სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| იოანა |
Aug 17 2006, 04:44 PM
პოსტი
#1
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)
ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო" გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს. შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა. როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა. შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის. მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე. შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ. გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია. მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო! ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე. მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში. ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა. დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. (ეს კარგად ვე რგავიგე, როგორც ჩანს თარგმანშია შეცდომა. იოანა) იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას. დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს? მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ. ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი. ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია. უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით. გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა. გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა! ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო! 1937წელი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
IOANA წმინდა მამათა გამონათქვამები Aug 17 2006, 04:44 PM
tatilinta იყავი როგორც მკვდა... Apr 19 2011, 03:18 AM
.ნინო მკვდარი? მგონი ცუდ... Apr 20 2011, 03:17 PM
tatilinta
მკვდარი? მგონი ცუდ... Apr 27 2011, 10:45 PM
GIORGI LELUASHVILI .ნინო
ეს პატერიკი მ... Apr 26 2011, 07:28 PM
davithet წმინდა მამათა ხელნ... Apr 27 2011, 02:52 PM
GIORGI LELUASHVILI davithet
http://www.orthodoxy.ge/search.php
შ... Apr 27 2011, 04:20 PM
davithet
davithet
http://www.orthodoxy.ge/search.php
შ... Apr 27 2011, 06:41 PM
.ნინო გაიხარე გიორგი :) მე... Apr 27 2011, 10:42 PM
GIORGI LELUASHVILI .ნინო
ისე პატერიკე... Apr 28 2011, 09:35 PM
.ნინო ვფიქრობ იმიტომ, რო... May 1 2011, 01:04 AM
GIORGI LELUASHVILI .ნინო
კი,აბსოლუტურ... May 1 2011, 12:14 PM
lingvo [b]წმინდა დიმიტრი რო... Jun 18 2011, 01:05 PM
A.V.M ძალიან ძლიერი სიტყ... Jun 18 2011, 01:14 PM
sibrdzne.ge წარმოგიდგენთ დარი... Aug 4 2011, 04:15 PM
GIORGI LELUASHVILI ხალხო რა მაინტერეს... Aug 4 2011, 11:13 PM
A.V.M GIORGI LELUASHVILI
რომ ვუფიქრდ... Aug 4 2011, 11:15 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
ხოო არა?
არადა ძა... Aug 4 2011, 11:17 PM
A.V.M GIORGI LELUASHVILI Aug 4 2011, 11:21 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
ეს პოსტი რაღაც ვ... Aug 4 2011, 11:32 PM
A.V.M მაგ პოსტში სიჩმე ხ... Aug 4 2011, 11:41 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
:D Aug 4 2011, 11:44 PM
GIORGI LELUASHVILI თუკი ასებობს წმინდ... Aug 6 2011, 11:35 PM
lingvo [b]მიტროპოლიტი დავი... Aug 25 2011, 12:29 PM
GIORGI LELUASHVILI მგონი მართლა არ მო... Aug 25 2011, 04:56 PM
.zakaria. GIORGI LELUASHVILI
შენ მოგეწო... Aug 25 2011, 05:21 PM
GIORGI LELUASHVILI .zakaria.
:D
ეს და ამგვარი ... Aug 26 2011, 12:04 PM
terra GIORGI LELUASHVILI
რა არის მან... Aug 26 2011, 12:11 PM
GIORGI LELUASHVILI terra
მე მასეთ რაღაცეე... Aug 26 2011, 12:27 PM
terra GIORGI LELUASHVILI
ნუ, ეხლა გა... Aug 26 2011, 12:54 PM
GIORGI LELUASHVILI terra
ანუ როგორც მივხვ... Aug 26 2011, 01:26 PM
terra
terra
ანუ როგორც მივხ... Aug 26 2011, 02:05 PM
GIORGI LELUASHVILI terra
ეეჰ, არავის არ გე... Aug 26 2011, 02:29 PM
terra GIORGI LELUASHVILI
კარგი შენი... Aug 26 2011, 02:33 PM
GIORGI LELUASHVILI terra
ეგ სხვა საქმეა, მ... Aug 26 2011, 02:44 PM
.zakaria.
მაშინ ჩვენ აღარც ტ... Aug 26 2011, 02:46 PM
terra GIORGI LELUASHVILI
მე, პირადად... Aug 26 2011, 02:48 PM
GIORGI LELUASHVILI terra
ვაა, ხოდა რას გეუ... Aug 26 2011, 02:52 PM
terra
terra
ვაა, ხოდა რას გე... Aug 26 2011, 03:03 PM
A.V.M
:D :thumbs:
პირადად ჩემთ... Aug 26 2011, 09:20 PM
A.V.M GIORGI LELUASHVILI
ჩვენს ერთ-ე... Sep 7 2011, 05:34 PM
GIORGI LELUASHVILI
GIORGI LELUASHVILI
ჩვენს ერთ-ე... Sep 10 2011, 11:35 AM
A.V.M დაბრკოლება რა შუაშ... Sep 10 2011, 11:48 AM
georgios ეკლესიის მამების მ... Sep 22 2011, 12:06 AM
nk44 -ი ბ ე რ ი ე ლ ი[b]
გაიხ... Nov 18 2011, 10:51 PM
-ი ბ ე რ ი ე ლ ი "სიკვდილამდე იბრ... Oct 31 2011, 11:50 PM
terra -ი ბ ე რ ი ე ლ ი
კარგი ... Nov 1 2011, 12:43 AM
GIORGI LELUASHVILI "არ ვაქებ ჩვენში ... Feb 15 2012, 09:39 PM
terra
[size=3][b]"არ ვაქებ ჩვე... Feb 15 2012, 10:26 PM
GIORGI LELUASHVILI terra
დღევანდელობას გ... Feb 16 2012, 03:10 PM
უჩა წმინდანების რიცხვ... Feb 16 2012, 10:29 PM
აკაკი ბერი ვინმე მივიდა ... Feb 24 2012, 07:44 PM
GIORGI LELUASHVILI
ბერი ვინმე მივიდა ... Feb 24 2012, 08:26 PM
kent5 გველი იშორებს სიბე... Mar 12 2012, 10:41 AM
აბდალა http://library.iliauni.edu.ge/ilib/node/18 Mar 30 2012, 07:23 PM
George Leluashvili
http://library.iliauni.edu.ge/ilib/node/18
რ... Mar 30 2012, 11:57 PM
mekaje http://sibrdzne.ge/ ამ საიტზე ... Mar 31 2012, 08:14 PM
George Leluashvili რა არის ქრისტიანობ... Apr 2 2012, 04:03 PM
აბდალა George Leluashvili
გაუქმებულ... Apr 2 2012, 04:43 PM
აკაკი ბერი ფილოთეოს ზერვ... May 4 2012, 11:15 PM
აკაკი "ურწმუნო ყველაზე ... Jun 18 2012, 05:36 PM
marine "ეცადე, ჭამა-სმის ... Jun 19 2012, 04:41 PM
George Leluashvili marine
თითქოს ეს ყველ... Jul 20 2012, 09:26 PM
marine "უგუნური ამბობს, ... Sep 3 2012, 04:07 PM
A.V.M მარინე რავა ხარ?
მე... Sep 3 2012, 07:24 PM
marine
მარინე რავა ხარ?
გ... Sep 5 2012, 04:05 PM
marine "ვთესოთ სიკეთე და... Sep 7 2012, 04:16 PM
marine სქემ იღუმენი საბა
3... Sep 12 2012, 04:31 PM
marine “ვისაც არ უყვარს, ი... Sep 20 2012, 04:26 PM
აკაკი "მე ვიცი, რომ მრავ... Oct 1 2012, 09:10 AM
marine "ლოცვაზე ისე უნდა... Oct 3 2012, 05:04 PM
Lucrezia Borgia
ბედნიერი ვიქნებოდ... Oct 3 2012, 06:17 PM
marine “-თქვენ გეშინიათ ღ... Oct 11 2012, 04:19 PM
lingvo „თუ პავლესთვის საჭ... Oct 11 2012, 11:04 PM
qetevano ახლა ვკითხულობდი ი... Oct 18 2012, 05:40 PM
marine "ღმერთის გამორჩე... Oct 22 2012, 04:57 PM
marine ცოდვის საკურნებელ... Nov 26 2012, 05:42 PM
marine "შეხედე ქრისტეს ფ... Dec 5 2012, 11:34 AM
marine "უფალს მხოლოდ სნე... Dec 11 2012, 03:54 PM
marine "როცა სხვისგან რა... Dec 12 2012, 03:28 PM
აკაკი დაცემის შემდეგ ადა... Dec 27 2012, 01:00 AM
აკაკი ბერმა თქვა:
– შვილო... Jan 14 2013, 02:18 AM
marine "მოკვდავთა შორის ... Jan 16 2013, 04:27 PM
lingvo ოჰ, რა იოლია სიმდაბ... Jul 20 2013, 11:29 AM
A.V.M lingvo
ვა.....
რა კაცი... Jul 20 2013, 08:31 PM
marine lingvo
ვახო, ძალიან მომ... Jul 24 2013, 03:44 PM
marine "სიყვარულის მთავ... Oct 2 2013, 01:32 PM
†სერგი† ხსნა (ცხონება) არა ... Oct 29 2013, 03:05 PM
marine „მსგავსი პოულობს მ... Nov 1 2013, 03:13 PM
marine წმინდა სერაფიმე ვი... Feb 10 2014, 11:22 AM
marine "როგორც ფუტკარს ბ... Feb 11 2014, 02:49 PM
marine "სიმართლე ისეთი ზ... Feb 13 2014, 12:53 PM
marine "დაე, თითოეულმა, ა... Feb 20 2014, 11:06 AM
iohanan ყველამ, ვინც სოფლი... May 15 2014, 08:23 PM
marine „თუ საკუთარი ცოდვე... Nov 5 2014, 09:52 PM
marine "საკუთარი თავის მ... Nov 6 2014, 12:09 PM
marine "რამდენადაც თავს ... Nov 6 2014, 12:42 PM
marine "უმჯობესია, საკუთ... Nov 17 2014, 01:58 PM
marine "გსურს გამოიყურე... Nov 23 2014, 07:35 PM
marine "მოაზროვნე და სათ... Nov 25 2014, 05:18 PM
marine "თუკი ჩვენ სულიერ... Nov 27 2014, 10:50 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th February 2026 - 01:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი