანმა რაც უნდა იმაზე, ან ებრაელმა, და მართლმადიდებელი ლოცულობს ქრისტეს წინაშე, რაშიცც ვერც ბუდისტი შეუშლის ხელს, და ვერც გრიგოლიანელი მე სატანისტების გვერდით ვერ ვილოცებ და შენ თუ გსურს იყოს ნება შენი!!! სამწუხაროა იძულებული ვარ დიალოგი შევწყვიტო მეგობრებს ვხვდები,თუმცა არ გავურბივარ იცოდე ზებ ამ თემას! და მალე ისევ გამოვჩნდები ჩემი ფოსტებით ![]() -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#740
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მაგრამ ეს არგუმენტი ვერ გამოდგება იმის მიზეზად რომ სხვა რელიგიის აღმსარებელთან თანალოცვა გავამართლოთ, ეს არც ერთ დროში ყოფილა აქტუალური და დასაშვები. იმიტომ რომ სხვა წინა დროში ურთიერთობაც სხვანაირი იყო, მაშინ იყო რელიგიური დაპირისპირებები, მტობაც. დღეს უნდათ ურთიერთსიმშვიდე, არის ურთიერთდიალოგი, და ამან გადაწყვიტა ერთობლივი ლოცვებიც. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 02:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი