IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "ტელევიზორი რატომ არის დამღუპველი?", მამათა ნაწერების მიხედვით
saria-giorgi
პოსტი Jun 8 2008, 05:35 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ტელევიზიის გავლენა ადამიანის სულზე

ცნობილი მიტროპოლიტი ვიტალის და სხვა მამების ნაწერებზეა აგებული ეს ნაწერი,გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ.

ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაგვიცნობიერებია,თუ რამდენად დიდი შედეგები აქვს ტელევიზიის გამოგონებას.იმის გამო,რომ იგი მომხიბვლელობის ჭეშმარიტად მაგიურ ძალას ფლობს და ამავე დროს საკუთარ თავში ხრწნილების საშინელ შხამს მალავს,ტელევიზია სტიქიურად იპყრობს ყველაზე საპატიო ადგილს თითქმის ყველა ოჯახში.გარდა იმისა,რომ ჩვენს საკუთარ სახლში ყოველ საათს და ყოველ წუთს''გვასხივებს'',ადამიანის სულზე ზემოქმედების ძალით ყველას და ყველაფეერს აღემატება.ზოგადად,საქმე ეხება ამ თანამედროვე გენიალურ გამოგონებისადმი გონივრულ დამოკიდებულებას.და თუკი ჩნდება მისი ყველაფრისადმი გამსჭვალავი გავლენისაგან გამიჯვნის აუცილებლობა,მაშინ სიძნელე ისაა,რომ ბრძოლა გვიწევს არა ტელევიზიასთან,როგორც ასეთთან,არამედ უზომოდ დასუსტებულ ადამიანურ ნებასთან,რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას,მოძებნოს თავისთავში ძალა,რათა დროულად მოსწყდეს ამ განსაკუთრებით მომაჯადოვებელ და მიმზიდველ სანახაობას.უნებურად გვახსენებს პავლე მოციქულის სიტყვებს:[b][u]''ყოველივე ჯერ არს ჩემდა,არამედ არა ყოველი უმჯობეს არს;ყოველივე ჯერ არს ჩემდა,არამედ მე არავის ხელმწიფებასა დავემორჩილო''(1კორ.6.12)
მაშასადამე,თავდაპირველად აუცილებელია,მთელი ობიექტურობით განვიხილოთ ის ყველაფერი,რაც დადებითია ტელევიზიაში;შემდეგ კი გამოვააშკარაოთ მასში დაფარული ბოროტება და მხოლოდ ამის მერე იშვიათად ვისარგებლოთ მისი ფართო შესაძლებლობით.
რასაკვირველია,არც ერთი გამოგონება,მექანიზმი და მანქანა თავისთავად ბოროტებას არ წარმოადგენს,ისევე როგორც არ არსებობს თვითმყობი ბოროტება.ის მხოლოდ ღმრთის ნებისადმი ურჩი გონიერი ქმნილების თვითნებობაში ვლინდება.უფრო მეტიც,გრანდიოზულ გამოგონებებში უნდა დავინახოთ ღმრთის უდიდესი სიბრძნის ბეჭედი,რომელიც ადამიანმა ბუნების კანონებში უნდა გახსნას,რათა თავისი ყოვლისშემძლე შემოქმედს მთელი გულით აღუვლინოს ქება.ყველა კარგი რაც მან ჩვენს ცხოვრებაში მოიტანა,არის ის,რომ მან ხელი შეუწყო ადამიანის საკუთარ სახში დაბრუნებას.
სოციოლოგთა და პედაგოგთა მიერ აღნიშნული იყო,რომ მთელი პერიოდი ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე ხასიათდებოდა ადამიანის სურვილიტ,სადმე წასულიყო გასართობთა საძიებლად.სახლში არასდროს რჩებოდა თავისუფალ დროს-იქ მხოლოდ ჭამდნენ და ღამეს ათენებდნენ.სპორტს,ცეკვას,კინოს და ხრწნილების შხამით გაჟღენთილ დროსტარების სხვა საშვალებებს სახლიდან ყველა გარეთ გამოჰყავდა.განსაკუთრებით ბავშვისთვის კატასტროფული სიჩქარით იწყო ნგრევა სახლის,როგორც მშობლიური ბუდის გაგებამ,სადაც ის პირველად აღიქვამდა საგნებს,მოსავდა მას თავისი ფანტაზიის უცნაური სახეებით და თავის იწარმოსახვის ძალით ბავშურად უმანკოდ და გულუბრყვილო სამყაროს ქმნიდა.ქუჩა უხმობდა და ბავშვიც ყოველგვარი ფსიქოლოგიური მომზადების გარეშე,თითქმის აკვნიდანვე უმოწყალოდ იძირებოდა მისი სულის შემრყვნელი ცხოვრების უხეშ და სასტიკ რეაალობაში.
მაშასადამე,ათეული წლების შემდეგ ტელევიზიამ პირველმა დაიწყო ადამიანების სახლში დაბრუნება.სამართლიანად ინდა აღინიშნოს,რომ მისი როლი ამ დიდ სოციალურ გარდაქმნაში არაერთგვაროვანია: ტელეპროგრამებმა მდაბალი ინსტიქტებისადმი მიმართული ქუჩის ადამიანი სახლის კერას მხოლოდ იმიტომ დაუბრუნეს,რომ ქუჩის იგივე გართობა-სიამოვნებანი თავად მის საკუთარ სახლში გადაიტანეს.


გამოდის,რომ არაფერი მაღალზნეობრივი ამაში არაა.მაგრამ თანამედროვე ცხოვრების უზნეობის,საცდურისა და ხრწნილების ზღვაში ჩვენ უნდა შეგვეძლოს,თუკი არსებობს ამის მცირე შესაძლებლობა,ჩალასაც კი მოვეჭიდოთ,რათა ისიც სიკეთისათვის გამოვიყენოთ.ამავე დროს ტელევიზიას შეუძლია გაკვეთილების გადმოცემა მეცნიერების,ხელოვნებისა და ტექნიკის სხვადასხვა საკითხზე თვალსაჩინოდ და ამომწურავად,ამიით კი განათლების დონის გაზრდა და ცოდნის თვალსაწიერის გაფართოება,რითაც ძლიერ დარტყმას აყენებს უმეცრებას,დილეტანტიზმს და ცრუმეცნიერებას,რომელთაც ყოველთვის ბევრი ვნება მოჰქონდათ სამყაროსათვის.
შესაძლოა,ამით იწურება კიდეც ის დადებითი,რაც ჩვენს სახლებში ტელევიზიის შემოჭრამ მოიტანა.მაგრამ ამ ერთ ბეწო სარგებელთან შედარებით განუზომლად დიდია ადამიანის სულზე მისი გავლენის დამღუპველობა.
ტელეგადაცემები კითხვას გვწყვეტენ:რატომ ვიკითხოთ,როცა ყველაფერს არა მხოლოდ ვხედავთ,არამედ გვესმის კიდეც?რატომ დავძაბოთ საკუთარი წარმოსახვა,როცა ჩვენს მაგივრად ყველაფერი უკვე წინასწარ დამუშავებულია უმცირეს ნიუანსებამდე და გადმოცემულია საბოლოო სახით,რომელთა აღქმაც ყოველგვარი შრომის გარეშეც შეგვიძლია?
როგორც ცნობილია,კითხვის პროცესი ღტულ გონებრივ და ფსიქიკურ სამუშაოს წარმოადგენს,რომელიც ადამიანისგან,პპირველ რიგში,ნების დაძაბვას მოითხოვს.იმისთვის,რომ აიღო წიგნი და წაიკითხო,აუცილებელია საკუთარი თავის იძულება,მაშინ როდესაც ტელევიზორის ყურება სხვა საქმეები კეთების დროსაც შეიძლება.როგორი სიზუსტითაც არ უნდა აღწეროს ავტორმა მომხდარი,კითხვის პროცესში ჩვენს წარმოსახვასში მაინც ვქმნით საკუთარ სახეებს,საკუთარ სამყაროს.
წარმოსახვა არის ჩვენი სულის,ჩვენი შემეცნების მნიშვნელოვანი ნაწილი,შემოქმედებისა და შემართების იარაღი.იგი კითხვის პროცესში ვითარდება და აყალიბებს არა მხოლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო პიროვნებას,არამედ მასში ცხოვრების ხალისსა და ენერგიას აღვიძებს.ტელეგადაცემებში საერთოდ არ მიმართავენ ჩვენს წარმოსახვას-იგი უბრალოდ არ სჭირდებათ.ყველაფერი მზამზარეულია;ყველაფერი გაკეთებულია-ადამიანს ისღა დარჩენია,უყუროს და აღიქვას სხვის მიერ და არაიშვიათად ჩვენთვის უცხო წარმოსახვიტ შექმნილი სახეები და ფორმები.ეს ჩვენი სულის ფსიქოლოგიის დამონებაა,მასზე ძალმომრეობა და ჩვენი შემოქმედებითი უნარის დათრგუნვაა.
ტელევიზია არა მხოლოდ აჩლუნგებს წარმოსახვას,არამედ გადაგვაცვევს დამოუკიდებელ აზროვნებას.ადამიანი სულიერად ზარმაცდება,გულგრილი ხდება და მექანიკურად აღიქვამს ღმრთის შექმნილ სამყაროს,რადგან არ ესმის,რომ"უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაით ქმნულთა მას შინა საცნაურად იხილვების"(ჰრომ.1.20).
ასე,რომ,ტელევიზიის საშვალებით ძალზე დახვეწილად გვაყალიბებენ მატერიალისტებად,რომლებიც საგნებს ბუნებრივი,პირუტყვული თვისებით უმზერენ-ზოგადად,ამ პროცესში სულიერი მზერის(რომლითაც სული ხედავს)მონაწილეობის გარეშე.ჩვენ სულ უფრო და უფრო გვაჩვევენ,უბრალოდ ვუყუროთ და არა დავინახოთ.და ასე3 ვემსგავსებით იმ უსულო კერპებს,რომელზეც დავით მეფე ამბობდა:"თვალ ასხენ და არა ხედვენ,ყურ ასხენ და არა ესმით,ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ...ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი,რომელნი ესვენ მას."და თუკი ჩვენ ვუყურებთ და ვერ ვხედავთ საგნების არსს და მათ დამაკავშირებელ ძაფებს,მაშინ ჩვენ ჭეშმარიტად უმეცრები ვართ.
რომელი მამა ან დედა გაბედავს და თავის ოჯახში საეჭვო რეპუტაციის პირს შეიყვანს;და თუკი მათ შესთავაზებენ და საღამოს ქალაქის ყველაზე უფრო საზიზღარ უბნებში გასეირნებას,სადაც ცოდვა და გარყვნილება სუფევს,ისინი ამას სიგიჟედ ან სულელურ ხუმრობად ჩათვლიან,ან იტყვიან რომ მსგავსი წინადადების მთქმელი მთვრალია.მაგრამ რატომ ფარისევლობთ მართლმადიდებლებო?!სულ ახლახანს მხრები აიჩეჩეთ გაკვირვების ნიშნად,მოგენახულებინათ თქვენი ქალაქის გარყვნილი ადგილები;ახლა კი თქვენი მთელი ოჯახი დარბაისლურად მოკალათდებით ოთახში და წმიდა ხატებით მოფენილ თქვენს სახლში ღილაკზე ხელის მსუბუქად დაჭერით მთელი მსოფლიოდან მოიწვევთ ყველანაირ ნაძირალას,ბანდიტს,მკვლელსა და ფსიქოპატს;ყველაზე წარმოუდგენელ მანიაკს თუ ცოცხალი საქონლით მოვაჭრეს და სინდისი8ს ყოველგვარი ქენჯნის გარეშე,თითქოსდა არაფერი ცუდი არ ხდებოდეს,დაუწყებთ მათ ყურებას.ასეთი გადაცემების ყურების შემდეგ თქვენი შვილები ძილში იწყებენ ყვირილს,თანდათანობით ხდებიან ნერვიულები და გაღიზიანებულები და ისევ თქვენ გეუხეშებიან.თავად თქვენ კი,ყველა სახის ზნეობრივი სიბინძურის მხილველი,კიდევ დიდხანს ვერ შეძლებთ თვალის მოხუჭვას.
თქვენ ბილწავთ თქვენი სახლის კერას,რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით,თქვენი"ოჯახური ეკლესიაა."მართლმადიდებელ, ოჯახზე საუბრისას ამის შესახებ არაერთხელ გვაუწყებს პავლე მოციქული(ჰრომ.16.4;კორ.16.19;კოლ.4.15;ფილ.1.2).
თქვენ თქვენს საკუთარ და შვილების სულებს რყვნით,რადგან ყველა ეს სახე ადამიანის სულისკენ მიმავალი სმენისა და მხედველობის გზებით მათში აღწევს,ფოტოგრაფიული სიზუსტით აღიბეჭდება ქვეცნობიერებაში და ბილწავს ჩვენი სულების ყველაზე იდუმალ კუნჭულებს.ხოლო შემდეგ წამხდარი ადამიანის ფსიქიკის ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი კანონებით ისინი უეცრად ამოძრავდებიან ამ კუნჭულებიდან,აბნელებენ ჩვენს ლოცვას,არღვევენ ჩვენს ურთიერთობას ადამიანებთა და გვმართმევენ სიცოცხლის ხალისს.(სერიალის ყურებისას ცოლმა გადართო სხვა არხზე,ხოლო ქმარმა ტაფით "განგმირა" მეუღლე,რის შემდეგადაც გარდაიცვალა.ასეთი შემთხვევები მრავლად არის დაფიქსირებული.)
რაკი იცოდა,რამხელა ვნება მოაქვს ადამიანისთვის ბილწი ქანდაკებებისა და სურათების ყურებას,კონსტანტინოპოლის მე-6 მსოფლიო კრებამ მე-100 კანონად ზუსტად და გამოკვეთილად დაადგინა:"მართლად ხედავენ,უფალო,შენი თვალები"(იგავი.4.25) და "ყოვლითა დაცვითა დაიცავი გული შენი"(იგავი.4.23.)სიბრძნე გიბრძანებს შენ,რომ ხორცის გრძნობადი ბუნება ადვილად შეიტანს სულში თავის ნაგრძნობს.ამიტომ ფიცარძე აქნ სხვა საგანზე გამოსახული და მოხატული,რომელიც თვალით აღიქმება,გონება სგახრწნის და ბილწი გემოს ძლიერი სურვილთ აღატყინებს,ვბრძანებთ,ამიერიდ

ან არ გამოსახონ და არ დახატონ არსად.თუ ვინმემ ამის ქმნას ხელი მიჰყოს,უზიარებელ იქმნეს."
როგორ დაგვცინის სატანა ჩვენ,მართლმადიდებელ ადამიანებს!რაკი,იცის,რომ ვერასდროს გავბედავდით ცოდვიან თავყრილობებში მონაწილეობის მიღებას,ისე მოხერხებულად დააბნელა ჩვენი გონება,რომ ჩვენ ჩვენი მძიმე შრომით გამომუშავებული ფულით ვყიდულობთ ტელევიზორს,ვკარგავთ ეშმაკის წინაშე ყოველგვარ თავმოყვარეობას და თავშეკავებას,რითაც ასე მდიდარი იყო წმიდა წინასწარმეწტყევი დავითი,რომელი ფსალმუნებში განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს,იგი ეშმაკისათვის დასაცინად არ მიეცა,ჩვენ კი საკუთარ სახლში თვითონვე შემოგვაქვს გახრწნილება, გარყვნილება, მკვლელობა და სიგიჟე.
ყველაზე უბრალო და კარგი საშცალებაა -ამ თარსი"ყუთის"სასწრაფოდ მოშორება,რათა მრავალი უბედურება ავიცილოთ თავიდან.სოციოლოგების და ფსიქოლოგების მოწმობენ,რომ ტელევიზორის გამოგონების შემდეგ მრავალი სულიერი აშლილობაა დაფიქსირებული.ეს იმას არ ნიშნავს,რომ განვითარება უნდა შეჩერდეს,არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.ტელევიზიამ უკვე იმდენად მაგრა შეგვბოჭა,ჩვენი ნება კი იმდენად სუსტი და უძლურია,რომ ამ რჩევას ცოტა თუ მიჰყვება,არც უნდა გაგვიკვირდეს-გმირები ყოველთვის ცოტანი არიან,მოწამენი-მუდამ ერთეულნი,მართალნი-მუდამ ეულნი.
ძალზე ძნელია ტელევიზიისაგან გათავისუფლება.იგი მასობრივი მედიუმია.ტელევიზია აჯადოებს და პირდაპირ ეუფლება მილიონებს.მათი აზრით ცხოვრებას არ უნდა ჩამორჩნე.სხვათათვის ტელევიზორი გართობისა და ყოველგვარი უსიამოვნებისა და სიძნელისგან გარიდების საშუალებაა-გამოდის,რომ ადამიანი არასდროს რჩება საკუთარ თავთან,საკუთარ ბუნებასთან მარტო.ასეთი ადამიანი მხოლოდ იმას იჭერს რაც ზე ბუნებრივია,რაც მაცდურისგანაა.
და მართლმადიდებელ ადამიანში,რომლის სულიც,როგორც წმ.იოანე ოქროპირმა შენიშნა,ჩაღვრილია სულიერი მირონი,ახლა ეშმაკისეული სახეები იღვრება,სატანური არაკები და მრუში სიმღერები."ამიტომაც გთხოვთ ყველას,-წერდა იგი,-თავადაც გაექეცით სანახაობებზე დამღუპველ დასწრებას და მასზე დამსწრენიც წამოიყვანეთ იქიდან.რასაც იქ ვხედავთ,იმას სულის გამოსწორებისაკენ კი არ მივყავაქრთ,არამედ სულის დაღუპვის,გაკიცხვისა და დასჯისაკენ."
გაგრძელება იქნება


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
saria-giorgi   "ტელევიზორი რატომ არის დამღუპველი?"   Jun 8 2008, 05:35 PM
KAIROS   ლეონტი დავნიშნოთ რ...   Dec 13 2008, 12:24 AM
sopo...   პრინციპში ყველაფე...   Dec 13 2008, 02:32 AM
KAIROS   თუ პლაზმურია აქეთ ...   Dec 13 2008, 03:15 AM
სარდიონ   ვიბარებ ნახევარ ფა...   Dec 13 2008, 07:15 PM
BOO   ვინც ამბობს რომ კე...   Dec 13 2008, 07:22 PM
KAIROS   სარდიონ, გირჩევ ხვ...   Dec 13 2008, 09:39 PM
სარდიონ   KAIROS კი მარა შენი აზრ...   Dec 13 2008, 10:12 PM
KAIROS   შენ წყნარად იყავი ...   Dec 13 2008, 11:15 PM
ნაინა   სარდიონ კარგი რა ს...   Dec 13 2008, 11:23 PM
KAIROS   ზოგი ინფორმაცია.. П...   Dec 14 2008, 04:37 AM
KAIROS   ჩვენი პატრიარქიც ხ...   Dec 14 2008, 05:16 AM
ეკატერინე   თავისთავად ტელევი...   Dec 14 2008, 12:37 PM
სარდიონ   ეკატერინე სანამ კა...   Dec 14 2008, 01:51 PM
KAIROS   ეკა,იცი შენ რაზეა ს...   Dec 14 2008, 06:30 PM
ლეონტი   მე არ უარვყოფ რომ ტ...   Dec 15 2008, 09:39 AM
კანუდოსელი   სარდიონ მართალია ...   Dec 15 2008, 10:33 AM
Iona   მგონი ვაჯას რომელ...   Dec 15 2008, 11:34 AM
saria-giorgi   ძალიან საინტერესო ...   Jan 4 2009, 08:47 PM
KAIROS   რა უნდა ამ კაცს აგვ...   Jan 5 2009, 12:32 PM
mekaje   არ მომწონს საინფორ...   Jan 5 2009, 03:37 PM
ეკატერინე   ხალხნო, ეცადეთ სან...   Jan 5 2009, 07:55 PM
staywhite   Iona მე მესინჯერში ხშ...   Jan 6 2009, 12:50 AM
Iona   ვინ ეძახის ეშმაკი...   Jan 6 2009, 12:05 PM
ეკატერინე   ყველა საუკუნეში მა...   Jan 6 2009, 01:44 PM
კანუდოსელი   ეკატერინე მეთოდი ...   Jan 6 2009, 01:48 PM
ეკატერინე   შენ როგორ მიგაჩნი...   Jan 6 2009, 01:52 PM
მართა   წმინდა მამათა გამო...   Jan 6 2009, 01:54 PM
კანუდოსელი   ეკატერინე იცი რა მ...   Jan 6 2009, 02:06 PM
ეკატერინე   კანუდოსელი ძალიან...   Jan 6 2009, 02:14 PM
კანუდოსელი   ყველაფერი არცაა ა...   Jan 6 2009, 02:36 PM
ეკატერინე   შენი აზრით, ამჟამა...   Jan 6 2009, 02:42 PM
კანუდოსელი   ეკატერინე ადრე თუ ...   Jan 6 2009, 02:45 PM
ეკატერინე   ისე ეგ ფილმი უფროს...   Jan 6 2009, 02:45 PM
კანუდოსელი   არცთუ ბევრს, მაგრა...   Jan 6 2009, 02:49 PM
ეკატერინე   ტელევიზორი ნანახ...   Jan 6 2009, 02:53 PM
კანუდოსელი   ეკატერინე მაგ ასაკ...   Jan 6 2009, 02:54 PM
ეკატერინე   ამას აკრძალვის სა...   Jan 6 2009, 02:57 PM
k@the   რთული ამბავია ეგრე...   Jan 6 2009, 04:04 PM
ეკატერინე   ფიქრობ, ტელევიზორ...   Jan 6 2009, 04:08 PM
k@the   ეკატერინე კი, მე ას...   Jan 6 2009, 04:10 PM
ეკატერინე   ეგ ალბათ უფრო უფრო...   Jan 6 2009, 04:12 PM
k@the   თუ ბიჭია, უფრო რთულ...   Jan 6 2009, 04:13 PM
ეკატერინე   ქეთი, ბავშვი ჯერ პა...   Jan 6 2009, 04:17 PM
staywhite   მეც მასე ვფიქრობ: ა...   Jan 6 2009, 04:22 PM
k@the   მე ზოგადად ვამბობ, ...   Jan 6 2009, 04:22 PM
მარიამი   მეც რეგლამენტირებ...   Jan 6 2009, 04:25 PM
ეკატერინე   მე მგონი ტელევიზო...   Jan 6 2009, 04:30 PM
k@the   მართლაც, DVD კარგი აზ...   Jan 6 2009, 04:33 PM
მარიამი   მართლაც, DVD კარგი აზ...   Jan 6 2009, 04:43 PM
ლილიანა   მარტო მოზარდები ა...   Jan 6 2009, 05:28 PM
.:Lela:.   მეოთხე კატეგორიაშ...   Jan 7 2009, 08:56 AM
მნათე   დროის ფაქტორს გამ...   Jan 9 2009, 11:31 AM
staywhite   saria-giorgi მე არ მინახავ...   Jan 9 2009, 11:42 AM
KAIROS   მაშინ ეგ მონასტერ...   Jan 9 2009, 11:47 AM
saria-giorgi   განყოფილებას ქვია ...   Jan 9 2009, 11:48 AM
saria-giorgi   საერთოდ,მსოფლიოში ...   Jan 9 2009, 11:54 AM
მნათე   რა უხარისხოებიც ს...   Jan 9 2009, 11:56 AM
KAIROS   გთხოვ სარია არ გაა...   Jan 9 2009, 12:13 PM
saria-giorgi   გთხოვ სარია არ გაა...   Jan 12 2009, 01:51 PM
saria-giorgi   ბავშვების წინააღმ...   Jan 13 2009, 12:10 PM
ეკატერინე   კანუდოსელი შენთვ...   Jan 13 2009, 01:55 PM
კანუდოსელი   ეკატერინე ცხადია ა...   Jan 13 2009, 01:56 PM
staywhite   ეკატერინე ჩვენი დრ...   Jan 13 2009, 02:23 PM
ლეონტი   On Television: Comments by Various Saints and Holy...   Jan 13 2009, 03:48 PM
კანუდოსელი   და :D   Jan 13 2009, 04:15 PM
ლეონტი   კანუდოსელი რააია მ...   Jan 13 2009, 04:49 PM
ქეთინო   ეგ არ მიკვირს, ბავშ...   Jan 14 2009, 12:20 AM
მნათე   ერთი რამ უნდა ვაღი...   Jan 14 2009, 10:13 AM
მარიამი   მე როგორც მგონია (ყ...   Jan 14 2009, 12:01 PM
Jay_Son   იცით რაა ? არ შეიძლ...   Jan 14 2009, 01:22 PM
kato_Bato   ადამიანმა გადართვ...   Jan 14 2009, 01:28 PM
k@the   მოკლედ, დიალოგი და ...   Jan 14 2009, 03:08 PM
2 გვერდი V < 1 2


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th January 2026 - 08:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი