IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> დიდებული სწავლების პასუხად
Misha Songulashvili
პოსტი Jul 23 2008, 08:26 PM
პოსტი #1


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



როდესაც ეს აღნიშნული მოძღვრის დარიგებანი წავიკითხე. ვისურვე ამაზე პასუხი და ქე გავიდა თვეები და როგორც იქნა გვეღირსა. დღეს ჩამივარდა ხელთ ქვემოდ მოყვანილი და ინებეთ თქვენც. მგონი ურიგო არ უნდა იყოს biggrin.gif


საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე ”საბა”, N 7, ივლისი, 2008.



ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა ადმინისტრატორის ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს



განცხადება



რაკი ზოგმა კათოლიკემ, აშკარად შეურაცხოფილმა და ნდობადაკარგულმა, მომმართა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ , მოძღვართან დასმულ კითხვებსა და მის პასუხებთან დაკავშირებით, მსურს განვაცხადო შემდეგი:



ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კითხვები ნამდვილად შეურაცხმყოფელია ყოველი კათოლიკესათვის, რადგან კათილიკეები წარმოდგენილნი არიან ერეტიკოსებად, რომელთაც არ სწამთ სამება, რომლებიც არცერთ საიდუმლოს არ აღასრულებენ მართებულად, თაყვანს სცემენ მამონას, არიან პაპისტები და მართლმადიდებლური ეკლესიის მტრები.



აი, რა წერია ამ ვებ-გვერდზე:





51. როგორი რელიგიაა კათოლიციზმი?
ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არის მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო პაპისტურ ი ეკლესია არის კათოლიციზმი. ის არის მწვალებლობა. პაპი არის მათი ღმერთი. წმინდა მამები გვაფრთხილებენ: "გაექეცი უნიას და შენი ახლობლებიც გააფრთხილე, რომ მათ არ გაეკარონ, თუ არ დაგიჯერებენ, შენ მაინც დააღწიე თავი." ძალიან მზაკვარი და ვერაგი ზრახვის ხალხია. აი ფაქტი, როცა რომის პაპი იოანე-პავლე II ჩავიდა ინდოეთში, რძეზე აღასრულა მესა, რადგან ინდოელები ღვინოს არ იხმევენ..."



54. მიყვარს ადამიანი, რომელიც არის კათოლიკე, მასაც ვუყვარვარ და არ ვიცით რა ვქნათ.ჯვრისწერის გარეშე არ მინდა მასთან ცხოვრება. რელიგიის შეცვლა ვთხოვე, მაგრამ ვერ დავითანხმე. იქნებ გამოსავალი იყოს?
კათოლიციზმი, ანუ პაპიზმი მწვალებლობაა და მწვალებელთან ქორწინება რას მოგიტანთ? იმას რომ თქვენც მწვალებელი გახდებით. დაფიქრდით,უფალიუფრო გიყვართ თუ ის კათოლიკე. "ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი."



66. შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი სხვა სარწმუნოების ადამიანს გაყვეს ცოლად. თუ არ შეიძლება რატომ და რა მოხდება მასეთი შემთხვევის დროს?
დავით მეფსალმუნე ბრძანებს: "ურჯულოსთან ერთად პური არა ვჭამო" და ქორწინება მითუმეტეს დაუშვებელია. თუ რა მოხდება შემდეგ, ეს ნაბიჯი არ იქნება მაცხოვნებელი.



84. შეიძლება თუ არ ლოცვაში არამართლმადიდებლის მოხსენიება, მაგალითად კათოლიკეს?
არ შეიძლება, რადგანაც პაპისტური ეკლესია მწვალებელია და მწვალებლის მოხსენიება ან მასთან ევქარისტული კავშირი ნიშნავს იმას, რომ შენც მწვალებელი ხარ.



მე გავუგზავნე წერილი პირადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას, ილია მეორეს და მიტროპოლიტ დანიელს შეკითხვით, შეესაბამება თუ არა აღნიშნული ტექსტები მართლმადიდებლური ეკლესიის აზრს (მე ყოველთვის მარწმუნებდნენ, რომ ამგვარი აზრები არ გამომდინარეობდა საპატრიარქოდან და მხოლოდ ზოგიერთი კონსერვატორის და ფანატიკოსის ნააზრევი იყო); თუკი ეს ტექსტები არ გამოხატავს საპატრიარქოს აზრს, ამ შემთხვევაში ვითხოვე, რომ ისინი წაეშალათ და დაეწერათ მართებული პასუხები.



ყოველივე ამაზე მოვითხოვე წერილობითი პასუხი.



ველოდები ხსენებულ ოფიციალურ პასუხს, რასაც შემდეგ გაცნობებთ ყველა მოეწმუნე კათოლიკეს.



გფარავდეთ უფალი!



ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო



საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე ”საბა”, N 6, ივნისი, 2008.





მის უწმინდესობას, ბენედიქტე XVI, საყოველთაო ეკლესიის მწყემსს,



ვატიკანი

უძვირფასესო უწმინდესობავ


გვსურს ვისარგებლოთ თქვენთან დანიშნული ვიზიტით, "AD LIMINA", რომლის დროსაც პირადად შეგხვდებათ ჩვენი ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო, და გაგრძნობინოთ ჩვენი სიახლოვე, სიყვარული, ჩვენი ერთგულება ეკლესიისადმი და ასევე, ჩვენი ტკივილი.
საქართველოში ჩვენი ადგილობრივი ეკლესია, კომუნისტური რეჟიმის პერიოდის შემდეგ, იმ სხვადასხვა სასულიერო პირის დიდსულოვნებისა და მონდომების წყალობით, რომლებმაც თავიანთი მშობლიური მიწა მიატოვეს, კვლავ შეუდგა თავის სულიერ მსვლელობას და სამწყსო მისიის განხორციელებას. მოვლენა, რომელიც ყველა კათოლიკის გულში ღრმად აღიბეჭდა, გახლავთ ძვირფასი და საყვარელი თქვენი წინამორბედის, იოანე პავლე მეორის ვიზიტი საქართველოში 199 წლის 8-9 ნოემბერს. ერთი წლის წინ, ეპისკოპოსმა დანიშნა და აღასრულა სინოდი, რომელიც ძალზე შთამბეჭდავი გამოცდილება აღმოჩნდა ჩვენთვის და იმედი ჩაგვისახა.
ახლა კი გვსურს მოგწეროთ, როგორც შვილებმა, რომლებიც მიმართავენ მამას გაჭირვების ჟამს და გაგაცნოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვტანჯავს, სევდას გვგრის და გვაშფოთებს, ზოგჯერ გვაბრაზებს კიდეც.
გვსურს, მოკლედ მოგახსენოთ იმ სირთულეთა შესახებ, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიასთან გვაქვს, ეკლესიასთან, რომელიც ამ ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენს და ვისურვებდით, რომ ის დად მიგვაჩნია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს ჩვენს გასანადგურებლად.
აი, რამდენიმე მაგალითი:
1. თუკი რომელიმე ჩვენგანს შეუყვარდება მართლმადიდებელი და მოუნდება დაქორწინება მასზე, როდესაც ის მიდის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჯვრის დასაწერად, უნდა გადაინათლოს ჯვრისწერამდე, ხოლო თუ სურს, კათოლიკურ ეკლესიაში ჯვრის დაწერა, მართლმადიდებელი აღმსარებლობის მხარე განიკვეთება. არ არსებობს ჯვრისწერის არანაირი შესაძლებლობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში საკუთარი რწმენის უარყოფის გარეშე, როგორ მოვიქცეთ? გადავინათლოთ? მოვატყუოთ მართლმადიდებელი მღვდელი და ვუთხრათ, რომ მართლმადიდებელი ვართ? არ გვიყვარდეს მართლმადიდებლები?
2. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არც ერთ კათოლიკეს არ აღიარებს მონათლულ ქრისტიანად, ამიტომ იყენებს ყველა ხერხს და ყოველგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რათა გადანათლონ დაკრძალვების ან სხვა შეხვედრების დროს იქ მყოფი კათოლიკეები, ბავშვები თუ მოხუცები, ხშირად მათი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი. ან, ასევე, ამეორებინებენ სხვა საიდუმლოებებს. როგორ მოვიქცეთ თუკი საიდუმლო, რომელიც რწმენის საფუძველია, არ არის აღიარებული? შეგიძლიათ დაგვეხმაროთ?
3. ისეც ხდება, რომ როდესაც კათოლიკე შედის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მას გარეთ აგდებენ. ხშირად ხდება ბავშვებისა და მოზარდების დისკრიმინაცია სასწავლო დაწესებულებებში. კათოლიკისათვის სულ უფრო ძნელია სამუშაოს მოძებნა ისე რომ, რწმენის შეცვლისაკენ არ უბიძგონ. მასმედია ყოველთვის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს იჭერს. მართლმადიდებლები აგრძელებენ ჩვენი და თქვენი პიროვნებისა და მოღვაწეობის შეურაცხმყოფელი ლიტერატურის გავრცელებას. ბოლო დროს იწყეს კათოლიკურ სოფლებში სიარული, ქადაგება და ჰუმანიტარული დახმარების დარიგება. სწორედ კათოლიკურ სოფლებში აგებენ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რათა შემდეგ გადაიბირონ მთელი სოფელი. ჩვენ, კათოლიკეებს არ გვაძლევენ ეკლესიების აშენების უფლებას და არც გვიბრუნებენ ჩვენი წინაპრების მიერ აგებულ კათოლიკურ ტაძრებს. როგორ მოვიქცეთ?
უწმინდესობავ,
ვგრძნობთ რა უსუსურობას, რომელსაც ჩვენი მღვდლები და მწყემსნი განიცდიან, რადგანაც არ სურთ უპასუხონ იმავე მეთოდებით რა მეთოდებითაც მათ ესხმიან თავს, გვსურს გთხოვოთ მხარდაჭერა და შემწეობა, რათა შევძლოთ შევინარჩუნოთ და სიხარულით დავამოწმოთ ყველაზე ძვირფასი და მშვენიერი, რაც გაგვაჩნია, ჩვენი რწმენა.
გთხოვთ მოგვაშოროთ ის მიტოვებულობის გრძნობა, რომელსაც განვიცდით ამ სირთულეთა წინაშე და მოგვცეთ ცხადი მითითებანი, თუ როგორ ვიმოქმედოთ.
აღგითქვამთ ჩვენს ლოცვას და ჩვენს სურვილს, ვიყოთ მუდამ თანაზიარებაში თქვენთან და მსოფლიო კათოლიკე ეკლესიასთან. ილოცეთ ჩვენთვის!

საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების საბჭო: მამა კარლო დი სტეფანო, მამა არტურ გარბეცკი, და ჟოზეფინა ნჟოკი, ნინა აივაზოვა, ეკატერინე ბიტკაში, თამრიკო ჩიტაშვილი, თეონა ტატალაშვილი, ნათია ხითარიანი, სოფია ასტოიანი, თამუნა ჩილინგარიშვილი, ლაშა მამულაშვილი




მაგრამ მოდერები ამას გააჩერებენ როგორ ფიქრობთ?
biggrin.gif დაგვესხა თავს ლაფი? თუ ასეა წაშალეთ. არ დაგვესხა თავს ლაფი? მაშ დატოვეთ და მიეცით ნება ხალხს გაეცნოს


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 23 2008, 08:31 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Misha Songulashvili
ამაზე თემა უკვე არსებობს smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Jul 23 2008, 08:32 PM
პოსტი #3


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



კანონისტი
უი მართლა biggrin.gif მიმასწავლე ერთი


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 24 2008, 10:47 AM
პოსტი #4


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეს თემა ისევ გაიხსნა და იქ ისაუბრეთ, აქ კი დავხურავ.

http://church.ge/index.php?showtopic=4814


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 02:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი