სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Oct 11 2025, 05:42 PM
პოსტი
#481
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,965 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთმა ენამახვილმა ადამიანმა ამგვარად ჩამოაყალიბა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მიერ ადამიანისათვის გამზადებული "სიკეთეები". ეს ორი უერთგულესი "მეგობარი" და "თანაშემწე" გულდაგულ "ეხმარება" ადამიანს თავიდან მოიშოროს:
ოჯახი, შვილები, მეგობრები, ახლობლები, სამსახური, ფინანსური ურთიერთობები, საზოგადოების ნდობა და პატივისცემა. გარდა ამისა, თანდათან მეთოდურად გამოიყვანოს მწყობრიდან: ღვიძლი, თირკმელები, თავის ტვინის უჯრედები. არ ეხმარება მხოლოდ ერთ რამეში - პრობლების თავიდან აცილებაში. ამის შემდეგ თითოეულმა ზრდასრულმა, საღად მოაზროვნე ადამიანმა, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი ერთის მხრივ ამ "მეგობრებსა" და მეორე მხრივ, ღვთისათვის სათნო და მისაღებ ცხოვრების წესს შორის" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 12 2025, 04:55 PM
პოსტი
#482
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,965 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკებზე, რადგან ის, ვინც ამ უბედურებას თავისთან ახლოს მიუშვებს, ყოველგვარი საშინელებისათვის სწირავს თავს საკუთარი ნებით"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 16 2025, 03:50 PM
პოსტი
#483
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,965 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენ უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვს:
- შვილო, მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ იმიტომ, რომ არსებობ, მიყვარხარ შენი შეცდომებისა და ნაკლის მიუხედავად! ეს დიდებული სიტყვებია - გიყვარდეს ახლობელი ადამიანი, გიყვარდეს ბავშვი ისეთი, როგორიც ის არის. ნარკოტიკსაც რომ იღებდეს, შენ მას უნდა უთხრა: ნარკოტიკები, რომელთაც შენ იღებ, სულს მიფლეთს, მაგრამ მე შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ შენ არ ხარ ნარკოტიკი. შენ საშინელი ვნება გაქვს, მაგრამ შენი სული არაა ვნება, შენს სულში ღრმადაა დაფარული სულიწმიდის მადლი, შენში დაფარულია ღვთაებრივი ტვიფარი, ამიტომაც მიყვარხარ, თუნდაც ცოდვებში ჩაფლული, შვილო. მიყვარხარ, თუნდაც ყოველგვარი პირობების გარეშე, მიყვარხარ ისე, როგორც უყვარხარ ღმერთს, უპირობოდ!" /არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 25 2026, 08:43 PM
პოსტი
#484
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,965 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს 2005 წელს მოხდა. მე 16 წლის ვიყავი. უკრაინაში, ხარკოვში დეიდასთან სტუმრად ვიყავი. წმ. მღვდელმთავრის ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ტაძართან ახლოს საკმაოდ ბევრი დავლიეთ. იმ დროს საშინლად ვცხოვრობდი, მშობლებს არ ვუჯერებდი და მარიხუანას ვეწეოდი.
ქრისტეს შობის ღამე იყო, ბავშვები ალილოზე ტომრებით დადიოდნენ. მე რკინით შეჭედილ კიბეზე ზურგით ვიდექი, ირგვლივ ყველაფერი ყინვით იყო დაფარული, უეცრად ფეხი გამისრიალდა, გადმოვვარდი და კეფა დავარტყი. მეგობრებმა იფიქრეს, რომ მაშინვე მოვკვდი, რადგან თავის ასეთი დარტყმის შემდეგ ვეღარავინ დგება. ვერ გადმოგცემთ,რა ვიგრძენი იმ მომენტში, სწორედ მაშინ გავიგე ადამიანის სიცოცხლის ფასი და აღთქმა დავდე, რომ მეტად აღარ დავთვრებოდი და მშობლებს დავუჯერებდი. კეფაზე კი ნაკაწრები და სილურჯეც არ დამრჩენია. ამან გამომაფხიზლა. ახლა უკვე 25 წლის ვარ და ვციდლობ, შეძლებისდაგვარად, ტაძარში ვიარო. ვიცი, რომ ყველაფერი უფლის ნებაა. რაღაც დროის განმავლობაში ჩემი მოძღვარი დეკანოზი ვიქტორი იყო სოფელ ჟარკიდან, მამაო, მადლობა თქვენ, დიდი ხნის სიცოცხლეს გისურვებთ" /რ.ს./ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 28 2026, 09:41 PM
პოსტი
#485
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,965 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხელოვნურად შექმნილი გამაბრუებელი სასმელებისაგან განშორება თავად მაცხოვარმა გვიანდერძა, როცა ჯვარცმის ჟამს მიწოდებული შემურვილი ღვინო არ მიიღო. ლექსიკონის განმარტების თანახმად "შემურვილი ღვინო" ანუ მურიარის უზრუქესი ლურნელი... გამოიხდება ყვავილისგან. ის გამაბრუებელი სასმისია, რომლისგანაც შეგრძნებები სუსტდება. მას აძლევდნენ ჯვარზე გაკრულებს, რათა ის აუტანელი ტანჯვა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინაც.
მაცხოვარმა თავისი მაგალითით გვიჩვენა, რომ განსაცდელს ადამიანი ფხიზელი გონებით უნდა შეხვდეს და არა სხვადასხვა საშუალებებით გაბრუებული. ათეული წლის წინათ, ვინ იფიქრებდა, რომ ნარკომანია გლობალურ პრობლემათაგან ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გახდებოდა. ის თანამედროვე კერპთაყვანისცემის ყველაზე მაშტაბური გამოხატულებაა. ჩვენ დროში ნარკომანია სრულიად განსხვავებულად განიმარტება: ექიმები ამტკიცებენ, რომ ეს მძიმე, უკურნებელი სენია, პოლიციელების აზრით დანაშაულია, თავად ამ მანკიერების მსხვერპლნი კი მიიჩნევენ, რომ ნარკომანის ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2026 - 11:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი