IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სამოსი
fotine.
პოსტი Jun 2 2008, 09:12 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 28-May 08
წევრი № 4,930



მამაო დამლოცეთ, მაინტერესებს შარვლის ჩაცმა არის თუ არა ცოდვა ქალისთვის, და თუ არის რატომ?აგვიხსენით თუ შეიძლება, ხოლო თუ არ არის ცოდვა, მაშინ რა არის?? და როგორი ცოდვაა შარვლის ჩაცმა, უმკლაო მაიკის ჩაცმა ეკლესიის გარეთ...დამლოცეთ და გმადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jun 23 2008, 01:20 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



სამოსლის საჭიროება მაშინ დადგა, როცა მადლისაგან განძარცვულებმა ადამმა და ევამ აღმოაჩინეს ხორციელი სიშიშვლე. შემდგომ სამოსელს დაემატა ავდარისა და სიცხისაგან დამცავის ფუნქცია. სამოსლის დანიშნულება არის სხეულის დაფარვა და არა მისი ნაკვთების მომხიბვლელად წარმოჩენა. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მოდის განვითარება დღეს სხეულის არა დაფარვის, არამედ მიმზიდველად წარმოჩენის მიმართულებით მიდის, ანუ იმ გზით, რომელიც კაენის ასულებმა აირჩიეს.

სამოსელთან მიმართებაში ძალიან ცოტას ამბობს კანონი. კანონისა და დოგმის გარდა მორწმუნეები ყოველთვის ხელმძღვანელობდნენ ტრადიციებით. დღეს ტრადიციები გამალებით ინგრევა განმაახლებლური სულით.

დასაფიქრებელია არა იმდენად ის, არის თუ არა შარვლის ტარება მისაღები, არამედ მოტივაცია მისი ტარებისა. როცა ადამიანს ეკარგება იმის განცდა, რომ სამოსელმა უნდა დაფაროს სხეული, არ მისცეს საშუალება უცხო თვალს შეეხოს იქ, სადაც არ უნდა ეხებოდეს უცხო ხელი, სამოსლის სახეს მისთვის უკვე მხოლოდ პრაქტიკული მოხერხებულობა განსაზღვრავს. სწორედ ეს აღმატებულობა პრაგმატული მოსაზრებისა სამოსლის ნამდვილ დანიშნულებასა და ტრადიციაზე არის საგანგაშო. ცხადია, არ იგულისხმება სამოსლის ფორმა, არამედ სამოსლისადმი დამოკიდებულება. გამონაკლისად კი შეიძლება ჩავთვალოთ ისეთი შემთხვევები, როცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ადამიანს უწევს შესაბამისი სამოსლის ჩაცმა.

ისეთი სამოსლის ტარება, რომელიც არ ფარავს სხეულს, ან საერთოდ არის გამოგწვევი, ნამდვილად არის ცოდვა. თუმცა მორწმუნეთა წუთისოფელთან შემრიგებლურად განწყობილი ნაწილი ასე არ უყურებს.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th September 2025 - 01:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი