IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> საზვერეები-მითი თუ რეალობა?
მნათე
პოსტი Dec 22 2006, 07:10 PM
პოსტი #121


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
არც ის წმინდა მამები არიან უვიცები და პუჰალოზე მეტი სულიერი და გონიერი სიბრძნეც მასზე მეტი ჰქონდათ.


მთავარეპისკოპოსს ამას ეტყოდი პირისპირ? smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Dec 23 2006, 09:50 PM
პოსტი #122


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



”ხმითა გალობისათა და სურვილითა სულისათა გევედრებით, ღმრთივსანატრელო მამაო, მამისაგან ზეცათასა გვითხოვე, რათა ხელი წყალობისა აღგვიპყრას და ხელთაგან ჰაერისმცველთასა გვიხსნას.” (ანტონ მარტყოფელის პარაკლისი)


”ხოლო საშინელსა ჟამსა სულისა ჩუენისა განსლვისასა შემწე გუეყავნ რათა დაუბრკოლებელად განვლოთ საზვერენი ჰაერისმცველთანი, ლოცვათა შენთა მიერ გვიხსენ ჩუენ საუკუნოჲსაგან განკითხვისა, ეგრეთ გვფარვიდეს წყალობა ღმრთისა დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.” (ბარძიმი შეუსმელის დაუჯდომელი)

”ჰოჲ უნეტარესო მამაო შიო, ლოცვითა შენითა გჳჴსნენ ჩუენ ყოვლისა ბოროტისაგან და სატანისა მახეთაგან, ჰაერისმცველთაგან და საზუერეთა, ცეცხლისაგან გეჰენიისა. ბოროტთა სულთაგან შეპყრობილთა მკურნალო, გჳჴსნენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან... ” (შიო მღვიმელის დაუჯდომელი)

”მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა...” (ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის,
ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა)

მნათე, აბა ამ ლოცვებში რა ჰაერისმცველებზე და საზვერეებზეა საუბარი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Dec 24 2006, 02:01 PM
პოსტი #123


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეჰ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Dec 24 2006, 04:21 PM
პოსტი #124


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა(glaxa @ Dec 24 2006, 02:01 PM) *

ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეჰ

გლახა მე მგონი ბერდები laugh.gif
რაღაც უიმედოთ ოხრავ ბოლო პერიოდია laugh.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Dec 24 2006, 07:08 PM
პოსტი #125


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ლილიანა
ციტატა
გლახა მე მგონი ბერდები

მართალია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Dec 25 2006, 12:16 AM
პოსტი #126


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



მათთვის, ვისაც უყვარს წმიდა მამები და მათ აზრებს საკუთარ ეჭვებზე მაღლა აყენებს
წმ. შიო მღვიმელის ცხოვრება
(ერთ-ერთი უძველესი ტექსტი, სავარაუდოდ დაწერილია VII ს. )

ხოლო მოძღურისა მისისა იოანესთვის ვიტყოდით. ხოლო ნეტარი მამაი ჩუენი იოანე დაბერდა ქუაბსა მას შინა და აღასრულა სრბაი თვისი მრავლითა ღუაწლითა და იწყო მოკლებად და მოუწოდა მოწაფეთა რომელთამე და თათს (თადეოზს), რომელი იყოფებოდა ქუეშე მთასა მას და ელია დიაკონსა და ჰრქუა: “შვილნო, ჟამი აღსასრულისა ჩემისა მოწევნულ არს და მივალ უფლისა ჩემისა და ფრიად მეშინის ჰაერის მცველთაგან, რამეთუ საზარელ არიან, დააყენებენ სულსა, რათა არა აღვიდენ სასუფეველად და ამას თქუენცა მოელოდეთ, შვილნო ჩემნო საყვარელნო, და აწვე განაკრძალენით თავნი თქუენნი და ჩემთვის ილოცევდით და ვინმცა გვიხსნნა ხელთაგან მათთა, გარნა ღმერთმან, რომელმან მოავლინა ძე თვისი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და მან განმათავისუფლნა სიკუდილისაგან და ყოვლისა საეშმაკოისა ვნებისა, გარნა იგინი ოდენ, რომელნი მხურვალითა გულითა შეუდგენ და სიწმიდით ჰმსახურებდენ მას. და ამისთვის გევედრები, რათა სიწმიდით და სიმართლით ვიქცეოდით”.
(ასურელ მამათა ცხოვრებათა არქეტიპები, გვ. 34, თბ. 1928)

წმ. ათანასე დიდი (IV ს.)
წმ. ანტონი დიდის ცხოვრება
აღდგა ოდესმე (წმ. ანტონი) და ილოცვიდა ცხრა ჟამს და აგრძნა თავისა თვისისაი, რამეთუ აღიტაცა გონებითა, და საკვირველ ესე იყო: მდგომარე ხედვიდა თავსა თვისსა, ვითარცა გუამსა გარეშე იპოვა, და ვითარცა ზე ჰაერთა წინა-ვინმე-უძღოდეს მას. და მერმე იხილნა მწარენი და ფიცხელნი ჰაერთა ზედამდგომარენი, და უნდა დაბრკოლებაი მისი, რაითამცა გარე არა წარხდა მათ, ხოლო რომელნი-იგი წინა-უძღოდეს მას, შეჰრისხნეს მათ. ესენი სიტყუასა მოჰხდიდეს მათ, ნუმცა უკუე თანამდებ რაიმე იყოს მათა. უნდა მათ სიტყვისა ყოფაი შობითგან მისით. აყენებდეს ანტონის წინამძღუარნი იგი და ეტყოდეს მათ, რამეთუ შობითგანნი იგი (ცოდვები) უფალმან ახოცნა, ხოლო ვინაითგან მონაზონ იქმნა და აღუთქუა ღმერთსა, ჯერ-არს სიტყვის-ყოფაი. მაშინ შეასმენდეს და ვერარაი ამხილეს... და მოიხსენა (ანტონიმ), რამეთუ ესე არს, რომელი თქუა მოციქულმან, ვითარმედ მთავრისა მისთვის ხელმწიფებისა ჰაერთაისა, რამეთუ: ამას ზედა აქუს მტერისა მის ხელმწიფებაი ბრძოლად და განცდად და დაბრკოლებად თანა-წარმავალთა. ამისთვისცა უფროისღა ამცნებდა: აღიღეთ თქუენ საჭურველი ღმრთისაი, რაითა შემძლებელ იქმნნეთ წინა-აღდგომად დღესა მას ბოროტსა, რაითა არა აქუნდეს სიტყუად ჩუენდა ბოროტი მტერსა და ჰრცხუენეს.
(მამათა ცხორებანი, გვ. 40, თბ. 1975)

ლეონტიოს ნიკოპოლელი (VI-VII სს.)
წმ. სვიმეონ სალოსის ცხოვრება (VI ს.)
წმ. სვიმეონის ლოცვა გარდაცვლილი დედის სულისთვის
უფალო, რომელმან შეიწირე შესაწირავი აბრაჰამისი და მსხუერპლი იგი იეფთაესი და შესაწირავი აბელისი არა უგულებელს-ჰყავ და სამოელის მიერ ანა წინაწარმეტყველად გამოაჩინე, შენვე, უფალო, ჩემ მიერ, მონისა შენისა, შეივედრე სული დედისა ჩემისა კურთხეულისაი... აწ გევედრები, მეუფეო, მოუვლინე მას ანგელოზი მშვიდობისაი, რომელმან დაიცვეს სული მისი სულთაგან არაწმიდათა და მხეცთა მათგან, რომელნი არიან ჰაერთა ზე, რომელთა არა აქუს წყალობაი და ისწრაფიან, რაითა შთანთქნენ ყოველნი, რომელნი თანა-წარჰვიდოდიან...

წმ. სვიმეონ სალოსის ანდერძი
...და უწყოდე (იოანე), რამეთუ შენცა ადრე წარჰყავ ღმერთსა ამიერ სოფლით. არამედ რავდენ შეუძლო, მოსწრაფე იყავ სულისა თვისისა ცხორებასა, რაითა შეუძლო განრინებად ყოველთაგან საფრხეთა მტერისათა, რომელნი არიან ჰაერთა ზე. ხოლო უფალი მეწამების, რამეთუ დიდსა ზრუნვასა შინა ვარ, ვიდრემდის განვვლე იგინი და განვაგდო ჩემგან ურვაი მათი, რამეთუ ესე არს დღე იგი ჭირისაი, რომელსა მოციქული იტყვის...
(მამათა ცხორებანი, გვ. 310, თბ. 1975)

წმიდა ისაია განდეგილი (VI ს.) _ “სათნოთმოყვარების” ერთ-ერთი ავტორი გვასწავლის, რომ “ქრისტიანებს ყოველდღიურად თვალწინ უნდა ედგათ სიკვდილი და იმაზე უნდა ზრუნავდნენ, თუ როგორ გავლენ სხეულიდან და როგორ გაივლიან წყვდიადის ძალთა შორის, რომელნიც ჰაერში დაგვხვდებიან” (სიტყვა 5,22); “როცა სული სხეულიდან გავა, მას ანგელოზები მიაცილებენ, ხოლო მის დასაბრკოლებლად ბნელი ძალები გამოდიან, რომლებსაც ამ სულის შეპყრობა და წამება სურთ, რათა სათავისო რამ ჰპოვონ მასში” (სიტყვა 17).
წმიდა ისიხი იერუსალიმელი ხუცესი (VI ს.) გვასწავლის აგრეთვე, რომ “მოატანს ჩვენი სიკვდილის ჟამიც, მოვა იგი და ვერსად წავუვალთ. და ნეტავ მაშინ ამასოფლისა და ჰაერის მთავარმა, რომელიც უნდა შემოგვეყაროს, ჩვენი მხოლოდ უმნიშვნელო ცოდვები ჰპოვოს და ვერ შეძლოს ჩვენი მხილება” (სიტყვა 17).
წმიდა გრიგოლი დიოლოღოსი (604 წ.) სახარებაზე თავის საუბრებში წერს: “ღრმად უნდა დავუფიქრდეთ, თუ რა საზარელი იქნება სიკვდილის ჟამი, როგორ შეძრწუნდება სული, როგორ გაიხსენებს ყველა ბოროტებას და ძრწოლა ექნება მსაჯულისა. მაშინ ბოროტი სულები მიცვალებულებს წარმოუდგენენ ყველა ცოდვას, რომელზეც თავად უბიძგებდნენ, რათა შემდეგ ეწამებინათ თავიანთი თანამონაწილე ადამიანის სული. მაგრამ მხოლოდ ცოდვილ სულებზე რატომ ვსაუბრობ, როდესაც ბოროტი სულები რჩეულ გარდაცვლილებსაც ეცხადებიან და მათშიც ეძიებენ სათავისოს, თუკი რამ ჩაუდენიათ? ადამიანთა შორის მხოლოდ ერთი იყო, ვინც უწინარეს თავის ტანჯვისა უშიშრად სთქვა: “არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაი და ჩემ თანა ჰპოვოს არარაი” (იოან. 14,30) (სიტყვა სახარებაზე, 39. ლუკა 19,42-47; ეპისკოპოსი ეგნატე, ტ. 2. გვ. 278).
წმიდა ეფრემ ასური (373 წ.) სიკვდილსა და საზვერეებში სამსჯავროს ამგვარად აღწერს: “როდესაც საზარელი მხედრობა მოდის, როცა ღვთაებრივი სულისამომხდელები უბრძანებენ სულს სხეულიდან გასვლას და როცა ძალით მიგვიტაცებენ და მიგვიყვანენ გარდუვალ სამსჯავროდ, მაშინ მათი მხილველი საბრალო ადამიანი... ერთიანად ძრწის, თითქოს მიწა იძრაო... და ღვთაებრივ სულისაღმწოდებლებს აჰყავთ სული ჰაერში, სადაც საძაგელ ძალთა ქვეყნისმპყრობელი მთავრობა და ხელისუფლება დგას. ესენი არიან _ ჩვენი ბოროტი შემასმენლები, საზარელი მსჯავრმდებელნი, მეზვერეები, ცოდვების აღმრიცხველნი; ისინი გზაზე ხვდებიან ადამიანებს და აღურიცხავენ ახალგაზრდობასა თუ ხანდაზმულობაში ნებით თუ უნებლიეთ ჩადენილ ცოდვებს, რომელნიც სიტყვით, საქმით ან ფიქრით აღასრულეს. დიდი შიში და ძრწოლა შეუდგება იქ უბადრუკ სულს. აუწერელ ტანჯვას განიცდის იგი იქ, გარშემორტყმული აურაცხელი მტრებით, რომლებიც ცილს დასწამებენ, რათა ზეცად აღსვლასა და სასუფევლის დამკვიდრებაში დააბრკოლონ ადამიანის სული, მაგრამ წმიდა ანგელოზები აღიპყრობენ და განარიდებენ მათ” (წმიდა ეფრემ ასური, თხზ. კრებ. მოსკოვი, 1882 წ., ტ.3, გვ. 383-385).
ძველ მამებს შორის საჰაერო საზვერეებზე ყველაზე საფუძვლიანად გადმოგვცემს წმიდა კირილე ალექსანდრიელი ( 444 წ.) თავის მოძღვრებაში _ “სიტყვა სულისა განსვლაზე”, რომელიც ყოველთვის ერთვოდა იმ სლავურ ფსალმუნებს, რომლებიც ღვთისმსახურებისას გამოიყენებოდა. სხვა დანარჩენთან ერთად, წმიდა კირილე ამ “სიტყვაში” ამბობს: “როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა, სასტიკთა და უწყალოთა, ურიცხვთა მათ დემონთა, რომელნიც წარმოდგებიან, ვითარცა ბნელი ეთიოპელნი. და რამეთუ ხილვაცა ოდენ მათი ყოველ სატანჯველზე უფრო საშინელია. შფოთავს და ძრწის სული და მწუხარებით მილტოლვილი ღვთის ანგელოზებთან ცდილობს დამალვას, ხოლო ანგელოზთა მიერ პყრობილი განვალს შორის საჰაერო საზვერეთა, რომელნიც აბრკოლებენ მას: რადგან ყოველი საზვერე მის ცოდვას წარმოაჩენს... რადგან სულის ყოველი ვნება და ყოველი ცოდვა მეზვერეთა და მტანჯველთა მისთა აღრაცხული აქვთ”.
წმიდა კირილემდე და მის შემდგომაც მრავალი წმიდა მამა საუბრობს ან იხსენიებს საზვერეებს. ზემოხსენებულ საეკლესიო დოგმატიკის ისტორიკოსს მრავალი მათგანის ციტატა მოჰყავს და დაასკვნის: “საზვერეებზე სწავლების ასეთი გამუდმებული და ყოველმხრივი გავრცელება ეკლესიაში (განსაკუთრებით კი მეოთხე საუკუნის მოძღვრებს შორის) უცილობლად მოწმობს, რომ მათ იგი წინა საუკუნეების მამათაგან გადმოეცათ და მოციქულთა გადმოცემაზეა დაფუძნებული” (მიტროპოლიტი მაკარი მოსკოველი, “მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება”, ტ. 2, გვ. 535).

ეპისკოპოსი ეგნატე არ იცნობდა იმ მრავალრიცხოვან ადრეულ, დასავლურ მართლმადიდებლურ წყაროებს, რომლებშიც მრავლად მოიპოვება საზვერეების აღწერა და რომლებიც არ იყო თარგმნილი ბერძნულ ან რუსულ ენებზე. როგორც ჩანს, სახელწოდება “საზვერეები” აღმოსავლური წყაროებით შემოიფარგლება, მაგრამ დასავლეთის წყაროებში აღწერილი “რეალობა” მას შეესატყვისება.
მაგალითად, წმიდა კოლუმბამ, რომელმაც შოტლანდიაში იონას კუნძულის მონასტერი დააარსა ( 597 წ.), თავის სიცოცხლის მანძილზე მრავალგზის იხილა ჰაერში დემონთა ბრძოლა მიცვალებულთა სულებისათვის. ამის შესახებ წმიდა ადამნანი მოგვითხრობს (704 წ.) მის მიერ აღწერილ წმინდანის ცხოვრებაში, რომელთაგან ერთ-ერთი შემთხვევა გადმოგვცემს შემდეგს:
ერთხელ წმიდა კოლუმბამ მოუხმო თავის მონაზვნებს და უთხრა: “შევეწიოთ ლოცვით აბბატ კომგელის მონაზვნებს, რომლებიც ახლა ტბაში იხრჩობიან, რადგან ამ წუთას ისინი ჰაერში ბოროტ ძალებს ებრძვიან, რომლებსაც მათთან ერთად დასახრჩობად განწირული უცხოელის სულის შეპყრობა სურთ”. ლოცვის შემდეგ წმიდა კოლუმბამ თქვა: “მადლობდით ქრისტეს, რადგან აწ წმიდა ანგელოზები შეეწიენ ამ წმიდა სულებს და ის უცხოელი დემონებისგან გამოიხსნეს ”.
წმიდა ბონიფაცი, ანგლო-საქსონელი “გერმანელთა მოციქული” (VIII ს.) ერთ-ერთ თავის წერილში გადმოგვცემს ამბავს, რომელიც თავად მოისმინა უინლოკში იმ ბერისგან, რომელიც მოკვდა და რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ მობრუნდა ამქვეყნად. სხეულიდან გასვლის შემდეგ ეს ბერი “ისეთმა ბრწყინვალე ანგელოზებმა წაიყვანეს, რომ მათი მზერაც კი არ შეეძლო..”. “ზემოთ, ჰაერში ამიყვანესო”... თქვა მან და შემდეგ მოჰყვა, რომ სხეულს გარეთ მისი ყოფნის დროს იმდენად ბევრმა სულმა დატოვა თავისი სხეული და იქ მოგროვდა, სადაც თვითონ იყო, რომ ბერს მოეჩვენა, თითქოს ისინი დედამიწის მთელ მოსახლეობას აღემატებოდნენ. მან თქვა აგრეთვე, რომ იქ ბოროტი სულების ხროვა იყო და ზეციურ ანგელოზთა დიდებული დასი და, რომ ბოროტ სულებსა და წმიდა ანგელოზებს შორის გაცხარებული დავა იყო სხეულიდან გასული სულებისთვის, რომლებსაც დემონები ბრალს სდებდნენ და ამძიმებდნენ მათ ცოდვებს, ხოლო ანგელოზები უმსუბუქებდნენ სულებს ცოდვების ტვირთს და ასახელებდნენ მათი ცოდვების შემამსუბუქებელ გარემოებებს.
ბერს ესმოდა, როგორ კიოდა მის წინააღმდეგ ყოველი ცოდვა, ბავშვობიდან მის მიერ აღსრულებული, რომელიც მას აღსარებაში არ ეთქვა, ან დაავიწყდა, ან ცოდვად არ შერაცხა. ყოველი ცოდვა თავის ხმით ყვიროდა და ადანაშაულებდა მას^ ყველაფერი, რაც კი მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაუდენია და აღსარებაში არ უთქვამს ან რაც მას ცოდვად არ მიაჩნდა _ ახლა ეს ყველაფერი საზარელი სიტყვებით მის წინააღმდეგ ყვიროდა. ბოროტი სულებიც ამგვარადვე აღურიცხავდნენ, უსაბუთებდნენ ცოდვებს, ბრალს სდებდნენ და მისგან ჩადენილი ცუდი საქმეების დროსა და ადგილსაც უსახელებდნენ... და აი, კაცთა მოდგმის ამ ოდინდელმა მტრებმა თავი მოუყარეს და ჩამოუთვალეს ბერს ყველა მისი ცოდვა, ბრალი დასდეს და მასზე თავიანთი უცილობელი ძალაუფლება გამოაცხადეს. “მეორე მხრივ კი, _ თქვა ბერმა _ პატარა, უბადრუკი სათნოებანი, რომელნიც უმნიშვნელო და არასაკმარისი მქონდა, _ ჩემს სასარგებლოდ მეტყველებდნენ... და ეს ანგელოზები თავიანთი უსაზღვრო სიყვარულით მიცავდნენ და მეწეოდნენ; ხოლო სათნოებანი, ძალიან გაზრდილნი, გაცილებით დიდად და მშვენივრად მეჩვენებოდნენ, ვინემ ოდესმე შემეძლო აღმესრულებინა ჩემი საკუთარი ძალით.
(წიგნიდან: მღვდელმონაზოვი სერაფიმე როუზი, სული გარდაცვალების შემდეგ, თბ. 2006)



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Dec 25 2006, 12:22 AM
პოსტი #127


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



საინტერესოა...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 25 2006, 12:25 AM
პოსტი #128


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ძალიან საინტერესოა biggrin.gif ლაზარე რაღას ყვირის აბა laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 26 2006, 01:31 PM
პოსტი #129


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მათთვის, ვისაც უყვარს წმიდა მამები და მათ აზრებს საკუთარ ეჭვებზე მაღლა აყენებს


ლადოს სალამი!

ვაჰ, აბა ერთ კარგ მოაზროვნესაც გაუმარჯოს!
ნამდვილად არ ვნანობ აქ რომ შემოვედი, მოკლედ, არის ხალხი, არის და ცოტა მოთმინებითაც თუ ავიტანთ ერთმანეთს,დამიჯერეთ, წავადგებით საკუთარ თავსაც და საერთო საქმესაც...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Dec 26 2006, 02:44 PM
პოსტი #130


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



lado s
კეთილი იყოს შენი ნიკი ამ ფორუმზე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Dec 26 2006, 10:09 PM
პოსტი #131


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Dec 25 2006, 12:25 AM) *

ძალიან საინტერესოა biggrin.gif ლაზარე რაღას ყვირის აბა laugh.gif


ეეე, შენ გგონია ეგენი არა აქვს წაკითხული საფრთხობელას პუგალოს? biggrin.gif სწორედ სერაფიმე როუზის წინააღმდეგ წერდა.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Dec 26 2006, 10:25 PM
პოსტი #132


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Sotiris
ციტატა
საფრთხობელას პუგალოს?

არ გეკადრება მთავარეპისკოპოსის ასე მოხსენიება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 2 2007, 04:15 AM
პოსტი #133


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სწორედ სერაფიმე როუზის წინააღმდეგ წერდა


და როუზი რა წმიდანია?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 2 2007, 04:30 AM
პოსტი #134


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Sotiris @ Dec 26 2006, 11:09 PM) *

ეეე, შენ გგონია ეგენი არა აქვს წაკითხული საფრთხობელას პუგალოს? biggrin.gif სწორედ სერაფიმე როუზის წინააღმდეგ წერდა.



სოტირის, არ გვინდა ეს გადარეული სქიზმატი როუზი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Jan 3 2007, 06:19 PM
პოსტი #135


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



საღამო მშვიდობისა, ძმაო, კანუდოსელო. გისურვებ სიყვარულში და რწმენაში გაძლიერებას და კიდევ მთელი გულით გისურვებ, ამ ფორუმის წევრთაგან სასუფეველში ყველაზე მეტად შენ განდიდებულიყავი.
პირველ რიგში შენ, კაიოროსს (თუ ესეც შენ არა ხარ) და გლახას მინდა ძმური სიყვარულით გითხრათ, რომ ამ ფორუმს ბევრი ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი კითხულობს და სასულიერო პირების, (თუნდაც მათ აზრებს არ ვიზიარებდეთ), უპატივცემულო, ცინიკური, აგდებული მოხსენიება მორწმუნეთა მიერ ამ ხალხს (მაძიებლებს) კარგს არაფერს ეტყვის ჩვენს სარწმუნოებასა და ეკლესიაზე. ხომ ცნობილია, რომ ადამიანზე უპირატესად ზნეობა, სულის სიმშვიდე და სიყვარული ახდენს გავლენას, ამის შემდეგ კი ცოდნა, მჭევრმეტყველება და ყველაფერი დანარჩენი. აბა ჩვენ თვითონ თუ არაფერი გვაქვს და ჩვენი სულიერი ლამპრები თუ დაშრეტილია, სხვას რაღა უნდა მივცეთ, როგორ გავუნათოთ ბნელი. არავის ესწავლება, რომ სიყვარულის გარეშე ყველაფერი მკვდარი და უსარგებლოა.
ახლა რაც შეეხება შენს მიერ მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის აგდებულ მოხსენიებას. დავიწყებ იმით, რომ მამა სერაფიმეს წიგნების გამავრცელებლები, მთარგმნელები, ლოცვა-კურთხევის მიმცემელნი ჩვენს ეკლესიაში არიან მეუფეები: დანიელ დათუაშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, დავით მახარაძე... ეს რაც ჩემი თვალით მინახავს. რუსეთში – პატრიარქი ალექსი და სხვა მღვდელმთავრები, ამერიკაში – მამა სერაფიმეს მიერ დაარსებული მონასტერი, რომელიც ამჟამად სერბეთის ეკლესიის იურისდიქციაში შედის. მისი წიგნები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და გამოცემულია სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების მიერ, მინახავს ათონის მონასრტების ბიბლიოთეკებში. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მისი მოძღვარი – მღვდელმთავარი იოანე სან-ფრანცისკელი რუსეთის ემიგრანტულმა ეკლესიამ დიდი ხანია წმინდანად შერაცხა და სულ მალე, როგორც კი ეს ეკლერსია შეუერთდება რუსეთის ეკლესიას (დარჩენილია ფორმალური პროცესები), წმიდა იოანე შევა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დიპტიხში, ანუ, ასე რომ ვთქვათ, ჩვენთვისაც წმინდანი იქნება.
უნდა ვთქვათ იმაზეც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. შენ არ ხარ პირველი, ვინც მამა სერაფიმეს მიმართ საჯაროდ გამოხატავს უპატივცემულობას. ამ მამამ იქ, შორეულ ამერიკაში, თავისით, წინაპართა დახმარების გარეშე (ჩვენგან განსხვავებით) იპოვა ჭეშმარიტება და მთელი თავისი ცხოვრება, ნიჭი, ინტელექტი, ჯანმრთელობა მის გავრცელებას შეალია. და ისე კარგად გამოუვიდა ეს საქმე, რომ მისმა ნაწერებმა ათასობით ადამიას აუხილა თვალი, უამრავს – ინდური თუ ჩინური ფილოსოფიით გატაცებულს, ეკუმენიზმის ფსევდოსულიერებით მოხიბლულს, სხვადასხვა ცრუსწავლებებში გზადაბნეულს, ფანატიკურ სიძულვილში ჩაფლულ ფარისეველს დაანახა, რომ ის, რაც მათ ჭეშმარიტება ჰგონიათ, სხვა რამაა, ხიბლია, და რომ ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაში, მისი ღმერთშემოსილი მამების სწავლებაში უნდა ვეძიოთ (რა თქმა უნდა, წმიდა წერილი პირველ ადგილზეა, მაგრამ მისი სწორი განმარტებაა საქმე, თორემ ბიბლიას არც იოგები, მუსლიმები, პროტესტანტები და ა.შ. უარყოფენ). მე თვითონ მრავალ ადამიანს ვიცნობ, რომლებმაც ეკლესიური ცხოვრება მამა სერაფიმეს წიგნების წაკითხვის შემდეგ დაიწყეს, მათი ზემოქმედების შედეგად. ზემოთქმული იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს შეცდომები არ ჰქონდა. არ გვესწავლება, რომ უცდომელი მხოლოდ უფალია. რაც შეეხება მის მიმართ გამოხატულ შეურაცხყოფას. მე მგონია აქ სახეზეა ნათლად გამოხატული ადამიანური სისუსტე. მამა სერაფიმე იყო ერთ-ერთი პირველი თანამედროვე მოღვაწეთა შორის, ვინც ნათლად განჭვრიტა და გასაგებ ენაზე ამხილა თანამედროვეობის მანკიერებები, განსაკუთრებით: პროტესტანტული სულის შემოტევა მართლმადიდებლობაზე ეკუმენიზმის დროშით, ასევე აღმოსავლური ფსევდოსულიერების აგრესია, ვითომ მართლმადიდებლური ფანატიკური მოშურნეობა, ე.წ. უცხო პლანეტელების საცთური, გარდაცვალებაზე არასწორი სწავლება და უამრავი, მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის ძირგამომთხრელი სწავლება თუ მოძრაობა. ამის გამო, ვისაც მიზნად დაუსახავს თავის გარშემო დათესოს ის ყალბი წარმოდგენები, რომელსაც მამა სერაფიმე და სხვა ჭეშმარიტების მქადაგებლები ებრძოდნენ და ებრძვიან, იძულებულია ჯერ ამ მოძღვრების ავტორიტეტს მოსცხოს ჩირქი, ის დაამციროს და შემდეგ თავისი ავტორიტეტები წამოსწიოს. ეგ არის და ეგ. საქმე არც ისე რთულადაა, დანახვა უნდა ძმებო ყველაფერს. სარწმუნოებას და იდეებს რომ თავი დავანებოთ, დავიჯერო ვერ ხვდებით, ძმებო იმას, თუ რა ტკივილს აყენებთ იმ თქვენს სულიერ ძმებს, ვისთვისაც თქვენს მიერ გალანძღული მოძღვრები ავტორიტეტები და საყვარელი ადამიანები არიან? რასაც არ ეთანხმებით ამ მოძღვართა ნაწერებში, დაწერეთ, დამშვიდებით ვიმსჯელოთ, სიყვარულით გავარჩიოთ... ნეტა თქვენ როგორ ხასიათზე დგებით, როცა ვინმე თქვენს ავტორიტეტებს – მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელს, ოსიპოვს და სხვა რეფორმატორთა წინამძღვრებს ლანძღავს? ჰოდა რასაც ჩვენს თავს არ ვუსურვებდით, არც სხვას უნდა გავუკეთოთ, ეს ხომ ახალი აღთქმის მცნებაა, არც სერაფიმ როუზის და არც ბერი პაისის, არც წმ. იუსტინე პოპოვიჩის ან თქვენი საყვარელი არქიმანდრიტი რაფაელის.
რაც შეეხება თქვენს მიერ წამოჭრილი არაერთი ფრიად საეჭვო სწავლების დანერგვის მცდელობას, შევეცდები, უფლის შეწევნით, დრო გამოვნახო და მამათა სწავლებებით ვუპასუხო.
გთხოვთ შენდობას და ლოცვებში მოხსენიებას.

.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 3 2007, 06:46 PM
პოსტი #136


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ძმაო ლადო!

პირველ რიგში, ვგონებ, მე ვიყავი ერთერთი პირველი ვინც მიესალმა შენს ფორუმში მოსვლას და ნაწერიც მოგიწონე!

ვერ მომიწონებია ვერაფრით ეს პასუხი, უფრო ემოციურია, ვიდრე მეცნიერული და ქრისტიანული, ჯერ ერთი მე სულაც არ ვარ კანუდოსელი, სულ სხვა მანერა მაქვს წერისა, თუმცა ხშირად ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა, არა მგონია ეს რამე დანაშაული იყოს, ასე რომ კაიროსი-კაიროსია smile.gif

ციტატა
მამამ იქ, შორეულ ამერიკაში, თავისით, წინაპართა დახმარების გარეშე (ჩვენგან განსხვავებით) იპოვა ჭეშმარიტება და მთელი თავისი ცხოვრება, ნიჭი, ინტელექტი, ჯანმრთელობა მის გავრცელებას შეალია


ახლა მეორე, ვიცი, რომ როცა მე ვწერ, გლახაც წერს და ცოტა ხანში კანუდოსელიც დაგიწერს, მერე შემოვა მოდერი და იმედია ახლა მაინც შეიკავებს თავს საშლელის ფუნქციებიდან ( smile.gif !!! ), ამიტომ ყველას ვთხოვ ზომის და ზრდილობის ფარგლებში, ცინიზმის გარეშე ( მიხვდება ვისაც ვწერ biggrin.gif ) ვუპასუხოთ ამ ადამიანს, ვგონებ მიიღოს სიმართლე თუ კარგად ვეტყვით!

ახლა შემდეგ, როცა რამეს დაგვიწერ ან დამიწერ ( ისე მე რატომ გამრიე? , რა როუზი მართლა წმიდანი ხომ არაა??? , მოკლედ რახან გამრიე, მაშინ მისმინე კიდეც smile.gif ) მაშინ დაწერამდე სჯობია, თვალი გადაავლო წყაროებს და დოკუმენტებს, ემოციებზე აწყობილ პასუხში სულ წააგებ, შენ ბევრი წერე იმაზე ვინ გაავრცელა როუზის წიგნები, იმაზე რა ბედი ეწია მის ეკლესიას, მაგრამ სულ გამოგრჩა რომ ეს "მამა" იყო სქიზმატი!!! არათუ "ჭეშმარიტება" არ უპოვია, არამედ სქიზმაში დარჩა ბოლომდის! ეს ისტორიაა, და არა ჩვენი კერძო აზრი!


ციტატა
დავიჯერო ვერ ხვდებით, ძმებო იმას, თუ რა ტკივილს აყენებთ იმ თქვენს სულიერ ძმებს, ვისთვისაც თქვენს მიერ გალანძღული მოძღვრები ავტორიტეტები და საყვარელი ადამიანები არიან?


სწორედ იმ სულიერი ძმებს მოვუწოდებთ ყურადღებისაკენ, რომ "წმიდა მამის" ნაწერი არ ეგონოთ როუზის აზრები, რომლებიც დაიჯერე, ვინც გწერთ ათასჯერ გვაქვს წაკითხული, კარგი აზრები უამრავია შიგ, მაგრამ ამ ნაწერების "კანონიზაცია" მოხდა, გაფეტიშება, გეგონება კლიმენტი ალექსანდრიელი იყოს ან გრიგოლ ღვთისმეტყველი, ამის წინააღმდეგ ვარ მე პირადად!

ციტატა
რაც შეეხება თქვენს მიერ წამოჭრილი არაერთი ფრიად საეჭვო სწავლების დანერგვის მცდელობას, შევეცდები, უფლის შეწევნით, დრო გამოვნახო და მამათა სწავლებებით ვუპასუხო.



თავიდანვე რომ "საეჭვოს" უძახი ჩემო ძამია ჩვენს თოფიქებს, მაშინ 99% ვერ მიგვიხვდები, თავიდანვე უარყოფითად განეწყვე, აბა გონება განრისხებულს ადგილი სიმართლის მისაღებად აღარ დაგრჩება, შენ შეეცადე მშვიდად, წინასწარი ცუდი ან თუნდაც ზედმეტად კარგი განწყობილების გარეშე დოკუმენტალურად და დასაბუთებულად ეძებო თანამედროვე და ძველი მამების ნაწერებში და მიხვდები, რომ ჩემი და ამ ფორუმისეული მეგობრების ნააზრევი ხშირად ჭეშმარიტების ძიებაა და მეტი არაფერი!

დამშვიდდი, დაწყნარდი და ასე მშვიდად ვიკამათოთ, თორემ ხომ იცი მოდერი არ გავაბრაზოთ, თორემ ისე მიაშლის ამ სიმწრით ნაწერებს, მარჯვენა წარბიც არ შეუქანდება tongue.gif

იხარე და მრავალ შობას!

პატივისცემით

კაიროსი! ( და მხოლოდ კაიროსი biggrin.gif )


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 3 2007, 06:52 PM
პოსტი #137


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



lado s
ჩემო ლადო გაგიმარჯოს!
ციტატა
პირველ რიგში შენ, კაიოროსს (თუ ესეც შენ არა ხარ)

ერთხელ ერთ ადამიანს ასე ეგონა და დიდი შეცდომა მოუვიდა..და სინამდვილეში თვითონ იყო ორი სახელით შემოსული (ეს ისე wink.gif )
მე კანუდოსელის ნაცვლად ვერ გაგცემ პასუხს..იმიტომ რომ თავის ნათქვამზე თვითონ უკეთ გააკეტებს კომენტარს...
თუმცა მივესალმები მის დამოკიდებულებას..კრიტიკა ჯანსაღი საჭიროა...



მეტს არ გავაგრძელებ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 3 2007, 07:56 PM
პოსტი #138


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ლადო, ჯერ მოკლედ გეტყვი, ბევრო დრო ახლა არ მაქვს: როუზი ისეთივე სქიზმატია როგორც ორჯერ ორი ოთხი, თუ გაგება არ გინდა, ეს მეორე საკითხია...
მოგვიანებით უფრო კარგად დავწერ, ვრცლად


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 3 2007, 08:07 PM
პოსტი #139


დაურეგისტრირებელი









კანუდოსელი
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif laugh.gif გრძლად ანუ 5 ფურცელი? biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 3 2007, 08:12 PM
პოსტი #140


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ქავთარაძე @ Jan 3 2007, 09:07 PM) *

კანუდოსელი
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif laugh.gif გრძლად ანუ 5 ფურცელი? biggrin.gif


laugh.gif
არაა, კაცს თუ არ უნდა გაგება, გინდა 100 დაუწერე


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 06:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი