![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#261
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,651 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„როდესაც მოვა კეთილდღეობა, ვმადლობდეთ უფალს და იგი ხანგრძლივი იქნება. მოვიდა უბედურება, ვმადლობდეთ უფალს და იგი დასრულდება.“
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მაშიკო |
![]()
პოსტი
#262
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 ![]() |
არცერთ ჭამისმოყვარულ და მძიმე ცხოველს არ შეუძლია ისეთი სწრაფი სირბილი, როგორც მცირედმჭამელ ირემს: ამის მსგავსად გემოთმოყვარე შეუძლებელია ისეთი აქტიური და ღვაწლისმოყვარე იყოს, როგორც მმარხველი.
რაც უფრო მეტია შეშა, მით უფრო ძლიერია ცეცხლი. რაც უფრო მეტია საკვები, მით უფრო მძვინვარეა ვნება. აბბა ლეონტი გაიხსენე, რომ სამოთხეში ადამი შენზე ნაკლები სრულყოფილი არ ყოფილა. წარმოიდგინა, რომ მარხვის გარეშეც შეიძლებოდა ცხოვრება და რა გამოვიდა? ლოთი შუა სოდომში ცხოვრობდა და სათნოებებით იყო განთქმული. სოდომსგარეთ კი მარხვა შეწყვიტა და რა მოხდა. ხერსონის მთავარეპისკოპოსი ინოკენტი მარხვა და ლოცვა განუყრელნი არიან. წმ. ნილოს სინელი დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
იმედა |
![]()
პოსტი
#263
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 14-June 09 წევრი № 7,124 ![]() |
კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)
ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო" ძალიან მომეწონა წმინდა იოსებ ვირიცკელის სიტყვები. მეხსიერება რომ მქონდეს დავიზეპირებდი. ხო, მიშიკომ შეგვახსენა რომ ფხიზლად ვიყოთ. დიდი მადლობა ამ შეხსენებისათვის. დიდი მადლობა წმ. ილია მართალს ამ გაფრთხილებისთვის. - დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) |
aia |
![]()
პოსტი
#264
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 385 რეგისტრ.: 23-January 08 წევრი № 3,725 ![]() |
ღმერთი - აი, ჩვენი სულის პირველი და უკანასკნელი სიკეთე!
ამპარტავნება მანკიერებათა დედაა, რომლისგანაც ეშმაკიც კი დაეცა, რომელიც ადრე ასეთი არ იყო (წმიდა იოანე ოქროპირი). ამპარტავნება ჰგავს მაღალ, მოხრილ ხეს, რომელსაც ტოტები მომტვრეული აქვს; თუ ვინმე მასზე ავა, მეყვსეულად ჩამოვარდება სიმაღლიდან (წმიდა ეფრემ ასური). თავს ძალიან ნუ აღიმაღლებ, რათა ძლიერად არ დაეცე (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი). ამაღლებისაკენ მისწრაფება ამავე დროს დამდაბლებისაკენ მისწრაფებაცაა. ვინც საკუთარ თავს თვითონვე აღიმაღლებს, იგი თვითონვე იმზადებს დაცემას. უფრო მეტად ცხოვრებით ამაღლდი, ვიდრე - აზრით. ცხოვრებამ, შესაძლოა, ღვთის მსგავსი გაგხადოს, აზრს კი უდიდეს დაცემამდე მიჰყავხარ (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი). ამპარტავანი პატივისცემას ეძიებს იმათგან, ვისაც იგი არაფრად მიაჩნიათ. თავმდაბალი ბევრს უყვარს, ამაყი და ქედმაღალი კი სძულთ მათაც კი, ვინც თვითონაც მათნაირნი არიან. ცოდვა უნდა გძულდეს, ცოდვილი კი უნდა გიყვარდეს. გეშინოდეთ ვინმეს განკითხვისა გულშიც კი და - არა მხოლოდ აშკარად. ვინც გეპირფერება, ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის. ჩვენ ქრისტეს ჯვარს ვუცქერთ და ვკითხულობთ მის ვნებებს, თავად კი ერთი წყენაც ვერ აგვიტანია (ძველი პატერიკი). ღმერთს ჩვენი ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია. ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი). როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე (ნეტარი ავგუსტინე). ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად შორს ვიქნებით ღმერთთან, ის კი ყოველთვის ახლოა ჩვენთან. -------------------- აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა;
აკურთხევს სული ჩემი უფალსა დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის |
lela.. |
![]()
პოსტი
#265
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 15-December 08 წევრი № 6,110 ![]() |
თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ... რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი - ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერისაა! აბა რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით, რისთვის ვაამებთ? ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“
წმ.იოანე ოქროპირი -------------------- "და მართლა ვინ იცის სხვისი სინდისი?შენ განიკითხავ მას, ღმერთმა კი უკვე აპატია,ამიტომ ეხლა შენ უდანაშაულო ადამიანს განიკითხავ ღმერთმა რომ გაამართლა, მომავალ წმინდანს."
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#266
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
БОГОСОЗЕРЦАНИЕ
...Созерцание Бога бывает различным. Бог познается не только в блаженном и непостижимом Существе Своем, что предоставлено святым Его в будущем веке, но познается также из величия и красоты Его творений, из ежедневного Его Промысла и провидения, из правосудия Его, из чудес, которые Он являет в каждом роде над святыми Своими. Ибо когда мы помыслим о беспредельном Его могуществе, о неусыпном Его оке которое видит тайны сердечные и от которого ничто не может скрыться, то, объятые сердечным трепетом, удивляемся и поклоняемся Ему. Когда помыслим, что Он знает число дождевых капель, песка морского и звезд небесных, то поражаемся величию Естества и премудрости Его. Когда помыслим о неизреченной и неизъяснимой Его премудрости и человеколюбии о непостижимом долготерпении, переносящем бесчисленные падения грешников, то прославляем Его. Когда помыслим о великой любви Его к нам, по которой Он, будучи Богом, не погнушался для нас, ничего доброго не сделавших, стать человеком, чтобы избавить нас от обольщения,- в нас пробуждается любовь к Нему. Когда помыслим, что Он Сам, побеждая в нас врага нашего диавола, дарует нам Жизнь Вечную за одно произволение и расположение к добру, то поклоняемся Ему. Есть и другие бесчисленные, подобные этим созерцания, через которые Бог становится видимым и постижимым, и которые раскрываются в нас в зависимости от достоинства жизни и по чистоте сердца. Но никто из тех, в ком еще живут плотские страсти, не будет иметь таких созерцаний. Преподобный Иоанн Кассиан Римлянин (Авва Моисей 53,180). -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
sopo... |
![]()
პოსტი
#267
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
ვინც ბოროტებისგან შორსაა, ის ყველაზე ნაკლებად ეჭვობს ბოროტებას.
წმ გრიგოლ ღვთისმეტყველი უკეთესია არანაირი კეთილი საქმე არ აღასრულო, ვიდრე მისი აღსრულებით იქებდე თავს. წმ დიმიტრი როსტოველი თუ გსურს, რომ უფალმა შენი ცოდვები დაფაროს, ნუ გამოფენ ადამიანთა წინაშე სათნოებებს, თუ რაიმე გაგაჩნია; რამეთუ როგორც ვექცევით ჩვენს სათნოებებს, ასევე ექცევა უფალი ჩვენს ცოდვებს. წმ მარკოზ მოსაგრე ამპარტავნება პატარა და მდაბიო სულის უდიდესი გამოვლინებაა. არაფერი ისე არ ააშკარევებს ჩვენს სულიერ უწმინდურობას და, ამასთან ერთად ისე არაფერი მოწმობს ჩვენს უცოდინრობას საკუთარი სულიერი მდგომარეობისას, როგორც მოყვასის განკითხვა. სხვისი განმკითხველი ბეჭედს ასვამს საკუთარ ბოროტ საქმეებს. წმ მარკოზ არ არსებობს ადამიანის მიერ აღსრულებული ცოდვა რომლის ჩადენაც ყველა სხვას არ შეეძლოს. სიკვდილი-ეს უსასრულო მარადიულობის კარია. ისე იცხოვრე რომ სიკვდილს შეხედო, როგორც საღმრთო სიყვარულის ძახილს ბედნიერი ცხოვრებისთვის. და მაშინ ჩვენ დანამდვილებით შევიცნობთ, თუ რა ჩალის ფასად ვყიდით მიწაზე ჩვენს უფლებას ცათა სასუფევლის მკვიდრობაზე და რა ძვირად ვყიდულობთ ჯოჯოხეთს. შარში ვარ მგონია ![]() |
sopo... |
![]()
პოსტი
#268
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
არცერთ მიწიერ წყაროს არ ძალუძს წყურვილი მოუკლას ჩვენს გულს. შეკრიბეთ ყველა მიწიერი ბედნიერება და სიხარული და მიეცით იგი ერთ ადამიანს. ის მაშინაც იტყვის : ეს ყოველივე ჩემთვის არაფერია, ვიდრე გულის სიღრმეში განვიცდი სურვილს, რომელიც ჯერ არ ამსრულებია, სიცარიელეს რომელიც ჯერ არ ამოვსებულა.
ყოველდღიურად საკუთარ თავს ჩავაბაროთ ის ანგარიშები, რომელთა ჩაბრებაც ყველას წინაშე მოგვიწევს ჩვენი მსაჯულის წინაშე, ამას აკეთებდნენ თვით საუკეთესონი ბერძენ ბრძენთაგან. წარმომიდგენია რა იქნება სამსჯავროზე.. კიარადა ვერ წარმომიდგენია ![]() პ.ს ეს მესამე წინადადება და სმილიკი ჩემი იყო,.... რავიცი წმ მამის არ გეგონოთ ![]() |
Amuza |
![]()
პოსტი
#269
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
არც მამაკაცს და, მით უმეტეს, არც ქალს არა აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე აბსოლუტური ძალაუფლება. ერთის ნების მეორეზე ზეწოლას, თუნდაც სიყვარულის სახელით, მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე. და აი, ჩნდება კითხვა: უნდა დავემორჩილო ასეთი ძალადობის ზეწოლას, როცა არის საშიშროება ყველაფერ ძვირფასის განადგურებისა? უბედურ ქორწინებათა უსასრულო რაოდენობა სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ თითოეული მხარე თვლის თავს იმის მესაკუთრედ, ვინც უყვარს. თითქმის ყველა სირთულე ქორწინებისა აქედან მოდის. ქორწინების უდიდესი სიბრძნეა, მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს. ჩვენი მიწიერი ქორწინება ზეციურის მსგავსია, იქ კი სრული თავისუფლებაა. მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
ანანო |
![]()
პოსტი
#270
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
-მრისხანე ხარ? იყავ მრისხანე შენი ცოდვების მიმართ, სცემე შენს სულს, ჰგვემე შენი სინდისი, იყავი მკაცრი მსაჯული და მრისხანე მტანჯველი შენი საკუთარი ცოდვებისა- აი, მრისხანების სარგებელი, ამისთვის დანერგა იგი ღმერთმა ჩვენში / წმ. იოანე ოქროპირი /
როდესაც რაიმე საშინელისა და აუტანელის დათმენისას, მრისხანება და მძვინვარება შემოგიტევს, ქრისტეს სიმშვიდე გაიხსენე.... მალე დამშვიდდები და დამდაბლდები.... /წმ. იოანე ოქროპირი / - საცოდავი ვარ, საბრალო და უსუსურია ჩემი ყოველდღიური სინანული, რამეთუ არ გამაჩნია მყარი საფუძველი. ყოველდღიურად ვქმნი სახლის საფუძველს, მაგრამ ჩემივე ხელით ვანგრევ მას. / ეფრემ ასური/ შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღსარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი, თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ(საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა?სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ / ეფრემ ასური/ ვერ მოვასწარი კეთილმსახური ღვაწლის დაწყება და უკვე მზვაობრობით დავსნეულდი. ვერ მოვასწარი კარიბჭეში შესვლა და უკვე შინაგან საკურთხეველზე ვოცნებობ. ჯერ ღმრთის სათნო ცხოვრება არ დამიწყია და უკვე ჩემს ახლობლებს ვამხილებ. ჯერ ვერ გავიგე, რა არის ჭეშმარიტება და სხვების დამოძღვრა მწადია. სულო ჩემო! ღმერთმა ჭეშმარიტება მოგანიჭა, აზრი, გონება, ცნობა, განსჯა; შეიცანი რა არის შენთვის სასარგებლო. როგორ ოცნებობ სხვებისთვის ნათლის გადაცემაზე, როცა თვითონ წყვდიადში ხარ ჩაძირული? ჯერ საკუთარი თავი განკურნე, ხოლო თუ ეს არ შეგიძლია, დაიტირე შენი სიბრმავე /ეფრემ ასური/ პ.ს. ხვალ გავაგრძელებ ![]() -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
b-a-r-b-a-r-e |
![]()
პოსტი
#271
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 ![]() |
-მრისხანე ხარ? იყავ მრისხანე შენი ცოდვების მიმართ, სცემე შენს სულს, ჰგვემე შენი სინდისი, იყავი მკაცრი მსაჯული და მრისხანე მტანჯველი შენი საკუთარი ცოდვებისა- აი, მრისხანების სარგებელი, ამისთვის დანერგა იგი ღმერთმა ჩვენში / წმ. იოანე ოქროპირი / როდესაც რაიმე საშინელისა და აუტანელის დათმენისას, მრისხანება და მძვინვარება შემოგიტევს, ქრისტეს სიმშვიდე გაიხსენე.... მალე დამშვიდდები და დამდაბლდები.... /წმ. იოანე ოქროპირი / აი ჩემი ცოდვა ![]() ვერაფრით ვერ ვაღწევ თავს ამ ცოდვას ბობოქარი ქარიშხალი,თუ ამოვარდა ირგვლივ ყველაფერს აცამტვერებს ![]() ეს მე ვარ მე!მრისხანებით დაცემული არადა დავიღალე ძალიან დავიღალე,ძალიან... ![]() -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
ანანო |
![]()
პოსტი
#272
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
b-a-r-b-a-r-e
ციტატა აი ჩემი ცოდვა არა მარტო შენ ინა, ყველას გვეხება ეს სიტყვები... მეც საშინელი ფიცხი ვარ ![]() თან საქმე ![]() ![]() ჩვენ არ უნდა განვეშოროთ ზიარებას იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფვოდეთ მისკენ, სულის განკურნებისა და განწმენდისთვის.... უფრო სწორი იქნება, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურნებლად გულის იმ სიმდაბლით, რომლითაც გვწამს და ვაღიარებთ, რომ ვერასდროს შევძლებთ ღირსეულად შევეხოთ წმინდა საიდუმლოებებს, ვიდრე გულის ამაო დარწმუნებით აღზვავებულებს გვწამდეს, რომ წელიწადში ერთხელ ზიარების ღირსნი გავხდით... / წმ. კასიანე რომაელი/ -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#273
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
ციტატა აი ჩემი ცოდვა უი შენია? მე ჩემი მეგონა რა კაია ჩემი რო არაა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
ანანო |
![]()
პოსტი
#274
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
უი შენია? მე ჩემი მეგონა რა კაია ჩემი რო არაა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო კი არ განგვსჯის ღმერთი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რომელიც მათ მიტოვებას მოსდევს. / წმ.ისააკ ასური/ სათნოებათა ყველა კიბეც რომ აგევლოს, მაინც ცოდვილთა შენდობისთვის ილოცე, რამეთუ გსმენია დიდი პავლე მოციქულის ნათქვამი ცოდვილებზე- "რომელთაი პირველი მე ვარ" / წმ. იოანე სინელი/ როდესაც ვინმე გვეტყვის-ილოცე ჩემთვისო, თქვი გულში: ღმერთმა შეგვიწყალოს ჩვენ; და ეს საკმარისია. ხოლო მისი მუდმივი მოხსენიება არ არის ჩვენი საქმე, არამედ (სულიერ) სრულყოფილებას მიღწეულთა, რომელთან ძალუძთ ერთმანეთისთვის ლოცვა. / წმ. ბარნასუფე დიდი/ -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
terra |
![]()
პოსტი
#275
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
![]() ![]() ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო კი არ განგვსჯის ღმერთი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რომელიც მათ მიტოვებას მოსდევს. / წმ.ისააკ ასური/ ![]() -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
newbie |
![]()
პოსტი
#276
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 ![]() |
ღირსი უნდა იყო იმისა, ვინც თავისი ძე გიწოდა და ისე უნდა იქცეოდე, როგორც ღვთის ძეს შეჰფერის, როცა რამის კეთებას იწყებ, გაიხსენე, რომ ღმერთს მამას უწოდებ.
მიწიერი მადლიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე; მაშ რატომ გავურბივრთ ზეციურ მადლს შრომის მიზეზით? წმ ნილოს სინელი |
ანანო |
![]()
პოსტი
#277
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
ეს მომწონს
ლოცვის ღირსება მხოლოდ ხარისხშია და არა რაოდენობაში. რაოდენობა მაშინ არის საქებარი, როდესაც ხარისხისკენ მივყავართ. ხარისხს ყოველთვის მივყავართ რაოდენობამდე. რაოდენობას მივყავართ ხარისხამდე, როცა მლოცველი გულმოდგინედ ლოცულობს. / წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/ ესეც თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა; მას მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს. / წმ. ეფრემ ასური/ -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
terra |
![]()
პოსტი
#278
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა; მას მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები... ღმერთი არ მიგიღებს. / წმ. ეფრემ ასური/ ![]() -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ანანო |
![]()
პოსტი
#279
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს.
/დედა სინკლიტიკია/ -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
kh@tia |
![]()
პოსტი
#280
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 123 რეგისტრ.: 28-March 08 წევრი № 4,349 ![]() |
ილაპარაკე,თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს,მაგრამ გიყვარდეს დუმილი,როცა ის თქმას ჯობს (წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი)
შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი არასოდეს მოკვდება,არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე.იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენკენ ან შენ საწინაარმდეგოდ. (წმ.თეოფანე დაყუდებული) იბატონე საკუთარ ენაზე და სიტყვებს ნუ განამრავლებ.უფალი მანამდე უფრთხილდება შენ სულს,ვიდრე შენ საკუთარ ენას უფრთხილდები. (წმ.ანტონი დიდი) განუსაზღვრე საზომი საკუთარ თავს. (წმ.ნილოს მმარხველი) -------------------- აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 01:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი