![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
matebichi |
![]()
პოსტი
#261
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 75 რეგისტრ.: 26-March 07 წევრი № 1,499 ![]() |
|
ლეონტი |
![]()
პოსტი
#262
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
კაი რა გულს მიხეთქავ რა იყო? ცოტა შემოგეპარებია ![]() შემოპარება ეშმაკის საქმეა. მაგიტომ გითხარი, ყურადღებით და ფრთხილად. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
matebichi |
![]()
პოსტი
#263
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 75 რეგისტრ.: 26-March 07 წევრი № 1,499 ![]() |
მადლობა ძამი!
![]() გეიხარე |
marine |
![]()
პოსტი
#264
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,017 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Irakly |
![]()
პოსტი
#265
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 8-April 07 წევრი № 1,602 ![]() |
ჩემი აზრით ნარკომანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისინიც შეიძლება იყვნენ კეთილები, ეკლესიურები და ა.შ. ჩემთან უბანში ბევრ ნარკომანს ვიცნობ, მაგრამ გეუბნებით, მაგათი ერთადერთი დანაშაული იმაშია, რომ გასინჯეს, დანარჩენი უკვე მკაცობრიობისთვის ჩვეული სულიერი სისუსტის ბრალია, მერწმუნეთ ნებისმიერი ჩვენგანი ნარკომანი გახდება თუ ერთხელ მაინც გაუსინჯა გემო ამ მომაკვდინებელ ხორციელ ნეტარებას. ამიტომ, გთხოვთ შეეცადოდ მათაც გაუგოთ. ამაზე დიდი ცოდვა მემგონი ის წაქეზებაა, რომელიც მომდინარეობს ხოლმე სხვა ნარკომანებისგან, აი ეს მართლა საშინელებაა და სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი ნარკომანიის გავრცელებისა
-------------------- მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
|
nini egriseli |
![]()
პოსტი
#266
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 13-April 07 წევრი № 1,645 ![]() |
ნარკომანია სენია , სირცხვილია ,ყველა ჩვენგანის ტკივილია ალბათ..............
-------------------- უფალო, მომანიჭე მე მადლი, რათა შეგიყვარო შენ;
უფალო, მომანიჭე მე ძალა, რათა შევასრულო ნება შენი; უფალო, მომანიჭე მე მხნეობა, რათა უარვყო ამპარტავნება ჩემი!“ |
marine |
![]()
პოსტი
#267
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,017 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
როცა სადარბაზოში თუ ნებისმიერ ადგილად დაგდებულ ერთჯერად ნემსს ვხედავ, გული მეკუმშება..
![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
lashiko_90 |
![]()
პოსტი
#268
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 25-February 07 წევრი № 1,196 ![]() |
ნარკომანია
საქართველოს ისტორია ითვლის რამდენიმე ათასწლეულს. საუკუნე-თა მანძილზე ქართველი ერი იბრძოდა ეროვნული თავისუფლების შე- ნარჩუნებისათვის და ამ ბრძოლაში ყოველთვის წინდაწინ მართლმადი- დებელი სამოციქულო ეკლესია იდგა. ჩვენი წინაპრები სამ უმთავრეს სი- წმინდეს იცავდნენ უმძიმეს ცხოვრების გზაზე: მამულს, ენას, სარწმუნოე-ბას. მიუხედავად უდიდესი დაბრკოლებებისა , ქართველი ერი დღემდე სულდგმულობს და წინ მიიწევს როგორც სულიერი, ისე მატერიალური აღორძინებისაკენ. საქართველომ გამოიარა უსასტიკეს დამპყრობელთა საუკუნოვანი ქარცეცხლი, გაუძლო XIX საუკუნის კოლონიურ წყვდიადს და გადაიტანა სამოცდაათწლიანი ეროვნული და სარწმუნოებრივი დევნა. დღეს კვლავ უბრუნდება ერი თავის წიაღს, მაგრამ ბოროტების მიერ წარმოქმნილი წინააღმდეგობები, რამდენადმე ხელს უშლის სვლას ჭეშმარიტი თავისუ- ფლებისაკენ. ამ დაგებულ მახეთაგან ყველაზე დიდად დამღუპველი ზე- მოქმედებით გამოირჩევა ნარკომანია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ჩვენ საზოგადოებაში. ნარკომანიის გავრცელების მიზეზი გახდა ერის სულიერი სიღატაკე, ეკონომიკური სიდუხჭირე, მასობრივი არეულობა, სახელმწიფოებრივი ანარქია და კიდევ სხვა უამრავი წინაპი- რობა შეიქმნა ნარკოტიკების არალეგალური რეალიზაციისათვის მთელ ქვეყანაში. „ საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზედა!“ ვაჟა-ფშაველას ეს ტკივილიანი სიტყვები ისე ზედმიწევნით არაფერს შეესატყვისება, როგორც ნარკოტიკებით მომხმარებელთა სულიერ მდგო- მარეობას, მათ მიერ არჩეულ გზას. საშინელებაა,როცა, თვალსა და ხელ შუა, კარგავ უახლოეს ადამიანს ან უარეს შემთხვევაში ადამიანებს: მამას, ძმას, ნათესავს, მეგობარს, მითუმეტეს, რომ გამოსავალს ვერ ხედავ ამ უძირო ჭაობიდან მათ ამოსაყვანად. ხსნის გზა, მადლობა ღმერთს, უკვე გამოჩნდა. საპატრიარქოს პატრონაჟით დაარსდა ნარკომანთა სარეაბილი-ტაციო ცენტრები მათი როგორც სულიერი, ისე ფსიქოლოგიური დახმა-რებისათვის. ფიზიკურად ნარკოტიკზე უარის თქმა, არც ისე ძნელია, მაგ-რამ გონებრივად ეს გაცილებით უფრო რთულია და დიდ ძალისხმევას საჭიროებს. დღავანდელი ფაქტობრივი რეალობა მძიმე სურათს ხატავს. უამრავი ქართველი: მოზარდი, ახალგაზრდა, სტუდენტი თუ ზრდასრული ადა-მიანი- იმყოფება ნარკოტიკების მავნე ზემოქმედების ქვეშ. სამწუხაროდ, ჩემ გარშემოც არიან ამ სენით დაავადებული ადამიანები. აღსანიშნავია, რომ დღეს მოზარდ თაობაში უარყოფითი დამოკიდებულება ნარკომანიისადმი მკვეთრად იგრძნობა, რაც ძალზედ სასიხარულოა, მაგრამ მცირე ნაწილი ახალგაზრდობისა ამ სენის ზღვარ-ზე დგას, მათ ესჭიროებათ მხარში ამოდგომა და გამხნევება, ამით ჩვენ გადავარჩენთ ჯერ კიდევ ჯანმრთელ, ნიჭიერ თაობას. გახშირებული უბედური შემთხვევები, აგრესია სკოლის მოსწავლეთა შორის, გარკვეულ წილად, ნარკომანიით დამძიმებულ ოჯახთა თუ საზოგადოებრივ წრეთა მწარე ნაყოფია. ასეთი ტიპის აქციები აუცილებლად სწორი მიმართულებით წარმარ-თავს მოსწავლეთა აღზრდას.ყოველი ამგვარი პროექტი მისასალმებელია, რადგან, რაც მთავარია, ბრძოლა პრობლემის წინააღმდეგ დაიწყო. ისედაც მცირერიცხოვან ერს დასაკარგი შვილები არ ჰყავს. დღეს ბევრი ჩვენი თანამემამულე გასულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იქ ცხოვ-რობენ, მოღვაწეობენ და სამშობლოს სახელს უთქვამენ მთელ მსოფლიო-ში.მაგრამ წასულთა უმრავლესობა არა თუ წარმოაჩენს საქართველოს ღირსებებს, არამედ, პირიქით, ნებსით თუ უნებლიეთ ხდება მიღწეული წარმატებების მნგრეველი. ერთ-ერთი ჩემი ახლობელი ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ, იცხოვ-რა წლების მანძილზე, ფინანსურად ეხმარებოდა ოჯახს, მაგრამ ქვეყანას ნარკომანიისგან გაუბედურებული დაუბრუნდა. დღეს ის ისევ წასულია და როდის ჩამოვა არავინ იცის... ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ უნდა გაჩაღდეს მასმედიის, პრე-სის, ინტერნეტის საშუალებებითაც. ძალიან კარგი იქნება, თუ თითოეუ- ლი სატელევიზიო-სამაუწყებლო კომპანია კვირაში ერთ საათს მაინც დაუთმობს ამ პრობლემის გაშუქებას და ნათლად წარმოაჩენს მისი გადაჭრის გზებს. ასევე მნიშვნელოვანია ჟურნალ-გაზეთების აქტიური მონაწილეობა ამ ერის მართლაც საჭირბოროტო საქმეში. მიმაჩნია, რომ ყოველი კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციის პრიორიტეტი, პირველ-ყოვლისა, ერის მსახურება უნდა იყოს. საზოგადოების გარკვეულ ფენაში მუსირებს აზრი იმის შესახემ, რომ ამ სენით დაავადებულნი არავის არაფერს უშავებენ, არიან თავიანთთვის და არ ჰგვანან, მეტიც, შეიძლება უკეთესებიც კი არიან თუნდაც მემთვრა-ლეობით დასნებოვნებულებთან შედარებით. ეს მოსაზრება, ალბათ, უფრო ამართლებს, ვიდრე გმობს ნარკოტიკების მოხმარებას. სწორედ ამიტომ, საღი აზრი უნდა გამოიკვეთოს და ყველა ქართველისთვის მისა-წვდომი გახდეს. მომხმარებელი, როდესაც ნარკოტიკებს ვერ შოულობს ან ფინანსების უქონლობის გამო ვერ ახერხებს მის შეძენას, უკვე პოტენ-ციური ყაჩაღი, ბოროტმოქმედი, მკვლელი ხდება. ასეთ მდგომარეობაში მყოფ მომხმარებელს სახლიდან მიაქვს გასაყიდად ავეჯი, ტექნიკა, პირვე-ლადი მოხმარების საგნებიც კი, რათა იმ ფულით შეიძინოს ნარკოტიკი, ანუ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არა მარტო საკუთარ თავს აყენებს ზი- ანს, არამედ ოჯახსაც და მის გარშემომყოფთ. განსაკუთრებით მძიმეა დანაშაული იმ ადამიანებისა, რომლებიც ვაჭ-რობენ ნარკოტიკებით.უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ნარკომანიი- სადმი მიძღვნილ თავის სიტყვაში ბრძანა: „მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვუთანაგრძნობთ ამ სენით დაავადებულებს. ვუთანაგრძნობთ იმიტომ, რომ გვესმის, რამდენად მძიმეა, ეს ავადმყოფობა, მაგრამ ჩვენ არასდროს შევურიგდებით იმათ, ვინც ვაჭრობს ამ საწამლავით! ისინი ხომ ამით ჭა-მენ პურს. მინდა ვთქვა, რომ ეს არის სისხლიანი პური. არავის არ უნდა ჰქონდეს ასეთი პური, ასეთი პური არ უნდა შევიდეს ოჯახში, იმიტომ, რომ ღვთისა და ერის წინაშე უდიდესი დანაშაულის ფასადაა იგი მოპო-ვებული.“ ამ სიტყვებით უკვე ყველაფერია ნათქვამი. ნარკოტიკებით მო-ვაჭრენი, მეცნიერებით თუ უმეცრებით, ერის წინააღმდეგ მომართული იარაღები არიან ხილულ თუ უხილავ მტერთა ხელში. ნარკომანია ებრძვის უძვირფასეს გრძნობას ადამიანში, სიყვარულს და მხოლოდ სიყვარულითვე თუ შეიძლება ამ დაავადების დამარცხება. ამ აქციის მამოძრავებელი ძალაც სიყვარულია, რის გამოც დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენს უწმინდესს, ყველა მის თანამოაზრეს ამ ბრძოლაში. მე მწამს, რომ უახლოეს მომავალში დასახული მიზანი მიღწეული იქნება და ყველანი ერთი სიხარულით შევხვდებით იმ დიდებულ გამარჯვებას, რასაც სიქადულით „ივერიის გაბრწყინებას“ ვუწოდებთ! * * * „ვუძღვნი ნარკომანიის სენით დაავადებულებს“ საზარელია, როს ქართველი თვის სულს გაჰყიდის, სატირალია, როს ბრძოლაში ფარ-ხმალს გადაჰყრის, უბედურია, როცა გლოვა დედის არ ესმის, შვილის ცრემლები ვეღარ ათბობს მის გულს, გაყინულს, „-მაგრამ!“ იმ ქართველთ ძარღვებში ხომ ისევ ქართული, ისევ დიადი წინაპრების სისხლი გრიალებს, ვინ აღუდგება სინანულის ცრემლით დათოვლილს, მხურვალე ლოცვით გულშემუსვრილს, რომელი მტერი?! რადგან იმედი არ მოკვდება უკუნისამდე და ვერაფერი შეგვაჩერებს მებრძოლთ მიზნამდე, ის დაგვრჩენია, რომ უძლურნი დღესდღეისობით წამოვაყენოთ და ხვალ კვლავაც ერთად ვიბრძოლოთ! |
catherina_10 |
![]()
პოსტი
#269
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 ![]() |
"ნარკომანია სირცხვილია" უწმინდესის სიტყვებს მოვიშველიებ.
საშინელებაა და ერის გადაგვარებააა. ნარკომანები საშიში პიროვნებები არიან ოჯახისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. და რაც მთავარია ძალიან მეცოდებიან "ვნების" და "სიამოვნების" მონობაში რომ არიან. |
xevsuri |
![]()
პოსტი
#270
|
![]() კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 ![]() |
ნარკომანიის ასეთი მომძლავრება არასწორი მენტალიტეტის ბრალია
რატომ გიკვირთ ამდენი ნარკომანი ბავშვი, აბა რას ისწავლის ბავშვი როდესაც უბანში (რომელიც ბავშვისთვის სკოლაზე მეტია უმეტესად) უფროსებისგან სულ ის ესმის: "აუ ბიჭო გუშინ რა მაგრა გაასწორა არა?" "წამო ვიკაიფოთ" და ათასი სხვა. ანუ ბავშვი ხედავს რომ ეს კარგია. მან არ იცის მისი სავალალო შედეგი. არ უნახია გაუბედურებული ადამიანები, დანგრეული ოჯახები, ფიზიკური ნაკლით დაბადებული ბავშვები. ამას თან ერთვის ბავშვის ბუნებრივი ანტი მშობლების მიმართ და ეს ყველაფერი უბიძგებს ნარკოტიკის გასინჯვისაკენ. ყველაფერი მაგით იწყება. სავარაუდოდ თავიდან რამე მსუბუქი ნარკოტიკი იქნება, რომელიც არ იწვევს შეჩვევას, მაგრამ აკაიფებს, მერე მოჰყვება უფრო ძლიერმოქმედი პრეპარატები თუ საშუალებები. საშინელებაა -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
ნათია |
![]() ![]()
პოსტი
#271
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
უკანასკნელ ათწლეულებში ნარკომანიამ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ინდუსტრიულ განვითარებული ქვეყანა მოიცვა. დღეისათვის ეს პრობლემა ფართოდ არის გაშუქებული სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, იქმნება ფონდები, გამოჩნდა ახალი სამართლებრივი დოკუმენტებიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყანა ეგუება ცხოვრების ახალ პირობებს, როდესაც სიკვდილი და მწუხარება ყოველთვის ახლოსაა, ჩვენს შორის. ყველაფერი ისეა, როგორც ომში, ოღონდ განსაკუთრებულ ომში, როდესაც ხშირად ჩვენი გულგრილობითა და უპასუხისმგებლობით მტერს თავად ვუწყობთ ხელს ბრძოლაში. არც ერთი ჩვენთაგანი არაა დაზღვეული, რომ ამ ბოროტების მომდევნო მსხვერპლი ჩვენი ოჯახი, ან რომელიმე ჩვენი ახლობელი არ შეიქმნება. ეს საფრთხე განსაკუთრებით ემუქრება ჩვენს ბავშვებს.
ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი თანამედროვენი ალკოჰოლისა და ნარკომანიის ილუზიათა სამეფოსკენ მიილტვიან - სულიერი დაცარიელება, ცხოვრების აზრის დაკარგვა, ზნეობრივი ორიენტირების ერთმანეთში არევა. ნარკომანია და ალკოჰოლიზმი არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების სულიერი დაავადმყოფების გამოვლინებად იქცა. ესაა საზღაური მომხმარებლური იდეოლოგიისათვის, ჭეშმარიტი იდეალების გაფანტვისა და სულიერების დაკარგვისათვის. ეკლესია მოძღვრული თანაგრძნობით ეკიდება ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მსხვერპლთ და მანკიერების დასაძლევად სულიერ მხარდაჭერას სთავაზობს მათ. იგი არ უარყოფს ნარკომანიის მწვავე სტადიაში სამედიცინო ჩარევის აუცილებლობას, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას პროფილაქტიკასა და რეაბილიტაციას უთმობს, რაც მეტად ეფექტურია მაშინ, როცა სნეულნი აქტიურად ებმებიან ევქარისტიულ და სამრევლო ცხოვრებაში. ჩვენი უწმიდესის ქადაგებიდან: ნარკომანია ჩვენი დიდი ტკივილია, რომელიც ერის სულიერ და დემოგრაფიულ გენოციდს იწვევს. ჩვენ არაერთხელ შევხებივართ ამ თემას და ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ამ მიმართულებით პირველი რიგის ამოცანაა პრევენციული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ნარკოტიკის მიმართ უარყოფითი განწყობა. უნდა დავანგრიოთ ცრუ სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოს ნარკომანობა პრესტიჟულია. ნარკომანობა სირცხვილია! ნარკომანი არის ავადმყოფი, საცოდავი, ლაჩარი, სუსტი ადამიანი, რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და, წამალზე მიჯაჭვულობის გამო, ხშირად ბოროტმოქმედებასაც ჩადის; შემდეგ კი ციხეში ხვდება და კიდევ უფრო იმძიმებს თავის მდგომარეობას. როგორ დავეხმაროთ ნარკომანებს? რისი გაკეთება შეგვიძლია? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მატასი |
![]()
პოსტი
#272
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
ვაიმეეე, აქაც ნარკომანიააა
![]() სადიპლომოს ვწერ მაგათზე და ნარკომანის ხსენებაზე ცუდად ვხდები უკვე ![]() მერე დავპოსტავ სტატისტიკებს და რაღაცეებს თუ გინდათ ![]() -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ნათია |
![]()
პოსტი
#273
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ვაიმეეე, აქაც ნარკომანიააა ![]() სადიპლომოს ვწერ მაგათზე და ნარკომანის ხსენებაზე ცუდად ვხდები უკვე ![]() მერე დავპოსტავ სტატისტიკებს და რაღაცეებს თუ გინდათ ![]() ხო მაგრამ ეს დღეს ჩვენი დიდი პრობლემაა, რაცას გვერდს ვერ ავუვლით და ვერ გავექცევით საინტერესო იქნება სტატისტიკური მონაცემები მადლობა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
xevsuri |
![]()
პოსტი
#274
|
![]() კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 284 რეგისტრ.: 19-June 07 მდებარ.: bambarmia, kergudu წევრი № 2,239 ![]() |
ციტატა როგორ დავეხმაროთ ნარკომანებს? რისი გაკეთება შეგვიძლია? ნარკომანებს? არ ვიცი. ჯობია არანარკომანებს დავეხმაროთ (თუმცა ამას ისეთი მასშტაბები სჭირდება რა ვიცი) -------------------- Jesus
შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს, ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია, გამომყევი და უცილობლად გაპოვნინებო, დაგიჯერე და ავე, ავე, ავე იესო! http://www.xevsureti.ge |
მატასი |
![]()
პოსტი
#275
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
ციტატა ხო მაგრამ ეს დღეს ჩვენი დიდი პრობლემაა, რაცას გვერდს ვერ ავუვლით და ვერ გავექცევით ხო... სამწუხარიდ... ![]() ესე იგი, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოვებით 250 000 ნარკომანი ![]() და სინამდვილეში ეს რაოდენობა ბევრად აღემატება ამ ციფრს ![]() კატასტროფაა რა ![]() -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ქეთუ |
![]()
პოსტი
#276
|
![]() ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 ![]() |
ციტატა ნარკომანი არის ავადმყოფი, საცოდავი, ლაჩარი, სუსტი ადამიანი, რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და, წამალზე მიჯაჭვულობის გამო, ხშირად ბოროტმოქმედებასაც ჩადის; შემდეგ კი ციხეში ხვდება და კიდევ უფრო იმძიმებს თავის მდგომარეობას. ნარკომანია კაცობრიობის უდიდესი უბედურებაა, ეს არის ერთ-ერთი საშიში და ბოროტი სენი.იგი ანადგურებს არა მარტო კონკრეტულ პიროვნებას (მომხმარებელს), არამედ ეს უსაშინლესი ჩვევა იწვევს ახალგაზრდობის ფიზიკურ თუ მორალურ დეგრადირებას, ფაქტიურად იწვევს გენოფონდის გადაგვარებას და დამახინჯებას. ნარკოტიკული ნივთიერებების სისტემატიური გამოყენებით, განსაკუთრებით ითრგუნება ცენტრალური ნერვული სისტემა, რაც შემდგომში იწვწვს ნებისყოფისა და მორალური ღირებულებების დაქვეითბას,რის გამოც ადამიანი უფრო ადვილად ხვდება დამნაშავეთა სამყაროში, ასეთი პიროვნება კი თავისთავად საშიშია საზოგადოებისათვის. სადიპლომოს ვწერ მაგათზე და ნარკომანის ხსენებაზე ცუდად ვხდები უკვე ![]() მეც... ![]() -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
შაკო |
![]()
პოსტი
#277
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 ![]() |
ნარკომანია არის ყველაზე მეტი სირცხვილი ამ ქვეყანაზე მემგონი... რადგან ამით ადამიანი ხაზს უსვამს რომ ის ვერ აკონტროლებს საკუთარ თავ და რათქმაუნდა მას არ აქვს უფლის რწმენა ... სტატისტიკური მონაცემები ნარკომანებზე არამგონია რეალური იყოს რადგან მემგონი ახალგაზრდობის 80 პროცენტი უკვე ნარკომანია.... (ვგულისხმობ მარიხუანას) ..... საქართველოში რომ თქვა ეკლესიის დასაცავად გამოდით ანდა მარიხუანას ლეგალიზაციაზეო.. არამგონია პირველ პრობლემაზე გამოსულ ხალხთან შედარებით ნაკლები გამოვიდეს მარიხუანასთან დაკავშირებით... ამიტომ კრიტიკული ვითარებააა... ისევ და ისევ შველა ეკლესიაშია... ს
დაიფაროს და გააძლიეროს ყველა ნარკომანი უფალმა... -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
ქეთუ |
![]()
პოსტი
#278
|
![]() ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 ![]() |
ციტატა რადგან ამით ადამიანი ხაზს უსვამს რომ ის ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს ნარკომანია ავადმყოფობაა. ასეთ ადამიანებს აღენიშნებათ ნარკოტიკების მიღებისადმი დაუძლეველი სწრაფვა. ვერ თმობენ ამ შხამს რის გამოც ნარკომანი მთლიანად დამოკიდებული ხდება ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად. ნარკოტიკული საშუალებების სისტემატიურად მიღების დროს "ავადმყოფს"უვითარდება ქრონიკული ინტოქსიკაციის მდგომარეობა, სწორედ ამიტომ ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს. ციტატა სტატისტიკური მონაცემები ნარკომანებზე არამგონია რეალური იყოს რადგან მემგონი ახალგაზრდობის 80 პროცენტი უკვე ნარკომანია.... (ვგულისხმობ მარიხუანას) რა თქმა უნდა არაა რეალური, ნარკომანია არა მარტო იმ ნივთიერებების გამოყენებაა,რომლებიც დოზირების მიხედვით ბიოქიმიურად გარდაქმნის ადამიანის ფსიქიკას, არამედ ნიკოტინიზმი ანუ თამბაქოს წევა და ალკოჰოლიზმიც ნარკომანიაა. ახლა თქვენ განსაჯეთ რამდენად რეალურია ეგ სტატისტიკა. -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ქეთუ |
![]()
პოსტი
#279
|
![]() ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 ![]() |
ციტატა კრიტიკული ვითარებააა კი სამწუხაროდ ასეა,საქართველოში ნარკომანია აშკარად სშიშ დონეზეა. დღესდღეობით საქართველოში სულ მცირე 250 ათასამდე ფიქსირებული ნარკომანია, ესეთი სტატისტიკა ასეთი პატარა ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასია. -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
ნათია |
![]()
პოსტი
#280
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ციტატა დღესდღეობით საქართველოში სულ მცირე 250 ათასამდე ფიქსირებული ნარკომანია, ესეთი სტატისტიკა ასეთი პატარა ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასია. სამწუხაროდ მათ რიცხვში ქალებიც შედიან -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 12:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი