IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> განსაცდელი თუ..... ?
ართი ვარდი
პოსტი May 30 2008, 03:15 PM
პოსტი #1


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



დამლოცეთ მამაო smile.gif

როდესაც არსებობს ოჯახი ,მაგრამ ბევრი უსიამოვნებებით.როდესაც ქმარი ლოთია,უხეში,დროდადრო სცემს მეუღლეს.......და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში ქალს შეუძლია წამოვიდეს ქმრისგან?თუ არ შეუძლია, მაშინ რა კონკრეტული შემთხვევის დროს აქვს უფლება წყვილს დაშორების?

და აქვე smile.gif (ჩვენ მტკიცედ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ ადამიანს მისი ამტანობის მიხედვით მოევლინება განსაცდელის სიმძიმე. უფალი არ დაუშვებს იმაზე მეტ განსაცდელს, რომლის ატანაც ადამიანს არ შეეძლოს. მთავარია ჩვენ მოვითმინოთ და ყოველივეში ღვთის განგება დავინახოთ.)ბერი გაბრიელის სიტყვები smile.gif

ანუ თუკი უფალმა მოგვივლინა ეს განსაცდელი ,ასე უნდა მომხდარიყო?და უნდა დავითმინოთ ''ყოველივე''?
.


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jun 23 2008, 01:06 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ღმერთმა დაგლოცოთ!

ოჯახური პრობლემები, უდავოდ ვყელაზე მტკივნეულია. თან ერთად დღეს იშვიათია ოჯახი, რომელშიც ურთიერთგაგება სუფევს. ამ განსაცდელის ატანა, ალბათ არის ის, რაც შემოგვრჩა ბოლო ჟამის ადამიანებს. თუმცა გასაჭირიც გასაჭირს გააჩნია. ძალინ ძნელია ილაპარაკო ოჯახურობაზე, როცა არის ღალატი, სიმთვრალე, ნარკომანია, სისასტიკე. და მაინც, ოჯახის ერთიანობის შენარჩუნებისაკენ სწრაფვა უნდა იყოს პირველი და უმთავრესი, რაზეც უნდა ვიფიქროთ ოჯახური პრობლემების დროს, ამოსავალი წერტილი ნებისმიერი გაუგებრობის გამოსწორებისას. ცხადია, თუ მეუღლესთან თანაცხოვრება უკავშირდება საფრთხეს მეორე მეუღლის ან ბავშვების სიცოცლისათვის, განშორება შეიძლება იყოს აუცილებელი ნაბიჯი. მაგრამ სხვა შემთხვევაში უნდა ვიზრუნოთ ოჯახის შენარჩუნებაზე.

განსაცდელი, რომელის მეუღლის არასწორი ცხოვრებისა და აზროვნების გამო მოიწევა, არ არის შემთხვევითი. წმიდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ უხეში მეუღლე უნდა მივიღოთ როგორც სასჯელი ცოდვებისათვის, რომლითაც სურს უფალს ჩვენი გამოსწორება. ზოგჯერ ასეთი მეუღლის დაშვებით უფალი გვზღუდავს იმ ცოდვებისაგან, რაც შეიძლება ჩავიდინოთ ოჯახში იდილიური მოშვებულობის გამო. განსაცდელი არის სკოლა სიმდაბლისა, ღმრთისადმი მოიმედეობისა, მიმტევებლობისა. განსაცდელის დათმენა არასდროს რჩება საზღაურის გარეშე, და ეს საზღაური ხშირად გვენიჭება კეთილი შვილების სახით.

თანამედროვე ადამიანის მომხარებლურ ცნობიერებას უჭირს გაგება იმისა, თუ რისთვის უნდა ითმინო, რას უნდა შეწირო ერთხელ მოცემული ცხოვრება. ასე მსჯელობს ადამიანი, რომელმაც დაკარგა ღმერთი, თუმცა სიტყვით შეიძლება აღიარებდეს მის არსებობას. შეუძლებელია ჯვარცმულმა ღმერთმკაცმა დაუშვას განსაცდელი და ტკივილი, რომელიც არ არის საჭირო სულისათვის, ან რომლის ატანის ძალა არ გვაქვს. ჩვენ უფრო მეტად გვაკლია ნდობა ღმრთისადმი, ვიდრე ჭირთათმენის ძალა. ვეცადოთ ვიტვირთოთ უფლის მიერ შერჩეული ჯვარი. თუ უფალმა მოგვივლინა განსაცდელი, ე.ი. ის საჭიროა ჩვენი გადარჩენისათვის. ვთხოვოთ მას, მოგვცეს ატანის ძალა, დავიცვათ თავი მის ერთგულებაში. თუ იმდენად გვძლია ადამიანურმა სისუსტემ, რომ ერთობლივი ცხოვრება წარმოუდგენლად გვეჩვენა, ვეცადოთ განშორება იყოს დროებითი და არ გამოუტანოთ განაჩენი ოჯახურ ერთობას. როგორც წესი დასათმენს დამთმენს შეახვედრებს უფალი, რათა ერთიც გამოსწორდეს და მეორეც არ მიეცეს უდებების ძილს მიწიერი სიკეთით გაბრუებული.

უფალმა შეგვაძლებინოს ერთმანეთის ატანა.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th July 2025 - 09:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი