![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#141
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ეკატერინე
კი, მე ასე მგონია. მულტფილმები იქნება თუ ფილმები( სუპერ მენი, თუ სპაიდერ მენი, და ათასი რამ) რაზეც მოზარდები საუბრობენ, ხუმრობენ. დიალოგში ვერ ჩაერთვება. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
athos |
![]()
პოსტი
#142
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ეგ ალბათ უფრო უფროს ასაკში.
სამაგიეროდ ბავშვს უკეთესად განუვითარდება წარმოსახვის უნარი და ფანტაზია -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
k@the |
![]()
პოსტი
#143
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
თუ ბიჭია, უფრო რთულია კიდევ, ამან შეიძლება დაცინვა გამოიწვიოს მეგობრებისგან და ფიზიკურად ძლიერი თუ არაა ბავშვი, ჩხუბითაც ჩაგრონ. მოზარდებს აქვთ მიდრეკილება ბბიჭებს, რამოდენიმე ბავშვის გამორჩევის და ჩხუბში ჩაგვრის.
ეკატერინე ეკა, იქნებ იმაზე მეტი ფანტაზია განუვითარდება, ვიდრე საჭიროა? ჩვენ ხო ფანტაზიაში არ ვცხოვრობთ, რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
athos |
![]()
პოსტი
#144
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ქეთი, ბავშვი ჯერ პატარაა, და ჯერ-ჯერობით რასაც ვხედავ მასზე დადებითად მოქმედებს აღნიშნული.
როცა გაიზრდება, ეს უკვე სხვა საკითხია. და არც ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს დედა. ხომ ვამბობ, არაფერს უკრძალავს, თუ ბავშვს გაუჩნდება მოთხოვნილება და მოითხოვს რომ ქონდეთ ტელევიზორი, ალბათ იყიდის. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
guest |
![]()
პოსტი
#145
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მეც მასე ვფიქრობ: აკრძალვა არ არის კარგი.ყველას ჯობია აუხსნა რა არის კარგი და რა ცუდი. მაგრამ ნებაზე მიშვებაც არ შეიძლება, ასე თუ ისე ბავშვის ფაქიზი გონება ისრუტავს ყველაფერს და საშიშია. მე პირადად ჩემებთან ეგ პრობლემა არ მქონია, არ ყოფილან კომპლიკაციური ბავშვები. ახლა კი რაღა უნდა დავუშალო, მაგხელა ვიყავი მე უკვე ეგენი რომ მყავდა
![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#146
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მე ზოგადად ვამბობ, რომ ასე უტელევიზოროდ გაზრდა, ტელევიზორის ოჯახში შეზღუდვით არ მიმაჩნია სწორად.
პატარა ასაკში ალბათ არცაა საჭირო, მაგაში ვეთანხმები დედას, მითუმეტეს თუ ამდენი დრო აქვს ბავშვისთვის დასათმობი. ზოგი მშობელი ჩაურთავს ბავშვს ტელევოზორს და ოღონდ არ შეაწუხონ, ათას სისულელეს აყურებინებს. თუმცა, ზომიერებაა ალბათ ყველაფერში საჭირო. არც აკრძალვით, ან არ დანახებით და არც თავის ნებაზე მიშვებით. თქმა ადვილია, შესრულებაა მშობლისთვის ძნელი. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მარიამი |
![]()
პოსტი
#147
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მეც რეგლამენტირებულად ვაპირებ ბავშვის ტელევიზორთან მიშვებას. 24 საათი სერიალები და უჟასებია და მაგას ბავშვი კი არა, მე ვერ ვუყურებ. სამაგიეროდ, ვაპირებ, რომ ვიყიდო კარგი DVD-დისკები, ან მე თვითონ ჩავწერო და ნორმალური სანახაობა შევთავაზო ალტერნატივის სახით.
ჩემს ბავშვობაში საბავშვო გადაცემებიც შედარებით ნორმალური იყო, მარა ახლა არაა და ისევ მე თვითონ უნდა შევუდგინო ბავშვს პროგრამა. კიდევ კარგი დვდ მაინც არსებობს ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
athos |
![]()
პოსტი
#148
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ციტატა მეც რეგლამენტირებულად ვაპირებ ბავშვის ტელევიზორთან მიშვებას. 24 საათი სერიალები და უჟასებია და მაგას ბავშვი კი არა, მე ვერ ვუყურებ. სამაგიეროდ, ვაპირებ, რომ ვიყიდო კარგი DVD-დისკები, ან მე თვითონ ჩავწერო და ნორმალური სანახაობა შევთავაზო ალტერნატივის სახით. ციტატა მე ზოგადად ვამბობ, რომ ასე უტელევიზოროდ გაზრდა, ტელევიზორის ოჯახში შეზღუდვით არ მიმაჩნია სწორად. პატარა ასაკში ალბათ არცაა საჭირო, მაგაში ვეთანხმები დედას, მითუმეტეს თუ ამდენი დრო აქვს ბავშვისთვის დასათმობი. ზოგი მშობელი ჩაურთავს ბავშვს ტელევოზორს და ოღონდ არ შეაწუხონ, ათას სისულელეს აყურებინებს. მე მგონი ტელევიზორს მართლა ჯობია DVD-ზე ჩაწერილი მულტფილმები და ფილმები. ბავშვიც ნაკლებად უყურებს სერიალებს და ათასგვარ სულელურ შოუებს -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
k@the |
![]()
პოსტი
#149
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მართლაც, DVD კარგი აზრია. თუმცა ძაან "სტარამოდნი" რამეებს ნუ შეურჩევ მარიამ, ცოტა თანამედროვეც შეაპარეთ
![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მარიამი |
![]()
პოსტი
#150
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მართლაც, DVD კარგი აზრია. თუმცა ძაან "სტარამოდნი" რამეებს ნუ შეურჩევ მარიამ, ცოტა თანამედროვეც შეაპარეთ ![]() ჯერ "სტარამოდნი" მულტფილმებს ვიწერ: "ნუ პაგაძი", მაუგლი, სამი მუშკეტერი, თუთიყუში კეშა, ვინი პუხი, "კოტ ლეაპოლდ", კარლსონი... და ქართულები რა თქმა უნდა: ჩხიკვთა ქორწილი, წუნა და წრუწუნა და ა.შ. ![]() ![]() ![]() აქცენტი ისეთი მულტფილმებზე მაქვს, სადაც სიკეთის და ბოროტების გარჩევას ისწავლის ბავშვი. და კიდევ მონსტრები და უჟასები რომ არ იყოს შიგ, ბავშვი არ დაზაფროს. როგორ მწარედ მახსოვს, ჩემი დეიდაშვილის "წყალობით", მთელი ბავშვობა როგორ გავატარე "შავი ხელის" შიშში. ყველგან შავი ხელი მელანდებოდა და თავზე საბანს ვიფარებდი და ისე ვიძინებდი ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ლილიანა |
![]()
პოსტი
#151
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციტატა რაზეც მოზარდები საუბრობენ, ხუმრობენ. მარტო მოზარდები არა მოზრდილებიც . მქონია ეტაპი როცა ჩემი დღის რეჟიმიდან ტვ ს ყურებისთვის გათვლილი საათების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანე და საერთოდაც ისე დავივიწყე ამ ყუთის არსებობა რო როცა ჩემ გარშემო ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გამოსულ ინფორმაციებს აჟღერებდნენ სრული სერიოზულობით ვკითხულობდი ეგ სად გაიგე ? საერთოდ ტელევიზორზე დამოკიდებული ადამიანების კატეკორია რამდენიმეგვარია ერთი კატეგორია ისტერიულად სულ ეკრანს უყურებს და რაიმეს გამოტოვების ფობია ძილშიც არ ასვენებს ასეთი ადამიანების კატეგორია ინფორმაციულად მხოლოდ ტელევიზორით იკვებება და ეს მიჯაჭვულობა გასაგებიც კია . მეორე კატეგორია საერთოდ არ უყურებს გააზრებულად ან გაუზრებლად ებრძვის ტელევიზორზე მიჯაჭვის საშიშროებას . მესამე კატეგორია კი ანონსის დახმარებით გამოარჩევს მისთვის სასურველ ფილემბს და გადაცემეს და სასურველ საათებში უყურებს ტელევიზორს ხოდა მეოთხე კატეგორიაც არის რომლებისთვისაც ტელევიზორი თავისი ვიზუალური და იფორმაციული ხარისხით იმდენად დაბალია რო მისდამი ინტერესი თავისთავად დაბალი აქვთ . მეოთხე კატეგორიაში გამყავს მე ჩემი პატარა ნათლული რომელსაც კატეგოიურად არაფერი არ მოსწონს ტელევიზორში და მშობლები აიძულა ეყიდად მისთვის DVD მისი დახმარებით უყურებს მისთვის მოსაწონ მულტფილემბს . -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
.:Lela:. |
![]()
პოსტი
#152
|
![]() .:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 ![]() |
მეოთხე კატეგორიაში გამყავს მე ჩემი პატარა ნათლული რომელსაც კატეგოიურად არაფერი არ მოსწონს ტელევიზორში და მშობლები აიძულა ეყიდად მისთვის DVD მისი დახმარებით უყურებს მისთვის მოსაწონ მულტფილემბს . ისე,თუ მკითხავ ეგ ყველაზე კარგია ჩვენ დროში,სანამ პატარაა თავად შეურჩიო და გადარჩეული რამეები აყურებინო ![]() ![]() პ.ს ყოველთვის უნდა ეცადოს ადამიანი, პატარებს ვგილუსხმობ, ტექნიკურად აკონტროლო თუ როგორ იზრდება,რა გარემოში რას უსმენს,რას კითხულობს და ა.შ ,ეს ყველაფერი ხომ გამოცდილი გექნება და უკვე გამზადებული მიართვა,ანუ დააინტერესო,ისე რომ ბავშობიდან თავი დამოუკიდებლად იგრძნოს ,დარწმუნებული ვარ მადლიერი იქნება მერე ![]() ![]() -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
მნათე |
![]()
პოსტი
#153
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა არ ვიცი ჭკუის დარიგებაში რას გულისხმობთ,მაგრამ მე ჩემს აზრებს არ ვწერ.გადმოვცემ იმას რასაც მამები წერენ.მიVვენეთ,რომელი გამოცდილი მამა ეთანხმება მონასტერში ტელევიზორის ქონას.მე პირადად მინახავს,იგივე მონასტრები სადაც სერიალებს უყურებენ,ეს არის მართებული?მათგან უნდა ვიღებდეთ მაგალითებს? დროის ფაქტორს გამორიცხავ ჩემო გიორგი ახლა ![]() დრო დრო დრო ![]() ნუ სერიალების ყურებაზე რა გითხრა, ეგ უკვე ვულგარიზმია. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
guest |
![]()
პოსტი
#154
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
saria-giorgi
ციტატა მე პირადად მინახავს,იგივე მონასტრები სადაც სერიალებს უყურებენ,ეს არის მართებული? მე არ მინახავს, ამიტომ ვერ გეტყვი. ისე კი მონასტრებში მონაზვნების გარდა სხვებიც არიან და ალბათ აქვთ მიხვედრა იმდენი, რომ იმათ არ დაუშალონ. სერიალებს რაც შეეხება, არ ვიცი რაა ეგ ყბადაღებული სერიალები მანდ და ვერაფერს ვიტყვი. ციტატა მათგან უნდა ვიღებდეთ მაგალითებს? რა მაგალითებს? |
KAIROS |
![]()
პოსტი
#155
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მონასტერში ტელევიზორის ქონას მაშინ ეგ მონასტერში წაუკითხე ბერებს, უფრო უკეთესი იმ არქიმანდრიტებს, რომლებიც ნებას რთავენ და ისინი აგიხსნიან, იმას რაზედაც მნათემ მიგითითა... აქ კი არც მონასტერია და არც მონასტრის წესები გამოდგება საყოველთაო შესასრულებლად გასაღდეს, დანარჩენი ითქვა... მთავარია ტელევიზორთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და არა ტელევიზორის სრული უკუგდება,ა ნუ ის რასაც ეს ბოლო გვერდებია ვწერთ, ამიტომ არა მგონია რაიმე სიახლე ითქვას და იგივეს გამეორება არ გვინდა... იხარე კაიროსი! ციტატა რ ვიცი რაა ეგ ყბადაღებული სერიალები საქმე იმაშია, ჩემო ნანა, რომ საქართველოში უშვებენ ყოვლად უვარგისს სერიალებს სამხრეთ ამერიკიდან, თორემ აქ და ბევრ ქვეყანაში სერიალები ერთერთი ყველაზე მეტად ყურებადი და ამავდროულად წმინდაა მორალური თვალსაზრისით, ანუ სერიალის პრობლემა კი არაა არამედ პროდუქტის რასაც ტელეარხები აწოდებენ მაყურებელს, ამ ცუდი პროდუქტის გამოა, რომ საერთოდ პროტესტი გადადის სერიალებზე და მერე მთლიანად ტელევიზიაზე, და ვღებულობთ ულტრაკონსერვატიზმს... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#156
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
განყოფილებას ქვია "მამათა გამონათქვამები",ძალიან გთხოვთ,მხოლოდ მამების მოსაზრებით ვისაუბროთ და პირადი მოსაზრებები დროებით,გვერდზე მოვიტოვოთ.ვინც წაიკითხა,ის პოსტები,რომელიც ამ თემაში მოვათავსე,ნათლად დაინახავდნენ,რომ რაზეც საუბრობენ ის თითქმის ამოწურულია.
ეხლა კი შემოგთავაზებთ,სტარეც პაისის ცხოვრებიდან ტელევიზიის შესახებ,რუსულიდან ვთარგმნე,შესაძლებელია შეცდომებიც იყოს გაპარული,რისთვისაც შენდობას ვითხოვ. სტარეც პაისი წინააღმდეგი იყო ტელევიზორის.ის თვლიდა,რომ არავისთვის არ იყო საჭირო ეს ყუთი,რადგანაც დამანგრეველია ყველასათვის,განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის.მწუხარებით ყვებოდა მამა პაისი ერთ შემთხვევაზე,როდესაც მშობლებმა ისურვეს,რომ ისინი არ შეწუხებულიყვნენ ბავშვის გარეთ ყოფნით,ნებას რთავდნენ მათ საათობით მჯდარიყვნენ ტელევიზორის წინ,რის გამოც ბავშვების რეზულტატი ირეოდა,ფსიქიკა ეშლებოდათ და ავადდებოდნენ სულიერად და ხორციელადაც.ის ყვებოდა კიდევ იმ საშინელებაზე,რაც ტელევიზორს მოჰქონდა პატარებისთვის და ასევე დედის საშოში მყოფი ნაყოფისთვის.სტარეცი საუბრობდა,ეშმაკის ზემოქმედებაზე ტელევიზიის მეშვეობით.ამიტომაც,ის ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში აფრთხილებდა ადამიანებს,რათა არ უყურონ ტელევიზორს,ურჩევდა გადაეგდოთ სახლიდან და მიეცათ შვილებიშთვის სხვა სულიერი საზრდო(წმ.ცხოვრება და ა.შ)ან კიდევ საშუალო საკვები(სათამაშოები და ა.შ).სტარეცი ამბობდა:"არ დართოთ ნება თქვენ შვილებს უყურონ ტელევიზორს.ტელევიზორის სიგნალი აღწევს სიამრამდე,ხოლო სიგნალი სულის ხხედვისა აღწევს თვით ღმერთამდე." ერთხელ საუბრობდა ბავშვების ჯგუფთან,ამ ბავშვებიდან ერთი ცოტა მოშორებით იდგა,რომელიც უფროსი კლასელი იყო.ის ფიქრობდა,ბოლო პერიოდში მისთვის საინტერესო საკითხზე,რომელზეც საკუთარ თავში ეძებდა პასუხს:"ნუ კარგი,იმ სიბინძურეს,რომელსაც უშვებენ ტელევიზორიდან,არ არის საუბარი-მე ყურებაც კი არ მსურს,მაგრამ,ხომ შეიძლება,იმისთვის რომ,იყო ელემენტარულად ინფორმირებული ადამიანი მიმდინარე მოვლენებზე საინფორმაციოს უყურო მხოლოდ?"იმ წუთშივე სტარეცი სწრაფად მოტრიალდა მისკენ და უთხრა:"საინფორმაციო გამოშვებასაც არ შეიძლება უყურო."ეს თქვა სტარეცმა და ისევ მობრუნდა ბავშვებიისკენ და გააგრძელა საუბარი მათთან. ერთი,ცოტახნის წინ დაქორწინებული,ახალგაზრდა ბიჭი,სტარეცთან საუბრის შემდგომ,მიდიოდა სახლში და სთხოვა მიეცა ბოლო რჩევა. სტარეცმა უთხრა:"გადაეცი შენს ცოლს,რომ მან არ უყუროს ტელევიზორს,იმიტომ რომ თქვენი შვილი დაიბადება გონება ჩლუნგი." ცოტახანი დადუმდა და ისევ დაამატა:"ტელევიზორის საყურებლად ახლობლებთან სიარული შეწყვიტოს." მართლაც,თურმე ამ ახალგაზრდა ბიჭის ცოლი,ტელევიზორის საყურებლად დედასთან დადიოდა. ცხოვრება,სტარეც პაისი მთაწმიდელისა. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#157
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
საერთოდ,მსოფლიოში ცნობილია,რომ მდარე ხარისხისაა სერიალები.არცერთ სერიალს არ მიუღია მსოფლიო პრიზი,რადგანაც რაც უფრო მეტია სერია,მით უფრო უხარისხობის მაჩვენებელია,ამა თუ იმ ფილმისა.
-------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მნათე |
![]()
პოსტი
#158
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა საერთოდ,მსოფლიოში ცნობილია,რომ მდარე ხარისხისაა სერიალები.არცერთ სერიალს არ მიუღია მსოფლიო პრიზი,რადგანაც რაც უფრო მეტია სერია,მით უფრო უხარისხობის მაჩვენებელია,ამა თუ იმ ფილმისა. რა უხარისხოებიც სხედან კუნკულებ ქვეშ, იმ სერიალებს უყურებენ ![]() და საერთოდ წმიდა ისიდორეს გაუმააარ ჯოს! 'ლეონტი ეპისკოპოსისადმი' (ეპ. 1237) ნამდვილად, როგორც მოგვწერე, მრავალი მშფოთვარება მოაწყდა ეკლესიას, რადგან იქ, სადაც სახელია მშვიდობისა, ომის საქმენი შემოკრებილა. ხდება კი ეს იმის გამო, რომ ბევრად და ყოველგვარად (παντοδαπά) შესცოდეს იმათ, რომლებასც მონდობილი ჰქონდაო მოძღვრობის ღირსება. ამგვართა სათითაოდ ჩამოთვლას გვერდს ავუვლი, მაგრამ ერთს კა დავწერ, რაც ყველაფერს მოიცავს. ესაა - საქმე პატივდებული , დიდი და ბრწყინვალე, რამაც სამოციქულო საკრებულონი მთელს სამკვიდროში მნათობებად გამოაჩინა, მაგრამ აწ კი უგულებელყიფილი ეკლესიას არეულობით ავსებს. რა არის ეს? ვიტყვი კადნიერად (და ვერც შევძლებდი სხვაგვარად); მაშინ სათნოებისმოყვარენი შემოდიოდნენ მღვდლობაში, აწ კი - ვერცხლისმოყვარენი. მაშინ გაურბოდნენ ამ საქმეს უფლებამოსილების სიდიდის გამო, აწ კი აწყდებიან ამავე საქმეს განცხრომის სიდიდის გამო. მაშინ ნებაყოფლობითი უპოვარებით იყვნენ მოქადულნი, აწ კი ნებაყოფლობითი ანგარებით არიან გამდიდრებულნი. მაშინ თვალწინ ჰქონდათ საღვთო სამსჯავრო, აწ კი აზრადაც არა აქვთ იგი. მაშინ მზად იყვნენ გვემა მიეღოთ, აწ კი მზად არიან გვემონ. რადღაა საჭირო ბევრის თქმა? ჩანს, რომ მას შემდეგ ეს ღირსება გადაგვარდა მღვდლობიდან მძლავრებისკენ (είς τυραννίδα), სიმდაბლიდან - ამპარტავნებისკენ, მარხვიდან - განცხრომისკენ, გამგებლობიდან - ბატონობისკენ, რადგან არათუ იმას ღირსიჩენენ, განაგონ როგორც მნეებმა, არამედ - მიისაკუთრონ როგორც ბატონებმა. ამას ყველაზე როდი ვამბობთ, არამედ - დამნაშავეთა მიმართ, რადგან არიან, დიახ არიან იმგვარნი, რომლებიც სამოციქულო ხატისებრ ცხოვრობენ, მაგრამ ხმის გაღებას ვერ ბედავენ და ამის გამო ძალიანაც გასაკიცხნი არიან, რადგან უფრთხიან რა აღვირახსნილთა სიმრავლეს, არ ზრუნავენ იმაზე, რომ მდგომარეობა გამოასწორონ, რაზომამდეც ეს მათ შეეხებათ (216-218). -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#159
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა საინფორმაციო გამოშვებასაც არ შეიძლება უყურო. გთხოვ სარია არ გააგრძელო ამ სრულიად უადგილო და სრულიად შეუსაბამო რაღაცეების წერა, მიუხედავად იმისა, ვინ ამბობს, ამას არის სრული ანომალია და შეუსაბამოება, არ შეიძლება ამ წესებით საუბარი... ციტატა "გადაეცი შენს ცოლს,რომ მან არ უყუროს ტელევიზორს,იმიტომ რომ თქვენი შვილი დაიბადება გონება ჩლუნგი. მაშინ ამ ფორუმის 99,99% ( ალბათ ყველა ჩვენგანი) გონებაჩლუნგი გამოდის, არ გინდა ასეთი რამეები, სრულია ალოგიზმია და უცილობლად მივალთ იქამდის რომ თავიდან მოგვიწევს ისევ იმათი დაწერა, რაც უკვე დაიწერა... ადგილზე სიარული არ გინდა! ციტატა არავისთვის არ არის დაშვებული სერიალის ყურება. არ გადამრიო ![]() ![]() ![]() და რახან "მამათა ნაწერების" მიხედვით წერია, არ ნიშნავს რომ არ ვიფიქროთ იმაზე, როგორ ხდება რომ საპატრიარქოს ტელევიზია აქვს და პაისი ათონელმა საინფორმაციოსაც არ უყუროთო? ამაზე აზროვნებას ვერ აკრძალავ ახლა და არ გვინდა ეს ერთიდაიგივე, მე პირადად მომეწონა ეკატერინეს დასკვნა ციტატა თავისთავად ტელევიზორი და სხვა თანამედროვე საშუალებები არც დადებითია, არც უარყოფითი მთავარია ადამიანი როგორ იყენებს მას. და ვფიქრობ, რომ მაგის იქით წასვლა თავიდან გამოიწვევს დაპირისპირებებს... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
saria-giorgi |
![]()
პოსტი
#160
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 ![]() |
გთხოვ სარია არ გააგრძელო ამ სრულიად უადგილო და სრულიად შეუსაბამო რაღაცეების წერა, მიუხედავად იმისა, ვინ ამბობს, ამას არის სრული ანომალია და შეუსაბამოება, არ შეიძლება ამ წესებით საუბარი... მაშინ ამ ფორუმის 99,99% ( ალბათ ყველა ჩვენგანი) გონებაჩლუნგი გამოდის, არ გინდა ასეთი რამეები, სრულია ალოგიზმია და უცილობლად მივალთ იქამდის რომ თავიდან მოგვიწევს ისევ იმათი დაწერა, რაც უკვე დაიწერა... ადგილზე სიარული არ გინდა! არ გადამრიო ![]() ![]() ![]() და რახან "მამათა ნაწერების" მიხედვით წერია, არ ნიშნავს რომ არ ვიფიქროთ იმაზე, როგორ ხდება რომ საპატრიარქოს ტელევიზია აქვს და პაისი ათონელმა საინფორმაციოსაც არ უყუროთო? ამაზე აზროვნებას ვერ აკრძალავ ახლა და არ გვინდა ეს ერთიდაიგივე, მე პირადად მომეწონა ეკატერინეს დასკვნა და ვფიქრობ, რომ მაგის იქით წასვლა თავიდან გამოიწვევს დაპირისპირებებს... იხარეთ; კაიროსი! ქრისტიანულ პროცენტების სიმრავლეს არ უყურებს სახარება,არამედ სწერია:"მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ," ხოლო როდესაც ნოე ამხელდა-ამბობს წმ.მიტრ.ფილარეტი-ქადაგებით და ეუბნებოდა,რომ ახლოს არის წარღვნა და საჭიროა გამოსწორება,ისინი კი პასუხობდნენ:"ყველა ამ გზით დადის და ჩვენც მასე ვიქცევით." ყველამ ვიცით,თუ ასეთი ქცევის ბოლო რა იყო. ყველა კონკრეტულ მაგალითს,რომელიც თითით საჩვენებელია,ადამიანი საკუთარ თავზე მიიღებს,შეიძლება მართლა სრულყოფილად ვერ ჩაითვალოს;რადგანაც არსებობს ისეთი მაგალითები,რომლებიც კონკრეტული პიროვნების,საქმის წარმომჩენია და ასევე შეიძლება საზოგადოდ,რომელიმე ადამიანის ცხოვრებას მიესადაგოს.განა ეს ყველა ადამიანს მოიცავს?არა და არა! პირადად შენთვის არ ვიცი,რომელი მამა არის ავტორიტეტი,მაგრამ ძველ მამათაგან(მაშინ სერიალები არ იყო),იმ პერიოდში არსებულ სანახაობებს გმობდნენ,წმ.იოანე ოქროპირი,ბასილი დიდი,მოგვიანო ხანაში მაქსიმე აღმსარებელი.ვფიქრობ საკმარისია.თანამედროვეთაგან კი სატელევიზიო სანახაობებს. მე-6მს.საეკლესიო კრების მე-100 კანონი წერს,რომ :"მართლად ხედავდნენ შენი თვალები უფალო..."დანარჩენი თავად წაიკითხედ,უკვე წაკითხულიც კი გაქვთ,მაგრამ მაინც გადახედე,იქნებ მართლა რაიმე ახალი აღმოაჩინო. იკრძალება ყოველგვარი ბილწი სანახაობის გამოსახვა და ყურება.სერიალებში რა სიწმიდეს ხედავთ?ურთიერთ სიყვარულს,ეს ძალიან ეკლესიურია?ძმას და რომ მიყვება?ადამის დროში ვბრუნდებით,ხომ ასეა? კიდევ არ ვიცი რა ვთქვა! შენ ეკატერინესი მოგწონს,რადგან შენსას ეთანხმება,მე კი ამ მამების დარიგება მომწონს. წერას მიკრძალავ? პატივისცემა მაინც იქონიე,შენს აზრებს ვეხები სადმე?მამებისასაც ნუ შეეხები,როდესაც ათონის მთამ შეიწყნარა და სტარეცი უწოდა,შენთვის იქნებ სტარეცადაც მიუღებელია? -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 08:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი