IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> საქართველო, უფლის სამშობლო., უძველესი იერუსალჱმი საქართველოს მთებშია გადამალული
ებგური
პოსტი Jun 3 2008, 03:34 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 39
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი № 4,986



მინდა გაგიზიაროთ ჩემს მიერ წმიდა ტექსტებში აღმოჩენილი ახალი ინფორმაციის სიდიადე, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ქართულ მიწასთან, ქართლთან, კერძოთ მცხეთასთან და მის შემოგარენთან.
“მოქცევჲ ქართლისჲ” ალბათ ყველასთვის ცნობილი გახლავთ თავისი სიძველით იმ ისტორიული თხზულებებიდან რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ. მას პირველად ექვთიმე თაყაიშვილმა მიაკვლია 1888 წ. და გამოაქვეყნა 1890 წ. იგი მეცნიერთა თქმით გადაწერილია X საუკუნეში, მაგრამ ძირითადი ტექსტები წმიდა ნინოს დროისაა. ჭეშმარიტება და სიმართლეა და დიდად ყურადსაღებია, რადგად საბჭოთა მეცნიერებს უფლებას არასოდეს მიანიჭებდნენ ასე თამამად ესაუბრათ საქართველოსთან დაკავშირებულ ამ უდიდეს ინფორმაციაზე.


“მოქცევაჲ ქართლისაჲ”-ს ტექსტებით მირიან მეფის დროის მთავარეპისკოპოსი გადმოგვცემს: “შენ თანა არს ამას ქალაქსა შინა სამოსელი ქრისტესი ყოვლად ზეგარდამო ქსოვილი, რომელი ჯუარის მცუმელთა მათ განიყვნეს და კუართი იგი ამათ იხუედრეს, ჩრდილოსა ამას ქალაქსა შინა დაფარეს, და აწ შვილნი მათნი არიან, ვინ უწყის თუ ადგილიცა იცოდენ. ხოლო ჟამი მისი მერმე არს, ოდეს გამოჩნდეს დიდებით ქუეყანასა ზედა. ეგრეთვე ხალენი ელიაჲსი აქვე დამარხულ არს” აქვე ვკითხულობთ:
“ აქეთ წარვიდეს ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კანისელი და თალენავ და მისაელ.” და კუართისა მის თქვეს წილით ხვედრებაჲ ამათი, ხოლო ადგილი იგი უარ-ყვეს”
შემდეგ წავიკითხოთ ეპიზოდი, როდესაც წმიდა ნონო ჩვენი ქვეყნისაკენ მოემართება:
“ეგრეთვე წმიდაი ესე და სანატრელი დედაკაცი იკითხვიდა ქალაქსა ამას ჩუენსა და ეძიებდა ხსნას სულთა ჩუენთასა. ვითარ იგი განაშუენა ჩრდილოჲ ესე ქუეყანაჲ მცხეთაჲ, დიდთა მეფეთა საჯდომელი”
ვგებულობთ, რომ ჩვენს ქვეყანას ქვეყანაჲ ჩრდილოისაჲ ერქვა.

“რამეთუ დღეთა შენთა მოხედნა ღმერთმან ქუეყანასა ამას, ნაპრალსა ერთსა ჩრდილოჲსასა” ესეც იგივე ტექსტიდან გახლავთ და წმინდა ნინოს მიმართავენ. შემდეგ წმიდა ნინო ეკითხება ნიაფორ დედაბერს, რომელსაც ნინო ორი წელი ემსახურებოდა და ბევრ ამბავს გამოჰკითხავდა, რადგან ნინოსივე თქმით:

“ესრეთ ყოველსავე მიწყებით ვჰკითხევდი, რაჲთამცა ვცან, რამეთუ არავინ იყო მისებრი მეცნიერებითა სჯულისა გზასა ძუელთა და ახალთა წიგნთა” და ეკითხება:

“სადა არს ჩრდილოჲსა იგი ქუეყანაჲ, სადა სამოსელი უფლისა ჩუენისა არს?”.
შემოგთავაზებთ აბიათარის ასულის სიდონიას ჩანაწერებს იმავე ტექსტებიდან:

“და იყო ოდეს იგი მოხედნა ღმერთმან წყალობით ქუეყანასა დავიწყებულსა ჩრდილოსა კავკასიანთა...”

“და იყო ქუეყანაჲ მზისაგან სიმართლისა დაკლებული, დაკლებული ქრისტეს, ძისა ღმრთისა მოსვლისათვის და ცხორებისა, ვითარცა სახელი ერქუა სამართლად ჩრდილოჲ”

“ხოლო ამისთვის ერქვა ჩრდილოჲ, თუ რაოდენი ჟამისთვის ერქვა ქუეყანასა ამას ჩრდილო, არამედ იყვნეს ესოდენნი წელნი და ესთენნი ნათესავნი ნოვესითგან და ებერისითგან და აბრაჰამისიდგან”.

“და იყო ვითარცა მიიწინეს იგი მთავარნი ერითა მრავლითა მცხეთად ქალაქად დიდად და დიდებულად, ადგილად წმიდად სიონად, სახლად ღმრთისა”

ნათლად ჩანს, რომ ქუეყანაჲ ჩრდილოისაჲ, საქართველო, ყოფილა არა მარტო უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი წმიდა კვართით გაბრწყინებული ქალაქი, არამედ მის (მისადგომებში, მახლობლად) სიონის წმიდა ქალაქის "იერუსალჱმის" ადგილსამყოფელიც, ღმერთის ქალაქი, სიონის მთა და ღმერთის საყოფელი.

როგორც ამას წმიდა დავით წინასწარმეტყველი თავის ფსალმუნებში წერს, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. მომყავს ტექსტი დავით წინასწარმეტყველის 47-ე ფსალმუნიდან:
“დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა. ძირ მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაჲთა, მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოისანი, ქალაქი მეუფისა დიდისაჲ. ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას, რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად”(47-ე ფსალმუნიდან). ასევე:
“სლვაჲ მდინარეთაჲ ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა ჰყო საყოფელი თვისი მაღალმან” (45-ე ფსალმუნიდან).

ჩემი აზრით ეს სიმართლე და ჭეშმარიტებაა, რომ დავით წინასწარმეტყველი საქართველოზე მიგვანიშნებს ჩრდილოეთის მხარის ხსენებით, სადაც ჭეშმარიტად ოდითგანვე უფლის სახლი, საყოფელი მდებარეობდა და ვფიქრობ იგი დღესაც მთებში არის გადამალული.

იგი ამბობს: “დიდია უფალი და ფრიად ქებული ჩვენი ღმერთის ქალაქში მის წმინდა მთაზე, ძირმტკიცედ ყოველი ქვეყნის სიხარულით, სიონის მთები ჩრდილოეთის მხარისა, ქალაქი მეუფისა დიდისა, რომლის ტაძრებში ღმერთი განცხადებულია” (47-ე ფსალმუნიდან )

ასევე მოვიყვან 147-ე ფსალმუნს რათა მსურს ერთხელ კიდევ გაჩვენოთ როგორ საუბრობს დავითი სხვა იერუსალჱმზე გეოგრაფიული მდებარეობის მინიშნებით:
“აქებდ იეროსალჱმ უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა სიონ, რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა, რომელმან დასხნა საზღვარნი შენნი მშვიდობით”, “დადვის თოვლი ვითარცა მატყლი და ნისლი ვითარცა ნაცარი მიჰფინის, რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად, წინაშე ყინელსა მისსა ვინმე დაუდგეს?”(147-ე ფსალმუნიდან) .ალილუიაი, ანგეასი და ზაქარიასი.)
პალესტინის იეროსალემი დათოვლილი მთებით, ნისლებით და მყინვარებით არ არის შემოსაზღვრული როგორც ამას დავითი გადმოგვცემს. ამასთანავე: “სლვაჲ მდინარეთაჲ ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა ჰყო საყოფელი თვისი მაღალმან” (45-ე ფსალმუნი).

დავითი ამბობს:“აქებდე იერუსალჱმო უფალსა, უგალობდე შენს ღმერთსა სიონ, რათა მან ძლიერად დაკეტა შენი კარიბჭეები და აკურთხა შენი შვილები შენთან ერთად, რომელმაც დადო შენი საზღვრები მშვიდობით. “ დადებს ხოლმე თოვლს როგორც მატყლს და ნისლს, როგორც ნაცარს მიაფენს, რომელმაც გააჩინა მისი მყინვარები ნაჭერ-ნაჭერ, მის მყინვარებს ვინ დაუდგება წინ?(147-ფსალმუნიდან )

ასე უგალობს დავით წინასწარმეტყველი სიონის წმიდა ქალაქს.
ახლა ზაქარიას წინასწარმეტყველებიდან მოვიყვან რამოდენიმე აბზაცს:

ჵ, ოჲ, ივლტოდეთ ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა - იტყჳს უფალი, რამეთუ ოთხთაგან ქართა ცისათა შეგკრიბნე თქუენ - იტყჳს უფალი

რამეთუ ლოდი, რომელი მოვეც წინაშე პირსა მისსა, ერთსა მას ლოდსა შჳდნი თუალნი ასხენ. აჰა-ესერა მე მოვთხარო მღჳმე - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი - და ჴელი შევახო სიცრუვესა მის ქუეყანისასა ერთსა დღესა შინა.

და განიპოს მთაჲ იგი ზეთისხილთაჲ: ზოგი მისი მზის აღმოსავალით და ზღუად. და ნახეთქი - დიდი ფრიად.
და განაახლოს ზოგი იგი მთისაჲ მის ჩრდილოჲთ კერძო და ზოგი მისი სამხრად კერძო. და დაეჴშას ღელჱ იგი მთათა მათ ჩემთაჲ და შეიყოს ჴევი მთათაჲ ვიდრე სალჱმდ[მდე]

ამას იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: უკუეთუ შეუძლებელ არს წინაშე ნეშტისა ამის ერისათა მათ დღეთა შინა, ნუუკუე ჩემ წინაშეცა შეუძლებელ არს? - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი.

არამედ ვაჩუენო მშჳდობაჲ. ვენაჳმან მოსცეს ნაყოფი თჳსი და ქუეყანამან გამოსცეს თესლი თჳსი და ცამან მოსცეს ცუარი თჳსი. და დაუმკჳდრო ნეშტთა მათ ერისა ჩემისათა ესე ყოველი.

ასევე აღსანიშნავია (ობსიდიო კონსტანტინოპოლის ): "და ვითარცა იგი გუესმნეს ჩუენ. ოდეს-მე ქმნულნი საკჳრველებანი ღუთისანი და ძლიერებანი მისნი ჴსნად ერისა თჳსისა. ეგრეთ-ვე ვიხილეთ აჰა ესერა ქალაქსა თჳსსა ზედა: რომელი-ცა დააფუძნა იგი კლდესა მას ზედა სახარებისასა. რათა ბჭენი ჯოჯოხეთისანი არაჲ ერეოდიან მას უკუნისამდე, არამედ იხარებდენ ერთბამად მთანი სიონისანი, ეკლესიანი ღუთისა ცხოველისანი." მნიშვნელოვნად საინტერესოა ზემო ტექსტი. რადგან ისტორია უკუღმა დგება, რასაც გვასწავლიდნენ აქამდე.

"სოროჲ ნაწილთა შენთაჲ სავსე მადლითა უპყრიეს ზღუდედ ქართველთა მეფობასა, ჴმობენ შენდამი: უკუნ აქციენ მტერნი, დასცენ ჯუარისა ქრისტესისა მგმობარნი, ჵ ღირსო ნინო, და სცევდ სამწყსოსა შენსა.
აღიფხურნეს კერპნი საფარველითურთ მათით და აღემართნეს ქრისტეს ეკლესიანი, ჯუარსა ქრისტესსა კუართსა თანა და სუეტსა, ნაცვალად არმაზ ბილწისა, უგალობენ შვილნი სიონისანი, შენგან განათლებულნი!"(გალობაჲ წმიდისა მოციქულისა ნინოჲსი)

ამ უკანასკნელ ტექსტში ნათლად ჩანს, რომ წმინდა ნინოს ჭეშმარიტი სემიტები გაუნათლებია, საუბარი ქართველებზეა და ქართველები შვილნი სიონისანი ყოფილან. გამოდის რომ, მთელი ბიბლია და მთელი გალობანი დავითისი საქართველოზე და ქართველებზე დაწერილა. ეს ის თემაა, რომლის გარშემო საუბრის უფლება ლეონტი მროველსაც არ მისცეს, რომელსაც დაწყებული ჰქონდა ქართველთა ადგილი ეჩვენებინა ბიბლიაში და ქართველთა შტო,რომელიც დაფარულად ეწერა წმინდა წერილში, გამოეაშკარავებინა.

გთავაზობთ სხვა წერილობით წყაროებსაც:

(წიგნი ნეემიასი, რომელ არს ეზრა მეორე)
წიგნი ეზრასი, თ 1
სიტყუანი ნეემიასნი, ძისა ქელკიასნი

13. მე ხევის მხარის კარიბჭესთან გამოვედი მიწის პირზე სადაც ლელოვანი მინდორია და მივედი იმ კარიბჭესთან სადაც წყაროა და შეწუხებული ვიყავი იმ სივიწროვით რაც იერუსალემის ზღუდეში იყო, რომელიც გაეწმინდათ და მისი კარიბჭეები ცეცხლში გახვეულიყვნენ.

14. და გავიარე მე ის ბჭე იერუსალემისა სადაც წყარო და მეფის ჩანჩქერია და ჩემი ვირი იქ ვერ ეტეოდა რადგან ეს ადგილი სახედარზე მჯდომმა გავიარე.

15 და ავხედე იერუსალემის გალავანს ხევის მხრიდან, ღამე იყო და შეწუხებული ვიყავი სივიწროვისაგან გარშემო შემოვლებულ სიმაგრის გამო და ვიმყოფებოდი იერუსალემის კარიბჭესთან რომელთანაც ხევია და გამოვბრუნდი.

აქედან გამოდის რომ არც დავითი და არც ზემოთ მოყვანილი წმიდა წერილის ავტორი არ საუბრობს პალესტინის ზეგანზე გაშენებულ იერუსალემზე, ისინი სხვა, ჩემის აზრით, ჭეშმარიტ იერუსალემის შესახებ გვამცნობენ. რომელიც , მთაში არსებულ დიდ სიცარიელეშია აგებული ძვირფასი ქვით და ოქროთი და გამოკეტილია, როგორც ამას დავითი გვამცნობს. ამის დამადასტურებელ ტექსტსაც გთავაზობთ:

“მოიხსენე კრებული, რომელიც მიგე დასაბამიდან, იხსენ კვერთხითა მკვიდრობისა შენისაითა მთა სიონი ესე, რომელსა დაემკვიდრე მას შინა”(ფსალმუნი 73-2)
დავითი უფალს მიმართავს და ამბობს, რომ უფალი სიონის მთის შიგნით (წიაღშია) დამკვიდრებული.

გთავაზობთ სხვა დამატებით წყაროებს:

“და იხარებდეს სული ჩემი უკუნისამდე, აკურთხევდეს ღმერთსა, მეუფესა ჩუენსა დიდსა.
რამეთუ აღაშენოს იერუსალემი საფირონითა და ზმარაგდონითა, და ქვითა პატიოსნითა ზღუდენი მისნი, და გოდოლნი და არდაბაგნი მისნი ოქროჲთა წმიდითა.

და უბანნი იერუსალემისნი ლიგჳრონითა და ანთრაკითა და ქვითა სოფერითგამოჲთა მოფენილ იყოს.
და იტყოდიან ყოველთა უბანთა მისთა: "ალელუჲა". აქებდენ და იტყოდიან: კურთხეულ არს უფალი, რომელი ნათელ არს ყოველთათჳს უკუნისამდე”.(წიგნი ტობისი)

1. რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაი სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალემს. 2. მთანი გარემოის მისსა. (გალობა აღსავალთა, 124)
ახლა მხოლოდ ერთი იმედი დამრჩა, რომ ამ თემით დაინტერესდებით და თვენც მრავალს შემატებთ,იმ სიმართლით რომელიც ყოველთვის გულში ღრმად გქონდათ.[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 3 2008, 04:52 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ებგური
ზედა მსჯელობა სწორია, ანუ იმის თაობაზე, რომ ქართლის მემატიანენი საქართველოს ხანდახან ჩრდილოის ქვეყანად მოიხსენიებდნენ

მაგრამ ამის გადატანა დავით მეფსალმუნესთან, რომლის თანამედროვეობაშიც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ დიაოხის სამეფო იყო და მცხეთისა და ქართლის ადგილები ან სულ დაუსახლებელი იყო, ან კიდევ არანაირი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არ ჰქოდნათ და ტომობრივად ცხოვრობდნენ, არ გვაძლევს არანაირ თუნდაც მცირე საფუძველს იმისა ვთქვათ, რომ
ციტატა
გუერდნი ჩრდილოისანი

არის საქართველო.

მეტიც, გუერდი ამ შემთხვევაში გვერდით, მის მახლობლად მყოფს ნიშნავს და საუბარია იმაზე, რომ სიონის მთასა და იერუსალიმს (ანუ მეფის ქალაქს) შორის სწორედ რომ ამგვარი გეოგრაფიული მდებარეობაა yes.gif

ციტატა
პალესტინის იეროსალემი დათოვლილი მთებით, ნისლებით და მყინვარებით არ არის შემოსაზღვრული როგორც ამას დავითი გადმოგვცემს.

მორიგი შეცდომა. ისრაელი არ იყო ისეთი კლიმატის როგორც დღეს არის. გავიხსენოთ წმ. წერილი, კერძოდ, უფლის ჯვარცმა. ვიცით, რომ იგი შუა გაზაფხულზე (აპრილში) მოხდა. მახარებელი კი პეტრე მოციქულზე წერს: "ხოლო იგი სდგა კერძო წინაშე ცეცხლისა და ვინაითგან ყინელი იყო, ტფებოდა. ანუ, I საუკუნეშიც კი აპრილში გამთენიისას იერუსალიმში ყინავდა yes.gif

ციტატა
მოიხსენე კრებული, რომელიც მიგე დასაბამიდან, იხსენ კვერთხითა მკვიდრობისა შენისაითა მთა სიონი ესე, რომელსა დაემკვიდრე მას შინა

"მას შინა" - სულაც არ ნიშნავს ფიზიკურ შიგნით ყოფნას, იგი ძველ ქართულად მიზეზს ნიშნავს, რომელიც ცხადია "რაღაციდან" მიმდინარეობს, ანუ ერთგვარად "შიგნითაა" ამის მიზეზი, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, ფიზიკურად შიგნით იყოს: "ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა". ცხადია დღეში ვერ ვიქნებით ფიზიკურად, ანუ უნდა ვიხაროთ ამ დღით, ამ დღის მიზეზით, ამ დღის გამო...

მესმის, შენი სურვილი, მაგრამ იერუსალიმი არის ისრაელში, სხვა იერუსალიმი ამქვეყნად არ არსებობს. წმ. იოანეს გამოცხადების თანახმად კი, სასუფეველს, იმქვეყნიურ საუფლო სამყოფელს ზეციური იერუსალიმი ეწოდება...

kanonisti.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ებგური
პოსტი Jun 3 2008, 08:17 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 39
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი № 4,986



მესმის, შენი სურვილი, მაგრამ იერუსალიმი არის ისრაელში, სხვა იერუსალიმი ამქვეყნად არ არსებობს. წმ. იოანეს გამოცხადების თანახმად კი, სასუფეველს, იმქვეყნიურ საუფლო სამყოფელს ზეციური იერუსალიმი ეწოდება...

kanonisti.gif
[/quote]

ებგური

კარგია, განსწავლული ხართ ამ საკითხებში, მაგრამ წმინდა ტექსტებში ალბათ ყურადღება არ მიგიქცევიათ ერთი რამისთვის.რასაც ახლა გეტყვით:

თუ მასეა როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ როგორ აშენებს სოლომონი ზეციური იერუსალჱმის ახლოს უდიდეს ტაძარს?
მეორე: როგორ მოედინება ზეციური იერუსალჱმის შიგნით მდინარე, და როგორ არის ზეციური იერუსალჱემი მაღალ მთაზე აგებული თუ იგი ცაშია?. მესამე: "რამეთუ აღაშენოს იერუსალემი საფირონითა და ზმარაგდონითა, და ქვითა პატიოსნითა ზღუდენი მისნი, და გოდოლნი და არდაბაგნი მისნი ოქროჲთა წმიდითა.
და უბანნი იერუსალემისნი ლიგჳრონითა და ანთრაკითა და ქვითა სოფერითგამოჲთა მოფენილ იყოს.
იოანეს გამოცხადების ძველი ტექსტი შეცვლილია და არ გავს უძველესს, სადაც "გარნა მომავალი ზეცით ღმრთისაგან"
შეცვლილია "გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან" მაშირ როდესაც კაცმა ბოლოს დაწერა. არავინ გაბედოს შემატოს ან მოაკლოსო ამ ტექსტს. . .


ასეთი იერუსალჱემი დედამიწის ზურგზე დღეს არავის უნახავს. მაგრამ წმინდა წერილის უარყოფის ტოლფასია თუ ვიტყვით რომ არ არსებობს, იოანე ღვთისმეტყველი კი მშვენივრად გადმოგვცემს თუ როგორ ნახა მაღალ მთაზე აგებული ქალაქი,სადაც მდინარე მოედინებოდა და ნათლის სვეტი სიცოცხლის ხესთან ერთან კარგად აქვს გადმოცემული,რომ მიწაზე იყო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Jun 3 2008, 09:55 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
"გარნა მომავალი ზეცით ღმრთისაგან"
შეცვლილია "გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან

http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/texte...t/apjo/apjo.htm
ამ საიტზე ერთის მხრივ ტექსტია მოყვანილი მცხეთური ხელნაწერი (იოანეს გამოცხადების 21 თავი 2 სტრიქონი) მეროეს მხრივ ამ ტექსტის კომენტარი ანდრია კესარია კაპადოკიისა და ორივე შემთხვევაში სიტყვა განხილულია როგორც "გარდამომავალი" და არა" გარნა მომავალი"
ასევე უფალი ამბობს (მათეს 24 თავში) რომ თუ გრქუან აჰა უფალი უდაბნოშია ან საიდუმლო ოთახებშია და სხვა ნუ გწამნ
27. რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.
და კიდევ:
და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა.



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ებგური
პოსტი Jun 4 2008, 02:32 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 39
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი № 4,986



ეს ტექსტი ყურადღებით წაიკითხე, და ლოგიკური პასუხი გამეცი, რომელ ღვთის ქალაქზეა აქ საუბარი, რომელ სიონის მთებზე და რომელ ეკლესიებზე. და ესეც უნდა იცოდე ,რომ სიონის მთები კავკა სიონის მთებს ერქვა ძველად, ეს ფაქტია:
"და ვითარცა იგი გუესმნეს ჩუენ. ოდეს-მე ქმნულნი საკჳრველებანი ღუთისანი და ძლიერებანი მისნი ჴსნად ერისა თჳსისა. ეგრეთ-ვე ვიხილეთ აჰა ესერა ქალაქსა თჳსსა ზედა: რომელი-ცა დააფუძნა იგი კლდესა მას ზედა სახარებისასა. რათა ბჭენი ჯოჯოხეთისანი არაჲ ერეოდიან მას უკუნისამდე, არამედ იხარებდენ ერთბამად მთანი სიონისანი, ეკლესიანი ღუთისა ცხოველისანი."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლია
პოსტი Jun 4 2008, 03:02 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 5-March 08
წევრი № 4,093



ციტატა(ებგური @ Jun 3 2008, 03:34 PM) *

[პალესტინის იეროსალემი დათოვლილი მთებით, ნისლებით და მყინვარებით არ არის შემოსაზღვრული როგორც ამას დავითი გადმოგვცემს. ამასთანავე: “სლვაჲ მდინარეთაჲ ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა ჰყო საყოფელი თვისი მაღალმან” (45-ე ფსალმუნი).





არის. ისრაელის ცნობილი სათხილამურო კურორტია, საიდანაც მდინარე იორდანე იღებს სათავეს, სწორედ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ებგური
პოსტი Jun 4 2008, 03:11 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 39
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი № 4,986




იესოც თვითონ ამბობს რომ იგავებით გესაუბრებით და მიხვდითო, გამოიძიეთო. და ამას ამბობს: ილოცეთ რომ არ იყოს ზამთარი იმ დღეს როცა მე მოვალო, ჭკვიანი კაცი მიხვდება, რომ იესო რომელიღაც კონკრეტულ რეგიონზე საუბრობს, რადგან, დედამიწაზე ყველგან ერთდროულად ზამთარი ვერ იქნება, და აღმოსავლეთსა და დასავლეთში ჩემი აზრით გულისხმობს სწორედ ამ რეგიონის აღმოსავლეთს და დასავლეთს და იმას თუ მეტყვი იესომ ეს არ იცოდა ცდები.

ასეთ თემებზე როგორზედაც მე ვსაუბრობ, ოდითგანვე იკრძალებოდა საუბარი,ამითომ ჩვენმა მართმადიდებელმა მამებმა და ბერ-მონაზონებმა შექმნეს საუბრის და სასულიერო წერის განსხვავებული მანერა,რომლითაც მხოლოდ იმათ ესმოდათ რომლებმაც ეს, იგივე ძველქართული,მაგრამ კოდირებული და გამოცანისმაგვარი ენა იცოდნენ, ანუ გამგები ყოველთვის გაიგებდა, ამიტომ, მთელ წინგში ერთ წინადადებას ისეთს ჩასვავდნენ ხოლმე, მთელი წიგნის შინაარს თავდაყირა აწენებდა, მოგვიანებით ეს გაპარული შეცდომები ეგონათ და ამოიღეს. ამ დროს მამებმა ეს მთელი წიგნი შეიძლება მხოლოდ იმ წინადადებისთვის დაწერეს. ამაზეა ზუსტად ქებაჲ და დიდებაჲ და სხვა მრავალი ტექსტი.

ერთ ასეთ ტექსტში რომელიც დღემდე ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველ ბიბლიოთეკაში ინახებოდა, მტვერში და არავინ აქცევდა ყურადღებას, ასეთი რამ წერია, რომ ვარსკვლავი რომელიც ცაზე ჩანდა ქრისტეს დაბადებამდე და რომელსაც მოგვები გამოყვნენ, ქართა ქვეყნის მთებში დაშვებულა, ქართა ქვეყანა კი ბასილი დიდის თქმით ქართველთა ქვეყანაა, სადაც ოთხი ქარი ქრის ერთდროულად.
[size=3]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 4 2008, 04:04 PM
პოსტი #8


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ებგური
ციტატა
იესოც თვითონ ამბობს რომ იგავებით გესაუბრებით და მიხვდითო, გამოიძიეთო. და ამას ამბობს: ილოცეთ რომ არ იყოს ზამთარი იმ დღეს როცა მე მოვალო, ჭკვიანი კაცი მიხვდება, რომ იესო რომელიღაც კონკრეტულ რეგიონზე საუბრობს, რადგან, დედამიწაზე ყველგან ერთდროულად ზამთარი ვერ იქნება, და აღმოსავლეთსა და დასავლეთში ჩემი აზრით გულისხმობს სწორედ ამ რეგიონის აღმოსავლეთს და დასავლეთს და იმას თუ მეტყვი იესომ ეს არ იცოდა ცდები.


მე ვფიქრობ, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს , სად მოვა უფალი. ამით, არც პირადად მე და კდა არც თითოეულ ადამიანს, ვისაც წინ საშინელი სამჯავრო და უფალთან პირისპირ შეხვედრა უდევთ, არანაირი შეღავათი არა აქვთ. მით უფრო ქვეყანა, ანუ სახელმწიფო, რომელიც არ არის სულიერი, რა შეღავათი უნდა ჰქონდეს ამით არ ვიცი.


ციტატა
ასეთ თემებზე როგორზედაც მე ვსაუბრობ, ოდითგანვე იკრძალებოდა საუბარი,ამითომ ჩვენმა მართმადიდებელმა მამებმა და ბერ-მონაზონებმა შექმნეს საუბრის და სასულიერო წერის განსხვავებული მანერა,რომლითაც მხოლოდ იმათ ესმოდათ რომლებმაც ეს, იგივე ძველქართული,მაგრამ კოდირებული და გამოცანისმაგვარი ენა იცოდნენ, ანუ გამგები ყოველთვის გაიგებდა, ამიტომ, მთელ წინგში ერთ წინადადებას ისეთს ჩასვავდნენ ხოლმე, მთელი წიგნის შინაარს თავდაყირა აწენებდა, მოგვიანებით ეს გაპარული შეცდომები ეგონათ და ამოიღეს. ამ დროს მამებმა ეს მთელი წიგნი შეიძლება მხოლოდ იმ წინადადებისთვის დაწერეს. ამაზეა ზუსტად ქებაჲ და დიდებაჲ და სხვა მრავალი ტექსტი.


მე ვფიქრობ და ჩემი აზრია, რომ არ არის წორი მსჯელობა იმაზე, რომ მეორედ მოსვლა შეიძლება ასე კონკრეტუალდ რომეიმე ქვეყანაში მოხდეს, თუმცა ვერაფერში სეგედავები, რადგან არ ვიცი. სადაც არ უნდა მოვიდეს, ყველასთვის მოდის,. ყველა უნდა სეხვდეს, რატომღაც ასე მატერიალურად, რომელიმე კონკრეტულ მიწაზე მეორედ მოსვალს, ვერც ვფიქრობ. ან კი თუნდაც ვიფიქრო, რა აზრი აქვს არ ვიცი. ამით რაიმე იცვლება?

ებგური
ციტატა
ერთ ასეთ ტექსტში რომელიც დღემდე ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველ ბიბლიოთეკაში ინახებოდა, მტვერში და არავინ აქცევდა ყურადღებას, ასეთი რამ წერია, რომ ვარსკვლავი რომელიც ცაზე ჩანდა ქრისტეს დაბადებამდე და რომელსაც მოგვები გამოყვნენ, ქართა ქვეყნის მთებში დაშვებულა, ქართა ქვეყანა კი ბასილი დიდის თქმით ქართველთა ქვეყანაა, სადაც ოთხი ქარი ქრის ერთდროულად.[size=3]



თუნდაც ასეა, ამას რაიმე ახსნა აქვს, ანუ რაიმე დატვირთვა?

მასე უფალი კონკრეტულ ქვეყანაში დაიბადა, რიტაც იმ ქვეყანას შეუძლია იამაყოს, იქ დადიოდ, მახოსვ ეგვიპტეშიც ცხოვრობდა. ასე თითო სასწაული ყველა ქვეყანაზე შეიძლება მოხდეს, ყველა ქვეყანას ექნება რაიმე სატრაბახო, ზოგი ინდოეი და სხვა ქვეყნები, მრავალჯერ არის ბიბლიაში ნახსენები და აშ, ამიტომ, ვერ გავიგე რაღაც რა დატვირთვა აქვს ვარსკვლავის დაშვებას, რომელიც როგორც მე განმარტებით წამიკითხია, შესაძლოა (კაიროს არ გამლახო, დიაცი ვარ. სადღაც წავიკითხე) ვარსკვლავი კი არა, ანგელოზი ყოფილიყო. ან დაშვება რას ნიშნავს?

თუ არ გეზარება ამის განმარტებაც დაგვიწერე. თუნდაც ,,დაეშვა,, მერე რა?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jun 4 2008, 04:23 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ისე მოსკოვსაც მეორე იერუსალიმს ეძახიან რუსები a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 4 2008, 04:25 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



sergi_glaxa
ციტატა
ისე მოსკოვსაც მეორე იერუსალიმს ეძახიან რუსები

no.gif მესამე რომს yes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ებგური
პოსტი Jun 6 2008, 07:54 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 39
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი № 4,986



მადლობ გამოხმაურებისთვის და სურვილისთვის რათა ჩემგან მეტი გაიგოთ. მართალია სად მოვა უფალი, არ იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ თვითონ უფალი რომ გვესაუბრება წინასწარმეტყველთა ენით და გვამცნობს რომ მე თქვენთან, ჩრდილოჲ ქვეყანაში მოვდივარო, და ეს ქვეყანა ჩემი მიწაა, ჩემი მთებია და ჩემი ერიაო. არ შეიძლება სულ ერთი იყოს აქ მაცხოვრებელთათვის და ქართველობისათვის.

ვეცდები ამჯერად აგიხსნათ რა იყო ვარსკვლავის იბერიაში დაშვება და იესოს დაბადება. ეს ვარსკვლავი სასუფეველიდან სულიწმინდის გადმოტყორცნილი ნათელი იყო რომელიც დედამიწას უახლოვდებოდა, ღვისმშობელმა ეს სულიწმინდა იტვირთა მუცლით და ღმერთი დედამიწას საქართველოში მოევლინა. ამიტომ გასაიდუმლდა ეს ადგილი, და ამიტომ იკრძალებოდა ამ ღვთაებრივ პროცესზე წერა და საუბარი. შობის ხატს დააკვირდით, მარიამი საქართველოზე დგას და ქრისტე ბოსელში კი არა გამოქვაბულში იბადება.

საქართველოს მთებში,ერთი უდიდესი სიცარიელეა და იქ არის ქალაქი იერუსალჱმი,თუ სად უცნობია, გამოკეტილია დიდი ლოდით. დღეს იგი დახავსულია და დავიწყებული. რომელიც მალე უფლის მახვილით გაიღება( იხილეთ დავით გარეჯელის ხატი)დღევანდელი იერუსალემი კი შემდეგ აშენებული ქალაქია და პირველი იერუსალემის სახელს ატარებს. ეს ის ქალაქია სადაც ჯვარს აცვეს და აღსდგა, და აქ ის იერუსალჱმია სადაც დაიბადა და უყვარდათ. მას შემოკლებით სალჱმი ერქვა.

კანონისტი დამეთანხმა იმაში, რომ ქართველთა ქვეყანას
ჩრდილოჲ ქვეყანაჲ ერქვა. და სხვა თითქმის არაფერში
ზემო წერილიდან. არადა ვფიქრობ, მგონი ყველას გვჭირდება მეტი ყურადღება თუ რას გვეუბნება იესო.
თუ ქვეყანაჲ ჩრდილოჲსაჲ საქართველოს ერქვა და ამაში მეთანხმებით და თან ბასილი დიდი საქართველოს ქართა ქვეყანად მოიხსენიებს, სადაც ოთხი ქარი ქრის, ამ დროს ამბობს კანონისტი რომ დავით მეფსალმუნე ამ ჩრდილოჲ მხარეზე არ საუბრობს. მე ახლა უფლის ნებით გთავაზობთ აბზაცებს ზაქარიას წინასწარმეტყველებიდან, რომელმაც თვითონ იხილა მაცხოვარი და მან ეს ყოველივე უთხრა მას:


წინასწარმეტყველება ზაქარიასი


ჵ, ოჲ, ივლტოდეთ ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა - იტყჳს უფალი, რამეთუ ოთხთაგან ქართა ცისათა შეგკრიბნე თქუენ - იტყჳს უფალი

რამეთუ ლოდი, რომელი მოვეც წინაშე პირსა მისსა, ერთსა მას ლოდსა შჳდნი თუალნი ასხენ. აჰა-ესერა მე მოვთხარო მღჳმე - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი - და ჴელი შევახო სიცრუვესა მის ქუეყანისასა ერთსა დღესა შინა.

და განიპოს მთაჲ იგი ზეთისხილთაჲ: ზოგი მისი მზის აღმოსავალით და ზღუად. და ნახეთქი - დიდი ფრიად.
და განაახლოს ზოგი იგი მთისაჲ მის ჩრდილოჲთ კერძო და ზოგი მისი სამხრად კერძო. და დაეჴშას ღელჱ იგი მთათა მათ ჩემთაჲ და შეიყოს ჴევი მთათაჲ ვიდრე სალჱმდ[მდე]

ამას იტყჳს უფალი: მოვაქციო სიონდ და დავემკჳდრო შორის იერუსალჱმსა და ერქუას იერუსალჱმსა ქალაქი ჭეშმარიტი და მთასა უფლისა ყოვლისა მპყრობელისასა - მთა წმიდა.

ვინ ხარ შენ, მთაჲ ეგე დიდი წინაშე პირსა ზორაბაბელისსა წარმართებად. და გამოვიღო ლოდი იგი სამკჳდრებელისაჲ. სწორად მადლისა მადლი მისი.

იყოს ერთსა მას დღესა და დღჱ იგი საცნაური უფლისაჲ: და არცა დღჱ და არცა ღამჱ. და მწუხრი იყოს ნათელი.
და მას დღესა შინა გამოვიდეს წყალი ცხოველი იერუსალჱმით: ზოგი მისი ზღუასა მას პირველსა და ზოგი მისი ზღუასა მას უკუანაჲსკნელსა. ზაფხულის და ზამთრის იყოს ესრე.

ამას იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: უკუეთუ შეუძლებელ არს წინაშე ნეშტისა ამის ერისათა მათ დღეთა შინა, ნუუკუე ჩემ წინაშეცა შეუძლებელ არს? - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი.

არამედ ვაჩუენო მშჳდობაჲ. ვენაჳმან მოსცეს ნაყოფი თჳსი და ქუეყანამან გამოსცეს თესლი თჳსი და ცამან მოსცეს ცუარი თჳსი. და დაუმკჳდრო ნეშტთა მათ ერისა ჩემისათა ესე ყოველი.

ამას იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: მათ დღეთა შინა შებმა-უყონ ათთა კაცთა ყოველთაგან ენათა წარმართთა და შეუპყრან ფესჳ კაცისა ჰურიაჲსაჲ და ჰრქუან: მოვიდეთ შენ თანა, რამეთუ გუესმა, ვითარმედ ღმერთი თქუენ თანა არს.

აჰა-ესერა მე დავსდებ იერუსალჱმსა ვითარცა კარსესა შერყეულსა ყოველთა ერთა გარემოთა მისთა ჰურიასტანსა.

და უბანნი ქალაქისანი აღივსნენ ყრმებითა წულებითა და ქალებითა, მემღერითა უბანთა ზედა მისთა.

და იყოს უფალი მეუფედ ყოველსა ქუეყანასა ზედა. მას დღესა იყოს უფალი მხოლოჲ ერთ და სახელი მისი ერთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jun 7 2008, 01:50 AM
პოსტი #12


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



აქ "ჩერესჩურ" მაგარი სიბნელე ყოფილა biggrin.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 7 2008, 04:28 AM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჩერესჩურ

ნამენტავად biggrin.gif

ციტატა
ქვეყანა ჩემი მიწაა, ჩემი მთებია და ჩემი ერიაო

კაცო, როგორ ვერ გაიგეთ, უფლის თვალში არ არსებობს ეგ ჩემი, შენი, მისი, არ არსებობს სხვაობა, არ არსებობს მთა და გორა , შეეშვით ამ ნაციონალურ სექტანტიზმს!
ციტატა
დაბადება. ეს ვარსკვლავი სასუფეველიდან სულიწმინდის გადმოტყორცნილი ნათელი იყო

ამას სხვანაირად გნოსიტიზმი ქვია
ამას კი
ციტატა
ღვისმშობელმა ეს სულიწმინდა იტვირთა მუცლით და ღმერთი დედამიწას საქართველოში მოევლინა

სახარების გაშარჟება
ციტატა
საქართველოს მთებში,ერთი უდიდესი სიცარიელეა და იქ არის ქალაქი იერუსალჱმი,თუ სად უცნობია, გამოკეტილია დიდი ლოდით

ამას ჩვენი გაშარჟება
ციტატა
დღევანდელი იერუსალემი კი შემდეგ აშენებული ქალაქია და პირველი იერუსალემის სახელს ატარებს. ეს ის ქალაქია სადაც ჯვარს აცვეს და აღსდგა, და აქ ის იერუსალჱმია სადაც დაიბადა და უყვარდათ

ამას ისტორიის გაშარჟება ქვია biggrin.gif

ციტატა
ზამთარი იმ დღეს როცა მე მოვალო, ჭკვიანი კაცი მიხვდება, რომ იესო რომელიღაც კონკრეტულ რეგიონზე საუბრობს

ნამდვილად ჭკვიანი კაცი კი მიხვდება, რომ აქ თებერვალზე და ყინულებზე კი არა იგავურად გამოთქმული სიბრძნეა და ცოტას მაინც წაიკითხავდა მამებს, ქარებს რომ ეძებს მხოლოდ მათში....
მოდი მეგობარო, ახლა ასე ციტატ-ციტატ რომ მივყვე სრულ აბსრუდამდე დავალთ და აბა მოდი ერთი-ორ კითხვაზე ჩამახუტე პასუხი smile.gif
1) რატომ უნდა განკაცებულიყო ძე ღმერთი საქართველოში?
2) სახარება დამახინჯებულია?
3) რას ეყრდნობით ამ აბსურდებს რომ წერთ?
4) ეკლესიაზე რას ფიქრობთ?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ებგური
პოსტი Jun 7 2008, 02:52 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 39
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი № 4,986



გიპასუხებ:

1) იმიტომ რომ ჰურიასტანი საქართველოს ერთ რეგიონს ერქვა, მტკვარს კი მდინარე "ჰურ", ნამდვილი ჰურები ქართველები არიან. ეს ყოველივე ძველ ხელნაწერებში წერია. საქართველოში ეშვება სამყაროს ეგრეგორული ღერძი, აქ მდებარეობს ქუეყანაში ჩასასვლელი გვირაბი, რომელსაც უფლის ქალაქამდე მიყევხარ. ამ ქალაქს ეძებდა იაზონი(არგონავტები). და სხვა მრავალი. ამ ქალაქს რომელსაც იერუსალჱმი ქვია, მის გარშემო მთელი სამყარო ბრუნავს და დაფუძნებულია მთელი სამყარო. საქართველოს ქვეშ არის დაკარგული ატლანტიდა,ბაბილონი.ძველ ქართველებზეა დაწერილი თითქმის მთელი ბიბლია და ბიბლიის შტო, სადაც მოხსენიებული ყველა სოფელი და ადგილი საქართველოს სოფლების და ადგილების სახელებს ემთხვევა. ეს გამოკვლეულია, მაგრამ ეკლესია რატომღაც კრძალავს და აქტიურად ჩართულია ამ დიდი საიდუმლოს გამოაშკარავების ჩასახშობად.

2) სახარება დამახინჯებული არ არის, მაგრამ მას გაგება უნდა, მრავალი რამ საქართველოზეა ნათქვამი და დაწერილი. ჰურიასტანი საქართველოს ერთი რეგიონია.

3) შენ ეს აბსურდი გგონია, ძველ წმინდა წერილებს სად გაურბიხარ? წაკითხვაც არ გინდა და შენი აზრიც ალბათ არ გაგაჩნია, სხვას უჯერებ უჯერებ, იმას ვინც უბრალოდ გეუბნება, და არ შეუძლია აგიხსნას. იმიტომ რომ მასაც ასე ასწავლეს. რას იზავ.

4) ეკლესია ჩვენი სულიერი სახლია, ჩვენი სულიერი სიმდიდრის წყარო და სახლი. დღეს ბევრი მათგანი მწყემსის გარეშეა დარჩენილი და ფულის საჭრელ დაზგას დაამსგავსეს. გული მტკივა, ვნახე მამაომ როგორ გამოსძალა ჯვრისწერის ე.წ "სტავკა" ჩემს ძმაკაცს, რომელიც დევნილია და გაჭირვებული. გული მტკივა როცა ჩემს თვალწინ, როცა სამებაში ძმაკაცის ბავშვის ნათლობაში, იმდენი იჩალიჩა ერთმა მამაომ, რომ სამებაშივე მომუშავე ოჯახის ახლობელ ღვდელს ბავშვი წაართვა, მხოლოდ იმიტომ რომ მისი რიგი იყო, დამიჯერებთ?
ქუჩაში მღვდელმა ბიჭი გალახა, შეიძლება ჯერ მღვდელი არ იყო, ანაფორა კი ეცვა. მაგრა გალახა და შეაშინა. კიდევ გეტყვი: ჯვრის ეზოში,მცხეთაში, ქვაზე მამაო იჯდა და ბავშვი გვერდით ეჯდა. ეს მამაო დასაკეცი დანით "ბაბაჩკით"ერთობოდა. ბავშვს კითხა, დაგიწერა ნიშანი მასწავლებელმა? მან უპასუხა არა,2 დამიწერაო, მე გვერდით ვიჯექი, მერე წამო დავჭრათ და ავჩეხოთო. აი ასე უპასუხა მამაომ. ნასვამი იყო ისიც.
ბოლო მოდელი ცე კლასის, კუპე მერსედესზე იჯდა ორი კვის წინ ერთი მამაო. საიდან იშოვა 50 000 დოლარი მიპასუხე, როცა იესო ფეხით დადიოდა. ეს, მე რასაც ვამბობ სიბნელე არ არის, სინათლეა. შენი აზრი უნდა გქონდეს და გამოიძიო სიმართლე რა არის. და არ უნდა გაიყიდო სული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jun 7 2008, 04:33 PM
პოსტი #15


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა
იმიტომ რომ ჰურიასტანი საქართველოს ერთ რეგიონს ერქვა, მტკვარს კი მდინარე "ჰურ", ნამდვილი ჰურები ქართველები არიან. ეს ყოველივე ძველ ხელნაწერებში წერია. საქართველოში ეშვება სამყაროს ეგრეგორული ღერძი, აქ მდებარეობს ქუეყანაში ჩასასვლელი გვირაბი, რომელსაც უფლის ქალაქამდე მიყევხარ. ამ ქალაქს ეძებდა იაზონი(არგონავტები). და სხვა მრავალი. ამ ქალაქს რომელსაც იერუსალჱმი ქვია, მის გარშემო მთელი სამყარო ბრუნავს და დაფუძნებულია მთელი სამყარო. საქართველოს ქვეშ არის დაკარგული ატლანტიდა,ბაბილონი.ძველ ქართველებზეა დაწერილი თითქმის მთელი ბიბლია და ბიბლიის შტო, სადაც მოხსენიებული ყველა სოფელი და ადგილი საქართველოს სოფლების და ადგილების სახელებს ემთხვევა. ეს გამოკვლეულია, მაგრამ ეკლესია რატომღაც კრძალავს და აქტიურად ჩართულია ამ დიდი საიდუმლოს გამოაშკარავების ჩასახშობად.


მდაა, რელიგიურმა ანანიზმმა უკვე პიკს მიაღწია biggrin.gif

ციტატა
ქუჩაში მღვდელმა ბიჭი გალახა, შეიძლება ჯერ მღვდელი არ იყო, ანაფორა კი ეცვა. მაგრა გალახა და შეაშინა. კიდევ გეტყვი: ჯვრის ეზოში,მცხეთაში, ქვაზე მამაო იჯდა და ბავშვი გვერდით ეჯდა. ეს მამაო დასაკეცი დანით "ბაბაჩკით"ერთობოდა. ბავშვს კითხა, დაგიწერა ნიშანი მასწავლებელმა? მან უპასუხა არა,2 დამიწერაო, მე გვერდით ვიჯექი, მერე წამო დავჭრათ და ავჩეხოთო. აი ასე უპასუხა მამაომ. ნასვამი იყო ისიც.
ბოლო მოდელი ცე კლასის, კუპე მერსედესზე იჯდა ორი კვის წინ ერთი მამაო. საიდან იშოვა 50 000 დოლარი მიპასუხე, როცა იესო ფეხით დადიოდა. ეს, მე რასაც ვამბობ სიბნელე არ არის, სინათლეა. შენი აზრი უნდა გქონდეს და გამოიძიო სიმართლე რა არის. და არ უნდა გაიყიდო სული.


კი ეგეც სიბნელეა yes.gif

სიბნელეში რომ ვართ იმიტომ გვყავს მსგავსი "მოძღრები", ერთი კაი წმენდაა ჩასატარებელი დღევანდელ სამღვდელოებაში.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jun 7 2008, 04:53 PM
პოსტი #16


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(ებგური @ Jun 7 2008, 02:52 PM) *


4) ეკლესია ჩვენი სულიერი სახლია, ჩვენი სულიერი სიმდიდრის წყარო და სახლი. დღეს ბევრი მათგანი მწყემსის გარეშეა დარჩენილი და ფულის საჭრელ დაზგას დაამსგავსეს. გული მტკივა, ვნახე მამაომ როგორ გამოსძალა ჯვრისწერის ე.წ "სტავკა" ჩემს ძმაკაცს, რომელიც დევნილია და გაჭირვებული. გული მტკივა როცა ჩემს თვალწინ, როცა სამებაში ძმაკაცის ბავშვის ნათლობაში, იმდენი იჩალიჩა ერთმა მამაომ, რომ სამებაშივე მომუშავე ოჯახის ახლობელ ღვდელს ბავშვი წაართვა, მხოლოდ იმიტომ რომ მისი რიგი იყო, დამიჯერებთ?
ქუჩაში მღვდელმა ბიჭი გალახა, შეიძლება ჯერ მღვდელი არ იყო, ანაფორა კი ეცვა. მაგრა გალახა და შეაშინა. კიდევ გეტყვი: ჯვრის ეზოში,მცხეთაში, ქვაზე მამაო იჯდა და ბავშვი გვერდით ეჯდა. ეს მამაო დასაკეცი დანით "ბაბაჩკით"ერთობოდა. ბავშვს კითხა, დაგიწერა ნიშანი მასწავლებელმა? მან უპასუხა არა,2 დამიწერაო, მე გვერდით ვიჯექი, მერე წამო დავჭრათ და ავჩეხოთო. აი ასე უპასუხა მამაომ. ნასვამი იყო ისიც.
ბოლო მოდელი ცე კლასის, კუპე მერსედესზე იჯდა ორი კვის წინ ერთი მამაო. საიდან იშოვა 50 000 დოლარი მიპასუხე,

არა განიკითხო.
შეუცდომელი არავინაა.
ჩვენ მოძღვრებში კარგი რაცაა ის უნდა დავინახოთ და იმაში მივბაძოთ, თორემ ნაკლი და უარყოფითი მხარე ყველას აქვს smile.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 7 2008, 05:27 PM
პოსტი #17


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჰურიასტანი საქართველოს ერთ რეგიონს ერქვა, მტკვარს კი მდინარე "ჰურ", ნამდვილი ჰურები ქართველები არიან.

მდა...
ახლა უბგურ ( აქაც რაიმე ღრმა უნდა იყოს, დაამალულიsmile.gif), მოდი ზღაპრებს შევეშვათ ფაქტებით ვისაუბროთ ხომ? როცა რაიმეს წერ მტკიცება უნდა მოიყვანო, მაგალითად მტკვარს ერქვა "ჰურ" და დაამტკიცე სად და რომელ წყაროში წერია ეგ, ვინ ამბობს და როგორ smile.gif , მერე ჩემო ებგურჯან, უნდა დაამტკიცო, ძველ აღთქმისეულ ქალაქ ურზე რას იტყვი?
ციტატა
28. მოკვდა ჰარანი მამამისის, თერახის სიცოცხლეში თავის სამშობლო ქვეყნად, ქალდეველთა ურში.
31 . მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ..
და სადაა ახლა ეს ური ან ხარანი? ამისათვის დიდი თავისატკივება არაა საჭირო აი ბატონო რუკა
IPB-ს სურათი
აბა რას მეტყვი?აქ გვაქვს ისტორიის, არქეოლოგიის და ღვთისმეტყველების დოკუმენტირებული მასალა, რომელმაც ეს რუკა მოგვცა, ახლა ჩემო კარგო, იქნებ გაგვახარო და გვითხრა, შენ უსაბუთოს რატომ უნდა გენდოთ, როცა ამდენი დოკ. მასალა გვაქვს აქ? smile.gif
ახლა სახარებაზე მწერ
ციტატა
დამახინჯებული არ არის, მაგრამ მას გაგება უნდა, მრავალი რამ საქართველოზეა ნათქვამი და დაწერილი.

კარგი ბატონო ვქვათ, და რომელიმემ აქ გადაფრენაზე ვინცაა biggrin.gif დაიჯერა ეგ სისულელე, ახლა სადაა ახალგაზრდავ დოკუმენტები?
ციტატა
ძველ წმინდა წერილებს სად გაურბიხარ

ზაქარია შენნეული ინტერპრეტაცია სულაც არ ნიშნავს დოკუმენტს, აქაა საუბარი ზუსტ, დასაბუთებულ მინიშნებაზე, რომ ესაა ან ისაა, გასაგებია? აქ შენნეული ინტერპრეტაციები კი არა საბუთები გვჭირდება, თორემ დამდგარხარ, თან შარავანდედს ისწორედ და თეთრი მტრედივით გვეღუღუნები, როგორ გიყვარს ეკლესია და როგორ გული გტკივა მასზე
ციტატა
ეკლესია ჩვენი სულიერი სახლია, ჩვენი სულიერი სიმდიდრის წყარო და სახლი. დღეს ბევრი მათგანი მწყემსის გარეშეა დარჩენილი და ფულის საჭრელ დაზგას დაამსგავსეს

და თან იმ ეკლესიის მთლიან სწავლებას, მის გულს, მის ღვთისმეტყველებას სადღაც გვირაბებში ცენტირირებულ ნაციონალურ სექტანტობაზე ცვლი smile.gif ასე არაფერი გამოვა...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jun 7 2008, 05:46 PM
პოსტი #18


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



KAIROS

შენ რა დაგვცინი? ესე მარტივად გინდა ეს საკითხი გადაჭრა? ამათ რას უშობი? smile.gif

ციტატა
აქ მდებარეობს ქუეყანაში ჩასასვლელი გვირაბი, რომელსაც უფლის ქალაქამდე მიყევხარ


ციტატა
ამ ქალაქს რომელსაც იერუსალჱმი ქვია, მის გარშემო მთელი სამყარო ბრუნავს და დაფუძნებულია მთელი სამყარო


ციტატა
საქართველოს ქვეშ არის დაკარგული ატლანტიდა,ბაბილონი


ციტატა
ძველ ქართველებზეა დაწერილი თითქმის მთელი ბიბლია და ბიბლიის შტო, სადაც მოხსენიებული ყველა სოფელი და ადგილი საქართველოს სოფლების და ადგილების სახელებს ემთხვევა


ციტატა
ეს გამოკვლეულია


მინდოდა აქ კომენტარები გამეკეთებინა მაგრამ ერთი ადამინის ხათრით არაფერს დავწერ biggrin.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 7 2008, 05:48 PM
პოსტი #19


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეს გამოკვლეულია

სიკვდილ კაცო biggrin.gif ვწერ დამიწერე შენს გადაფრენას სადაა გამოკვლეული თქო, თორემ მაგდენ სიღრმეებს და გვირაბებს სად გავწვდებით biggrin.gif
პ.ს.
ხაშურთან დგას თუ არა ნოეს კიდობანი ისევ? თუ ზესტაფონისაკენ წავიდა უკვე? biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jun 7 2008, 06:08 PM
პოსტი #20


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(KAIROS @ Jun 7 2008, 05:48 PM) *

ხაშურთან დგას თუ არა ნოეს კიდობანი ისევ? თუ ზესტაფონისაკენ წავიდა უკვე? biggrin.gif


უცხოეთში რომ ხარ მაგიტომ არ ხარ საქმის ყურში biggrin.gif

მოკლედ რაც სააკაშვილმა ტყეში შეშის მოჭრა აკრძალა იმის მერე მიადგნენ ჩვენი ხაშურლები ამ კიდობანს და სულ ფეჩში გადაუძახეს.

ანარადა რამდენ ტურისტს მოვიზიდავდით?



--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2025 - 11:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი