სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| იოანა |
Aug 17 2006, 04:44 PM
პოსტი
#1
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)
ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო" გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს. შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა. როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა. შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის. მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე. შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ. გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია. მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო! ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე. მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში. ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა. დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. (ეს კარგად ვე რგავიგე, როგორც ჩანს თარგმანშია შეცდომა. იოანა) იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას. დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს? მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ. ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი. ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია. უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით. გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა. გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა! ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო! 1937წელი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
IOANA წმინდა მამათა გამონათქვამები Aug 17 2006, 04:44 PM
marine "თუ ადამიანებთან ... Dec 28 2014, 07:00 PM
marine "არ გაქვთ იმიტომ, ... Dec 29 2014, 11:14 AM
marine "უდიდესი სიბრძნე... Dec 29 2014, 11:30 AM
marine "ფარისეველი აქებ... Jan 11 2015, 09:10 PM
marine "ასევე ნურავის მი... Feb 22 2015, 11:15 PM
betaneli giorgi "სასწორის ერთ პინ... Mar 7 2015, 10:28 PM
betaneli giorgi ''როდესაც ჩიტები... Mar 9 2015, 06:27 PM
marine განკითხვასა და ცხო... Mar 10 2015, 11:08 PM
marine "თუ ყოველთვის და ... Mar 16 2015, 05:24 PM
sanfol marine
რა საინტერესო გ... Mar 16 2015, 05:53 PM
A.V.M sanfol
კერძო აზრია , კერ... Mar 19 2015, 03:19 AM
A.V.M sanfol
კერძო აზრია , კერ... Mar 19 2015, 03:19 AM
sanfol A.V.M
კიდევ კარგი მად... Mar 19 2015, 10:17 AM
marine "ვინც საკუთარი ცო... Mar 24 2015, 09:39 PM
marine "წმინდა ბასილი დი... Mar 29 2015, 09:22 PM
marine "თუ შეამჩნევ, რომ ... Apr 1 2015, 08:51 PM
lingvo არავინ არ ამბობს ჩ... Apr 2 2015, 07:43 PM
marine "ქება სულს ისევე ... Apr 12 2015, 01:16 PM
marine "თუ უფალს ყოველთვ... Apr 24 2015, 09:45 PM
marine "ნუ უსმენ შენს მა... May 17 2015, 07:57 PM
marine "ჭეშმარიტი რწმენ... May 24 2015, 06:51 PM
marine "სანამ ღიაა კარი ... May 26 2015, 07:24 PM
marine "როგორც დაზიანებ... Jun 19 2015, 10:19 PM
marine "როგორ შეიძლება ს... Jun 20 2015, 10:57 AM
marine "როგორც ქარი აქრო... Jun 21 2015, 07:26 PM
marine "ცათა სასუფეველი ... Jun 21 2015, 10:35 PM
marine "გამდიდრება გსურ... Jul 16 2015, 10:24 PM
marine "სული უპოვარისა ც... Jul 18 2015, 08:45 PM
marine "ვინც მატერიალურ ... Jul 19 2015, 02:35 PM
marine "შვიყვაროთ... ქრის... Jul 22 2015, 11:50 AM
marine "მამა პაისი ათონე... Jul 30 2015, 10:50 PM
marine "გულფიცხელობა სი... Jul 31 2015, 10:25 PM
marine "მრისხანე ადამია... Jul 31 2015, 10:51 PM
marine "უფალმა სათნოებე... Aug 13 2015, 08:57 PM
marine "ბრძენმა გამოაჩი... Aug 18 2015, 12:30 PM
marine "თავშეკავებულობ... Aug 19 2015, 04:59 PM
marine "ასწავლე თავს მუდ... Aug 19 2015, 05:16 PM
marine Советую тебе не верить ника... Aug 19 2015, 09:58 PM
marine ისაუბრე მომღიმარი ... Sep 6 2015, 07:14 PM
marine "Не стыдитесь признать с... Sep 8 2015, 06:42 PM
marine Мы приходим в сей мир не для... Sep 8 2015, 08:51 PM
marine Слово «радуйся» встречаетс... Sep 8 2015, 11:22 PM
marine "სულის სიმშვიდე მ... Sep 9 2015, 08:12 PM
marine "არის კაცი, რომელ... Sep 9 2015, 08:34 PM
marine "ვინც სრულყოფილე... Oct 3 2015, 10:14 PM
marine “თავდავიწყებით მო... Oct 4 2015, 09:23 PM
marine "თავად ღმერთი კი ... Oct 4 2015, 11:04 PM
marine "მხოლოდ მრავალი ტ... Oct 13 2015, 12:46 PM
sanfol დავიღალე აღარ შემი... Oct 13 2015, 03:45 PM
marine
დავიღალე აღარ შემ... Oct 13 2015, 07:33 PM
marine "თუ მოწინააღმდეგ... Oct 22 2015, 09:21 PM
marine "ყოველივე ზედმეტ... Oct 26 2015, 01:33 PM
marine "რწმენამ სქესი არ... Oct 26 2015, 10:03 PM
marine ,, სიკეთე გაუკეთე შე... Oct 26 2015, 10:25 PM
marine ისაუბრე მომღიმარი ... Oct 28 2015, 01:16 PM
marine „ყველაზე ძლიერ მდუ... Nov 3 2015, 11:44 AM
marine „მთელი ცხოვრება არ... Nov 4 2015, 11:51 AM
marine ✞ ვინც ეს ცხოვრება ... Nov 4 2015, 10:38 PM
marine „წმინდა იოანე ოქრო... Nov 5 2015, 11:35 AM
marine "გამოზომილად მიი... Nov 8 2015, 10:34 PM
marine "ღმერთი თითქოს გვ... Nov 28 2015, 09:46 PM
marine „თუ გინდა სიტყვა ძ... Nov 28 2015, 10:14 PM
marine "რატომ გახსოვს შე... Dec 10 2015, 11:36 AM
marine "უფალმა ჯოჯოხეთი ... Dec 12 2015, 10:40 PM
marine "რასაც ვაკეთებთ, ... Dec 15 2015, 12:26 PM
marine "კაცი რომ ერთხელ ... Dec 16 2015, 10:42 PM
marine "არ არის საკმარის... Dec 21 2015, 06:57 PM
marine "კაცი როგორი ბრძე... Dec 31 2015, 11:30 AM
marine "სიკეთე სპილენძზ... Jan 10 2016, 01:35 PM
marine "ჰყავ მშვიდობა შო... Jan 10 2016, 01:49 PM
marine "რომელია ის ღვთის... Jan 13 2016, 02:46 PM
marine "სხვებს ყველაფერ... Jan 14 2016, 01:25 PM
marine "აზრთა ქმედება ად... Jan 19 2016, 02:10 PM
marine "დანაშაული ყოველ... Jan 20 2016, 05:22 PM
marine "ქრისტიანს ეკრძა... Jan 20 2016, 08:47 PM
marine "ღმერთს, თავისი წ... Jan 21 2016, 12:51 PM
marine "თუ უფალს ყოველთვ... Jan 25 2016, 05:15 PM
marine "უფლის გარეშე არა... Jan 25 2016, 05:51 PM
marine "შრომას აკურთხებ... Jan 26 2016, 10:50 PM
marine "თუ ადამიანს შინა... Jan 27 2016, 01:25 PM
marine "გახსოვდეს, რომ ღ... Jan 28 2016, 12:40 PM
marine „ადგილსამყოფელი კ... Jan 28 2016, 07:18 PM
marine "რა წყენაც არ უნდ... Feb 1 2016, 02:16 PM
marine "დაკარგე? - ნუ ინაღ... Feb 3 2016, 12:20 PM
marine "კაცთაგან ლანძღვ... Feb 17 2016, 12:15 PM
marine "სიხარულით მიიღე ... Feb 17 2016, 07:42 PM
marine "ქრისტეს ზეცად ამ... Feb 18 2016, 03:33 PM
marine "როდესაც უსამართ... Feb 18 2016, 10:31 PM
marine "ნურავის ატკენთ გ... Feb 18 2016, 10:51 PM
marine "ნუ შეეხებით მოყვ... Feb 19 2016, 12:02 PM
marine "ფულის მოყვარული ... Feb 19 2016, 01:03 PM
marine ცოცხალი რწმენა არი... Feb 22 2016, 08:36 PM
marine "ღვთის გმობა ის ა... Feb 23 2016, 05:10 PM
marine "დიდების მოყვარუ... Feb 23 2016, 05:36 PM
marine "მამები ამბობდნე... Feb 24 2016, 01:27 PM
marine "ღვთის მოშიში უძლ... Feb 24 2016, 04:38 PM
marine "მზაკვარი აზრები ... Feb 25 2016, 11:54 AM
marine "ერთი ისიხასტი ბე... Feb 29 2016, 11:09 AM
marine "ვმადლობდეთ უფალ... Feb 29 2016, 08:35 PM
marine "ღმერთი არ დაუშვე... Mar 11 2016, 10:32 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th February 2026 - 01:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი