სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| იოანა |
Aug 17 2006, 04:44 PM
პოსტი
#1
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)
ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო" გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს. შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა. როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა. შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის. მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე. შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ. გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია. მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო! ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე. მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში. ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა. დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. (ეს კარგად ვე რგავიგე, როგორც ჩანს თარგმანშია შეცდომა. იოანა) იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას. დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს? მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ. ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი. ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია. უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით. გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა. გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა! ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო! 1937წელი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
IOANA წმინდა მამათა გამონათქვამები Aug 17 2006, 04:44 PM
marine "როდესაც არ გსურს... Mar 17 2016, 02:48 PM
marine "უნდა განიხილო, თ... Apr 22 2016, 11:01 AM
marine "იმ ადამიანს, ვის... Jun 6 2016, 10:44 AM
marine "სიზარმაცე - ერთ-ე... Jul 1 2016, 12:07 PM
marine "თითოეული მორწმუ... Jul 19 2016, 10:15 AM
marine „აღთქმათა დაცვისა... Jul 20 2016, 10:22 PM
marine "სიკეთე სიმდიდრი... Jul 22 2016, 08:46 PM
marine "სინერგიით სრულქ... Jul 26 2016, 09:14 PM
marine "გიყვარდეთ ღმერთ... Jul 27 2016, 11:16 AM
marine "ხორცთა მტრობა მო... Aug 2 2016, 10:33 AM
marine "როდის დაეცა ისეთ... Aug 3 2016, 08:41 PM
marine "ღმერთი მკაცრად ს... Aug 7 2016, 10:40 PM
marine "შეუძლებელია ჭიდ... Aug 15 2016, 09:50 PM
marine "თუ ვინმე ნებაყოფ... Aug 18 2016, 02:20 PM
marine "უფალმა თავისი გა... Aug 19 2016, 11:09 AM
marine "ადვილად არ უნდა ... Aug 20 2016, 09:34 PM
marine "წმინდა წერილში ნ... Aug 27 2016, 09:34 AM
marine "სჯობს კაცი დიდი ... Aug 28 2016, 08:59 AM
marine "ღმერთის გარეშე ზ... Aug 29 2016, 12:40 PM
marine "ვინც ზვაობს ბუნე... Sep 30 2016, 08:45 PM
marine "კაცობრივი დიდებ... Oct 1 2016, 11:23 AM
marine "ნუ ვიქნებით სულმ... Oct 10 2016, 07:56 PM
marine "როგორც გრიგოლ ღვ... Oct 23 2016, 01:46 PM
marine "ნუ ზრუნავთ ხორცი... Dec 2 2016, 01:39 PM
marine "რაც უფრო ახლოს ხ... Jan 18 2017, 08:55 PM
marine "ის, ვინც თავად ეს... Feb 10 2017, 06:58 PM
marine "წმინდა პავლე მოც... Feb 12 2017, 11:16 PM
marine "ჩვენი სახიერი მა... Feb 13 2017, 11:39 AM
marine "შეხედე, ჩვენი ცო... Feb 13 2017, 08:23 PM
marine "ადამიანის სულში ... Mar 4 2017, 10:01 AM
marine "მემთვრალეობა წყ... Mar 20 2017, 10:30 PM
marine "როგორც შეუძლებე... Mar 21 2017, 09:56 AM
marine "სიხარული თუ შეგე... Mar 22 2017, 11:04 AM
marine "ვისაც უყვარს ეს ... Mar 27 2017, 12:24 PM
marine "უგუნურია კაცი, რ... Mar 29 2017, 11:22 AM
marine "თუნდაც გენიოსი გ... Mar 30 2017, 11:41 AM
marine "არსებობს სახელი... Apr 7 2017, 01:27 PM
marine "სრულყოფილება ბო... Apr 11 2017, 01:07 PM
marine "მრავალი ცდილობს,... Apr 18 2017, 04:24 PM
marine "ვისაც ჩვენ მეზვე... Apr 19 2017, 12:53 PM
marine "წმინდა გაბრიელ ე... Apr 20 2017, 11:48 AM
marine "როგორც ჩვენ არ შ... Apr 20 2017, 01:04 PM
marine "დიდია ის კაცი, რო... Apr 21 2017, 05:39 PM
marine "თუ გინდა გიცნობდ... Apr 22 2017, 11:30 AM
marine "მიაჩვიე ენა, თქვ... Apr 24 2017, 08:26 PM
marine "არ უწოდო ღმერთს ... Apr 26 2017, 12:46 PM
marine "უწყოდეთ, რომ ვერ... Apr 27 2017, 12:17 PM
marine "სიხარულით მიიღე ... Apr 30 2017, 06:28 PM
marine "გახსოვდეთ! გარ... May 1 2017, 09:23 PM
marine "ღვთისადმი ლოცვი... May 2 2017, 11:27 AM
marine ერთი წმინდა მამა ა... May 3 2017, 10:43 AM
marine "დედამიწაზე მიღე... May 3 2017, 10:54 AM
marine "ის, ვინც მარტო თა... May 4 2017, 11:13 AM
marine "კარგი იქნება, თუ ... May 7 2017, 02:07 PM
marine "ღმერთი მაშინ ხარ... May 7 2017, 02:29 PM
marine "უნდა შევიძინოთ შ... May 8 2017, 12:39 PM
marine "ეკლესია ის სულიე... May 8 2017, 11:27 PM
marine "საკუთარი ნების მ... May 16 2017, 06:08 PM
marine "ვინც დაუტევა მოჩ... May 17 2017, 12:01 PM
marine "რამდენადაც გაურ... May 18 2017, 08:46 PM
marine "იცოდე, ერთ ღვთის... May 22 2017, 08:02 PM
marine "კეთილშობილება დ... Jun 1 2017, 09:48 PM
marine "სხეული იმდენად ი... Jun 3 2017, 08:41 PM
marine ყველაფერი ისე აკეთ... Jun 7 2017, 11:07 AM
marine "ადამიანი ახალ სა... Jun 19 2017, 11:05 AM
marine "კურთხევა არის ერ... Jun 21 2017, 11:50 AM
marine "ზოგჯერ ღმერთი იმ... Jun 22 2017, 10:28 PM
marine "თავის მართლებას ... Jun 24 2017, 10:52 AM
marine "თუკი უფლის ერთგუ... Jul 5 2017, 09:59 PM
marine "როცა ადამიანი ში... Jul 10 2017, 11:24 AM
marine "ღმერთი არის უზენ... Jul 11 2017, 10:58 AM
marine "ის, რაც საღმრთო გ... Jul 24 2017, 01:58 PM
marine "მხოლოდ ის არ კარ... Jul 30 2017, 02:52 PM
marine "ვინც უყურადღებო... Aug 9 2017, 12:10 PM
marine "არ არსებობს ასპი... Aug 10 2017, 11:09 AM
marine "ქრისტე აჯილდოებ... Aug 11 2017, 08:52 PM
marine "არ შეიძლება სიმა... Aug 21 2017, 05:56 PM
marine "თამბაქო ადუნებს ... Aug 24 2017, 01:26 PM
marine "წმინდა მამები ბა... Aug 25 2017, 10:36 PM
marine "ადრე ევროპელებს ... Sep 4 2017, 10:48 PM
marine N22. წერილი პენსიონე... Sep 7 2017, 10:54 AM
marine "ამბა იოსები უქმო... Sep 7 2017, 09:08 PM
marine "ღვთის ხსოვნის სი... Sep 12 2017, 10:34 PM
marine წერილი მეფუტკრე მ.... Sep 17 2017, 02:08 PM
marine "სულიერი სიმშვიდ... Sep 28 2017, 10:12 AM
marine "ვინც გვკიცხავს, ... Oct 16 2017, 09:55 PM
marine "ოდნავაც ნუ შეშფო... Oct 19 2017, 09:54 AM
marine "ჩვენ უნდა გავუზი... Oct 30 2017, 03:29 PM
marine "უფალო, მოაბრუნე ... Nov 17 2017, 10:29 AM
marine "წმინდა წერილი არ... Nov 17 2017, 10:51 AM
marine "ჩვენი სახიერი მა... Nov 18 2017, 09:53 PM
marine "ვინც ამ პრინციპი... Nov 20 2017, 09:02 PM
marine "ღმერთის მქონებე... Nov 21 2017, 07:28 PM
marine "ლოცვით უნდა დავი... Nov 23 2017, 01:54 PM
marine "თუ წინააღმდეგობ... Nov 23 2017, 05:59 PM
marine "პიროვნება თუ ერი... Dec 6 2017, 09:22 AM
marine "სარწმუნოების ნა... Dec 6 2017, 08:34 PM
marine "რაც უფრო მეტია ჩ... Dec 12 2017, 12:23 PM
marine "გევედრები, უფალო... Dec 16 2017, 10:21 AM
marine "თუკი ნამდვილად ქ... Dec 24 2017, 05:48 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th February 2026 - 11:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი