IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

49 გვერდი V « < 11 12 13 14 15 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ
chelo
პოსტი Nov 21 2008, 11:17 PM
პოსტი #241


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



უბედურება,რომლის დათმენასაც ღმერთი ჩვენზე უშვებს,ბედნიერებაზე უკეთესია,რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისთვის ვაშენებთ.თავის ერთგულებზე ღმერთი ყოველთვის დროულად უშვებს განსაცდელებს.ეს მეგობრის ხმაა,რომელიც შუაღამისას გაღვიძებს მძინარს:ხანძარია!


ადამიანები იმდნად არიან ცოცხალნი,რამდენადაც მათში ღმერთი სახლობს,რამეთუ მხოლოდ ღმერთია სიცოცხლე.

თუ ხშირად სვამ სხვისი ჯამრთელობის სადღეგრძელოს,საკუთარს დაკარგავ.

თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარს გაამრავლებ.

ქრისტე აღდგა,მაშასადამე ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.

ქრისტე აღდგა,მაშასადამე სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.

ქრისტე აღდგა მაშასადამე ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.

ყველა სიძნელე დაძლეულია,მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ბოროტებისა და ტანჯვის ბორკილები დამსხვრეულია, რამეთუ ქრისტე აღდგა.

წმ.ნიკოლოზ სერბი.


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bartyi
პოსტი Dec 23 2008, 09:55 PM
პოსტი #242


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 23-December 08
წევრი № 6,150



"შენ შექმნილი ხარ იმისათვის,რომ ღვთის ტაძარი იყო.გზისპირა დუქნად კი გადაიქეცი,სადაც ავაზაკები გასართობად შედიან.შეხედე,როგორ ნაყოფსაც შობ ისეთივე ნაყოფით იკვებები.ყველაფერი რაც შენგან გამოდის,შენთანვე ბრუნდება გამრავლებული.მრისხანების ნაცვლად ცრემლებს ვხედავ შენს თვალებში და ვხარობ მონანულო სულო,განახლდი სულო ჩემო,სანამ ჯერ კიდევ დროა,სანამ შენი ბინძური დროებითობა,ბინძურ მარადიულობად არ ქცეულა. "
/წმ.ნიკოლოზ სერბი(ველისმიროვიჩი)/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bartyi
პოსტი Dec 24 2008, 09:37 PM
პოსტი #243


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 23-December 08
წევრი № 6,150



ვინც შეიცნო თუ რა არის ღმრთის ნიჭი,რომ იგი (ნიჭი)ტანჯვაა და საერთოდაც ყოველივე ის,რაც ჩვენ განგვცდის,მან ჭეშმარიტად ჰპოვა უფლის გზა და ელოდება განსაცდელებს ,როდის მოვლენ
,რადგან მათი მეშვეობით ნათლდება ჭვრეტს ღმერთს.ღმერთის ხილვა შეუძლებელია,თუ არა მეცნიერებით.ეს მეცნიერება ჭვრეტაა,ანუ როცა იცი რომ ღმერთი შენს გვერდითაა და შენ ღმრთის შიგნით იქცევი და რასაც აკეთებ ის ხედავს და ცდილობ, რაიმეთი არ დაამწუხრო, რადგან შიგნით და გარეთ ყველეფერს ხედავს, მაშინ არ სცოდავ. რადგან მას ხედავ, იგი გიყვარს და ცდილობ არ დაანაღვლიანო "რამეთუ მარჯულ შენსა არს" ვინც სცოდავს ვერ ხედავს ღმერთს, ბრმაა.
/იოსებ ათონელი/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jan 24 2009, 08:33 PM
პოსტი #244


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ამას წინათ შემხვდა და ძაან მომეწონა ეს ფრაზა

Хотя бы ты был в бане, молись; где бы ты ни был, молись. Ты - храм Божий; не ищи же места.

თუნდაც რომ იყო აბანოში, ილოცე, სადაც არ უნდა იყო ილოცე. შენ ღვთის ტაძარი ხარ; ნუ ეძებ ადგილს.

წმ. იოანე ოქროპირი


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jan 25 2009, 07:00 PM
პოსტი #245


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



Iona
ციტატა
თუნდაც რომ იყო აბანოში, ილოცე, სადაც არ უნდა იყო ილოცე. შენ ღვთის ტაძარი ხარ; ნუ ეძებ ადგილს.

წმ. იოანე ოქროპირი

ძალიან მაგარია smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
samepo mixaki
პოსტი Jan 25 2009, 09:59 PM
პოსტი #246


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 25-January 09
წევრი № 6,377



წმ. ეფრემ ასური

აღსარება

ბოროტი ჩვეულებების ქსელში გახვეულს მიხარია, რომ შეკრული ვარ. ვიძირები თვით ბოროტების უფსკრულში და ეს მახარებს. მტერი ყოველდღიურად მიახლებს ბორკილებს, რამეთუ ხედავს, როგორ მიხარია მათი მრავალფეროვნება.
ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის და ისაა სირცხვილი და თავის მოჭრა, რომ შეკრული ვარ საკუთარი სურვილებით. კიდევ საშინელებაა ის, რომ შეკრული ვარ იმავე ჯაჭვებით, რომელთაც მტერი დამდებს და მოვაკვდინებ თავს იმავე ვნებებით, რომლებიც მას ახარებს.
ვიცი, რა საშინელ ხლართებში ვარ გაბმული და გულსმოდგინედ ვცდილობ, დავფარო გარეგნული კეთილსახიერებით. შესახედავად შემკული ვარ კეთილმსახურების სამოსელით და სული კი აფორიაქებულია ბილწი გულისთქმებით. მნახველის წინაშე ვარ კეთილშობილი, შინაგანად კი ყოვლად უხმარი.
სინდისი მამხილებს ამის გამო და მე თითქოს მინდა გავთავისუფლდე საკუთარი ბორკილებიდან, ყოველდღიურად სულთქმითა ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ კვლავაც იმავე ბადეში ვიხლართები.
საცოდავი ვარ, საბრალო და უსუსურია ჩემი ყოველდღიური სინანული, რამეთუ არ გააჩნია მყარი საფუძველი. ყოველდღიურად ვქმნი სახლის საფუძველს, მაგრამ ჩემივე ხელით ვანგრევ მას.
ჯერ ვერ დაუდვია კეთილი საწყისი ჩემს სინანულს, ხოლო ბოლო არ უჩანს ბოროტ დაუდევრობას. დავმონებულვარ ჩემს დამღუპველ ვნებებს, მტრის ბოროტ ნებას – მომაკვდინებელს ჩემსას... ველი იმედად სინანულს და სიკვდილამდე თავს ვიტყუებ ამაო დაპირებებით. ყოველთვის ვამბობს, რომ მოვინანიებ (შევინანებ) და არასდროს ვნანობ, სიტყვით თითქოსდა მხურვალედ მონანული ვარ, ხოლო საქმით შორს ვარ სინანულისაგან.
რა მომელის განკითხვის დღეს, როდესაც ღმერთი თავის სამსჯავროზე ყველაფერს გამოაჩენს! რა თქმა უნდა, განვისჯები სამუდამო ტანჯვისათვის. უკეთუ აქვე ცრემლებით არ შევაწყალებ თავს მსაჯულსა ჩემსა.
მას შემდეგ რაც შევიცანი ჭეშამრიტება, მე გავხდი მკვლელი და შეურაცხმყოფელი. ვკამათობ უნიშვნელოზე. შურიანი და სასტიკი თანამცხოვრებთა მიმართ, უწყალო ღატაკთა მიმართ, მრისხანე, მოკამათე, ჯიუტი, ზარმაცი, გამაღიზიანებელი, ბოროტად მოაზროვნე, მიყვარს მორთული სამოსელი და აქამომდე ჯერ კიდევ ჩემშია უამრავი ბილწი აზრები: თავმოყვარეობა, განფიცხება, ნაყროვანება, გემოთმოყვარება, მზვაობორბა, ამპარტავნება, ბოროტის მოსურნეობა, განკითხველობა, ფარული ჭამა, მოწყინება, გულძვირობა, შურისგება.
არაფერი ვიცი და თავზე დიდად ვფიქრობ, დაუსრულებლად ვცრუობ და მატყუარებზე კი ვმრისხანებ, წამიბილწავს ტაძარი ჩემი არაწმინდა გულისთქმათაგან, მემრუშეთ კი მკაცრად განვიკითხავ, განვიკითხავ დაცემულებს, თვითონ კი განუწყვეტლივ ვეცემი, განვიკითხავ ბოროტ მეტყველებს, თვითონ კი ქურდი და ავად მტყველი ვარ; დავდივარ ნათელი მზერით, თუმცა მთლიანად შებილწული ვარ.
ეკლესიაში და ტრაპეზზე მსურს პირველობა, ვხედავ ახალდამწყებს და ვმედიდურობ, მონაზვნებთან ვმზვაობრობ, ცდას არ ვაკლებ, რათა სასიამვნოდ ვეჩევნო ქალებს, დიდებულად – უცხოებს, თავისიანებს კი – ბრძნად და აზრიანად, გონიერებს – სრულყოფილად, კეთილმსახურებისათვის – განსწავლული ვარ, უგუნურები ვითარცა პირუტყვნი მეზარებიან.
შეურაცხყოფისათვის შურს ვიძიებ, თუ პატივში ვარ, პატვისმცემელთ ვიზიზღებ, თუ რაიმეს მთხოვენ, სამართლიანად ვედავები. სიმართლის მთქმელს მკაცრად ვრაცხ; მხილებული – ვმრისხანებ, ხოლო უკეთუ მეპირფერებიან, არცთუ უკმაოფილო ვარ.
არ მსურს ღირსეულის პატივისცემა, ხოლო თავად უღირსი პატივს ვითხოვ. არ მსურს თავი შევიწუხო და თუ სხვა არ მომემსახურება, მასზე ვმრისხანებ; სხვებთან ერთად არ მსურს მუშაობა, ხოლო თუ მე არ დამეხმარებიან, ვბოროტმეტყველებ მათზე.
გასაჭირში მყოფ ძმას ამაყად უარს ვეუბნები, ხოლო როდესაც თვითონ ვსაჭიროებ დახმარებას, მას მივმართავ. ვერ ვიტან ავადმყოფს, თვითონ კი როცა ავად ვარ, მსურს ყველად ვუყვარდე. მაღალთ არ ვიცნობ, დაბალნი მეზიზღებიან.
თუ თავი შევიკავე უგუნური სურვილისაგან, ვმზვაობრობ, თუ წარმატებული ვარ მღვიძარებაში, ურჩებისა და შეპასუხების ქსელში ვეხვევი, თუ თავი შევიკავე უსაქმურობისაგან, ვიძირები თავმომწონეობასა და ქედმაღლობაში, თუ დაუცალებლად ვლოცულობ, მამარცხებენ გაღიზიანება და მრისხანება, თუ ვხედავ ვინმეში სათნოებას, ყურადღებას არ ვაქცევ.
მოვიძულე ამა სოფლის სიამენი, მაგრამ ვერ დავეხსენი მათზე ამაო სურვილს. თუ ვხედავ ქალებს, ვმხიარულდები, გარეგნულად მდაბალი ვარ, სულში კი გონებამაღალი, ერთI შეხედვით არ ვარ მომხვეჭელი, სინამდვილეში კი ქონების მოყვარულობით განიცდები. დასანახად მოვწყდი ამა სოფელს, თუმცა კვლავ მასზე ვფიქრობ.
მსახურების დროს ვსაუბრობ, გონება მეფანტება, ამაოებაზე ვფიქრობ; ტრაპეზის დროს უქმად ვმეტყველებ, ვეშურები საჩუქრებს, თანამონაწილე ვარ სხვათა დაცემისა, ჩართული ვარ დამღუპველ ქიშპში.
ასეთია ჩემი ცხოვრება, რამდენ ცუდს წინააღვუდგენ ჩემს ხსნას. ამპარტავნება, ქედმაღლობა, მზვაობრობა არ მაძლევენ საშუალებას მოვიხილო საკუთარი წყლულები და ვუმკურნალო მათ. აი, ჩემი ქველი საქმეები! ესოდენ მრავალი ცოდვით მიტევს მტერი. ყველაფერი ამის შემდეგ მე წყეული ვეძიებ განდიდებას სიწმინდით, ცოდვებში მცხოვრებს მსურს, რომ მრაცხდენ მართალთა თანა.
მხოლოდ ერთით ვიმართლებ თავს, ეშმაკმა მაცდუნა, მაგრამ განა ამან გაამართლა ადამი? რა თქმა უნდა კაენსაც ეშმაკმა ასწავლა, მაგრამ ისიც ვერ გადაურჩა განკითხვას. რა უნდა ვქნა, როდესაც ღმერთი მომკითხავს! არავითარი გამართლება არა აქვს ჩემს დაუდევრობას.
ვაი, რომ მეუფლა ცოდვა და მომნახა სადგომი თვისი, დღითი-დღე უფრო დამცემს და მითრევს თავის უფსკრულში. მეც, წყლული არ დავცხრები უფლის განრისხებისაგან. არ მეშინია ჯოჯოხეთის ჩაუქრობელი ცეცხლის და არ მაძრწუნებს დაუსრულებელი ტანჯვა.
ო, ვითარ მეუფლებიან ცოდვიანი ვნებები! ო, როგორი ბატონობა აქვს ბოროტსა და გაიძვერა გველს მოქმედებს რა ბუნებაზე, მებაჭრება და მაძლებს ბეს, რომ გონება ცოდვას მივყიდო. მარწმუნებს, რომ ხორცს ვაამო მისი სულის სამსახურში ჩაყენების მიზეზით. გემოთმოყვარებით ძლეული ვეძლევი თავშეუკავებელ ძილს და სრულიად ვაკლდები სულის მსახურებას, როდესაც ვლოცულობ, შთამაგონებს ფიქრს ამაო სიამოვნებაზე და ამით, როგორც რკინის ჯაჭვით იპყრობს ჩემს სუსტ გონებას და როდი მოუფონებს საკვრელებს, თუმცა კი გონება ცდილობს გაქცევას.
ამგვარად დარაჯობს ცოდვა გონებას და მიხშობს ხედვის კარს. მტერი გამუდმებულად მეთვალყურეობს ჩემს გონებას, რომ იგი არ მივიდეს ღმერთთან თანხმობაში და არ შეეწინააღმდეგოს ხორცის გაყიდვას, რისთვისაც მომივლენს არეულ ფიქრებს, რათა დამარწმუნოს, რომ განსჯისას, არც კი მოიკითხავენ ასეთ წვრილმანებს, თითქოსდა შეუძლებელიც კი არის ცოდნა მსგავს გულისთქმათა და რომ ყოველივე მსგავსად ამისა, მიეცემა დავიწყებას.
მაგრამ თვალწინ წარმომიდგენია მხილებული ჩემი თავი. და ვიცი, რომ მომევლის სასჯელი. მოვიხილავ ჩემს ცოდვებს, ღმერთო და ვხედავ რა მათ სიმრავლეს, ვამბობ: ჰოი, ვითარ მოიწია ჩემ ზედა ეგზომი უბედურება; ენა ჩემი ლამაზად საუბრობს, საქციელი კი სასირცხვილო და საძულველია. ვაი, მე უბედურს იმ დღეს, როდესაც განცხადდება ყველა საიდუმლო.
ფრიად მშვენიერია ჩემი სიტყვები სხვებისათვის, საქმეები კი საზიზღარია, სხვებს კი ვასწავლი წესიერებას ამა სოფელში, თვითონ კი საცოდავი ვეძლევი ვნებებს.
დღენი ჩემნი წარივლტნენ და განილივნენ ცოდვათა ქმნაში, არც ერთი დღე სიმართლიათვის არ მიმსახურია. როგორც კი მონანული გადავწყვეტდი აღარ მეცოდა, ცბიერი ეშმაკი მაშითვე მიპყრობდა თავისი სიძულვილით.
სეირნობისას თავს ვაჩვენებ როგორც ბრძენი და მართალი. ოდეს სხვა სცოდავს, დავცინი და აბუჩად ვიგდებ. ვაი, რომ განცხადდებიან ჩემი უშჯულოებანიც და შევრცხვები!
ნეტაც არ დავბადებულიყავი! ხომ არ გამრყვნიდა ეს წარმავალი წუთისოფელი, მისი არ მხილველი არ ვიქნებოდი დამნაშავე, არ შევიბილწებოდი ცოდვებით და არ შემეშინდებოდა სასამართლოსი და წამების.
როგორც კი აღვთქვამ მონანიებას, მაშინვე ვუბრუნდები და ვვარდები იმავე ცოდვებში. მახარებს ცოდვებში გატარებული დრო და ვფიქრობ, რომ ვაკეთებ სანაქებო საქმეს.
ვაი, ჩემს თავს! აქამდე არ მიფიქრია იმაზე, რომ მელოდება გეენა.
მაცდურ ნებას შევყავარ ცოდვაში; ხოლო როცა ვცოდავ, ვაბრალებ სატანას, მაგრამ ვაი, რომ იგი არ მაიძულებს, მე თვითონ ვარ მიზეზი ჩემი ცოდვებისა, ვცოდავ ჩემივე ნებით.
მადლი შენი მოსული ჩემს გულთან, იხილავს რა მასში ბილწ გულისთქმათა სიმყრალეს უმალვე განეშორება, რადგან ვერ ჰპოვებს თავის შესასვლელს და შესაძლებლობას დასახლდეს ჩემში თავისი ნებისაებრ.
გლახაკი ვარ, გველისაგან განძარცული; უძლური გახრწნილებით შეკრული; არ გამაჩნია ძალა ცოდვით დათრგუნულს, დავკარგე შენგან მომადლებული ნიჭი და ამიტომ არ გამაჩნია სრულყოფილი კეთილგონიერება. დავკარგე შენთან ურთიერთობა, ამიტომ არ ვიცი, საით მივდივარ. არაფერი მაქვს, თუ რამე გამაჩნია, ისიც მხოლოდ შენის დიდი მოწყალებით მოცემული, უკიდურესად გლახაკი ვარ, თუ კი გავმდიდრდები, ეს იქნება მხოლოდ შენგან ბოძებული და ახლაც შენია ის და ადრეც შენი იყო.
ვითხოვ მხოლოდ მადლს – ვაღიარებ, რომ მხოლოდ შენს მიერ გადავრჩები! – თუ გადავრჩი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Jan 31 2009, 05:18 PM
პოსტი #247


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



წმინდა მამების გაფრთხილებანი სულიერი სიფხიზლის შესახებ

,,თუ შენი ეპისკოპოსი ისეთ რამეს ქადაგებს, რაც სცილდება კანონების ზღვარს, უბიწოების დამცველიც რომ იყოს, კიდეც რომ წინასწარმეტყველებდეს და სასწაულებს აღასრულებდეს, _ ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლად იგულე, რამეთუ იგი სულების დაღუპვას ცდილობს;
[ბოლო ჟამის ქრისტიანები] კეთილგონიერებით მიეფარებიან ადამიანთა თვალს და არ აღასრულებენ მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს, როგორც ეს ხდება (ამჟამად). ისინი სიმდაბლით განზავებული მოღვაწეობის გზით ივლიან და ცათა სასუფეველში უფრო დიდნი იქნებიან, ვიდრე სასწაულებით სახელგანთქმული მამები“ (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, მღვდელმოწამე, წმ. პავლე მოციქულის მოწაფე, წმ. პეტრე მოციქულის შემდეგ ასურეთის ანტიოქიის ეპისკოპოსი, IIს.).

«უმჯობესია, ზეცა და მზე შეიცვალონ, ვიდრე საეკლესიო კანონებში შეიცვალოს რაიმე, რადგან წმ. ეკლესია ღვთის სიტყვითაა დადგენილი, ხოლო ღვთის სიტყვა ცასა და დედამიწაზე უმტკიცესია, როგორც თავად ქრისტე ბრძანებს: ,,ცანი და ქუეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარხდენ“ (მარკ. 13,31)» _ წმ. კირილე, იერუსალიმელი, პატრიარქი, IVს.

,,საეკლესიო მმართველობის გადასვლა მღვდელმთავართა ხელიდან საერო მთავართა ხელში, ანტიქრისტეს უსათუო მოსვლის უტყუარ მაჩვენებლად იქცევა“ (წმინდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, +373წ.).

,,მამა ღმერთი ვერ ითმენს მისი ძისადმი უპატივცემულობას, ზურგს აქცევს მათ, არ უყვარს მისი მგმობელნი და განურისხდება მათ, ვინც ამ მგმობელებთან ამყარებს კავშირს“ (წმ. ამფილოქე იკონიელი, ეპისკოპოსი, IVს.).

,,კათოლიკე (საყოველთაო, მსოფლიო) ეკლესია დიდი სამოთხეა და როდესაც ეკლესიაში იმყოფება გველის მწვალებლური ცდომილებებით დასნეულებული ვინმე, იგი უნდა განგდებულ-იქნეს ამ სამოთხიდან“ (წმ. იოანე ოქროპირი, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, IVს.).

,,ეკლესიის დიდი ნაწილი აღარ იქნება ეკლესია, იგი ,,ცრუ ეკლესია“ გახდება, მიიღებს ანტიქრისტეს, ვითარცა თავის ,,მესიას“, გარდა ჭეშმარიტ მორწმუნეთა ,,მცირე რჩეულთა“ _ ამ ,,მცირე რჩეულთ“ წუთისოფელი გიჟად შერაცხავს, რადგან არ ჰგვანან მას“ (წმ. ნიფონტი).

,,არცა ვის ხელეწიფების მეფესა, გინა მღვდელთ-მოძღვარსა ახლისა რაისამე სჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაი იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაი ერთი ანუ ბეწვი არა შეიცვალების; ხიოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესე ვითარსა მას კათოლიკე ეკლესიაი შეაჩუენებს“ (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ბერი, VIIს.).

,,ის, ვინც სათანადო ანათემას არ გადასცემს ყველა მწვალებელს, ისე, როგორც ამას ეკლესია მოითხოვს, დაე, მათი ხვედრის ღირსი იყოს!“ (წმ. თეოდორე სტოდიელი, იღუმენი, IXს.).

,,ისინი, ვინც ქრისტეს ეკლესიიდან არიან, ჭეშმარიტებაში და ჭეშმარიტებასთან არიან. ხოლო ისინი, ვინც ჭეშმარიტებიდან არ არიან, არც ქრისტეს ეკლესიიდან არიან, რამეთუ ქრისტეანობა საეკლესიო ხარისხის მქონე პირთა სახეების მიხედვით კი არ უნდა გავარჩიოთ, არამედ ჭეშმარიტებისა და სარწმუნოების სიწმინდისა და სიზუსტის მიხედვით“ (წმ. გრიგორი პალამა, თესალონიკის მთავარეპისკოპოსი, XIVს.).

,,[ბოლოჟამ,] თუმცა, ქრისტეანობის სახელი ყველგან მოისმინება და ყველგან მოიხილვება ტაძრები და საეკლესიო წესნი, მაგრამ ეს _ მხოლოდ გარეგნულად; შინაგანად კი იქნება განდგომილება ჭეშმარიტი. მოდის დრო, როცა უმოქმედო ტაძრებსაც განაახლებენ და აღადგენენ,…ოქროთი მოაპირკეთებენ გუმბათებსა და სამრეკლოებს; ხოლო როდესაც ყოველივეს დაამთავრებენ, ანტიქრისტეს გამეფების ჟამიც დადგება და ხედავთ, რა მზაკვრულად მზადდება ეს ყველაფერი?! _ ყველა ეკლესია ისეთი დიდებული და კეთილსახიერი იქნება, როგორც არასდროს. მაგრამ მართმადიდებელი ქრისტეანისთვის შეუძლებელი გახდება შიგ შესვლა, რადგან იქ არ შეიწირება უსისხლო მსხვერპლი იესუ ქრისტესი, _ არამედ ის იქნება ადგილი სატანური საკრებულოსი. ანტიქრისტე გამეფდება იერუსალიმის დიდებულ ტაძარში, სამღვდელოთა და პატრიარქთა თანდასწრებითა და მონაწილეობით“ (წმ. თეოფანე დაყუდებული, ეპისკოპოსი, XIXს.).

,,ეკლესიის წინამძღვართა გულგრილობა... მწყემსთა გულგრილობა, მათი ნივთიერი (მატერიალური) უზრუნველყოფის არაჩვეულებრივ განვითარებასთან ერთად, _ ეს იქნება საეკლესიო ცხოვრების უკანასკნელი მოვლენა. დადგება ასეთი ჟამიც: ეკლესია _ სულიწმინდის მადლის გარეშე, მწყემსნი _ საკთარი თავის მწყემსავნი, ქადაგება _ ოდენ ხმის ბგერები“ (წმ. იოანე კრონშტადტელი, პროტოპრესვიტერი, სასწაულთმოქმედი, XXს.).

,,შვილნო ჩემნო, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დროში, როგორც ამას ამბობს მოციქული, დადგება მძიმე დღეები (II ტიმოთ. 3,1-6). კეთილმსახურების დაკნინების შედეგად, ეკლესიაში დაიწყება წვალებები (ერესები) და განხეთქილებები და აღარ იქნებიან _ როგორც ამას წმ. მამები წინასწარმეტყველებენ _ საეპისკოპოსო კათედრებზე და მონასტრებში სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი და დახელოვნებული ადამიანები. ამის გამო, წვალებანი (ცრუსწავლებანი) დაიწყებენ გავრცელებას ყველგან და მოხიბლავენ უამრავ ხალხს. ადამიანთა მოდგმის მტერი იმოქმედებს დიდი ცბიერებით, რათა, თუკი იქნება შესაძლებელი, თვით რჩეულებიც კი გადაიბიროს წვალებისკენ. ის არ დაიწყებს ყოვლადწმიდა სამების, ქრისტეს ღვთაებრობის, ღვთისმშობლის შესახებ დოგმატების უხეშ უარყოფას, არამედ შეუმჩნევლად დაიწყებს წმ. მამებისა და სულიწმიდის მიერ გადმოცემული ეკლესიის სწავლების დამახინჯებას, მისი სულისა და განწესებების შერყვნას და მტრის ამ მცდელობებს შეამჩნევენ მხოლოდ ცოტანი... მწვალებლები დაიპყრობენ ეკლესიაში ძალაუფლებას, ყველგან თავიანთ მსახურებს დააყენებენ, ხოლო კეთილმსახურება კი იქნება უგულვებელყოფილი. მაგრამ ღმერთი არ დასტოვებს თავის მონებს მფარველობისა და გარკვეულობის გარეშე. მან თქვა: ,,ნაყოფით შეიცანით ისინი“! ჰოდა, შენც ამ ნაყოფთა მიხედვით, _ რაც იგივეა _ მწვალებელთა მოქმედებების მიხედვით, შეეცადე, განასხვავო ისინი ჭეშმარიტი მოძღვრებისაგან. ისინი არიან სულიერი ქურდები, რომლებიც მიიტაცებენ სულიერ სამწყსოს და შევლენ ცხოვართა ეზოში _ ეკლესიაში, გადაძვრებიან რა იქ არა კარიდან, ანუ შევლენ არაკანონიერი გზით, გამოიყენებენ რა ძალადობას და დასთრგუნავენ საღმრთო განწესებებს. უფალი უწოდებს მათ ავაზაკებს (იოანე: 10,1). მართლაც, მათი პირველი საქმე იქნება ჭეშმარიტი მოძღვრების დევნა, მათი დაჭერა, გადასახლება, რამეთუ ამის გარეშე შეუძლებელია ცხვრების დატაცება. ამიტომაც, შვილო ჩემო, როდესაც დაინახავ ეკლესიაში საღმრთო განწესების, მამათა გადმოცემისა და ღმერთის მიერ დაწესებული წესრიგის დარღვევას, _ იცოდე, რომ მწვალებლები უკვე გამოჩნდნენ; თუმცაღა, შეიძლება, მათ ხანდახან შესძლონ თავიანთი ბიწიერების დამალვა, ან კი დაიწყონ სარწმუნოების შერყვნა შეუმჩნევლად, რათა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ გამოუცდელების ცთუნებასა და მათი ბადით გახლართვაში. დევნა იქნება არა მარტო მოძღვრებზე, არამედ უფლის ყველა მონაზე, რამეთუ ეშმაკი, რომელიც ხელმძღვანელობს წვალებას (ერესს), ვერ იტანს კეთილმსახურებას. ამ, ცხვრის ქურქში გადაცმულ, მგლებს იცნობ მათი ამპარტავნული ნირით, გემოთმოყვარეობითა და მთავრობისმოყვარეობით: ესენი იქნებიან ცილისმწამებელი მოღალატეები, რომლებიც თესავენ მტრობასა და ბოროტებას. ამიტომაც, თქვა უფალმა, ,,ნაყოფით შეიცანით ისინი“! ღვთის ჭეშმარიტი მონები მდაბლები, ძმათმოყვარეები და ეკლესიის მორჩილები არიან. მწვალებლებისაგან დიდი შევიწროვება შეხვდებათ ბერებს და მაშინ, ბერული ცხოვრება იქნება დამცირებაში: დაიცლებიან სავანეები, შემცირდებიან ბერები; ხოლო ვინც დარჩებიან, განიცდიან ძალადობას. მაგრამ ისინი (მწვალებლები) ბერული ცხოვრების მომძულებელნი, რომელთაც ექნებათ მხოლოდ გარეგნული იერსახე კეთილმსახურებისა, _ შეეცდებიან ბერების თავის მხარეზე გადაბირებას, დაპირდებიან რა მათ მფარველობასა და ცხოვრებისეულ სიკეთეებს; ხოლო დაუმორჩილებლებს დაემუქრებიან განგდებით. ასეთი მუქარებისაგან სულმოკლეებს ექნებათ დიდი მოწყინება, მაგრამ შენ, შვილო ჩემო, გიხაროდეს, თუკი მიაღწევ ასეთ დრომდე, რამეთუ მაშინ მორწმუნეები, რომლებმაც ვერ გამოაჩინეს სხვა სათნოებები, მიიღებენ გვირგვინს მხოლოდ ერთი, _ სარწმუნოებაში დგომის გამო, უფლის სიტყვებისდა მიხედვით: ,,ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა“ (მათე: 10,32). შვილო ჩემო, გეშინოდეს უფალი ღმერთის, გეშინოდეს განმზადებული გვირგვინის დაკარგვისა: გეშინოდეს, არ იქნე ქრისტესაგან განგდებული ბნელ გარესკნელსა და სამუდამო ტანჯვაში. ვაჟკაცურად იდექი რწმენაში და თუკი საჭირო იქნება, სიხარულით აიტანე განდევნილობა და სხვა მწუხარებები, რამეთუ შენთან იქნებიან უფალი, წმიდა მოწამენი და აღმსარებლები: ისინი სიხარულით შეხედავენ შენს ღვაწლს. მაგრამ ვაი იმ დღეებში ისეთ ბერებს, რომლებმაც შეიძინეს ქონება და სიმდიდრე, და სიმშვიდის სიყვარულის გამო, იქნებიან მზად, დაემორჩილონ მწვალებლებს. ისინი დაიწყებენ თავაინთი სინდისის მიძინებას და იტყვიან: ,,ჩვენ დავიცავთ და გადავარჩენთ სავანეს (მონასტერს) და ღმერთიც შეგვინდობს“. ეს უბედურები და დაბრმავებულები ვერ გულისხმაყოფენ, რომ წვალებასთან ერთად სავანეში შემოვა ეშმაკი და იქნება ეს არა წმიდა სავანე, არამედ დარჩება უბრალო კედლები, რომლისგანაც განვიდა მადლი. ხოლო ღმერთი კი ძლიერია მტერზე და ის არასდროს არ მიატოვებს თავის მონებს და ჭეშმარიტი მონასტრები იქნებიან სოფლის დასასრულამდე; ოღონდ, ეს ხალხი საცხოვრებლად გამოირჩევს მარტომყოფლურ და უდაბურ ადგილებს. ნუ გეშინია მწუხარებების, არამედ გეშინოდეს დამღუპველი წვალების, რამეთუ ის განაშიშვლებს ადამიანს მადლისაგან და განაშორებს ქრისტესგან. ამიტომაც, ბრძანა უფალმა, ჩაითვალოს მწვალებელი წარმართად და მეზვერედ (მათე: 16,17). ასე, რომ განმტკიცდი, შვილო ჩემო, იესუ ქრისტეს მადლში; სიხარულით ისწრაფე აღმსარებლობითი ღვაწლისაკენ და გადაიტანე ტანჯვები, როგორც კეთილმა მეომარმა იესუ ქრისტესი (II ტიმოთე: 2,2), რომელიც ბრძანებს: ,,იქმენ მორწმუნე, ვიდრე სიკუდილამდე, და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხოვრებისაი“ (გამოცხ. 2, 10) და რომლისა არს ძალი და დიდება, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ (ანატოლი ოპტინელ- მეუდაბნოე, მღვდელ-მონაზონი, XXს.).


--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 3 2009, 07:47 PM
პოსტი #248


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.
წმ. ანტონი დიდი

რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქროსტესთვის დავითმენ!“ მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიმოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.
ღირსი ანტონ ოპტინელი

ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია...
დედა თამარი (მარჯანიშვილი)

სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.
წმ. ანტონი დიდი

გიყვარდეს თავმდაბლობა - იგი ცოდვისაგან დაგიცავს.
წმ. ანტონი დიდი

უნდა შეგეძლოს, ყოველ სიტყვას, რასაც გაიგონებ, ასე უპასუხო - შემინდე, რადგან თავმდაბლობა ბოროტის ყოველგვარ მახეს ანადგურებს.
წმ. ანტონი დიდი

ყოველ შენს საქმეში თავმდაბლობა შეინარჩუნე.
წმ. ანტონი დიდი

თუ ყველაზე უფრო სრულყოფილ თემში – ქრისტეს მოწაფეთა შორის იყო იუდა, მაშინ ჩვენ რაღაზედ ვძრწუნდებით, რომ რუსულ ეკლესიაში არის ვვედენსკი, ხოლო ყოველ სამწყსოში – საკუთარი პატარა იუდა ისევე, როგორც მშვიდი, მადლმოსილი იოანე და ერთგული, ენერგიული პეტრე.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს.
წმინდა იოანე ოქროპირი

ნუ შეიყვარებ სხვისი ძვირის ხსენების სმენას, საკუთარ ცოდვებზე ილაპარაკე და საკუთარი თავი დაადანაშაულე და არა ადამიანები.
ოპტელი ბერი ამბორსი

განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას.
ბარსანუფი დიდი




--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Feb 8 2009, 06:06 PM
პოსტი #249


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



მორჩილებისა და სიმდაბლის მამათამიერი განმარტება

ღვთის მორჩილება არის ის მთავარი სათნოება, რომელიც კაცობრიობის პირველმამამ _ ადამმა დაარღვია, რისთვისაც მან უფალთან სიახლოვე დაჰკარგა. ამის დასაბრუნებლად ადამიანს მართებს ღვთის მორჩილებაში დაბრუნება, მაგრამ არ უნდა აგვერიოს ღვთისმორჩილება კაცთმორჩილებაში. უღვთო საბჭოთა სახელმწიფომ მშვენივრად გამოიყენა ,,მორჩილების“ ცნება თავისთვის, როცა ჯერ თვითონ მღვდელმსახურნი დაიმორჩილა, ხოლო შემდეგ, მათი პირით სრულ ,,მორჩილებას“ ქადაგებდა, რითაც მორწმუნე მრევლიც მონურად დაიმორჩილა და მორჩილად დაიმონა. მათ მცნება ,,არა განიკითხო!“ ცალმხრივად, სათავისოდ განმარტეს და ამით მთლიანად ჩაჰკლეს მორწმუნეში ბოროტების მხილების სურვილი, ძალა და უნარი. რა თქმა უნდა, განკითხვა და მხილება იგივე არაა, მათაც ,,შუა უზის დიდი ზღვარი“: პირველი _ ცოდვაა, ხოლო მეორე _ სათნოება. ,,ბნელის უნაყოფო საქმეებს ნუ თანაეზიარებით, არამედ უმეტესად ამხილეთ“ _ მოგვიწოდებს სულიწმიდა პავლე მოციქულის პირით. თუ როგორ უნდა ვამხილოთ, ამას საღვთო სჯული განგვიმარტავს, რის მაგალითებსაც უამრავჯერ ვხვდებით ,,საღვთო წერილსა“ თუ წმიდანთა ცხოვრებაში. რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მაცხოვარი ურწმუნო მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს? _ მხილება. ,,ცხრა ნეტარებიდან“ ორი სწორედ მხილებით სიმართლეს შეეხება (მ.: 5,10-12): ,,ნეტარ არიან სიმართლისათვის (იგულისხმება: სიმართლის თქმისთვის _ +გ.ს.) დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი“; ,,ნეტარ ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც“ (თითქმის ყველანი ამიტომ არ ,,დაისაჯნენ“ და წინასწარმეტყველ იოანე ნათლისმცემელსაც თავი, განა, სიძვის მხილებისთვის არ მოჰკვეთეს?!). რისთვის დევნიდნენ მათაც, მოციქულთაც, მოწამეებსაც და წმიდანებსაც მაცხოვარივით? _ შეძენილი ნაკლის: სიცრუისა და საერთოდ, ცოდვა-ბოროტების მხილებისათვის. ეს რომ მხოლოდ საღვთო საკითხებს არ შეეხება და ადამიანურ ცოდვათა მხილებასაც მოიცავს, ამისი მაგალითები წწ. იოანე ოქროპირისა (IVს.) და თეოდორე სტოდიელის (VIII-IXსს..) დევნილი ცხოვრება და აღსასრულიცაა, როგორც სიმართლის მათსავით სხვა მრავალ მსახურთა. წმ. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მართლმკვეთელობას მისი თანამედროვე ასე აღწერს: ,,მისი ქადაგება სარწმუნოებაზე, ზნეობაზე, ბატონ-ყმობის გაუქმებასთან მისი ბრძოლა გასაოცარი ენერგიით იყო წარმოებული; ხშირად, მის წინააღმდეგ ხმლით მიიწევდნენ, მაგრამ ის სიმართლის კვერთხით და ჯვრით ხელში უშიშრად ებრძოდა ადამიანის დამონების მომხრეებს, არცხვენდა, გაბედულად კიცხავდა“. ,,ნუ იქნებით ადამიანთა მონა; ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი“, ამბობდა წმ. პავლე მოციქული, რომელსაც ამისათვის მრავალი დევნა აწიეს და ბოლოს, თავი მოჰკვეთეს. წმ. ეპისკ. ეგნატე განმანათლებელი (XIXს.) კი ასე განმარტავს თავმდაბლობას: ,,ჭეშმარიტი მორჩილება ჭეშმარიტ სიმდაბლეს ჰბადებს. ჭეშმარიტი სიმდაბლე კი ღვთის წყალობაა. არასწორი და კაცთმაამებლური მორჩილება ცრუსიმდაბლეს შობს, რომელიც ადამიანს ღმრთის წყალობათაგან განაგდებს და სატანის ჭურჭლად აქცევს; ჭეშმარიტი მორჩილება არის მორჩილება ღვთისა“. დღეს ,,მორჩილებას“ ,,მონობაში“ ვურევთ და არ გვახსოვს წმ. მოციქულ პავლეს მოწოდება: ,,იყავით ვაჟკაცურნი!“. ქრისტეანმა მორჩილებაც ვაჟკაცურად უნდა აღასრულოს და ვაჟკაცურადვე უნდა ამხილოს ბოროტება. მარცხენა უკიდურესობაა თვითმორჩილება, რაზეც წმ. დოროთე ამბობს: ,,მე არ ვიცი სხვა რაიმე დაცემა, გარდა ერთისა _ ოდეს ადამიანი თავის თავს ემორჩილება“; ხოლო მარჯვენა უკიდურესობაა ყოვლადმორჩილება, რაზეც წმ. ისააკ ასური (VIს.) ამბობს: ,,ყველას მორჩილი იყავი კეთილ საქმეში. მხოლოდ სიამისმოყვარეთ, ფულისმოყვარეთ და ცრუმშვიდობისმოყვარეთ ნუ გაჰყვები, რამეთუ ეშმაკისაა ასეთი მორჩილება“. ჩვენ კი არც ერთი უკიდურესობისკენ არ უნდა გადავუხვიოთ, არამედ უნდა ვიაზროვნოთ და ვიაროთ მთავარი, სწორი მიმართულებით, რასაც ეკლესია ,,ოქროს შუალედს“ და ,,სამეუფო გზას“ უწოდებს (რაც არ უნდა აგვერიოს ნელ-თბილობასა და ტყუილ-მართლის ნარევში). თუ როგორ უნდა ემორჩილებოდეს მორწმუნე საკუთარ სულიერ მოძღვარს, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (X-XIსს..) გვაფრთხილებს: ,,შეისწავლე საღმრთო წერილი და წმ. მამათა სწავლანი, რათა შეუდარო იგი შენი მოძღვრის სწავლებასა და მოქმედებას. მაშინ, ვითარცა სარკეში, დაინახავ ყოველივეს და რაც ეთანხმება ,,საღმრთო წერილს“, შეითვისებ, ხოლო ყოველივე ცრუსა და უვარგისს _ განაგდებ, რათა არ იქნე მოტყუებული. გახსოვდეს, დღეს ბევრი გამოჩნდა ცრუმოძღვარი და მატყუარა“ (რაღა ითქმის დღევანდელ, ღვთისგან საყოველთაო განდგომილების _ ,,აპოსტასიის“ _ ჟამს?!). ჩვენი მხრივ, იგივე ,,საღმრთო წერილის“ სიტყვებითვე დავასკვნიდით: ,,მორჩილებაი ჯერ-არს ღმრთისაი უფროის, ვიდრე კაცთაი“ (საქმე: 5,29). რაც შეეხება ,,მხილების“ ცნებას, უფალი გვასწავლის: თუ შენი ძმა სცოდავს, მიდი, ამხილე პირისპირ, ცალკე; თუ გამოსწორდა, შეგიძენია ძმა შენი; თუ არ მიიღო, ამხილე ორი-სამი კაცის თანდასწრებით და თუ კიდევ არა _ საჯაროდ ამხილე და თუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ, განეშორე მას, როგორც ურჯულოს. ხოლო ვის შეუძლია სხვისი მხილება, ამაზე ქრისტე შეგვაგონებს: ჯერ შენს თვალში ამოიღე დირე, რომ მერე უფრო ადვილად შეძლო სხვისი თვალიდან ბეწვის ამოღება; ანუ: მკურნალო, განიკურნე თავი შენი!.. საეკლესიო სამართლის კრებული _ ,,დიდი სჯულისკანონი“ _ არათუ უფლებას აძლევს ვინმეს სხვისი მხილებისა, არამედ გვავალდებულებს, კიდეც, ამას: თუ ერთმა იცის მეორეს ცოდ-ვის შესახებ და არ ამხელს მას, ხოლო სხვამ, მესამემ, ამხილა მეორე და ასევე, გამომჟღავნდა ისიც, რომ პირველმა იცოდა და არ ამხილა მეორე, _ რა სასჯელიც კანონით ეკუთვნის მეორეს, იგივე სასჯელი ედება პირველს იმისათვის, რომ იცოდა და არ ამხილა მცოდველი (ნაწილი IX: თავი 33-ე: წმ. ბასილი დიდის 71-ე კანონი). ნათქვამი რომ შევაჯამოთ, ვინმეს ცოდვა თუ კერძო ხასიათისაა, მაშინ, მხელა ხდება ჯერ პირადად და ა. შ., ხოლო ცოდვა თუ საჯარო, საზოგადებრივი ხასიათისაა, შესაძლებელია მისი საჯაროდვე მხილება.

უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი


--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Feb 9 2009, 12:55 AM
პოსტი #250


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



ჯვრის გამოსახვის მამათამიერი განმარტება

სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილ ,,საღმრთო სჯულის“ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (ჯორდანვილი, ა.შ.შ., 1967წ.) მართლმადიდებელი მოძღვარი შენიშნავს: ვინც პირჯვარს შემდეგნაირად იწერს _ ჯერ შუბლზე, შემდეგ მკერდზე, მარჯვენა და მარცხენა მხარზე _ ჯვრის ქვედა ნაწილი მოკლე გამოდის, ვიდრე ზედა (იხ. ნახ. I), ე. ი. ამობრუნებული ჯვარი გამოისახება და ასე, ქრისტეს ჯვარს, ქრისტეს ეშმაკზე ძლევის ამ ნიშანს, პირქვე ისახავს* და ამით მხოლოდ ეშმაკები ხარობენ. «,,ფსალმუნნის“ წმ. წიგნში, რომლითაც უძველესი დროიდან სწავლობდნენ და იზრდებოდნენ ადამიანები, ,,მოკლედაა განცხადებული“ _ ,,თუ ვითარ გვმართებს მართლმადიდებელ ქრისტეანებს წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან გარდამოცემული პირჯვრის წერა“: პირველად შუბლზე, მასვე ეხება ჯვრის ზედა რქა; მეორედ მუცელზე, მასვე სწვდება ქვედა რქა ჯვრისა; მესამედ მარჯვენა მხარზე; მეოთხედ კი _ მარცხენაზე, მითვე გამოისახვის ჯვრის განივგაწვდილი ბოლოები (იხ. ნახ. II) და მასზედა ეცვა ჩვენთვის უფალი ჩვენი იესუ ქრისტე».

მიმაგრებული სურათი
_________________________
*ეკლესიის პირველ პირთაგანაც კი ზოგიერთი ასეთთა რიცხვს განეკუთვნება და როგორ შეძლებენ ისინი სხვების კურთხევას, როცა საკუთარი თავი ვერ უკურთხევიათ (+გ.ს.)?!


უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი


--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Feb 9 2009, 02:43 AM
პოსტი #251


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



"ის ვინც სავსეა სიყვარულით, სავსეა ღმერთით"- ნეტარი ავგუსტინე smile.gif




--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 9 2009, 04:54 AM
პოსტი #252


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
*ეკლესიის პირველ პირთაგანაც კი ზოგიერთი ასეთთა რიცხვს განეკუთვნება და როგორ შეძლებენ ისინი სხვების კურთხევას, როცა საკუთარი თავი ვერ უკურთხევიათ (+გ.ს.)?!

ეს მიმალული ცილისწამებაა ჩვენი პატრიარქისა (ბევრჯერ მიგინიშნებიათ "არასწორად" იწერს ჯვარსო), არ გრცხვენიათ სნეულებაში მყოფი კაცი მაინც მოასვენეთ sad.gif
ან როდის მერე გახდა საერთო დოგმატური აზრი ჯორდანვილში 1964 წელს სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილ ,,საღმრთო სჯულის“ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში გამოთქმული ვარაუდი? შეეშვით აქ განხეთქილების და დაუმორჩილებლობის თესვას, ეკლესია ამხილებს კრებებით და მოქმედებს კრებებით!
ზედმეტია უკვე... ამაზე კამათს თუ დააპირებთ, მაშინ აქ არაა შესაბამისი ადგილი და გახსენით ცალკე თემა, და სჯობს ახალი აბსურდების წერას, დასმულ კითხვებს უპასუხოთ!

ციტატა
"ის ვინც სავსეა სიყვარულით, სავსეა ღმერთით"- ნეტარი ავგუსტინე


შესანიშნავია, ზუსტად დაწერ, ზუსტ ადგილას და ზუსტ დროს!

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 9 2009, 11:22 AM
პოსტი #253


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



KAIROS
ჩემის აზრით ეს მეტისმეტად იუმორით შესახედავი ამბავია, იმდენად რამდენადაც ეს მსჯელობა:

ციტატა
სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილ ,,საღმრთო სჯულის“ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (ჯორდანვილი, ა.შ.შ., 1967წ.) მართლმადიდებელი მოძღვარი შენიშნავს: ვინც პირჯვარს შემდეგნაირად იწერს _ ჯერ შუბლზე, შემდეგ მკერდზე, მარჯვენა და მარცხენა მხარზე _ ჯვრის ქვედა ნაწილი მოკლე გამოდის, ვიდრე ზედა (იხ. ნახ. I), ე. ი. ამობრუნებული ჯვარი გამოისახება და ასე, ქრისტეს ჯვარს, ქრისტეს ეშმაკზე ძლევის ამ ნიშანს, პირქვე ისახავს* და ამით მხოლოდ ეშმაკები ხარობენ. «,,ფსალმუნნის“ წმ. წიგნში, რომლითაც უძველესი დროიდან სწავლობდნენ და იზრდებოდნენ ადამიანები, ,,მოკლედაა განცხადებული“ _ ,,თუ ვითარ გვმართებს მართლმადიდებელ ქრისტეანებს წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან გარდამოცემული პირჯვრის წერა“: პირველად შუბლზე, მასვე ეხება ჯვრის ზედა რქა; მეორედ მუცელზე, მასვე სწვდება ქვედა რქა ჯვრისა; მესამედ მარჯვენა მხარზე; მეოთხედ კი _ მარცხენაზე, მითვე გამოისახვის ჯვრის განივგაწვდილი ბოლოები (იხ. ნახ. II) და მასზედა ეცვა ჩვენთვის უფალი ჩვენი იესუ ქრისტე».


მომიტევეთ მაგრამ სერიოზულად განსასჯელი ნამდვილად არაა და მას იუმორით უნდა შეხვდე ადამიანი.

mRvdeli giorgi sxilaZe


ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, არ მინდა უხეშობაში ჩამითვალოთ, მაგრამ მართლა არ მჯერა რომ ამ ყველაფერს სერიოზულად წერთ. თუ სერიოზულოად წერთ და მართლა გჯერათ ამის, დამერწმუნეთ ვერ ყოფილა კარგად საქმე. ეს მკრეხელობა რომ არსად არ წერია და საფუძველი არ აქვს მას ქრისტიანობასთან ეს პირველმა კლასელმა კარგად იცის. საერთოდ პირჯვარს ადრეულ საუკუნეებში მხოლოდ შუბლზე გამოისახავდნენ ცერა თითით. შუბლზე ვინ აკონტროლებდა ერთი საინტერესოა ქვედა ბოლო დიდი იყო თუ ზედა.

ამას უკვე მე სერიოზულად მართლა არარ აღვიქვამ და უბრალოდ მეღიმება, ამის დამწერს ან არაფერი უნდა ქონდეს წაკითხული ქრისტიანობის შესახებ, ან შეგნებულად უნდა წერდეს რომ ამით საქართველოს ეკლესიის პირველ იერარქს "გადაწვდეს". აი ეს გადაწვდომა კი მართლა მისახედია და ამდენი ხანი რომ კიდევ საშუალება ეძლევა ამ ადმაიანს ფორუმზე შემოსვლისა მადლობა უნდა მოგვახსენოს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 9 2009, 02:23 PM
პოსტი #254


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



mRvdeli giorgi sxilaZe


თქვენ, მართლა ფიქრობთ, რომ ადამიანი ჯვარს როცა იწერს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჭიპამდე ხელით ვერ ცამოაღწია, ამით ბოროტი გაახარა? ტქვენ, გჯერათ რომ ჯვრის გარდასახვა უხარია ბოროტს, მხოლოდ იმიტომ, რომ სანტიმეტრებშია სხვაობა? და რა იცით რომ როცა მღვდელი ჯვარს სახავს მრევლს, ორივე მხარე, მარჯვენა და მარცხენა სიმეტრულად გამოდის?


თუ არ გამოდის, ანუ სატანისტურად გადასახა ჯვარი??? გჯერათ ტქვენ ამის? ანუ, ხანდახან ტქვენ სატანისტურად სახავთ ჯვარს თქვენს მრევსლ და ბოროტს უხარია არა? თუ იმდენად გაქვთ ნავარჯიშევი, რომ მილიმეტრებში ჯდებით?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 9 2009, 02:29 PM
პოსტი #255


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ე.წ. პეტრეს ჯვარი, ერთ-ერთი ქრისტიანული სიმბოლო:
http://en.wikipedia.org/wiki/Cross_of_St._Peter


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Feb 9 2009, 04:21 PM
პოსტი #256


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



,,კაიროსი": ავტორს მოჰყავს პირჯვრის არასწორად გამოწერის განმარტებიდან ჩვენი ,,შენიშვნა“: ,,*ეკლესიის პირველ პირთაგანაც კი ზოგიერთი ასეთთა რიცხვს განეკუთვნება და როგორ შეძლებენ ისინი სხვების კურთხევას, როცა საკუთარი თავი ვერ უკურთხევიათ (+გ.ს.)?!“ და ასკვნის: ,,ეს მიმალული ცილისწამებაა ჩვენი პატრიარქისა (ბევრჯერ მიგინიშნებიათ "არასწორად" იწერს ჯვარსო), არ გრცხვენიათ სნეულებაში მყოფი კაცი მაინც მოასვენეთ“.

პასუხი: ეკლესიის ,,პირველ პირებში“ მაშინაც, როცა ეს სიტყვები დავწერეთ (2004წ.) და ახლაც, ვიგულისხმეთ, ზოგადად, სხვადასხვა ოფიც. მართლმ. ეკლესიის ზოგი მღვდელმთავარი და თუ ვინმე, ჩვენგან, ასეთთა რიცხვს განეკუთვნება, უბჯობესია, თვითონ ფაქტმა დაგაფიქროთ და ძალ-ღონე ამის გამოსწორებისკენ მიმართოთ, ვიდრე ამის მსურველს მორიგი შეურაცხყოფა მიაყენოთ (ღმერთმა გაპატიოთ!). თანაც, ეს ,,შენიშვნაც“, რომელიც თქვენ მოიტანეთ, მიბმულია იმავე სიტყვებს ანუ ისიც გამოქვეყნებულია 5 წლის წინათ (ამიტომ, უბრალოდ, ტექსტიდან აღარ ამოვიღეთ) და აქ პატრიარქის ახლანდელი სნეულება (ღმერთმა კარგად ამყოფოს!) არაფერ შუაშია. რახან სიტყვამ მოიტანა, იმასაც გეტყვით, რომ გამოსაქვეყნებლად მზად გვქონდა ვრცელი და მნიშვნელოვანი მასალა, როცა მისი ავადმყოფობა შევიტყვეთ და ამის გამო, სწორედ იმ მიზეზით, რომლითაც თქვენ აქ მორალს გვიკითხავთ, ამისგან თავი შევიკავეთ; უკვე, 10 დღეა, თავს ვიკავებთ და ველოდებით საავადმყოფოდან მის გამობრძანებას (უფალმა მალე განკურნოს!). ასე, რომ აქ სრულიად ზედმეტია ჩვენი მორწმუნე ადამიანების ,,გულის აჩუყებისა“ და მათი ჩვენს წინააღმდეგ მომართვის მცდელობა. ამაში, ისინი თვითონვე დარწმუნდებიან, როცა ჩვენი ზემოხსენებული წერილი გამოქვეყნდება. მანამდე რომც ვერ მივაღწიო, ჩვენი სულიერი შვილები მაინც გამოაქვეყნებენ, რადგან ჩვენი ყველა მასალა და ყველანაირი საიდუმლო, დიდი ხანია, გადაბარებული გვაქვს მათთვის, რომლებიც, ღვთის მადლით, საკმაოდ არიან და ყველას ვერ მოკლავენ... ხოლო თუ რატომ ვსაუბრობთ სიკვდილზე, ამას ჩვენი შემოდგომი პუბლიკაციებიდან შეიტყობთ... მანამდე კი გეტყვით, რომ თქვენს მფარველებს შეუძლიათ, სიმართლის საპასუხოდ მხოლოდ ,,არქიფოს ბრბო“ მოგვისიონ ან ,,ქილერი“ მოგვიჩინონ და დიდი-დიდი, მოგვკლან, რისთვისაც წინასწარ ვუძღვნით მათ შენდობასა და მადლობას, რადგან, იქნებ, ასე მაინც მწიონ ღმერთისგან ცოდვათა შენდობასა და მის ზეციურ მღვდლად ,,შვებასა სამოთხისასა“ (,,გალობა უფლისა ჩუენისა მიმართ იესუ ქრისტესა; დასდებელნი სინანულისანი“)...
შინიშვნა (იმედია, არ მიწყენთ): აქ ნაცვლად ფრაზისა ,,ცილისწამებაა ჩვენი პატრიარქისა“ უნდა გქონდეთ ,,ცილისწამება ჩვენი პატრიარქისადმი“, თორემ, ასე, როგორც თქვენ გიწერიათ, გამოდის, რომ ცილი მას კი არ დასწამეს (ღმერთმა დაგვიფაროს!), არამედ მან დასწამა ვინმეს...


(იგივე): ,,ან როდის მერე გახდა საერთო დოგმატური აზრი ჯორდანვილში 1964 წელს სკოლის მოსწავლეთათვის განკუთვნილ ,,საღმრთო სჯულის“ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში გამოთქმული ვარაუდი? შეეშვით აქ განხეთქილების და დაუმორჩილებლობის თესვას, ეკლესია ამხილებს კრებებით და მოქმედებს კრებებით!“.

პასუხი: ისევ კონტექსტს ამახინჯებთ და ისე გამოგყავთ, თითქოს პირჯვრის წერა ჯორდანვილის მონასტრის ანუ ემიგრაციული ეკლესიის მამათაგან ყოფილიყოს დაკანონებული. სინამდვილეში, თუ მათ მიერ მოხმობილ განმარტებას ყურადღებით წაიკითხავთ, იქ უწერიათ: «,,ფსალმუნნის“ წმ. წიგნში, რომლითაც უძველესი დროიდან სწავლობდნენ და იზრდებოდნენ ადამიანები, ,,მოკლედაა განცხადებული“ _ ,,თუ ვითარ გვმართებს მართლმადიდებელ ქრისტეანებს წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან გარდამოცემული პირჯვრის წერა...“». ესაა არა მათი ვარაუდი, როგორც ამბობთ, არამედ უბრალო შეხსენება სწორედაც ,,სკოლის მოსწავლეთათვის“...
იქნებ, გვითხრათ, რომელმა კრებამ დაადგინა ჯვრის თავდაყირა გადასახვა როგორც საკუთარ თავზე, ასევე, სხვებზე?


,,აბხაზი“: ,,საერთოდ პირჯვარს ადრეულ საუკუნეებში მხოლოდ შუბლზე გამოისახავდნენ ცერა თითით. შუბლზე ვინ აკონტროლებდა ერთი საინტერესოა ქვედა ბოლო დიდი იყო თუ ზედა“.

დიახ, მართალს ამბობთ, რომ ჯვარს შუბლზეც იწერდნენ და სხეულის სხვა ნაწილებზეც (მორწმუნეები დღესაც ვაკეთებთ ამას), როგორც ეს ცნობილია, მაგ., წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრებიდანაც. მაგრამ ყველგან, სადაც ჯვარს ისახავდნენ, შუბლი იქნებოდა, სახე თუ გულ-მკერდი, ჯვრის კვეთა იყო მაცხოვრის ისტორიული ჯვრის ფორმისა და არა ამობრუნებულისა (როგორზეც გააკრეს წმ. პეტრე*), რადგან გამოხსნა მოიტანა არა მოციქულის, არამედ ქრისტეს ჯვარმა.
________________________
*მან ეს თვითონვე სთხოვა ჯალათებს სწორედ ამ აზრით: ღირსი არა ვარ, უფლის ჯვრის მსგავსზე მიმალურსმნოთ...


უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი


--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 9 2009, 04:25 PM
პოსტი #257


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



mRvdeli giorgi sxilaZe
ციტატა
,,კანონისტი" _ ,,ზილოტებს":
,,მსოფლიო კრების შესაქმეები იქნებ განმარტოთ (პირველად მესმის )" _ (,,სმაილი" ციტატის ავტორის ანუ დ. ჩიკვაიძისაა და არა ჩვენი _ +გ.ს.).

პასუხი: შვილო დავით, თუ გსურთ, საჩუქრად გამოგიგზავნით მსოფლიო წმ. კრებათა ,,საქმეებს“, რათა ჯერ ისინი კარგად შეისწავლოთ და კანონიკურ საკითხებზე თვალსაწიერი გაიფართოვოთ (იხ. მაგ., ,,მსოფლიო კრებათა საქმენი“, ყაზანის სასულიერო აკადემიისა (1908წ.) და სანკტ-პეტერბურგის (1996წ.) გამოცემები, ოთხ ტომად, სულ 2088 გვ.). ისე, ის, რომ თქვენ, წიგნიერებას დაწაფებულმა ახალგაზრდამ, დღემდე ამ წიგნების შესახებ არაფერი იცით, თქვენი ბრალი ნამდვილად არაა _ კანონმოყვარული და კანონმორჩილი იერარქია რომ გვყავდეს, ეს კორპუსი, აქამდე, ქართულად ნათარგმნ-გამოცემულიც იქნებოდა და თქვენც, დარწმუნებული ვართ, მას ღრმად შეისწავლიდით.
ღმერთმა დაგლოცოთ!


მსოფლიო კრებების საქმეები ძალიან კარგად გამიგია, სახლშიც მაქვს და თუ უფალმა ინება, თარგმნასაც დავიწყებ წელს, მაგრამ აი "შესაქმეები" ვერ გავიგე laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

ისე, არა 4 ტომად, არამედ შვიდ ტომად არის ყაზანის სასულიერო აკადემიის გამოცემა. yes.gif

თქვენ ცხადია საკითხში გარკვევას არ ეცადეთ და ეგრევე გადმოხვედით ჭკუა-დარიგებაზე, რაც ჩემთვის, რუსთაველის უკვდავი სიტყვების არ იყოს ("გონიერსა მწვრთნელი უყვარსო...") ერთობ სასიამოვნოა, მაგრამ გააჩნია ვისგან....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami seminaria
პოსტი Mar 1 2009, 02:19 PM
პოსტი #258


mari seminaria
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 44
რეგისტრ.: 27-February 09
წევრი № 6,568



მართლმადიდიდებლური ეკლესია აზვირთებულ ოკეანეში მოცურავე ხომალდია, რომელშიც ჩვენ მარტლმადიდებლები ვზივართ ხოლო დანარჩენი სარწმუნოების ხალხი მხარულით მოცურავს. ე. ი.მხოლოდ პირადი გმირობითთუ ცხონდება.

არც ვილოცე, არც ვიმარხულე, თავი დავიმდაბლე და ვცხონდი . ბერი გაბრიელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
namdvili cimamace siftxilea
პოსტი Mar 4 2009, 07:34 PM
პოსტი #259


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,600



წმინდა ისაკ ასური ამბობდა:თუ სასწორის ერთ პინაზე დავდებთ მრავალ კეთილ საქმეს და მეორეზე ,დუმარებას,მდუმარება გადასწონისო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 22 2009, 11:42 AM
პოსტი #260


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



''ცოტა ვისაუბროთ და მეტი ვაკეთოთ უკეთესი იქნება ნამდვილად''-წმ.მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული.

''არა განიკითხავდეთ და ღმერთი ყოველთვის თქვენ დაგიცავთ.''-წმ.მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული.

''ხელ-ფეხი საქმეში,ხოლო აზრი კი ღმერთთან-აი ნამდვილი ადამიანი.''-წმ.მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

49 გვერდი V « < 11 12 13 14 15 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 07:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი