IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> პაპის ომოფორ ქვეშ (!), კათოლიკური საკრებულო
მნათე
პოსტი Nov 28 2006, 07:54 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ აქ დავწეროთ ყველაფერი ლათინებზე.

აქვე მინდა პაპის ვიზიტს შევეხო კონსტანტინეპოლში.


ილოცეთ თურქეთში ვიზიტის წარმატებისათვის, - სთხოვა რომის პაპმა მორწმუნეებს


http://www.patriarchate.org/

გასულ კვირას, თურქეთში ვიზიტის დაწყებამდე ორი დღით ადრე, რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ განაცხადა, რომ თურქეთის ხალხისა და მისი წარმომადგენლების მიმართ გამსჭვალულია “პატივისცემის გრძნობითა და გულწრფელი მეგობრობით”.

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მიემგზავრება თავისი პატივცემული წინამორბედების: პავლე VI-ისა და იოანე პავლე II-ის ნაკვალევზე და დარწმუნებულია ზეციურ მფარველობაში ნეტარი იოანე XXIII-ისა, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო თურქეთში სამოციქულო წარმომადგენელი და ამ ხალხის მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობას განიცდიდა. ბენედიქტე XVI-მ მორწმუნეებს სთხოვა, “ლოცვით გააცილონ ის, რათა მისმა მომლოცველობამ ისეთი ნაყოფი გამოიღოს, როგორიც ღმერთს უნდა.”

პაპმა ასევე თქვა, რომ დიდი მღელვარებით ელოდება “მართლმადიდებელ ეკლესიასთან ძმურ” და “ადგილობრივ პატარა კათოლიკურ სამრევლოსთან” შეხვედრებს.

პონტიფიკმა “გულითადი სალამი მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ძვირფას თურქ ხალხს” გაუგზავნა.

პაპმა ეს სიტყვები ტრადიციული საკვირაო ლოცვა "Angelus Domini"-ს შემდეგ წარმოთქვა, როდესაც წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათასობით მომლოცველს თავისი სამუშაო კაბინეტის ფანჯრიდან მიმართა. ამ დროს სტამბულში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების ორგანიზებით პაპის ვიზიტის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მრავალათასიანი დემონსტრაცია მიმდინარეობდა.

თურქეთში დემონსტრანტებმა იესოს ისლამის წინასწარმეტყველი უწოდეს, პაპს კი უთხრეს: “არ ჩამოხვიდე!”

ათასობით დემონსტრანტი, ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც ისლამური რადიკალური და ნაციონალისტური პარტიის წევრები არიან, დღეს სტამბულში, ჩაგლაიანის მოედანზე გამოვიდნენ, რათა გამოეხატათ პროტესტი რომის პაპ ბენედიქტე XVI_ის ვიზიტის გამო, რომელიც თურქეთში სამშაბათსაა დაგეგმილი. პოლიციამ ალყა შემოარტყა მოედანს და დეტალურად ამოწმებდა დემონსტრანტებს, - იტყობინება ИТАР-ТАСС “ვატიკანის რადიოს” მიერ გადმოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დემონსტრანტებს მოჰქონდათ პლაკატები ინგლისური წარწერებით: “პაპავ, არ ჩამოხვიდე”, “არა ჯვაროსნებთან კავშირს”, “იესო – არა ღვთის შვილია, არამედ ისლამის წინასწარმეტყველი”, ნამდვილი ტერორისტები – აშშ, ისრაელი და ევროკავშირია”. დემონსტრაციის ოფიციალური ლოზუნგია “პაპი – არასასურველი სტუმარია”. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები თავიდან გეგმავდნენ მოედანზე გამოსვლას შემდეგი ლოზუნგით: “პაპი – უხეში, მიუღებელი და არასასურველი სტუმარია”, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლით ის შეიცვალა, რომ უცხო სახელმწიფოს მეთაურისა და რელიგიისათვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.

მანიფესტანტთა შორის იყო 60 ისლამური არასამთავრობო ორგანიზაცია. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, თურქეთის ყველა პროვინციიდან დემონსტრაციის მონაწილეთა ჩამოსაყვანად მობილიზებული იყო 2 ათასი ავტობუსი.

სააგენტო ИТАР-ТАСС-მა მოგვიანებით დააზუსტა, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო არა მილიონმა ადამიანმა, როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, არამედ 10-15-მა ათასმა ადამიანმა.


ვატიკანმა დაადასტურა, რომ რომის პაპი სტამბულში ყველაზე დიდ მეჩეთს მოინახულებს

თურქეთში პაპის სამოციქულო ვიზიტის დაწყებამდე ორი დღით ადრე წმინდა საყდრის ბეჭდვითმა სამსახურმა პონტიფიკის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება დაადასტურა. პაპი ყველაზე დიდ, სულთან ახმედის მეჩეთს მოინახულებს, რომელიც “ცისფერი მეჩეთის” სახელით უფროა ცნობილ. იგი 1609 წელს წმინდა სოფიის ტაძრის გვერდით აშენდა.

ცოტა ხნის წინ ვატიკანში გარკვეულმა წყაროებმა გაავრცელეს, რომ თურქეთის ერთ-ერთი მინისტრის პრეს-მდივანი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა რომის პაპზე დაწერილი წიგნის გამო. წიგნს ჰქვია “პაპი-კერპი”. ავტორი პონტიფიკს პოპ-ვარსკვლავს ადარებს, თავისებურად ხსნის კათოლიციზმთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებს და ვატიკანის მისამართით სხვადასხვა ბრალდებებს აყენებს.



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 29 2006, 01:58 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Oremus in nomini Patri et Filio et Spiritus Sanctiiii
ისმის ორღანის ხმა: Christe, eleison
Oremus Domini propter Levani, saxtoni Ecclesiae Didubei
მთელი გუნდი: Christe, eleison Levanus
რომის პაპი ბენედიქტე XVI:
Benedictus est Levanus servantus Dei, Rex ecumenismi nunc et hora et in saecula saeculorum...
ყველა ერთად: Amen

laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 29 2006, 02:25 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კანონისტი

რა გეშველება laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Springchild
პოსტი Nov 29 2006, 03:39 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 22-November 06
წევრი № 509



ციტატა
ადამიანთა არნახული წამება, "ესპანური ჩექმა", ძელზე დაკიდება, ნაკვერჩხლებიანი ტაფა, ინკვიზიცია და ვინ მოსთვლის, არ გახლავთ მარკიზის შეშლილი გონების ნააზრევი! ეს ყოველივე უღვთო სასამართლოს ატრიბუტებია!


ra sashinelebebia ra...ise, jer jana darki dacves, "cminda" inkviziciam, da mere kidev, cmindanad sheracxes...mokled, tavshi vis ra mouva, imas aketeben ra...
da romis papebis piradi cxovrebis sibinzureebis shesaxeb ramdenia cnobili..da kidev hkofnit sircxvili ganacxadon, rom romis papi utkuaria da Uflis carmomadgeneli dedamicaze... eh... sacklebi, ra sibnelehsi arian..me ar vambob, rom me var ucodveli, magram sibneleshi natels mainc vxedav...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 10:40 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოდით პაპის უცდომელობას შევეხოთ, როგორც ვიცით XIX საუკუნის ბოლომდე პაპის უცდომელობა მოარულად რჩებოდა. . .რომელსაც საკუთრივ შუა საუკუნეებში ქონდა ფესვები. . . ეს ნიშნავს იმას რომ არ იყო ყველა პაპისტისთვის მისი აღიარება აუცილებელი. . .

XIX საუკუნის ბოლოს იეზუტურ-ულტრამონტანურმა პარტიამ მიზნად დაისახა უკიდურესი მწვალებლობის, დოგმატის რანგში აღყვანა. . . რას ვერ იზავდნენ. . .

დადგა 1869 წლის 29 ივნისი, "მისი უწმინდესობა პიუს IX, ეპისკოპოსი რომისა, მემკვიდრე მოციქულთა თავისა, უმაღლესი მღვდელმთავარი, პრიმატი იტალიისა,მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი რომის ეკლესიის პროვინციათა, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მეთაური, უფლის მონათა მონა და მოსაყდრე ქრისტესი" (მეტად სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს) აქვეყნებს ბულას (!) Aeterni Patris რომლითაც 8 დეკემბერს სრულიად კათოლიკეთ საეკლესიო კრებაზე უხმობს. ამ დროს ჟონავს ინფორმაცია რომ კრება უცდომელობის დოგმატის დამტკიცებას შეეცდება.

და აი, 1869 წლის 8 დეკემბერს ვატიკანში იხსნება I კრება. მას 746 კაცი ესწრებოდა. დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერაზე წინასწარ იზრუნა ვატიკანმა (ვერაგობით რასაკვირველია) პაპმა კრებამდე გამოუძებნა რამდენიმე უეპარქიო ეპისკოპოსს სამწყემსო, რითაც თავის მხარდამჭერ ბანაკში შეიტყუა. ამავე დროს კრებაზე წარმოადგინეს უფრო მეტი ესპანელი და იტალიელი ეპისკოპოსი ვიდრე გერმანელი, ფრანგი და პორტუგალიელი, გასაგები მიზეზის გამო___ პირველთაგან მხარდაჭერა იყო მოსალოდნელი უკანასკნელთაგან პროტესტი.

ამასთან გადაწყდა რომ შეკრებები მოლოდ ლათინურ ენაზე წარიმართებოდა, რადგან ეპისკოპოსთა უმრავლესობა ვერ ფლობდა ლათინურს შესაბამისად საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის მსურველიც ნაკლები იქნებოდა.

პაპის რამდენიმე ეპისკოპოსმა შეიმუშავა პეტიცია სადაც გამოიცანით რა ეწერა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, მოწინააღმდეგეები პაპს ემუდარებოდნენ არ მიეღო ან შეერბილებინა ხსენებული დოგმატი, არც ერთი აზრი არ იქნა გათვალისწინებული, რის შემდეგაც 17 ივლისს ოპოზიციამ კრება დატოვა.

18 ივლისს კრებამ 533 ხმით ორის წინააღმდეგ მიიღო დეკრეტი პაპის შეუმცდარობის შესახებ, დეკრეტი სრულიად მსოფლიოს უცხადებდა "წმინდა კრების თანხმობით ვასწავლით და ვადგენთ ღვთის მიერ ჩვენთვის განცხადეულ დოგმატს: როდესაც რომის პაპი ქადაგებს ex cathedra (კათედრიდან) ანუ როგორც ყველა ქრისტიანის მწყემსი და მოზრვარი აღასრულებს თავის მოვალეობას და ზეგარდამო მონიჭებული სამოციქულო ძალაუფლების საფუძველზე განაჩინებს სწავლებას სარწმუნოების და ზნეობის შესახებ, რომელიც სავალდებულოა მთელი ეკლესიისთვის, ამ დროს იგი ღვთაებრივი მხსნელის მიერ თავისი ეკლესიისთვის მინიჭებული უცდომელობის მფლობელია იმ ღვთაებრივი შეწევნის ძალით, რომელიც ღმერთმა აღუთქვა მას წმიდა პეტრეს სახით. აქედან გამომდინარე, რომის პაპის დადგენილება თავისთავად ეკლესიის თანხმობისგან დამოუკიდებლად, ისეთი ძალის მქონეა, რომ არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ვინმე გაკადნიერდება და წინააღმდეგობას გაუწევს ჩვენს დადგენილებას, წყეულიმც იყოს და განიკვეთოს ეკლესიიდან"

ამით მიაღწია 10 საუკუნოვანმა ცენტრალიზაციამ პიკს.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2024 - 04:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი