IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ
იოანა
პოსტი Aug 17 2006, 04:44 PM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)

ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო"

გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა.
შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე.
შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ.
გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.
მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო!
ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე.
მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში.
ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა.
დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. (ეს კარგად ვე რგავიგე, როგორც ჩანს თარგმანშია შეცდომა. იოანა)
იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას.
დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?
მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ.
ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი.
ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია.
უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.
გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა.
გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!
ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო!
1937წელი



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
IOANA   წმინდა მამათა გამონათქვამები   Aug 17 2006, 04:44 PM
marine   "ერთი თვალით ღვთი...   Mar 4 2022, 08:52 PM
marine   "ყველა ეცემა, როდ...   Mar 4 2022, 09:09 PM
marine   "თუმცა ჩვენს თვალ...   Mar 5 2022, 01:27 PM
marine   "რაც ღმერთს უნდა ...   Mar 5 2022, 01:42 PM
marine   "ერთსულოვნებას მ...   Mar 5 2022, 08:45 PM
marine   "უფლის გახსენები...   Mar 6 2022, 01:24 PM
marine   "ადამიანი სულისა ...   Mar 7 2022, 02:06 PM
marine   "რა ბედნიერნი ვიქ...   Mar 7 2022, 03:42 PM
marine   "ქრისტიანმა, შეძლ...   Mar 7 2022, 03:57 PM
marine   "შენთვის ერთნაირ...   Mar 7 2022, 09:20 PM
marine   "კეთილი მაგალითი ...   Mar 8 2022, 03:46 PM
marine   "რატომ აისახება მ...   Mar 8 2022, 09:08 PM
marine   "ღვთისთვის გაცილ...   Mar 9 2022, 10:22 PM
marine   "შექმნა აღდგომაზ...   Mar 10 2022, 10:20 PM
marine   "თუ უფალს მისცემ ...   Mar 15 2022, 10:18 PM
marine   "მათ, ვისაც ქრისტ...   Mar 16 2022, 07:56 PM
marine   "განა უმაღლეს კმა...   Mar 18 2022, 09:07 PM
marine   "ქრისტეს მოწინაა...   Mar 18 2022, 09:32 PM
marine   "თავი ავარიდოთ ავ...   Mar 19 2022, 04:15 PM
marine   "გაიხსენე უფალი, ...   Mar 20 2022, 08:12 PM
marine   "ნუ იქნები უდარდე...   Mar 20 2022, 08:29 PM
marine   "რელიგიური საიდუ...   Mar 26 2022, 08:21 PM
marine   "მარტო ის კი არ არ...   Mar 26 2022, 10:13 PM
marine   "მამებო, ძმებო და ...   Mar 27 2022, 09:19 PM
marine   "განა შესაძლებელ...   Mar 27 2022, 09:39 PM
marine   "ვინც თვითონ იძიე...   Mar 28 2022, 04:33 PM
marine   "არაფერია იმაზე უ...   Apr 6 2022, 03:02 PM
marine   "უფალი არაფრისაგ...   Apr 6 2022, 04:05 PM
marine   "ზოგიერთს ბაგეზე ...   Apr 6 2022, 04:31 PM
marine   "მზის კაშკაშა სინ...   Apr 13 2022, 09:43 PM
marine   "ნუ იყოფინ, რომ ბა...   Apr 15 2022, 09:41 PM
marine   "კი არ უნდა გეჩვე...   Apr 17 2022, 08:12 PM
marine   "არ არსებობს ტირა...   Apr 17 2022, 08:29 PM
marine   "ის კი არ არის ცუდ...   Apr 30 2022, 10:19 PM
marine   "შესაბამისი ყურა...   May 1 2022, 06:13 PM
marine   "ნაკლის სისაძაგლ...   May 1 2022, 08:05 PM
marine   "უმჯობესია, გახურ...   May 2 2022, 08:47 PM
marine   "ნუ გეშინია, ანუ ნ...   May 3 2022, 08:01 PM
marine   "ვინც ღვთისმოსაო...   May 7 2022, 07:51 PM
marine   "როცა უფალი აწესრ...   May 8 2022, 09:43 PM
marine   "ღვთის ხსოვნა არა...   May 9 2022, 07:35 PM
marine   "მოწყინება ისაა, ...   May 9 2022, 08:09 PM
marine   "მიმომწვლილველო...   May 13 2022, 10:18 PM
marine   "ბუნებაში ყველა ს...   May 17 2022, 08:36 PM
marine   "უდიდესი შეურაცხ...   May 17 2022, 09:05 PM
marine   "რისთვის რგავენ ხ...   May 22 2022, 02:58 PM
marine   "ადამიანური საქმ...   May 22 2022, 03:36 PM
marine   "როგორც ღვთის შინ...   May 24 2022, 10:55 PM
marine   "თუ გსურს ღვთის მ...   May 25 2022, 09:18 PM
marine   "ძე ღვთისას უყვარ...   May 27 2022, 12:43 PM
marine   "კარგ ხეს მხოლოდ ...   May 27 2022, 01:18 PM
marine   "ტყუილად როდი ჰქო...   May 28 2022, 02:30 PM
marine   "გამარჯვების ღვა...   May 28 2022, 06:04 PM
marine   "სიმაღლეზე ასვლა ...   Jun 1 2022, 08:32 PM
marine   "საცოდავნი, უგუნუ...   Jun 1 2022, 08:52 PM
marine   "უმჯობესია უმძიმ...   Jun 1 2022, 09:31 PM
marine   "როგორც ზეციური ს...   Jun 2 2022, 01:46 PM
marine   "უფალი შეუძლებელ...   Jun 3 2022, 09:44 PM
marine   "ნუ მიაჯაჭვავ შენ...   Jun 3 2022, 10:08 PM
marine   "ამბობენ, რომ სათ...   Jun 11 2022, 06:16 PM
marine   "კარგია შენდობის ...   Jun 11 2022, 06:48 PM
marine   "ღვთის საქმე თავდ...   Jun 12 2022, 09:26 PM
marine   "თავიდან ვეძებთ ა...   Jun 13 2022, 09:59 PM
marine   "ტვირთი ჩემი სუბუ...   Jun 13 2022, 10:24 PM
marine   "ყოველგვარ წამოწ...   Jun 14 2022, 09:34 PM
marine   "ჩვენი სრულყოფილ...   Jun 17 2022, 12:34 PM
marine   "არცთუ იშვიათად, ...   Jun 17 2022, 01:00 PM
marine   "რაც მეტად უახლოვ...   Jun 18 2022, 08:01 PM
marine   "საცდური ჭირით და...   Jun 18 2022, 08:17 PM
marine   "ღვთისმოსაობის რ...   Jun 19 2022, 06:18 PM
marine   "მიბაძვა თანასწო...   Jun 19 2022, 06:46 PM
marine   "რისკენაც წარემა...   Jun 19 2022, 09:42 PM
marine   "ღვთისთვის სათნო ...   Jun 21 2022, 07:18 PM
marine   "ჩვენი სურვილები ...   Jun 21 2022, 07:56 PM
marine   "უფალმა ორი ნიჭი ...   Jun 21 2022, 08:43 PM
marine   "ღვთის შემეცნება ...   Jun 22 2022, 07:42 PM
marine   "ავადმყოფისთვის ...   Jun 23 2022, 03:06 PM
marine   "როგორც კი წყენა ...   Jun 29 2022, 01:22 PM
marine   "ყველა საგანი, რა...   Jun 29 2022, 01:41 PM
marine   "ვინც უსამართლობ...   Jun 29 2022, 08:16 PM
marine   "ვისურვოთ, - ეს ღვთ...   Jun 29 2022, 08:37 PM
marine   "ნეტარია ის, ვისა...   Jun 30 2022, 09:07 PM
marine   "ან საერთოდ არ ას...   Jun 30 2022, 09:44 PM
marine   "თუ აქარი უმკაცრე...   Jul 1 2022, 05:40 PM
marine   "ამაოდ ასწავლის ი...   Jul 1 2022, 09:14 PM
marine   "ვინც გულში ავის ...   Jul 3 2022, 04:29 PM
marine   "რა სარგებელია იმ...   Jul 3 2022, 05:24 PM
marine   "ნუ იქნები გზაზე ...   Jul 3 2022, 05:52 PM
marine   "ვინც აღასრულებს ...   Jul 4 2022, 08:05 PM
marine   "მცირესა ზედა ერთ...   Jul 5 2022, 05:52 PM
marine   "ვერ ხედავ, რომ ის...   Jul 5 2022, 09:13 PM
marine   "სამყარო უგუნურა...   Jul 5 2022, 09:32 PM
marine   "თუ საყვედურს საყ...   Jul 5 2022, 10:10 PM
marine   "თუკი ჩვენ უწინდე...   Jul 6 2022, 06:22 PM
marine   "როგორც იგი, ვისი ...   Jul 6 2022, 06:35 PM
marine   "ძველი დრო გვაუწყ...   Jul 8 2022, 09:20 PM
marine   "თუ სახალხო სირცხ...   Jul 8 2022, 09:51 PM
marine   "პატარა გველია ენ...   Jul 10 2022, 12:22 PM
marine   "ცუდ სიტყვებს ყვე...   Jul 10 2022, 12:35 PM
marine   "ღმერთს სურს, რომ ...   Jul 11 2022, 09:30 PM
10 გვერდი V « < 7 8 9 10 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th February 2026 - 10:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი