![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
avlabreli |
![]()
პოსტი
#141
|
![]() len ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 12-March 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,352 ![]() |
"სიკეთე სპილენძზე ჩაიწერე, წყენა კი - წყალზე"
წმიდა ისიდორე პელუზიელი -------------------- "სარწმუნოება თვინიერ საქმისა მკუვდარ არს"
|
marine |
![]()
პოსტი
#142
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სჯობს ბოროტი ვიწვნიოთ და მისგან ვევნოთ, ვიდრე თავად ვიყოთ ბოროტების აღმოცენების მიზეზი. უმჯობესია, მსხვერპლი ვიყოთ, ვიდრე ბოროტებას ვიქმოდეთ."
ნეტარი ავგუსტინე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარინე |
![]()
პოსტი
#143
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 432 ![]() |
დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) -------------------- ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი |
marine |
![]()
პოსტი
#144
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სიტყვა განკაცდა, რათა ჩვენ ღმერთ ვიქმნეთ."
წმ. ათანასე დიდი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თამარი |
![]()
პოსტი
#145
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
უფალმა ორი ნიჭი გვიბოძა, რომლებიც ჩვენი სუსტი გულისათვის ერთნაირად ძვირფასია - ხსოვნა და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა მის ხსოვნას ითხოვს; ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მას გვავიწყებს.
წმიდა ამბროსი მედიოლანელი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
marine |
![]()
პოსტი
#146
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მარხვა - ეტლია ზეცაში აღმყვანი."
წმ. ეფრემ ასური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სოფი |
![]()
პოსტი
#147
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაი
ერთმა სირიელმა მეუდაბნოემ ღირს მაკარის ყურძნის მტევანი მიართვა.მაკარი ქრისტიანული სიყვარულის სულით ცხოვრობდა და ყურძენი ავადმყოფ ძმას მიუტანა,რომელსაც ძალიან გაუხარდა წმიდა მამისაგან სიყვარულის ასეთი გამოხატვა და ღმერთს მადლობა შესწირა,მაგრამ იგი თვითონაც მოყვასის სიკეთეზე ზრუნავდა და ყურძენი სხვა ძმას მისცა,რომელიც იმასვე ფიქრობდა და,ამრიგად,ყურძენი მეოთხე ძმასთან აღმოჩნდა.ასეთი სახით ყურძნის მტევანმა მთელი მონასტერი მოიარა და ხელიდან ხელში გადასული კვლავ ღირს მაკართან მოხვდა.ღირს მამას სული სიხარულით აევსო ძმების მიერ ერთმანეთისადმი ასეთი სიყვარულის გამოვლინების გამო. -------------------- "Happiness only real when shared."
|
თამარი |
![]()
პოსტი
#148
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
თუ ძე ღვთისა ხარ, ეუბნებოდნენ იესო ქრისტეს იუდეველები, მაშინ ჩამოდი ჯვრიდან და გიწამებთ (მთ. 27, 40-42). სწორედ იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ ძე ღვთისაა. მან იწინასწარმეტყველა, რომ უნდა მოკვდეს ჯვარზე და ის კვდება. მართლაც ადამიანისთვის რაღაც განსაკუთრებული რამ იქნებოდა - ჩამოსულიყო ჯვრიდან და თავი გადაერჩინა: მაგრამ მხოლოდ ღვთისთვის არის ღირსეული და მხოლოდ მისთვის არის შესაძლებელი იზეიმოს ჯვარზე, ჯვრიდან მოიზიდოს მთელი სამყარო, დარჩეს ცოცხალი სიკვდილის შემდეგაც და სწორედ სიკვდილის მეშვეობით აჩუქოს ქვეყანას სიცოცხლე.
გსურს, ყოველდღე სასწაულს ხედავდე? - ყოველდღე იფიქრე ქრისტეს განხორციელებასა და ვნებებზე. წმიდა ტიხონ ზადონელი არა - პირველ დღეს, არა - სიკვდილისთანავე აღდგა უფალი, რათა ეკურთხებინა ჩვენი გზა საფლავისაკენ და იმედით გაენათლებინა ჩვენი საფლავები, - მეორე დღეს, შაბათსაც არ აღდგა იგი, რათა დაეცვა შაბათის უქმის სჯული და საფლავში ხანგრძლივი ყოფნით ყველა დაერწმუნებინა თავისი სიკვდილის ჭეშმარიტებაში და ამით აღდგომის დიდება განედიდებინა. და არც უფრო გვიან, ვიდრე მესამე დღეს, აღდგა უფალი, რათა თავისი მოწაფეები მეტად აღარ დაეტოვებინა მწუხარებასა და გაუგებრობაში, რათა მალე გაეხარებინა ისინი და დაემშვიდებინა. და თანაც, განა შეეძლო კი სიკვდილს დიდხანს ჰყოლოდა თავის ბორკილებში წყარო ცხოვრებისა? -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#149
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ნელსაცხებელთა და კეთილსურნელებათა გამყიდველთან მისული ადამიანი თვითონაც კეთილსურნელებით აღივსება. ასევე, კეთილმსახური ადამიანების გვერდით მყოფი ზოგჯერ შეუმჩნევლადაც ეჩვევა მათი სათნოების მიბაძვას
/წმიდა ანტონი დიდი/ აბა, წარმოიდგინე, რა საქციელი იქნება, მავანი ხელმწიფეს რომ ესაუბრებოდეს, ამ დროს ვიღაც მონამ დაუძახოს, მან კი მეფეს ზურგი შეაქციოს და იმ მონასთან დაიწყოს ლაპარაკი! აი ზუსტად ამგვარად იქცევა ის ადამიანიც, ვინც ღვთისმსახურების აღსრულებისას მავანთან საუბრობს, სხვა რამეზე ფიქრობს და საერთოდ გონებაგაფანტულია. /წმიდა ეფრემ ასური/ კეთილი იფიქრე ღვთის წინაშე და ყველა კაცისათვის კეთილი განიზრახე /წმიდა აბბა თალასე/ ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი - ოქროი რჩეული /გიორგი მერჩულე/ დედაკაცი ბურჯი იყო ჩვენი მამულისა და მამაკაცი ზღუდე-გალავანი. /წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)/ როცა ადამიანი მტრობაშია, ღმერთი მის ლოცვას არ იღებს. /ოპტინელ მამათა რჩევები/ გონება არის ძალზედ მშვენიერი რამ და მასში ჩვენი ის ძევს, რაც შემოქმედი ღმერთის ხატად და მსგავსად შეგვქმნის. /წმიდა ბასილი დიდი/ ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცდურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი. /წმიდა ეფრემ ასური/ ზღვაში ჩაგდებული ქვა უმალ გაუჩინარდება და ვერავინ დაინახავს მას. ასევე ჩვენი ცოდვებიც ჩაიძირება ღმერთის უსაზღვრო მოწყალების უფსკრულში და სრულიად განქარდება ზეციური მართლმსაჯულების თვალისათვის, ოღონდ კი გულწრფელად მოვინანიოთ ისინი. /წმიდა ეფრემ ასური/ ამაო საუბრის აყოლა პირდაპირი გზაა უჯერო საქმეებისაკენ. /წმიდა ანტონი დიდი/ თუ ადამიანი ჯიუტად დგას თავის შეხედულებაზე, თუნდაც მართალი იყოს, ბოროტისაგანაა შეპყრობილი; თუ ის ასე იქცევა ტოლებთან საუბარში, შეიძლება უხუცესთა მხილებამ განკურნოს; თუკი უფროსებთან და მასზე ჭკვიანებთანაც იმავეს იქმს, ეს ცოდვა კაცთაგან განუკურნებელია. /წმიდა იოანე სინელი/ მპარავს სძულს მზე, ამპარტავანს - სიმშვიდე და სიმდაბლე /წმიდა იოანე სინელი/ სიმდაბლეს აჩვენებს არა ის, ვინც დაითმენს, არამედ ის, ვინც დაითმენს და არც სიყვარული მოაკლდება მაჭირვებელთა მიმართ. /წმიდა იოანე სინელი/ "როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე" /ნეტარი ავგუსტინე/ -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#150
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ამპარტავანი მონაზონი მრავლისმეტყველი და მოპაექრეა, ხოლო მდაბალი ყველანაირად მშვიდი და უტყვია
/წმიდა იოანე სინელი/ ამპარტავნება სულის სრული სიღატაკეა, რადგან სიზმარსა და წყვდიადში თავს მდიდრად წარმოიდგენს, მაგრამ როდესაც გაიღვიძებს და ნათელს იხილავს, მაშინ მიხვდება რომ პურიც კი არ ჰქონია. /წმიდა იოანე სინელი/ ყველას ვისაც თავის გამოჩენა სურს, პატივმოყვარეა, მის მარხვას ჯილდო არ მოჰყვება, ლოცვას - სარგებელი, რადგამ ორივეს ადამიანებისაგან საქებრად აღასრულებს /წმიდა იოანე სინელი/ როდესაც გაიგებ რომ მეგობარი აუგად გახსენებს, მაშინ მის მიმართ სიყვარული გამომაჟღავნე /წმიდა იოანე სინელი/ არსებობს ასეთი მატლი, რომელიც გაზრდის შემდეგ ფრთებს გამოისხამს და მაღლა აფრინდება; ხოლო როდესაც პატივმოყვარეობა უმაღლეს საძომს მიაღწევს, იგი ყოველგვარი ბოროტების საწყისი ხდება. /წმიდა იოანე სინელი/ ვინც ამბობს, უფალი მიყვარსო, მოყვასი კი სძულს, იმ კაცს ჰგავს, რომელიც სიზმარში მირბის /წმიდა იოანე სინელი/ -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
nini1 |
![]()
პოსტი
#151
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი მას, ვინც თავი მოიძულა ღმერთის სიყვარულისთვის.
ყურადღება და ლოცვა, მუდამ ერთმანეთთან შეერთებულნი, ელიას ცეცხლოვანი ეტლის მსგავსად ცად აღამაღლებენ მას, ვისაც ეს ორი სათნოება აქვს. ზეცათა სასუფეველი არც საჭმელია და არც სასმელი, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმინდის მიერ.ოღონდ ამაო არაფერი ისურვო, ღმერთის ბოძებული კი ყველაფერი კარგია:ქალწულებაც დიდებულია და მარხვაც საჭიროა სულიერ და ხორციელ მტერთა საძლეველად; ასევე ქორწინებაც აკურთხა ღმერთმა, როდესაც თქვა:,,აღორძინდით და განმრავლდით,, (დაბ.1,28) ეგაა ეშმაკი ყველაფერს ურევს. ღირსი სერაფიმე საროველი -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
marine |
![]()
პოსტი
#152
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როგორ უნდა სთხოვო უფალს ტაძარში სხვებთან ერთად: -"მომეცი, უფალო!", როდესაც თვითონ არ აძლევ ღატაკებს მაშინ, როცა ეს შეგიძლია?
როგორ იტყვის შენი ბაგეები - "შეისმინე ჩემი, უფალო!", როდესაც თვითონ არ გესმის ღატაკის ან, უფრო სწორად, იესო ქრისტესი - ამ ღატაკში, რომელიც შენ გიხმობს?" წმიდა ტიხონ ზადონელი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თამარი |
![]()
პოსტი
#153
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
მტრები უდიდეს კეთილისმყოფელებად უნდა მივიჩნიოთ და მათთვის უფრო მეტად უნდა ვილოცოთ, ვიდრე - ჩვენი კეთილისმყოფელებისთვის, რადგან კეთილისმყოფელი, რომელიც დროებით სიკეთეს მოგვაგებს, საკუთარ თავს მეტ სიკეთეს უკეთებს, რადგან უფლისაგან მარადიულ საზღაურს იმზადებს; მტრები კი, შესაძლოა, საკუთარი მარადიული ცხოვრების დაკარგვით ჩვენი ცხონების საქმეს აღასრულებენ, რომ განწმენდენ ჩვენს ცოდვებს მათ მიერ მიყენებული მწუხარებებით და თავიანთი დევნით თითქოს ძალით გვიბიძგებენ ზეციური სასუფევლისკენ, საკუთარ თავს კი ჯოჯოხეთის საფრთხეს უქმნიან. როგორ არ ვიყოთ მათი მადლობელნი, როგორ არ ვილოცოთ მათთვის, რათა უფალმა დაიფაროს და შეიწყალოს ისინი!
სქიმონაზონი ზოსიმე -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
marine |
![]()
პოსტი
#154
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა გაჭირვებულს რაიმეს აძლევ, შენი სახის მხიარული გამომეტყველება უნდა უსწერებდეს შენს მიერ მიცემულს, მისი მწუხარება კი კეთილი სიტყვებით ანუგეშო."
წმ. ისააკ ასური -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თამარი |
![]()
პოსტი
#155
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
არავინ გვაყენებს იმდენ ტკივილს, რამდენსაც სულში მყოფი ვნებები. ყველა სხვა უბედურება გარეგნულად მოქმედებს, ესენი კი შიგნით იბადებიან; სწორედ მისგან იშვება განსაკუთრებულად დიდი ტანჯვა. მთელმა სამყარომაც რომ გაგანაწყენოს, ჩვენ თუ არ გავანაწყენეთ საკუთარი თავი (რომელიმე ვნებისადმი მორჩილებით), ჩვენთვის სიმძიმე არ იარსებებს.
წმიდა იოანე ოქროპირი ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი - სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისაგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრინველებისათვის სრულიად დაუცველი დატოვა. ნეტარი ავტუსტინე ვნებები ერთმანეთს ჯაჭვის რგოლებივით მოსდევენ. ამბა ისაია -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
marine |
![]()
პოსტი
#156
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. იგი შეიძლება ზეცამდე ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. ამის გარანტია კი ის არის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა სწორად.
სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი." ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თამარი |
![]()
პოსტი
#157
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 ![]() |
დაე, ყველა მლანძღავდეს, ოღონდ სინდისი მაქებდეს.
სინდისის წინააღმდეგ შეცოდებას სიკვდილი გერჩიოს. ბოროტი სინდისი ყოველგვარ შეურაცხყოფაზე მეტად შეურაცხყოფს და ყოველგვარ მტანჯველზე მეტად ტანჯავს ადამიანს. წმ. ტიხონ ზადონელი მხოლოდ მათ არ ასამართლებს სინდისი, ვინც მიაღწია სათნოებათა ან მანკიერებათა მწვერვალს. ამბა თალასი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
ilarion90 |
![]()
პოსტი
#158
|
gu ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 12-November 06 მდებარ.: gjuiygugtuihj წევრი № 456 ![]() |
ადამიანი რომელსაც სიზმრების ჯერავს გავს კაცს რომელიც საკუთარ ჩრდილს მისდევს და მის დაჭერას ლამობს
წმ.იოანე სინელი -------------------- ![]() |
ioane_tornike |
![]()
პოსტი
#159
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 9-May 07 წევრი № 1,872 ![]() |
mogesalmebit yvelas.mixaria aseti saintereso temebze saubrebi
surati rogor davayeno? |
marine |
![]()
პოსტი
#160
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყველას ნუ გაუმხელ შენს გულისნადებს, მხოლოდ იმას მიენდე, ვისაც შენი სულის განკურნება შეუძლია.
წმ. ანტონი დიდი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი