სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| იოანა |
Aug 17 2006, 04:44 PM
პოსტი
#1
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)
ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო" გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს. შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა. როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა. შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის. მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე. შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ. გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია. მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო! ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე. მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში. ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა. დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. (ეს კარგად ვე რგავიგე, როგორც ჩანს თარგმანშია შეცდომა. იოანა) იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას. დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს? მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ. ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი. ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია. უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით. გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა. გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა! ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო! 1937წელი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
IOANA წმინდა მამათა გამონათქვამები Aug 17 2006, 04:44 PM
xornabujeli -სხვათა შორის დღეს ... Jan 30 2008, 05:12 PM
staywhite ღირსი მამა ეფრემ ს... Feb 11 2008, 12:00 PM
solomony გიორგი მთაწმინდელ... Feb 18 2008, 10:51 PM
ლილიანა "თავს ვჭვრეტ ადამ... Feb 19 2008, 05:22 PM
seminarieli lela "თუ ღმერთთან ერთა... Mar 21 2008, 03:49 PM
makiki ეს ცხოვრება დროის ... Mar 26 2008, 06:20 PM
kh@tia ,,ცხონების მთელი სა... Mar 28 2008, 04:26 PM
sapo ღმერთზე
მხოლოდ ღმ... Apr 2 2008, 12:40 PM
ლულუ ამქვეყნიური ცხოვრ... May 12 2008, 12:44 AM
joriko86 "კაცი, პატივსა ში... May 22 2008, 11:12 PM
joriko86 "ვინც თავის ხილვე... May 22 2008, 11:34 PM
მარიამი
დამაფიქრებელი სიტ... May 22 2008, 11:48 PM
უჩა
ეჰ მართლა დამაფიქ... May 22 2008, 11:55 PM
marine "უმაღლესი სიკეთე ... May 27 2008, 01:27 PM
marine "უნდა ვიცოდეთ, რო... May 30 2008, 02:41 PM
xatia19 მცირედისადმი უყურ... May 30 2008, 07:16 PM
saria-giorgi ყველაზე მეტად დამრ... Jun 3 2008, 05:03 PM
nino_ni ბავშვებო თუ ვინმეს... Jun 3 2008, 07:44 PM
მარიამი
დრო და საათი კი არა... Jun 4 2008, 11:24 AM
ლილიანა
ამ ფოსტს ადრესატი ... Jun 4 2008, 01:01 PM
mak როგორც დათესილი მა... Jun 22 2008, 12:16 PM
xornabujeli ჩვენ ყოველთვის რთ... Jun 23 2008, 04:43 AM
mak ურწმუნოება იქიდან ... Jun 23 2008, 11:04 AM
T.L. უბედურია ყოველი სუ... Jun 24 2008, 04:00 PM
mak თუკი ხედავ,რომ მარ... Jun 25 2008, 10:27 AM
xornabujeli :) ვინაიდან,ახლა პეტ... Jun 26 2008, 04:42 AM
mak ვინც მწირის მსგავს... Jul 12 2008, 11:50 AM
-tamar- [size=2][b]წმინდა იოანე კ... Jul 13 2008, 09:54 PM
marine "წმინდანთა დასი გ... Jul 17 2008, 01:36 PM
GODZILLA ეს თემა ყველაზე ძ... Aug 10 2008, 02:54 AM
mak რწმენა იმაში მდგომ... Oct 24 2008, 01:08 PM
N10a_16 თუკი ვინმე ქრისტია... Oct 30 2008, 09:20 PM
mak მოიპოვე სულიერი სი... Nov 13 2008, 11:49 AM
mak ნუ ეცდები ღვთის ღრ... Nov 13 2008, 12:27 PM
T_a_M_o მრავალნი ვუწოდებთ ... Nov 14 2008, 09:57 PM
qalbatonimrcheveli ''დედა ბავშვის გ... Nov 16 2008, 08:55 PM
T_a_M_o კაცი, რომელიც იქად... Nov 16 2008, 09:21 PM
Маиа Авва Агафон, когда у него во... Nov 18 2008, 10:59 PM
T_a_M_o რა წყენაც არ უნდა შ... Nov 19 2008, 12:57 PM
anamaisi "Lord Jesus, please, be my heavenly bridegroo... Nov 21 2008, 11:17 AM
chelo უბედურება,რომლის დ... Nov 21 2008, 11:17 PM
bartyi "შენ შექმნილი ხარ... Dec 23 2008, 09:55 PM
bartyi ვინც შეიცნო თუ რა ა... Dec 24 2008, 09:37 PM
Iona ამას წინათ შემხვდა... Jan 24 2009, 08:33 PM
llaasshhaa Iona
ძალიან მაგარია :) Jan 25 2009, 07:00 PM
samepo mixaki წმ. ეფრემ ასური
აღს... Jan 25 2009, 09:59 PM
mRvdeli giorgi sxilaZe წმინდა მამების გაფ... Jan 31 2009, 05:18 PM
KAIROS შეიყვარე თავმდაბლ... Feb 3 2009, 07:47 PM
mRvdeli giorgi sxilaZe მორჩილებისა და სიმ... Feb 8 2009, 06:06 PM
mRvdeli giorgi sxilaZe ჯვრის გამოსახვის მ... Feb 9 2009, 12:55 AM
Lashab "ის ვინც სავსეა ს... Feb 9 2009, 02:43 AM
KAIROS
ეს მიმალული ცილის... Feb 9 2009, 04:54 AM
afxazi KAIROS
ჩემის აზრით ეს მ... Feb 9 2009, 11:22 AM
მხევალი ნინო mRvdeli giorgi sxilaZe
თქვენ, მა... Feb 9 2009, 02:23 PM
კანონისტი ე.წ. პეტრეს ჯვარი, ე... Feb 9 2009, 02:29 PM
mRvdeli giorgi sxilaZe ,,კაიროსი": ავტორს ... Feb 9 2009, 04:21 PM
კანონისტი mRvdeli giorgi sxilaZe
მსოფლიო კ... Feb 9 2009, 04:25 PM
mariami seminaria მართლმადიდიდებლუ... Mar 1 2009, 02:19 PM
namdvili cimamace siftxilea წმინდა ისაკ ასური ... Mar 4 2009, 07:34 PM
betaneli luka ''ცოტა ვისაუბროთ... Mar 22 2009, 11:42 AM
marine „როდესაც მოვა კეთი... Jun 5 2009, 04:56 PM
მაშიკო არცერთ ჭამისმოყვა... Jun 10 2009, 10:35 AM
იმედა კარგი იქნება თუ აქ ... Jun 24 2009, 09:31 PM
aia ღმერთი - აი, ჩვენი ს... Jun 25 2009, 12:56 AM
lela.. თუკი ცუდს და კარგს ... Jul 8 2009, 02:24 PM
KAIROS БОГОСОЗЕРЦАНИЕ
...Созерца... Sep 28 2009, 01:51 AM
sopo... ვინც ბოროტებისგან ... Sep 30 2009, 08:46 PM
sopo... არცერთ მიწიერ წყარ... Oct 7 2009, 10:45 PM
Amuza არც მამაკაცს და, მი... Oct 9 2009, 04:40 PM
ა ნ უ კ ა -მრისხანე ხარ? იყავ ... Oct 14 2009, 12:19 AM
b-a-r-b-a-r-e
-მრისხანე ხარ? იყავ... Oct 14 2009, 12:58 AM
ა ნ უ კ ა b-a-r-b-a-r-e
არა მარტო შენ... Oct 14 2009, 05:32 PM
llaasshhaa
უი შენია? მე ჩემი მ... Oct 28 2009, 06:22 PM
ა ნ უ კ ა
უი შენია? მე ჩემი მ... Oct 29 2009, 12:19 AM
protestanti
:D რა კარგად გამაცი... Oct 29 2009, 05:06 PM
newbie ღირსი უნდა იყო იმი... Oct 31 2009, 12:04 AM
ა ნ უ კ ა ეს მომწონს
ლოცვი... Oct 31 2009, 12:28 AM
protestanti
თუკი შენ არ პატიობ ... Oct 31 2009, 12:31 AM
ა ნ უ კ ა რატომ გძულს ადამია... Nov 3 2009, 05:03 PM
kh@tia ილაპარაკე,თუკი მდუ... Nov 9 2009, 12:21 PM
KAIROS წმ. ისიდორე პელუზი... Nov 24 2009, 10:21 AM
სოფი :rolleyes:
ღმერთი მუდამ ... Feb 4 2010, 07:02 PM
marine "უგუნურებაა საკუ... Mar 12 2010, 02:38 PM
marine "თუ ჩვენს თავს და... Mar 18 2010, 04:33 PM
marine "თუ გსურთ ვინმე დ... Apr 15 2010, 12:03 PM
lingvo ისე აღზარდე შენ შვ... Apr 20 2010, 10:33 AM
marine "არგანკითხვა ნახ... Apr 20 2010, 02:27 PM
გუდაგუდა გულგრილად შეხვდი ყ... Oct 21 2010, 11:36 PM
.zakaria.
და ... Nov 13 2010, 10:49 PM
afxazi გუდაგუდა
ეს ვისი ... Oct 22 2010, 12:18 AM
გუდაგუდა
გუდაგუდა
ეს ვისი ს... Oct 23 2010, 01:46 PM
lingvo „აი, ცხონების ყველ... Nov 13 2010, 10:45 PM
lingvo ღირსი მაკარი დიდი, ... Dec 6 2010, 12:41 PM
terra კაია :) Dec 6 2010, 12:43 PM
lingvo როგორც ღორები იქექ... Feb 21 2011, 03:38 PM
marine "ცოდვა, ხატოვნად ... Mar 17 2011, 02:03 PM
lamara ადამიანისათვის და... Mar 17 2011, 04:19 PM
marine "როცა ძმა გვაწუხე... Mar 30 2011, 04:23 PM
lingvo იმ ყველაფრისგან, რ... Apr 11 2011, 11:56 AM
lingvo ეცადეთ, ძმანო, ისე ი... Apr 11 2011, 01:15 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th May 2026 - 09:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი