IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

30 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> საზვერეები-მითი თუ რეალობა?
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



IPB-ს სურათი



ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი).

ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს.

მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!)


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 30 2006, 12:57 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ამ კაცს სახეზე რომ შევხედე, უკვე მიხვდვი, რომ მისი აზრები არ უნდა დამეჯერებინა, თუმცა საკითხი მაინც უნდა შეისწავლოს და პასუხი გაეცეს. ალბათ თეოლოგები იტყვიან თავის სიტყვას.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 01:16 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ამ კაცს სახეზე რომ შევხედე, უკვე მიხვდვი, რომ მისი აზრები არ უნდა დამეჯერებინა, თუმცა საკითხი მაინც უნდა შეისწავლოს და პასუხი გაეცეს. ალბათ თეოლოგები იტყვიან თავის სიტყვას.


blink.gif


მტავარეპისკოპოსი ლაზარე პუაჰალო,ამერიკისა და კანადის ავტოკეფალური ეკლესიის იერარქია, დიიდნეის (კანადა) ნიუ ოსტოგის მონასტრის წინამძღვარი.

მტავარეპისკოპოსი კითხულობს ლექციებს კვანტური ფიზიკის ფილოსოფიასა და მართლმადიდებლურ ღვტისმეტყველებაში. არის 30 ზე მეტი წიგნისა და სტატიის ავტორი.

სამწუხაროდ ფორმატი ისეთია ვერ ვაკოპირებ sad.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 30 2006, 01:36 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მარიამი
ციტატა
ამ კაცს სახეზე რომ შევხედე, უკვე მიხვდვი, რომ მისი აზრები არ უნდა დამეჯერებინა, თუმცა საკითხი მაინც უნდა შეისწავლოს და პასუხი გაეცეს. ალბათ თეოლოგები იტყვიან თავის სიტყვას.

და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სტატია გამოქვეყნებული იყო ლადარია-კობახიძის ტანდემის მიერ ჟურნ. "არჩევან"-ში, ადვილი მისახვედრია სადამდე შეიძლება მივიდეთ...
sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 01:57 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სტატია გამოქვეყნებული იყო ლადარია-კობახიძის ტანდემის მიერ ჟურნ. "არჩევან"-ში, ადვილი მისახვედრია სადამდე შეიძლება მივიდეთ...


სადაც არ უნდა გამოქვეყნდეს, თუნდაც ნაგავში იყოს ჩავარდნილი, უარგუმენტოდ მისი უარყოფა არ ღირს. ხოლო მღვდელმთავართა სახეზე წაკითხული ღვთისმეტყველება, შეფასების რა კრიტერიუმებით უნდა განვსაზღვრო არ ვიცი. . .

ახირება არავის აქვს საზვერეების წინააღმდეგ, უბრალოდ მწყემსმა (სხვათაშორის ჩვენმა მწყემსმაც - ერთ ბარძიმში მოვიაზრებით) გამოხატა გულისტკივილი და აღშფოთევა უაღრესად გნოესტიკური სწავლების წინააღმდეგ.

ამ თემის გახსნის მიზანი, ჩემი მხრიდან ლიგიკური სვლით ჭეშმარიტებამდე მისვლაა, სინკრეტიზმი ანგრევს ეკლესიას და არა მისი მხილება.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Nov 30 2006, 03:14 PM
პოსტი #6


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(მნათე @ Nov 30 2006, 12:21 PM) *

ვინმე თეოდორა


blink.gif მე დავიბენი...
ღირსი თეოდორა კონსტანტინეოპოლელი. ხსენების დღე 12 იანვარი




www.orthodoxy.ge

ღირსი ბასილი ახალი (+დაახ. 944)
ღირსი ბასილი ახალი ახალგაზრდობაშივე განმარტოვდა უდაბნოში. ერთხელ გზად მიმავალმა ბიზანტიის იმპერატორის კარისკაცებმა შეამჩნიეს იგი კონკებში გახვეული, საეჭვო კაცად მიიჩნიეს, შეიპყრეს და სატახტო ქალაქში წაიყვანეს. ღირსი მამა პატრიცმა სამსონმა დაკითხა. ბასილიმ დამალა თავისი ვინაობა და თქვა, რომ მწირი იყო. სამსონმა წმიდანის დასჯა ბრძანა. ბასილი ხარის გამხმარი ძარღვების სცემეს, ხეზე თავდაღმა დაჰკიდეს, მაგრამ კრინტი ვერ დააძვრევინეს. ღირსი მამის დუმილის მიზეზი ის იყო, რომ არ სურდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ნაღვაწი კეთილი საქმეები სახალხოდ გამოეფინა. სამსონმა წმიდა ბასილი გრძნეულად ჩათვალა და მშიერ ლომს მიუგდო შესაჭმელად. ნადრიი მორჩილად გაუწვა წმიდანს ფეხებთან. შემდეგ ღირსი ბასილი ზღვაში გადააგდეს. ყოვლადმოწყალე უფალმა კვლავ დაიცვა თავისი თავისი რჩეული: ორმა დელფინმა იგი კონსტანტინეპოლის მეშვიდე ზღუდესთან - ევდომთან გამოიყვანა. წმიდა მამას ბორკილები გაეხსნა და სრულად თავისუფალი შევიდა დედაქალაქში. ქალაქის შესასვლელში დასასენებლად ჩამომჯდარ ბასილისთან ცხელებით შეპყრობილი კაცი, სახელად იოანე მივიდა. წმიდა მამის ლოცვით ავადმყოფი განიკურნა. იოანემ თავისთან მიიპატიჟა ღირსი მამა. მისი კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, განდეგილობა, სნეულთა კურნების ნიჭი დაფარული არ დარჩენილა. მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევისათვის და კურნებისათვის. წმიდა ბასილი ამხელდა ცოდვილებს და სინანულისაკენ მოუწოდებდა, მრავალს უწინასწარმეტყველებდა მომავალს. მიმსვლელთა შორის იყო ვინმე გრიგოლი, რომელიც დაემოწაფა მას და აღწერა წმიდანის ცხოვრება.

როდესაც წმიდა ბასილის მსახური, თეოდორა გარდაიცვალა, გრიგოლმა სთხოვა ღირს მამას, გაეცხადებინა მისთვის შესვენებულის სიკვდილის შემდეგი ცხოვრება. წმიდა ბასილის ლოცვით გრიგოლს ძილში გამოეცხადა თეოდორა და მოუთხრო, თუ როგორ გაიარა მისმა სულმა სიკვდილის შემდგომ საზვერეები და როგორ შეეწეოდა წმიდა ბასილის ლოცვა (ღირსი თეოდორას ხსენება - 30 დეკემბერს).

ღირსი ბასილი გარდაიცვალა დაახ. 944 წელს, 110 წლის ასაკში. ეკლესია მას ახალს უწოდებს სხვა თანამოსახელე წმიდანთაგან გამოსარჩევად.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 30 2006, 03:17 PM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



იოანა:
ციტატა
მე დავიბენი...

მოსაკლავი ხარ ლევან!...
mad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 30 2006, 03:24 PM
პოსტი #8


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მე მგონია რომ ეს მართლაც არასწორი სწავლებააა...
იგი არ ეფუძნება არანაირ ბიბლიურ საფუძველს... კი არა და ეწინააღმდეგება კიდეც მაცხოვრის სწავლებას...

მარიამი

ციტატა
ამ კაცს სახეზე რომ შევხედე, უკვე მიხვდვი, რომ მისი აზრები არ უნდა დამეჯერებინა, თუმცა საკითხი მაინც უნდა შეისწავლოს და პასუხი გაეცეს. ალბათ თეოლოგები იტყვიან თავის სიტყვას


სახის გამომეტყველებით ადამიანის ვინაობის ამოცნობის მცდელობამ შესაძლოა დიდი სეცდომა დაგვაშვებინოს... (ზოგადად ვამბობ)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 03:25 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე დავიბენი...
ღირსი თეოდორა კონსტანტინეოპოლელი. ხსენების დღე 12 იანვარი


საქმეც მაგაშია blink.gif

ყოველივე ეს, გნოსტიციზმის ნათითხნია, რათა საკუთარი ჭეშმარიტება რეალიებზე დააფუძნოს (!) წმ. თეოდორა კონსტანტინეპოლს-ლაზარეს აზრით და არგუმენტებით-არაფერი აქვს საერთო საყოველთაოდ ცნობილ ტექსტთან. . .

მთავარეპისკოპოსი სტატიას იწყებს განმარტებით, კეთილისა და ბოროტის შესახებ; რომ ჩვენ მართლმადიდებლებს ბოროტება არ გვესმის "ონტოლოგიური" შინაარსის მქონედ, ბოროტება სინამდვილეში არ არსებობს (!) იგი სიკეთის არ არსებობაა (იოანე დამასკელი, "მართლ. სარწ.ზედმიწ. გარდამოც." თავი 18).

გნოსტიკოსთა მტკიცებით კი მატერია ბოროტი ღმერთის დემიურგის შექმნილია (ძველი აღთქმისეული ღმერთის-ერთმნიშვნელოვანი მკრეხელობა) , სწორედ ამავე ღმერთმა გამომაწყვდია სული მატერიულ 'ციხეში'. მატერია აღქმულია როგორც ბოროტება და ბორკილი (!) ხოლო მისგან განშორება (თუმცა იგი მტკივნეულია)თავისუფლებას მიმნიჭებელი. მათივე კონცეფციაა საზვერეები, რომელთა ჭიშკართან ეშმაკნი დგანან-დუალისტური წარმოდგენა რომელიც ეშმაკს ღვთის თანასწორად (საპირისპირო პულუსად) წარმოადგენს (!)

იგი ასევე საუბრობს ე.წ ცოდვათა გამოსყიდვაზე (ეს მთლიანად პაპისტური მიდგომაა, ჩვენ ჩვენით არა მხოლოდ არ ძალგვიძს რისიმე "გამოსყიდვა" არამედ განკურნებაც კი)

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო რამ, რატომ ვუხდით ეშმაკს როდესაც შევცოდეთ ღმერთს ??? ან რას ნიშნავს გადასახადი? ჩვენ ხომ ვიცით რომ იმქვეყნიერება არაფრით ჩამოგავს აქაურობას? და თუ ვუხდით რას ვუხდით? მადლს? და მადლი ხომ იმანენტურია და თავად სულიწმიდაა მასში?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 30 2006, 03:50 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



glaxa
ციტატა
მე მგონია რომ ეს მართლაც არასწორი სწავლებააა...
იგი არ ეფუძნება არანაირ ბიბლიურ საფუძველს... კი არა და ეწინააღმდეგება კიდეც მაცხოვრის სწავლებას...

იცი შენ რას გეტყვი, შენ რომ გკიტხოს კაცმა ბევრი რამაა არასწორი სწავლება მათ შორის ხატთა თაყვანისცემაც.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 03:53 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

იცი შენ რას გეტყვი, შენ რომ გკიტხოს კაცმა ბევრი რამაა არასწორი სწავლება მათ შორის ხატთა თაყვანისცემაც.


გლახას უკიდურესობების გამო არ შეიძლება მტავარეპისკოპოსის აზრის ერთმნიშვნელოვანი უკუგდება biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 30 2006, 03:57 PM
პოსტი #12


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ალექსანდრე
ციტატა
იცი შენ რას გეტყვი, შენ რომ გკიტხოს კაცმა ბევრი რამაა არასწორი სწავლება მათ შორის ხატთა თაყვანისცემაც.


ალო ნუ ბრაზდები ეხლა კაცო wink.gif ნუ გაქვს სუსტი გული

მნათე
ციტატა
გლახას უკიდურესობების გამო არ შეიძლება მტავარეპისკოპოსის აზრის ერთმნიშვნელოვანი უკუგდება


როგორც ჩანს ბატონ ალოსთვის ჩემს აზრებს დიდი მნიშვნელობა აქვს wink.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 30 2006, 04:03 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მნათე
ციტატა
გლახას უკიდურესობების გამო არ შეიძლება მტავარეპისკოპოსის აზრის ერთმნიშვნელოვანი უკუგდება

იცი ლევან საზვერეების შესახებ სწავლება არ არის დოგმატური და იგი შეიძლება სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იყოს აღწერილი, მაგრამ ფაქტია რომ სული გარდაცვალებიდან მთელი 40 დღის განმავლობაში გადის ამ ცინააგმდეგობებს და სწორედ ამისტვისაა საჭირო ეკლესიისა და ნათესავების განსაკუთრებული ლოცვები მიცვალებულებისათვის, ასევე ეკლესია გვეუბნება რომ აუცილებელია ამ დღეებში გარდაცვალებულისათვის ფსალმუნთა შეუწყვეტელი კითხვა.
მაგრამ ვიმეორებ რომ ეს არაა დოგმატური საკითხი, თუმცაღა არც ისაა სწორი რომ ამ სწავლებას მწვალებლური უწოდო

glaxa
ციტატა
ალო ნუ ბრაზდები ეხლა კაცო ნუ გაქვს სუსტი გული

ციტატა
როგორც ჩანს ბატონ ალოსთვის ჩემს აზრებს დიდი მნიშვნელობა აქვს

ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი და ყველას აზრს აქვს ჩემთვის მნიშვნელობა თუ ეს აზრები არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას და ტრადიციებს


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 30 2006, 04:08 PM
პოსტი #14


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ალექსანდრე
ციტატა
თუმცაღა არც ისაა სწორი რომ ამ სწავლებას მწვალებლური უწოდო

მე ხომ არ ვუწოდე? wink.gif
ციტატა
ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი და ყველას აზრს აქვს ჩემთვის მნიშვნელობა თუ ეს აზრები არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას და ტრადიციებს

აბა რა ესეც უნდა იყოს..
სიმართლეს რაღადებს ბაგენი შენნი დიდო ალექსანდრევ ;

wink.gif wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 30 2006, 04:10 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



glaxa
ციტატა
აბა რა ესეც უნდა იყოს..
სიმართლეს რაღადებს ბაგენი შენნი დიდო ალექსანდრევ ;

ნუ მეპათხალიმები ეხლა biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 30 2006, 04:13 PM
პოსტი #16


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ალექსანდრე
ციტატა
ნუ მეპათხალიმები ეხლა

wub.gif wub.gif wub.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif ph34r.gif ph34r.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 04:20 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
იცი ლევან საზვერეების შესახებ სწავლება არ არის დოგმატური და იგი შეიძლება სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იყოს აღწერილი, მაგრამ ფაქტია რომ სული გარდაცვალებიდან მთელი 40 დღის განმავლობაში გადის ამ ცინააგმდეგობებს და სწორედ ამისტვისაა საჭირო ეკლესიისა და ნათესავების განსაკუთრებული ლოცვები მიცვალებულებისათვის, ასევე ეკლესია გვეუბნება რომ აუცილებელია ამ დღეებში გარდაცვალებულისათვის ფსალმუნთა შეუწყვეტელი კითხვა.
მაგრამ ვიმეორებ რომ ეს არაა დოგმატური საკითხი, თუმცაღა არც ისაა სწორი რომ ამ სწავლებას მწვალებლური უწოდო


აქამდე მეგონა რომ ტრანსცენდენტიზმი მარადიულობას გულისხმობდა blink.gif სანდრო ჩვენთან რომ ორმოცი დღე გავა იქ რა ხდება?? იქ ხომ არაა დრო?

საქმე ეხება საზვერეებში მომხდარ ამბებს, მაგალითად მადლის აწონვას (!) თითქოს ჩვენი საქმე გვაცხოვნებს და არა ღმერთის მოწყალება (!) თიტქოს ჩვენ ჩვენი გადახდილი მადლით ვცხონდებით (!) ასე რომ იყოს დარწმუნებული იყავით ვერც ერთი მნათობი წმინდანი ვერ ხონდებოდა wink.gif თითქოს გადასახადს ვიხდით. . . თან ამ გადასახადს ვუხდით ვის? კაცობრიობის მტერს? და რაში სჭირდება მას ეს? მადლი ხომ დამღუპველია?

წმიდა მამები იმასაც გვასწავლიან, რომ ეშმაკს არ შეუძლია სულში ჩაწვდომა და ფიქრების გაგება! მას მხოლოდ შეუძლია შთააგონოს! ხოლო სანამ ჩვენს გარეგნულ ქცევაზე არ აისახება მივემხრეთ თუ არა მას მანამ არ იცის არაფერი (!) თუ განსაცხადებელი იყო წმინდა გარდამოცემა ან სახარება გვეტყოდა, და არა გნოსტიციზმის ბობოქარში დაწერილი "ბასილი "ახლის" ცხოვრება" რომელიც შემქმნელმა თავის ფანტაზიებისთვის გამოიყენა (!) წმიდა ბასილი ახალს არავიტარი კავშირი არ აქვს, ვინმე ბასილთან! ეს ბიზანტის ეკლესიამ უარყო, ხოლო რუსეთში შემთხვევით და გაუცნობიერებლად იქნა მიღბული. ისიც გასათვალისწინებელია რომ ლათინური გავლენა რუსეთში ძლიერი იყო. . .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Nov 30 2006, 04:29 PM
პოსტი #18


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(მნათე @ Nov 30 2006, 03:25 PM) *

საქმეც მაგაშია blink.gif

მთავარეპისკოპოსი სტატიას იწყებს განმარტებით კეთილისა და ბოროტის შესახებ: რომ ჩვენ მართლმადიდებლებს ბოროტება არ გვესმის "ონტოლოგიური" შინაარსის მქონედ, ბოროტება სინამდვილეში არ არსებობს (!) იგი სიკეთის არ არსებობაა (იოანე დამასკელი, "მართლ. სარწ.ზედმიწ. გარდამოც." თავი 18).


ბოროტება არ არსებობს(!) - ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ეშმაკი არ არსებობს? blink.gif

საზვერეებს კი მართლმადიდებელ წმინდა მამაებთან ხშირად ვხვდებით, ამდენად გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ ეს სწავლება მწვალებლურია. დოგმატური რომ არ არის, ეგ კი, ბატონო.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 04:39 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ბოროტება არ არსებობს(!) - ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ეშმაკი არ არსებობს?


რას ამბობ biggrin.gif ეშმაკი სიკეთის არ მქონეა wink.gif

იოანე დამასკელი http://orthodoxy.wanex.net/gvtismetkveleba/damaskeli/18.htm


"ამ ანგელოზურ ძალთაგან დედამიწისეული წესის თავმდგმური, ვისაც ღვთისგან დედამიწის დაცვა ჰქონდა მინდობილი, არათუ ბუნებით უკეთური შეიქმნა, არამედ იყო რა კეთილი, შექმნილი სიკეთისთვის და შემოქმედისგან უკეთურების არანაირი ნაკვალევის არმქონე თავის თავში, ვერ გახდა დამტევი იმ ნათელმოსილებისა და პატივისა, რაც მიენიჭა შემოქმედისგან, არამედ თვითუფლებრივი არჩევანით მიიქცა იგი ბუნებისეულისგან არაბუნებისეულისკენ, თავი აიმაღლა მისი შემქმნელი ღვთის წინააღმდეგ, განიზრახა რა მისდამი დაპირისპირება, და იგი, პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა. სიკეთე გონისეული სინათლეა. მსგავსადვე, ბოროტება გონისეული სიბნელეა. ღვთისგან სწორედ სინათლე შეიქმნა და შეიქმნა, როგორც კეთილი, რადგან „ნახა ღმერთმა ყოველივე, რაც ქმნა, და აჰა - კარგი ძალიან“ (შეს. 1,31), მაგრამ თვითუფლებრივი ნებით სიბნელე გახდა იგი, რომელთან ერთად გამოცალკევდა აგრეთვე (რადგან თან გაჰყვა მას) და მასთან თანადაეცა მისდამი დაქვემდებარებულ ანგელოზთა უსასრულო სიმრავლე. "



საინტერესო რამ!




... იყო ერთი ქალაქი, ამ ქალაქში უნივერსიტეტი, და ამ უნივერსიტეტში კი, ერთი პროფესორი.
ერთ დღესაც, ჩვეულებისამებს პროფესორმა დარბაზის კარები შეაღო და მშვიდი ნაბიჯით
კათედრისაკენ გაეშურა. გადაჭედილ დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. სახუმარო საქმე
ნამდვილად არ არის მის ლექციაზე დასწრება, ამიტომ ყოველ წუთსა და სიტყვას ფასი აქვს.
ნახევრად გახუნებული მუქი ხელჩანთა მადიდაზე დადო და აუდიტორიას მიუბრუნდა.

- სანამ კონკრეტულად განსახილველ საკითხზე გადავიდოდეთ, მსურს
ცოტა გავისაუბროთ - დოინჯგაკეთებულმა აუდიტორიაში სიარული დაიწყო.
- ვის გწამთ ღმერთის არსებობის?
მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის ასე თუ ისე ცნობილი იყო განსახილველი
თეოლოგიური საკითხები... ასეთი პირდაპირი ფორმით დასმულმა შეკითხვამ
მაინც დაბნეულობა გამოიწვია.
პროფესორმა გაკვირვებული გამომეტყველებით თვალი შეავლო სტუდენტებს.
- მ ე - უპასუხა ერთმა ოდნავ გასაგონი ხმით.
- ძალიან კარგი - ამჯერად უკვე მომღიმარემ გააგრძელა - მაშინ მიპასუხე,
ყველაფერი რაც არსებობს ღმერთის შექმნილია?
- დიახ.
- ღმერთმა შექმნა ყველაფერი? - გაიმეორა იგივე კითხვა უკვე გაცილებით
კონკრეტულად და შედარებით მაღალი ტონით.
- დიახ ბატონო.
- თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი გამოდის, რომ მანვე შექმნა ბოროტება,
რადგან ასეთი რამ არსებობს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ არსებულ პრინციპს,
რომ ჩვენი საქმენი განგვსაზღვრავენ პირადად ჩვენ, გამოდის - ღმერთი ბოროტიცაა.
ასეთი პასუხის გამგონე სტუდენტი დადუმდა. პროფესორი აშკარად კმაყოფილი იყო
მიღწეული შედეგით, ამაყად დარბაზს გადახედა, თითქოს თვალებით ანიშნა:
''ალბათ მიხვდით რისი თქმაც მსურდა'' და განსახილველ საკითხზე გადასასვლელად მოემზადა.

- შეიძლება ბატონო შეკითხვა თქვენც დაგისვათ? - გაისმა აუდიტორიაში
- რა თქმა უნდა.
- ბატონო პროფესორო სიცივე არსებობს?
- რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა არსებობს. შენ რა არასდროს შეგცივნია?
სტუდენტებს გაეცინათ და ირონიულად შეხედეს კითხვის დამსმელს.
- სინამდვილეში კი ბატონო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად,
რასაც ჩვენ სიცივედ ვთვლით, სხვა არაფერია თუ არა სითბოს არ არსებობა.
ადამიანის ან საგნის შესწავლა შესაძლებელია იმის მიხედვით გააჩნია
თუ არა მას ან გადასცემს თუ არა ის ენერგიას.
''აბსოლიტური ნოლი'' - 273 გრადუსი ცელსიუსი წარმოადგენს სითბოს სრულ არ არსებობას.
სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა, რათა აღვწეროღ ის,
რასაც სითბოს არ არსებობისას ვგრძნობთ და მას მოყვება.
ამჯერად დარბაზში სიჩუმე იდგა.
- ბატონო პროფესორო სიბნელე არსებობს?
- რა თქმა უნდა არსებობს - სერიოზულად მიუგო პროფესორმა.
- თქვენ ისევ ცდებით. სიბნელეც არ არსებობს. სინამდვილეში სიბნელე წარმოადგენს
სინათლის არ არსებობას. ჩვენ უნარი შეგვწევს სინათლის შესწავლის, მაგრამ არა - სიბნელის.
ჩვენ შეგვიძლია დავშალოთ დღის შუქი მრავალ სხვადასხვა ფრად და შევისწავლოთ ყოველი
ფერის განსხვავებული ტალღათა სიგრძე. თქვენ ვერ შესძლებთ სიბნელის გაზომვას.
უბრალო სინათლის სხივს ყოველთვის შესწევს უნარი
შეიჭრას სიბნელის სამყაროში და გაანათოს იგი.
როგორ შესძლებთ იმის გაგებას, თუ რამდენად ბნელია რომელიმე სივრცე?
თქვენ გაზომავთ რა რაოდენობის სინათლეა იქ წარმოდგენილი. განა ასე არ არის?!
სიბნელე ეს მცნებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს იმის აღსაწერად,
თუ რა ხდება სინათლის არ არსებობისას.

სტუდენტმა პაუზა გააკეთა. სურდა ბოლომდე დასულიყო ადრესატამდე ნათქვამი,
რაც ალბათ შესაბამის რეაქვიას გამოიწვევდა, თუმცა დარბაზში კვლავ სიჩუმეა გაბატონებული.

- და ბოლოს... ბოროტება თუ არსებობს?
ამჯერად პროფესორმა უკვე გაუბედავად უპასუხა:
- არსებობს, რაც უკვე ავღნიშნე. ჩვენ ვხედავთ მას ყოველ დღე.
სისასტიკე ადამიანთა შორის, უამრავი დანაშაული და ძალადობის ფაქტები მთელ მსოფლიოში...
ეს მაგალითები სხვა არაფერია, თუ არა ბოროტების გამოვლინება.
- ბოროტება არ არსებობს პროფესორო, ყოველ შემთხვევაში ის არ არსებობს როგორც ასეთი,
პირადად მისთვის. ბოროტება ეს უბრალოდ ღმერთის არ არსებობაა. ის გავს სიცივესა და
სიბნელეს - სიტყვა, ადამიანის მიერ შექმნილი, რომ აღწეროს ღმერთის არ არსებობა.
ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება. ბოროტება ეს არაა რწმენა ან სიყვარული
რომლებიც არსებობენ სითბოსა და სინათლის მსგავსად.
ბოროტება ესაა ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არ არსებობის შედეგი,
რომელიც დგემა როდესაც არ არის სითბო... ან სიბნელის მსგავსად
რომელიც დგება სინათლის არ არსებობით.

დარბაზში კვლამ სიჩუმე სუფევდა. ცოტა ხანში სტუდენტი დაჯდა,
ხოლო პროფესორმა დუმილით კათედრას მიაშორა.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Nov 30 2006, 04:55 PM
პოსტი #20


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა

რას ამბობ biggrin.gif ეშმაკი სიკეთის არ მქონეა wink.gif


ვიცი, რომ არსებობს, ნანახი მყავს laugh.gif laugh.gif laugh.gif

ციტატა
საინტერესო რამ!


პირველად რომ დადე, მაშინ წავიკითხე smile.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

30 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th January 2021 - 11:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი