IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

49 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ
xornabujeli
პოსტი Jan 30 2008, 05:12 PM
პოსტი #201


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



-სხვათა შორის დღეს არის, წმ. ანტონი დიდის ხსენება,შეგვეწიოს მისი მეოხებაც ღვთის წინაშე და დაესწარით მრავალს.

წმინდა ანტონი დიდი:
თუ რამდენად უნდა გათანგოს სხეული სულის ხსნისათვის მოსაგრემ, ამაზე წმიდა ანტონი მიუთითებჰს თავის ზოგად სწავლებაში ღვაწლთათვის, აგრეთვე თავის „სწავლებაში ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის“ სადაც გულისთქმისა და ბოროტ ვნებათა აღვრის მიზეზებს ჩამოთვლის, რომელთა შორის ერთ-ერთია სხეულის ზედმეტი დანაყრებაც საზრდოთი. მამა ანტონი გვასწავლის, რომ გულისთქმათა და ბოროტ ვნებათა წინააღმდეგ ქმედითი საშუალებაა სხეულის გათანგვა და გამოფიტვა პირველ ყოვლისა მარხვის ღვაწლით. მამა ანტონიმ მცნებად დაგვიდო მეტად მკაცრად მოვეპყრათ ხოლმე საკუთარ სხეულს, და ჰგმობდა ყოველგვარ ხორციელ სიამეთ. ამიტომაც იყო, რომ იგი არ იწონებდა ყოველგვაარ ხორციელ სიამეთ. ამიტომაც იყო, რომ იგი არ იწონებდა იმ მონაზონთა საქციელს, რომლებიც აბანოში დაიარებიან. ჩვენი წმიდა მამებიო, - უთხრა მათ, - პირსაც კი იშვიათად იბანდნენ, ჩვენ კი საერთო აბანოებში დავიარებით და ამით სხეულს ვაამებთო.

სხეულის დაურვების შემდგომ წმიდა ანტონი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ენის აღვირახსმას. ამ ღვაწლს, ბაგეთა დაბეჭდვას, იგი ერთ რიგში აყენებდა მწირობასთან, რადგან ასე ამბობდა: ჩვენი მწირობა იმაში მდგომარეობს, რომ დახშული გვეპყრას ჩვენი ბაგენიო.

ის ადამიანები კი, რომელნიც ყველაფერს ამბობენ, რაც კი აზრად მოუვათ, უჭიშკრო ეზოს ჰგვანან, სადაც ყველას შეუძლია შევიდეს, ბაგასთან თუ საქონლის სადგომთან მივიდეს, იქ დაბმული სახედარი ახსნას და წაიყვანოს. ეს გამონათქვამი თუმცა კი წმიდა ანტონის არ ეკუთვნის, მაგრამ მისი თანდასწრებით ითქვა, და, რა თქმა უნდა, მოწონებულ იქნა მის მიერ.

არასოდეს მისცე თავს ნება, კაცობრივი მეგობრობის გულისთვის გარდახდე საღმრთო მცნებებს.
წმ. ანტონი დიდი


არ არსებობს არანაირი ბოროტება, არავითარი უბედურება ან გასაჭირი, რომელიც ცოდვაზე უფრო დამღუპველია.
ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი

მკვლელი სულს და სხეულს აშორებს ერთმანეთს, ცოდვა კი სხეულსაც ღუპავს და სულსაც.
ცოდვა სულს მშვიდობას უკარგავს, გონებას - ნათელს, სხეულს - უხრწნელებას, მიწას - კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას - სიკეთეს. ის იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს ასახლებს, ხოლო ამთავრებს იმით, რომ ადამიანს ასახლებს ჯოჯოხეთში.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა. დიდია თუ პატარა, ცოდვა ცოდვაა. პატარ-პატარა ცოდვებს ჩვენთვის მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე ერთ დიდ ცოდვას, ვინაიდან პატარა ცოდვა შეუმჩნეველია და მის გამოსწორებაზე არ ვზრუნავთ. დიდი ცოდვა კი „მუდამ თვალწინაა“ (ფს. 50)
ათონელი ბერი იოილი

ტკბილია ადამიანისთვის ცოდვა, მაგრამ მწარეა მისი ნაყოფი.
ცოდვა ცოტა ხანსაა ტკბილი, ხოლო მწარეა დიდხანს.
წმ. დიმიტრი როსტოველი

მომავალ ცხოვრებაში ყველა გავიგებთ ერთმანეთის შესახებ: ვინ დაისჯება და ვინ დაჯილდოვდება. გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენი ცოდვა გაცხადდება. თუ ჩვენ ამაზე ხშირად ვიფიქრებთ, ნაკლებად შევცოდავთ.
წმ. იოანე სინელი

ერიდე ადგილებს, სადაც შესაძლოა დაეცე, რაგდან, როცა ვერ ხედავ აკრძალულ ხილს, არც ისე ძალიან გინდება იგი.
წმ. იოანე კიბისაღმწერელი

იოლად დაცემას არ მიეჩვიო. რადგან ყოველი დაცემისას ხულის ზღუდე ირღვევა და მტრისათვის შესვლა იოლდება მანამ, სანამ დამარცხებული მთლიანად ტყვეობაში არ აღმოჩნდება.
ბერი იოსებ ათონელი

არ არის ამ ქვეყნად უფრო დიდი გამარჯვებული, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს და საკუთარ ვნებებზე ბატონობს.
წმ. ტიხონ ზადონელი


ბევრად უფრო ადვილია გარეშე მტრის დამარცხება, ვიდრე საკუთარი თავისა. ადამიანს არ ჰყავს საკუთარ თავზე უფრო დიდი მტერი.
წმ. მარკოზ მოღვაწე


ვინც თავის გრძნობებზე მბრძანებლობს, სიმშვიდეში ატარებს ცხოვრებას.
აბბა ისაია

არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძებო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენ სხეულში, შენ სულში, შენს სამშვინველში.
წმ. ნილოს სინელი


თავიდან ცოტათი მაინც რომ დავატანოთ ძალა თავს, შემდეგ ყველაფრის იოლად და სიხარულით კეთებას შევძლებდით.
სათნოების ღვაწლი დიდია, ჯილდო კი უფრო დიდი და უფრო მაღალი, ვიდრე ეს ღვაწლი.
გინდა უშრომელად აკეთო სიკეთე? თქვი, რომ შრომა დროებითია, ხოლო ჯილდო - მარადიული.
წმ. ნილოს სინელი

ადამიანის სული ამქვეყნად დინების საწინააღმდეგოდ მიმავალ გემს ჰგავს: ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და თუ ძალას არ იხმარს გზის გასაგრძელებლად, ისევ უკან წაიღებს დინება.
თუკი ჩვენს ძალებს კეთილი საქმეების გასაკეთებლად არ მოვიხმართ, აუცლებლად რაიმე ცუდისკენ მივიდრიკებით: მსგავსად იმისა, თუ მდინარეში ვცურავთ, ან დინების საწინააღმდეგოდ მივიწევთ წინ, ან დინებას უკან მივყავართ.

მტკიცედ მოზღუდე გრძნობათა ორგანოები: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება და ქრისტეს მადლს მოიხვეჭ.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი


ცრემლი ყველას განწმენდს ცოდვათაგან, მაგრამ ცრემლი ღვაწლით მიიღწევა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

ბოროტებით მოპოვებული ბოროტებაში იხარჯება.
თუ ცუდი საქმით მოგებას იღებ, ეს უბედურების საწინდრად ჩათვალე.
ხერსონელი მთავარეპისკოპოსი ინოკენტი


ვინც რითი სცოდავს, უმეტესწილად იმითი ისჯება. შეცოდა ზაქარიამ ბაგით, ბაგითვე დაისაჯა (ლუკა 1, 20). ასეთია ღვთის სამართალი!
ხერსონელი მთავარეპისკოპოსი ინოკენტი

ცოდვის მონა ადამიანს ჰგავს, რომელიც მაღალი მთიდან ჩამოდის: თავიდან ჰორიზონტი ფართოა, ბევრი სანახაობაა თვალწინ, ბევრი ბილიკია ფეხქვეშ, მაგრამ რაც უფრო ქვემოთ ჩამოდის, მით უფრო ვიწროვდება ჰორიზონტი, ნაკლებია სანახაობა. ბოლოს კი ერთი ბილიკი რჩება, რომელსაც უფსკრულისკენ მიყავს იგი.
ხერსონელი მთავარეპისკოპოსი ინოკენტი


დამნაშავემ, ერთი შეხედვით, რა კარგადაც არ უნდა აიცილოს სასჯელი ჩადინილი დანაშაულისათვის, მუდამ თან ატარებს მას.
მელიტოპოლის ეპისკოპოსი კირილე

გინდა, რომ უფალმა დაფაროს შენი ცოდვები? – ნუ გამოუცხადებ ადამიანებს შენს კეთილ საქმეებს.
წმინდა ბარსანუფი დიდი


რაც ნაკლებად თვლიან თავს ცოდვილად, მით მეტად ცოდვილნი არიან.
წმინდა იოანე ოქროპირი


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 11 2008, 12:00 PM
პოსტი #202


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ღირსი მამა ეფრემ სირიელი (PREPODOBNI JEFREM SIRIN)

-ნუ მოუსმენ იმათ რჩევებს, ვისაც საკუთარი თავი კუჭისა და სხეულის მონა გაუხდია.

-ვინც სხვას განიკითხავს, საკუთარ თავს ვნებს, მასში იმკვიდრებს სიძულვილი და რისხვა, ასეთი კი სამართლიანად მიიჩნევა ძმისმკვლელად.

-ნუ მისცემ შენს გულს ჭმუნვის უფლებას, არამედ უფალში ეძიე ნუგეში.

-პატივმოყვარეობა სულის დაავადება და ვერაგი ვნებაა.



ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერი

-სანამ ცოდვით დავეცემით, მანამდე დემონები შეგვაგონებენ, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა.

-როგორც წყალს შეუძლია წაშალოს ნაწერი, ასევე ცრემლსაც შეუძლია წაშალოს ჩვენი ცოდვები.

-ამპარტავნება სულის უკიდურესი სიდუხჭირეა, რომელიც თავის უკუნეთში სიმდიდრედ გვაჩვენებს თავს.

-ბევრი ჩვენგანი თავს ცოდვილს უწოდებს, იქნებ მართლაც ასე მიაჩნიათ თავი,მაგრამ მხოლოდ დამცირების დათმენა ზომავს გულის მდგომარეობას.

- სულიერ დანაშაულთა შორის ამპარტავნებაზე საშიში არაფერია.

წმინდა ანტონი დიდი

-ნურასოდეს ნუ იქნები დარწმუნებილი საკუთარ სამართლიანობაში, გულწრფელად ნანობდე წარსულ ცოდვებსაც კი, მოთოკე ენა, გულისთქმა და კუჭი.

- სიამაყემ და ქედმაღლობამ ეშმაკი ციური სიმაღლიდან უფსკრულში ჩამოაგდო, სიმშვიდე და მორჩილება კი ადამიანს მიწიდან ციურ სიმაღლეზე აიყვანს.

-თუ ვინმე მდუმარების ღვაწლით ცხოვრებას გადაწყვეტს, დაე, ნუ იფიქრებს რომ მადლიანია,სანამ გულითაც მდუმარე არ იქნება.


ღირსი ბერი აბა ისაია (PREPODOBNI STARAC AVA ISAIJA)

-კაცთა დიდების სიყვარული სიცრუეს ბადებს, ხოლო მორჩილებით საკუთარი თავის დამცირება კი გულში ბადებს უფლის შიშს და სიყვარულს.


აბა ევაგრია (AVA EVAGRIJE)

-ფრთხილად იყავი, განრისხებულმა უცებ რომელიმე ძმა არ განდევნო, ამის გამო მთელი სიცოცხლე ვერ გაექცევი დარდის დემონს, რომელიც ლოცვის დროს მუდამ გაფანტავს შენს ყურადღებას შენი ამ საქციელის წარმოჩინებით.

-ვნებათაგან მოცილების უმთავრესი ნიშანია საკუთარი გონების სინათლის დანახვა, როცა ოცნებებთან მიმართებაში ძილშიც კი სიმშვიდე იმკვიდრებს , როცა ადვილად და სამართლიანად აღიქვამ გარემოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 18 2008, 10:51 PM
პოსტი #203


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



გიორგი მთაწმინდელი საკუთარ თავზე.
რამეთუ ესოდენ შორს ვარ სიწმიდისა მისისაგან, ვითარცა ცაჲ ქუეყანისაგან და ვითარცა აჩრდილი მსგავსებისაგან კაცისა.
როგორი თავმდაბლობაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Feb 19 2008, 05:22 PM
პოსტი #204


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"თავს ვჭვრეტ ადამიანად , რომელიც ყელამდე მწვირეშია ჩაფლული , და ბაგეებიღა მოუჩანს , რათა ხმობდნენ "უფალო , შემიწყალე მე ! "
წმ. პიმენ დიდი


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Mar 21 2008, 03:49 PM
პოსტი #205


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა."



იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება."


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
makiki
პოსტი Mar 26 2008, 06:20 PM
პოსტი #206


makiki
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,779
რეგისტრ.: 29-January 08
მდებარ.: Tbilisiii
წევრი № 3,797




ეს ცხოვრება დროის მარადისობაში ერთი წარმავალი წუთია და მხოლოდ მზადება იმ დიდი ცხოვრებისათვის,რომელიც თითოეული ჩვენგანს ელოდება.

სახარებაში ვკითხულობთ,რომ სასაუფეველი ღვთისა იძულებით მოიპოვება,რაც ამას ნიშნავს,რომ თავისით არ მოდის. ადამიანმა საკუთარი თავი უნდა აიძულოს,ბოროტების ნაცვლად სიკეთე აკეთოს,ილოცოს,იმარხულოს,შეიყ
აროს,ვინც სძულს.


--------------------
წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.

ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება
პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება
ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას
გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kh@tia
პოსტი Mar 28 2008, 04:26 PM
პოსტი #207


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 123
რეგისტრ.: 28-March 08
წევრი № 4,349



,,ცხონების მთელი საიდუმლო,სიმდაბლეშია".

"ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი,საძაგელი ხარ უფლის წინაშე."
არქიმანდრიტი გაბრიელი


--------------------
აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და
მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Apr 2 2008, 12:40 PM
პოსტი #208


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ღმერთზე


მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია) ეკლესიასა და ცხონებაზე ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
წმ. კიპრიანე კართაგენელი

გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
წმ. ეფრემ ასური

ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
წმ. სერაფიმე საროველი

ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
წმ. იოანე ოქროპირი

უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი

შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
წმინდა იოანე ოქროპირი

ქრისტიანმა სულის ხსნა თავის ერთადერთ, უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს, ყველაფერი დანარჩენი კი საშუალებებად ამ მიზნის მისაღწევად.
ყველა ამქვეყნიური საქმე, რა მნიშვნელოვანი და დიდიც არ უნდა გვეჩვენოს, წვრილმანი საქმიანობაა. უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ყველა საქმეთა შორის ჩვენი ხსნა უნდა იყოს.
მღვდელი აბრამ ნეკრასოვი

ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოფენ, მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგან ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.
წმ. იოანე ოქროპირი

ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა ნეტარებისაკენ, ანუ როგორც ზოგჯერ უწოდებენ – ბედნიერებისაკენ. ოღონდ ბედნიერება ესაა ნეტარება წუთიერი, ხოლო ნეტარება კი ბედნიერებაა მარადიული. გზა ნეტარებისაკენ წარემართება ღვთიურთა მცნებათა აღსრულებით.
წმინდა იოანე ოქროპირი

ცათა სასუფეველი არ მოვა, თუ არ შევქმნით ცათა სასუფეველს ჩვენში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცეცხლოვან გეენიაზე. მრავალი ადამიანისათვის უკვე დადგა ჯოჯოხეთი.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ცხონების საქმეს ვერ იქმ ქრისტეს გარეშე, ქრისტე კი ვერ იქმს შენს გარეშე.
წმინდა ფილარეტ მოსკოველი

როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი რწმენასა და ურწმუნოებაზე არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს.
სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.
ნეტარი ავგუსტინე

ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ.
მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი

ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.
მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე უნდა იცხოვრო არა „იოალად“, არამედ მთელი ძალების, როგორც ფიზიკურის, ისე სულიერის, შესაძლო დაძაბვით. ვხარჯავთ რა მაქსიმალურ ძალებს, ჩვენ როდი „ვითანგავთ“ თავს, არამედ განვამრავლებთ წყაროს ძალებისას.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

ჩვენ ან მოწყენით ვიყურებით წარსულში, ან მომავალს ველოდებით, თითქოს სწორედ მაშინ უნდა დაიწყოს ნამდვილი ცხოვრება. აწმყო კი, ანუ ის, რაცაა სინამდვილეში ჩვენი ცხოვრება, სწორედ ამ უნაყოფო დინებასა და ოცნებებში გადის.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმასზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.
წმ. ნიკოლოზ სერბი

გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი.
მიტრპოლიტი ფილარეტი

სიკვდილი არ მოგვიცდის, სანამ ჩვენ მის შესახვედრად მოვემზადებით.
მიტრპოლიტი ფილარეტი

იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შინ, არამედ იმაზე, რომ შენც მალე შეუერთდები მას.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი

როცა დასაძინებლად მოემზადები, გაიხსენე სიკვდილი, რომლის სახე და წინკარია ძილი.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

სიკვდილი საშინელებაა ადამიანისათვის, მაგრამ მორწმუნეს არ ეშინია, როგორც მფრინავ არსებებს არ ეშინიათ უფსკრულებისა და დაცემის.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

თუ შესაძლებელია, განუწყვეტლივ ვიგონებდეთ სიკვდილს, რამეთუ ამ ხსენებისაგან იბადება განშორება ამქვეყნიური ამაო საზრუნავისაგან და განუწყვეტელი ლოცვა, მიუკერძოებლობა სხეულისადმი და სიძულვილი ცოდვისადმი და სიმართლე რომ ვთქვათ, თითქმის, ყველა ცოცხალი და ქმედითი სათნოება მისგან იღებს სათავეს. ამიტომაც, თუკი შესაძლებელია, ამას ვიქმოდეთ ისევე განუწყვეტლივ, როგორი განუწყვეტელიცაა სუნთქვა.
ღირსი ისიხი ქორიბიტი

ამ ცხოვრების დასასრულს, ვფიქრობ, უსამართლოდ უწოდებენ სიკვდილს, არამედ უფრო სწორი იქნება სიკვდილისაგან თავდახსნა ვუწოდოთ, ხრწნილებისაგან განთავისუფლება, მონობის დასასრული, მღელვარებათა შეწყვეტა, ბრძოლათა აღკვეცა, წყვდიადიდან გამოსვლა, მოსვენება შრომათაგან, თავშეფარება სირცხვილისაგან, გაქცევა ვნებათაგან და საზოგადოდ რომ ვთქვათ – იგია სამანი ყოველთა ბოროტებათა... შეუპოვრად იბრძოდნენ რა წმინდანები ამა სოფელთან და ხორცთან და აქედან მომდინარე ყველა ბოროტებასთან... დაუზიანებლად შეინარჩუნეს ღირსება საკუთარი სულისა.
მაქსიმე აღმსარებელი

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან.
ეფრემ ასური

ამაოდ ევედრება დავით მეფე უფალს, აუწყოს დღენი ცხოვრებისა მისისანი. ყოვლადსახიერი და ყოვლადბრძენი განგება არ გვაძლევს ამ საშიშ ცოდნას, რათა უკანასკნელი დღის არცოდნით სასოწარკვეთილებისაგან იხსნას ისინი, ვინც მასში აღმოჩნდებოდნენ თუ რომ სცოდნოდათ თავისი აღსასრული და, მეორეს მხრივ, ზედმეტი თვითდაჯერებულობისაგან ათავისუფლებს იმათ, ვინც შორეულად მიიჩნევდნენ თავისი სიკვდილის დღეს – თითოეულ მათგან კი აიძულებს იფხიზლოს და დაუზარელად აღასრულოს თავისი მოვალეობა.
ნეტარი ავგუსტინე სულიერ მოძღვარზე სულიერი მამობა ესაა სხვათა უბედურებათაგან შეიკრიბო საკუთარი მწუხარებანი
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

თუ მოძღვარი უღირსად ცხოვრობს და იმას არა იქმს, რასაც ასწავლის, შენ არ მისცემ უფალს პასუხს ამისთვის. შენ რაჲ, თუ ის ცუდად ცხოვრობს? იგი თვით მისცემს პასუხს და დაისჯება. მოძღვარი ისეთივე სუსტია, როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი და ამიტომ არცაა გასაკვირი, თუ სცოდავს, როგორც ადამიანი. ამისთვის გმართებს მისთვის ლოცვა, რათა გამოსწორდეს; ეს ყველას სარგებლობას მოუტანს. თუ სწორად ასწავლის და შეუფერებლად ცხოვრობს, შეხედე – უსმინე მოძრვრებს და ნუ მიბაძავ მათ, თუ ცუდად ცხოვრობენ. ასე ურჩია ქრისტემ მწიგნობრებსა და ფარისევლებზე: ყოველსა უკვე რაოდენსა გვეტყოდიას თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან (მათე 23, 2-3)
ტიხონ ზადონელი

მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მისთვის, რათა გააძლიეროს იგი ღმერთმა და განამტკიცოს. კეთილდღეობა სახლისა ოჯახის წინამძღოლზეა დამოკიდებული, მხედრის წარმატება – მხედართმთავარზე, კეთილი ნაოსნობა – მესაჭეზე. მაშ, ილოცე, რათა მოძღვარი იყოს ბრძენი და კეთილი, და ქრისტეს სამწყსოც იქნება კეთილწარმატებული.
ტიხონ ზადონელი

ნუთუ შენ უარყოფ და უპატიოდ გაისტუმრებ მეფის მიერ მოგზავნილ მსახურს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ძველი, ჭუჭყიანი შესამოსელი აცვია და დიდებული ეტლით არ მოსულა შენთან, არამედ ფეხშიშველი გამოგცხადებია და ასე მოურთმევია შენთვის ხელმწიფის წერილი, მისი ანდერძი, რომლითაც მეფე მთელს თავის სამეფოსა და სამკვიდრებელს სწორედ შენ გიანდერძებს?! ნუთუ ყოველივე ამაზე უარს იტყვი მხოლოდ იმის გამო, რომ მეფის მსახური არ მოგეწონება და უღირსად მიიჩნევ მას?! რა თქმა უნდა, ასე არ იქმ, მეტიც, დიდის პატივითაც მიიღებ უაღრესი სიხარულის მომტან მსახურს, და სწორიც იქნები. ხოლო თუ ასე არ მოიქცევი, იცოდე, რომ მეფის უდიდესი რისხვა დაგატყდება თავს და სასტიკად დაგსჯის! თუ ასეა ქვეყნიური მეფის გამო, რატომ უგულებელსყოფ ზეციური მეუფის ანდერძს, მომადლებულს შენთვის, რომელშიც იგი თავის ძედ, მემკვიდრედ გაცხადებს და ზეციურ სამარადისო სამეფოს გაძლევს სამემკვიდროდ დაუსრულებელი საუკუნეებისათვის, და უგულებელსჰყოფ იმის გამო, რომ მისი მსახური უღირსად ჩაცმული და უდიერი გეჩვენება! განა იქნება ამაზე მეტი უგუნურება?!...
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ჩვენ მოძღვრებისაგან გაცილებით მეტად ვართ დავალებულები, ვიდრე ჩვენი ხორციელი მამებისაგან, რომლებიც ჩვენ ამ ქვეყნისა და ამ ქვეყანასთან ერთად საცხოვრებელად გვაჩენენ, ხოლო ისინი კი - ზეცისა და ღმერთთან ერთად მარადიული ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი

მღვდელბს, განურჩევლად ყველას, პატივი მიაგე, ხოლო კარგების რჩევას მიჰყევი.
წმ. ნილოს სინელი

თუკი არ იცი მღვდელი ღირსია თუ არა მღვდლობის ხარისხის, ნუ მოიძულებ მას. ქრისტეს მცნების გამო როგორც ოქროს ვერ მოაკლებს ბრწყინვალებას ჭუჭყი, კიდევაც რომ დაფაროს იგი, როგორც სუფთა მარგალიტს ვერაფერს ავნებს უსუფთაო და უკეთური საგნების შეხება, ამის მსგავსად მღვდლობა არ იბილწება ადამიანისაგან, კიდეც რომ არ ყოფილიყო ის მღვდლობის ღირსი ხარისხის მიღების დროს.
წმ. ეფრემ ასური

ღმრთის წყალობა ისეთი არაა, რომ მღვდლის სათნოებებზე იყოს დამოკიდებული.
წმ. იოანე ოქროპირი

როდესაც მრევლი ზოგიერთ მოძღვარს ხედავს, რომელიც თავისი საქციელით არ შეესაბამება თავის ხარისხის ღირსებას, შფოთდება და ორჭოფობს, არის კი ნამდვილად ღმრთისმსახურება ის, რასაც ეს მოძღვრები ასრულებენ? ასეთი ერისკაცების დასამშვიდებლად და სანუგეშოდ წმიდა იოანე ოქროპირის ნათქვამს მოვიტანთ: „მღვდელი მხოლოდ პირს აღებს, დანარჩენს კი ღმერთი აღასრულებს“ - ჭეშმარიტია წმიდა ოქროპირის შენიშვნა! მთესველი ხანდახან ჭუჭყიანი ხელით თესავს მარცვალს, მაგრამ ამის მიუხედავად ღმრთის კურთხევით მინდვრები მდიდარ მოსავალს იძლევა.
ნოვგოროდის ეპისკოპოსი იაკობი

წმიდა მოძღვრება არ კარგავს თავის სიწმიდეს იმით, რომ ცოდვილი ბაგეებით იქადაგება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

როდესაც სასარგებლო სიტყვა გესმის, ნუ განსჯი მას, ვისგანაც გესმის, რომ არ მოიკლო სასარგებლო სწავლება.
აბბა თალასე ბერ-მონაზვნობაზე მონაზვნები არა მხოლოდ ფარნები არიან, ქუჩაში რომ ანათებენ, რათა ხალხმა არ წაიბორძიკოს, არამედ შორ კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდლამდე აღწევენ.
ბერი პაისი ათონელი

ვისთვისაც ცნობილია ანგელოზებრივი სახის დიდი ღირსება, ის სხვა წოდებას არ ესწრაფვის, თუ ნამდვილი მონაზონი გახდები, სულიერი სიხარული გექნება, როგორც მიწაზე, ასევე ცაში.
ბერი პაისი ათონელი

როცა მონაზონი ქრისტეს გულისათვის უარს ამბობს ადამიანების ნახვაზე, მაშინ ის ხედავს მრავალ ადამიანს და ღვთაბრივი სახით ლოცვით შეეწევა მათ იმ საქმეებში, რომელთა შესრულება ადამიანური საშუალებებით შეუძლებელია.
ბერი პაისი ათონელი

მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწევიან სხვა ადამიანებს.
ბერი პაისი ათონელი

ათონელი წმინდა მამები, ისე როგორც ჩვენ, ადამიანები იყვნენ, ათონი კი, როგორც სხვა მთები, იყო ველური მთა, მაგრამ რადგან ჩვენი მამები მოშურნეობით იღვწოდნენ, თვითონაც განიწმინდნენ და მთაც განწმინდეს. ასე რომ, მას ახალ წმინდა მთა ეწოდება, ჩვენ კი თავს ვიწონებთ იმით, რომ მთაწმინდელები ვართ.
ბერი პაისი ათონელი

მონაზონი წუთისოფლიდან შორს მიდის არა იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სძულს, არამედ იმიტომ, რომ უყვარს და ამ გზით შეუძლია უფრო მეტად დაეხმაროს ლოცვებით იმ საქმეებში, რომელთა აღსრულებაც ადამიანთა ძალისხმევით შეუძლებელია და მხოლოდ ღმერთის ჩარევით აღესრულება. ასე მოდის ღმერთისგან ქვეყნის ხსნა.
ბერი პაისი ათონელი

მონაზვნები - დედა ეკლესიის „რადისტები“ არიან და, ცხადია, თუ ამა სოფლისგან შორს მიდიან, ამას მხოლოდ სიყვარულით აკეთებენ; ისინი „რადიოხარვეზებს“ გაურბიან, რომ უკეთესი კავშირი იქონიონ უფალთან და ქვეყანას უფრო გამოადგნენ.
უგუნურ მოთხოვნას, რომელსაც ზოგიერთი ეკლესიის მსახური აყენებს, ანუ მონოზონის საწუთროში დაბრუნებას, ზოგიერთი უგუნური ჯარისკაციც გამოთქვამს, როცა საბრძოლო რაზმს საფრთხე ემუქრება. ეს ჯარისკაცები მოითხოვენ, რომ რადისტმა რაცია დატოვოს და სროლებში მიიღოს მონაწილეობა. თითქოს მდგომარეობის ხსნა შეიძლებოდეს, თუ ორ შაშხანას კიდევ ერთი მიემატება. როცა რადისტი მთელი ხმით გაჰყვირის კავშირზე გასასვლელად: „იხსენით ჩვენი სული!“ და ასე შემდეგ, სხვებს ჰგონიათ, რომ იგი ამაოდ ყვირის, თუმცაღა გონიერი რადისტები არ უსმენენ მათ ლანძღვას და მთელი ძალისხმევით ცდილობენ კავშირზე გასვლას, შემდეგ კი დაუყოვნებლივ დახმარებას სთხოვენ გენერალურ შტაბს („მხსნელს“), და მაშინ მოდიან ავიაციის დიდი ძალები, ბრონირებული სატანკო დივიზია, ფლოტი და ამგვარად ხდება მდგომარეობის გამოსწორება, და არა ამ ერთეული ჯარისკაცის ბრძოლით. ზუსტად ასევე - მონაზვნების ლოცვების მეშვეობით მოქმედებენ საღმრთო ძალები, ჩვენ კი, ჩვენს დროში, როცა ბოროტებამ უაღრესად იმატა, დიდად ვსაჭიროებთ საღმრთო შეწევნას.
ბერი პაისი ათონელი

მონოზვნები, რომლებიც ადამიანთა სულების ხსნით არიან დაინტერესებულნი, უფრო სიყვარულუხვი მამები არიან, ვიდრე ხორციელი მშობლები და უფრო მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე ყველაზე მრავალშვილიან მამას, რამეთუ ყველა საღმრთო ქმნილებას ისინი თავიანთ შვილებად და ძმებად მიიჩნევენ და თანაგრძნობით ლოცულობენ, რომ თითოეულმა მათგანმა თავის დანიშნულებას მიაღწიოს - ღმერთთან მიახლოებას.
ბერი პაისი ათონელი

მშობლებმა ხელი არ უნდა შეუშალონ თავიანთ შვილებს, როცა მათ ღმერთი მონოზვნობისაკენ უხმობს, რამეთუ ეს მისია უაღრესად დიდია და იმაზე მეტია, რასაც თვითონ სწირავენ ღმერთს საკუთარი მისიით. ერისკაცები გარკვეულ დროს დადიან ეკლესიაში და ღმერთს დიდი ან პატარა სანთლის დანთებას აღუთქვამენ. მონოზონი კი ყოველღამ ფხიზლობს ეკლესიაში და მთლიანად საკუთარი თავი აღუთქვა ღმერთს; მისი სიყვარულით არის ანთებული, მას ადიდებს და მადლობას სწირავს როგორც თავისთვის, ასევე მთელი ერისთვისაც.
ბერი პაისი ათონელი

სადაც არ არის მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობა, იქ არც ეკლესიაა. ასევე წარმოუდგენელია ქვეყანა უჯაროდ და სამართლებრივი სახელმწიფო - უპოლიციოდ. ბერები იცავენ ეკლესიის საზღვრებს, იცავენ ეკლესიას მტრებისაგან, მათგან, ვინც, ამ ჩვენი მატერიალიზმის ეპოქაში, მგლებივით მიესივნენ ეკლესიას დასაგლეჯად.
ბერი ამფილოქე

ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - სინანულის ცრემლები.
ბერი იოილი აღსარებაზე მაინც რა უნდა ვთქვათ აღსარებაზე?! დაუსვი შენს თავს შეკითხვა: ჩემმა მეუღლემ, ჩემმა შვილებმა, ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა, ჩემმა თანამშრომლებმა რომ იცოდნენ ჩემი ესა თუ ის საქციელი, შემრცხვებოდა მათი? და რისიც შეგრცხვებოდა, სწორედ ის უნდა აღიარო.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

როცა აღსარებაზე მიდიხართ, თქვენი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა სხვისი.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა ჩენი ცოდვების აღიარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ.წმ.ეფრემ ასური

სინანულზე „სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.
თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
წმ. ტიხონ ზადონელი

ნუ იტყვი: „ხვალ“, იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია.
წმ. გრიგოლ დიოლოღოსი

ბედნიერია ის, ვინც სიბერეში მაინც მოასწრებს სინანულის ცრემლის ჩამოგდებას სიყრმის გატაცებების გამო.
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს.
აბბა ისაია

სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
წმ. ეფრემ ასური

ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
წმ. ეფრემ ასური

ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის.
წმ. ეფრემ ასური

ჩვენმა სინანულმა უნდა შეაღწიოს ჩვენი სულის სიღრმეში, შეძრას და სრულებით შეცვალოს იგი – აზრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით.

როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? – ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელს ქვეყანაზე ძვირფასია. ნუთუ არ იტირებ მისთვის?

საკუთარი არარაობის შეცნობა - ამაზე უნდა ვიფიქროთ არა თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ, არამედ ყოვლდღიურად, ყოველწუთიერად, სანამ სინანულის გრძნობა არ შეერწყმება ჩვენს არსებას, არ გაგვიჯდება ძვალსა და რბილში, არ გახდება ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილი; და როდესაც შევიძენთ ამ უხრწნელ საგანძურს, სიცოცხლის ბოლომდე თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას.
სქემიღუმენი საბა

რამდენს ვიტირებთ და ვინანებთ იმის გამო, რომ ამქვეყნად არ ვტიროდით და არ ვინანიებდით.
აბბა სტრატილატე

ხედვა თვისთა ცოდვათა და მისგან შობილი სინანული არის საქმე, რომელსაც მიწაზე დასასრული არა აქვს. ცოდვის ხედვით იბადება განმწმედი სინანული; თანდათანობით განწმედილი გონების თვალი იწყებს ადამიანის არსების ისეთი ნაკლოვანებებისა და დაზიანების ხედვას, რომელსაც ადრე თავისი დაბინდული გონებით სრულებით ვერ ამჩნევდა.
ღმერთო! მოგვანიჭე ხედვა თვისთა ცოდვათა, რათა ჩვენმა გონებამ ვეღარ დაინახოს ახლობელთა შეცოდებანი. მოგვანიჭე სინანულის უდიდესი ნიჭი, წინამორბედი და მშობელი საკუთარი ცოდვის ხედვის უნარისა, დაგვიცავი ამ მადლით შენსკენ მომავალ გზაზე და მოგვეც უნარი, მოგეახლოთ შენ...
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელა თავისი მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო. იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა, რადგან სადაც სინანულია, იქ ღვთისაგან შენდობა, მისი წყალობა და მადლია. სინანულის ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ განვწმენდთ, ესეც უფლის მადლითა და შემწეობით ხდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ვგრძნობთ, რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ ცოდვებს განვიცდით. ამიტომ ვევედრებით სულიწმიდას: „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა“.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სინანული რომ არ არსებობდეს, არც ცხონება იქნებოდა.
აბბა ისაია

ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა, იგი კეთილ გზას ადგას და შეუძლია, ცოდვათა მიტევების იმედი ჰქონდეს.
ნეტარი ავგუსტინე

ვიყოთ ნინეველნი და არა სოდომელნი, ვუმკურნალოთ ცოდვას, რათა ცოდვით არ აღვესრულოთ.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა.
წმიდა ისააკ ასური

ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.
წმიდა ტიხონ ზადონელი

უფალს ისე არ განარისხებს ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს შევიცვალოთ.
წმიდა იოანე ოქროპირი

ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს.
წმიდა ეფრემ ასური

გაფრთხილდი, რათა მაშინღა არ გაგახსენდეს სინანული, როცა სასოწარკვეთილებისთვისღა გექნება დარჩენილი დროცა და ადგილიც!
წმიდა ისიდორე პელუსიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი May 12 2008, 12:44 AM
პოსტი #209


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ამქვეყნიური ცხოვრების მიმტოვებელი კაცი სრულიად ახალ ცხოვრებაში დგამს ფეხს, რომელიც თუმცა კი არც თუ უცნობია მისთვის, მაგრამ მაინც მრავალ ისეთს რასმე შეამთხვევს რომ მას უნებლიედ ებადება კითხვა - რა მმართებს? რა უნდა მოვიმოქმედო, რომ ჯეროვნად ვიცხოვრო სულის ხსნისათვის?-ო. წმიდა ანტონისათვის არაერთგზის მიუმართავთ ასეთი შეკითხვით. ამგვარი შეკითხვით მიმართა მას ერთხელ აბბა პამვამ და მამა ანტონიმ მიუგო: გულწრფელად მოინანიე შენი ცოდვები! აღვირი აასხი შენს ენას, გულსა და მუცელს!

იმავე კითხვაზე მამა ანტონიმ შემდეგი მიუგო აბბა პიმენს; უდიდებულესი საქმე ყველა იმ საქმეთაგან, რომლის აღსრულაბაც კი ძალუძს ადამიანს, არის აღიარება საკუთარი ცოდვებისა ღმრთისა და სულიერ მოძღვართა წინაშე, გაკიცხვა საკუთარი თავისა მათს გამო. ყოველივე ამის მომქმედი ადამიანი ყოველთვის, სიცოცხლოს უკანასკნელ წუთამდე მზად იქნება შეეწინააღმდეგოს ნებისმიერ საცთურს.



ერთმა ძმამ ჰკითხა წმიდა ანტონის: რა უნდა მოვიმოქმედო, რომ სათნო-ვეყოო ღმერთს? პასუხი ასეთი იყო: სადაც არ უნდა იყო წასული, ყოველთვის თვალთა წინ გყავდეს ღმერთი; რასაც არ უნდა იქმოდე, საღმრთო წერილში უნდა გქონდეს მოძიებული ამ საქმის მოწმობა-დადასტურება; რა ადგილასაც არ უნდა იყოს შენი ადგილსამყოფელი, იოლად ნუ გადახვალ საცხოვრებლად სადმე სხვაგან. დაიმარხე ეს სამი აღთქმა და სულის ხსნა მოგემადლება.

კიდევ ერთ მოწაფეს ასე შეაგონებდა დიდი მოძღვარი: სიძულვილითა და ზიზღით აღივსე საკუთარი მუცლისადმი, მიწიერი მოთხოვნილებებისადმი, ბოროტი ვნებებისა და გულისთქმისადმი, კაცთაგან განდიდებისა და პატივისადმი, ანუ იმგვარად იცხოვრე ამქვეყნად, თითქოს არც არსებობდე მასში, და თუ ამას შეიძლებ, ნამდვილ სიმშვიდეს სულისას შეიძენ.



შენი გონება განუწყვეტლივ იმით უნდა იყოს დაკავებული, თუ როგორ აღასრულოს უფლის მცნებები; მთელი ძალისხმევა იმას მოახმარე, რომ უფლის მცნებები დაიმარხო, ამასთან ისე, რომ ერთიც კი არ გამოტოვო მათგან, რადგან, თუკი სხვაგვარად მოიქცევი, შენი სული სამყოფლად შეიქნება ყოველგვარი არაწმიდებისა.



ნურასოდეს ნუ იყვირებ, ნუ ილაპარაკებ ძალზე ხმამაღლად და აჩქარებით, რადგან ვინც სიტყვებს განამრავლებს, იგი დაზღვეული ვერ იქნება ცოდვისაგან. სიტყვამრავალი კაცი - ბრიყვი და უგუნურია

მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს.



ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.



როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.



ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ
(წმინდა ავგუსტინეს მიხედვით)
სიკვდილი არა არის რა.

მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.

მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ.

რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ ვართ საუკუნოდ.

ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს.

ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.

ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი.

ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს.

გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა.

ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე.

ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა,

ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე.

სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა.

იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა.

რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ?

იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ?

მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ...

ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის...

ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.

თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი.

თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო!..

თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი,

ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!..

თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,

რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!..

როგორ! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი,

წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?

გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა,

როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს,

შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო,

იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ,

კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ,

ოღონდ უფრო განწმენდილს.

შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
joriko86
პოსტი May 22 2008, 11:12 PM
პოსტი #210


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 9-May 08
მდებარ.: saqartvelo. tiflisi
წევრი № 4,774



"კაცი, პატივსა შინა იყო... და არაგულისხმაყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა, და მიემსგავსა მათ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
joriko86
პოსტი May 22 2008, 11:34 PM
პოსტი #211


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 9-May 08
მდებარ.: saqartvelo. tiflisi
წევრი № 4,774



"ვინც თავის ხილვებზე, დამშვიდებულათ ლაპარაკობს, და ასკვნის, რომ ის ღვთისგანაა.... უეჭველათ სცდება" (ღირსი ათანასე) "ყოველივე ღვთისგან მონიჭებული, ბოროტებათ გვექცება, თუ მისგან, არა ღვთის, არამედ საკუთარ დიდებას ვეძებთ" (მამა ანდრონიკე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 22 2008, 11:48 PM
პოსტი #212


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
"ყოველივე ღვთისგან მონიჭებული, ბოროტებათ გვექცება, თუ მისგან, არა ღვთის, არამედ საკუთარ დიდებას ვეძებთ" (მამა ანდრონიკე)

დამაფიქრებელი სიტყვებია


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი May 22 2008, 11:55 PM
პოსტი #213


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
"ყოველივე ღვთისგან მონიჭებული, ბოროტებათ გვექცება, თუ მისგან, არა ღვთის, არამედ საკუთარ დიდებას ვეძებთ" (მამა ანდრონიკე)


ეჰ მართლა დამაფიქრებელი სიტყვებია.

ჩემი თავი დავნახე რაღაც ამ სიტყვების უკან და მაგრად მომხვდა გულზე. sad.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2008, 01:27 PM
პოსტი #214


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა... ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუ გრძნობებს დავიხშობთ, უარვყოფთ სხეულსაც და ყოველივე ამქვეყნიურსაც."

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

"ღმერთი შეგონებებით მოქმედებს და არა იძულებით; იგი გვარწმუნებს, გვირჩევს, გვაფრთხილებს ჩვენი ყოველი ბოროტი წამოწყების ჟამს, მაგრამ არასდროს მოქმედებს იძულებით, რამეთუ ჩვენ, მის გონიერ ქმნილებათ, თავისუფალი ნება გვაქვს მონიჭებული."

/ წმ. იოანე ღვთისმეტყველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2008, 02:41 PM
პოსტი #215


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უნდა ვიცოდეთ, რომ საქმეთა არჩევანი ჩვენს ხელთაა - ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, მათი ბოლო კი მხოლოდ ღვთის ნებაზე. ამასთან, კეთილ საქმეთა ბოლო ღმერთის შეწევნითაა განპირობებული, რამეთუ ყოვლადძლიერი ღმერთი, თავისი წინასწარმცნობელობით სამართლიანად შეეწევა იმ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი მართალი სინდისით კეთილი ხვედრი აურჩევიათ.

ბოროტ საქმეთა ბოლო კი ღმერთის მხრივ შეუწევნელობაზეა დამოკიდებული, რადგან ყოვლადძლიერი ღმერთი, ასევე თავისი წინასწარ მცნობელობით, სამართლიანადვე მიატოვებს ხოლმე ბოროტის ჩამდენ ადამიანს და ეს უკანასკნელიც თავის ძალათა ანაბარა რჩება
."

/წმ. იოანე დამასკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xatia19
პოსტი May 30 2008, 07:16 PM
პოსტი #216


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 23-May 08
მდებარ.: saberdzneti
წევრი № 4,891



მცირედისადმი უყურადღებობისგან ადვილად გადავდივართ ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანის და ბოლოს, ყველაფრის არად ჩაგდებაზე. {ეპისკოპოსი ეგნატე}


ერიდე ადგილებს, სადაც შესაძლოა დაეცე, რადგან როცა ვერ ხედავ აკრძალულ ხილს, არც ისე ძალიან გინდება იგი.[წმ.იოანე კიბისაღმწერელი]


ნუ გაგიკვირდება თუ დაინახავ, რომ ადამიანმა მიწაზე დიდ წარმატებას მიაღწია, გიკვირდეს იმისი, ვინც მიწიერი დიდება მოიძულა.(წმ. იოანე ოქროპირი)


--------------------
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. პავლე მოციქული [1 კორინთელთა]

"ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო!" (ფს 41)


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Jun 3 2008, 05:03 PM
პოსტი #217


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ყველაზე მეტად დამრჩა გონეებაში ერთი წმ. მამის სიტყვები:"ადამიანმში ცოდვა გძულდეს და არა პიროვნება."
ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი და ვცდილობ ცხოვრებაში განვახორციელო.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Jun 3 2008, 07:44 PM
პოსტი #218


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ბავშვებო თუ ვინმეს გაქვთ მაქსიმე აღმსარებელზე რამე ან სადმე თუ არის რამე,ლინკი დამიდეთ რა
პ.ს. თუ უადგილოდ დავწერე მომიტევეთ smile.gif


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 4 2008, 11:24 AM
პოსტი #219


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
ჯერ ერთხელ სამებაში რომ მინდოდა მოსვლა შეკრებაზე, მაშინ რასაც ქვია დრო და საათი არავინ მითხრა წესიერად

დრო და საათი კი არა, სპეციალურად თემა იყო გახსნილი ამისთვის და ყველაფერი იქ ეწერა. რატომღაც ყველამ გაიგო ეს დრო და საათი ამ თემიდან ისე, რომ სხვისთვის არ უკითხავს და რაღა შენ შეგექმნა ეგ პრობლება, თუ შარზე არ ხარ?
ციტატა
თურმე ცენტრი სად იყო, ისიც ძალიან ძნელი ასახსნელი ყოფილა

სამების ტაძარი იცი სად არის? იქ არის ცენტრიც და ეგ გითხარი მე პირადად ორჯერ. დიდი ტაძარი კია, მაგრამ არა მგონია იქ მოსულმა ცენტრს ვერ მოაგნოს, თუ იკითხავს. არ გინდოდა მოსვლა და ჩვენ დაგვაბრალე ახლა. სხვებმა როგორ მოაგნეს ნეტა?

მაპატიეთ ოფი, ეს პოსტები მერე წაშალეთ.

ციტატა(nino_ni @ Jun 3 2008, 07:44 PM) *

ბავშვებო თუ ვინმეს გაქვთ მაქსიმე აღმსარებელზე რამე ან სადმე თუ არის რამე,ლინკი დამიდეთ რა
პ.ს. თუ უადგილოდ დავწერე მომიტევეთ smile.gif

მისი თხზულებებია აქ:
http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/mamis%20maqsime/0.htm


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Jun 4 2008, 01:01 PM
პოსტი #220


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა
მაპატიეთ ოფი, ეს პოსტები მერე წაშალეთ

ამ ფოსტს ადრესატი წაიკითხავს და წავშლი .
თემისთან კავშირში არ მყოფი ყველა ფოსტი იშლება !


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

49 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 12:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი